თარიღი] სალომბარდე სესხის ხელშეკრულება N[სესხის ხელშეკრულების ნომერი] გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - www.nbg.gov.ge/cp და ცხელ ხაზზე 032 2 406 406 [თარიღი] სალომბარდე სესხის ხელშეკრულება...
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
[თარიღი] სალომბარდე სესხის ხელშეკრულება N[სესხის ხელშეკრულების ნომერი]
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი (ვალუტა) = [რიცხვი]%
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (ვალუტა) = [რიცხვი დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე]%
ფინანსური ხარჯები
საპროცენტო შენატანი = [რიცხვი](ვალუტა)
სალაროდან განაღდების საკომისიო = [რიცხვი](ვალუტა)
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
კრედიტის ვადა = [ვადა]
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = [რიცხვი][ვალუტა]
პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის = [ოდენობა]%
ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეცვალოს ხელშეკრულების პირობები და საბანკო პროდუქტის მოცულობა, მათ შორის დაადგინოს ან/და შეცვალოს საპროცენტო განაკვეთის/სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელების ოდენობები, რის თაობაზეც კლიენტს/მსესხებელს ეცნობება წერილობით ან/და ელექტრონულად (მათ შორის მხარეთა შეთანხმებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით).
ცვლილების თაობაზე შეტყობინება კლიენტს/მსესხებელს ეგზავნება არანაკლებ ერთი თვით ადრე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილება ხორციელდება კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ. კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ ცვლილების განხორციელება არ საჭიროებს კლიენტის/მსესხებლის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის/მსესხებლის ინფორმირებას.
კლიენტს/მსესხებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
თუ სესხი გაიცემა უცხოური ვალუტით
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს
ვალუტის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = [რიცხვი დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე]%
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე 032 2 406 406
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
[თარიღი] სალომბარდე სესხის ხელშეკრულება N[სესხის ხელშეკრულების ნომერი]
დანართი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი (ვალუტა) = [რიცხვი]%
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი (ვალუტა) = [რიცხვი დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე]%
თუ სესხი გაიცემა უცხოური ვალუტით
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს
ვალუტის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი = [რიცხვი დამრგვალებული სულ მცირე მეათედამდე]%
ფინანსური ხარჯები
საპროცენტო შენატანი = [რიცხვი](ვალუტა)
სალაროდან განაღდების საკომისიო = [რიცხვი](ვალუტა)
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
კრედიტის ვადა = [ვადა]
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა = [რიცხვი][ვალუტა]
პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის = [ოდენობა]%
კლიენტის/მსესხებლის მიერ ფინანსური ხარჯების გამოკლებით გასატანი თანხა = [ფინასური ხარჯების გამოკლებით კლიენტის მიერ მისაღები თანხის ოდენობა]
ბანკი უფლებამოსილია კლიენტის/მსესხებლის წინამდებარე ხელშეკრულების (მათ შორის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების და ნებისმიერი დანართ(ებ)ის) ასლ(ებ)ი გადასცეს ხელშეკრულების თავდებს/თანამსესხებლს, ასევე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული გირავნობის/იპოთეკის/საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მხარეებს.
ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად:
შეცვალოს საბანკო პროდუქტის მოცულობა;
შეცვალოს ხელშეკრულებით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის/სარგებლის, საკომისიოს პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის ოდენობა(ები) არაუმეტეს არსებული განაკვეთის 1/4 (ერთი მეოთხედის) ოდენობით;
შეცვალოს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით დადგენილი საპროცენტო განაკვეთის/სარგებლის, საკომისიოს პირგასამტეხლოს ან/და სხვა გადასახდელის ოდენობა(ები) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში;
შეცვალოს ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული გადახდის ვადა/ვადები, იმ პირობით, რომ ამგვარი ცვლილების შედეგად გადახდის ვადა/ვადები უნდა შეიცვალოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით;
შეცვალოს ხელშეკრულების სტანდარტული პირობები;
დაადგინოს საკომისიოს ტიპები ან/და მათი განაკვეთ(ებ)ის ოდენობა.
