მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის N32/04 ბრძანებით დამტკიცებული ფინანსური ორგანიზაციების მიერ...
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
პროდუქტის დასახელება - ხელშეკრულება #
თბილისი / საქართველო 00/00/0000
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი | |
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი | ფიქსირებული |
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი | % |
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | % |
კრედიტის ფინანსური ხარჯები | |
ყოველთვიური შენატანი (ძირი თანხა+პროცენტი) | თანდართული გრაფიკის შესაბამისად |
გაცემის საკომისიო | |
იპოთეკის რეგისტრაციის/გაუქმების ხარჯი | |
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია | |
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა | |
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა | |
კრედიტის მოქმედების ვადა | |
სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა | |
წინასწარ დაფარვის საკომისიო იანგარიშება კრედიტის დარჩენილი ძირითადი თანხიდან, და ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის შესაბამისად და შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის : 2%-ს თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი ვადა 1%-ს თუ დარჩენილია 12-დან 24 თვემდე ვადა 0,5%-ს თუ დარჩენილია 6-12 თვემდე ვადა 0%-ს 6 თვემდე ვადის შემთხვევაში. | |
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო | სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
მომხმარებელს არ აქვს უფლება უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის N32/04 ბრძანებით დამტკიცებული ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით". ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე ელექტრონული ფოსტით, მსესხებლის ელ. ფოსტაზე 000000 შეტყობინების გაგზავნით.
მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდს – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
კრედიტის ხელშეკრულება #
00/00/0000 დადებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ #
ხელშეკრულების დანართი
საქართველო, თბილისი 00/00/0000
მუხლი 1. ხელშეკრულების მხარეები:
1.1. გამსესხებელი:
საფირმო სახელწოდება : | სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“ |
იურიდიული მისამართი: | საქართველო, ქ. თბილისი, xxxxxxx xxxxx xxxxxxxx N 118, 1- ლი პავილიონი |
საიდენტიფიკაციო კოდი: | 205274273 |
რეგისტრაციის თარიღი: | 05/03/2009 |
საზედამხედველო ორგანო: | საქართველოს ეროვნული ბანკი (მის: საქართველო, თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპირო № 1; xxxx://xxx.xxx.xx; 032 2 406 406 |
წარმომადგენელი: უფლებამოსილება: | დირექტორის მიერ გაცემული მინდობილობით მოქმედი |
1.2. მსესხებელი
სახელი და გვარი: | |
პირადი ნომერი: | |
დაბადების თარიღი: | |
მისამართი: | |
ელ-ფოსტა: | |
საკონტაქტო ტელ: | |
ანგარიშის ნომერი: |
xxxxxxxxxxxxx და მსესხებელმა დავდეთ წინამდებარე ხელშეკრულება შემდეგზე
წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულება (შემდგომში “ხელშეკრულება”) დადებულია ამავე მხარეთა შ ო რ ი ს 00/00/0000 დადებული # გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების (შემდგომში “გენერალური ხელშეკრულება”) საფუძველზე, მისი მომსახურების მიზნით და შესაბამისად მისი განუყოფელი და შემადგენელი ნაწილია. ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტში აღნიშნული გენერალური საკრედიტო აზით მომსახურების ხელშეკრულების ყველა პირობა და მისი 2.1 პუნქტის თანახმად წინამდებარე ხელშეკრულება აწესრიგებს იმ პირობებს რაც მოცემულია მითითებულ გენერალურ ხელშეკრულებაში.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ამ ხელშეკრულებით გამსესხებელი მსესხებელზე წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გასცემს სასყიდლიან კრედიტს სესხის ფორმით, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას სრულად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და დაფაროს ათვისებული კრედიტი წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტში აღწერილი წესით.
