შეტყობინებით.წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობისცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ; • მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალიწერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;...
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულების # თავსართი
ხელშეკრულების გაფორმების თარიღი:
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული; თარიღი 1-დან ინდექსირებული; თარიღი 1-დან ფიქსირებული. თარიღი 1-დან ინდექსირებული. |
საპროცენტო განაკვეთი: | ფიქსირებულ პროცენტში გაცემული სესხებისთვის: წლიური X %; რეფინანსირების/ლიბორის განაკვეთზე მიბმული სესხებისთვის: წლიური X% (რეფინანსირების განაკვეთს + X%), წლიური X% (Libor-ის 6 (ექვსი) თვიან განაკვეთს + X%); საწყისი პერიოდი ფიქსირებული და შემდეგ რეფინანსირების/ლიბორის განაკვეთზე მიბმული სესხებისთვის: თარიღი 1-დან წლიური X %. თარიღი 1-დან წლიური X% (რეფინანსირების განაკვეთს + X%)/წლიური X% (Libor-ის 6 (ექვსი) თვიან განაკვეთს + X%); |
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი*: | X% კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსი უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში |
საკომისიო კრედიტის აუთვისებლობისთვის: | აუთვისებელი თანხის X% |
ფინანსური ხარჯები
ყოველთვიური შენატანი: (ძირითადი თანხა+პროცენტი): | X თანდართული გრაფიკის შესაბამისად. |
ვადის ბოლოს შენატანი | |
საკომისიო კრედიტის გაცემისთვის | |
ანგარიშიდან თანხის გატანის საკომისიო | |
სადაზღვევო ხარჯები: |
ხელშეკრულების სხვა პირობები
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: | |
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | |
კრედიტის ვადა: | ვადა დღეებში დღე |
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: | ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე. |
ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | ერთჯერადად არაუმეტეს X ლარი/დოლარი/ევრო ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე. სესხის უცხოურ ვალუტაში არსებობისას, არაუმეტეს ერთჯერადი 20 ლარის ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | X ლარი/დოლარი/ევრო ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისთვის: | ფიქსირებულ პროცენტში გაცემული სესხებისთვის: კრედიტის სრულად დაფარვის (დახურვის) შემთხვევაში: X% (მაგრამ არაუმეტეს, ამავე პუნქტში შესაბამისი პერიოდულობის გათვალისწინებით მოცემული მაქსიმალური ოდენობისა). გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის: X - მაგზე მეტი ოდენობით წინსწრებით შემოტანის შემთხვევაში, კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის X%. X% საკუთარი სახსრებით სესხის დახურვისას. მაგრამ არაუმეტეს: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები რეფინანსირების/ლიბორის განაკვეთზე მიბმული სესხებისთვის: კრედიტის სრულად დაფარვის (დახურვის) შემთხვევაში: X% (მაგრამ არაუმეტეს, ამავე პუნქტში შესაბამისი პერიოდულობის გათვალისწინებით მოცემული მაქსიმალური ოდენობისა). გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის: X - მაგზე მეტი ოდენობით წინსწრებით შემოტანის შემთხვევაში, კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის X%. მაგრამ არაუმეტეს: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის: 0.5% - თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0% - თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები. საშეღავათო პერიოდში (მისი არსებობის შემთხვევაში) სესხზე უცვლელად და უწყვეტად ხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად. სესხის ნაწილობრივ/სრულად წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული ყველა გადასახდელი, მათ შორის, |
საკომისიო რეფინანსირებისთვის: | ფიქსირებულ პროცენტში გაცემული სესხებისთვის: გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის 2 %, მაგრამ არაუმეტეს: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები რეფინანსირების/ლიბორის განაკვეთზე მიბმული სესხებისთვის: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის: 0.5%, მაგრამ არაუმეტეს: 0.5% - თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0% - თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები | მ მ |
სადაზღვევო პრემია (დაზღვევის არსებობის შემთხვევაში) და საპროცენტო სარგებელი, იმ პროპორციულობით, რაც დარიცხულია წინსწრების თარიღამდე (დღემდე), თუ წინსწრება ხორციელდება საშეღავათო პერიოდში, ხოლო საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, მსესხებელი ვალდებულია სრულად დაფაროს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული (გრაფიკის მიხედვით მომავალ გადასახდელ(ებ)ში გადანაწილებული) საპროცენტო სარგებელი, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, დაზღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გადასახდელები.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
• ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების (წინამდებარე თავსართში მოცემული პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის) ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური
შეტყობინებით.წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ; |
• მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით; |
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! |
ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს! |
*ლარის შესაძლო 15%-იანი გაუფასურების შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს X %-ს |
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! |
საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. კრედიტის გაცემიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ინდექსის ოდენობის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი X % |
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციით ინდექსზე მიბმულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს! საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს. კრედიტის გაცემიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ინდექსის ოდენობის შესაძლო 3 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი X % |
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2406 406.
