Contract
აუქციონის ჩატარების წესი
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
1. წინამდებარე აუქციონის ჩატარების წესი (შემდგომში „აუქციონის ჩატარების წესი“) დამტკიცებულია შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ (შემდგომში:
„საზოგადოება“) პარტნიორების - სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“(შემდგომში: „ფონდი“) და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (შემდგომში: „კორპორაცია“, „ფონდთან“ ერთად შემდგომში წოდებული როგორც „გამყიდველები“) მიერ, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ კაპიტალის 100%–იანი წილის საჯარო აუქციონის ფორმით გასხვისების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 13 სექტემბრის #1963 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის (შემდგომში „სამოქმედო გეგმა“) საფუძველზე და განსაზღვრავს გამყიდველების მიერ „საზოგადოების“ საწესდებო კაპიტალში მათი კუთვნილი 100% წილის (შემდგომში: „წილი“) საჯარო აუქციონის (შემდგომში: „აუქციონი“) ფორმით გასხვისების წესებსა და პირობებს.
2. აუქციონის ჩატარების მიზანია უზრუნველყოს „აუქციონის“ გზით „წილებზე“ საკუთრების უფლების იმ პირისათვის გადაცემა, რომელიც სააუქციონო ვაჭრობის პროცესში „გამყიდველებს“ „წილის“ შესყიდვის ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს და გადაუხდის აუქციონის ჩატარების წესების შესაბამისად.
3. „აუქციონი“ ტარდება მოქმედი კანონმდებლობის, სამოქმედო გეგმისა და აუქციონის ჩატარების წინამდებარე წესის საფუძველზე.
მუხლი 2. სააუქციონო კომისია
1. აუქციონის ჩატარების ორგანიზებას და გამარჯვებულის გამოვლენას უზრუნველყოფს გამყიდველების მიერ შექმნილი სააუქციონო კომისია 3 წევრის შემადგენლობით:
• xxxxxx xxxxxxxx (პ/ნ 01026005186) თავმჯდომარე/წევრი
• xxxxxx xxxxxxxx (პ/ნ 62001037359) – თავმჯდომარის მოადგილე/წევრი
• xxxx xxxxxxxx (პ/ნ 01008001106) – წევრი
• xxxx xxxxxxxxx (პ/ნ 01001072930) – კომისიის მდივანი
2. საუქციონო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე. სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ უნდა ეცნობოს კომისიის ყველა წევრს.
3. სხდომა გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას დაესწრება კომისიის ყველა წევრი. კომისიის სხდომის მიერ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ერთხმად.
4. სააუქციონო კომისია უზრუნველყოფს:
4.1 აუქციონში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღებას/რეგისტრაციას;
4.2 აუქციონში მონაწილეობის მსურველთათვის წილთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობა, შესაბამისი გაუმჟღავნებლობის შეთანხმების გაფორმების საფუძველზე.
4.3 მიღებული განაცხადების შესწავლას და საჭიროების შემთხვევაში დაინტერესებული პირებისგან დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის გამოთხოვას;
4.4 აუქციონში მონაწილე პირთა დისკვალიფიკაციას;
4.5 აუქციონის ჩატარებას და გამარჯვებულის გამოვლენას;
4.6 აუქციონის შედეგების დამტკიცებას;
4.7 აუქციონის ჩატარების ორგანიზებისა და გამარჯვებულის გამოვლენის მიზნით სხვა ღონისძინებების განხორციელებას;
მუხლი 3. კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცნობა
1. დაინტერესებული პირებისთვის აუქციონში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურთან“ დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცნობის საფასური განისაზღვრება 5000 ლარის (ხუთი ათასი) ოდენობით.
2. საფასური გადახდილ უნდა იქნას შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
3. ამ მუხლის საფუძველზე გადახდილი თანხები, წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე დივიდენდის სახით გაიცემა გამყიდველებზე, მათ საკუთრებაში არსებული წილების პროპორციულად.
