სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N (პ რ ო ე ქ ტ ი)
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N (პ რ ო ე ქ ტ ი)
ქ. თბილისი ---------------- 2018 წელი
ერთის მხრივ სსიპ xxxxx xxxxxxxxxxxx სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (შემდგომში
,,შემსყიდველი”) წარმოდგენილი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის xxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ, სსიპ -------------------------------- (შემდგომში ,,მიმწოდებელი”) წარმოდგენილი მისი დირექტორის ------
------- სახით, სახელმწიფო შესყიდვების კანონის და სატენდერო წინადადების საფუძველზე,
გამარტივებული ელქტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე (NAT 1800000) ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში _ „ხელშეკრულება“) _ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ _ საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ _ კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. „პროფესიული პრაქტიკა“ – სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური დავალების შესაბამისად მოიცავს: ადმინისტრაციული თანამდებობის შესაბამისი ცოდნა-უნარების განვითარებას; სასწავლო/აღმზრდელობითი პროცესს; სკოლის ბაზაზე განათლების მუსაკის პროფესიული განვითარების პროცესს.
2. ხელშეკრულების საგანი
სსიპ xxxxx xxxxxxxxxxxx სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ საკუთარი სახსრებით, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის, განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის საბაკალავრო, სამაგისტრო პროგრამების 5 სტუდენტისათვის პროფესიული პრაქტიკის მომსახურების შესყიდვა. 80310000 - ახალგაზრდების სწავლებასთან დაკავშირებული მომსახურებები
2.2 პროფესიული პრაქტიკის სასწავლო კურსი:
2.2.1 სკოლის წესდებისა და ორგანიზაციული კულტურის გაცნობა
2.2.2 დირექტორის, სამეურვეო საბჭოსა და პედაგოგიური საბჭოს უფლება-მოვალეობებისა და მუშაობის მიმართულებების გაცნობა
2.2.3 სტრატეგიული დაგეგმვის სპეციფიკისა და თვითშეფასების მექანიზმების გაცნობა
2.2.4 სკოლის განვითარების გეგმის ძირითადი ასპექტების გაცნობა
2.2.5 ფინანსური მართვის არსი, მიზნები, ფუნქციები და დაფინანსების წყაროები
2.2.6 სადამრიგებლო პროგრამების, სკოლისა და კლასის სააღმზრდელო ღონისძიებათა გაცნობა
2.2.7 სკოლის ბიუჯეტის შემუშავების პრინციპების გაცნობა
2.2.8 შესყიდვებისა და ადამიანური რესურსების მართვის პრინციპების გაცნობა
2.2.9 მშობლებთან მუშაობის ფორმებისა და მეთოდების გაცნობა
2.2.10 თანამშრომელთა შეფასების პოლიტიკა/ტაქტიკა, დასაქმების პოლიტიკის პრინციპები
2.2.11 პროექტების შემუშავება და მართვა, ფონდების მოზიდვა
2.2.12 მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის სქემის გაცნობა
2.3. სამაგისტრო პროგრამის პროფესიული პრაქტიკის მიზანი:
2.3.1 სტუდენტებმა სასწავლო პროცესში მიღებული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში და გამოიმუშაონ ახალ კომპეტენციები.
2.3.2 სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ძირითადი კანონზომიერებების შესახებ და შეძლოს 2.3.2 2.3.3 საგნობრივ ცოდნასთან მისი ეფექტიანი ინტეგრირების საშუალებით წარმატებული პროფესიული პრაქტიკის განხორციელება.
2.3.4 სტუდენტებმა მიიღონ სამუშაო გარემოსა და საქმიან ურთიერთობებში პრაქტიკული გამოცდილება
2.3.5 შეიძინონ სკოლის მართვისა და საქმის წარმოების პრაქტიკული გამოცდილება.
2.3.6 შეიძინონ და განივითარონ სკოლის ადმინისტრაციული ნაწილისათვის ზოგადი განათლების კანონით გაწერილი
2.3.7 მოვალეობების პრაქტიკაში განხორცილების უნარები.
2.3.8 შეისწავლონ სასკოლო საკანონმდებლო ბაზა და მისი პრაქტიკაში რეალიზების ძირითადი ასპექტები
2.3.9 შეისწავლონ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დირექტორის/დირექტორის მოადგილის თანამდებობასთან დაკავშირებული საქმისწარმოების ძირითადი საკითხები.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს 00( ) ლარს.
3.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მოწოდებასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს .
4.ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
4.1 ხელშეკრულების კონტროლს ახორციელებს სსიპ ივ. xxxxxxxxxxxx სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსპექტირების ჯგუფი/პირი.
4.2 შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია აწარმოოს გასაწევი მომსახურების ხარისხის ინსპექტირება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე. ინსპექტირება გულისხმობს შესაბამისობის დადგენას ხელშეკრულებით გათალისწინებულ პირობებთან, ,,შემსყიდველის მიერ გადაცემული პროგრამის (სილაბუსის) შესაბამისად
4.3 ,,მიმწოდებელმა¶ ხელი უნდა შეუწყოს ,,შემსყიდველის’’ მხრიდან სპეციალურად გამოყოფილი
პერსონალის, პრაქტიკის ხელმძღვანელის, მიერ სასწავლო პროცესზე დაკვირვებისა და პრაქტიკანტ სტუდენტთა მონიტორინგის განხორციელების უზრუნველყოფას.