2.2 . კრედიტის ძირითადი პირობები
2 . 2 . 1 გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ნომერი | |
2 . 2 . 2 გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დადების თარიღი | |
2.2.3 კრედიტის მთლიანი მოცულობა | |
2.2.3.1. კრედიტის ტიპი | |
2 . 2 . 4 . გასატანი/ხელზე ასაღები თანხის ოდენობა (კრედიტის მთლიანი თანხიდან ფინანსური ხარჯების გამოკლებით) | |
2.2.4.1. მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა | |
2.2.5 კრედიტის მოქმედების ვადა; | |
2.2.5.1. სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა | |
2.2.6 კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: | |
2.2.6.1 კრედიტის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი: | |
2.2.7. კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | |
2.2.7.1. საპროცენტო განაკვეთის ტიპი | ფიქსირებული |
2.2.8. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: | სესხის ნარჩენი ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ უნდა აჭარბებდეს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
2.2.9 კრედიტის გაცემის საკომისიო | |
იპოთეკის რეგისტრაციის/გაუქმების ხარჯი |
2.2.10 კრედიტების გაცემისა და დაფარვის წესი | 2.2.10.1 კრედიტი გაიცემა ერთ ნაწილად; 2 . 2 . 10 . 2 მსესხებელი ვალდებულია დაფაროს კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს ხელშეკრულების დანართს და მის განუყოფელ ნაწილს. 2.2.10.3 მსესხებლის მიერ გამსესხებლისათვის გადახდილი თანხით, მსესხებლის დავალიანება დაიფარება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში ხარჯი, შემდეგ პირგასამტეხლო/ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული პროცენტი/სარგებელი, შემდეგ კრედიტის ძირითადი თანხა. ამასთან, გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვალოს ფულადი ვალდებულებების დაფარვის რიგითობა. 2.2.10.4 ხელშეკრულებაში მითითებულ კრედიტის მოქმედების ვადასა და გრაფიკს შორის სხვაობის შემთხვევაში, კრედიტის მოქმედების ვადის განსაზღვრისთვის უპირატესობა ენიჭება კრედიტის დაფარვის გრაფიკს. 2.2.10.5.იმ შემთხვევაში თუ მსესხებელს გამსესხებლის წინაშე ეკისრება რამოდენიმე ვალდებულება ერთდოულად და მათგან ერთ-ერთი წარმოადგენს ვადაგადაცილებულ დავალიანებას, მსესხებლის მიერ ვალდებულებების დაფარვის რიგითობის აურჩევლობის შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლის მიერ ვალდებულების დასაფარად შემოტანილი ნებისმიერი თანხა პირველ რიგში მიმართოს ვადაგადაცილებული დავალიანების დასაფარად, რაზეც მსესხებელი აცხადებს უპირობო თანხმობას. ამასთან, პარალელური ვალდებულებების ერთდროულად ვადაგადაცილების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვროს თუ რომელი ვადაგადაცილებული ვალდებულების/სესხის დასაფარად მიმართოს მსესხებლის მიერ გადახდილი თანხები. |
2.2.11 მიზნობრიობა/სხვა არსებითი პირობები: |
2.2.12 სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო: | წინასწარ დაფარვის საკომისიო იანგარიშება კრედიტის დარჩენილი ძირითადი თანხიდან, და ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილი ვადის შესაბამისად და შეადგენს გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის: 2%-ს თუ დარჩენილია 24 თვეზე მეტი ვადა 1%-ს თუ დარჩენილია 12-დან 24 თვემდე ვადა 0,5%-ს თუ დარჩენილია 6-12 თვემდე ვადა 0%-ს 6 თვემდე ვადის შემთხვევაში. |
2.3. გამსესხებელს უფლება აქვს 2.2.11 პუნქტში მითითებული არსებითი პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოითხოვოს გაცემული კრედიტის დაუყოვნებლივ დაბრუნება დარიცხულ სარგებელთან ერთად.
2.4. სესხის გადაცემა დასტურდება ჩეკით, რომელიც გადაეცმა მსესხებელს საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად თანხის განაღდების მიზნით, სალაროს გასავლის ორდერით, მსესხებლის საბანკო ანგარიშზე (მისი არსებობის შემთხვევაში მითითებული უნდა იქნეს 1.2. პუნქტში) თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან/და ნებისმიერი სხვა დოკუმენტით, რომელიც ადასტურებს აღნიშნულ ოპერაციას;
მუხლი 3. საპროცენტო სარგებელი, მისი დარიცხვის და შეცვლის წესი
3.1. კრედიტის ეფექტური საპროცენტო სარგებელი იანგარიშება კრედიტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წელიწადში 365 დღეზე გაანგარიშებით, ამასთან, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია გამსესხებლის მიერ და წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხის მიღების, შენარჩუნების და/ან ამ სესხით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს, კერძოდ:
ა) საპროცენტო ხარჯი/შენატანები;
ბ) მომსახურებაზე გამსესხებლის მიერ დაწესებული გადასახდელები;
გ) გამსესხებლის მიერ დაწესებული ტრანზაქციისა და საკომისიო ხარჯი; დ) აუცილებელი დაზღვევის ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ვ) სანოტარო ხარჯი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ზ) ადმინისტრაციული ორგანოს მომსახურებისათვის დაწესებული საფასური (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) გადასახდელი, რომელსაც მსესხებელი უხდის მესამე პირს სესხით სარგებლობის დასრულების დროს, თუ ეს წარმოადგენს მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის დასრულების და ხელშეკრულებამდე არსებული უფლებების აღდგენისათვის აუცილებელ პირობას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ი) სხვა მნიშვნელოვანი გადასახდელები, რომელთა შესახებ გამსესხებელმა შეიტყო სასესხო ხელშეკრულების დადების მომენტისათვის.
3.2. თუ გამსესხებელი ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას, პროცენტის დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება იძულებითი, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა, ან სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტისა ან/და მანამ სანამ ვადაგადაცილებულ სესხზე მიმდინარე ვადაგაცილების სრულ აღმოფხვრამდე დარიცხული პროცენტისა და პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა გაუტოლდება სესხის მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას, ამასთან ზემოთ აღნიშნული შემთხვევიდან აქტიურდება ის დათქმა, რომელიც პირველი დადგება;
მუხლი 4. პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი
4.1. იმ შემთხვევაში თუ გამსესხებლის ანგარიშზე სრულად არ ჩაირიცხება თანხა გრაფიკით დადგენილ ვადებში, გამსესხებელი უფლებამოსილია (არ არის ვალდებული) დააკისროს, ხოლო ასეთ შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო წინამდებარე ხელშეკრულების 2.2.8 პუნქტში მითითებული ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის; პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდა არ ანთავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით დადგენილი სხვა გადასახდელების გადახდისაგან;
მუხლი 5. უზრუნველყოფა
5.1. მსესხებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილია წინამდებარე ხელშეკრულების 2.2.1 პუნქტში მითითებული გენერალური ხელშეკრულების და მის საფუძველზე წინამდებარე ხელშეკრულებიდან წარმოქმნილი ვალდებულებების
უზრუნველსაყოფად გაფორმებული იპოთეკის, გირავნობის, თავდებობის და უზრუნველყოფის სხვა ხელშეკრულებების საგნებით;
მუხლი 6. კრედიტის წინსწრებით დაფარვა
6.1. მსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს სესხის ძირი თანხის ვადაზე ადრე დაბრუნება მთლიანად ან ნაწილობრივ, ამასთან კრედიტის წინსწრებით დაფარვის წესი მოცემულია წინამდებარე ხელშეკრულების “2.2.12” პუნქტში;
6.2. გამსესხებელი უფლებამოსილი, მსესხებლის მიერ სესხის სრულად ან ნაწილობრივ დასაფარად გადახდილი თანხით მოახდინოს სესხის წინსწრებით დაფარვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულის თაობაზე მსესხებელი წერილობითი (მატერიალური ან ელექტრონული) ფორმით ან/და სხვა დისტანციური საკომუნიკაციო საშუალებით (შესაბამისი იდენტიფიცირების შემდეგ) მიმართავს გამსესხებელს;
მუხლი 6¹. ხელშეკრულების ძალაში შესვლის, მოქმედების და ვადამდე შეწყვეტის წესი.
6¹.1. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის, მოშლისა და გაუქმების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ, გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებაში. მუხლი 7. პრეტენზიების წარდგენის წესი
7.1. მსესხებელი უფლებამოსილია გამსესხებელს წაუყენოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)იდან/დანართებიდან გამომდინარე პრეტენზია წერილობით, გამსესხებლის ვებ გვერდზე xxx.xxxxxxxxxxxx.xx მომხმარებელთა პრეტენზიების მოდულში შესაბამისი შეტყობინების დაფიქსირებით ან ზეპირად
7.2. გამსესხებელი ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში განიხილოს მსესხებლის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და შეატყობინოს შესაბამისი გადაწყვეტილება მსესხებელს, მხარეთა მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 1.2. პუნქტით განსაზღვრულ ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით ან/და საკონტაქტო ტელეფონზე ინფორმაციის ზეპირი ფორმით მიწოდების გზით. შესაძლებელია მსესხებლის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში პასუხი პრეტენზიაზე ჩაბარდეს მატერიალური ფორმით;
7.3 მსესხებლის მიერ წაყენებული პრეტენზიების მიღება, დამუშავება და შედეგების შესაბამისი ადრესატებისათვის გაცნობა ხორციელდება, გამსესხებლის მიერ წარდგენილი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის ოფიცრის მიერ.
მუხლი 7¹. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები
7¹.1. მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები გათვალისწინებულია მსესხებელთან გაფორმებული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 8¹ მუხლში
მუხლი 8. ინფორმაციის მიწოდება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის
8.1. სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“ (იურდიული მისამართი: ქ. თბილისი,გამზირი აკაკი წერეთელი N 118, 1-ლი პავილიონი ს/კ 205274273) შეაგროვებს/დაამუშავებს პირის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე ინფორმაცია მუშავდება მომხმარებლის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში ჩართული მომხმარებლებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით (სესხის გამცემი ორგანიზაციები და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირები).
8.2. მომხმარებლის (მათ შორის, მონაცემთა სუბიექტი) მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ.
