XXXXXXXXX გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხის ხელშეკრულება #XXXXXXXXX-X
კონფიდენციალური
XX-XX-XXXX
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
#XXXXXXXXX გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხის ხელშეკრულება #XXXXXXXXX-X
სესხის საპროცენტო განაკვეთი
* საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული
* წლიური საპროცენტო განაკვეთი: X%
* ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X%
ფინანსური ხარჯები
* ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა+პროცენტი+დაზღვევა): X
* ვადის ბოლოს შენატანი: X ლარი
* დაზღვევის ღირებულება: X ლარი
* სესხის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი: X ლარი
*გადასახდელი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდან ინფორმაციის მოძიებისთვის: X ლარი
* ადმინისტრაციულ ორგანოში გადასახდელი: X ლარი
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
* სესხის მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი
* მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: X ლარი
* სესხის ვადა: XX-XX-XXXX
* სესხის ხელშეკრულების მოქმედების ვადა: XX-XX-XXXX
* წინსწრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს გადახდის მომენტში სესხის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის: 2%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი; 1%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე ვადა; 0.5%-ს, თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე ვადა; 0%-ს, თუ სესხის ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა.
* პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა განისაზღვრება X ლარის ოდენობით, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე - გადაცილებული ძირი თანხის/შენატანის X%. იმავდროულად მომდევნო დღეებზე დასარიცხი პირგასამტეხლოს დღიურმა ოდენობამ არუნდა გადააჭარბოს ნარჩენი ძირის 0.27%-ს, ხოლო ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულაღმოფხვრამდედ პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამურმა მოცულობამ - მიმდინარე ნარჩენიძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
* უზრუნველყოფის ცვლილების საკომისიო: უზრუნველყოფის საგირავნო ღირებულების X%
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით. ხოლო ისეთი ცვლილების განხორციელებისას, რაც არ იწვევს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილებას, მსესხებლის ინფორმირება განხორციელდება ცვლილებამდე 10 (ათი) სამუშაო დღით ადრე.
* ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით.
* მომხმარებელს (მსესხებელ(ებ)ს) უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია გამსესხებლის ამლ და შესაბამისობის დეპარტამენტში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (ელ. ფოსტაზე - Xxxxxxxxx@xxxxxxx.xx).
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 0322406406.
“გამსესხებელი“ "მსესხებელ(ებ)ი/წარმომადგენელი"
წარმომადგენელი:
იდენტიფიკაციის შემსრულებელი: / ხელმოწერა /
კონფიდენციალური
XX-XX-XXXX
#XXXXXXXXX გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი სესხის ხელშეკრულება #XXXXXXXXX-X
1. ხელშეკრულების მხარეები
1.1 გამსესხებელი - სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”; საიდენტიფიკაციო კოდი: 212896570; იურიდიული მისამართი: ქ. xxxxxxx, xxxxxx xxxx #00; ფაქტობრივი მისამართი: XXXXX
1.2 მსესხებელი - XXX XXXX, იურიდიული მისამართი: XXX ფაქტობრივი მისამართი: XXX, პირადი ნომერი: XXXXXXXXXXX, დაბადების თარიღი: XX-XX-XXXX, მობილური ტელეფონის ნომერი: XXX XX XX XX,
გამსესხებელი და მსესხებელ(ებ)ი (იმავდროულად ყველგან სადაც ტერმინი „მსესხებელი“ აღნიშნულია მხოლობით რიცხვში, თუმცა ხელშეკრულებით განსაზღვრულია 1-ზე მეტი მსესხებელი, გულისხმობს ყველა მსესხებელს), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძელზე გამსესხებელი გასცემს მსესხებელზე სესხს, ხოლო მსესხებელი იღებს ვალდებულებას დროულად და ჯეროვნად შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და ამავე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილებით (თავსართი, დანართ(ებ)ი) გამსესხებლის მიმართ ნაკისრი ვალდებულებები.
