უძრავი ქონებისა და მოთხოვნების ნასყიდობის ხელშეკრულება N [●]
დანართი N1
უძრავი ქონებისა და მოთხოვნების ნასყიდობის ხელშეკრულება N [●]
ქ. თბილისი [●] 2021წ.
ერთი მხრივ, სს „საქართველოს რკინიგზა“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 202886010)
წარმოდგენილი
„გამყიდველი“),
მეორე მხრივ, [●] სახით (შემდგომში „მყიდველი“),
(შემდგომში
„გამყიდველი“ და „მყიდველი“ შემდგომში ერთად ან ცალ-ცალკე შესაბამისად „მხარედ“ ან
„მხარეებად“ წოდებულნი, თანხმდებიან შემდეგზე
პრეამბულა
2021 წლის -- ნომებერს სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გამოცხადებულ იქნა ელექტრონული აუქციონი (შემდგომში „აუქციონი“) უძრავი ქონების, რომლის მახასიათებლებია: ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო სამეურნეო; დაზუსტებული ფართობი: 10245 კვ.მ; მისამართი: ქალაქი თბილისი, გამზირი მოსკოვი, N2 (ნაკვ 002/037); საკადასტრო კოდი: 01.17.12.002.037 და მასთან დაკავშირებული მოთხოვნების გასხვისების თაობაზე.
„აუქციონის“ პირობების შესაბამისად, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოვლენილი იქნა შპს „ „, შემდგომში მყიდველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე „მხარეები“ დებენ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, „გამყიდველი“ საკუთრებაში გადასცემს
„მყიდველს“ წინამდებარე ხელშეკრულების 1.2 პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებას და მასთან დაკავშირებულ მოთხოვნის უფლებებს (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“), რის სანაცვლოდაც „მყიდველს“ „გამყიდველისათვის“ გადახდილი აქვს [--] ლარი დღგ-ს ჩათვლით (შემდგომში „ნასყიდობის ფასი“), „გამყიდველის“ მიერ 2021 წლის ნოემბერში
გამოცხადებული ელექტრონული აუქციონის პირობების შესაბამისად.
1.2. „ნასყიდობის საგანში“ მოხსენიებული უძრავი ქონების (შემდგომში მოხსენიებული როგორც „უძრავი ქონება“) რეკვიზიტებია:
1.2.1. საკადასტრო კოდი: 01.17.12.002.037
1.2.2. მისამართი: ქალაქი თბილისი, მოსკოვის გამზ. N2
1.2.3. ფართი: 10 245 კვ.მ
1.2.4 შენობა-ნაგებობა: მონოლითური კარკასის ტიპის მშენებარე ნაგებობა, რომლის მიახლოებითი ფართობი არის 6437,92 კვ.მ
1.3 01.17.12.002.037 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული მშენებარე ნაგებობა დღეის მდგომარეობით არის კანონიერი თანახმად თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 08 აპრილის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა (საქმე N3ბ/388-16).
2 „ნასყიდობის საგნის“ უფლებრივი მდგომარეობა
2.1 „გამყიდველის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, „მყიდველისთვის“ ცნობილია, რომ „ნასყიდობის საგანთან“ დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამოქალაქო დავა (საქმე N N2/7069-15, საქმის მიმდინარე სტატუსი: განხილვის მოსამზადებელი ეტაპი) (შემდგომში „სასამართლო დავა“), რომელშიც მოსარჩელეს წარმოადგენს „გამყიდველი“, ხოლო მოპასუხეს - შპს „კაპიტალ ფროფერთი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 404384055, შემდგომში „კომპანია“).
2.2 „სასამართლო დავა“ უკავშირდება „უძრავ ქონებას“, ასევე მისგან გამომდინარე მოთხოვნებს და “გამყიდველის“ საკუთრებაში არსებულ, 01.13.03.051.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (მისამართი: ქ. თბილისი, დასახლება დიდი დიღომი, ნაკვეთი N51/067), რომლებიც წარმოადგენს „გამყიდველს“ და „კომპანიას“ შორის 2010 წლის 03 სექტემბერს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების (შემდგომში „იჯარის ხელშეკრულება“) საგანს.
