ვებგვერდზე - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე - 032 2406 406.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საბანკო კრედიტის ხელშეკრულების # თავსართი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული |
წლიური საპროცენტო განაკვეთი: | % |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: | % |
ფინანსური ხარჯები
ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანხა, პროცენტი, საკომისიო კრედიტის მომსახურებისთვის): | თანდართული გრაფიკის შესაბამისად |
ვადის ბოლოს შენატანი: | |
საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: | |
წლიური საპროცენტო განაკვეთი: | % |
სესხის მომსახურების საკომისიო: | 1.90 ლარი ყოველთვიურად |
ხელშეკრულებით დაფინანსებული პროდუქტის ფასი:
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი: |
ნაღდი ანგარიშსწორების ფასი: |
ხელშეკრულების სხვა პირობები
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: | |
მოხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | |
კრედიტის ვადა: | (ვადა დღეებში) |
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: | ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე. |
წინსწრებით დაფარვის/რეფინანსირების საკომისიო: | კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი; 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე; 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე; 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები. |
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის: 2 (ორი) ლარი და დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 1.50% (ერთი მთელი ხუთი) (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
• მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
• გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის
ვებგვერდზე - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე - 032 2406 406.
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება #
ქალაქი | თარიღი: |
ერთი მხრივ, სს „თიბისი ბანკი“ (შემდგომში „ბანკი“) და მეორე მხრივ, (სახელი, გვარი) (შემდგომში
„კლიენტი“/“მსესხებელი“) ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების საგანია ბანკის მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით.
1.3 ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საბანკო კრედიტით (სესხით) დაფინანსდება ამ ხელშეკრულების 2.17 პუნქტში დასახელებული პირისგან (შემდგომში „ორგანიზაციისგან“) ამ ხელშეკრულების 2.16 პუნქტში აღწერილი ნივთის / მომსახურების შეძენა მსესხებლის მიერ.
1.3.1. მსესხებელი არ არის უფლებამოსილი უარი განაცხადოს ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე იმისდა მიუხედავად, მიეწოდა თუ არა კლიენტს ორგანიზაციის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნივთი
/ მომსახურება. შესაბამისად, მსესხებელი აღიარებს და აცნობიერებს, რომ წინამდებარე ხელშეკრულება არ წარმოადგენს მსესხებელსა და ორგანიზაციას შორის დადებული ან/და მომავალში დასადები რომელიმე გარიგებასთან ურთიერთდაკავშირებულ გარიგებას.
1.4 ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული საბანკო კრედიტის (სესხის) თანხა ჩაირიცხება მსესხებლის ანგარიშზე, რომლიდანაც მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე გადაირიცხება ორგანიზაციის ანგარიშზე.
1.4.1. იმ შემთხვევაში, თუ ვერ განხორციელდა სესხის თანხით შესაძენი ნივთის / მომსახურების მსესხებლის საკუთრებაში გადაცემა, ბანკი უფლებამოსილია კომპანიის მიერ ბანკისათვის უკან დაბრუნებული კრედიტის თანხა ჩარიცხოს მსესხებლის ანგარიშზე და მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) მიმართოს სესხის წინსწრებით სრულად დასაფარად.
1.5 ამ ხელშეკრულებით კლიენტი ადასტურებს და იძლევა თანხმობას, რომ ბანკი უფლებამოსილია ორგანიზაციის მიერ ამ ხელშეკრულების 2.16 პუნქტში მითითებული ნივთის კლიენტის საკუთრებაში გადაცემის / მომსახურების გაწევის მიზნით, ორგანიზაციას (ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში) მიაწოდოს ინფორმაცია როგორც წინამდებარე კრედიტის შესახებ, ამავდროულად კლიენტის პერსონალური მონაცემები.
1.6 მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საბანკო კრედიტი გაიცემა და ხელშეკრულება ფორმდება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე, წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი კლიენტის ვალდებულებები) არ იქნება უზრუნველყოფილი იმ ხელშეკრულებ(ებ)ით/ქონებით (უზრუნველყოფ(ებ)ით), რომლითაც უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულება(ები).
