№ NDA-------------------------
Classification: Restricted to Partners
ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის შესახებ
№ NDA-------------------------
ერთი მხრივ [სახელწოდება] (შემდგომში „ინფორმაციის მიმღები“), წარმოდგენილი მისი [პოზიცია, სახელი, გვარი] სახით და
მეორე მხრივ სს „პროკრედიტ ბანკი” (შემდგომში „ინფორმაციის გამცემი“), წარმოდგენილი მისი [პოზიცია, სახელი, გვარი] სახით, შემდგომში ერთობლივად მოხსენებული „მხარეები“
პრეამბულა
ვინაიდან, მხარეები განიხილავენ შეღწევადობის ტესტირების პროექტის (შემდგომში „პროექტი“) განხორციელებას და პროექტის მოპალარაკებების პროცესში შესაძლოა ინფორმაციის მიმღებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაციის გამცემის კონფიდენციალური ინფორმაცია, ინფორმაციის გამცემს სურს მოახდინოს მისი კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა არაუფლებამოსილი/უკანონო გამოყენებისა და გამჟღავნებისგან.
შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. კონფიდენციალური ინფორმაცია
ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის „კონფიდენციალური ინფორმაცია“ გულისხმობს ნებისმიერი სახის სტრატეგიული და ტექნიკური განვითარების გეგმას, ფინანსურ პირობებს, ბიზნეს-გეგმას, საქმიან ჩანაწერებს, მომხმარებელთა/კლიენტთა მონაცემებს, პროექტის ჩანაწერებს, ბაზრის შესახებ ანგარიშებს, თანამშრომელთა მონაცემებს და ბიზნეს-სახელმძღვანელოებს, პოლიტიკას და იურიდიულ პროცედურებს, იურიდიულ პროცედურებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ტექნოლოგიას ან ბაზას/საფუძველს, სამეცნიერო-ტექნიკურ, ტექნოლოგიურ, ინდუსტრიულ, ფინანსურ და ეკონომიკურ ინფორმაციას, მათ შორის წარმოების საიდუმლოს (ნოუ-ჰაუ), ინფორმაციას, რომელსაც გააჩნია მოქმედი ან პოტენციური კომერციული ღირებულება იმის გამო, რომ ასეთი ინფორმაცია ცნობილი არ არის მესამე მხარისთვის და მისი თავისუფლად მოპოვება კანონიერი გზით შეუძლებელია, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაციის გამცემსა და ინფორმაციის მიმღებს შორის უკვე დადებული ან გაფორმების პროცესში მყოფი ხელშეკრულებები, ხელშეკრულების საგნები და მიზნები, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ან ისეთი ინფორმაცია, რომელიც ამ ხელშეკრულების შედეგად ან კომერციულ მიზნებთან დაკავშირებით შეიქმნა და არ არის განკუთვნილი მესამე პირთათვის
მუხლი 2. ინფორმაციის გაუმჟღავნებლობის ვალდებულება
2.1. ინფორმაციის მიმღები ვალდებულია:
2.1.1. მიიღოს და დაიცვას მისთვის განდობილი კონფიდენციალური ინფორმაცია არანაკლებ ისეთი ხარისხით და ისეთ დონეზე, როგორც ამას გააკეთებდა საკუთარ კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მიმართებაში;
2.1.2. დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია არაუფლებამოსილი გამოყენების, გამოქვეყნებისა ან გამჟღავნებისგან;
2.1.3. გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია მხოლოდ საქმიანი და ინფორმაციის გამცემთან შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობის მიზნებისთვის;
2.1.4. არ გაამჟღავნოს (პირდაპირ ან ირიბად), გამოაქვეყნოს, გადასცეს ან სხვაგვარად არ გამოიყენოს მისთვის გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენების შესახებ არსებობს კონფიდენციალური ინფორმაციის გამცემის წერილობითი თანხმობა ან ასეთი რამე მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირაა განსაზღვრული;
2.1.5. უზრუნველყოს კანონით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მხრიდან კანონიერი მოთხოვნის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდება და შეატყობინოს ამგვარი შემთხვევის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამცემს, თუკი ასეთი შეტყობინება აკრძალული არ არის მოქმედი კანონმდებლობით ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ბრძანებით/დადგენილებითა თუ სხვა დოკუმენტით;