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება #------------
ფილიალის დასახელება | ხელშეკრულების გაფორმების თარიღი: |
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი (პოზიცია, სახელი გვარი) უფლებამოსილი პირი და მეორე მხრივ, (სახელი გვარი) (შემდგომში “კლიენტი”/”მსესხებელი”) (პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი) მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში “ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის") საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების xxxxxxx xxxxxx მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და xxxxxxxx მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით.
1.3 მიუხედავად იმისა, რომ წინამდებარე საბანკო კრედიტი გაიცემა და ხელშეკრულება ფორმდება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე, წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი კლიენტის ვალდებულებები) არ იქნება უზრუნველყოფილი იმ ხელშეკრულებ(ებ)ით/ქონებით (უზრუნველყოფ(ებ)ით), რომლითაც უზრუნველყოფილია ძირითადი ხელშეკრულება(ები).
2. საბანკო კრედიტის ძირითადი პირობები
2.1 | ძირითადი ხელშეკრულება (ხელშეკრულებები): | |
2.1.1 | კრედიტის ტიპი: | ბიზნეს სესხი |
2.2 | კლიენტ(ებ)ი: | სახელი გვარი (პასპორტის/პირადი ნომერი) |
2.3 | კრედიტის თანხა: | |
2.3.1 | მომხარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | |
2.4 | კრედიტის ვადა: | ვადა დღეებში დღე |
2.5 | საპროცენტო განაკვეთი: | ფიქსირებულ პროცენტში გაცემული სესხებისთვის: წლიური X % რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხებისთვის: წლიური X % (X%-ს (შემდგომში “საბაზისო განაკვეთი“) დამატებული ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი (შემდგომში „საბაზისო განაკვეთის დანამატი“)) |
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი (საბაზისო განაკვეთს დამატებული საჯარო ინდექსი) შეიცვლება (შემცირდება ან გაიზრდება) საჯარო ინდექსის ცვლილების განხორციელებიდან (შემდგომში “ცვლილების თარიღი“) მომდევნო კალენდარულ დღეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეიცვლება (შემცირდება ან გაიზრდება) საჯარო ინდექსი. შეცვლილი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა განხორციელდება ცალმხრივად ცვლილების თარიღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. საჯარო ინდექსის ცვლილების შემთხვევაში, კლიენტის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ განხორციელდება ცვლილების თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
მაგალითი #1: თუ საბანკო კრედიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ცვლილების თარიღისთვის იყო 10% და ცვლილების თარიღის შემდგომ საჯარო ინდექსის განაკვეთი შემცირდა 0.25%-ით, კრედიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი შემცირდება შესაბამისი ოდენობით ცვლილების თარიღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს (გახდება 9.75%).
მაგალითი #2: თუ საბანკო კრედიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ცვლილების თარიღისთვის იყო 10% და ცვლილების თარიღის შემდგომ საჯარო ინდექსის განაკვეთი გაიზარდა 0.25%-ით, კრედიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება შესაბამისი ოდენობით ცვლილების თარიღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს (გახდება 10.25%).
საჯარო ინდექსის (ინდექსის მიერ მიღებული მნიშვნელობების) შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს შემდეგ ვებგვერდზე: xxxx://xxx.xxx.xx/.
საპროცენტო სარგებელი ფორმირებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთს დამატებული საბაზისო განაკვეთის დანამატი (საჯარო ინდექსი).
საბაზისო განაკვეთის დანამატი / საჯარო ინდექსი - წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთს რომელიც შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთის ცვლილების შესაბამისად. შეცვლილი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა განხორციელდება ცალმხრივად, ცვლილების თარიღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. საბაზისო განაკვეთის დანამატის / საჯარო ინდექსის ცვლილების შემთხვევაში, კლიენტის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ განხორციელდება ცვლილების თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
საბაზისო განაკვეთი - წარმოადგენს ბანკის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ასევე შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს). მისი ცვლილება და შესაბამისი ცვლილებით განსაზღვრული ოდენობა განისაზღვრება ბანკში მოქმედი საკრედიტო პოლიტიკით, ბანკსა და კლიენტს შორის დადებული შესაბამისი გარიგებებით ან/და საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების ცვლილებით. ბანკი უფლებამოსილია საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის სხვაობის დარიცხვა განახორციელოს ცალმხრივად, ამის შესახებ კლიენტისთვის ორი თვით ადრე შეტყობინების მიწოდების გზით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ხდება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული
ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე). სხვაობის დარიცხვა მოხდება შეტყობინებიდან ორი თვის შემდგომ;
ნებისმიერ შემთხვევაში, ცვლილების თარიღისთვის და/ან ცვლილების თარიღის შემდეგ, კრედიტის ვადის ამოწურვამდე, წლიური საპროცენტო განაკვეთის (საბაზისო განაკვეთს დამატებული ცვლილების თარიღისთვის არსებული საბაზისო განაკვეთის დანამატი (საჯარო ინდექსი)) მინიმალური ზღვარი არ იქნება X %-ზე (შემდგომში “მინიმალური საპროცენტო განაკვეთი“) ან საბაზისო განაკვეთზე ნაკლები (ამასთან, მინიმალურ საპროცენტო განაკვეთსა და საბაზისო განაკვეთს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ზღვარი იქნება, ხსენებულ განაკვეთებს შორის უდიდესის ტოლი), ხოლო მაქსიმალური ზღვარი არ გადააჭარბებს X %-ს.
ყოველგვარი გაუგებრობის / ორაზროვნების / ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები განმარტავენ და თანხმდებიან, რომ თუ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო განაკვეთის დანამატი (საჯარო ინდექსი) შემცირდება და შემცირების შედეგად მიიღებს უარყოფით (ნულზე ნაკლებ) მნიშვნელობას, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის საბაზისო განაკვეთის დანამატის (საჯარო ინდექსის) მნიშვნელობა განისაზღვრება ნულის ტოლად.
xxxxxxx განაკვეთზე მიბმული სესხებისთვის:
წლიური X % (X %-ს (შემდგომში “საბაზისო განაკვეთი“) დამატებული, წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის დაფიქსირებული “Libor“-ის 6 (ექვსი) თვიანი განაკვეთი (დამრგვალებული მეასედის სიზუსტით, შემდგომში „საბაზისო განაკვეთის დანამატი“). “Libor“ (London Interbank Offered Rate) - ლონდონის ბანკთაშორისი შეთავაზების ინდექსი.
წლიური საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება (შემცირდება ან გაიზრდება) ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეიცვლება (შემცირდება ან გაიზრდება) “Libor“-ის 6 (ექვსი) თვიანი განაკვეთი.
მაგალითი #1: თუ საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი მისი (მთლიანი თანხის ან პირველი ნაწილის) გაცემის მომენტში იყო 10% და კრედიტის გაცემიდან 6 (ექვსი) თვის შემდგომ “Libor“-ის 6 (ექვსი) თვიანი განაკვეთი შემცირდა 0.25%-ით, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შემცირდება შესაბამისი ოდენობით (გახდება 9.75%). მაგალითი #2: თუ საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი მისი (მთლიანი თანხის ან პირველი ნაწილის) გაცემის მომენტში იყო 10% და კრედიტის გაცემიდან 6 (ექვსი) თვის შემდგომ “Libor“-ის 6 (ექვსი) თვიანი განაკვეთი გაიზარდა 0.25%-ით, კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შეიცვლება შესაბამისი ოდენობით (გახდება 10.25%).
