საპროცენტო განაკვეთი: წლიური X1 % (რეფინანსირების განაკვეთს +X2%) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი*: X3 %
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საბანკო კრედიტის ხელშეკრულების # თავსართი
თარიღი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი:
ინდექსირებული
საპროცენტო განაკვეთი: წლიური X1 % (რეფინანსირების განაკვეთს +X2%) ეფექტური საპროცენტო განაკვეთი*: X3 %
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი ინდექსი უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
ყოველთვიური შენატანი(ძირითადი თანხა+პროცენტი):
ფინანსური ხარჯები
Y ლარი
ვადის ბოლოს შენატანი (ძირითადი თანხა+პროცენტი):
Y1 ლარი
შენატანები შეიცვლება საჯარო ინდექსის განაკვეთის ცვლილების შესაბამისად.
საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: Y3 ლარი
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: მომხმარებლის მიერ გადასახელი მთლიანი თანხის ოდენობა:
ხელშეკრულების სხვა პირობები YY ლარი
YY1 ლარი
კრედიტის ვადა: ვადა დღეებში
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა:
ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე
ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის:
საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისთვის:
საკომისიო რეფინანსირებისთვის:
0,27 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის(არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა).
ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
x ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების (წინამდებარე თავსართში მოცემული პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის) ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით.წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ;
x მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით;
x ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთიანი სესხი (გარდა ინფლაციის ინდექსზე მიბმულისა) მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
საჯარო ინდექსის ოდენობის ცვლილებამ შესაძლოა შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს კრედიტის გაცემიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ინდექსის ოდენობის
შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი X3 %
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2406 406.
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება #
თბილისი თარიღი
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”), რომელსაც წარმოადგენს მისი სახელი, გვარი და მეორე მხრივ, სახელი, გვარი (შემდგომში “კლიენტი”/”მსესხებელი”) (პირადი ნომერი/პასპორტის ნომერი:) მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების (შემდგომში “ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის") საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების xxxxxxx xxxxxx მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და xxxxxxxx მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით.
2. საბანკო კრედიტის ძირითადი პირობები
2.1 ძირითადი ხელშეკრულება
(ხელშეკრულებები): საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება
2.1.1 კრედიტის ტიპი: სალომბარდო სესხი
2.2 კლიენტ(ებ)ი: სახელი, გვარი (პირადი ნომერი:)
2.3 კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: XX xxxx
2.3.1 მომხარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა:
YY1 ლარი
2.4 კრედიტის ვადა: ვადა დღეებში
2.5 საპროცენტო განაკვეთი: წლიური X1% (X2%-ს შემდგომში “საბაზისო განაკვეთი“)
დამატებული ამ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთი (შემდგომში
„საბაზისო განაკვეთის დანამატი“/“საჯარო ინდექსი“)) ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი (საბაზისო განაკვეთს დამატებული საჯარო ინდექსი) შეიცვლება (შემცირდება ან გაიზრდება) საჯარო ინდექსის ცვლილების განხორციელებიდან (შემდგომში “ცვლილების თარიღი“) მომდევნო კალენდარულ დღეს იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეიცვლება (შემცირდება ან გაიზრდება) საჯარო ინდექსი. შეცვლილი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა განხორციელდება ცალმხრივად ცვლილების თარიღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. საჯარო ინდექსის ცვლილების შემთხვევაში, კლიენტის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ განხორციელდება ცვლილების თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
მაგალითი #1: თუ საბანკო კრედიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ცვლილების თარიღისთვის იყო 10% და ცვლილების თარიღის შემდგომ საჯარო ინდექსის განაკვეთი შემცირდა 0.25%-ით, კრედიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი შემცირდება შესაბამისი ოდენობით ცვლილების თარიღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს (გახდება 9.75%).
მაგალითი #2: თუ საბანკო კრედიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ცვლილების თარიღისთვის იყო 10% და ცვლილების თარიღის შემდგომ საჯარო ინდექსის განაკვეთი გაიზარდა 0.25%-ით, კრედიტის ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი გაიზრდება შესაბამისი ოდენობით ცვლილების თარიღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს (გახდება 10.25%).
