Contract
ხელშეკრულება
პროექტი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენთთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
ქ. ონი 2019 წელი
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთი მხრივ, ონის მუნიციპალიტეტის მერია, წარმოდგენილი ------- მუნიციპალიტეტის მერის, ------------
სახით (შემდგომში - შემსყიდველი), მისამართი: ქ. ონი, xxxxx xxxxxxxxxxxx ქ. #40; საიდენტიფიკაციო კოდი: №237978275 ტელეფონის ნომერი:
საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა სახაზინო კოდი: TRESGE22
ანგარიშის ნომერი: GE24NB0330100165022
და მეორე მხრივ, ---------, წარმოდგენილი სახით (შემდგომში - მომწოდებელი),
მისამართი:
საიდენტიფიკაციო კოდი: № ტელეფონის ნომერი:
საბანკო რეკვიზიტები:
ბანკის კოდი:
ანგარიშის ნომერი:
შემდგომში თითოეული ცალ-ცალკე წოდებული, როგორც „მხარე“, ხოლო ერთობლივად წოდებულნი, როგორც „მხარეები“,
(საფუძვლები დამოკიდებულია ტენდერის სახეზე) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 161 მუხლის პირველი პუნქტის, „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 4 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის (NAT-----) შედეგების საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში - ხელშეკრულება) შემდეგზე:
2. ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია: ქ.ონის ტერიტორიაზე არსებული სანიაღვრე არხებისა და სოფელ ლაჩთ - შეუბნის მისასვლელი გზის მოწყობის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, რომლის პირობებიც განსაზღვრულია ხელშეკრულების დანართებით (ტექნიკური დავალება და ხარჯთაღრიცხვა) რომლებიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენენ მის განუყოფელ ნაწილს.
2.2 შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე.
2.3 ელექტრონული ტენდერის აუქციონის გარეშე განცხადების ნომერი ------------
2.4 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.5 კლასიფიკატორის კოდი: 71320000 - საინჟინრო - საპროექტო მომსახურება
2.6 ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია ჩათვლით.
3. მომსახურების გაწევის პირობები და ვადები
3.1 საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან ---------- ( )
კალენდარული დღე (ექსპერტიზის მომსახურების ვადის ჩათვლით).
3.2 პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს ხელშეკრულების დანართის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3.3 საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდების ადგილი: ონი, xxxxx xxxxxxxxxxxx ქ. #40, ონის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცთი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახური.
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი
4.1 მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს. 4.2 მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს უხარისხოდ შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება შემსყიდველის მხირდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი ან/და ზედამხედველი.
5.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ შპს „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინი“;
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
5.4 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების)
შედეგად გამოვლენილი ყველა ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრა.
5.5 მომსახურების განხორციელების პროცესში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობისა და კონტროლის განმახორციელებელ პირთა მიერ გაცემული, როგორც ზეპირი, ასევე, წერილობითი რეკომენდაციების და მითითებების შესრულება.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
6.2 მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება მხოლოდ სრული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, რომელიც გაცემულ უნდა იქნას სსიპ ,,xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“-ს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ (საპროექტო დოკუმენტაციის ტექნიკურ ნაწილზე).
6.3 შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს შემსყიდველის ხელმძღვანელი.
6.4 შესყიდვის ობიექტის მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
6.5 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1 ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
7.2 ანგარიშსწორება მოხდება საბოლოოდ მიღება– ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.3 იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინების მიღებიდან 7.2 პუნქტით გათვალისწინებულ ანგარიშსწორებამდე მიმწოდებლის მიერ არ იქნა წარმოდგენილი საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, შემსყიდველი ვალდებულია მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებისას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაუქვითოს მიმწოდებელს, რის შემდეგაც მიმწოდებელს ჩაერიცხება დარჩენილი თანხა.
7.4 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა, და გადახდის ვადები)
8.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები;
8.2 მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
8.3 ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი დაჯარიმდება ხელშეკრულების ღირებულების 5% -ის ოდენობით.
8.4 საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას ამ ხელშეკრულების მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესით საჯარიმო სანქციის გამოყენებასთან დაკავშირებით შეტყობინებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში.
8.5 ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0,2 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.6 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებლის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2 მიმწოდებელი ვალდებულია შეატყობინოს შემსყიდველს ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი, ხოლო შემსყიდველმა აცნობოს მიმწოდებელს ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება და ამოქმედების თარიღი.
9.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში: ა) მიმწოდებლის მიერ მომსახურების ვადის 20 კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში. ბ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
10. ფორს-მაჟორი
10.1 ფორსმაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
10.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
10.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი
ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა. 11.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. ღირებულება
12.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
12.2 ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების (ერთეულის ფასის) შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
12.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%- ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
12.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
13. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
13.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
13.2 ტელეფონით, წერილობით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება: ა) მიმწოდებლის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი ------------ საკონტაქტო პირი: ბ/ქ-ნ ------- ----, ელექტრონული ფოსტა: xxxxxxxxx@xxxxx.xxx; ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი 591 010433 xxxxxxxxxx xxxx: xxxxxxxx xxxxxxxxxx.
13.3 ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
13.4 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით.
14.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხების თაობაზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
14.3 ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა და ამ უფლებების გამოყენების პროცესში წარმოშობილი დავების მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს.
14.4 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
14.5 ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. სხვა პირობები
15.1 ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
15.2 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და ერთი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
15.3 წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიე