misamarTi: iyalTos gora # 44 a, Tbilisi, saqarTvelo. 0194.
S.p.s. "proeqtmSenkompani"
saproeqto, sakonsultacio da sazedamxedvelo kompania.
misamarTi: iyalTos gora # 44 a, Tbilisi, saqarTvelo. 0194.
tel: (+995 590) 33-39-49; (x000 00) 000-00-00. E-mail: XxxxxxxXxxxxXxxxxxx@xxxxx.xxx
adgilobrivi mniSvnelobis naxSirReles satransporto kvanZis - quTaisi - samtrediis gzidan kopitnaris rkinigzis sadgurTan misasvleli saavtomobilo gzis reabilitaciis da kopitnaris rkinigzis sadgurTan avtosadgomis
mowyobis samuSaoebi
garemoze zemoqmedebis marTvis gegma
Tbilisi 2020w.
S.p.s. "proeqtmSenkompani"
saproeqto, sakonsultacio da sazedamxedvelo kompania.
misamarTi: iyalTos gora # 44 a, Tbilisi, saqarTvelo. 0194.
tel: (+995 590) 33-39-49; (x000 00) 000-00-00 . E-mail: XxxxxxxXxxxxXxxxxxx@xxxxx.xxx
adgilobrivi mniSvnelobis naxSirReles satransporto kvanZis - quTaisi - samtrediis gzidan kopitnaris rkinigzis sadgurTan misasvleli saavtomobilo gzis reabilitaciis da kopitnaris rkinigzis sadgurTan avtosadgomis mowyobis samuSaoebi
garemoze zemoqmedebis marTvis gegma
direqtori: r. razmaZe
proeqtis
mTavari inJineri: b. aRniaSvili
Tbilisi 2020w.
შესავალი
წინამდებარე ანგარიში „გარემოს მართვის გეგმა“ წარმოაგდენს სატებდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს, შესაბამისად მასში მოცემული ინფორმაციის საფუძველზე მშენებელმა კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს შემარბილებელი ღონისძიებების გატარება და მაქსიმალურად ეცადოს პროექტის განხორციელების დროს მინიმუმამდე იქნას დაყვანილი გარემოზე მავნე ზემოქმედება.
საპროექტო და სატენდერო დოკუმენტაცია შედგენილია შპს ,,პროექტმშენკომპანის”'მიერ, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის 07.02.2020 წელს გაცემული დავალების და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს ,,პროექტმშენკომპანი”-ს შორის 2019 წლის 15 ივლისს გაფორმებული ე.ტ. #139-19 ხელშეკრულების საფუძველზე. პროექტირების საფუძველია საქართველოს მთავრობის 2020 წლის 6 თებერვლის #220 განკარგულება.
საავტომობილო გზების პროექტირებისას გამოყენებულია საქართველოში მოქმედი ეროვნული შშთ (სსტ) 72 : 2009 `გზები საავტომობილო საერთო სარგებლობის, გეომეტრიული და სტრუქტურული მოთხოვნები“ და სხვა შესაბამისი სტანდარტები. ამასთანავე გათვალისწინებულია სარეაბილიტაციო ქუჩების არსებული პარამეტრები და პირობები. სარეაბილიტაციო მონაკვეთიში გამოყოფილია ორი ღერძი,
ღერძი #1 - ადგილობრივი მნიშვნელობის ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის - ქუთაისი –
სამტრედიის ს/გზიდან კოპიტნარის რკინიგზის სადგურამდე მისასვლელი გზა;
ღერძი #2 - ადგილობრივი მნიშვნელობის ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძის - ქუთაისი –
სამტრედიის ს/გზა.
საპროექტო მონაკვეთი სიგრძე მთლიაანდ შეადგენს 1.267 კმ (ღერძი #1 - 1.037 კმ; ღერძი #2 – 0.23
კმ.)
გზების რეაბილიტაციისათვის პროექტით მიღებულია შემდეგი ტექნიკური პარამეტრები: ღერძი #1
მიწის ვაკისის სიგანე | - | 9.0 მ |
სავალი ნაწილის სიგანე | - 7.0 მ | |
გვერდულის სიგანე | - 1.0 მ | |
ღერძი #2 | ||
მიწის ვაკისის სიგანე | - | 12.0 მ |
სავალი ნაწილის სიგანე | - 9.0 მ | |
გვერდულის სიგანე | - 1.5 მ |
2. ზოგადი ინფორმაცია პროექტისა და საპროექტო ტერიტორიის შესახებ
ინსტიტუციონალური და ადმინისტრაციული საკითხები | |
პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობის აღწერა | არსებული მდგომარეობა საპროექტო მონკავეთი ქ. ქუთაისიდან დაშორებულია 21 კმ-ით, ქ. სამტრედიიდან 12 კმ-ით, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 1.2 კმ-ით. აღნიშნული ს/გზა არის გრუნტის საფარიანი და ცენტრალურ გზას აკავშირებს არსებულ კოპიტნარის რკინიგზის სადგურთან, დღეის მდგომარეობით აღნიშნულ სადგურზე არ ხდება ჩქაროსნული მატარებლის და მგზავრებისთვის მომსახურეობის გაწევა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო. Aარსებულ გზას მარცხენა მხარეს მიუყვება საქართველოს “საქაერონავიგაციის” ო.ბ. კაბელი. სამუშაოების დაწყების წინ სამშენებლო ორგანიზაცია ვალდებულია აცნობოს ო.ბ. კაბელის მფლობელს სამუშაოების დაწყება რათა მათი ზედამხედველობის ქვეშ განხორციელდეს აღნიშნულ მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები და ტავიდან იქნას არიდებული სტრატეგიული მნიშვნელობის მქონდე ო.x xxxxxxx დაზიანება ( (000 00) 000 00 00; (000 00) 000 00 00 – საქაერონავიგაცია). საპროექტო გადაწყვეტილება გზის სამოსის დაპროექტებისას მხედველობაში მიღებულია არსებული მდგომარეობა და მშენებლობის შემდგომი გზის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვის პირობები. პროექტით მიღებულია გზის სამოსის შემდეგი კონსტრუქცია ღერძი #1 - ქვესაგები ფენა – ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი, სისქით ჰ-22 სმ - საფუძველი – ღორღი ფრაქციით 0-40 მმ, სისქით ჰ-18 სმ - საფარის ქვედა ფენა – მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი ღორღოვანი ასფალტბეტონის ცხელი ნარევი, xxxxx XX, სისქით 6 სმ - საფარი – წვრილმარცვლოვანი მკვრივი ღორღოვანი ასფალტბეტონის ცხელი ნარევი, ტიპი Б, xxxxx XX, სისქით 4 სმ - მისაყრელი გვერდულები – ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი ღერძი #2 - ქვესაგები ფენა – ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი, (გაგანიერების ადგილებში) სისქით ჰ-22 სმ - საფუძველი – ღორღი ფრაქციით 0-40 მმ, სისქით ჰ-18 სმ |
- საფარის ქვედა ფენა – მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი ღორღოვანი ასფალტბეტონის ცხელი ნარევი, xxxxx XX, სისქით 6 სმ - საფარის ქვედა ფენა – მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი ღორღოვანი ასფალტბეტონის ცხელი ნარევი, xxxxx XX, სისქით 7 სმ (გაგანიერების ადგილებში) - საფარი – წვრილმარცვლოვანი მკვრივი ღორღოვანი ასფალტბეტონის ცხელი ნარევი, ტიპი Б, მარკა II, სისქით 4 სმ - მისაყრელი გვერდულები – ქვიშა-ხრეშოვანი ნარევი სარეაბილიტაცო მონაკვეთზე ღერძი #1 მარცხენა მხარეს ეწყობა ტროტუარები სიგანით 1.5, ასევე ავტობუსის მოსაცდელებთან ანალოგიური სიგანით, პროექტით გათვალისწინებულია ორი ტიპის ავტობუსის მოსაცდელის მოწყობა, ასევე რკინაბეტონის ანაკრები ღარების (ტიპი I;II;II) და წყლის ასაცილებლად ტროტრუარის ქვეშ რკინაბეტონის კონსტრუქციის მოწყობა, პირველ მიერთებაზე მარჯვნივ პკ 0+86-ზე ექყობა რკინაბეტონის წყალგამტარი მილი დ-1.0მ L-8.0მ მშენებლობის ორგანიზება იქიდან გამომდინარე, რომ რკინიგზისკენ მიმავალი გზა უერთდება სამტრედია-ქუთაისის ს/გზას, შერწყმის ადგილი მდებარეობს გზის მრუდ მონაკვეთზე და ასევე მაღალი ინტენსივობიდან გამომდინარე დაერთების ადგილზე პროექტით გათვალისწინებულია წრიული კვანძის მოწყობა. წრიული კვანძები ზოგადი აღწერილობა საავტომობილო გზების მიერთებებზე, რომელზეც არის მაღალი ინტენსივობა, კვანძზე გადაადგილების დრო იზრდება შესაბამისად ამან შეიძლება გამოიწვიოს მძღოლის ან ქვეითის ცდუნება და გადაადგილდეს მოძრაობის წესების დარღვევით, რაც ართულებს გადაადგილებას და ქმნის არა უსაფრთხო გარემოს მოძრავ ავტოტრანსპორტისათვის. მიერთებების წრიულ კვანძებად გარდაქმნას შეუძლია რამნდენიმე სახით გახადოს მოძრაობა უსაფრთხო. მაგ. პოტენციური კონფლიქტური წერტილები მიერთებებზე გამავალ სატრანსპორტო ნაკადებს შორის შემცირდება 32-დან 20-მდე (ყველაზე ბევრი). წრიულ კვანძე შემავალი სატრანსპორტო საშუალება გზას უთმობს წრეზე მოძრავ სატრანსპორტო საშუალებს, იმისდამიუხედავად თუ რომელი გზიდან ან მხრიდან უახლოვდები წრიულ კვანძს და ამით |
მძღოლი იძულებული ხდება მეტი ყურადღება მიაქციოს ავტომობილების გადაადგილებას. ყველა სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს ერთი მიმართულებიდან და წრიულ კვანძზე შესასვლელად არ ჭირდება დააკვირდეს მოძრაობას სხვადასხვა მიმართულებით, რაც მინიმუმამდე ამცირებს მძღოლის ყურადღების გაფანტულობას. სატრანსპორტო საშუალების წრიულ კვანძზე შესვლის შემდეგ მას არ აქვს უფლება გზა განაგრძოს სწორი მიმართულებით ის ვალდებულია გაიმრუდოს გზა და შემოუაროს ნაწილობრივ ან მთლიანად კვანძის შუაში არსებულ წრიულ კუნძულს, რაც ხელს უწყობს ავტოტრანსპორტის სიჩქარის შემცირებას. წრიულ კვანძზე მოძრაობა რეგულირდება საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, ცენტრზე არსებული კუნძულის ირგვლივ. შრომის ნაყოფიერების გაზრდის და მშენებლობის ხანგრძლივობის შემცირების მიზნით, მიღებულია სამუშაოების კომპლექსური მექანიზმებით და სპეციალიზირებული საწარმოო ბრიგადებით შესრულება, შრომის ორგანიზაციის თანამედროვე მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებისას გზაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს ტრანსპორტის შეუფერხებელი მოძრაობა. რისთვისაც საჭიროა სამუშაოების ჩატარდეს ეტაპობრივად - ჯერ გზის ერთ ნახევარზე, მეორე ნახევარზე ტრანსპორტის მოძრაობის შენარჩუნებით, შემდეგ კი პირიქით. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების პერიოდში აუცილებელია: მოძრაობის ორგანიზაცია და სამშენებლო მოედნის შემოფარგვალა. რაც უნდა შესრულდეს ВСН 37-84 ინსტრუქციის შესაბამისად "მოძრაობის ორგანიზაცია და საგზაო სამუშაოების წარმოება". სამუშაოების მწარმოებელმა ორგანიზაციამ, უნდა შეადგინოს მოძრაობის ორგანიზაციის ინსტრუქციები და სქემები, რომლებიც შეთანხმებული იქნება საგზაო პოლიციის წარმომადგენლებთან. ასევე აუცილებელია სამუშაოთა წარმოების ზონაში მოხვედრილი კომუნიკაციების (თუ ასეთი არსებობს) მფლობელებთან წინასწარი შეთანხმება და სამუშაოების წარმოება მათი წარმომადგენლის ზედამხედველობით. სამუშაოების წარმოების ტექნოლოგიური სქემები ტიპიურია. სამუშაოები უნდა შესრულდეს, ტექნოლოგიური ნორმებისნორმების შესაბამისად: კერძოდ ВСН 24-88 "საავტომობოლო გზები" და 3.06.04- 91 "ხიდები და მილები". ყველა მასალა, ნახევარფაბრიკატები და კონსტრუქციები, უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო მონაცემებს და სათანადო სახელმწიფო სტანდარტებს მშენებლობის მოსამზადებელი პერიოდის ამოცანები: მოსამზადებელ პერიოდში, საგზაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, უნდა განხორციელდეს ძირითადი სამშენებლო ფრონტის უზრუნველყოფა. მშენებლობის მოსამზადებელ პერიოდში აუცილებელია შემდეგი სამუშაოების ჩატარება: _სამშენებლო მოედნის შემოფარგვლა შესაბამისი ნიშნებით და საშუალებებით. _ სამშენებლო ტერიტორიის გაწმენდა - გასუფთავება. _ მშენებარე ობიექტის ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებით უზრუნველყოფა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, უნდა შესრულდეს სამშენებლო ტერიტორიის კეთილმოწყობის |
სამუშაოები. საგზაო სამოსის მოწყობა საგზაო სამოსის მოწყობის პროცესში რეკომენდირებულია ერთი სპეციალიზირებული ბრიგადის გამოყენება, რომელიც მოაწყობს გზის სამოსს. საგზაო სამოსი ეწყობა ორფენიანი ასფალტბეტონის ჰ-4+6 სმ სისქის საფარით, საფუძველი ფრაქციული ღორღის ჰ-16 სმ და ჰ-22 სმ ქვიშა-ხრეშოვანი ნარევის ქვესაგები ფენით. საგზაო სამოსის მოწყობის ტექნოლოგიური თანმიმდევრობა შემდეგია: არსებული გზის მიწის ვაკისზე სამუშაო ზედაპირის მომზადება, ქვესაგები ფენისთვის ქვიშა-ხრეშოვანი მასალის შემოტანა-გაშლა და დატკეპნა საპროექტო სისქეზე შესაბამისი ტენიანობის უზრუნველყოფით. იგივე პროცესების განმეორებით საფუძვლის მოწყობა 0-40 მმ ფრაქციის ღორღით. ამის შემდეგ ეწყობა საფარის ქვედა ფენა მსხვილმარცვლოვანი ფოროვანი, ღორღოვანი ასფალტბეტონის ცხელი ნარევით და შემდეგ საფარის ფენის მოწყობა წვრილმარცვლოვანი მკვრივი ღორღოვანი ასფალტბეტონისაგან. ასფალტბეტონის ფენების მოწყობის წინ გათვალისწინებულია საფუძვლის და საფარის ქვედა ფენის დამუშავება თხევადი ბიტუმით, რომელიც უნდა შესრულდეს დაგებამდე 1-6 საათით ადრე. ცხელი ასფალტბეტონის დაგება უნდა შესრულდეს მშრალ ამინდში, ზაფხულში არანაკლებ +50ჩ ტემპერატურის დროს, ხოლო შემოდგომაზე არანაკლებ +100ჩ ტემპერატურეს დროს. დატკეპნა რეკომენდირებულია თავიდან 16 ტ პნევმატური (6-10 სვლა), ან 10-13 ტ (8-10 სვლა) გლუვვალციანი ან ვიბრაციულით, მასით 6-8 ტ (5-7 სვლა) სატკეპნებით, ხოლო საბოლოოდ 18 ტ გლუვვალციანი სატკეპნით (6-8 სვლა). სვლების რაოდენობა უნდა დაზუსტდეს ადგილზე საცდელი ტკეპნით. საფარი უნდა იყოს ერთგვაროვანი, ბზარებისა და დეფექტების გარეშე. გზის კუთვნილება და მოწყობილობა გზის კუთვნილებისა და მოწყობილობის სამუშაოებში შესასრულებელია მიერთებების და ეზოში შესასვლელების მოწყობა, საგზაო ნიშნების დაყენება და გზის მონიშვნა. საგზაო მონიშვნის დატანისთვის საჭიროა მოსანიშნი ზედაპირის გასუფთავება, მორეცხვა და გაშრობა. საღებავის დატანისას ჰაერის და საფარის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლები +10 ჩ და არაუმეტესი +35 ჩ, ჰაერის ტენიანობა არაუმეტეს 75%. საღებავის ტექნიკური მახასიათებლები უნდა აკმაყოფილებდეს ევროსტანდარტების მოთხოვნებს, ჰქონდეს ხარისხის ნიშანი, გამოირჩეოდეს ცვეთისადმი მდგრადობით და მაღალი შუქამრეკლადობით. საგზაო მონიშვნის დატანისათვის საჭიროა წინასწარი მონიშვნა, რითაც გათვალისწინებულია - საკონტროლო წერტილების განსაზღვრა, ზონარის გაჭიმვა და საკონტროლო წერტილების მონიშვნა, რომელიც აფიქსირებს პროექტით გათვალისწილებულ მოსანიშნი ხაზის და სიმბოლოების ადგილმდებარეობას. |
მონიშვნის ხილვადობის გაზრდისთვის და უკეთესი შუქდამაბრუნებელი ეფექტის მისაღებად საღებავის წასმიდან არაუგვიანეს 10 წამისა უნდა მოხდეს შუქდამაბრუნებელი ბურთულაკების მოყრა. | |||
ინსტიტუციური ორგანიზება ადგილობრივი ბიუჯეტი | სამშენებლო პროექტის ჯგუფის ხელმძღვანელი: განსასაზღვრია | უსაფრთხოების სპეციალისტი: განსასაზღვრია | |
განხორციელების ორგანიზება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | განმახორციელებელი ერთეული: საავტომობილო გზების დეპარტამენტი | სამუშაოთა ზედამხედველი: განსასაზღვრავია | სამუშაოთა კონტრაქტორი: განსასაზღვრავია |
ადგილმდებარეობის აღწერა | |||
ინსტიტუტის დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არის დაგეგმილი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია | სამტრედიის მუნიციპალიტეტი |
ინსტიტუტის დასახელება, რომლის საკუთრების რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი | საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი |
ინსტიტუტის მისამართი, რომლის საკუთრების რეაბილიტაციაც არის დაგეგმილი | მისამართი: თბილისი ალ.ყაზბეგის გამზირი #12 ტელ: 0322370508 |
ვინ არის მიწის ნაკვეთის მფლობელი? ვინ არის მოსარგებლე (ოფიციალურად/არაოფოციალურად) | მუნიციპალიტეტის საკუთრება |
პროექტის განხორციელების არეალის | |
ფიზიკური და ბუნებრივი გარემო | საკვლევი ტერიტორია გეოლოგიურად აგებულია მეოთხეული და პოსტპლიოცენური ასაკის ფხვიერი და პლასტიური ნალექებით, წარმოდგენილი თიხნარებით, რომლებიც ზემოდან გადაფარულია |
ტექნოგენური გრუნტით. | |
საქართველოს ტექტონიკური დარაიონების სქემის მიხედვით საკვლევი ტერიტორია მიეკუთვნება | |
საქართველოს ბელტის დასავლეთ დაძირვის ზონას. | |
საქართველოს ჰიდროგეოლოგიური დარაიონების მიხედვით საკვლევი რაიონი მიეკუთვნება | |
მეოთხეული და პლიოცენური ასაკის წყალშემცველ კომპლექსს. | |
საკვლევი უბნის ფარგლებში გრუნტის წყალი ჭაბურღილებში არ გამოვლინდა. | |
კანონმდებლობა | |
ეროვნული კანონმდებლობა და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ნებართვები | საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა არ საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას და გარემოს დაცვის გადაწყვეტილებას |
კონტრაქტორი ვალდებულია ნებისმიერი ტიპის საქმიანობა განახორციელოს საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მთლიანი პასუხიმგებლობა და მიყენებული ზიანის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევა ეკისრება თავად კონტრაქტორს.
საქართველოს კანონმდებლობით გზების რეაბილიტაციის პროექტისთვის არ არის მოთხოვნილი მისი გარემოზე ზემოქმედების განხილვა, დამტკიცება ან ნებართვის გაცემა. თუმცა, ეროვნული რეგულირების სისტემით:
კონტრაქტორი ვალდებულია:
(i) აიღოს ინერტული მასალების მოპოვების ლიცენზია ან მასალები შეიძინოს ლიცენზირებული მომწოდებლისაგან;
(ii) აიღოს ასფალტის ქარხნის გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, თუ ასფალტს აწარმოებს თავად, ან შეიძინოს ასფალტის ქარხნიდან, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ნებართვა;
(iii) მოამზადოს და გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეათანხმოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროს ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში ბეტონის კვანძისთვის, თუ ბეტონს აწარმოებს თავად, ნაცვლად შეძენისა;
(iv) მიწის სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ინერტული სამშენებლო ნარჩენები (მოჭრილი მიწა, სედიმენტები) განთავსების ადგილი კონტრაქტორის მიერ წერილობით უნდა შეთანხმდეს ადგილობრივ მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და ზედამხედველ კომპანიასთან;
(v)სამშენებლო ნარჩენები უნდა განთავსდეს უახლოეს მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კონტრაქტორსა და ოპერატორ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულების საფუძველზე
(vi) თუ კონტრაქტორის საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში წარმოიქმნება 200 ტონაზე მეტი არა სახიფათო ნარჩენი ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი ან 120 კილოგრამზე მეტი სახიფათო ნარჩენი, უნდა მოამზადოს და გარემოს დაცვისა და და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეათანხმოს კომპანიის ნარჩენების მართვის
xxxxx და დანიშნოს გარემოსდაცვითი მმართველი, რომლის ვინაობის შესახებ ინფორმაცია, უნდა წარუდგინოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად.
• კონტრაქტორი ვალდებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის, ასფალტის ქარხნის გარემოზე ზემოქმედების ნებართვის, ბეტონის კვანძის ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის განთავსების ადგილის, ნარჩენების ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმების ასლები, ასევე ნარჩენების განთავსებაზე შესაბამისი შეთანხმებებისა და ხელშეკრულებების და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმებული ნარჩენების მართვის გეგმის ასლები წარუდგინოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს.
• ნიადაგის ფენის მოხსნის სამუშაოები უნდა განახორციელოს „ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მოხსნის, შენახვის, გამოყენების და რეკულტივაციის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N424 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დაცვით.
3. შემარბილებელი ღონისძიებები
ქმედებები | პარამეტრი | ზემოქმედების შემარბილებელი ღონისძიებები |
0. ზოგადი | ინფორმირ ება | (a) კონტრაქტორმა უნდა დაამზადოს საინფორმაციო ბანერი და განათავსოს სამშენებლო ტერიტორიაზე, სგდს-თან შეთანხმებულ ადგილას და შეთანხმებული დიზაინით. ამავე დროს, უზრუნველყოს მისი მოვლა-პატრონობა და დაცვა ამინდის ზემოქმედებისგან. ბან ერზე ინფორმაცია საკონტაქტო პირების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტში სამუშაოთა ზედამხედველ საკონსულტაციო კომპანიაში და მუნიციპალიტეტის გამგეობაში, რომელთაც მოსახლეობა შეიძლება დაუკავშირდეს გარემოზე ზემოქმედების ან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით საჩივრების არსებობის შემთხვევაში. (b) მოპოვებული უნდა იქნეს მშენებლობისათვის და/ ან რეაბილიტაციისათვის ყველა საჭირო ნებართვა; (c) კონტრაქტორმა უნდა განაცხადოს ოფიციალური თანხმობა, რომ სამუშაოები განხორციელდება უსაფრთხო და მოწესრიგებული გზით, მიმდებარე ტერიტორია ზემოსახლეობასა და გარემოზე მინიმალური ზემოქმედების უზრუნველყოფით; (d) მუშათა პირადი დამცავი აღჭურვილობა შესაბამისობაში უნდა იქნეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან (სამუშაოების შესრულების დროს მუშებს უნდა ეხუროთ ჩაფხუტები, საჭიროების შემთხვევაში ეკეთოთ ნიღბები, დამცავი სათვალე, უსაფრთხოების ქამრები და ეცვათ ჩექმები); (e) მუშათა ინფორმირების მიზნით უსაფრთხოების ძირითადი წესები და რეგულირებები განთავსებული უნდა იქნეს შესაბამის მაჩვენებლებზე სამუშაოთა განხორციელების ადგილებზე. |
(a) მასალების / სამშენებლო ნარჩენების შენახვა უნდა მოხდეს კონტროლირება დადგილზე, უნდა იქნეს გადახურული და მშრალ ამინდში გადმოტვირთვის დროს მოირწყოს მტვრის შესამცირებლად; (b) პნევმატური ბურღით ნგრევის, ასევე, მასალების ჭრისა და დაფქვის პროცესში მტვრის წარმოქმნა და გავრცელება შეზღუდული უნდა იქნეს მორწყვით და/ან მტვრის საწინააღმდეგო ეკრანების გამოყენებით; (c) ნანგრევების დაყრა არ უნდა მოხდეს მიმდებარე ტერიტორიებზე; (d) არ უნდა მოხდეს ნარჩენების დაწვა; (e) არ უნდა იქნეს ნებადართული სატრანსპორტო საშუალებების და მანქანა- დანადგარების უქმი სვლა; (f) მტვრის წარმომქმნელი სამშენებლო მასალები/ნარჩენები ტრანსპორტირების დროს უნდა იქნეს გადახურული/დატენიანებული მტვრის წარმოქნის შემცირების მიზნით; g) საფარის არმქონე გზები უნდა მოირწყოს და მასზე მანქანების გადაადგილების სიჩქარე შეიზღუდოს 35 კმ/სთ-მდე | ||
A. ზოგადი სარეაბილიტაცი ო და / ან სამშენებლო ქმედებები | ჰაერის ხარისხი | |
(a) ხმაური უნდა შემცირდეს სამუშაოების განხორციელების დროითი ლიმიტების დაწესებით 07-00 სთ-დან - 19.00 სთ-მდე; აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაო საათები უნდა შეთანხმდეს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან და საავტომობილო გზების დეპარტამენტთან (b) ოპერირებისას გენერატორების, ჰაერის კომპრესორებისა და სხვა მექანიკური დანადგარების ძრავის საფარები დახურული უნდა იყოს, ამასთან დანადგარები მაქსიმალურად შორს უნდა განთავსდეს საცხოვრებელი ტერიტორიებიდან; (c) სატრანსპორტო საშუალებებმა უნდა იმოძრაონ წინასწარ შეთანხმებული მარშრუტით; (d) უნდა განისაზღვროს სატრანსპორტო საშულებების მოძრაობის მაქსიმალური ნებადართული სიჩქარე; | ||
ხმაური |
წყლის ხარისხი | (e) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანა - დანადგარების სათანადო მოვლა და შესაბამისი ტექნიკური კონტროლი, რაც მინიმუმამდე დაიყვანს ხმაურს; (f) არ უნდა იქნეს ნებადართული სატრანსპორტო საშუალებების და მანქანა-დანადგარების უქმი სვლა; გამოყენებული უნდა იქნეს მაყუჩები. (a) კონტრაქტორს მოეთხოვება მოაწყოს მასალების დასაწყობების ადგილი, რომელიც დაცული უნდა იქნეს წარეცხვისაგან ძლიერი წვიმის ან დატბორვის დროს წყალგაუმტარი მასალით. გატარებული უნდა იქნეს სედიმენტების კონტროლი ღონისძიებები, როგორიცაა თივის შეკვრებისა და/ ან სილის მესერის მოწყობა, რაც ხელს შეუშლის სედიმენტების სამშენებლო ტერიტორიიდან ჩარეცხვას ახლომდებარე წყლის ობიექტში. (b) მიწის სამუშაოებისა და ნიადაგისა და გრუნტის დროებითი დასაწყობების ადგილების მოწყობისას მინიმუმამდე უნდა იქნეს შემცირებული წარეცხვის საფრთხე; (c) მანქანა-დანადგარები და სატრანსპორტო საშუალებები უნდა შემოწმდეს რეგულარულად, რათა არ ხდებოდეს ზეთებისა და საწვავის დაღვრა. უნდა ხორციელდებოდეს მანქანა დანადგარებისა და სატრანსპორტო საშუალებების სათანადო მოვლა ისე, რომ მინიმუმამდე იქნეს შემცირებული დაღვრების საფრთხე. სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება უნდა ხდებოდეს ყოველდღიურად სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი საფარით და საწრეტით. მანქანების სადგომი და შეკეთების ადგილები დაშორებული უნდა იქნეს წყლის ობიექტიდან მინიმუმ 50 მეტრით. (d) ზეთები, გამხსნელები და საწვავი შენახული უნდა იქნეს გამოყოფილ ადგილებში შესაბამისი საფარით და საწრეტით. სამშენებლო მოედანზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაღვრის შემთხვევაში შემკავებელი მასალები (სორბენტები, ქვიშა, ნახერხი). კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს, რომ არ მოხდეს ნავთობპროდუქტებისა და სხვა დამაბინძურებლების მოხვედრა წყლისკალაპოტებში ან მიწისქვეშა წყლებში, წყალშემცველი შრის ჩათვლით. (e) არ უნდა მოხდეს ცემენტის, ბეტონის ან ასფალტის ნარჩენების ჩარეცხვა/ჩაყრა ნებისმიერ წყლის ობიექტში. (f) ხიდებზე სამუშაოების განხორციელების დროს კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს საღებავების, ზეთების და საცხების შესაბამისი განთავსება, რომ არ მოხდეს მათი ჩაღვრა მდინარეში. აკრძალულია ნებისმიერი სახის ნარჩენის ჩაყრა მდინარის კალაპოტში. პოტენციური დამაბინძურებელი მასალები არ უნდა იქნეს დასაწყობებული მდინარის კალაპოტიდან 50 მეტრზე უფრო ახლოს. | |
ნარჩენების მართვა | (a) სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ყველა მნიშვნელოვანი ტიპის ნარჩენისათვის გამოყოფილი უნდა იქნეს დროებითი და საბოლოო განთავსების ადგილები; (b) ინერტული სამშენებლო ნარჩენები გამოცალკევებული უნდა იქნეს სხვა ნარჩენებისგან(ასეთის არსებობის შემთხვევაში). ინერტული სამშენებლო ნარჩენები უნდა განთავსდეს სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ხოლო სხვა სახის ნარჩენები უნდა შეინახოს სპეციალურ კონტეინერებში; (c) მიწის სამუშაოების შედეგად წარმოქმნილი ჭარბი გრუნტის განთავსება უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის გამგეობასთან წინასწარ შეთანხმებულ ადგილას; (d) სამშენებლო ნარჩენები უნდა განთავსდეს მუნიციპალიტეტის უახლოეს ნაგავსაყრელზე. (e) უნდა იწარმოებოდეს და ინახებოდეს დოკუმენტაცია ნარჩენების საბოლოო განთავსების თაობაზე, რათა შესაძლებელი იყოს სათანადო მართვის დასაბუთება; (f) შესაძლებელია შესაბამისი ნარჩენების ხელახლა გამოყენება და რეციკლირება (გარდა აზბესტისა). | |
მასალების მიწოდება | a) გამოყენებული უნდა იქნეს ინერტული მასალის არსებული კარიერები, რომლებზეც გაცემულია შესაბამისი ლიცენზია; b) ინერტული მასალის ახალი კარიერის ამოქმედების შემთხვევაში კონტრაქტორმა უნდა მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია; c) ინერტული მასალის მოპოვების კარიერი უნდა იქნეს დატერასებული; d) მდინარის კალაპოტში ქვიშა-ხრეში მოპოვება არ უნდა მოხდეს წყლის ნაკადში. დაუშვებელია მანქანების შესვლა წყლის ნაკადში. მოწყობილი უნდა იყოს დამცავი ბარიერები ექსკავაციის ადგილსა და წყლის ნაკადს შორის. e) ინერტული მასალის კარიერი ან მისი გამოყენებული ნაწილი უნდა იქნეს აღდგენილი ან სათანადოდ დახურული თუ ლიცენზიის მოქმედების ვადა ამოწურულია ან ინერტული მასალის მოპოვება დასრულებულია; f) მასალების ტრანსპორტირება არ უნდა მოხდეს პიკის საათებში. | |
ხეების დაცვა გზის გასწვრივ | a) ხეები გზის გასწვრივ არ უნდა მოიჭრას და არ უნდა იქნეს დაზიანებული; b) ქვედა ტოტები შეიძლება შეიჭრას შერჩევითად სათანადო მეთოდით სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული მექანიკური დაზიანების შესამცირებლად; c) საჭიროების შემთხვევაში უნდა მოეწყოს სპეციალური ღობეები ხეების გარშემო მექანიკური დაზიანების თავიდან ასაცილებლად; d) თუ რომელიმე ხე დაზიანდება, გახმება ან მოიჭრება სამშენებლო სამუშაოების გამო, კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს მის მაგივრად შესაბამისი ზომის ნერგების დარგვა 1:3- თან შეფარდებით საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმებით | |
H სატრანსპორტო | სამშენებლო | (a) კონტრაქტორი უზრუნველყოფს, რომ სამშენებლო ტერიტორია დაცულია შესაბამისად და მშენებლობასთან დაკავშირებული ტრანსპორტის ოპერირება რეგულირებულია. ეს მოიცავს მაგრამ არ არის შემოიფარგლება შემდეგით: |
საშუალებებისა | საქმიანობის | |
და ფეხით | სახიფათო | |
მოსიარულეთა | პირდაპირი ან |
უსაფრთხოება | არაპირდაპირი ზემოქმედება საზოგადოებრი ვ | ▪ განთავსებული უნდა იქნეს მოძრაობის გამაფრთხილებელი ნიშნები, ბარიერები და ტრანსპორტის მარშრუტის ცვლილების ნიშნები. საზოგადოება გაფრთხილებული უნდა იყოს ყველა შესაძლო საშიშროების შესახებ; კონტრაქტორმა ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ საგზაო ნიშნები, გზების მონიშვნა, განათება, ბარიერები, მოძრაობის |
ტრანსპორტზე და ფეხით მოსიარულეებზ ე | რეგულირების ნიშნები იყოს სუფთა და ჩანდეს გარკვევით. კონტრაქტორი ვალდებულია დააყენოს, გადაიტანოს, დაფაროს ან აიღოს საგზაო ნიშნები სამუშაოების მიმდინარეობის შესაბამისად. ▪ უნდა ჩამოყალიბდეს მოძრაობის მართვის სისტემა და ჩატარდეს თანამშრომელთა ტრენინგი, განსაკუთრებით ტერიტორიაზე შესვლასა და ტერიტორიის მახლობლად მძიმე ტექნიკის გადაადგილების შესახებ. ქვეითად მოსიარულეთათვის უნდა მოეწყოს უსაფრთხო გადასასვლელები იმ ადგილებში, სადაც მოძრაობს სამშენებლო ტექნიკა; ▪ სამუშაო საათები შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ადგილობრივი ტრანსპორტის მოძრაობის განრიგთან, მაგ: ინტენსიური გადაზიდვები არ უნდა განხორციელდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობის პერიოდში ან საქონლის გადაადგილების საათებში; ▪ ტრანსპორტის მოძრაობა უნდა იმართებოდეს ისეთ თანამშრომლების მიერ რომელთაც გავლილი აქვთ ტრენინგი; ▪ გზის რეაბილიტაციის სამუშაოების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო მისასვლელები შენობებთან. ▪ სამუშაოების განხორციელების დროს შენარჩუნებული უნდა იქნეს ტროტუარების / ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილის არსებული სიგანე, ყველა ნაპრალის თუ დაბრკოლების წინ მთელ სიგრძეზე უნდა მოთავსდეს გამაფრთხილებელი ბარიერი, ქვეითად მოსიარულეთა სავალი ნაწილი დაცული უნდა იქნეს ტალახისა დ ასამშენებლო ნარჩენებისაგან. კონტრაქტორმა და მიმწოდებლებმა დიდი და/ან მძიმე ტვირთების, სამშენებლო მოწყობილობების, მასალებისა და გრუნტის გადატანის დროს, რაც შეიძლება ნაკლებად ▪ უნდა გამოიყენონ ავტომაგისტრალები, მიიღონ სათანადო ზომების იმისათვის, რომ ტვირთგადამზიდი მანქანები არ ჩერდებოდნენ ავტომაგისტრალზე სამშენებლო ტერიტორიაზე შესვლის წინ. კონტრაქტორმა უნდა მიიღოს ზომები მიწის სამუშაოებით გამოწვეული ტალახის |
გზებზე მოხვედრის შესამცირებლად.
კონტრაქტორმა უნდა მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ გზის მიმდებარე
მოსახლეობას რაც შეიძლება ნაკლებად ან საერთოდ არ შეექმნათ პრობლემები გზის
▪ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების გამო.
18 / 24
4. მონიტორინგის გეგმა
საქმიანობა | რა? (პარამეტრზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი) | სად? (არის პარამეტრი, რომელზეც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი) | როგორ? (უნდა განხორციელდეს პარამეტრიზე მონიტორინგი) | როდის? (განისაზღვრება სიხშირე/ან ხანგრძლივობა) | რატომ? (არის პარამეტრი მონიტორინგის ქვეშ) | ვინ? (არის პასუხსიმგებე ლი მონიტორინგზ ე) |
სამშენებლო მასალებით მომარაგება | სამშენებლო მასალების შეძენა ოფიციალური არხებით ლიცენზირებული მომწოდებლებისგან | მასალების მომწოდების ოფისში, საწყობ ბაზაზე, მდინარის პირას, კარიერზე | საბუთების შემოწმება; ხარისხის შემოიწმება | მასალებით მომარაგების ხელშეკრულებათა გაფორმებისას | ნაგებობის ტექნიკური გამართულობისა და გარემოსა და ადამიანის უსაფრთხოების უზუნველსაყოფად | საავტომობილ ო გზების დეპარტამენტი (სგდ) |
სამშენებლო მასალების და ნარჩენების ტრანსპორტი რება სამშენებლო ტექნიკის გადაადგილე ბა | - სატვირთო მანქანების და საგზაო სამშენებლო ტექნიკის გამართულობა; - ძარის სრულფასოვნება და ტვირთის დაცულობა საფარი მასალით; -ტექნიკის გადაადგილება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტით | საშენი მასალებისა და სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირების მარშრუტები | სამშენებლო ობიექტთან მიმდებარე გზების ინსპექტირება გადაადგილების მარშრუტების მიმართულებებით | წინასწარ განუცხადებელი შემოწმება სამუშაო საათებში | - მტვერით და მყარი მასალით ჰაერისა და გზების დაბინძურების თავიდან ასარიდებლად; - საავტომოილო მოძრაობის შეფერხების შესაზღუდად | სგდ; საპატრულო პოლიცია |
სამშენებლო ტექნიკის ოპერირება ობიექტზე | სამშენებლო ტექნიკის გამართული მუშაობა: -გამონაბოლქვის სიჭარბე -საწვავ-საპოხის ჟონვა -სამუშაო საათების დაცულობა | სამშენებლო ობიექტი | საქმიანობის ინსპექტირება | სამუშაო საათებში და მათ გარეშე | - ტექნიკის ოპერირებისაგან ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურების შესამცირებლად; | სგდ; |
- მოსახლეობის ხმაურითა და |
19 / 24
ვიბრაციით შეწუხების შესაზღუდად | ||||||
- სამშენებლო ტექნიკის მომსახურება | -ავტომობილების და ტექნიკის რეცხვა სამშენებლო ობიექტის გარეთ ან მდინარიდან მაქსიმალურად მოცილებულ ადგილას; | სამშენებლო ობიექტი და მასთან არსებული სამშენებლო ბაზა (თუკი იარსებებს) | საქმიანობის ინსპექტირება | ტექნიკის ოპერირების პერიოდი | - ტექნიკის მომსახურებისაგან ნადაგისა და წყლის ნავთობპროდუქტებ ით დაბინძურების თავიდან არიდება; | სგდ; |
- ტექნიკის გამართვა საწვავ-საპოხით სამშენებლო ობვიექტს გარეთ ან ობიექტზე მოწყობილ საგანგებო პუნქტში; -ტექნიკის მომსახურების პუნქტის ტექნიკური გამართულობა: •მყარი გაუმტარი იატაკი ან ადსორბენტის (ქვიშა, წვრილი ხრეში, მემბრანა) საფარი •საკმაო ფართობი და გაუმტარი ბარიერები საწვავის კონტეინერთა გარშემო •საბაზისო ცეცხლმაქრი საშუალებები •სალექარები მანქანების სამრეცხაოსთან | - აალებადი ნივთიერებებისგან ხაძრის გაჩენის შემთხვევაში მისი დროული ლოკალიზების უნზრუნველსაყოფა დ და მოსალოდნელი ზარალის შესამცირებლად | |||||
ინერტული მასალების მოპოვება | - ინერტული მასალების შეძენა არსებული მომპოვებლებისგან თუკი ამის საშუალება არსებობს; | ინერტული მასალის კარიერები | საბუთების შემოწმება საქმიანობის ინსპექტირება | საბუთების შემოწმება საქმიანობის ინსპექტირება | - ფერდობების ეროზიის, ეკოსისტემისა და ლანდშაფტის დაზიანების | სგდ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი |
20 / 24
- მშენეებლი კონტრაქტორის მიერ ინერტული მასალის მოპოვების ლიცენზიის მოპოვება და ლიცენზიის პირობების მკაცრი დაცვა; - კარიერების ტერასული დამუშავება, დამუშავებულ უბნებზე ნარჩენი მასალის უკუჩაყრა და ლადშაფტთან ჰარმონიზაცია; - ხრეშის ამოღება წყლის ნაკადის გარეთ, ნაკადისაგან გამმიჯნველი ყრილების მოწყობით და ნაკადში სამშენებლო ტექნიკის შეუყვანლად; | შესაზღუდად; - მდინარეთა ნაპირების ეროზიის, წყლის ნაკადის შეწონილი ნაწილაკებით დაბინძურებისა და წყლის ეკოსისტემებზე ზემოქმედების შესაზღუდად; -პირუტყვასა და მოსახლეობის დაცვა დაზიანებისგან. | განვითარების სამინისტრო სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო | ||||
-კარიერების მონიშვნა გამაფრთხილებელი ნიშნებით | ||||||
სამშენებლო ნარჩენების წარმოქმნა | - ინერტული და სახიფათო სამშენებლო ნარჩენების განცალკევებით დროებითი დასაწყობება განსაზღვრულ ადგილებში; | სამშენებლო ობიექტი და ბაზა (თუკი იარსებებს); ნარჩენების განთავსებისთვის გამოყოფილი ადგილები | საბუთების შემოწმება ვიზუალური დათვალიერება | მშენებლობის მთელ პერიოდში | გარემოს დაცვა დანაგვიანებისგან | სგდ; სამტრედიის მუნიციპაიტეტ ი |
-ნარჩენების დროული |
21 / 24
გატანა წინასწარ წერილობით ნებადართულ ადგილებში; -სახიფათო ნარჩენების ჩაბარება მათი უვნებელყოფისა და განთავსების ლიცენზიის მქონე კომპანიებისთვის | ||||||
