ყოველთვიური შენატანი (ძირითადითანხა, პროცენტი, დაზღვევა): თანდართული გრაფიკის შესაბამისად ვადის ბოლოს შენატანი: სადაზღვევო ხარჯები: სიცოცხლის დაზღვევის წლიურისაპროცენტო განაკვეთი: % საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: საკომისიო ინფორმაციის გაცემისთვის:...
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საბანკო კრედიტის ხელშეკრულების # თავსართი
ქალაქი | თარიღი |
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული |
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: | % |
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: | % |
ფინანსური ხარჯები
ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანხა, პროცენტი, დაზღვევა): | თანდართული გრაფიკის შესაბამისად |
ვადის ბოლოს შენატანი: | |
სადაზღვევო ხარჯები: | |
სიცოცხლის დაზღვევის წლიური საპროცენტო განაკვეთი: | % |
საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: | |
საკომისიო ინფორმაციის გაცემისთვის: | |
ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო | |
საკომისიო კრედიტის აუთვისებლობისთვის: | აუთვისებელი თანხის X% |
ხელშეკრულების სხვა პირობები
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: | |
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | |
კრედიტის ვადა: | (ვადა დღეებში) |
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: | ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე |
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | ერთჯერადად არაუმეტეს 20.00 ლარი ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე. |
დავალიანების თანხის 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. | |
საკომისიო წინსწრებით დაფარვისთვის: | გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის: 0 - მაგზე მეტი ოდენობით წინსწრებით შემოტანის შემთხვევაში, კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის X%. X% საკუთარი სახსრებით სესხის დახურვისას. |
მაგრამ არაუმეტეს: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები | |
საკომისიო რეფინანსირებისთვის: | გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%. მაგრამ არაუმეტეს: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები |
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
• ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების (წინამდებარე თავსართში მოცემული პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის) ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით. • წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ; |
• მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით; • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ- გვერდზე - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2406 406 |
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება #
ქალაქი | თარიღი |
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი (პოზიცია, სახელი გვარი) და მეორე მხრივ, (სახელი გვარი) (შემდგომში ''კლიენტი''/''მსესხებელი'') (პასპორტის/პირადი ნომერი) მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში ''ძირითადი ხელშეკრულების'') საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების xxxxxxx xxxxxx მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და xxxxxxxx მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით.
1.3 მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საბანკო კრედიტი გაიცემა და ხელშეკრულება ფორმდება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე, წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი კლიენტის ვალდებულებები) არ იქნება უზრუნველყოფილი იმ ხელშეკრულებ(ებ)ით/ქონებით (უზრუნველყოფ(ებ)ით), რომლითაც უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულება(ები).
2. საბანკო კრედიტის ძირითადი პირობები
2.1 | ძირითადი ხელშეკრულება: | საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება |
2.2 | კრედიტის ტიპი: | სამომხმარებლო |
2.3 | კლიენტი: | სახელი გვარი (პასპორტის/პირადი ნომერი) |
2.4 | კრედიტის თანხა: | |
2.5 | მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | |
2.6 | კრედიტის ვადა: | ვადა დღეებში |
2.7 | საპროცენტო განაკვეთი: | წლიური X % |
2.8 | საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული |
2.9 | კრედიტის მიზნობრიობა: | |
2.10 | კრედიტის გაცემის ფორმა: | ტრანშებად ათვისება / თანდართული გრაფიკის შესაბამისად |
2.11 | კრედიტის დაფარვის გრაფიკი: | თანდართული გრაფიკის შესაბამისად / კლიენტის/მსესხებლის მიერ ტრანშის ათვისების შემთხვევაში, ბანკი მოახდენს ტრანშის ვადის შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით სესხის დაფარვის გრაფიკის აგებას ანუიტეტის პრინციპით, რაც გულისხმობს სესხის დაფარვას დროის თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გადახდას. სესხის დაფარვა უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელზეც კლიენტის ხელმოწერა არ არის სავალდებულო. ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკი შეგიძლიათ მოითხოვოთ სს ,,თიბისი ბანკის’’ ნებისმიერ ფილიალში/სერვის-ცენტრში ან იხილოთ თქვენს ინტერნეტ ბანკში. საშეღავათო პერიოდში (მისი არსებობის შემთხვევაში) სესხზე უცვლელად და უწყვეტად ხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად. სესხის ნაწილობრივ/სრულად წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული ყველა გადასახდელი, მათ შორის, სადაზღვევო პრემია (დაზღვევის არსებობის შემთხვევაში) და საპროცენტო სარგებელი, იმ პროპორციულობით, რაც დარიცხულია |
