Contract
გენერალური ხელშეკრულება
სატრანსპორტო ექსპედიციის შესახებ
ქ. თბილისი __/__/ 20 __წ.
ერთი მხრივ შპს „დენ“, ( შემდგომში ”დამკვეთი”) ,წარმოდგენილი მისი დირექტორის _________________________ სახით, და მეორე მხრივ შპს ___ ს.კ.____, ( შემდგომში ”ექსპედიტორი”), წარმოდგენილი მისი დირექტორის __________სახით,( ერთად წოდებული ”მხარეები”), გააფორმეს აღნიშნული ხელშეკრულება შემდეგზე:
ხელშეკრულების საგანი
ამ ხელშეკრულების შესაბამისად ”დამკვეთი” და „ექსპედიტორი“ თანხმდებიან რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში „დამკვეთის“ დავალების/ების შესაბამისად ”ექსპედიტორი” თავისი სახელით შეასრულებს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ მოქმედებებს. ”დამკვეთი” ვალდებულებას იღებს გადაიხადოს ზემოაღნიშნული მომსახურების/ები ღირებულება.
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდშ მხარეები ყოველი დაკვეთის დეტალებს და ფასს ათანხმებენ წინასწარ.
მხარეთა უფლება-მოვალეობები
”ექსპედიტორი”:
უფლებამოსილია საჭიროების შემთხვევაში ”დამკვეთი”-ს ტვირთის მომსახურების დროს გამოიყენოს სხვა სატრანსპორტო-საექსპედიტორო ორგანიზაციების მომსახურეობა;
უფლებამოსილია მოითხოვოს დამკვეთისაგან ყველა ინფორმაცია, რაც აუცილებელია ტვირთის გადასაზიდად;
მიაწოდოს ,,დამკვეთს” ინფორმაცია დავალებული სამუშაოების შესრულების შესახებ, ხოლო ტვირთის შეჩერებისა და შეფერხების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს „დამკვეთს“ შესაბამისი მიზეზების მითითებით;
შეასრულოს ტვირთის დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირება.
ჩაიტანოს დანიშნულების ადგილზე შეთანხმებულ ვადაში გადაზიდვისათვის მიღებული ტვირთი და ჩააბაროს იგი სატვირთო ზედნადებების შესაბამისად ტვირთის მიღებაზე უფლებამოსილ პირს (ტვირთ მიმღებს);
”დამკვეთი”-ს დავალებით გააფორმოს ხელშეკრულება ტვირთის მთლიანი დაღუპვის, დაზიანების, დაკარგვის დაზღვევაზე მისი გადაზიდვის მთელ პერიოდზე. ამასთან დაზღვევის ხელშეკრულებით სადაზღვევო თანხის მიმღებად მიუთითოს ”დამკვეთი”;
”დამკვეთს” და ტვირთმიმღებს შეუძლიათ მიმართონ ”ექსპედიტორს” გადაზიდვის ფაქტზე, ფაქტობრივად გაფორმებული ადგილების რაოდენობაზე, გადაზიდვის დაწყების თარიღსა და დროზე, ტრანსპორტის სახეზე, ზედნადების ნომრებისა და ტვირთის დანიშნულების ადგილზე სავარაუდო ჩატანაზე;
ორგანიზება გაუკეთოს ტვირთის გადაზიდვისათვის ყველა საჭირო დოკუმენტის გაფორმებას;
წარუდგინოს დამკვეთს ანგარიში და ანგარიშ-ფაქტურა ფაქტობრივად შესრულებულ ვალდებულებებზე;
”დამკვეთი”:
ვალდებულია გადაზიდვის უშუალო დაწყებამდე, მიაწოდოს „ექსპედიტორს“ შემდეგი,საჭირო მონაცემები გადაზიდვის ღირებულების დასადგენად:
საქონლის მიწოდების პირობა;
გადაზიდვის საწყისი და დანიშნულების/დასრულების პუნქტები;
გადაზიდვის მარშრუტი;
ტვირთის ზუსტი აღწერილობა;
ტვირთის შეფუთვის ტიპი და რაოდენობა;
ტვირთის წონა( ბრუტო/ნეტო );
საშიში ტვირთის შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია.
,,დამკვეთსა” და ,,ექსპედიტორს” შორის გადაზიდვის ღირებულებაზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, გადაზიდვის ორგანიზებისთვის წარუდგინოს ,,ექსპედიტორს” განაცხადიტვირთის გამგზავნისა და ტვირთმიმღების რეკვიზიტების, დატვირთვისა და ჩამოტვირთვის პუნქტების ზუსტი დასახელებისა და სრული მისამართის, ასევე საკონტაქტო პირის ტელ/ფაქსი და ტვირთის აღწერილობის ზუსტი ჩვენებით.
მომწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებისას მოითხოვს და მიიღოს მისგან ტვირთის კომერციული ინვოისი, რომელშიც აუცილებლად იქნება მითითებული საერთაშორისო სასაქონლო კოდი. უზრუნველყოს ტვირთის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მარკირება და შეფუთვა.
შეასრულოს საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული ტვირთის საბაჟო გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა.
უზრუნველყოს ”ექსპედიტორი” სპეციალური ინსტრუქციებით ტვირთის გადაზიდვის,შენახვის თაობაზე ისეთ ტვირთებზე, რომლებიც მოითხოვენ გადაზიდვის განსაკუთრებულ პირობებს (მალფუჭებადი, საშიში, აფეთქებადიდაა.შ.);
შეასრულოს ”ექსპედიტორი”-ს ყველა ინსტრუქცია ტვირთის თანმხლები დოკუმენტების შეკვეთაზე;
მიაწოდოს „ექსპედიტორს“ გადაზიდვებისთვის აუცილებელი ყოველგვარი დოკუმენტაცია, რომელისწარდგენაც აუცილებელი იქნება სახელმწიფოთა საბაჟოებზე წარსადგენად.
გადახდის პირობები
სატრანსპორტო-საექსპედიტორო მომსახურების ღირებულება და ანგარიშსწორები ვადაგანისაზღვრება მხარეთა მიერ ყოველი კონკრეტული შეკვეთისათვის.
გადახდის ვადების გადაცილების შემთხვევაში ექსპედიტორს გააჩნია ტვირთზე გირავნობის უფლება წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგადახდო ვალდებულებების შესრულებამდე.
დამკვეთი ვალდებულია აუნაზღაუროს ექსპედიტორს ის დამატებითი ხარჯები, რომელიც მისი მიზეზით წარმოიშვა ან რაც შედეგად მოყვა დამკვეთის მიერ დამატებით მოთხოვნებს. ინვოსისი წარდგენიდან 5 დღის ვადაში.
ტვირთის გადაზიდვის ანაზღაურება მოხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშწორების გზით.
დამკვეთს გადაახდის ვადაის გადაცილებისას „ექსპედიტორის“ მხრიდან შეიძლება დაეკისროს პირგასამტეხლო გადასახადელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
იმ შემთხვევაში თუ ტვირთმიმღები, არმიიღებს ტვირთს, ან არგადაიხდის შენახვის ხარჯებს,ერთი თვის მანძილზე, „ექსპედიტორი“ უფლებამოსილია ხარჯების დაფარვის მიზნით, მოახდინოს ტვირთის რეალიზება.
კონფიდენციალურობა
მხარეები იღებენ ვალდებულებას დაიცვან კონფიდენციალურობა ამ ხელშეკრულებაზე, არ დაუშვან ამ ხელშეკრულების პირობებზე, ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებზე, ტვირთის გადაზიდვის მარშრუტზე, ტვირთზე, ტვირთის გამგზავინისა თუ მიმღების შესახებ, აგრეთვე ტვირთის ჩატვირთვა-დაცლის ადგილმდებარეობის შესახებ, სხვა პირებისათვის ინფორმაციის მიწოდება.
მხარეების მიერ საქმიანი ურთიერთობისას ერთმანეთისათვის მიწოდებული ყველა ინფორმაცია, დოკუმენტაცია და სხვა სახის ცნობები ითვლება კონფიდენციალურ ინფორმაციად და მხარეთა წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ შეიძლება გადაეცეთ მესამე პირებს გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
“დამკვეთი” ვალდებულიადაიცვასკონფიდენციალურობა, „ექსპედიტორის“ შესახებ მის ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის შესახებ, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მხარეები პასუხისმგებლები რჩებიან კონფიდენციალობის დაცვაზე ხელშეკრულების დასრულების ან გაუქმების შემთხვევაშიც;
მხარეთა პასუხისმგებლობა
”დამკვეთი”-ს მიერ „ექსპედიტორისათვის“ არასწორი/არასრული ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში ”ექსპედიტორს” უფლება აქვს არ შეასრულოს თავისი ვალდებულებები ასეთი ინფორმაციის სრულად მიღებამდე. ”დამკვეთი” უფარავს ”ექსპედიტორს” მის მიერ დამატებით გაწეულ ყველა ხარჯს, რომელიც გამოწვეული იქნება„დამკვეთის“ მიერ წარმოდგენილი არასრული ან არასწორი ინფორმაცის მიწოდებით.
