სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N66
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N66
ქ. თბილისი „14“ ,,თებერვალი“ 2023 წ.
ერთის მხრივ, საქართველოს პროკურატურა (საიდენტიფიკაციო კოდი: 204 398 302; მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა N24, ტელეფონი: 2 40-50-86; საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი TRESGE22, ანგარიშის ნომერი: GE24BN0330100200165022)
– (შემდგომში - შემსყიდველი), წარმოდგენილი საქართველოს გენერალური პროკურატურის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის შოთა ქარჩავას სახით და მეორეს შპს აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუს (საიდენტიფიკაციო კოდი: 204447544; მისამართი: თბილისი, xxxxxxxxxxxx 8, ტელეფონი: x000 00 0000000, დირექტორი: xxxx xxxxxxxxxx, xxxxxxx xxxxxxxxxxx: სს. თიბისი ბანკი; ბანკის კოდი: XXXXXX00, ანგარიშის ნომერი: XX00XX0000000000000000) - (შემდგომში - მიმწოდებელი), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxx xxxxxxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე, NAT230001619 ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე ჩატარების შედეგად ვდებთ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას (შემდგომში - ხელშეკრულება) შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში – ხელშეკრულება) – შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება” - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებისათვის.
1.3 „დღე”, „კვირა”, „თვე” - კალენდარული დღე, კვირა, თვე
1.4 „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5 „მიმწოდებელი” – პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6 “მომსახურება” _ ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.7 ,,ინსპექტირება“ _ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი და ზედამხედველობა.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია, (შემდგომში ,,მომსახურება“) მონაცემთა მომსახურების შესყიდვა, კლასიფიკატორის კოდი: CPV - 72300000. შესასყიდი მომსახურების დასახელება, რაოდენობა და ტექნიკური მახასიათებლები მოცემულია მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში (იხ. დანართი N1 ) და მომსახურების ტექნიკურ დავალებაში, რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და ტექნიკურ დავალებაში.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 78 999. 90 (სამოცდათვრამეტი ათას ცხრაასოთხმოცდაცხრამეტი ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარს.
3.2 ხელშეკრულების საერთო ღირებულება მოიცავს „მიმწოდებლის“ მიერ როგორც შესყიდვის ობიექტის ღირებულებას, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
4. მომსახურების გაწევის პირობები, ადგილი და ვადები
4.1 მომსახურების გაწევის ადგილებია: საქართველოს მასშტაბით.
4.2 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2023 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
4.3 მიმწოდებელი ვალდებულია განახორციელოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტის მიწოდება მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და მოთხოვნების დაცვით.
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება ერთ თვეში ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე, კონკრეტული მომსახურებ(ებ)ის მიწოდების შესახებ დამადასტურებელი დოკუმენტების (შემსყიდველის თანამშრომლების მიერ კონკრეტული მომსახურებ(ებ)ის მოთხოვნის საფუძველზე, მომთხოვნსა და მიმწოდებელს შორის გაფორმებული კონკრეტული მომსახურებ(ებ)ის მიღების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი) შესაბამისად, ინსპექტირების განმახორციელებელი პირის დადებითი დასკვნის საფუძველზე. გაწეული მომსახურება ჩაითვლება მიწოდებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
5.2 შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომელი.
6. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
6.1 მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში.
6.2 ფასი მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის და მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებთ.
6.3 ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ თვეში გაწეულ მომსახურებაზე ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის (იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არ არის დღგ–ს გადამხდელი, მის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შესაბამისი ცნობა) წარმოდგენის შემდეგ. ყველა დოკუმენტი ხელმოწერილი უნდა იყოს მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ.
6.4 ანგარიშსწორება მოხდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
6.5 თუ ანგარიშსწორების განხორციელების ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო სამუშაო დღეს.
6.6 დაფინანსების წყარო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.
7. მხარეთა უფლება - მოვალეობანი
7.1 შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
7.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
7.3 მიმწოდებელი ვალდებულია:
ა. მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას ამ ხელშეკრულებით და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობებისა და ვადების შესაბამისად;
8. ინსპექტირება
8.1 შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება, რისთვისაც გამოყოფს უფლებამოსილ პირს/ პირებს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს მას/მათ ინსპექტირების დროს.