2.3 „სასამართლო დავის“ ფარგლებში „გამყიდველის“ სასარჩელო მოთხოვნებია: „იჯარის ხელშეკრულების“ შეწყვეტილად ცნობა, განუხორციელებელი ინვესტიციის, საიჯარო ქირის დავალიანებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
2.4 „სასამართლო დავის“ სხვა დეტალები მითითებულია „გამყიდველის“ მიერ მოწოდებულ
„სასამართლო დავის“ მასალებში, რომლებსაც წინამდებარე ხელშეკრულების თარიღისათვის „მყიდველი“ სრულად არის გაცნობილი.
2.5 წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, „უძრავი ქონებასთან „ ერთად,
„გამყიდველი“„მყიდველს“ სრულად გადასცემს „იჯარის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლებას, მათ შორის, მოთხოვნის უფლებებს 01.13.03.051.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან გამომდინარე, რომელსაც „იჯარის ხელშეკრულების“ საფუძველზე ფლობს „კომპანია“.
2.6 „მყიდველი“ თავის მხრივ, თანახმაა საკუთრებად მიიღოს „იჯარის ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე „გამყიდველის“ ყველა მოთხოვნის უფლება და სრულად ჩაენაცვლოს
„გამყიდველს“ „კომპანია“-სთან არსებულ სამართალურთიერთობაში და „სასამართლო დავაში“ (საპროცესო უფლებამონაცვლეობა).
2.7 მას შემდეგ, რაც სასამართლო ამ ხელშეკრულების საფუძველზე დაადგენს საპროცესო უფლებამონაცვლეობას და „მყიდველს“ ჩართავს „სასამართლო დავაში“ „გამყიდველის“ უფლებამონაცვლედ, „მყიდველი“ ვალდებულებას კისრულობს, რომ „სასამართლო დავა“ დაასრულოს იმგვარად, რომ მიღწეულ იქნეს ქვემოთ მითითებული სამართლებრივი შედეგები, რომლებიც გამომდინარეობს „გამყიდველის“ სასარჩელო მოთხოვნებიდან:
2.7.1 „გამყიდველს“ დაუბრუნდეს“ N01.13.03.051.067 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული დიდი დიღმის დასახლებაში მდებარე უძრავი ქონება, ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო
მდგომარეობაში, ნორმალური სამეურნეო ცვეთის გათვალისწინებით, „ნასყიდობის ხელშეკრულებით“ დადგენილ ვადაში.
2.7.2 „გამყიდველს“ დაუბრუნდეს“ სს „თიბისი ბანკში“ 2010 წლის 17 სექტემბერს გაფორმებული ესქროუ ანგარიშით მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე გახსნილი, ესქროუ ტიპის ანაგარიშზე განთავსებული თანხა (366 516,44 ლარი), შესაბამის საპროცენტო ( წლიური 6%) სარგებელთან ერთად.
2.8 „მყიდველი“ ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილია „სასამართლო დავის“ შესახებ და ასევე „ნასყიდობის საგნის“ სამართლებრივი და ფიზიკური მდგომარეობა და ეთანხმება მას.იგი სრულად აკმაყოფილებს მის მოლოდინებს და სხვა პრეტენზია არ გააჩნია.
3 „ნასყიდობის ფასი“ და ანგარიშსწორების წესი:
3.1 „ნასყიდობის ფასი“ , რაც შეადგენს ---- ლარს, „მყიდველის“ მიერ სრულად არის გადახდილი 2021 წლის -- ნოემბერში გამოცხადებული აუქციონის პირობების შესაბამისად, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას დანართი N1-ის სახით.
4 საკუთრების უფლების წარმოშობა ნასყიდობის საგანზე და ვალდებულების რეგისტრაცია
4.1 „ნასყიდობის საგანზე“, რომელიც შედგება „უძრავი ქონებისა“ და მოთხოვნის უფლებებისაგან, საკუთრების უფლება წარმოიშობა შემდეგნაირად: „უძრავ ქონებაზე“
„მყიდველის“ საკუთრების უფლება წარმოიშობა ნასყიდობის ხელშეკრულების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში „საჯარო რეესტრი“) რეგისტრაციის შემდგომ, ხოლო მოთხოვნის უფლებებზე წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე. “მყიდველს“ უფლება აქვს წინამდებარე ხელშეკრულების სათანადო წესით გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა ცალმხრივად მიმართოს საჯარო რეესტრს და მოითხოვოს “უძრავ ქონებაზე“ საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
4.2 ამასთანავე, „მხარეები“ თანხმდებიან, რომ წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების
5.4.1 პუნქტით გათვალისწინებული, „გამყიდველის“ წინაშე შესასრულებელი პირობები დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში (ვალდებულების რეგისტრაცია).