ბანკის მიერ ზემოაღნიშნული უფლების გამოყენების შემთხვევაში:
თუ ასეთი გადაწყვეტილება არ ხორციელდება კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ, მაშინ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ბანკი ცვლილების ძალაში შესვლის თარიღამდე არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე ატყობინებს კლიენტს/მსესხებელს ხელშეკრულების წერილობით ან/და ელექტრონულად (რაც ერთმნიშვნელოვნად მოიცავს კურიერის ან რეგისტრირებული ფოსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS), ასევე დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით შეტყობინების გაგზავნას კლიენტის/მსესხებლის მიერ ბანკში დაფიქსირებულ მისამართზე). კლიენტი/მსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების მიღებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წერილობითი სახით უარი განაცხადოს ამგვარ ცვლილებაზე, და ასეთ შემთხვევაში, ცვლილება არ შევა ძალაში, ხოლო კლიენტი/მსესხებელი ვალდებულია წერილობითი უარის თარიღიდან მომდევნო 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (ან ბანკთან შეთანხმებულ სხვა ვადაში) დაფაროს ხელშეკრულებით ან/და შესაბამისი მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით ბანკის წინაშე არსებული დავალიანება იმ პირობით, რომ კლიენტს არ დაეკისრება დავალიანების ვადამდე დაფარვის პირგასამტეხლო. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/მსესხებელი არ ისარგებლებს ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, ამგვარი ცვლილება ძალაში შევა ბანკის შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან;
თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია კლიენტის/მსესხებლის სასარგებლოდ, მაშინ ასეთი გადაწყვეტილება არ საჭიროებს კლიენტის დამატებით თანხმობას ან აქცეპტს და ამ სახით შეცვლილი პირობები ამოქმედდება ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან. ამასთან, აღნიშნულ შემთხვევაში პირობების ცვლილების თაობაზე კლიენტის/მსესხებლის წინასწარი ან/და შემდგომი ინფორმირების ვალდებულება ბანკს არ გააჩნია.
ბანკის მიერ ხელშეკრულების პირობების ცვლილების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღებისას, იგი მხედველობაში მიიღებს ქვეყანაში დაფიქსირებული ინფლაციის დონეს, სამომხმარებლო ფასებს, სამეწარმეო აქტიურობის ინდექსებს, სხვა გლობალური ან/და რეგიონალური ხასიათის სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს, ასევე კლიენტთან საკრედიტო ურთიერთობის ისტორიას. ამასთან, აღნიშნული უფლებამოსილების ინდივიდუალურად გამოყენების უფლება ბანკს აქვს კლიენტის/მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ან/და მასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ით (მათ შორის, მათი დანართ(ებ)ით) ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ყოველ ჯერზე.
ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
კლიენტის/მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის/მსესხებლის უძრავ-მოძრავ ქონებასა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, შედეგად შესაძლოა განხორციელდეს კლიენტის/მსესხებლის ანგარიშების და ქონების დაყადაღება, ასევე უძრავ-მოძრავი ქონებისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით (მათ შორის იძულებითი აღსრულების გზით).
კლიენტი/მსესხებელი უფლებამოსილია პრეტენზია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებასთან დაკავშირებით წარადგინოს ბანკის სერვისცენტრებში (ფილიალებში), ხოლო პრეტენზიების განხილვის პროცედურის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია, როგორც ბანკის სერვისცენტრებში (ფილიალებში), ასევე ბანკის ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxxxxxx.xx. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ზეპირი ან წერილობითი ფორმით. პრეტენზიას განიხილავს ბანკის სერვისცენტრების მხარდაჭერისა და სერვისის სამსახური. პრეტენზიაზე პასუხის მიღებისათვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო პრაქტიკით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
წინამდებარე დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ, განუყოფელ ნაწილს, წინამდებარე დანართის პირობებსა და ხელშეკრულების სხვა პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება წინამდებარე დანართის პირობებს.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე 032 2 406 406
ბანკი_______________ კლიენტი/მსესხებელი_____________________