მუხლი 4. განცხადება აუქციონის ჩატარების შესახებ
1. „გამყიდველებმა“ „აუქციონის“ ჩატარებამდე სულ მცირე 2 თვით ადრე უნდა უზრუნველყონ „აუქციონის“ ფორმით „წილების“ გასხვისების შესახებ განცხადების (შემდგომში: „განცხადება“) გამოქვეყნება „საზოგადოების“ და „გამყიდველების“ ვებგვერდებზე.
2. განცხადება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ,,წილების“ და ,,საზოგადოების“ საკუთრებაში არსებული ქონების აღწერას/ჩამონათვალს;
ბ) „აუქციონში“ მონაწილეობის მიღების თაობაზე განაცხადის (შემდგომში:
„აუქციონში მონაწილეობის განცხადება“) მიღების დამთავრების დროსა და ადგილს;
გ) აუქციონში მონაწილეობის პირობებს;
დ) „წილის“ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის გარანტიის ფორმას და პირობებს;
ე) სააუქციონო ვაჭრობის ჩატარების და გამარჯვებულის გამოვლენის წესებსა და პირობებს;
ვ) „წილების“ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების და „წილების“ ნასყიდობის ხელშეკრულების პროექტებს.
3. „აუქციონში“ მონაწილეობის მსურველ პირს შეუძლია „აუქციონის“ ჩატარებამდე გაეცნოს ინფორმაციას „წილების“ და „საზოგადოების“ შესახებ. კონფიდენციალური ხასიათის
ინფორმაციის „აუქციონში“ მონაწილეობის მსურველი პირისათვის გადაცემა ხდება, ამ წესის მე–5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.
მუხლი 5. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი
1. აუქციონში მონაწილეობის მიზნით დაინტერესებულმა პირებმა კომისიას უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება აუქციონში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურთან“ დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობის მიზნით გაუმჟღავნებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესახებ (თანდართული ფორმით).
ბ) კონფიდენციალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცნობის საფასური გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გ) დაინტერესებული პირის საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი, ელ. ფოსტა)
დ) დაინტერესებული პირის წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ დაინტერესებული პირი წარმომადგენლის მეშვეობით მოქმედებს)
ე) სააუქციონო კომისია უფლებამოსილია დაინტერესებული პირისგან დამატებით მოითხოვოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის წარმოდგენა.
2. „აუქციონში მონაწილეობის განცხადება“ „კომისიას“ უნდა წარედგინოს „აუქციონის“ ჩატარებამდე არაუგვიანეს 15 დღით ადრე.
3. აუქციონში მონაწილეობის მიზნით, საზოგადოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური დოკუმენტაციის გაცნობის შემდეგ, მაგრამ არაუგვაინეს აუქციონის ჩატარებამდე 15 დღით ადრე დაინტერესებულმა პირების მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იყოს:
• წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის უპირობო და
გამოუთხოვადი საბანკო გარანტია – 1,500,000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ოდენობთ, რომელიც გაცემული უნდა იყოს საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკის მიერ. გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15%–ს. გარანტიის მოქმედების ვადა სულ მცირე 2 თვის ვადით უნდა აღემატებოდეს მყიდველის მიერ ვალდებულებების შესრულების ბოლო ვადას.
• ინფორმაცია დაინტერესებული პირის შესახებ:
ა) ფიზიკური პირის შემთხვევაში:
ა.ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ა.ბ) წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გარანტია.
ბ) იურიდიული პირის შემთხვევაში: ბ.ა) რეგისტრაციის მოწმობა (ამონაწერი) ბ.ბ) წესდება
ბ.გ) საზოგადოების ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ვინაობა და მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. ბ.დ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან, რომ საზოგადოების მიმართ არ მიმდინარეობს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება;
ბ.ე) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან, რომ დაინტერესებული პირის ქონებაზე საჯარო–სამართლებრივი შეზღუდვა რეგისტრირებული არ არის.
ბ.ვ) ცნობა შესაბამისი დაწესებულებიდან, რომ დაინტერესებული პირის მიმართ არ მიმდინარეობს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
ბ.x) დაინტერესებული პირის ბენეფიციარი მესაკუთრის შესახებ.
ბ.თ) დაინტერესებული პირის მმართველობის უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის აუქციონში მონაწილეობისა და გამარჯვების შემთხვევაში წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.