3. ძირითადი პირობები
3.1 სესხის მნიშვნელოვან პირობებთან (თავსართი) ერთად ასევე განისაზღვრება შემდეგი პირობები:
3.1.1 სესხის მთლიანი თანხიდან მისაღები თანხის ოდენობა: | X ლარი |
3.1.2 ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი: | X% |
3.1.3 სესხის მიზნობრიობა : | განაცხადში მითითებული სესხის მიზნობრიობა |
3.1.4 უზრუნველყოფა: | #XXXXXX |
3.2 დამატებითი პირობები და ინფორმაცია:
3.2.1 სესხის გაცემა:
3.2.1.1 ტრანშებად გაცემის შემთხვევაში: ა) პროცენტის დარიცხვა ხდება გაცემული თანხის ოდენობიდან; ბ) ტრანშების გაცემა ხდება შეთანხმებული ტრანშების გეგმის/დათქმების მიხედვით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იმავდროულად ყოველი წინა ტრანშის პირობების მსესხებლის მხრიდან სრულად შესრულების შემთხვევაში. გ) სესხის დაფარვის გრაფიკი გაფორმდება ყოველი ტრანშის გაცემისას გაცემულ ერთიან თანხაზე; დ) გამსესხებელს უფლება აქვს არ გასცეს/შეწყვიტოს ტრანშის გაცემა, იმ შემთხვევაში თუ დაირღვევა ტრანშების გაცემისთვის დათქმული ან წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული რომელიმე პირობა.
3.2.1.2 მსესხებლის მხარეს ერთზე მეტი პირის არსებობის შემთხვევაში, სესხის გაცემა ხორციელდება მსესხებლების ჩამონათვალში რიგით პირველ პირზე.
3.2.2. სესხის დაფარვა უნდა განხორციელდეს თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების დანართს და განუყოფელ ნაწილს.
3.2.3 საპროცენტო სარგებელი იანგარიშება საკრედიტო პროდუქტით სარგებლობის ფაქტიური დღეების შესაბამისად, წლიურად 365 დღეზე, ხოლო ნაკიან წელიწადში 366 დღეზე გაანგარიშებით. სესხზე ვადაგადაცილების შემთხვევაში დარიცხული საპროცენტო სარგებელი ყოველთვის მეტი იქნება თანდართულ გრაფიკში მითითებულ საპროცენტო სარგებელზე.
3.2.4 სესხის დაფარვის თანმიმდევრობა არის შემდეგი: სესხის გაცემის ადმინისტრაციული გადასახდელი; პირგასამტეხლო (ასეთივალდებულების არსებობის შემთხვევაში), დარიცხული საპროცენტო სარგებელი, სადაზღვევო ხარჯი, სესხის ძირითადი თანხა.
3.2.5 თუ მსესხებელს აქვს რამოდენიმე შესასრულებელი სასესხო ვალდებულება, ხოლო მისი მხრიდან გადახდილი თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული
ვალდებულების სრულად შესასრულებლად, მსესხებელი უფლებამოსილია თვითონ განსაზღვროს/დააფიქსიროს ვალდებულებების დაფარვის რიგითობა, რაც შეუძლია განახორციელოს სესხ(ებ)ის დასაფარი თანხის გადახდისას გამსესხებლის საფილიალო ქსელში, სპეციალურ განაცხადზე ხელმოწერით. თუ მსესხებელი არ ისარგებლებს აღნიშნული უფლებით, გამსესხებელს ენიჭება უფლებამოსილება თავად განსაზღვროს მსესხებლის ვალდებულებების შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა), ანუ ცალმხრივად გადაწყვიტოს, თუ რა ოდენობით და რომელ პროდუქტთან დაკავშირებული დავალიანება დაიფაროს მსესხებლის მიერ ნაღდი თუ უნაღდო ანგარიშსწორებით გადახდილი თანხ(ებ)ით.
3.2.6 მხარეები თანხმდებიან, რომ ნებისმიერი არხის მეშვეობით სესხის წინსწრებით (ნაწილობრივ ან სრულად) დასაფარად თანხის გადახდისას გამსესხებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახდენს სესხის წინსწრებით დაფარვას, თუ მსესხებელი წერილობითი განცხადებით მიმართავს გამსესხებელს. მსესხებლისთვის ცნობილია, რომ ზეპირი განაცხადი არ ჩაითვლება სათანადო წესით გაკეთებულ მოთხოვნად, შესაბამისად პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება მოქმედი გრაფიკის მიხედვით, შემცირებულ ძირითად თანხაზე და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში გამსესხებელი თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან.