“Libor“ განაკვეთის (ინდექსის მიერ მიღებული მნიშვნელობების) შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს შემდეგ ვებ-გვერდზე: xxxx://xxx.xxxxxxxxxxx.xx/xxxxxxx/xxxxxxxxxxxxx- interest-rates/libor/libor-interest-rates-us.
საპროცენტო სარგებელი ფორმირებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთის დამატებული საბაზისო განაკვეთის დანამატი.
საბაზისო განაკვეთის დანამატი / საჯარო ინდექსი - წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერის დღისათვის დაფიქსირებული “Libor“-ის 6 (ექვსი) თვიან განაკვეთს (რომელიც შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს) იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეიცვლება (შემცირდება ან გაიზრდება) “Libor“-ის 6
(ექვსი) თვიანი განაკვეთი შეცვლილი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა განხორციელდება ცალმხრივად, კრედიტის გაცემიდან ყოველ 6 (ექვსი) თვეში ერთხელ. საბაზისო განაკვეთის დანამატის / საჯარო ინდექსის ცვლილების შემთხვევაში, კლიენტის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ განხორციელდება ცვლილების თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
საბაზისო განაკვეთი - წარმოადგენს ბანკის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ასევე შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს). მისი ცვლილება და შესაბამისი ცვლილებით განსაზღვრული ოდენობა განისაზღვრება ბანკში მოქმედი საკრედიტო პოლიტიკით,ბანკსა და კლიენტს შორის დადებული შესაბამისი გარიგებებით ან/და საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების ცვლილებით.ბანკი უფლებამოსილია საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის სხვაობის დარიცხვა განახორციელოს ცალმხრივად, ამის შესახებ კლიენტისთვის ორი თვით ადრე შეტყობინების მიწოდების გზით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ხდება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე). სხვაობის დარიცხვა მოხდება შეტყობინებიდან ორი თვის შემდგომ;
ნებისმიერ შემთხვევაში, წლიური საპროცენტო განაკვეთის (საბაზისო განაკვეთს დამატებული საბაზისო განაკვეთის დანამატი (საჯარო ინდექსი)) მინიმალური ზღვარი არ იქნება X %-ზე (შემდგომში “მინიმალური საპროცენტო განაკვეთი “) ან საბაზისო განაკვეთზე ნაკლები (ამასთან, მინიმალურ საპროცენტო განაკვეთსა და საბაზისო განაკვეთს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ზღვარი იქნება, ხსენებულ განაკვეთებს შორის უდიდესის ტოლი), ხოლო მაქსიმალური ზღვარი არ გადააჭარბებს X %-ს.
ყოველგვარი გაუგებრობის / ორაზროვნების / ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები განმარტავენ და თანხმდებიან, რომ თუ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში,ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო განაკვეთის დანამატი (საჯარო ინდექსი) შემცირდება და შემცირების შედეგად მიიღებს უარყოფით (ნულზე ნაკლებ) მნიშვნელობას, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის საბაზისო განაკვეთის დანამატის (საჯარო ინდექსის) მნიშვნელობა განისაზღვრება ნულის ტოლად.
იმ შემთხვევაში, თუ განხორციელდა ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საჯარო ინდექსის გაუქმება ან/და საჯარო ინდექსი არ იქნება ხელმისაწვდომი, ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად (კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე) შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული საჯარო ინდექსი მსგავსი ან მასთან მიახლოებული საერთაშორისო საბაზრო შეთავაზების საჯარო ინდექსით (შემდგომში „ახალი საჯარო ინდექსი“).