4.3 მხარეები თანხმდებიან, რომ „მყიდველის“ მიერ 5.4.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემდგომ , მათ შორის გაფორმდება უზუფრუქტის ხელშეკრულება წინამდებარე „ნასყიდობის ხელშეკრულებით“ დადგენილი არსებითი პირობების გათვალისწინებით (ფართის უვადო და უსასყიდლო სარგებლობის პირობა). აღნიშნული მიზნით, მხარეები ერთობლივად მიმართავენ საჯარო რეესტრს დარეგისტრირებული ვალდებულების გაუქმებისა და მის ნაცვლად, უზუფრუქტის ხელშეკრულების დარეგისტრირების მოთხოვნით. აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება ძალაშია „უძრავი ქონების“ ყოველი ახალი მესაკუთრისათვის.
5 „მხარეთა“ უფლება - მოვალეობები:
5.1 „გამყიდველი“ უფლებამოსილია:
5.1.1 „მყიდველისაგან“ მოითხოვოს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების კეთილსინდისიერად, ჯეროვნად და დათქმულ ვადებში შესრულება;
5.1.2 „მყიდველისაგან“ მოითხოვოს უსასყიდლოდ და უვადო სარგებლობით, უზუფრუქტის ფორმით, მისთვის მისაღები ადგილმდებარეობის, მიზნობრივი სარგებლობისთვის ვარგისი ფართის გადმოცემა, რაც აუცილებელი იქნება სარკინიგზო ვაგზლის ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
5.2 „გამყიდველი“ ვალდებულია:
5.2.1 „მყიდველს“ გადასცეს ყველა ის საბუთი და შეასრულოს ყველა ის მოქმედება, რაც აუცილებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლებების შეძენისათვის.
5.3 “მყიდველი“ უფლებამოსილია:
5.3.1 „გამყიდველისაგან“ მოითხოვოს წინამდებარე „ნასყიდობის“ ხელშეკრულების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
5.4 „მყიდველი“ ვალდებულია:
5.4.1 აუქციონით შესყიდული უძრავი ქონების ტერიტორიაზე განსათავსებელ ახალაშენებულ შენობაში „გამყიდველისთვის“ არანაკლებ 210 კვ.მ შიდა ფართის გამოყოფა და გადაცემა უსასყიდლო და უვადო სარგებლობის (უზუფრუქტი) ფორმით, საოპერაციო საქმიანობის განსახორციელებლად.
5.4.2 „სასამართლო დავის“ დასრულებიდან და თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების/განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს
15 (თხუთმეტი) სამუშაო დღისა, უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების 2.7.1 და 2.7.2 პუნქტებში მითითებული ვალდებულებების შესრულება. იმ შემთხვევაში თუ მყიდველის მიერ არ განხორციელდება ამ პუნქტით დადგენილი ვალდებულებების (კუმულაციურად2.7.1 და 2.7.2) შესრულება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად დადგენილი ვადაში, „მყიდველს“ დაეკისრება პირგასამტეხლო 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებეულ დღეზე.
5.4.3 “უძრავ ქონებაზე“ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო ან ნებისმიერი სამუშაოების წარმოების პერიოდში, მყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ქ. თბილისში მოსკოვის გამზ. N2-ში, N 01.17.12.002.037 საკადასტრო კოდზე, წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის განთავსებული დროებითი ნაგებობის (ჯიხური) შენარჩუნება , სადაც ფუნქციონირებს სს „საქართველოს რკინიგზის“ მგზავრთა მომსახურების სერვის-ცენტრი.
5.4.4 “უძრავ ქონებაზე“ სარეკონსტრუქციო ან/და სამშენებლო სამუშაოების შესაბამისი პროექტი შეათანხმოს „გამყიდველთან“ , რომელმაც „პროექტის“ წარმოდგენიდან არაუგვიანეს 40 (ორმოცი ) კალენდარული დღისა უნდა მოიწონოს ან დასაბუთებული შენიშვნებით გადაუგზავნოს „მყიდველს“.
5.4.5 ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით, მხარეები თანხმდებიან, რომ „გამყიდველის“ უარი „პროექტის“ შეთანხმებაზე არ უნდა იყოს არაგონივრული. გამყიდველი მოიწონებს „პროექტს“ თუ ის საფრთხეს არ შეუქმნის მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოებას და რკინიგზის მგზავრთა უსაფრთხო მომსახურების
უზრუნველყოფას. „გამყიდველის“ უარი უნდა იყოს სათანადოდ დასაბუთებული და მიწოდებული წერილობითი ფორმით „მყიდველისათვის“.
5.4.6 „მხარეებმა“ ყველა ღონე უნდა იხმარონ ორივე მხარისათვის მისაღები გამოსავლის მოსაძიებლად. „მყიდველმა“ უნდა გაიზიაროს „გამყიდველის“ მიერ წამოყენებული პირობა/შენიშვნა „პროექტის“ კორექტირების თაობაზე, რომელიც დაკავშირებული იქნება მატარებელთა მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და რკინიგზის მგზავრთა უსაფრთხო მომსახურებასთან. იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ 5.4.4 პუნქტში მითითებულ ვადაში არ წარუდგენს „მყიდველს“ „პროექტთან“ დაკავშირებით შენიშვნებს, „პროექტი“ ითვლება „გამყიდველის“ მიერ მოწონებულად.
5.4.7 იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის „პროექტთან“ დაკავშირებით წარმოიშობა უთანხმოება 5.4.4-5.4.6 პუნქტებიდან გამომდინარე, მხარეები მიმართავენ ერთობლივ ძალისხმევას ორმხრივი შეთანხმების მისაღწევად. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა , ორივე მხარისათვის მისაღები გამოსავლის მოსაძებნად, მხარეები მიმართავენ სამშენებლო-საპროექტო სფეროში სათანადო გამოცდილებისა და რეპუტაციის მქონე ექსპერტს (ადგილობრივი ან საერთაშორისო). ექსპერტის დაქირავების ხარჯებს გაიღებს ის მხარე, რომელიც მოითხოვს ასეთი ექსპერტის მოწვევას.
5.4.8 მხარეები ვალდებულნი არიან „ექსპერტს“ მიაწოდონ მათ ხელთ არსებული საექსპერტო მომსახურებისათვის აუცილებელი და საჭირო ყველა მასალა და ინფორმაცია. ექსპერტის გადაწყვეტილება სავალდებულო იქნება შესასრულებლად მხარეებისთვის.
5.4.9 მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში და ასევე შემდგომ, შესაბამისი კომერციული საქმიანობის განხორციელებისას, „მყიდველი“(ან მისი უფლებამონაცვლე ნებისმიერი პირი)ვალდებულია არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რაც ხელს შეუშლის მგზავრებისა და მატარებლების უსაფრთხო, შეუფერხებელ გადაადგილებას, სარკინიგზო ვაგზლის ნორმალურ ფუნქციონირებას;
5.4.10 „მყიდველს“ ეკრძალება შესყიდული „უძრავი ქონების“ ტერიტორიაზე რკინიგზის მგზავრთა ქვეითად გადაადგილებისათვის დააწესოს რაიმე ტიპის საფასური. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია „უძრავი ქონების“ ყოველი ახალი მესაკუთრისათვის. მყიდველი ასევე ვალდებულია, გამყიდველის საოპერაციო საქმიანობის განხორციელების მიზნით, რაც დაკავშირებულია მისი საავარიო ბრიგადების შემთხვევის ადგილზე შეუფერხებლად მიღწევასთან, უზრუნველყოს
„უძრავი ქონების“ გასწვრივ მდებარე საავტომობილო გზაგამტარზე რკინიგზის ბრიგადების შეუფერხებელი დაშვება/გატარება, უვადოდ და ყოველგვარი საფასურის დაკისრების გარეშე (იხ. თანდართული ნახაზი). მითითებული მიზნის მისაღწევად, მხარეები გაატარებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რაც დაკავშირებული იქნება „გამყიდველის“ სასარგებლოდ დადგენილი სერვიტუტის ან აუცილებელი გზის გამოყენების უფლების წარმოშობისათვის.