2.1.6. არ გამოიყენოს ინფორმაციის გამცემის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მიერ მისთვის გადაცემული კონფიდენციალური ინფორმაცია თავის კომერციულ საქმიანობაში, კონფიდენციალური ინფორმაციის გამცემი მხარისთვის კონკურენციის გაწევის მიზნით;
2.1.7. უზრუნველყოს მხოლოდ იმ პირთა დაშვება კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, ვისაც ასეთი დაშვება სჭირდება ინფორმაციის გამცემთან შესაბამისი სახელშეკრულებო ურთიერთობით გათვალისწინებული ვალდებულებების / სამუშაოს ან ამგვარი მიზნების განსახორციელებლად;
2.1.8. უზრუნველყოს ყველა შესაბამისი პირის სათანადო წესით გაფრთხილება, რომელიც ინფორმაციის მიმღების მიერ დაშვებულია კონფიდენციალურ ინფორმაციასთან, რომ მათ მკაცრად ეკრძალებათ რაიმე სახის კონფიდენციალური ინფორმაციის გამოყენება ან სხვებისთვის რამენაირად გამჟღავნება, ან ნების დართვა სხვებისთვის ასეთი კონფიდენციალური ინფორმაციის მათ სასარგებლოდ ან/და ინფორმაციის გამცემის საზიანოდ.
2.1.9. მხარეთა შორის შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბიზნეს-ურთიერთობის დასრულების შემდეგ ინფორმაციის გამცემი მხარის წერილობით მოთხოვნის საფუძველზე და ინფორმაციის გამცემი მხარის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში დაუბრუნოს ინფორმაციის გამცემ მხარეს, ინფორმაციის გამცემის მიერ განსაზღვრული და ინფორმაციის მიმღებთან არსებული, ყველა ჩანაწერი, შენიშვნა და სხვა წერილობითი, ნაბეჭდი ან ხელშესახები მასალა, რომელიც შეადგენს ან განეკუთვნება კონფიდენციალურ ინფორმაციას. ყოველგვარი ეჭვის გამორიცხვის მიზნით ინფორმაციის გამცემი ადასტურებს, რომ ინფორმაციის მიმღებთან არ ექნება პრეტენზია იმ ინფორმაციის განადგურების გამო, რომელიც მისი, ინფორმაციის გამცემის, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე იქნა განადგურებული.
2.1.10. ინფორმაციის გამცემ მხარესთან საქმიანი ურთიერთობის განმავლობაში არ შევიდეს მის თანამშრომლებთან ურთიერთობაში, მათგან რაიმეს სანაცვლოდ კონფიდენციალური ინფორმაციის მიღების მიზნით, ან არ უბიძგოს ინფორმაციის გამცემი მხარის რომელიმე თანამშრომელს დაასრულოს შრომითი ურთიერთობა დამსაქმებელთან (გამცემ მხარესთან) იმისათვის, რომ მიიღოს ინფორმაციის მიმღები მხარისგან დასაქმების შემოთავაზება.
2.1.11. უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულების შესრულება ამ ხელშეკრულების შეწყვეტიდან არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული წლის განმავლობაში.
2.1.12. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონფიდენციალობის მოთხოვნები სავალდებულოა ინფორმაციის მიმღები მხარის უფლებამონაცვლეებისთვის.
მუხლი 3. ინფორმაცია, რომელიც არ მიიჩნევა კონფიდენციალურად
3.1. კონფიდენციალურ ინფორმაციად არ მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც:
3.1.1. ინფორმაციის მიმღებს დამოუკიდებლად აქვს მოპოვებული მესამე მხარისგან და არ გააჩნია არანაირი შეზღუდვა მის გამჟღავნებაზე;
3.1.2. ინფორმაცია, რომელსაც ინფორმაციის მიმღები დამოუკიდებლად შეიმუშავებს და არ დაეყრდნობა ინფორმაციის გამცემის მიერ გადაცემულ კონფიდენციალურ ინფორმაციას;
3.1.3. ინფორმაციის გამცემის მიერ განთავსებული საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაცია;
3.1.4. ინფორმაცია, რომლის გამჟღავნების ან/და კონფიდენციალურად არ მიჩნევის შესახებ არსებობს მხარეთა წერილობითი შეთანხმება;
3.1.5. საჯაროდ ცნობილი ინფორმაცია ან ინფორმაცია, რომელიც ასეთად გადაიქცა ამ ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ.
