სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1.1.13/30/..............
ხელშეკრულება
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1.1.13/30/..............
ქ. თბილისი წ.
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
ერთის მხრივ ქალაქ თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობა (,,შემდგომში - შემსყიდველი”), წარმოდგენილი გამგებლის xxxxx xxxxxxx სახით და მეორეს მხრივ ................. (,,შემდგომში - მიმწოდებელი”), წარმოდგენილი დირექტორის ...................... სახით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
2.ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტი, შესყიდვის საშუალება, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების ძალაში შესვლა და მოქმედების ვადა
2.1 ხელშეკრულების (შესყიდვის) ობიექტია - საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე გზების კაპიტალური შეკეთების სამუშაოები, რომელიც განსაზღვრულია მიმწოდებლის სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში, თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ასევე, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს: ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ესკიზები და ტექნიკური დავალება.
2.2 შესყიდვის საშუალება – ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე.
2.3 ელექტრონული ტენდერის განცხადების ნომერი NAT....................
2.4ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ლარს, ყველა გადასახადის ჩათვლით.
2.5 კლასიფიკატორის კოდი - 45233140.
2.6 ხელშეკრულება ძალაში შედის გაფორმებისთანავე და ძალაშია ჩათვლით.
3.სამუშაოს შესრულების პირობები, ვადა და ადგილი
3.1 სამუშაოების დასრულების ვადა - ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ჩათვლით.
3.2 მიმწოდებელს სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესაბამისი შესასრულებელი სამუშაოს დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისთვის განსაზღვრული ვადები გადაეცემა წერილობით;
3.3 3.2 პუნქტის გათვალისწინებით, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე შემსყიდველი არ იღებს ვალდებულებას სამუშაოების შესრულების მოქმედების ვადაში ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების სრულად დაკვეთის შესახებ.
3.4 თუ სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებული, უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით. ასევე თუკი სამუშაოების წარმოებისათვის საჭიროა შესაბამისი სამსახურებისგან ნებართვის მიღება, მიმწოდებელი ვალდებულია თავად, საკუთარი ხარჯებით, განახორციელოს ნებართვის მისაღებად აუცილებელი ყველა ქმედება.
3.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს წერილობითი დავალების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღის ვადაში.
3.6 მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს ერთდროულად მინიმუმ 3 (სამი) ობიექტზე მუშაობა.
3.7 მიმწოდებელი ვალდებულია სამშენებლო ობიექტზე საკუთარი ძალებით და სახსრებით უზრუნველყოს ინჟინერ- გეოდეზისტი, რომელიც აწარმოებს შესაბამის ზედამხედველობას.
3.8 მიწოდების ადგილი – საბურთალოს რაიონის ტერიტორია.
3.9 მიმწოდებელმა ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას უნდა განათავსოს მინიმუმ 2 ცალი საინფორმაციო დაფა (100
სმ/80 სმ) შემსყიდველის მიერ გადაცემული ესკიზის შესაბამისად;
3.10 სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი ვალდებულია თავისი ძალებით და სახსრებით დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი მანქანა-მექანიზმებისაგან, მოწყობილობა-დანადგარებისაგან, მასალებისაგან, და ა. შ.
3.11 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისას წარმოქმნილი ნარჩენები (ინერტული) განათავსოს მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად საამისოდ გამოყოფილ ადგილზე, ხოლო ნაფრეზი შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილზე.
3.12 მიმწოდებელი ვალდებულია თავად, საკუთარი ხარჯებით, განახორციელოს საკონტროლო კერნების ამოჭრის ადგილების შევსება ცივი ან ცხელი ასფალტო-ბეტონით კონკრეტულ ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე.
3.13. ა/ბეტონის წარმოება, ა/ბეტონის საფარის მოწყობა და შესაბამისად მისი ლაბორატორიული კვლევის წარმოება უნდა განხორციელდეს გოსტ 9128-2013 სტანდარტის შესაბამისად.
3.14 სამუშაოების დაწყებამდე საგზაო მოძრაობის დროებითი ორგანიზების სქემა უნდა შეთანხმდეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში.
