Contract
ხელშეკრულება №
წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო ქ. თბილისში, შემდეგ მხარეებს შორის:
1. შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 (შემდგომში
„გამყიდველი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx მიერ და
2. ---------------- (ს.ნ.:------------, შემდგომში „მყიდველი”), წარმოდგენილი მისი -----------------, --------------
-- მიერ;
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების (შემდგომში - „ხელშეკრულება“) საფუძველზე, „გამყიდველი“ ყიდის, ხოლო „მყიდველი“ ყიდულობს დანართი N1-ით გათვალისწინებულ საქონელს (შემდგომში
„ნასყიდობის საგანი“), დანართი N1-ით განსაზღვრული ღირებულებით, რომლის ოდენობაც დაზუსტდება „ნასყიდობის საგნის“ მიწოდების დასრულებისას, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე
1.2. დანართი N1-ით განისაზღვრება „ნასყიდობის საგნის“ ერთეულის ღირებულება ლარში. ღირებულება არ ექვემდებარე ცვლილებას „ნასყიდობის საგანის“ მდგომარეობის ან/და საბაზრო ფასის ცვლილების მიუხედავად.
2. „ნასყიდობის საგნის“ მიწოდება
2.1 „გამყიდველი“ „მყიდველს“ აცნობებს „ნასყიდობის საგნის“ მდებარეობას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (შემდგომში „ლოკაცია“), ხოლო „მყიდველი“ ვალდებულია დაასრულოს „ნასყიდობის საგნის“ გატანა მითითებული ტერიტორიიდან, შესაბამისი მითითების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში. „ნასყიდობის საგანის“ შეგროვების, დატვირთვის და ტრანსპორტირების ხარჯი ეკისრება „მყიდველს“.
2.2 „ნასყიდობის საგნის“ „ლოკაციიდან“ გატანისას, „მყიდველი“ ვალდებულია „გამყიდველთან“ წინასწარ შეათანხმოს დატვირთვის/გატანის დღე და საათი ერთი სამუშაო დღით ადრე.
2.3 „მყიდველი“ აცხადებს, რომ ის გაეცნო „ნასყიდობის საგნის“ მდგომარეობას/მდებარეობას, შეისწავლა ის და თანახმაა შეიძინოს ისე, როგორც არის. „ნასყიდობის საგნის“ ნივთობრივი ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, „მყიდველი“ არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს „ნასყიდობის ფასის“ ცვლილება/შემცირება, მიუხედავად ნაკლის ხასიათისა.
2.4 „ნასყიდობის საგნის“ ზუსტი წონის/რაოდენობის განსაზღვრას/აწონვას ესწრება ორივე „მხარის“ წარმომადგენელი. „ნასყიდობის საგნის“ დაზუსტებული წონა აისახება ორმხრივად ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტში.
3. საქონლის მიღება-ჩაბარების წესი
3.1. „ნასყიდობის საგანი“ ჩაითვლება „მყიდველის“ მიერ მიღებულად შესაბამისის სასაქონლო ზედნადების ატვირთვისთანავე.
3.2. სასაქონლო ზედნადების დადასტურება „მხარეთა“ მიერ ჩაითვლება მიღება-ჩაბარების აქტთან გათანაბრებულ დოკუმენტად.
4. გადახდის ფორმა და პირობები
4.1. 1 (ერთი) ტონა „ნასყიდობის საგნის“ ფასი განისაზღვრება ------- ( ) ლარი. „ნასყიდობის
საგნის“ ნასყიდობის ჯამური ფასი დაზუსტდება „მხარეთა“ შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. წონის/რაოდენობის დაზუსტების ხარჯი ეკისრება „მყიდველს“.
4.2. ნასყიდობის ფასის გადახდა ხორციელდება შემდეგი წესით:
4.2.1. “მყიდველი“ „გამყიდველს“ ავანსის სახით გადაუხდის ------------------- (--------) ლარს წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. საიდანაც, -
-------- ლარი იქნება დეპოზიტის თანხა, რომელიც გაიქვითება საქონლის ბოლო გატანიასას და პროდუქციის ღირებულების სრულად დაფარვისას.
4.2.2. თითოეული და ყოველი გატანის წინ „მყიდველი“ „გამყიდველს“ გადაუხდის გასატანად გამზადებული „ნასყიდობის საგნის“ ღირებულებას სრულად „ნასყიდობის საგნის“
„ლოკაციიდან“ გატანამდე 1 (ერთი) სამუშაო დღით ადრე.
4.3. დეპოზიტის სახით გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება „ნასყიდობის საგნის“ ღირებულების ბოლო გადახდის დროს. იმ შემთხვევაში, თუ ავანსის თანხა ნაკლები აღმოჩნდება გასატანად გამზადებული „ნასყიდობის“ საგნის“ ღირებულებაზე, ამ შემთხვევაში „მყიდველი“ ვალდებულია, რომ სხვაობა გადაიხადოს „ნასყიდობის საგნის“ „ლოკაციიდან“ გატანამდე 1 (ერთი) სამუშაო დღით ადრე; ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დეპოზიტის თანხა მეტი აღმოჩნდება გასატანად გამზადებული
„ნასყიდობის“ საგნის“ ღირებულებაზე, მაშინ „გამყიდველი“ ვალდებულია, რომ სხვაობა დაუბრუნოს
„მყიდველის“ არაუგვიანეს მხარეთა შორის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის ორმხრივად ხელმოწერიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღისა. თანხის დაბრუნება მოხდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდა ჩარიცხვა.