მუხლი 9. ინფორმაციის გაცემა თავდებობის/სოლიდარული პასუხისმგებლობის მონაწილე მხარისათვის, იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის მესაკუთრისათვის;
9.1. წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მსესხებელი ინფორმირებულია და უპირობო თანხმობას აცხადებს მასზედ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის მესაკუთრის, ასევე თავდების/სოლიდარული პასუხისმგებლობის მონაწილე მხარის მიერ ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია ხელმისაწვდომი გახადოს როგორც მესაკუთრის ასევე თავდებისათვის/სოლიდარული პასუხისმგებლობის მონაწილე მხარისათვის “2.2.1.” პუნქტში აღნიშნული გენერალური საკრედიტო ხაზით მომსახურების ხელშეკრულებისა და წინამდებარე საკრედიტო ხელშეკრულების ასლები, ასევე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ინფორმაცია მსესხებლის მიმდინარე დავალიანების შესახებ, რაც არ საჭიროებს მსესხებლის დამატებით წერილობით ინფორმირებას.
9.2. იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულებაში, ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტში ან/და მასთან დაკავშირებით მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ გამსესხებლისადმი წარდგენილ განაცხადში, მითითებულია მსესხებლის/თანამსესხებლის მხრიდან საკონტაქტო პირი, გამსესხებელი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის და არა მხოლოდ, მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მისი ამოღების მიზნით) ნებისმიერი სახის და შინაარსის კომუნიკაცია (მათ შორის და არა მხოლოდ, მოთხოვნების მოცულობისა და ხელშეკრულების სხვა პირობების შესახებ) განახორციელოს შეუზღუდავად, როგორც თავად მსესხებლთან/თანამსესხებლთან/თავდებთან/მესაკუთრესთან, ისე საკონტაქტო პირ(ებ)თან. მსესხებლი/თანამსესხებლი ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა ნებართვა და თანხმობა საკონტაქტო პირი(ებ)სგან, მისი პერსონალური მონაცემების გამსესხებლისთვის გადაცემის და მათი დამუშავების თაობაზე და საკონტაქტო პირ(ებ)ი აღნიშნულზე ინფორმირებულია;
9.3. იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულებაში, ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა ნებისმიერ
დოკუმენტში მითითების გზით (მათ შორის გამსესხებლისთვის ზეპირი ფორმით მიწოდებული ინფორმაციით) ან/და საჯარო წყაროებიდან, გამსესხებლისთვის ცნობილი გახდა მსესხებელთან/თანამსესხებელთან დაკავშირებული მესამე პირ(ებ)ის ნებისმიერი საკონტაქტო მონაცემი, გამსესხებელი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის და არა მხოლოდ, მსესხებლის/თანამსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, სესხის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მისი ამოღების მიზნით) დაუკავშირდეს აღნიშნულ პირ(ებ)ს და მოახდინოს მათთან ნებისმიერ სახისა და შინაარსის კომუნიკაცია, რაც გამომდინარეობს მსესხებლის/თანამსესხებლის ადგილმდებარეობის მოძიების ან/და მასთან დაკავშირების მიზნებიდან;
მუხლი 9¹. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის წესი
9¹.1. ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში,მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე;
9¹.2. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი პირობ(ებ)ის ცვლილებისას, გამსესხებელი თავისუფლდება მომხმარებლის შეტყობინების ვალდებულებისგან, იმ შემთხვევაში თუ ცვლილება ხორციელდება მსესხებლის/თავდების/მესაკუთრის სასარგებლოდ.
მუხლი 10. დამატებითი პირობები
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეებს შორის წარმოშობილი უფლება-მოვალეობების სრულ ამოწურვამდე;
10.2. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
10.3. წინამდებარე ხელშეკრულება მისი ვალდებულებებითა და სარგოებით ვრცელდება მხარეთა შესაბამის სამართალმემკვიდრეებსა და უფლებამონაცვლეებზე. გამსესხებლის წერილობითი შეთანხმების გარეშე მსესხებელს უფლება არ აქვს სხვას გადასცეს ან გადააბაროს მასზე ხელშეკრულებით დაკისრებული ნებისმიერი ვალდებულება.
10.4. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა ან უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით. მოლაპარაკების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განიხილება გენერალური ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
10.5. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორ) ეგზემპლარად, რომელთაგან
ერთი გადაეცემა გამსესხებელს, მეორე მსესხებელს;
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალში“ ამა თუ იმ ფორმით თა ნხის განთავსებას,
გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ:
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ“ არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.
მხარეთა ხელმოწერები:
გამსესხებელი: მსესხებელი:
გამსესხებელი სს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალი” - წარმომადგენელი: |