საჯარო ინდექსის (ინდექსის მიერ მიღებული მნიშვნელობების) შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს შემდეგ ვებგვერდზე: xxxx://xxx.xxx.xx/.
საპროცენტო სარგებელი ფორმირებულია შემდეგნაირად: საბაზისო განაკვეთს დამატებული საბაზისო განაკვეთის დანამატი (საჯარო ინდექსი).
საბაზისო განაკვეთის დანამატი / საჯარო ინდექსი - წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთს რომელიც შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეფინანსირების (მონეტარული პოლიტიკის) განაკვეთის ცვლილების შესაბამისად. შეცვლილი საპროცენტო განაკვეთის დარიცხვა განხორციელდება ცალმხრივად, ცვლილების თარიღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. საბაზისო განაკვეთის დანამატის / საჯარო ინდექსის ცვლილების შემთხვევაში, კლიენტის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ განხორციელდება ცვლილების თარიღიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში;
საბაზისო განაკვეთი - წარმოადგენს ბანკის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთს, რომელიც ასევე შეიძლება შეიცვალოს (გაიზარდოს ან შემცირდეს). მისი ცვლილება და შესაბამისი ცვლილებით განსაზღვრული ოდენობა განისაზღვრება ბანკში მოქმედი საკრედიტო პოლიტიკით, ბანკსა და კლიენტს შორის დადებული შესაბამისი გარიგებებით ან/და საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო სარგებლის განაკვეთების ცვლილებით. ბანკი უფლებამოსილია საპროცენტო განაკვეთის ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთის სხვაობის დარიცხვა განახორციელოს ცალმხრივად, ამის შესახებ კლიენტისთვის ორი თვით ადრე შეტყობინების მიწოდების გზით (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ხდება ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე). სხვაობის დარიცხვა მოხდება შეტყობინებიდან ორი თვის შემდგომ;
ნებისმიერ შემთხვევაში,წლიური საპროცენტო განაკვეთის (საბაზისო განაკვეთს დამატებული საჯარო ინდექსი) მინიმალური ზღვარი არ იქნება X1%-ზე (შემდგომში “მინიმალური საპროცენტო განაკვეთი“) ან საბაზისო განაკვეთზე ნაკლები (ამასთან, მინიმალურ საპროცენტო განაკვეთსა და საბაზისო განაკვეთს შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ზღვარი იქნება, ხსენებულ განაკვეთებს შორის უდიდესის ტოლი), ხოლო მაქსიმალური ზღვარი არ გადააჭარბებს X4%-ს.
ყოველგვარი გაუგებრობის / ორაზროვნების / ბუნდოვანების გამორიცხვის მიზნით, წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მხარეები განმარტავენ და თანხმდებიან, რომ თუ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო განაკვეთის დანამატი (საჯარო ინდექსი) შემცირდება და შემცირების შედეგად მიიღებს უარყოფით (ნულზე ნაკლებ) მნიშვნელობას, წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის საბაზისო პერიოდში, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო განაკვეთის დანამატი (საჯარო ინდექსი) შემცირდება და შემცირების შედეგად მიიღებს უარყოფით (ნულზე ნაკლებ) მნიშვნელობას, წინამდებარე ხელშეკრულების
მიზნებისთვის საბაზისო განაკვეთის დანამატის (საჯარო ინდექსის) მნიშვნელობა განისაზღვრება ნულის ტოლად.