8.2 ინსპექტირებას განახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფლებამოსილი თანამშრომლები, რომლებიც უფლებამოსილნი არიანი კონტროლი განახორციელონ, როგორც ერთობლივად ასევე ინდივიდუალურად
8.3 შემსყიდველის შესაბამისი წარმომადგენელი (წარმომადგენლები, მოწვეული ექსპერტი) უფლებამოსილია ჩაატაროს ხარისხის კონტროლი და თუ აღმოჩნდება წუნდებული მომსახურება მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების 7.3 პუნქტის შესაბამისად გამოასწოროს წუნი.
8.4 ინსპექტირების განმახორციელებელის ფუნქციები:
ა) ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ხარისხსა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება, მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება.
ბ) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ,,მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორების პროცესის რეგულირება.
გ) ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი შესრულებული ვალდებულების ნაკლოვანებებს ინსპექტირების გამწევი აფიქსირებს ოქმით. დაფიქსირებული ხარვეზების გამოსწორება ხდება ,,მიმწოდებლის“ მიერ საკუთარი ხარჯებით.
8.5 ,,მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისას გამოვლენილი ყველა ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ,,მიმწოდებელს“ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
9.1 ხელშეკრულების 4.2 ან/და 7.3 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების შეუსრულებელი საერთო ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
9.2 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების (გარდა შესრულების ვადის დარღვევისა) შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
9.3 ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.2%-ის ოდენობით.
9.4 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2 (ორი) პროცენტს, შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
9.5 პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1 ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
10.2 ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს
სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხელშეკრულების ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით.
10.4 ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
10.5 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
10.6 მხარე ვალდებულია 10.4. პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების მიღების განზრახვის შესახებ არანაკლებ 5 კალენდარული დღით ადრე წერილობით ან კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით შეატყობინოს მეორე მხარეს.
10.7 შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
10.8 ხელშეკრულება ასევე შეიძლება შეწყდეს მხარეთა ინიციატივით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
11. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
12. ფორს-მაჟორი
12.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
12.2 ამ მუხლის მიზნებისათვის `“ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან, და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ქვეყანაში არსებული კრიზისით და სხვა.
12.3 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
12.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
13. სხვა პირობები
ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე, ელექტრონულად.
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
15. მხარეთა ხელმოწერები
შემსყიდველი მიმწოდებელი
საქართველოს გენერალური პროკურატურის შპს xxxxxx xxxxxx xxxxxxxxxx კაუკასუს-ის ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი დირექტორი
The
Digitally signed by
Prosecშuოtთoაrქ’sარჩავTაhe Prosecutor’s
xxxx xxxxxxxxxx
Office of Georgia
Office of Georgia Date: 2023.02.14
17:58:01 +04'00'
Digitally signed by IPM Market Intelligence Caucasus LLC Date: 2023.02.14 17:53:38
'+04'00
ტექნიკური დავალება
1) მედია მონიტორინგი მოიცავს;
ა) ყოველდღიურად მედია მონიტორინგის გაწევა (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები, სოციალური მედია) და მონიტორინგის და ანალიტიკის შედეგებით შემსყიდველის უზრუნველყოფა;
ბ) მონიტორინგის და ანალიტიკა ყველა იმ წინასწარ შეთანხმებულ სექტორებზე, აქცენტებზე, თეგებზე, თემებზე, რაც განთავსებულია მედიაში (ტელევიზია, ბეჭდვით მედია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები, სოციალური მედია) მოთხოვნილი სექტორების, აქცენტების, თეგების და თემების შესახებ;
გ) ყოველდღიური, ყოველკვირეული, ყოველთვიური, ყოველწლიური ანგარიშების მომზადება; (ტელევიზია,ბეჭდვითი მედია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები, სოციალური მედია)
დ) მედია (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები) რეიტინგის მიწოდება;
2) მედიაში განვითარებული მოვლენების, შემსყიდველისათვის სპეციფიკურად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინდუსტრიის, სექტორის, სფეროს, თემის, კომპანიის, პიროვნების, აქცენტის, თეგის შესახებ ტელევიზიით, პრესით, რადიოთი, სოციალური ქსელებითა და ინტერნეტ საიტებით გადმოცემული მასალების სრულყოფილი და გაანალიზებული სახით ოპერატიული მოწოდება, თემების პოზიციონირება და მათი მედია პარამეტრები;
ვ) ინტერნეტ ბაზა/ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც შემსყიდველს შესაძლებლობა ექნება უწყვეტი რეჟიმითა, შეუზღუდავად და შეუფერხებლად მიიღოს ამომწურავი და გაანალიზებული ინფორმაცია ინტერესის სპეციფიკის მიხედვით;
ზ) პერსონალური მომხმარებელი და პაროლი, რომელიც უზრუველყოფს ინტერნეტ-ბაზაში/ვებ-გვერდზე დაშვებას.