ახალი საჯარო ინდექსი - 1. იქნება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საჯარო ინდექსის ეკვივალენტური ან მასთან მიახლოებული საერთაშორისო საბაზრო შეთავაზების საჯარო ინდექსი; 2. ასრულებს ან მოსალოდნელია შეასრულოს ხელშეკრულებაში დაფიქსირებული საჯარო ინდექსის ანალოგიური დანიშნულება; 3. იქნება საჯარო ინდექსი, რომელიც გამოიყენება კრედიტორების მიერ საბაზრო შეთავაზებისას მსგავსი ტიპის სესხებისთვის.
2.5.1 | საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული; თარიღი 1-დან ინდექსირებული; თარიღი 1-დან ფიქსირებული. თარიღი 1-დან ინდექსირებული. |
2.6 | კრედიტის მიზნობრიობა: | |
2.7 | კრედიტის გაცემის ფორმა: | ტრანშებად ათვისება / თანდართული გრაფიკის მიხედვით |
2.8 | კრედიტის დაფარვის გრაფიკი: | თანდართული გრაფიკის მიხედვით კლიენტის/მსესხებლის მიერ ტრანშის ათვისების შემთხვევაში, ბანკი მოახდენს ტრანშის ვადის შესაბამისი პერიოდის გათვალისწინებით სესხის დაფარვის გრაფიკის აგებას ანუიტეტის პრინციპით, რაც გულისხმობს სესხის დაფარვას დროის თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გადახდას. სესხის დაფარვა უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად, რომელზეც კლიენტის ხელმოწერა არ არის სავალდებულო. xxxxxx მიერ შედგენილი გრაფიკი შეგიძლიათ მოითხოვოთ სს ,,თიბისი ბანკის’’ ნებისმიერ ფილიალში/სერვის-ცენტრში ან იხილოთ თქვენს ინტერნეტ ბანკში. საშეღავათო პერიოდში (მისი არსებობის შემთხვევაში) სესხზე უცვლელად და უწყვეტად ხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად. სესხის ნაწილობრივ/სრულად წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული ყველა გადასახდელი, მათ შორის, სადაზღვევო პრემია (დაზღვევის არსებობის შემთხვევაში) და საპროცენტო სარგებელი, იმ პროპორციულობით, რაც დარიცხულია წინსწრების თარიღამდე (დღემდე), თუ წინსწრება ხორციელდება საშეღავათო პერიოდში, ხოლო საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, მსესხებელი ვალდებულია სრულად დაფაროს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული (გრაფიკის მიხედვით მომავალ გადასახდელ(ებ)ში გადანაწილებული) საპროცენტო სარგებელი, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, დაზღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გადასახდელები. |
2.9 | ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | ერთჯერადად არაუმეტეს X ლარი/დოლარი/ევრო ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე. სესხის უცხოურ ვალუტაში არსებობისას, არაუმეტეს ერთჯერადი 20 ლარის ექვივალენტი შესაბამის ვალუტაში. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
2.10 | ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | დავალიანების X % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას |
2.11 | საკომისიო ვადაზე ადრე (წინსწრებით) დაფარვისთვის: | ფიქსირებულ პროცენტში გაცემული სესხებისთვის: კრედიტის სრულად დაფარვის (დახურვის) შემთხვევაში: X% (მაგრამ არაუმეტეს, ამავე პუნქტში შესაბამისი პერიოდულობის გათვალისწინებით მოცემული მაქსიმალური ოდენობისა). |
გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის: X - მაგზე მეტი ოდენობით წინსწრებით შემოტანის შემთხვევაში, კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის X%. X% საკუთარი სახსრებით სესხის დახურვისას. მაგრამ არაუმეტეს: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები რეფინანსირების/ლიბორის განაკვეთზე მიბმული სესხებისთვის: კრედიტის სრულად დაფარვის (დახურვის) შემთხვევაში: X% (მაგრამ არაუმეტეს, ამავე პუნქტში შესაბამისი პერიოდულობის გათვალისწინებით მოცემული მაქსიმალური ოდენობისა). გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიურად შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის: X - მაგზე მეტი ოდენობით წინსწრებით შემოტანის შემთხვევაში, კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის X%. მაგრამ არაუმეტეს: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის: 0.5% - თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0% - თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები | ||