4,4 ,,მიმწოდებელმა¶¶ყოველდღიურად უნდა აწარმოოს სატუდენტთა გამოცხადების აღრიცხვა ხოლო პრაქტიკის დასრულების შემდგომ გასცეს სტუდენტთა მიერ პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი ცნობა-დახასიათება და შეფასება პრაქტიკაგავლილ სტუდენტებზე
4.5 სტუდენტებისთვის გასაცემი ცნობის ფორმა ,,მიმწოდებლისათვის’’ გადაცემული იქნება
,,შემსყიდველის მიერ
4.6,,მიმწოდებელმა¶ თვეში ერთხელ უნდა მიაწოდოს შემსყიდველს ინფორმაცია სტუდენტთა მიერ პრაქტიკის გასავლელად დანიშნულების ადგილას არგამოცხადების თაობაზე
5.შესყიდვის ობიექტის მიღება ჩაბარების წესი:
5.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით.
5.2 მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებას შემსყიდველი განახორციელებს: შესაბამისი ანგარიშ– ფაქტურის/სასაქონლო ზედნადების გამოწერის, სსიპ ივ. xxxxxxxxxxxx სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსპექტირების ჯგუფის მიერ წარმოდგენილი დადებითი დასკვნის საფუძველზე.
6. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და პირობები
მიმწოდებელი მომსახურების გაწევას განახორციელებს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ---------------------
6.2. პროფესიული პრაქტიკა - მიმდინარეობს უწყვეტად სრული აქტიური მოდელის მიხედვით 15 კვირის განმავლობაში
6.3. ხელშეკრულების დამდებ არცერთ მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს შესყიდვის ობიექტის მოწოდების პირობებში ცვლილებები ურთიერთშეთანხმების გარეშე.
7.ანგარიშსწორების ფორმა, ვადები და პირობები
7.1. სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
7.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, სახაზინო ანგარიშიდან, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
7.3 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის
8.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, მხარეebს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
9. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1.ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
9.2 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშვება ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
9.3. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
9.5 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობების მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.6 ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
10. დაუძლეველი ძალა
10.1 მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
10.2 თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან;
10.3 მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. მხარეთა ვალდებულებები
12.1`მიმწოდებელი~ ვალდებულია:
12.1.2 პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს: ა) ადმინისტრაციული თანამდებობის შესაბამისი ცოდნა- უნარების განვითარება ; ბ) სასწავლო / აღმზრდელობითი პროცესი; გ) სკოლის ბაზაზე განათლების მუშაკის პროფესიული განვითარების პროცესი.
12.2,,მიმწოდებელმა’’ სტუდენტებისათვის შესაბამისი გამოცდილებისა და უნარ ჩვევების შესწავლის მიზნით უნდა უზრუნველყოს პრაქტიკანტთა ჩართულობა ზოგადად სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, გააცნოს პრაქტიკული პროფესიული ლიტერატურა, მენეჯერის/ განათლების მუშაკის
პროფესიასთან დაკავშირებული საქმის წარმოების დოკუმენტაციის შესწავლა, თემთან, მშობელთან, კოლეგებთან ურთიერთობის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება.
12.1.3პროფესიული პრაქტიკა ,,მიმწოდებელმა’’ უნდა განხორციელოს მაღალკვალიფიციურ ადამინისტრაციულ რესურსზე (დირექტორების შესარჩევი კონკურისის წარმატებით დაძლევა, პროფესიული გადამზადების ტრენინგების მონაწილეობა) დაყრდნობით.
12.1.4 სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკა ხორციელდება თსუ - ის განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის მიერ შემუშავებული სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმაში გაწერილი
პროფესიული პრაქტიკის სასწავლო სილაბუსის მიხედვით. რომელიც გადაეცემა ,,მიმწოდებელს¶¶
ხელშეკრულების გაფორმებიდან გონივრულ ვადაში.
12.2 `შემსყიდველი~ ვალდებულია:
12.2.2 დროულად განიხილოს `მიმწოდებლის~ მიერ წარმოდგენილი წინადადებები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან.
12.2.3 უზრუნველყოს ,,მიმწოდებელთან’’ ანგარიშსწორება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში.
13. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2017 წლის 01 ივლისის ჩათვლით.
14. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი
სსიპ ივ.xxxxxxxxxxxx სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სსიპ ქალაქ თბილისის № საჯარო სკოლა
მისამართი: ქ.თბილისი; ი.xxxxxxxxxx გამზ. ζ1 მისამართი: ქ.თბილისი; -----------------------
რეკვიზიტები: საბანკო რეკვიზიტები:
სახაზინო სამსახური სს ,, ბანკი“
საკუთარი შემოსავლები ა/ა N GE ---------------------------
ბანკის კოდი:
საიდენტიფიკაციო კოდი: საიდენტიფიკაციო კოდი: --------------
204864548
თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: დირექტორი:
/ნ. xxxxxxxxxxx/ / /