3.2.7 ხელშეკრულებით ერთზე მეტი მსესხებლის არსებობის შემთხვევაში: ა) თითოეული მათგანი წარმოადგენს გამსესხებლის მიმართ სოლიდარულ მოვალეს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე; ბ) ამავე ხელშეკრულებაში ნებისმიერიცვლილების შეტანა ხორციელდება ცვლილების შესახებ ხელშეკრულებაზე/დანართ(ებ)ზე ყველა მათგანის ხელმოწერის გზით, გარდა გამსესხებლის მხრიდან ცალმხრივი ცვლილების უფლების გამოყენებისა ან ხელშეკრულების 3.2.6 პუნქტით გათვალისწინებული წინსწრებით ნაწილობრივ დაფარვისას გრაფიკის ცვლილებისას. ამ უკანასკნელ ოპერაციასთან დაკავშირებით თითოეული მსესხებელი ანიჭებს შესაბამისად სხვა მსესხებელ(ებ)ს უფლებას დამოუკიდებლად დაიმავდროულად ყველა მსესხებლის სახელით განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები, რაც გულისხმობს, როგორც თანხის შეტანას, ასევე წინსწრებით ნაწილობრივი დაფარვის განცხადებაზე და შეცვლილ გრაფიკზე ხელმოწერის უფლებას.
4. მხარეთა უფლება-მოვალეობები, პასუხისმგებლობები
4.1 მხარეები ვალდებულნი არიან:
4.1.1. დაიცვან კონფიდენციალურობა და უზრუნველყონ პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების გარანტიები. იმავდროულად, კონფიდენციალურობის დარღვევად არ განიხილება უზრუნველყოფის მიმწოდებლისათვის, მსესხებელი იურიდიული პირის შემთხვევაში მისი პარტნიორისათვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დამუშავებული ინფორმაციის გაცემა.
4.1.2. მხარეები იღებენ ვალდებულებას, რომ მათი საქმიანობით არ აყენებენ ნეგატიურ გავლენას ეკოლოგიურ და სოციალურგარემოს.
4.2 მსესხებელი ვალდებულია:
4.2.1 გამსესხებლის მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში (არაუგვიანეს 5 დღისა), წარმოადგინოს მისი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები (მათ შორის, ფინანსური დოკუმენტები, ხელშეკრულებები და ა.შ).
4.2.2 მისი ფინანსური ან ქონებრივი მდგომარეობის გაუარესების, ან ამგვარი საფრთხის არსებობისას, აცნობოს გამსესხებელს და წარმოადგინოს დამატებითი გარანტიები, რომელსაც გამსესხებელი მიიჩნევს დამაკმაყოფილებლად;
4.3. მსესხებელი თანახმაა და იღებს ვალდებულებას, რომ:
4.3.1 მის რეკვიზიტებში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტა (მათ შორის, სესხის განაცხადში მითითებული ელ. ფოსტა) გამოყენებულ იქნას გამსესხებლის მიერ მასთან დასაკავშირებლად ან/და ტექსტური ინფორმაციის მისაწოდებლად. გაგზავნილი შეტყობინება მსესხებლისათვის ჩაბარებულად ითვლება შეტყობინების გაგზავნის თარიღიდან მეორე დღეს.
4.3.2 მსესხებელი მობილური ნომრის ცვლილებიდან 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით აცნობებს გამსესხებელს ახალ ნომერს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებას იტოვებს აღნიშნული ნომრის სხვა მომხმარებელზე დუბლირებისას, ამ მომხმარებელთან ნომრის ვერიფიცირების შემდეგ, ამოშალოს მსესხებლის მონაცემებიდან დუბლირებული ტელეფონის ნომერი.
4.3.3 დუბლირებისას მსესხებლის მონაცემებიდან ტელეფონის ნომრის ამოშლის შემთხვევაში, გამსესხებელი თავისუფლდება მსესხებლისათვის სავალდებულოდ მისაწოდებელი ინფორმაციის შეუტყობინებლობის გამო წარმოშობილი პასუხისმგებლობისაგან.
4.3.4 უზრუნველყოფს გამსესხებლის დაუყოვნებელ ინფორმირებას მის პირად მონაცემებში (სახელი, გვარი, მისამართი ან/და გამსესხებელთან არსებული სხვა ნებისმიერი ინფორმაცია), ასევე მსესხებელი თუ იურიდიული პირია - დამატებით მის დამფუძნებლებთან/ბენეფიციარ მესაკუთრეებთან/დირექტორებთან/პარტნიორებთან, დაკავშირებით ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში;
4.3.5 იცნობს შემდეგ ინფორმაციას მნიშვნელოვან რისკებთან დაკავშირებით: ა) იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა განისაზღვრება უცხოური ვალუტით, მსესხებლისათვის ცნობილია და გათავისებული აქვს შესაბამისი სავალუტო რისკების არსებობა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ მისი შემოსავლები ფიქსირდება ეროვნულ ვალუტაში (ლარი). ბ) წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლისა და არსებობის შემთხვევაში სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმებული ხელშეკრულებების მხარეების მიმართ შესაბამისი სამართალწარმოების დაწყების მეშვეობით ყადაღა დაადოს მათ მიმდინარე საბანკო ანგარიშებს, საკუთრებაში არსებულ უძრავ-მოძრავ ქონებას და მოითხოვოს ამ ქონების იძულებითი წესით რეალიზაცია.