5.4.11 “უძრავი ქონებაზე“ მშენებლობისა და შემდგომ მასზე კომერციული საქმიანობის პროცესში, „მყიდველი“ ვალდებულია შეუფერხებლად დაუშვას „გამყიდველის“ წარმომადგენლები სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან, მისი/მათი შეკეთების ან/და
სხვა საქმიანობის წარმოების მიზნით, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს და უკავშირდება „გამყიდველის“ საოპერაციო საქმიანობას. ყოველგარი ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, მხარეები ადასტურებენ, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურასთან დაშვება ასევე გულისხმობს სატრანსპორტო საშუალებების გასაჩერებელი სივრცით (ე.წ. „საპარკინგე ადგილი“) უსასყიდლო სარგებლობასაც
„გამყიდველის“ თანამშრომლებისათვის.
5.4.12 მყიდველმა უნდა უზრუნველყოს, მხარეთა შორის „პროექტით“ შეთანხმებული სამგზავრო ბაქნის მოწყობა, რომლებზეც მგზავრთა დაშვება მატარებელში ჩასხდომა/ გადმოსხდომის მიზნით განხორციელდება შეუფერხებლად, უსასყიდლოდ და უსაფრთხოდ.
5.4.13 სარკინიგზო ვაგზალი და 5.4.1 პუნქტში მითითებული შიდა ფართი სს „საქართველოს რკინიგზას“ უნდა გადაეცეს უსასყიდლოდ, უვადო (საქართველოს რკინიგზის არსებობის ვადით) უზუფრუქტის ფორმით. უზუფრუქტით გადაცემული ფართები უნდა იყოს გარემონტებული და ვარგისი „გამყიდველის“ საოპერაციო საქმიანობის განხორციელებისათვის. გადასაცემი ფართების მდებარეობაზე მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან მას შემდეგ, რაც „მყიდველი“ წარუდგენს „გამყიდველს“ „პროექტს“.
6. ხარჯები
6.1 „მხარეები“ თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის „ უძრავი ქონების“ რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს გაიღებს მხოლოდ „მყიდველი“.
7 კონფიდენციალურობა
7.1 თითოეული მხარე ვალდებულია დაიცვას წინამდებრე ხელშეკრულების პირობების და
„მხარეთა“ ურთიერთობიდან გამომდინარე ინფორმაციის კონფიდენციალურობა. აღნიშნული შეზღუდვა არ შეეხება:
7.2 იმ ინფორმაციას, რომელიც არის ან გახდება საჯაროდ ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
7.3 ინფორმაციას, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის, კანონქვემდებარე აქტის ან მარეგულირებლის მოთხოვნის შესაბამისად.
7.4 კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება უვადოა.
8 დასკვნითი დებულებები
8.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
8.2 წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის
შემთხვევაში „მხარეები“ უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ განცდილი ზიანის/ზარალის ანაზღაურება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
8.3 „მხარეთა“ შორის ნებისმიერი შეტყობინება ხორციელდება წერილობით. წერილობითი შეტყობინება „მხარეს“ უნდა გადაეცეს წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე. შეტყობინება ძალაში შევა მისი მხარის მიერ ჩაბარების დღეს ან შეტყობინებაში მითითებულ თარიღში, იმის მიხედვით, თუ რომელი უფრო გვიან დადგება.
8.4 წინამდებარე ხელშეკრულება სავალდებულოა შესასრულებლად „მხარეთა“ სამართალმემკვიდრეებისა და უფლებამონაცვლეებისათვის.
8.5 „მხარეთა“ შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით, უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში,
„მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ უფლება აქვთ მიმართონ საქართველოს სასამართლოს.
8.6 წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას.
8.7 „მხარის“ მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ ნიშნავს ამ უფლებაზე უარის თქმას.
8.8 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება უნდა გაკეთდეს წერილობით და ხელი მოეწეროს „მხარეთა“ უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.
8.9 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 იდენტურ ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი ინახება „მყიდველთან“, მეორე –
„გამყიდველთან“, ხოლო მესამე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
9. მხარეთა ხელმოწერები:
„გამყიდველი“ სს „საქართველოს რკინიგზა“ თბილისი, თამარ-მეფის გამზირი N15 ს/კ 202886010 | „მყიდველი“ [●] [●] |