11.1.დაზღვევის მოქმედება შესაძლოა შეწყდეს ნიმუშის მუხლები

11.1.დაზღვევის მოქმედება შესაძლოა შეწყდეს. 11.1.1. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება აღარ არსებობს;11.1.2. თუ ამოიწურა სადაზღვევო თანხით განსაზღვრული სადაზღვევო ანაზღაურების ლიმიტი (აღნიშნული ვრცელდება კონკრეტულ დაზღვევის დაფარვასთან მიმართებით);11.1.3. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული ვადის გასვლით;11.1.4. მხარეთა შეთანხმებით;11.1.5. ერთი მხარის ინიციატივით ნებისმიერ დროს, მეორე მხარისთვის 10 (ათი) დღით ადრე წერილობითი გაფრთხილების გაგზავნის გზით;11.1.6. ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ;11.1.7. ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისებისას დაუყოვნებლივ, თუ სხვაგვარად არ შეთანხმდა მზღვეველთან;11.1.8. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებით სხვა შემთხვევაში;11.1.9. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;11.2.თუ დაზღვევის პერიოდში არ არის დამდგარი არცერთი სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს გამომუშავებული სადაზღვევო პრემია სრულად და ასევე გადაიხადოს გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემიის ოდენობის 10%, გარდა იმ შემთხვევისა თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი არის მზღვეველი (გარდა იმ შემთხვევისა თუ შეწყვეტა განპირობებულია მზღვეველის მიერ ვალდებულების დარღვევით);11.3.თუ დაზღვევის პერიოდში დამდგარი არის თუნდაც ერთი სადაზღვევო შემთხვევა დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემია სრულად (როგორც გამომუშავებული, ასევე გამოუმუშავებელი) გარდა იმ შემთხვევისა თუ ხელშეკრულების შეწყვეტის ინიციატორი არის მზღვეველი;11.4.თუ ხელშეკრულების შეწყვეტა ხდება მზღვეველის ინიციატივით (გარდა იმ შემთხვევისა თუ შეწყვეტა განპირობებულია მზღვეველის მიერ ვალდებულების დარღვევით), ასეთ შემთხვევაში დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს მხოლოდ გამომუშავებული სადაზღვევო პრემია სრულად;11.5.თუ დაზღვევის ხელშეკრულების შეწყვეტა ხორციელდება მზღვეველის ინიციატივით, რაც განპირობებულია დამზღვევის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, ასეთ შემთხვევაში დამზღვევი ვალდებულია:11.5.1. თუ დაზღვევის პერიოდში არ არის დამდგარი არცერთი სადაზღვევო შემთხვევა, დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, გადაიხადოს გამომუშავებული პრემია სრულად;11.5.2. თუ დაზღვევის პერიოდში დამდგარი არის თუნდაც ერთი სადაზღვევო შემთხვევა დაზღვევის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, გადაიხადოს სადაზღვევო პრემია სრულად (როგორც გამომუშავებული ასევე გამოუმუშავებელი);11.6.იმ შემთხვევაში თუ დამზღვევი სადაზღვევო პრემიის (გრაფიკით გათვალისწინებული გადასახდელის (გარდა პირველი ან/და ერთჯერადი გადახდისა)) გადახდის ვადას გადააცილებს 14 (თოთხმეტი) დღით, მზღვეველი აჩერებს სადაზღვევო მომსა...

Related to 11.1.დაზღვევის მოქმედება შესაძლოა შეწყდეს

  • VISA) და ,,მასთერქარდ ’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურების შესაბამისად ბანკის მიერ შედგენილ საინფორმაციო მასალაში, რომელიც განთავსებულია ბანკის ინტერნეტ- გვერდზე. ,,ვიზა’’ (VISA) და ,,მასთერქარდ’’ (MasterCard) საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების პროცედურები და წესები წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

  • VISA) და ,,მასთერქარდის ’ (MasterCard) მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებებთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

  • Digipass Token “Digipass Nano“ და სხვა), ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულების/აპლიკაციების, საიდენტიფიკაციო კოდი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის (მაგალითად მობილური ტელეფონის აპარატის) მეხსიერებაში, არ დაუშვას ბანკის მიერ მისთვის გადაცემული მოწყობილობების ან/და ამ მოწყობილობების საშუალებით შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების აღმოჩენა ნებისმიერი მესამე პირის განკარგულებაში;