4.3.6 მსესხებელი აცხადებს, რომ: ა) არ ახორციელებს/განახორციელებს საქმიანობებს, რომელთა ჩამონათვალი განთავსებულია ვებგვერდზე xxxxx://xxxxxxx.xx/xxx-xxxx/. აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ სესხი მიიჩნევა აზიის განვითარების ბანკისგან მოზიდული რესურსის ქვეშ გაცემულად და აღნიშნულის თაობაზე გამსესხებლის მხრიდან განხორციელდება მსესხებლის ინფორმირება წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე სმს შეტყობინების მეშვეობით. მსესხებელი აქვე ადასტურებს, რომ მის საქმიანობაში არ იყენებს/გამოიყენებს ბავშვთა ან იძულებით შრომას, რაც აკრძალულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებით: #138, #182, #29 და #105.ბ) არ ასრულებს/შეასრულებს იმ ვალდებულებებს, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულების დანართში-დამატებითი პირობები და ვადები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). მოცემული ქვეპუნქტი მოქმედია იმ შემთხვევაში, თუ სესხის ოდენობა აღემატება 3000 ლარს.
4.4. გამსესხებელი ვალდებულია:
4.4.1 უზრუნველყოფის მიმწოდებლ(ებ)ისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხელმისაწვდომი გახადოს მსესხებელთან გაფორმებული წინამდებარე ხელშეკრულების თავსართი და ამავე ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან. აღნიშნულის თაობაზე მსესხებელი ადასტურებს, რომ წინასწარ იქნა ინფორმირებული გამსესხებლის მხრიდან.
4.4.2 სესხზე დავალიანების წარმოშობისთანავე, გამოიყენოს მსესხებლის მიერ მისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაცია და მსესხებელს, ასევე არსებობის შემთხვევაში უზრუნველყოფის მიმწოდებელს (თავდები, იპოთეკის/გირავნობის საგნის მესაკუთრე) შეატყობინოს აღნიშნული გარემოების დადგომასთან დაკავშირებით.
4.5. წინამდებარე ხელშეკრულების თავსართის (ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების) ჩანაწერის - ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასესხო მოთხოვნის დაკმაყოფილებულად ჩათვლის შესახებ მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების გზით, მოქმედება არ ვრცელდება უზრუნველყოფის საგნის განზრახ განადგურების/გადამალვის შემთხვევაზე, რა დროსაც გამსესხებლის მოთხოვნა დაკმაყოფილებულად არ ითვლება და მსესხებელი პასუხისმგებელია დარჩენილი ფულადი ვალდებულებების ნაშთზე. გამსესხებელი უფლებამოსილია მოთხოვნა დაიკმაყოფილოს მსესხებლის ნებისმიერი სხვა ქონებიდან.
4.6. უზრუნველყოფის საგანი განზრახ განადგურებულად / გადამალულად ჩაითვლება მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
4.6.1. განადგურებულად ჩაითვლება თუ უზრუნველყოფის ხელშეკრულებით განსაზღვრული უზრუნველყოფის საგნის შეფასებითი ღირებულება შემცირდება 30%-ით და მეტით, რაც დგინდება გირავნობის საგნის გამსესხებლის მიერ განმეორებითი შეფასებით.
4.6.2. გადამალულად ჩაითვლება თუ გამსესხებლის მიერ კლიენტისათვის ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრისათვის შეტყობინების მიწოდებიდან 2 (ორი) კვირის ვადაში გამსესხებელს არ
წარედგინება უზრუნველყოფის საგანი, ან თუ უზრუნველყოფის საგანი ვერ იქნა მოძიებული აღმასრულებლის მიერ ძებნა-დაკავების სტატუსის მინიჭებიდან 2 თვის განმავლობაში.
4.7. წინამდებარე ხელშეკრულების 4.6 პუნქტში მოცემული განმარტება უზრუნველყოფის საგნის განადგურებასთან დაკავშირებით, არ გამოიყენება სადაზღვევო მიზნებისთვის. უზრუნველყოფის საგნის დაზღვევის არსებობისას, სადაზღვევო შემთხვევებს და სადაზღვევო ანაზღაურების მიღების პირობებს არეგულირებს სესხის ხელშეკრულების შესაბამისი დანართი.
