Contract
პროექტი
ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ
(გამარტივებული შესყიდვა)
------------ 2020 წელი ქ. ბორჯომი
ერთის მხრივ სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“ (ს/კ 404408547) (შემდგომში ”შემსყიდველი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ -------------- (ს/კ ---------------) წარმოდგენილი მისი დირექტორის დებენ
წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომ _ “ხელშეკრულება”) _ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3. „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების მიწოდებას ამ ხელშეკრულების ფარგლებში;
1.5. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე;
1.6. „მომსახურება“ - წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი;
1.7. „ინსპექტირება“ - ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ინტერნეტ მომსახურების შესყიდვა
(CPV72400000), -----------------
3. მომსახურების მიწოდების პირობები
3.1. მომსახურების მოწოდების ვადა - 2020 წლის ----------------
3.2. მომსახურების მიწოდების ადგილი : ქ. ბორჯომი, მესხეთის ქ. 16
4. სახელშეკრულებო ღირებულება
4.1. ერთი თვის მომსახურების ღირებულება შეადგენს --------- ლარს დღგ ჩათვლით. სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ლარს დღგ ჩათვლით.
4.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს როგორც მომსახურების ღირებულებას, ასევე წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
5. ანგარიშსწორების პირობები
5.1. მომსახურების გაწევის შემდეგ „შემსყიდველსა“ და „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი;
5.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით,
,,მიმწოდებლის“ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
5.3. ანგარიშწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
5.4. შემსყიდველი ვალდებულია თანხის გადახდა განახორციელოს ყოველთვიურად საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
6. ხარისხი
მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს დადგენილ სტანდარტებს და აკმაყოფილებდეს ხელშეკრულების პირობებს.
7. მხარეთა უფლება–მოვალეობები
7.1. შემსყიდველი უფლებამოსილია:
7.1.1. აწარმოოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლი;
7.1.2. ჩაატაროს ინსპექტირება, რისთვისაც გამოყოფს უფლებამოსილ პირს, საჭიროების შემთხვევაში ჩაატაროს ხარისხის კონტროლი, რისთვისაც შესაძლებელია მოწვეულ იქნეს ექპსერტი.
7.2. შემსყიდველი ვალდებულია:
7.2.1. მომსახურების მიწოდებაში რაიმე შეფერხების შემთხვევაში, შეატყობინოს მიმწოდებელს აღნიშნულის თაობაზე.
7.2.2. მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან წინამდებარე ხელშეკრულების მე–5 მუხლით გათვალისწინებული პირობებით;
7.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
7.3.1. პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებისას დროებით შეუჩეროს ან შეუზღუდოს
„აბონენტს“ მომსახურების მიწოდება, მაგრამ არა უმეტეს 5 (ხუთი) საათისა;
7.3.2. სამაუწყებლო უფლებამფლობელი სხვა კომპანიის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სატელევიზიო არხის ან მისი შემადგენელი ცალკეული გადაცემების ჩვენების უფლების დაკარგვის შემთხვევაში, შეწყვიტოს მისი მიწოდება და შემსყიდველთან შეთანხმებით ჩაანაცვლოს იგი სხვა გადაცემით ან არხით. მხარეები თანხმდებიან, რომ მიმწოდებელი მსგავსი უფლებამოსილებით აღჭურვილია იმ შემთხვევაშიც თუ სატელევიზიო არზის შემადგენელი
ცალკეული გადაცემების ჩვენება დაუშვებელია კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს აკრძალვისა ან/და საავტორო მომიჯნავე უფლებების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნის გამო;
7.3.3. მიიღოს გაწეული მომსახურებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანაზღაურება;
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
7.4.1 განუხრელად და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულების პირობები იმ ვადაში, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში;
7.4.2. უზრუნველყოს შემსყიდველისათვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება;
7.4.3. შემსყიდველის შეტყობინების საფუძველზე შეძლებისდაგვარად უმოკლევა ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს მეორე კალენდარული დღისა აღმოფხვრას მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული დაგვიანება;
7.4.4. იქონიოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონით ან კანონმქვემდებარე აქტებით დადგენილი აბონენტებისთვის მისაწოდებელი სატელევიზიო არხების ან მისი შემადგენელი ცალკეული გადაცემების ჩვენების უფლება;
7.4.5. ხელი შეუწყოს შემსყიდველს ინსპექტირების ჩატარების დროს;
8. ინსპექტირება
8.1. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ინსპექტირება განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, შემსყიდველის მოთხოვნების შესაბამისად;
8.2. ინსპექტირებას განახორციელებს -------------
8.3. შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენლის (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) მიერ ხარისხის კონტროლის ჩატარების შემთხვევაში თუ აღმოჩნდება წუნდებული მომსახურება, შემსყიდველი აცნობებს მიმწოდებელს წერილობით ამის შესახებ, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია გონივრულ ვადაში გამოასწოროს წუნი.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. არავითარი გადახრა ან ცვლილება ხელშეკრულების პირობებში არ დაიშვება ორივე მხრის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების გარდა;
9.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობითშეატყობინოსმეორემხარესშესაბამისიინფორმაცია;
9.3. ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა;
9.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, შესაძლებელია გაიზარდოს სახელშეკრულებო ღირებულება არაუმეტეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10 (ათი) პროცენტისა;
9.5.ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების
დანართის (შეთანხმება) სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად; 9.6.ხელშეკრულება ან მისი რომელიმე დებულება შესაძლებელია შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
10. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
10.1. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%–ს ოდენობით;
10.2. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან;
10.3. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 1%–ს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება.
11. დაუძლეველიძალა (ფორს – მაჟორი)
11.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (ფორს–მაჟორი) ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ;
11.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ; წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
11.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ;
12.2. თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესისდამიხედვით მიმართოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას ან/და სასამართლოს.
13. ხელშეკრულების ვადა
13.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის --.
14. განსაკუთრებული პირობები
14.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ის ურთიერთობანი, რომელიც არ იქნა მოწესრიგებული წინამდებარე ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
14.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 2 (ორი) ეგზემპლარად და თითოეულ მათგანს იურიდიული ძალა აქვს;
14.3. ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ,,მიმწოდებელს“, ხოლო მეორე ინახება შემსყიდველ ორგანიზაციაში.