წინსწრების თარიღამდე (დღემდე), თუ წინსწრება ხორციელდება საშეღავათო პერიოდში, ხოლო საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, მსესხებელი ვალდებულია სრულად დაფაროს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული (გრაფიკის მიხედვით მომავალ გადასახდელ(ებ)ში გადანაწილებული) საპროცენტო სარგებელი, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, დაზღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გადასახდელები | ||
2.12 | ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | ერთჯერადად არაუმეტეს 20.00 ლარი ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას |
2.13 | ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | დავალიანების 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას |
2.14 | საკომისიო ვადაზე ადრე (წინსწრებით) დაფარვისთვის: | გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის: 0 - მაგზე მეტი ოდენობით წინსწრებით შემოტანის შემთხვევაში, კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის X%. X% საკუთარი სახსრებით სესხის დახურვისას. მაგრამ არაუმეტეს: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები |
2.15 | საკომისიო რეფინანსირებისთვის: | გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის 2%. მაგრამ არაუმეტეს: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები |
2.16 | საკომისიო კრედიტის დამტკიცებისთვის: | |
2.17 | საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: | |
2.18 | საკომისიო კრედიტის აუთვისებლობისთვის: | აუთვისებელი თანხის X% |
2.19 | დამატებითი პირობები: | 2.19.1 მსესხებელი აცხადებს თანხმობას კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.6 პუნქტში მითითებულ ვადაში ბანკის მიერ მოთხოვნილი პირობებით უზრუნველყოს კლიენტის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე მსესხებლის მიერ შერჩეულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ ამგვარი სადაზღვევო პოლის(ებ)ით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. მსესხებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე საფინანსო პროდუქტის შეთავაზების ეტაპზე ბანკმა მსესხებელს შესთავაზა 3 სადაზღვევო კომპანიის: სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“ (ს/კ 205023856), სს „თიბისი დაზღვევის“ (ს/კ 405042804), სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ (ს/კ 204426674) ალტერნატივა, გააცნო და მიაწოდა მათი სადაზღვევო პირობები / საინფორმაციო ფურცელი, რომლიდანაც კლიენტმა აირჩია სს "---- ----" (ს/კ ). მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს სადაზღვევო პრემია/დაზღვევის მართვის საკომისიო / დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახდელი. |
დაზღვეული მოსარგებლეს (ბანკს) ანიჭებს უფლებამოსილებას, დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოსარგებლემ (ბანკმა), საკუთარი შეხედულებისამებრ, თავად განახორციელოს სადაზღვევო პრემიის გადახდა მზღვეველისთვის, მაგრამ არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა. ზემოხსენებული პირობის შესაბამისად, xxxxxx მიერ მზღვეველისთვის (კლიენტის ნაცვლად) სადაზღვევო პრემიის გადახდის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია კლიენტს (დაზღვეულს) მოსთხოვოს ბანკის მიერ სადაზღვევო პრემიის სახით მზღვევლისთვის გადახდილი თანხის ბანკის სასარგებლოდ სრულად გადახდა.
დაზღვევა ითვლება შეწყვეტილად/შეჩერებულად (ბანკის შეხედულებისამებრ) დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის 90 (ოთხმოცდაათი) დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში. მიუხედავად ხსენებულისა, მოსარგებლე (ბანკი) უფლებამოსილია განაახლოს დაზღვევა (ცალმხრივად აღადგინოს დაზღვევის წინამდებარე პირობები), იმ შემთხვევაში, თუ სრულად განხორციელდება ბანკის მიმართ დაზღვეულის დავალიანების დაფარვა. თუმცა, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ვადაგადაცილების (დავალიანების) არსებობის პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები.
სადაზღვევო ანაზღაურების პროცენტული ოდენობა: (სახელი გვარი პირადი/პასპორტი ნომერი) : X%
წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დასაფარი ვალდებულებების (საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის) სრულად დაფარვის / გაუქმების შემდგომ (თუ ხელშეკრულების მიზნობრიობას წარმოადგენს მხოლოდ არსებული საკრედიტო ვალდებულებების (საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის) დაფარვა/რეფინანსირება), ამავე ვალდებულებების (საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის) დასაფარად მიმართული თანხიდან, კლიენტის ანგარიშზე დარჩენილი ხელმისაწვდომი თანხის არსებობის შემთხვევაში, ხსენებული თანხა ბანკის ცალმხრივი გადაწყვეტილების შესაბამისად, ავტომატურად მიემართება წინამდებარე სესხის წინსწრებით (ვადაზე ადრე) დასაფარად, რაზეც კლიენტი წინასწარ აცხადებს თანხმობას.
ყოველი მომდევნო ტრანში გაიცეს, მას შემდეგ, რაც შესრულდება წინა ტრანშით განსაზღვრული პირობები.