მუხლი 4. უფლებები კონფიდენციალურ ინფორმაციაზე
4.1. ინფორმაციის მიმღები აცნობიერებს და თანახმაა, რომ ინფორმაციის გამცემის ნებისმიერი სახის კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის მანქანებთან/ტექნიკასთან, მეთოდებთან, შემადგენლობასთან ან პროდუქციასთან დაკავშირებული, ყველა გამოგონება, გაუმჯობესება, საავტორო უფლებებით დაცული სამუშაოები და ნახაზები, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ან უკავშირდება კონფიდენციალურ ინფორმაციას და მის გაყიდვას, გამოყენებას, მასზე ლიცენზიის გაცემას ან ფრენჩაიზინგინს ან იდეებს, კონცეფციებს, მეთოდებს ან პრაქტიკას, წარმოადგენს ინფორმაციის გამცემის ექსკლუზიურ საკუთრებას, ხოლო ინფორმაციის მიმღებს არ გააჩნია მასზე არანაირი უფლება.
მუხლი 5. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის წესი
5.1. ეს ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს გარიგებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების მოქმედების პერიოდით, გარდა ამ ხელშეკრულების „2.1.11.“ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, რომელიც ძალაშია ამ ხელშეკრულების რაიმე მიზეზით (მათ შორის ვადის გასვლა) შეწყვეტიდან არანაკლებ 10 (ათი) კალენდარული წლის განმავლობაში.
5.2. ამ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია:
5.2.1. მხარეთა წერილობითი შეთანხმებით;
5.2.2. ამ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მეორე მხარისთვის შეწყვეტამდე 10 (ათი) კალენდარული დღით ადრე წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით;
მუხლი 6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1. მხარეები პასუხს აგებენ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაზე ან/და არაჯეროვან შესრულებაზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
6.2. ინფორმაციის გამცემი მხარე უფლებამოსილია მოსთხოვოს ინფორმაციის მიმღებ მხარეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, თუკი ინფორმაციის მიმღები მხარე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, ან განახორციელებს ისეთ ქმედებას, რამაც გამოიწვია ინფორმაციის გამცემი მხარისთვის ზიანის დადგომა. იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციის მიმღები მხარე არ დაეთანხმება ინფორმაციის გამცემი მხარის მიერ წაყენებულ მოთხოვნას და მხარეთა შორის მოლაპარაკებებს შედეგი არ ექნება, დავა განხილულ იქნება ამ ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის შესაბამისად.
მუხლი 7. სადავო საკითხების განხილვა
7.1. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით.
7.2. მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი დავისა და უთანხმოების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, მხარეები თანხმდებიან, რომ დავას განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლო.
7.3. საკითხები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით დარეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. სხვა პირობები
8.1. ეს ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ასლი გადაეცემა თითო მხარეს.
8.2. ამ ხელშეკრულებაში დამატებების და ცვლილებების შეტანა შეიძლება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ამასთანავე, ცვლილება ან დამატება შესრულებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით და სათანადოდ ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
8.3. ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის ბათილად ცნობა არ იწვევს მთელი ხელშეკრულების ან მისი სხვა პუნქტების ბათილობას
მუხლი 10. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
შპს “---------“ [მისამართი]
საიდენტიფიკაციო კოდი:
----------------------------- [სახელი, გვარი] [პოზიცია] |
სს „პროცრედიტ ბანკი“ ქ. თბილისი, xxxxxxxxxx xxxxxxxx გამზირი №21
საიდენტიფიკაციო კოდი: 204851197
_______________________ [ფატიმა აქუბარდია] [შესყიდვების სპეციალისტი] |
3 - 3
შემოწმებულია xxxxx xxxxxxxxx მიერ
31/05/2022