2. xxxxxxx xxxxxxxx პირობები
2.1 | ძირითადი ხელშეკრულება: | მითითებულია ამ ხელშეკრულების 3.5 პუნქტში |
2.2 | კრედიტის ტიპი: | „განვადება“ |
2.3 | კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: | |
2.4 | მოხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | |
2.5 | კრედიტის ვადა: | (ვადა დღეებში) |
2.6 | წლიური საპროცენტო განაკვეთი: | წლიური X % საპროცენტო სარგებელი ერიცხება კრედიტის თანხას (საწყის ნაშთს) და თვეების მიხედვით თანაბრად ნაწილდება სესხის სრულ ვადაზე. იმ შემთხვევაში, თუ საპროცენტო სარგებლის დარიცხვის წესი განსხვავებულად რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით (მათ შორის ძირითადი ხელშეკრულებით), მოქმედებს წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული დათქმა. |
2.7 | საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული |
2.8 | კრედიტის მიზნობრიობა: | ამ ხელშეკრულების 2.16 პუნქტში აღწერილი ნივთის / მომსახურების შეძენა |
2.9 | კრედიტის გაცემის ფორმა: | ერთჯერადი |
2.10 | კრედიტის დაფარვის გრაფიკი: | თანდართული კრედიტის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ დაფარვის ვადა დაემთხვევა არასამუშაო დღეს კლიენტი ვალდებული იქნება ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გადაიხადოს დაფარვის თარიღის მომდევნო პირველივე სამუშაო დღეს). კრედიტის დაფარვის დაწყების თარიღი. კრედიტი (ძირითადი თანხა და |
დარიცხული საპროცენტო სარგებელი) სრულად უნდა დაიფაროს სესხის დაფარვა უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. xxxxxx მიერ შედგენილი გრაფიკი შეგიძლიათ მოითხოვოთ სს „თიბისი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში/სერვის ცენტრში ან იხილოთ თქვენს ინტერნეტ ბანკში. | ||
2.11 | პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | გრაფიკით განსაზღვრული გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის: 2 (ორი) ლარი და დავალიანების (ვადაგადაცილებული თანხის) 1.50% (ერთი მთელი ხუთი) (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
2.12 | წინსწრებით დაფარვის/ რეფინანსირების საკომისიო: | კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი; 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე; 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე; 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები. |
2.13 | გასატანი თანხის ოდენობა: | 0 |
2.14 | პერიოდულობა/გატანის თარიღები: | ერთჯერადად |
2.15 | გატანების საერთო რაოდენობა: | ერთი |
2.16 | შესაძენი ნივთი / მომსახურება: | ცალი, ფასი, ლარი; |
2.17 | სავაჭრო/მომსახურების ობიექტი (ორგანიზაცია): | დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, კომპანიის კოდი |
2.18 | სესხის მომსახურების საკომისიო: | 1.90 ლარი, ყოველთვიურად (ჯამური თანხა: X ლარი) |
2.19 | ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: | % |
2.20 | ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა, პროცენტი, სესხის დაფარვის საკომისიო): | გამოიყენება ამ ხელშეკრულების 2.10 პუნქტში აღწერილი წესი. |
2.21 | ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასი: | |
2.22 | ნაღდი ანგარიშსწორების ფასი: | |
2.23 | საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: |
2.24 | საკრედიტო შუამავალი: | არ წარმოადგნეს ბანკის საკონტაქტო პირს. |
2.25 | სესხის/საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება: | დაგრძელვადიანების პირობით გაცემული სესხებისთვის, შესაბამისი პირობების მიხედვით, ხელშეკრულებაში შესაძლოა გვქონდეს შემდეგი სამი ჩანაწერიდან ერთ-ერთი: 1. ხელშეკრულება, რის თანახმადაც, საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობა ვრცელდება მხოლოდ კონკრეტულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე: „კლიენტი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ კრედიტის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს (ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული) წინამდებარე კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელება. „ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას არაუმეტეს ''ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების'' დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში ''ბრძანება'') განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, რომლის ათვლა განხორციელდება სესხის გაცემის |
მომენტიდან. კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ბანკი იხელმძღვანელებს წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვად(ებ)ით.
ამასთან, თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო (70 წელი ყველა საკრედიტო პროდუქტისთვის, 75 წელი - სწრაფი განვადების პროდუქტისთვის) არ არის შესაძლებელი კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ასეთ შემთხვევაში, ბანკი მოახდენს კლიენტთან გაფორმებული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის პირობების (ვადის) შესაბამისად, რა ვადაზეც დათვლილი იქნა ბრძანებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტი სესხის გაცემის დროს.“
2. ხელშეკრულება, რის თანახმადაც, საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობა ვრცელდება როგორც კონკრეტულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე, ასევე ამავე კონკრეტულ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, კლიენტის სხვა, მიმდინარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)ზე:
„კლიენტი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებულ კრედიტის ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს (ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული) წინამდებარე კრედიტის მოქმედების ვადის გაგრძელება.
კლიენტი უფლებამოსილია, ქვემოთ მითითებული საბანკო კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი/მათი მოქმედების ვადის გაგრძელება:
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება/ები: (შენიშვნა:
შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ნომრები, რომელთა ვადის გაგრძელებაა შესაძლებელი).
„ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას არაუმეტეს ''ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების'' დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში ''ბრძანება'') განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, რომლის ათვლა განხორციელდება სესხის გაცემის მომენტიდან. კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ბანკი იხელმძღვანელებს წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვად(ებ)ით.
ამასთან, თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო (70 წელი ყველა საკრედიტო პროდუქტისთვის, 75 წელი - სწრაფი განვადების პროდუქტისთვის) არ არის შესაძლებელი კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ასეთ შემთხვევაში, ბანკი მოახდენს კლიენტთან გაფორმებული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის პირობების (ვადის) შესაბამისად, რა ვადაზეც დათვლილი იქნა ბრძანებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტი სესხის გაცემის დროს.“
3. ხელშეკრულება, რის თანახმადაც, საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობა ვრცელდება მხოლოდ კონკრეტული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კლიენტის სხვა, მიმდინარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)ზე:
„კლიენტი უფლებამოსილია, ქვემოთ მითითებული საბანკო კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს მისი/მათი მოქმედების ვადის გაგრძელება:
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება/ები: (შენიშვნა:
შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ნომრები, რომელთა ვადის გაგრძელებაა შესაძლებელი).
„ბანკი უზრუნველყოფს კლიენტის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას არაუმეტეს ''ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების'' დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში ''ბრძანება'') განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით, რომლის ათვლა განხორციელდება სესხის გაცემის მომენტიდან. კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, ბანკი იხელმძღვანელებს წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის მოქმედი ბრძანებით გათვალისწინებული მაქსიმალური ვად(ებ)ით.
ამასთან, თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო (70 წელი ყველა საკრედიტო პროდუქტისთვის, 75 წელი - სწრაფი განვადების პროდუქტისთვის) არ არის შესაძლებელი კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება
ბრძანებით განსაზღვრული მაქსიმალური ვადით, ასეთ შემთხვევაში, ბანკი მოახდენს კლიენტთან გაფორმებული კრედიტ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელებას ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის
პირობების (ვადის) შესაბამისად, რა ვადაზეც დათვლილი იქნა
ბრძანებით გათვალისწინებული სესხის მომსახურების კოეფიციენტი სესხის გაცემის დროს.“
3. სხვა პირობები
3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 3.5 ქვეპუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემულია ძირითად ხელშეკრულებაში.
3.3 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ მიზნით, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით/ კლეინტის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ის ცალმხრივად განკარგვით, თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.4 ბანკის მომსახურებით უკმაყოფილების შემთხვევაში კლიენტს (მომხმარებელს) უფლება აქვს ბანკს მიმართოს
3.5 ამ ხელშეკრულების ხელმოწერით კლიენტი ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ბანკის ვებგვერდზე xxx.xxxxxxx.xx განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას;
3.6 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და სხვა).
3.7 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
3.8 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების დადების ადგილია აღმოსავლეთ ან სამხრეთ საქართველოს (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შემდეგი წესით: 1) 7 000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359); 2) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს (ან ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) ზემოთ - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205273005).
3.8.1 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების დადების ადგილია დასავლეთ საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, გურია, იმერეთი, რაჭა- ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან), გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359), თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, დავის განხილვის ადგილია ქუთაისი.
3.9 მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოყვანილი პირობების (საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად.
საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
3.10 იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებული არბიტრაჟი/არბიტრაჟები იქნება ლიკვიდირებული ან მას/მათ შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით საარბიტრაჟი დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა
3.11 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა ნებისმიერი მიზეზით დაექვემდებარება სასამართლოს განსჯადობას (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზეზით და სხვა.) და განხილული იქნა სასამართლოს მიერ, მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268- ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტაციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3.12 მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (xxxxxxxx) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
3.13 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართოს განცხადებით ბანკის ნებისმიერ ფილიალს / სერვისცენტრს და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი მოახდენს ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით: პირველ რიგში დაიფარება საკრედიტო ბარათებთან / ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი. ამავდროულად, ბანკი იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტული შემთხვევეისას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა).
3.14 წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის წინსწრებით (სრულად ან ნაწილობრივ) დაფარვის საკითხი/უფლება, რეგულირდება წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით.
3.15 ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორ) იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx/მსესხებელი/ |
სს “თიბისი ბანკი“ | სახელი, გვარი |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | პირადი ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
საზედამხედველო ორგანო: „საქართველოს ეროვნული ბანკი“ (მის. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2) | ტელეფონის ნომერი: |
ელ. ფოსტა: | |
xxxxxx წარმომადგენლის ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | კლიენტის ან მისი წარმომადგენლის ფაქსიმილე |
კლი ს | xxxxx ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერა ახელი და გვარი სრულად და გარკვევით |