4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები მომზადებული/გაცემული უნდა იყოს აუქციონის გამოცხადების შემდეგი თარიღით და უნდა იყოს სათანადო წესით დამოწმებული (სანოტარო წესით/ ლეგალიზაცია/აპოსტილი).
5. სააუქციონო კომისიის მიერ დადგენილი განაცხადების მიღების ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი განაცხადი არ მიიღება.
6. სააუქციონო კომისია შეისწავლის წარმოდგენილ დოკუმენტაციას და ხარვეზის არარსებობის შემთხვევაში აცნობებს დაინტერესებულ პირებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის აუქციონის პირობებთან შესაბამისობის შესახებ. დოკუმენტების წარმოუდგენლობის ან/და არასათანადო ფორმით წარმოდგენის შემთხვევაში, დაინტერესებული პირი არ დაიშვება აუქციონზე.
მუხლი 6. აუქციონში მონაწილეობის პირობები
1. 2016 წლის 12 აპრილს „ფონდს“, „კორპორაციას“, „საზოგადოებას“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს“ (შემდგომში „ბანკი“) შორის გაფორმებული პროექტის ფულადი სახსრების, სუბორდინაციისა და წილების შენარჩუნების ხელშეკრულების (შემდგომში: „2016 წლის 12 აპრილის ხელშეკრულება“) V მუხლის 5.01 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმების განხორციელების მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია და საბუთები დაუყოვნებლივ მიეწოდება „ბანკს“.
2. „აუქციონში“ მონაწილეობის მსურველი პირი, რომელმაც გააკეთა მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არჩევანი, „გაუმჟღავნებლობის შესახებ შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადების“ ან/და „აუქციონში მონაწილეობის განცხადების“ წარდგენით აღიარებს და ეთანხმება შემდეგს:
ა) ის ვალდებულია დამოუკიდებლად, „გამყიდველების“ მიერ ყოველგვარი ჩართულობის და/ან მხარდაჭერის გარეშე, აწარმოოს მოლაპარაკებები „2016 წლის12 აპრილის ხელშეკრულების“ V მუხლის 5.01 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემოწმების გავლასა და/ან „წილების“ შეძენაზე „ბანკის“ თანხმობის მიღებასთან დაკავშირებით;
ბ) „2016 წლის 12 აპრილის ხელშეკრულების“ V მუხლის 5.01 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნების შესრულების მიზნით, ის ვალდებულია წარმოადგინოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც „ბანკის“ მიერ შეიძლება იყოს მოთხოვნილი „2016 წლის12 აპრილის ხელშეკრულების“ ამავე მუხლის მიზნებისთვის;
გ) „წილების“ ნასყიდობის პროცესის ფორმალურ დასრულებამდე ნებისმიერ დროს, ის შეიძლება დისკვალიფიცირებული იყოს „ბანკის“ მოთხოვნის საფუძველზე, თუ
„ბანკის“ აზრით მისი მონაწილეობა ქართლის ქარის ელექტროსადგურის პროექტში
(შემდგომში: „პროექტი“) „ბანკის“ ინტერესების საწინაღმდეგოა;
დ) „გამყიდველებს“, როგორც ცალ-ცალკე, ასევე ერთად აღებულებს არ ეკისრებათ არანაირი პასუხსიმგებლობა „ბანკის“ მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გამოტანასა და/ან „წილების“ შეძენაზე
„ბანკის“ მიერ თანხმობის გაცემის დაყოვნების და/ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმასთან დაკავშირებით და/ან ამ ფაქტებიდან გამომდინარე;
ე) „გამყიდველები“ თავისუფლდებიან ყოველგვარი და ნებისმიერი პასუხისმგებლობისაგან და/ან მოთხოვნისაგან, რომელიც შეიძლება პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით დისკვალიფიკაცას და/ან „წილების“ შეძენაზე
„ბანკის“ მიერ თანხმობის გაცემის დაყოვნებას და/ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმას და/ან გამომდინარეობდეს ამ ფაქტებიდან.