4.შესრულებული სამუშაოს ხარისხი და გარანტია
4.1 შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვროს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წელი.
4.2 სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის პერიოდში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
4.3 თუ 4.2 პუნქტში მითითებული წუნის (ნაკლოვანებების, დეფექტის) წარმოშობის მიზეზის დასადგენად საჭირო გახდა ექსპერტიზის ჩატარება და ექსპერტიზის შედეგად დადასტურდება, რომ აღნიშნული წუნი გამოწვეული იქნა მიმწოდებლის უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია 4.2 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების გარდა აანაზღაუროს აღნიშნული ექსპერტიზის ხარჯებიც.
4.4 სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული იქნება
2,5%. დაკავებული 2,5%-ის გადახდა მოხდება ხარვეზების აღმოფხვრის და საგარანტიო ვადის გასვლის შემდეგ.
4.5 მიმწოდებლის მხრიდან, არაუგვიანეს 2023 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, დაკავებულ 2,5%-ზე უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის ( გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.) წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ჩაერიცხება გარანტიით განსაზღვრული თანხა.
4.6 თუ მიმწოდებელი არ ასრულებს 4.2 პუნქტის მოთხოვნებს მაშინ 4.4 პუნქტით განსაზღვრული 2,5% არ ანაზღაურდება და მიმართული იქნება ბიუჯეტში, როგორც ხელშეკრულების დარღვევისთვის განკუთვნილი ჯარიმა.
4.7 თუკი ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი 2,5%-ზე მეტი ოდენობით, მიმწოდბელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს დანარჩენი ზარალის ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს ნებისმიერ ეტაპზე ახორციელებს შემსყიდველი.
5.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებენ: პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი და ამავე განყოფილების შესაბამისი სპეციალისტები.
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებით და სხვა სამუშაო პირობებით.
5.4 იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით შემსყიდველი.
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1 სამუშაოს ან მისი ნაწილის მიღება–ჩაბარება ხორციელდება ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" მიერ დადასტურებული ფორმა N2-ის საფუძველზე. ამასთან, სამუშაოების (ან მისი ნაწილის) შესრულების თარიღად ჩაითვლება „შესრულებული სამუშაოების აქტში“ მითითებული თარიღი, დადასტურებული ტექნიკური ზედამხედველის მიერ.
6.2 იმ შემთხვევაში, თუ შესრულებული სამუშაო ან მისი ნაწილი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, შემსყიდველი ან/და მისი უფლებამოსილი პირი აცნობებს მიმწოდებელს შემოწმების შედეგებს დაწუნებული სამუშაოს მოცულობისა და წუნდების მიზეზის მითითებით. შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ განუსაზღვროს მიმწოდებელს გონივრული ვადა დაწუნებული სამუშაოს გამოსწორების მიზნით. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ხელშეკრულების 9.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, შემსყიდველის მიერ განსაზღვრული გონივრული ვადის ბოლო თარიღიდან დეფექტების საბოლოო აღმოფხვრამდე. თუ სამუშაოები მიმდინარეობდა მიწოდების ვადის დარღვევით, გონივრული ვადის განსაზღვრის გარეშე, დაწუნებული სამუშაოს ხარვეზების აღმოფხვრამდე ჯარიმდება მიმწოდებელი.
6.3 იმ შემთხვევაში, როდესაც ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების მოცულობების ცვლილება არ იწვევს ხელშეკრულების ღირებულების გაზრდას, აღნიშნული სამუშაოების მოცულობები შესაძლებელია შეიცვალოს (დაზუსტდეს), აღმოჩენილი შესასრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, ხელშეკრულების 5.2 პუნქტით
განსაზღვრულ პირ(ებ)თან მიღწეული წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რაზეც გაფორმდება შესაბამისი შეთანხმების აქტი.
6.4 ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე და ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე პასუხისმგებელ პირებს წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.2 პუნქტში მითითებული პირები.