2.12 | საკომისიო რეფინანსირებისთვის: | ფიქსირებულ პროცენტში გაცემული სესხებისთვის: გადახდის მომენტში გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური შემოსატანი ძირის, დარიცხული პროცენტის და დაზღვევის თანხის 2 %, მაგრამ არაუმეტეს: 2% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი 1% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე 0.5% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე 0% - თუ კრედიტის დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები რეფინანსირების/ლიბორის განაკვეთზე მიბმული სესხებისთვის: გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის: 0.5%, მაგრამ არაუმეტეს: 0.5% - თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე მეტი 0% - თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვეზე ნაკლები |
2.13 | საკომისიო კრედიტის დამტკიცებისთვის: | |
2.14 | საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: | |
2.15 | საკომისიო კრედიტის აუთვისებლობისთვის: | აუთვისებელი თანხის X% |
2.16 | დამატებითი პირობები: | მსესხებელი აცხადებს თანხმობას კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4 პუნქტში მითითებულ ვადაში ბანკის მიერ მოთხოვნილი პირობებით უზრუნველყოს |
უზრუნველყოფაში აღნიშნული ავტომობილის დაზღვევა მინიმუმ საბაზრო ღირებულების ოდენობით მის/მათ მიერ შერჩეულს სადაზღვევო კომპანიაში. მსესხებელი აცხადებს თანხმობას კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4 პუნქტში მითითებულ ვადაში, xxxxxx მიერ მოთხოვნილი პირობებით უზრუნველყოს. მსესხებელი აცხადებს თანხმობას კრედიტის მოქმედების პერიოდში და საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 2.4 პუნქტში მითითებულ ვადაში, უზრუნველყოს კლიენტის სიცოცხლის ან/და უბედური შემთხვევის დაზღვევა კრედიტის მიმდინარე ოდენობაზე მსესხებლის მიერ შერჩეულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ ამგვარი სადაზღვევო პოლის(ებ)ით მოსარგებლე (ბენეფიციარი) იქნება მხოლოდ ბანკი. მსესხებელი აცხადებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე საფინანსო პროდუქტის შეთავაზების ეტაპზე ბანკმა მსესხებელს შესთავაზა 3 სადაზღვევო კომპანიის: სს „დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს“ (ს/კ 205023856), სს „თიბისი დაზღვევის“ (ს/კ 405042804), სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგის“ (ს/კ 204426674) ალტერნატივა, გააცნო და მიაწოდა მათი სადაზღვევო პირობები / საინფორმაციო ფურცელი, რომლიდანაც კლიენტმა აირჩია სს "---- --- -" (ს/კ -----). მსესხებელი ვალდებულია სესხის მოქმედების განმავლობაში გადახდის გრაფიკის შესაბამისად გადაიხადოს სადაზღვევო პრემია/დაზღვევის მართვის საკომისიო / დაზღვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადასახდელი გადახდის მომენტში მოქმედი, შესაბამისი სადაზღვევო კომპანიის მიერ დადგენილი სატარიფო ნიხრებისა და პირობების შესაბამისად. დაზღვეული მოსარგებლეს (ბანკს) ანიჭებს უფლებამოსილებას, დაზღვეულის მიერ გადასახდელი სიცოცხლის/ქონების სადაზღვევო პრემიის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მოსარგებლემ (ბანკმა), საკუთარი შეხედულებისამებრ, თავად განახორციელოს სადაზღვევო პრემიის გადახდა მზღვეველისთვის, მაგრამ არაუმეტეს 90 (ოთხმოცდაათი) დღისა. ზემოხსენებული პირობის შესაბამისად, xxxxxx მიერ მზღვეველისთვის (კლიენტის ნაცვლად) სადაზღვევო პრემიის გადახდის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია კლიენტს (დაზღვეულს) მოსთხოვოს ბანკის მიერ სადაზღვევო პრემიის სახით მზღვევლისთვის გადახდილი თანხის ბანკის სასარგებლოდ სრულად გადახდა. დაზღვევა ითვლება შეწყვეტილად/შეჩერებულად (ბანკის შეხედულებისამებრ) დაზღვეულის მიერ გადასახდელი სადაზღვევო პრემიის 90 (ოთხმოცდაათი) დღიანი ვადაგადაცილების შემთხვევაში. მიუხედავად ხსენებულისა, მოსარგებლე (ბანკი) უფლებამოსილია განაახლოს დაზღვევა (ცალმხრივად აღადგინოს დაზღვევის წინამდებარე პირობები), იმ შემთხვევაში, თუ სრულად განხორციელდება ბანკის მიმართ დაზღვეულის დავალიანების დაფარვა. თუმცა, ანაზღაურებას არ დაექვემდებარება ვადაგადაცილების (დავალიანების) არსებობის პერიოდში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები. სადაზღვევო ანაზღაურების პროცენტული ოდენობა: (სახელი გვარი პირადი/პასპორტი ნომერი) : X% | ||
2.17 | ოფსეტის ანგარიში | |
2.18 | სესხის/საკრედიტო ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება: | აღნიშნული პუნქტი ეხება მხოლოდ დაგრძელვადიანების პირობით გაცემულ სესხებს: |