3. „აუქციონში“ მონაწილეობის მსურველი პირის დისკვალიფიკაცია ხდება:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით და/ან
„ბანკის“ მიერ „წილების“ შეძენაზე „ბანკის“ მიერ თანხმობის გაცემის დაყოვნების და/ან თანხმობის გაცემაზე უარის თქმის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ
„აუქციონში“ მონაწილეობის მსურველ პირს ნაკისრი აქვს ან „ბანკის“ მოთხოვნის მიღების შემდეგ იკისრებს „ბანკს“ და „საზოგადოებას“ შორის 2016 წლის 11 იანვარს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით (2016 წლის 30 სექტემბერს მასში შესული ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში წოდებული როგორც „სესხის ხელშეკრულება“) გამოყოფილი სესხის წინსწრებით დაფარვის მიზნით საჭირო თანხის (შემდომში: „სესხის წინსწრებით დაფარვის თანხა“) „გამყიდველებისათვის“ გადახდის ვალდებულებას, და/ან
ბ) „აუქციონის ჩატარების წესით“ გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
გ) თუ აუქციონის ჩატარებისა და გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, გამარჯვებული პირი ვალდებულია უზრუნველყოს
გამყიდველებისთვის „სესხის წინსწრებით დაფარვის თანხის“ გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამყიდველები უფლებამოსილი არიან გამოიყენონ ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გარანტია.
მუხლი 7 „წილების“ საწყისი ფასი და სააუქციონო ვაჭრობა
1. „აუქციონში“ მონაწილეობის მსურველი პირი „აუქციონის“ მონაწილედ რეგისტრაციით ადასტურებს და აცხადებს თანხმობას, რომ „წილების“ შეძენის ფასი (შემდგომში: „შეძენის ფასი“) შეადგენს შემდეგი კომპონენტების ჯამს:
ა) საკუთრივ „წილების“ ღირებულება, რომელიც ფორმირებული იქნება სააუქციონო ვაჭრობის შედეგად. ამასთან, „წილების“ საწყისი ღირებულება განსაზღვრული იქნება აუდიტორული კომპანია „ბიდიოს“მიერ.
ბ) „სესხის წინსწრებით დაფარვის თანხა“, ამ წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში
„აუქციონში“ მონაწილეობის მსურველი პირის მიერ მისი გადახდის სურვილის დაფიქსირების შემთხვევაში.
2. სააუქციონო ვაჭრობის მიზნებისათვის გამოყენებული იქნება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „წილების“ საწყისი ღირებულება.
3. წილების საწყისი ღირებულება განისაზღვრება - 14,250.000 (თოთხმეტი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
4. ვაჭრობის ბიჯი შეადგენს 150,000 (ასორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.
მუხლი 8. სააუქციონო ვაჭრობაში მონაწილეობის წესი
1. სააუქციონო ვაჭრობა მიმდინარეობს „სამოქმედო გეგმითა“ და წინამდებარე „აუქციონის ჩატარების წესით“ განსაზღვრული წესით.
2. „აუქციონში მონაწილეობის განცხადების“ წარდგენისას „აუქციონში“ მონაწილეობის მსურველმა პირმა წერილობით უნდა დააფიქსიროს თავისი არჩევანი „აუქციონში“ გამარჯვების შემთხვევაში:
ა) „გამყიდველებს“ გადაუხადოს „სესხის წინსწრებით დაფარვის თანხა“, ან
x) xxxxxxxxxxx მის მიერ „წილების“ შეძენაზე „ბანკის“ თანხმობის მიღება, „სესხის ხელშეკრულებასა“ და „პროექტის“ ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში („სესხის ხელშეკრულებასთან“ ერთად შემდგომში წოდებული როგორც „პროექტის ხელშეკრულებები“) „საზოგადოების“ ჩანაცვლება და „ფონდის“ და „კორპორაციის“
„პროექტის ხელშეკრულებებით“ დაკისრებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლება.