„ექსპედიტორი“ პასუხისმგებელია გადაზიდვის სამუშაოების ჯეროვან შესრულებაზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე.
„ექპედიტორი“ კისრულობს ვალდებულებას, გადაზიდვა შეასრულოს შეთანხმებულ ვადაში. მისი ბრალეულობით, ვადის გადაცილების შემთხვევაში „ექსპედიტორი“ აანაზღაურებს ტვირთის მიწოდების ვადის გადაცილებით გამოწვეულ ზიანს.
„ექსპედიტორი“ პასუხისმგებელია ტვირთზე, მისი მიღებიდან, ტვირთმიმღებისთვის ჩაბარებამდე დროის განმავლობაში.
„ექსპედიტორმა“ უნდა აანაზღაუროს მისი მიზეზით ტვირთის დაზიანებით, განადგურებით, დანაკლისით ან დაკარგვით გამოწვეული ზიანი. ზიანის ანაზღაურება ხდება ფაქტობრივი ზიანის მიხედვით, ტვირთის საინვოისო ფასის შესაბამისად.
„ექსპედიტორი“პასუხს არ აგებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაზე, თუ კონტეინერების გადაზიდვის პროცესში სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღებულ იქნა რაიმე ნორმატიული აქტი, რომელმაც შეიძლება შეცვალოს გადაზიდვის წესი და პირობები.
ხელშეკრულებისმოქმედების ვადა და ვადამდე შეწყვეტა
ხელშეკრულება ძალაში შედის 201_ წლის_____________-დან და ფორმდება 201_ __ _____________-მდე. ხელშეკრულება ძალაში შედის პირველი გვერდის მარჯვენა ზედა კუთხეში მითითებული თარიღიდან.
ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 30 დღით ადრე თუ ერთ-ერთი მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ჩაითვლება გაგრძელებულად იმავე ვადითა და პირობებით.
ამ ხელშეკრულების მოქმედება (მომხმარებელს ან გადამზიდსა და ორგანიზატორს შორის) შეიძლება შეწყდეს ნებისმიერი მხარის ინიციატივით, იმ პირობით, რომ მხარეებს ერთმანეთის მიერ შეუსრულებელი ვალდებულებები არ გააჩნიათ. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს არ ანთავისუფლებთ პირგასამტეხლოს გადახდის ან/და ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისგან.
ხელშეკრულების შეწყვეტისას, მხარემ 15 სამუშაო დღით ადრე უნდა შეატყობინოს ამის შესახებ.
ფორს-მაჟორი
ხელშეკრულების პირობების, ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს–მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა, არასათანადოდ შესრულება ან დარღვევა და არ გამოიწვევს ზიანის ანაზღაურებას;
ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „ფორს–მაჟორი“ ნოშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, კანონმდებლობის შეცვლით, ალტერნატიული საგადასახადო შემოწმების, აუდიტის წესების და პირობების შეცვლით, მათი გაუქმებით დასხვა;
დავის განხილვის წესი
მხარეები თანხმდებიან რომ ყველა უთანხმოება, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტლი იქნება მოლაპარაკების გზით;
სადავო საკითხების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით საერთო სასამართლოებისმიერ ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში.
დასკვნითი დებულებები
წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თანავე.
ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მხარეები ვალდებულნი არიან სრულად შეასრულონ ხელშეკრულების შეწყვეტამდე ნაკისრი ვალდებულებები;
წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის გადაზიდვის დამთავრება ნიშნავს გამგზავნის მიერ მითითებული მიმღები პირისათვის ჩაბარებას, რაც უნდა დამოწმდეს შესაბამისი პირის ხელმოწერით ან/და რაიმე სახის სხვა მტკიცებულებით;
ამ ხელშეკრულებით რეგულირებულ ურთიერთობაზე სრულად ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესები;
-
მხარე ვალდებულია ხელშეკრულებაში მითითებული მონაცემების (რეკვიზიტების) ცვლილებების შესახებ აცნობოს მეორე მხარეს ცვლილებიდან არაუგვიანე 5 ( ხუთი ) დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე მიწოდებული ინფორმაცია (სასამართლო, საარბიტრაჟო, ნოტარიუსის, გაფრთხილების და ა.შ შეტყობინების გაგზავნა და სხვა) ჩაითვლება ჩაბარებულად.
ექსპედიტორი: |
დამკვეთი: |
ს.კ |
ს.კ: |
მის: |
მის: |
ელ ფოსტა:
|
ელ. ფოსტა: |
ხელმომწერი პირი: |
ხელმომწერი პირი:
|
დამკვეთი:____________________ ექსპედიტორი___________________