კლიენტი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში მიმართოს ბანკს და მოითხოვოს (ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული) შემდეგი ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება: 1.წინამდებარე xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება 2.საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (წინამდებარე ქვეპუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერი მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მითითებული იქნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებ(ებ)ის კონკრეტული ნომერი/ები). ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის მოთხოვნით, ზემოაღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადა გააგრძელოს არაუმეტეს “ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების” დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის N44/04 ბრძანებით (შემდგომში „ბრძანება“) განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით , გარდა იმ შემთხვევისა თუ ბანკის საკრედიტო პოლიტიკით გათვალისწინებული კლიენტის ასაკობრივი შეზღუდვის გამო არ არის შესაძლებელი ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადის გაგრძელება ბრძანებით განსაზღვრული შესაბამისი ტიპის სესხისთვის / საკრედიტო პროდუქტისთვის გათვალისწინებული მაქსიმალური ვადით. ასეთ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტთან გაფორმებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის მოქმედების ვადა გააგრძელოს ბანკში არსებული საკრედიტო პოლიტიკის პირობების შესაბამისად. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული პირობა წყვეტს მოქმედებას, ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის/კრედიტის წინსწრებით სრულად ან ნებისმიერი სხვა მიზეზით დაფარვის, აგრეთვე წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში. | |
2.19 | წინამდებარე საკრედიტო პროდუქტი უზრუნველყოფილია შემდეგი ხელშეკრულებებით: |
3. სხვა პირობები
3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.
3.3 ეს ხელშეკრულება იმავდროულად არის კლიენტის განცხადება საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ და განაცხადი ანგარიშ(ებ)ის გახსნის შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ:
3.3.1 დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას;
3.3.2 თანახმაა, სს „თიბისი ბანკმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისათვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან საჭირო მოცულობით, მიიღოს ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები;
3.3.3 თანახმაა, xxxxxx გაუხსნას საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის (სადეპოზიტო) ანგარიშ(ებ)ი (ნებისმიერ ვალუტაში) კრედიტის დაფარვის (მომსახურების), ვალდებულებ(ებ)ის შესრულების,
საანაბრო ანგარიშ(ებ)ზე თანხ(ებ)ის შეტანის/ჩარიცხვის ან/და საანაბრო ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის გატანის/გადარიცხვის მიზნით;
3.3.4 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და ა.შ.).
3.4 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ მიზნით, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (თუ კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული) და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით / კლიენტის საბანკო ანაგრიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ის ცალმხრივად განკარგვით, თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.5 იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი აღმოჩნდება უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; ბ) ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება, ისე რომ კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას; გ) ადგილი ექნება სხვა პროცესებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ საკრედიტო ბაზარზე კრედიტით სარგებლობისთვის დაწესებული საპროცენტო სარგებლის (განაკვეთების) ცვლილება; დ) განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საპროცენტო განაკვეთი.წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ბანკის უფლებამოსილება ცალმხირავად შეცვალოს (გაზარდოს) საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი, ძალაში შევა მხოლოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის 5%-ზე მეტით ცვლილების შემთხვევაში.
3.5.1 ამგვარი ცვლილების შესახებ, ბანკი კლიენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 2 (ორი) თვით ადრე კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით , გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოწვეული იქნება, xxxxxxxx მიერ ნაკისრი ვალდებულების ან/და საკრედიტო პროდუქტის რომელიმე პირობის დარღვევის საფუძვლით. ამასთან, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ.
3.5.2 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ეთანხმება ამგვარ ცვლილებას, იგი ვალდებული იქნება ზემოხსენებულ ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული ყველა საკრედიტო პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
3.7 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართოს განცხადებით ბანკის ნებისმიერ ფილიალს / სერვისცენტრს და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი მოახდენს ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით: პირველ რიგში დაიფარება საკრედიტო ბარათებთან / ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი. ამავდროულად, ბანკი იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტული შემთხვევეისას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა).
3.8 წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის წინსწრებით (სრულად ან ნაწილობრივ) დაფარვის საკითხი/უფლება, რეგულირდება წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით.
3.9 თანახმაა, ამ ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) საბანკო დღისა ჩაერთოს სახელფასო პროექტში და ისარგებლოს იურიდიული პირის საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების მე-17 მუხლში აღწერილი მომსახურებით.
3.10კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ xxxxx უფლებამოსილია შეამოწმოს და კონტროლი (აუდიტი) გაუწიოს ბანკის მიერ კლიენტის სასარგებლოდ გაცემულ ნებისმიერი xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულების შესრულებას. შესაბამისად, ბანკი უფლებამოსილია მოსთხოვოს, ხოლო ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია ბანკის მიერ დადგენილ ვადებში და ფორმით/წესით, მიაწოდოს ბანკს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.კლიენტი ადასტურებს, რომ ბანკი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს კლიენტის ბიზნეს ოპერაციების / აქტივობების, საბუღალტრო ჩანაწერების / ფინანსური უწყისების მონიტორინგი. ასეთი მონიტორინგი შესაძლოა მოიცავდეს კლიენტის სამუშაო/საქმიანობის ადგილზე ვიზიტით შემოწმებას. შესაბამისად, კლიენტი ვალდებულია, სამუშაო საათების განმავლობაში, ბანკის შესაბამისი წარმომადგენლები თავისუფლად დაუშვას მის სამუშაო/საქმიანობის ადგილას/შენობაში (მიუხედავად უძრავ ნივთზე (სამუშაო/საქმიანობის ადგილი) საკუთრების უფლებისა).
3.11მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
3.12იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების დადების ადგილია აღმოსავლეთ ან სამხრეთ საქართველოს (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შემდეგი წესით: 1) 7 000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359); 2) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს (ან ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) ზემოთ - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205273005).
3.13იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების დადების ადგილია დასავლეთ საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან), გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359), თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, დავის განხილვის ადგილია ქუთაისი.
3.14მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოყვანილი პირობების (საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ.
მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
3.15იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებული არბიტრაჟი/არბიტრაჟები იქნება ლიკვიდირებული ან მას/მათ შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით საარბიტრაჟო დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
3.16იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა ნებისმიერი მიზეზით დაექვემდებარება სასამართლოს განსჯადობას (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზეზით და სხვ.) და განხილული იქნა სასამართლოს მიერ, მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3.17მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (xxxxxxxx) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
3.18 ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორ) იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx | xxxxxxx/მსესხებელი |
სს “თიბისი ბანკი“ | სახელი გვარი |
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 | პირადი ნომერი: საიდენტიფიკაციო ნომერი: |
მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 | მისამართი: |
xxxxxxxxx ნომერი: +99532 2272727 | ტელეფონის ნომერი: |
ფილიალის მისამართი: BranchesDataTable.ADDRESS საზედამხედველო ორგანო: „საქართველოს ეროვნული ბანკი“(მის.თბილისი,სანაპიროს ქუჩა №2) | ელ. ფოსტა: |
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) | ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) |
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) | ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) |