ვებგვედრზე (www.proservice.ge) რეგისტრანტის უფლებამოსილი წარმომამდგენლის მიერ შევსებული განაცხადით მოთხოვნილი ინტერნეტდომენური სახელის ???????????????? რეგისტრანტისათვის წინამდებარე ხელშეკრულების, დომენის რეგისტრაციისა და სარგებლობის წესებისა და...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №
დომენური სახელ(ებ)ის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე
ქ. თბილისი ივნისი 2023 წელი
ერთის მხრივ ------ (მისამართი: ქ. ---ის სახით, (შემდგომში "რეგისტრანტი") და მეორეს მხრივ, შპს "პროსერვისი" როგორც დომენის რეგისტრატორი მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxxxx სახით (შემდგომში "რეგისტრატორი") შემდეგში ერთად წოდებული როგორც "მხარეები", ხოლო ცალ-ცალკე როგორც "მხარე", ვმოქმედებთ რა თითოეული ორგანიზაციის წესდებით მინიჭებული უფლებამოსილებისა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
ვებგვედრზე (xxx.xxxxxxxxxx.xx) რეგისტრანტის უფლებამოსილი წარმომამდგენლის მიერ შევსებული განაცხადით მოთხოვნილი ინტერნეტდომენური სახელის ???????????????? რეგისტრანტისათვის წინამდებარე ხელშეკრულების, დომენის რეგისტრაციისა და სარგებლობის წესებისა და პირობებისა" (როგორც ეს გამოქვეყნებულია საიტზე xxx.xxxxxxxxxx.xx) და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის შესაბამისად, დროებით სარგებლობაში გადაცემა.
შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, "სახელმწიფო შესყივის შესახებ" საქართველოს კანონის მე 10' მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის შესაბამისად. (დანაყოფის კოდი – 72417000 დომენური სახელები).
მუხლი 2. მომსახურების/ხელშეკრულების მოქმედების ვადა
2.1. მომსახურების გაწევის ვადა: 21/06/2023 დან - 20/06/2024 -ის ჩათვლით
2.2. წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს 21/07/2024-მდე
მუხლი 3. ღირებულება და გადახდის წესი
3.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირველ მუხლში აღნიშნული ერთი ინტერნეტდომენური სახელის სარგებლობაში გადაცემისათვის განსაზღვრული ღირებულება შეადგენს: .ge დომენისათვის 30 (ოცდაათი) ლარს, .com დომენისათვის 70 ლარს. სხვა დომენებისათვის, ვებ გვერდზე www. xxxxxxxxxx.xx გამოქვეყნებული ტარიფების შესაბამისად საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით.
მუხლი 4. მხარეთა უფლებამოვალეობები
4.1. რეგისტრანტს უფლება აქვს:
მოსთხოვოს მიმწოდებელს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
4.2. რეგისტრანტი ვალდებულია:
ა) გაეცნოს და შეასრულოს დომენის რეგისტრაციისა და სარგებლობის წესები და პირობები (www. xxxxxxxxxx.xx);
ბ) ყოველწლიურად, დროულად მოახდინოს მომსახურების ღირებულების გადახდა;
გ) მიაწოდოს რეგისტრატორს სარეგისტრაციო მონაცემების განსაახლებლად აუცილებელი ინფორმაცია (www. xxxxxxxxxx.xx);
დ) არ დაუშვას მისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული ინტერნეტდომენური სახელით დარეგისტრირებულ ინტერნეტგვერდზე დაუშვებელი პროდუქციის განთავსება;
ე) არ დაუშვას მის მიერ ვებგვედრზე (www. xxxxxxxxxx.xx) რეგისტრაციის დროს მითითებული სახელისა და პაროლის გადაცემა მესამე პირებზე;
ვ) წინამდებარე ხელშეკრულება გააფორმოს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისათვის და არ იმოქმედოს სხვა (მესამე) პირ(ებ)ის დავალებით ან სასარგებლოდ;
4.3. რეგისტრატორს უფლება აქვს: მოსთხოვოს რეგისტრანტს წინამდებარე ხელშეკრულებითა და GE დომენის რეგისტრაციისა და სარგებლობის წესები და პირობები ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
4.4. რეგისტრატორი ვალდებულია:
ა) გაუწიოს რეგისტრანტს კონსულტაცია დომენური სახელის რეგისტრაციის პროცედურის შესახებ;
ბ) მიიღოს გადაწყვეტილება დომენური სახელის რეგისტრაციასა ან რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ დომენის რეგისტრაციისა და სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვით
(www. xxxxxxxxxx.xx);
გ) უზრუნველყოს რეგისტრანტის მიერ მოწოდებული სარეგისტრაციო მონაცემებისა და ინფორმაციის დროული განახლება.