რომელიმე წინაპირობის, დამატებითი პირობის ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნის შეუსრულებლობის (დარღვევის) შემთხვევაში ბანკს უფლება ექნება განახორციელოს ქვემოთ აღწერილი რომელიმე, რამდენიმე ან ყველა ქმედება:
• კლიენტისთვის შეტყობინებით ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო
სარგებლის განაკვეთი მაქსიმუმ 4%-ით (ამ პირობის შეცვლა შესაძლებელია მხარეთა დამატებითი შეთანხმებით); დარღვევის გამოსწორებიდან (წინაპირობის, დამატებითი პირობის ან მოთხოვნის შესრულებიდან, რის შესახებაც კლიენტმა უნდა შეატყობინოს ბანკს) მაქსიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ საპროცენტო სარგებლის განაკვეთი შემცირდება დარღვევამდე (წინაპირობის, დამატებითი პირობის ან ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნის შეუსრულებლობამდე) არსებულ ოდენობამდე);
• მოითხოვოს ბანკის მიერ განსაზღვრული ოდენობის თანხის დეპონირება
ბანკის მიერ მითითებულ ანგარიშზე კლიენტის ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად;
გამოიყენოს (განახორციელოს) ძირითადი ან/და დამატებითი ხელშეკრულებ(ებ)ით ბანკისთვის მინიჭებული სხვა უფლებები. | |||
2.20 | კრედიტის ეფექტური განაკვეთი | საპროცენტო | |
2.21 | სადაზღვევო ხარჯები: | ||
2.22 | სიცოცხლის დაზღვევის საპროცენტო განაკვეთი: | წლიური | |
2.23 | საკომისიო ინფორმაციის გაცემისთვის: | ||
2.24 | ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო: | ||
2.25 | გასატანი თანხის ოდენობა: | ||
დაგრძელვადიანების პირობით გაცემული სესხებისთვის: | |||
2.26 | სესხის/საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება: | კლიენტი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების 2.6 პუნქტში მითითებულ კრედიტის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს (ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული) წინამდებარე კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელება. | |
კლიენტი უფლებამოსილია, ქვემოთ მითითებული საბანკო კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი/მათი მოქმედების ვადის გაგრძელება: საბანკო კრედიტის ხელშეკრულება/ები: | |||
ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას არაუმეტეს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში„ბრძანება”) განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, რომლის ათვლა განხორციელდება სესხის გაცემის მომენტიდან. კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ბანკი იხელმძღვანელებს წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვად(ებ)ით. | |||
ამასთან, თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო (70 წელი ) არ არის შესაძლებელი კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ასეთ შემთხვევაში, ბანკი მოახდენს კლიენტთან გაფორმებული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის პირობების (ვადის) შესაბამისად, რა ვადაზეც დათვლილი იქნა ბრძანებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტი სესხის გაცემის დროს. |
3. სხვა პირობები
3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.
3.3 დეტალურად იცნობს ბანკის ვებგვერდზე xxx.xxxxxxx.xx განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას;
3.4 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და ა.შ.);
3.5 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ მიზნით, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (თუ კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული) და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით/კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ის ცალმხრივად განკარგვით, თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.6 იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი აღმოჩნდება უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; ბ) ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალება, ისე რომ კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას; გ) ადგილი ექნება სხვა პროცესებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ საკრედიტო ბაზარზე კრედიტით სარგებლობისთვის დაწესებული საპროცენტო სარგებლის (განაკვეთების) ცვლილება; დ) განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საპროცენტო განაკვეთი. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ბანკის უფლებამოსილება ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი, ძალაში შევა მხოლოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის 5%-ზე მეტით ცვლილების შემთხვევაში.
3.6.1 ამგვარი ცვლილების შესახებ, ბანკი კლიენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 2 (ორი) თვით ადრე კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოწვეული იქნება, xxxxxxxx მიერ ნაკისრი ვალდებულების ან/და საკრედიტო პროდუქტის რომელიმე პირობის დარღვევის საფუძვლით. ამასთან, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ;
3.6.2 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ეთანხმება ამგვარ ცვლილებას, იგი ვალდებული იქნება ზემოხსენებულ ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული ყველა საკრედიტო პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
3.8 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი
დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
3.9 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების დადების ადგილია აღმოსავლეთ ან სამხრეთ საქართველოს (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შემდეგი წესით: 1) 7 000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) - შპს
„არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359); 2) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს (ან ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური
გაცვლითი კურსის შესაბამისად)) ზემოთ - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205273005).
3.10 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების დადების ადგილია დასავლეთ საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, გურია, იმერეთი, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან), გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359), თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, დავის განხილვის ადგილია ქუთაისი.
3.11 მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოყვანილი პირობების (საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
3.12 იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებული არბიტრაჟი/არბიტრაჟები იქნება ლიკვიდირებული ან მას/მათ შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით საარბიტრაჟო დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
3.13 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა ნებისმიერი მიზეზით დაექვემდებარება სასამართლოს განსჯადობას (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზეზით და სხვ.) და განხილული იქნა სასამართლოს მიერ, მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3.14 მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (xxxxxxxx) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება;
3.15 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართოს განცხადებით ბანკის ნებისმიერ ფილიალს / სერვისცენტრს და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი მოახდენს ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით: პირველ რიგში დაიფარება საკრედიტო ბარათებთან / ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი. ამავდროულად, ბანკი იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტული შემთხვევისას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა).
3.16 წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის წინსწრებით (სრულად ან ნაწილობრივ)
დაფარვის საკითხი/უფლება, რეგულირდება წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით.
3.17 ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორ) იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx/მსესხებელი |
სს “თიბისი ბანკი“ | სახელი გვარი |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | პასპორტის /პირადი ნომერი |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
xxxxxxxxx ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
საზედამხედველო ორგანო: „საქართველოს ეროვნული ბანკი“ (მის. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2) | ელ. ფოსტა: |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |