Contract
დანართი №4–04
იპოთეკის ხელშეკრულება
ქ._____________ „______“ ____________ ___________ წ.
(ხელშეკრულების დადების ადგილი) (ხელშეკრულების დადების თარიღი)
ერთი მხრივ, ______________________________________________________________ „მესაკუთრე“, რეკვიზიტები: ______________________________________________________________________________
და, მეორე მხრივ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური (მისამართი: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. №16) „იპოთეკარი“, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. მესაკუთრე იპოთეკით ტვირთავს ხელშეკრულების 1.3 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებას (იპოთეკის საგანი);
1.2. იპოთეკის საგანი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქ. ________________ სარეგისტრაციო სამსახურის __________________ (თარიღი) ამონაწერით;
1.3. იპოთეკის საგანი წარმოადგენს შემდეგ ქონებას:
მიწის/შენობა-ნაგებობის რეგისტრაციის N ___________ რეგისტრაციის თარიღი ___________;
სარეგისტრაციო ზონა:___________________________________________________________;
ფართობი: _______________________________________________;
1.4. იპოთეკის საგანი არ არის იპოთეკით დატვირთული, ყადაღადადებული ან სხვამხრივ უფლებრივად დატვირთული.
1.5. იპოთეკის საგნის საბაზრო ღირებულებაა __________________________, რაც დასტურდება _______________________________________________________________ (ექსპერტის/აუდიტორის დასახელება) N ____________ _____________ (თარიღი) დასკვნით.
2. იპოთეკის საგნით უზრუნველსაყოფი
ვალდებულებები
2.1. მესაკუთრე იპოთეკის საგნით უზრუნველყოფს და კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, საბაჟო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის (გადასახადის გადამხდელის) _________________________________ (დასახელება/სახელი, გვარი, ს/ნ/პ/ნ) საგადასახადო დავალიანება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ძირითადი მოვალის მიერ საბაჟო საწყობის საქმიანობის სანებართვო პირობის დარღვევისას ან შიდა გადამუშავების საბაჟო პროცედურის გამოყენებისას;
2.2. იპოთეკის საგნით უზრუნველსაყოფი მოთხოვნის ღირებულებაა: _____________________ ლარი.
3. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
3.1. მესაკუთრე ვალდებულია:
ა) შეინარჩუნოს იპოთეკის საგნის რეალური ღირებულება;
ბ) იპოთეკის საგანი ან მისი ნაწილი არ გაასხვისოს, იპოთეკით არ დატვირთოს, ქირავნობით, იჯარით არ გადასცეს მესამე პირს იპოთეკარის წერილობითი თანხმობის გარეშე;
გ) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები (მთლიანად ან ნაწილობრივ) არ გადასცეს მესამე პირს იპოთეკარის წერილობითი თანხმობის გარეშე;
დ) აცნობოს იპოთეკარს ყველა საკითხის ან გარემოების შესახებ, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს იპოთეკის საგანზე;
ე) იპოთეკარს მისი მოთხოვნის საფუძველზე წარუდგინოს იპოთეკის საგანთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ან/და ინფორმაცია;
ვ) ნაკისრ ვალდებულებათა შესასრულებლად იპოთეკის საგნის იძულებით აუქციონზე რეალიზაციის შემთხვევაში, ახალი მესაკუთრის მოთხოვნიდან ერთი თვის ვადაში გაათავისუფლოს რეალიზებული იპოთეკის საგანი მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად.
3.2. იპოთეკარი უფლებამოსილია:
ა. ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს იპოთეკის საგანი, მოიპოვოს მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტი ნებისმიერი პირისაგან;
ბ. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში იპოთეკის საგნის ღირებულების შემცირების ან ასეთი საფრთხის წარმოშობის შემთხვევაში, მესაკუთრეს მოსთხოვოს განსაზღვრულ ვადაში დამატებითი, იპოთეკარისათვის მისაღები ქონების იპოთეკით დატვირთვა.
4. იპოთეკარის დაკმაყოფილება
4.1. მესაკუთრის მიერ იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია მიიღოს დაკმაყოფილება იპოთეკის საგნიდან, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
4.2. თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება ძირითადი მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანების მთლიანად დასაფარად, ასეთ შემთხვევაში იპოთეკარის მოთხოვნა მესაკუთრის მიმართ დარჩება ნებისმიერი ასეთი დაუფარავი ვალდებულების ფარგლებში, იმ ხარჯების ჩათვლით, რაც შეიძლება წარმოიშვას იპოთეკის საგნის რეალიზაციის პროცესში.
5. ხელშეკრულების ძალაში შესვლა.
ხელშეკრულების მოქმედების ვადა
5.1. ხელშეკრულება ძალაში შედის საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან;
5.2. ხელშეკრულება მოქმედებს ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლში განსაზღვრული ვალდებულების შესრულებამდე ან ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნიდან დაკმაყოფილების მიღებამდე.
6. დასკვნითი დებულებანი
6.1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და გადაეცემა თითოეულ მხარეს;
6.2. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა წერილობითი თანხმობით;
6.3. ურთიერთობები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7. მხარეთა რეკვიზიტები:
7.1. მესაკუთრე:
მისამართი: __________________________________________
ტელეფონი :__________________________________________
ელფოსტა: __________________________________________
საკონტაქტო პირი:____________________________________
7.2. იპოთეკარი:
მისამართი: __________________________________________
ტელეფონი :__________________________________________
ელფოსტა: __________________________________________
საკონტაქტო პირი:____________________________________
მესაკუთრე: იპოთეკარი:
---------------------------------- ----------------------------------
/ხელმოწერა/ბეჭედი/ /ხელმოწერა/ბეჭედი/
დანართი №4–05
განცხადება
თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე
1. ____ 2. _____
(გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი) (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო/პირადი №)
3. ____ 4. _____
(თავდების დასახელება/სახელი და გვარი) (თავდების საიდენტიფიკაციო/პირადი №)
5.
(თავდებობის ხელშეკრულების გაფორმების მიზანი (შიდა გადამუშავების პროცედურაში საქონლის მოქცევა)
6.
(საგარანტიო თანხის ოდენობა (ციფრებით და სიტყვიერად), რაზედაც ფორმდება თავდებობის ხელშეკრულება)
7. ____ 8. _____
(გადასახადის გადამხდელის ხელმოწერა) (თავდების ხელმოწერა)
9. 20 წ.