მუხლი 5. მხარეთა ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობა
5.1. რეგისტრატორი არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ რეგისტრანტის სარეგისტრაციო მონაცემების (ვებგვედრზე (www xxxxxxxxxx.xx) ნებისმიერი სახით გამოყენებაზე. რეგისტრანტისათვის ცნობილია, რომ ვებგვერდზე (xxx.xxxxxxxxxx.xx) შექმნილი პროფილიდან შევსებული განაცხადი, ან ნებისმიერი ხასიათის სხვა მოთხოვნა მხარეებისათვის წარმოადგენს სამართლებრივ დოკუმენტს, რის საფუძველზეც მხარეთა შორის წარმოიშობა მოთხოვნის შესაბამისი ვალდებულებები.
5.2. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე ან მასთან დაკავშირებით მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის გაგზავნილი ნებისმიერი ხასიათის შეტყობინება ან მოთხოვნა მიწოდებულად უნდა ჩაითვალოს შეტყობინების ან მოთხოვნის რეგისტრანტის მიერ ვებგვერდზე საკუთარ პროფილში მითითებულ საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე.
მუხლი 6. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის საფუძვლები
6.1. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია:
6.1.1. მხარეთა შეთანხმება;
6.1.2. წინამდებარე ხელშეკრულების 2.1. მუხლით დაწესებული ვადის გასვლა.
6.1.3. მოქმედი კანონმდებლობის ცვლილება, რომელიც ცვლის ან აუქმებს წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე დებულებას, არ იწვევს მთლიანად ხელშეკრულების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას. ამ შემთხვევაში მხარეები შეეცდებიან მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულება შეცვალონ ისეთი დებულებით, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს კანონმდებლობასთან შეუსაბამო ან ბათილი დებულების არსს.
მუხლი 7. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
7.1. წინამდებარე ხელშეკრულებით და მისი დანართებით გაუთვალისწინებელი ყველა საკითხი, მხარეთა შეთანხმებით მოწესრიგდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. მხარეთა შორის ყველა დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. მხარეთა მიერ ოცდაათი (30) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დამკვეთს შეუძლია ერთჯერადად მიმართოს შპს “პროსერვისი" დავების განმხილველ სამსახურს, რომელიც, არის მისი შიდა ფუნქციური ორგანო.
7.3. ნებისმიერ დავა, წარმოშობილი წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან მასთან დაკავშირებით არსებული ნებისმიერი შეთანხმებიდან, მათ შორის ნებისმიერი საკითხი ხელშეკრულებიდან ანდა შეთანხმების არსებობის, ნამდვილობისა და შეწყვეტის შესახებ განხილვისა და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით უნდა გადაეცეს სასამართლოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. ფორს მაჟორი
8.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილობრივ ან მთლიანად შეუსრულებაზე, თუ ეს გამოწვეულია გაფიცვების, ომის, წყალდიდობის, ხანძრის და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად.
მუხლი 9. ხელშეკრულების სხვა პირობები
9.1. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორ) ეგზემპლარად და ინახება მხარეებთან. თითოეულ მხარეს მიეცემა ხელშეკრულების თითო ეგზემპლიარი.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების რომელიმე მუხლის (ან მისი ნაწილის) ბათილობა არ გამოიწვევს მთლიანად ხელშეკრულების ბათილობას.
9.3. ხელშეკრულების მუხლებს წანამძღვრებული აქვს სათაურები ხელშეკრულების ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ეს სათაურები არ მიიჩნევა ამ ხელშეკრულების რომელიმე დებულების განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტებლად.
9.4. ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე დამატებით სიტყვიერ შეთანხმებას.
9.5. ხელშეკრულებას თან ერთვის GE დომენის რეგისტრაციისა და სარგებლობის წესებისა და პირობები, რომელიც ძალაშია ხელშეკრულებასთან ერთად და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
9.6. ხელშეკრულებას შეიძლება თან ერთვოდეს დოკუმენტები, რომელიც დაკავშირებულია მასთან და ასევე წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს (რეგისტრანტის მიერ ვებგვერდზე www. xxxxxxxxxx.xx შევსებული ელ. განაცხადი დომენური სახელის რეგისტრაციაზე). ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად, მხარეებმა საკუთარი უფლებამოსილი წარმომადგენლების საშუალებით ზემოთმითითებულ დღესა და წელს გააფორმეს წინამდებარე ხელშეკრულება.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
მიმწოდებელი შპს “პროსერვისი“ ქ. თბილისი, პ. ქავთარძის ჩიხი 3 ს/კ 204929168 სს „თიბისი ბანკი“ ბ/კ XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000
------------------------------ დირექტორი xxxxx xxxxxxxxxx |
შემსყიდველი: ----- კოდი - --, მიმღების ანგარიში - ----- ტელეფონი: -----
---------------------------
|
3