6.5 სამუშაოს მიღების და/ან საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
6.6 მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა
7.1 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2 ანგარიშსწორება მოხდება 2023წ. ბიუჯეტის სახსრებით, ეტაპობრივად, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან
10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.3 მიმწოდებელს ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა დაექვითება მიღება-ჩაბარების აქტით განსაზღვრული შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან და მიმართული იქნება ბიუჯეტის ერთიან ანგარიშზე.
7.4 წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
8. ხელშეკრულების შესრულების გარანტია
8.1 იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების %-ის ოდენობით.
8.2მიმწოდებელს მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული საბანკო გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
8.3 მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე დაუბრუნოს მას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
9. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
(საჯარიმო სანქციები, ფორმა, ოდენობა, და გადახდის ვადები)
9.1 ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
9.2 წერილობითი დავალების მიცემიდან სამუშაოების დაწყების ვადის 5 (ხუთი) კალენდარული დღით გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
9.3 ხელშეკრულების 3.4 პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება საჯარიმო სანქცია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
9.4 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევისა) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
9.5 წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.6 მიმწოდებლის მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ჩამოერთმევა სრულად შემსყიდველის სასარგებლოდ;
9.7 ხელშეკრულების 7.2 პუნქტის მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველს დაეკისრება პირგასამტეხლო ჩასარიცხი თანხის 0,02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
9.8 საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10. ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებლის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
10.2 მხარეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ერთმანეთს ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
10.3 ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
10.4 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
10.5 შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ წერილობითი დავალების ჩაბარებიდან (შემსყიდველისაგან) სამუშაოების დაწყების 10 (ათი)
კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში.
ბ) მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისაგან გადაცემულ კონკრეტულ ობიექტზე სამუშაოების დასრულების ვადის 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში.
გ) მიმწოდებლის მიერ ხარვეზების გამოსწორებაზე უარის თქმის ან არ გამოსწორების შემთხვევაში;
დ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, მათ შორის მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ნაკისრი ვალდებულების ნებისმიერი ისეთი დარღვევის დროს, რაც შეუძლებელს ხდის ნორმალური სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებას, ან იწვევს შემსყიდველის ინტერესის დაკარგვას სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებისადმი.
10.6 ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.
10.6 ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, რომელიც დადასტურებული იქნება ხელშეკრულების 6.1 პუნქტით განსაზღვრული წესით.
11. ფორს-მაჟორი
11.1 ფორსმაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორსმაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორსმაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
11.2 ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას.
11.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
11.4 იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
12. უსაფრთხოება და გარემოს დაცვა
12.1 მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელების განმავლობაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის და არსებული ნორმების შესაბამისად, უნდა მიიღოს აუცილებელი ზომები ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
12.2 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედების, მუშაოებით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვრის გავლენის მინიმუმადე დაყვანა.
12.3 მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები მშენებლობის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
12.4 მიმწოდებელი ვალდებულია მასალები შინახოს დახურული წესით, გარდა იმ მასალებისა, რომელიც ნორმების მიხედვით ინახება ღია ცის ქვეშ.
12.5 მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების დაცვით. აღნიშნულ ნორმათა დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯარიმა.
12.6 ჯარიმის გადახდა მიმწოდებელს არ ათავისუფლებს დარღვევის აღმოფხვრისაგან.
13. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
13.1 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
13.2 ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე, ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
14.უფლებების გადაცემა
14.1 ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებეულებების მთლიანი ან ნაწილობრივი უფლება-მოვალეობების გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
15.ღირებულება
15.1 მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია ხელშეკრულების საერთო ღირებულების შეცვლა.
15.2 ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების (ერთეულის ფასის) შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
15.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობის გაზრდა.
15.4 ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
16. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
16.1 ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
16.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
17. სადაო საკითხების გადაწყვეტა
17.1 ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით.
17.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხების თაობაზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს
17.3 ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებული უფლებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვა და ამ უფლებების გამოყენების პროცესში წარმოშობილი დავების მოგვარება ეკისრება მიმწოდებელს
17.4 ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
17.5ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
18. სხვა პირობები
18.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. 18.2.ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და სამი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
18.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.