2.5.1 საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ინდექსირებული
2.6 კრედიტის მიზნობრიობა: პირადი ხარჯების ფინანსირება
2.7 კრედიტის გაცემის ფორმა: ერთჯერადი
2.8 კრედიტის დაფარვის გრაფიკი: თანდართული გრაფიკის მიხედვით
2.9 ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის:
2.10 ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის:
2.11 საკომისიო ვადაზე ადრე (წინსწრებით) დაფარვისთვის:
2.12 საკომისიო რეფინანსირებისთვის:
2.13 საკომისიო კრედიტის დამტკიცებისთვის:
საშეღავათო პერიოდში (მისი არსებობის შემთხვევაში) სესხზე უცვლელად და უწყვეტად ხორციელდება საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, რომლის გადახდაც უნდა განხორციელდეს საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდეგ, გრაფიკის შესაბამისად. სესხის ნაწილობრივ/სრულად წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული ყველა გადასახდელი, მათ შორის, სადაზღვევო პრემია (დაზღვევის არსებობის შემთხვევაში) და საპროცენტო სარგებელი, იმ პროპორციულობით, რაც დარიცხულია წინსწრების თარიღამდე (დღემდე), თუ წინსწრება ხორციელდება საშეღავათო პერიოდში, ხოლო საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, მსესხებელი ვალდებულია სრულად დაფაროს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში დარიცხული (გრაფიკის მიხედვით მომავალ გადასახდელ(ებ)ში გადანაწილებული) საპროცენტო სარგებელი, ისევე როგორც საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ წინსწრების თარიღამდე (დღემდე) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, დაზღვევა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა გადასახდელები. გრაფიკის დაკორექტირების უფლება აქვს ბანკს ცალმხრივად შეცვლილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
0,27 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის(არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა).
ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
2.14 საკომისიო კრედიტის გაცემისთვის: Y3 ლარი
2.15 საკომისიო კრედიტის აუთვისებლობისთვის:
2.16 დამატებითი პირობები:
2.17 ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: X3 % კრედიტის სრულად ათვისების და ვადის ბოლომდე დაფარვის
შემთხვევაში
2.18 გასატანი თანხის ოდენობა: YY2ლარი
2.19 გადავადების (პროლონგაციის) საკომისიო
3. სხვა პირობები
3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და იმოქმედებს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი
ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.
3.3 ეს ხელშეკრულება იმავდროულად არის კლიენტის განცხადება საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ და განაცხადი ანგარიშ(ებ)ის გახსნის შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებს, რომ:
3.3.1 დეტალურად იცნობს ბანკის ინტერნეტ-გვერდზე xxx.xxxxxxx.xx განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებას და დამატებას) და ეთანხმება მათ, რითაც უერთდება ზემოხსენებულ ხელშეკრულებას;
3.3.2 თანახმაა, სს „თიბისი ბანკმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისათვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან საჭირო მოცულობით, მიიღოს ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები;
3.3.3 თანახმაა, xxxxxx გაუხსნას საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ან/და მოთხოვნამდე ანაბრის (სადეპოზიტო) ანგარიშ(ებ)ი (ნებისმიერ ვალუტაში) კრედიტის დაფარვის (მომსახურების), ვალდებულებ(ებ)ის შესრულების, საანაბრო ანგარიშ(ებ)ზე თანხ(ებ)ის შეტანის/ჩარიცხვის ან/და საანაბრო ანგარიშ(ებ)იდან თანხ(ებ)ის გატანის/გადარიცხვის მიზნით;
3.3.4 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და ა.შ.).
3.4 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ მიზნით, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე (თუ კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განსაზღვრული) და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით / კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ის ცალმხრივად განკარგვით, თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.5 იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი აღმოჩნდება უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; ბ) ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვლება, ისე რომ კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას; გ) ადგილი ექნება სხვა პროცესებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ საკრედიტო ბაზარზე კრედიტით სარგებლობისთვის დაწესებული საპროცენტო სარგებლის (განაკვეთების) ცვლილება; დ) განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საპროცენტო განაკვეთი.წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ბანკის უფლებამოსილება ცალმხირავად შეცვალოს (გაზარდოს) საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი, ძალაში შევა მხოლოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის 5%-ზე მეტით ცვლილების შემთხვევაში.
3.5.1ამგვარი ცვლილების შესახებ, ბანკი კლიენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 2 (ორი) თვით ადრე კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ინფორმაციის გაგზავნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოწვეული იქნება, კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების ან/და საკრედიტო პროდუქტის რომელიმე პირობის დარღვევის საფუძვლით. ამასთან, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ.