სახიფათო ნარჩენები | ნარჩენების დროული გატანა წინასწარ წერილობით ნებადართულ ადგილებში; -სახიფათო ნარჩენების ჩაბარება მათი უვნებელყოფისა და განთავსების ლიცენზიის მქონე კომპანიებისთვის | სამშენებლო ობიექტი | საქმიანობის ინსპექტირება | ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების დროს | აზბესტშემცველი მასალების შემცერება | სგდ; სამტრედიის მუნიციპაიტეტ ი |
საყოფაცხოვრ ებო ნარჩენების წარმოქმნა | - სამშენებლო ობიექტზე და ბაზაზე (თუკი იარსებებს) საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების განთავსება; -შეთანხმება ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეგულარული გატანის თაობაზე | სამშენებლო ობიექტი და ბაზა (თუკი იარსებებს) | ვიზუალური დაკვირვება | მშენებლობის მთელ პერიოდში | საყოფაცხოვრებო ნარჩენებით ნიადაგისა და წყლის დაბინძურების აღსაკვეთად | სგდ; სამტრედიის მუნიციპაიტეტ ი |
22 / 24
თხევადი ნარჩენების წარმოქმნა | - სამშენებლო ობიექტზე და ბაზაზე (თუკი იარსებებს) სანიტარულ ნორმებთან შესატყვისი ტუალეტის მოწყობა და მომსახურება; - სამშენებლო ობიექტიდან წვიმის წყლის შეგროვებისა და გადინებისთვის სადრენაჟო სისტემის მოწყობა და პერიოდული გაწმენდა; - საყოფაცხოვრებოდ და ტექნიკის სარეცხად გამოყენებული წყლის სალექარი გუბურის მოწყობა | სამშენებლო ობიექტი და ბაზა (თუკი იარსებებს) | ვიზუალური დავკირვება | მშენებლობის მთელ პერიოდში გახშირებული რეჟიმით ძლიერი ნალექიანობის შემთხვევაშ | - სამშენებლო ობიექტის დატბორვისა და ამით საქმიანობის გაძნელების აღსაკვეთად; - ზედაპირული და გრუნტის წყლის დაბინძურების შესამცირებლად | სგდ; |
ასფალტ- ბეტონის ქარხნის ოპერირება | - მშენებლი კონტრაქტორის მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მოპოვება და მისი პირობების განუხრელი დაცვა; - ქარხნის დასამონტაჟებლად იმგვარი ადგილის შერჩევა, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის მინიმალურ შეწუხებას ხმაურით, მტვრითა და გამონაბოლქვით; | ქარხნის ტერიტორია | საბუთების შემოწმება საქმიანობის ინსპექტირება | ქარხნის დამონტაჟებისა და მისი ოპერირების მთელ პერიოდში - | სამშენებლო ობიექტის სიახლოვეს მოსახლეობის შეწუხების შესაზღუდად; - ატმოსფერული ჰაერისა და ზედაპირული წყლის დაბინძურების შესამცირებლად | სგდ; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო |
23 / 24
- ქარხნიდან ჩამდინარე წყლის სალექრი გუბურის მოწყობა ხმაურით, მტვრითა და გამონაბოლქვით; - ქარხნიდან ჩამდინარე წყლის სალექრი გუბურის მოწყობა | ||||||
შრომის უსაფრთხოებ ა | - მშენებელთა უზრუნველყოფა სპეცტანსაცმლით და პირადი დამცავი საშუალებებით; - სამშენებლო ტექნიკის ექსპლუატაციის და პირადი უსაფრთხოების საშუალებების გამოყენების წესების ზუსტი დაცვა | სამსენებლო ობიექტი | საქმიანობის ინსპექტირება | სამუშაოთა წარმოების მთელ პერიოდში | მშენებელტა ტრავმატიზმისა და უბედურ შემთხვევათა ალბათობის შესამცირებლად | სგდ; |
საქმიანობა | რა (პარამეტრზე უნდა განხორციელდეს მონიტორინგი?) | სად (არის პარამეტრი, რომელზეც უნდა განხორციელდეს მონიტორინგი?) | როგორ (უნდა განხორციელდეს პარამეტრის მონიტორინგი?) | როდის (განისაზღვრება სიხშირე/ან ხანგრძლივობა?)) | რატომ (არის პარამეტრი მონიტორინგის ქვეშ?) | ვინ (არის პასუხსიმგებელ ი მონიტორინგზე? )ექსპლუატაციი ს ფაზა |
24 / 24
გზის სავალი ნაწილისა და მისი გვერდულებ ის დასუფთავებ ა | მგზავრებისა და მძღოლეის მიერ დატოვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეგულარული შეგროვება და გატანა; გზაზე დაღუპული ცხოველთა ნარჩენების დროული გატანა | გზის მიმდებარე ტერიტორია და კიუვეტები | ვიზუალური დათვალიერება | კვარტალურად | გარემოს დაბინძურებისაგან დასაცავად; გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად | სგდ; სამტრედიის მუნიციპაიტეტი |
სადრენაჟო კიუვეტების გამტარიანობ ის შენარჩუნება | კიუვეტების რეგულარული გასუფთავება დანალექისა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან | გზის გასწვრივ არსებული სადრენაჟო კიუვეტები | ვიზუალური დათვალიერება | კვარტალურად | დრენაჟის სისტემის გამართულობის უზრუნველსაყოფად გზის დატბორვისა და წყლიმიერი დაზიანების თავიდან ასარიდებლად | სგდ; სამტრედიის მუნიციპაიტეტი |
ავარიული დაღვრებისა ს ადგილის ლოკალიზებ ა და დაბინძურებ ული ადგილის დასუფთავებ ა | ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღვრილი ან გაფრქვეული თხევადი ან ფხვიერი ტვირთაბის ნარჩენების დროული შეგროვება, გაუვნებელყოფა და გატანა | გზაზე და მის სიახლოვეს | ინსპექტირება | ავტოსაგზაო შემთხვევებისას, საჭიროების მიხედვით | გარემოს დაბინძურების აღსაკვეთად | სგდ; სამტრედიის მუნიციპაიტეტი |
გზის სარემონტო სამუშაოების ას წარმოქმნილ ი ნარჩენების მართვა | წარმოქმნილი ნარჩენების დრული გატანა ნაგავსაყრელზე | გზის მთელ მონაკვეთზე | ინსპექტირება | გეგმიური სარემონტო სამუშაოების დასრულებისას | გარემოს დაბინძურების აღსაკვეთად | სგდ; სამტრედიის მუნიციპაიტეტი |