5. პრეტენზი(ებ)ის განხილვის პროცედურა
5.2. მსესხებლის პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა 1 (ერთი) კალენდარული თვე. პრეტენზიას განიხილავს გამსესხებლის ამლ და შესაბამისობის დეპარტამენტი, რომელიც პასუხისმგებელია პრეტენზიების განხილვის ვადების დაცვასა და პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე. პრეტენზიის განხილვის შედეგები დაუყოვნებლივ ეცნობება მსესხებელს პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტური ფორმით.
6. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
6.1. გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოთხოვოს მსესხებელს ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების დაუყოვნებელივ, ვადაზე ადრე დაფარვა იმ შემთხვევაში, თუ:
6.1.1. მსესხებელი ან უზრუნველყოფის მიმწოდებელი რომელიმე პირი, ან მათი უფლებამონაცვლეები დაარღვევენ მათ მიერ გამსესხებლის მიმართ ნაკისრ ვალდებულებებს;
6.1.2. გაუარესდება მსესხებლის (ან თავდების, ასეთის არსებობის შემთხვევაში) ფინანსური მდგომარეობა და საფრთხე შეექმნება ვალდებულებების ჯეროვან შესრულებას;
6.1.3. ადგილი ექნება მსესხებლის მხრიდან მცდარი, არასწორი ინფორმაციის მიწოდებას გამსესხებლისთვის;
6.1.4. განადგურდება, დაზიანდება ან ღირებულებით შემცირდება უზრუნველყოფის საგან(ებ)ი და არ მოხდება მსესხებლის მხრიდან ჩანაცვლება/შევსება;
6.1.5. მსესხებლის მხრიდან დაირღვევა სესხის მიზნობრიობა;
6.1.6. მკვეთრად შემცირდება მსესხებლის კაპიტალი ან ბიზნეს აქტივები;
6.1.7. მსესხებელი არ შეასრულებს 4.2.2 პუნქტში მითითებულ ვალდებულებას;
6.1.8. ადგილი ექნება სესხის გადახდის შეთანხმებული ვად(ებ)ის/გრაფიკის დარღვევას;
6.1.9. მსესხებელი უარს განაცხადებს ცალმხრივად შეთავაზებულ ხელშეკრულების ცვლილებებსა ან/და დამატებებზე.
7. სხვა პირობები
7.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან;
7.2. ნებისმიერი დამატება ან ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულების პირობებში, ძალაშია თუ იგი შესრულებულია წინამდებარე ხელშეკრულების ფორმის დაცვით.
7.3. ხელშეკრულების პირობების ცალმხრივად ცვლილების, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების თავსართით, საფუძველი შეიძლება გახდეს, მათ შორის, მსესხებლის მხრიდან ვადაგადაცილების ინტენსიურობა (10 სამუშაო დღე 6 თვიან პერიოდში) ან/და სესხის მიზნობრიობის შეუსრულებლობა;
7.4. გამსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ცვლილების ცალმხრივად განხორციელებისას, წინასწარი შეტყობინებისვალდებულება არ მოქმედებს თუ ცვლილება ხორციელდება მსესხებლის სასარგებლოდ;
7.5. წინამდებარე ხელშეკრულება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით;
7.6. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით.
7.7.მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოებში ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილ ორგანოებში. ამასთან, მხარეები ვთანხმდებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამსესხებლის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის შესაბამისად.
7.8. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა მსესხებელს.
7.9. იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ სს მისო "კრისტალ"-ში ამა თუ იმ ფორმით თანხის განთავსებას, გთხოვთ, გაეცნოთ ქვემოთ მოცემულ გაფრთხილების ტექსტს და გაითვალისწინოთ: სს მისო "კრისტალი" არ არის ლიცენზირებული ბანკი და ბანკისგან განსხვავებით მასზე ვრცელდება მსუბუქი ზედამხედველობის რეჟიმი. მისი გაკოტრების შემთხვევაში თქვენ შესაძლოა ვერ დაიბრუნოთ თქვენი თანხა.
8. მხარეთა ხელმოწერები
“გამსესხებელი“ "მსესხებელი/წარმომადგენელი"
წარმომადგენელი:
იდენტიფიკაციის შემსრულებელი: / სახელი და გვარი სრულად /