მუხლი 9. წილების ნასყიდობის შესახებ წინარე და საბოლოო ხელშეკრულებების გაფორმების წესი
1. „კომისიის“ მიერ აუქციონის შედეგების დამტკიცების შემდეგ 10 დღის ვადაში,
„აუქციონში“ გამარჯვებული პირი (შემდგომში: „გამარჯვებული პირი“)
„გამყიდველებთან“ აფორმებს „წილების“ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც „გამარჯვებული პირი“ ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) მის მიერ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების დაფიქსირების შემთხვევაში -
„გამყიდველების“ მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „შეძენის ფასის“ ჩარიცხვა წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღის განმავლობაში;
ბ) მის მიერ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განცხადების დაფიქსირების შემთხვევაში - უზრუნველყოს:
ბ.ა) წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში, მის მიერ
„წილების“ შეძენაზე „ბანკის“ თანხმობის მიღება, „პროექტის ხელშეკრულებებში“ „საზოგადოების“ ჩანაცვლება და „ფონდის“ და
„კორპორაციის“ „პროექტის ხელშეკრულებებით“ დაკისრებული ვალდებულებებისაგან გათავისუფლება (მათ შორის, შესაბამისი შეთანხმებების ხელმოწერა და ძალაში შესვლა). „გამარჯვებული პირი“ სრულად აგებს პასუხს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე და ათავისუფლებს „გამყიდველებს“ ამ პირობების შეუსრულებლობასთან დაავშირებული ან მისგან გამომდინარე ნებისმიერი პასუხისმგებლობისა და/ან მოთხოვნისაგან;
ბ.ბ) „ბანკისგან“ თანხმობის მიღებიდან 20 დღის განმავლობაში „გამყიდველების“ მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „შეძენის ფასის“ ჩარიცხვა.
2. „გამარჯვებული პირის“ მიერ წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ 15 დღის განმავლობაში განხორციელდება ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების გაფორმება და „წილებზე“ საკუთრების უფლების
„გამარჯვებული პირისათვის“ გადაცემის ფაქტის კანონმდებობით დადგენილი წესით რეგისტრაცია.
3. მე-9 მუხლის დებულებების შეუზღუდავად, „გამარჯვებული პირის“ მიერ წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საამისოდ განსაზღვრულ ვადებში შეუსრულებლობა გამოიწვევს „გამარჯვებული პირის“ მიერ „წილების“ შესყიდვის უფლების დაკარგვას, წინარე ხელშეკრულების მოშლას, „წილების“ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის გარანტიის სრული თანხის
„გამყიდველების“ სასარგებლოდ გადარიცხვას და წინარე ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სხვა ღონისძიებების გამოყენებას.
მუხლი 10. „გამარჯვებული პირის“ პასუხისმგებლობა
1. აუქციონის და/ან „წილების“ ნასყიდობის წინარე და/ან საბოლოო ხელშეკრულებების პირობების დაუცველობის შემთხვევაში, „გამყიდველები“ უფლებამოსილი იქნებიან წერილობით მიმართონ „აუქციონში“ მონაწილეს და „გამარჯვებულ პირს“ და მას
ვალდებულებების შესასრულებლად განუსაზღვრონ დამატებითი გონივრული ვადა. ამავდროულად, ნაკისრი საგადამხდელო ვალდებულებების სრულად შესრულებამდე,
„გამარჯვებულ პირს“ დაეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგებს გადაუხდელი თანხის 0.1%–ს ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
„აუქციონში“ მონაწილის და „გამარჯვებული პირის“ მიმართ პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების საკითხები რეგულირდება წინამდებარე „აუქციონის ჩატარების წესით“, „განაცხადით“, „წილის“ ნასყიდობის წინარე და საბოლოო ხელშეკრულებებით. ამავდროულად, „გამყიდველები“ უფლებამოსილი იქნებიან
„წილის“ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემ ორგანიზაციას მოსთხოვონ გარანტიის სრული თანხის „გამყიდველების“ საბანკო ანგარიშზე უპირობოდ ჩარიცხვა.
2. „გამარჯვებული პირის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების „გამყიდველების“ მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადაში სრულად და/ან ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, „გამყიდველები“ უფლებამოსილი იქნებიან ცალმხრივად მოშალონ „წილის“ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში,
„გამყიდველები“ უფლებამოსილი იქნებიან „წილის“ ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფის გარანტიის გამცემ ორგანიზაციას მოსთხოვონ გარანტიის სრული თანხის „გამყიდველების“ საბანკო ანგარიშზე უპირობოდ ჩარიცხვა.