3.5.2იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ეთანხმება ამგვარ ცვლილებას, იგი ვალდებული იქნება ზემოხსენებულ ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული ყველა საკრედიტო პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
3.7 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართოს განცხადებით ბანკის ნებისმიერ ფილიალს / სერვისცენტრს და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). ხოლო, თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი მოახდენს ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით: პირველ რიგში დაიფარება საკრედიტო ბარათებთან / ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი. ამავდროულად, ბანკი იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტული შემთხვევეისას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა).
3.7.1 წინამდებარე კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის წინსწრებით (სრულად ან ნაწილობრივ) დაფარვის საკითხი/უფლება, რეგულირდება წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით.
3.8 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს, თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება ნაკლებია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად).
3.9 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების დადების ადგილია აღმოსავლეთ ან სამხრეთ საქართველოს (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციული ერთეული) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს შემდეგი წესით: 1) 7 000 (შვიდი ათასი) ლარიდან 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარამდე (ან ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359); 2) 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარს (ან ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად)) ზემოთ - მუდმივმოქმედ არბიტრაჟს „თბილისის საარბიტრაჟო ინსტიტუტი“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 205273005).
3.10იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ხელშეკრულების, ან მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების დადების ადგილია დასავლეთ საქართველოს (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სამეგრელო, ზემო სვანეთი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) ტერიტორია, მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან), გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა მუდმივმოქმედ არბიტრაჟს - შპს „არბიტრაჟის სახლს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 411322359), თუ დავის საგნის ჯამური (საერთო) ღირებულება მეტია 7 000 (შვიდი ათასი) ლარზე ან მის ეკვივალენტზე უცხოურ ვალუტაში (სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად). ამასთან, მხარეთა შეთანხმებით, დავის განხილვის ადგილია ქუთაისი.
3.11მხარეები თანხმდებიან და ადგენენ საარბიტრაჟო წარმოების წესებს და პროცედურებს ქვემოთ მოყვანილი პირობების (საარბიტრაჟო დათქმა–შეთანხმება) შესაბამისად. საარბიტრაჟო წარმოების წესები და პროცედურები განისაზღვრება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად, თუ წინამდებარე შეთანხმებით სხვა წესები და პროცედურები არ არის განსაზღვრული ან წინამდებარე შეთანხმება არ ადგენს მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებისაგან განსხვავებულ ან/და დამატებით წესებს და პროცედურებს. ამასთან გამოიყენება მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების ის რედაქცია, რომელიც მოქმედებს საარბიტრაჟო სარჩელის მიღების თარიღისათვის. საარბიტრაჟო დავ(ებ)ის განხილვის ადგილი არის ქალაქი თბილისი, არბიტრაჟი დავას გადაწყვეტს საქართველოს კანომდებლობით მოქმედი სამართლის ნორმების შესაბამისად და საარბიტრაჟო განხილვა წარმოებს ქართულ ენაზე. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულება დავას განიხილავს ერთი არბიტრის შემადგენლობით. თუ დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს საარბიტრაჟო სარჩელის წარდგენის თარიღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად უცხოურ ვალუტაში, არბიტრაჟი დავას განიხილავს მხარეთა ზეპირი მოსმენის გარეშე (საარბიტრაჟო განხილვის ფორმა), მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულების შესაბამისად. საარბიტრაჟო განხილვის დაწყებამდე ან განხილვის ნებისმიერ სტადიაზე, საბოლოო საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანამდე, მხარეს შეუძლია შუამდგომლობით მიმართოს მუდმივმოქმედ საარბიტრაჟო დაწესებულებას, ხოლო არბიტრაჟის
ფორმირების შემდეგ – არბიტრაჟს, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების (ან არბიტრაჟის) მიერ გამოყენებულ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებებს აქვთ სავალდებულო ძალა და იგი უნდა აღსრულდეს არბიტრაჟის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება(ებ)ს აქვს (აქვთ) სავალდებულო იურიდიული ძალა მხარის მიერ მის ცნობისა და აღსრულებისათვის სასამართლოსათვის მიმართვის გარეშე. თუ მუდმივმოქმედი საარბიტრაჟო დაწესებულების დებულებით ან/და კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული, არბიტრაჟის გადაწყვეტილების გამოტანასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების გადაწყვეტის უფლებამოსიელბა ენიჭება საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარეს. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოტანის მომენტიდან და არ არის აუცილებელი შეიცავდეს სამოტივაციო ნაწილს.