თ) მედია მონიტორინგის მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის ყველა პროდუქტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ონლაინ- რეჟიმში, ინტერნეტ-გვერდის მეშვეობით, სადაც ინფორმაციის განახლება იწარმოებს 24 საათიან რეჟიმში, ყოველ ნახევარ საათში, კვირაში 7 დღე;
კ) მედია მონიტორინგის (ტელევიზია, ბეჭდვითი მედია, რადიო, საინფორმაციო სააგენტოები, სოციალური მედია) კვირის, თვის, წლის სტანდარტული, შინაარსობრივი, გრაფიკული და ანალიტიკური კვლევები/ანგარიშები;
ლ) 5 წლიანი მედია მონიტორინგის უწყვეტი და სრულყოფილი არქივი, რომელიც უნდა წარადგინოს დამკვეთის მოთხოვნის შემთხვევაში;
მ) მედია მონიტორინგის 2021; 2022; წწ შემაჯამებელი ანგარიში; ნ) მედია მონიტორინგის ვებ გვერდის მობილური აპლიკაცია ო) სმს მომსახურება;
2) მედია მონიტორინგს დაქვემდებარებული მედიის ჩამონათვალი:
ტელევიზია:
საზოგადოებრივი მაუწყებელი, რუსთავი 2, ტელეკომპანია პირველი, იმედი, კავკასია, მაესტრო, პალიტრა ტვ, ერთსულოვნება, ტელეკომპანია აჭარა, მთავარი არხი, ფორმულა, ევრონიუსი, xxxx xx
რადიო:
რადიო იმედი, რადიო კომერსანტი, xxxxx xxxxxxx, რადიო საქართველოს ხმა, რადიო მაესტრო, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო ფორტუნა, საქართველოს რადიო (ყოფილი რადიო 1), რადიო თავისუფლება, პირველი რადიო
პრესა: გაზეთები და ჟურნალები:
ახალი თაობა; რეზონანსი ; მთელი კვირა (რეზონანსი); ალია; საქართველოს რესპუბლიკა; ლელო; კვირის პალიტრა; ასავალ- დასავალი; ბანკები და ფინანსები; ქრონიკა+; აჭარა; ტფილისსკაია ნედელია (სოკარისთვის); საერთო გაზეთი; მსოფლიო სპორტი; ვერსია (pdf ფორმატით აგზავნიან, აღარ იბეჭდება, მხოლოდ ვებ-გვერდი მუშაობს და იქიდან კეთდება)
ინგლისურენოვანი გაზეთები:
xxxxxx xxxxx; ფაინენშელი; მესინჯერი
ჟურნალები:
თბილისელები; სარკე; გზა; ფორბსი; სითი; ბომონდი (კვარტალში ერთხელ) ოკეი; ინდიგო; აგრარული საქართველო; არსენალი (კვარტალში ერთხელ); ანტრეპრენერი
ვებ-გვერდების ჩამონათვალი:
0000xxxx.xx; xxxxxx.xx; xxxxxxxxx.xx; xxxxxx.xx; xxxxxxxxxx.xx; xx.xx; xxx.xx; xxx.xx; xxx.xx; xxxx.xx; xxxxx.xx; xxxxxxx.xx; xxxxxxxxxxx.xx; xxxxxxxxxxxxxx.xx; xxxx0.xx; xxxxx.xx; xxxxxxxxxx.xx; xxxxxxxxxxxx.xx (xxx.xx); xxxxxxxxx.xx; xxx.xx; xxxxxxxxxx.xx; xxxxxxxx.xx; xxxx.xx; xx.xx; xxx.xx; xxxxxxxxx.xx; xxxxx.xx; xxxxxxxxxxxx.xxxxx; xxxxxxx.xx; xxxxxxxxxx.xx; xxxxx.xx; xxxxxxxx.xx; xxxxxx.xx; xxx.xx; xxxxxxxxx.xx; xxx.xx; xxx.xx; xxxxxxxxxxx.xx; xxxxxxxx.xx; xxxxxxx.xx; xxxx.xxxx.xx;
რეგიონული ვებ-საიტები:
Xxxxxx.xx; xxxxxxx.xx; xxxxxxxxx.xx; xxxxxxxxx.xxx; xxxxxxxxxx.xx; xxxxxx.xx; xxxxxxxxxxx.xx; xxxxxxx.xx; xxxxxxxxx.xx; xx00.xx; xxxxxx.xx; xxxxx.xx; xxxxxxxx.xx; xxxxxxxxxx.xx; xxxxxxxxxxx.xx; xxxxxxxxxxx.xx; xxxxxxxxxx.xx;
სოც. მედია საშუალებები
1. ფეისბუქი
2. თვითერი
3. ფორუმ.ჯი
4. ინსტაგრამი
3) მედია მონიტორინგის მონაცემების დამუშავებისას ვებგვერდში შედის შემდეგი მედია პარამეტრები:
თარიღი; მედიის ტიპი, სახეობა, საშუალება; მედია ტიპის და მედია საშუალებების დასახელება და ლინკები (წყაროები); მედია ფაილების გადმოწერის და გადაგზავნის მარტივი ფუნქცია;
ინფორმაციის ტიპი; სათაური, სექტორი; ინდუსტრია; კატეგორია; მედია ტიპების/საშუალებების წყაროები; მასალის ავტორი/წამყვანი, სუბიექტი/კომენტატორი; ობიექტი, თეგი; აქცენტი; მასალის რიგითობა; თანმიმდევრობა; პოზიციონირება; მოცულობა; ხანგრძლივობა; ექსპორტირების შესაძლებლობა სხვადასხვა დოკუმენტებში; თემატური დაიჯესტი; სპეციფიკური დაიჯესტი;
რეიტინგი: ტელე არხების (გადაცემების, დებატების, თოქ–შოუს, საინფორმაციო გამოშვებების ყოველდღიური რეიტინგები/წილი/გაზომვა ზოგადი და სასურველ ობიექტთან:, პიროვნებასთან მიმართებაში; მექანიზმი შემუშავებულია ფიფელ მეტრით;
პრესის (გაზეთები/ჟურნალები) კვლევა (ცნობადობა, ნდობა, რეიტინგი) რადიო სადგურების კვლევა (ცნობადობა, ნდობა, რეიტინგი) საინფორმაციო სააგენტოების კვლევა (ცნობადობა, ნდობა, რეიტინგი)
ვებგვერდის გამოყენება 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე. პერსონალური იუზერის და ფასვორდის საშუალებით. შეუზღუდავი რაოდენობის აქცენტი, თეგი და სექტორი;
4) სოციალური მედიის დამუშავებისას ბაზაში შედის შემდეგი მონაცემები:
• თარიღი
• მედია საშუალება (საიტის დასახელება)
• უშუალო მომხსენებელი (სოციალური მედიის მომხმარებლის სახელი)
• პოსტის/ბლოგის სრული ტექსტი
• ობიექტის შეფასება
• ლინკი
• ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური სოციალური მედიის შინაარსობრივი ანგარიში
• ყოველკვირეული/ყოველთვიური სოციალური მედიის ანალიტიკური კვლევა საინფორმაციო მომსახურება
არანაკლებ 13 საინფორმაციო სააგენტოს (საინფორმაციო პორტალის) მომსახურება, რომლის მეშვეობითაც ვრცელდება უახლესი ინფორმაცია და სტატიები (არქივზე წვდომა).
ყოველ სამუშო დღეს (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, არასამუშო დღეს) შემსყიდველისთვის 100-ზე მეტი
გადამოწმებული და ოპერატიული ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ; ყოველდღიური ანონსის მიწოდება შემსყიდველისთვის;
საინფორმაციო მომსახურება არანაკლებ 13 საინფორმაციო სააგენტოში;
დამკვეთის საქმიანობისა და ღონისძიებების შესახებ ინფორმაციებისა (მათ შორის წინმსწრები) და ანონსების განთავსება; დამკვეთის ღონისძიებების (აქციების, პრესკონფერენციების, პრეზენტაციების, კონფერენციებისა და ა.შ.) გაშუქება, აგრეთვე მათი გავრცელება სხვა მედია საშუალებებისთვის;
ღონისძიების ფოტოგადაღება; ღონისძიების ვიდეოგადაღება;
ყოველთვიურად საინფორმაციო სააგენტოს საიტზე გამოკითხვის ჩატარება შეთანხმებული თემით;
ყოველთვიურად მნიშვნელოვან და საინტერესო თემებზე საინფორმაციო სააგენტოს მიერ ინტერვიუების მომზადება და საიტზე განთავსება.
ფასების ცხრილი
# | შესყიდვის ობიექტის დასახელება | მომსახურების 1 თვის ღირებულება | სულ მომსახურების ღირებულება |
1 | მედია მონიტორინგის მომსახურება | 7523.8 | 78 999. 90 |
Digitally signed by IPM Market Intelligence Caucasus LLC
Date: 2023.02.14
'17:55:57 +04'00