3.12იმ შემთხვევაში, თუ საარბიტრაჟო სარჩელის (პრეტენზიის) წარდგენის მომენტში, ზემოხსენებული არბიტრაჟი/არბიტრაჟები იქნება ლიკვიდირებული ან მას/მათ შეჩერებული/შეწყვეტილი ექნება ფუნქციონირება, დავა განსახილველად და საბოლოოდ გადასაწყვეტად გადაეცემა სასამართლოს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებებით/შეთანხმებებით საარბიტრაჟო დათქმა სხვადასხვაგვარად რეგულირდება, დავის შემთხვევაში, გამოიყენება მხარეთა შორის დადებული უახლესი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმა.
3.13იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა ნებისმიერი მიზეზით დაექვემდებარება სასამართლოს განსჯადობას (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზეზით და სხვ.) და განხილული იქნა სასამართლოს მიერ, მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3.14მხარეები თანხმდებიან, რომ კომუნიკაცია მათსა და სასამართლოს ან/და მათსა და საარბიტრაჟო დაწესებულებას ან/და მათსა და არბიტრებს შორის წარმოებს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით (ელექტრონული ფორმით). მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი ოფიციალური შეტყობინება, მათ შორის ხელშეკრულებაზე უარის თქმის, ხელშეკრულების მოშლის, ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და ვალდებულების შესრულებისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრის, აგრეთვე საპროცენტო განაკვეთის ბანკის მიერ ცალმხრივად გაზრდის შესახებ განხორცილებულად ჩაითვლება, თუ მხარეს ჩაბარდება წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ სასამართლომ ან არბიტრაჟმა (xxxxxxxx) მისი დაბარება, მისთვის უწყების ჩაბარება, მისთვის სასამართლო ან საარბიტრაჟო საქმისწარმოების დოკუმენტაციების გადაცემა, მისთვის გადაწყვეტილების (განჩინების) / საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ჩაბარება განახორციელოს წერილობით, მათ შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე. თუ მხარეს შეტყობინება ეგზავნება ელექტრონული ფორმით წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში მითითებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართზე, მიღება (მხარისათვის ჩაბარება) უნდა დადასტურდეს შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების რეკვიზიტების ნაწილში განსაზღვრულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ელექტრონული ფოსტის საშუალებით განთავსებული შეტყობინება (თუ მიღება (მხარისათვის ჩაბარება) დასტურდება შესაბამისი ტექნიკური საშუალების ამონაწერით ან/და შესაბამისი ტექნიკური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით) მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
3.15ეს ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე იდენტურ ეგზემპლარად, რომელთაგან რჩება ბანკს, ერთი გადაეცემა კლიენტს.
3.16კრედიტის გაცემიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე ინდექსის ოდენობის შესაძლო 5 პროცენტული პუნქტით ზრდის შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი X3%.
ინფორმაცია მხარეთა შესახებ
xxxxx xxxxxxx/მსესხებელი
სს “თიბისი ბანკი“ სახელი, გვარი
საიდენტიფიკაციო ნომერი: 204854595 პირადი ნომერი: მისამართი: თბილისი, კ. xxxxxxxxxxxxx ქ. #7 მისამართი:
xxxxxxxxx ნომერი: +99532 2272727 ტელეფონის ნომერი:
xxxxxxxx მისამართი:
საზედამხედველო ორგანო: „საქართველოს ეროვნული ბანკი“(მის.თბილისი,სანაპიროს xxxx x0)
ელ. ფოსტა:
ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში) ფაქსიმილე (ხელმოწერის ნიმუში)
ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით) ხელმოწერა (სახელი და გვარი სრულად და გარკვევით)