4.4. „გამყიდველის“ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შესაძლებელია განხორციელდეს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა, რომელიც წარმოიშვა ამ, ან „მხარეთა“ შორის დადებული სხვადასხვა ხელშეკრულებების ფარგლებში.
5. „მხარეთა“ პასუხისმგებლობა
5.1. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში „გამყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს
„მყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული გადახდის 0.5%-ის ოდენობით. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მყიდველს“ შეუსრულებელი ვალდებულების შესრულებისგან.
5.2. იმ შემთხვევაში, თუ „მყიდველი“ ვერ დაასრულებს „ნასყიდობის საგნის“ „ლოკაციიდან“ გატანას და ეს არ იქნება გამოწვეული „გამყიდველის“ ბრალით ან აღნიშნული წინასწარ წერილობით არ იქნება შეთანხმებული „გამყიდველთან“, მაშინ „გამყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „მყიდველს“ პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით ვადაგადაცილების ყოველი დღისთვის. „გამყიდველი“ უფლებამოსილია, რომ აღნიშნული პირგასამტეხლო დაქვითოს „მყიდველის“ მიერ გადახდილი დეპოზიტიდან.
6. კონფიდენციალურობა
6.1. „მყიდველი“ ვალდებულია, როგორც „ხელშეკრულების“ მოქმედების პერიოდში, ასევე სახელშეკრულებო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ, დაიცვას „გამყიდველისგან“ მიღებული ან საქმიანი ურთიერთობის ფარგლებში ცნობილი ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
6.2. კონფიდენციალურობის დაცვის ზემოაღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება იმ ინფორმაციაზე ან ინფორმაციის გახმაურებაზე/გამჟღავნებაზე:
6.2.1. რომელიც ცნობილი იყო „მყიდველისთვის“ „გამყიდველის“ მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
6.2.2. რომელიც საჯაროა და რომლის მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან;
6.2.3. თუ ინფორმაციის გახმაურება/გამჟღავნება მოხდება „გამყიდველის“ მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და/ან შესასრულებლად; ან
6.2.4. თუ ინფორმაციის გახმაურება/გამჟღავნება მოხდება „მყიდველის“ წინასწარი ნებართვით.
7. ფორს-მაჟორი
7.1. „მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორსმაჟორული ვითარებით (შემდგომში „ფორსმაჟორული ვითარება“).
7.2. წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორსმაჟორული ვითარება“, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, ქარიშხალს, წყალდიდობას ან სხვა სტიქიურ უბედურებებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სხვა ქმედებასა და უმოქმედობას, რომელიც „მხარეთა“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის
დადგომაც წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
7.3. „მხარე“, რომელსაც „ფორსმაჟორული ვითარება“ შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, ვალდებულია, შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ თაობაზე, „ფორსმაჟორული ვითარების“ ხასიათის და მისი შედეგების სათანადო აღწერით.
7.4. „ფორსმაჟორული ვითარების“ დადგომის შემთხვევაში, „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
7.5. იმ შემთხვევაში, თუ „ფორსმაჟორული ვითარება“ გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისათვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
8. „ხელშეკრულების“ პირობების შეცვლა
8.1. ამ „ხელშეკრულებაში“ ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შეტანილი იქნეს
„მხარეების“ მიერ მხოლოდ წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, „ხელშეკრულების“ მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე;
8.2. „ხელშეკრულებაში“ ცალმხრივად შეტანილი ცვლილებები და დამატებები ბათილია შეტანის მომენტიდან.
9. დავათა განხილვა
9.1. წინამდებარე „ხელშეკრულებიდან“ გამომდინარე პრეტენზიები „მხარეებმა“ შეიძლება ერთმანეთს წაუყენონ წერილობით. პრეტენზიის მიმღები „მხარე“ ვალდებულია პრეტენზიის მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში მთლიანად ან ნაწილობრივ დააკმაყოფილოს წამოყენებული პრეტენზია, ან წერილობით აცნობოს მეორე „მხარეს“ მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
9.2. წინამდებარე „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა (მათ შორის ამ
„ხელშეკრულების“ არსებობასთან, ინტერპრეტაციასთან, შესრულებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით) წყდება მოლაპარაკების გზით. დავის მოუგვარებლობის შემთხვევაში, „მხარეები“ მიმართავენ სასამართლოს. ამასთან, „მხარეები“ თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ქვეპუნქტი).
10. ხელშეკრულების შეწყვეტა
10.1. წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს „მხარეთა“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე.
10.2. წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) დაუყოვნებლივ, „გამყიდველის“ მიერ, თუ „მყიდველი“ დაარღვევს წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(ბ) დაუყოვნებლივ, „მყიდველის“ მიერ, თუ „გამყიდველი“ არსებითად დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(გ) ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე „გამყიდველის“ მიერ
„მყიდველისთვის“ სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით; ან
(დ) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
10.3. თუ „ხელშეკრულება“ „მყიდველმა“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც „გამყიდველი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „მყიდველმა“ უნდა აუნაზღაუროს
„გამყიდველს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი.
10.4. „„მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში, „გამყიდველს“ აუნაზღაურდება მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად მიწოდებული „საქონლის“ ნასყიდობის ფასი, რაც დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება- ჩაბარების აქტით ან/და დადასტურებული სასაქონლო ზედნადებით. ამასთან „მყიდველის“ მიერ
„ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) არ ანაზღაურდება და „გამყიდველი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს
„ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა)
, ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნაზე.
10.5. „ხელშეკრულებაში“ დამატებების და/ან ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით „მხარეთა“ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
11. დასკვნითი დებულებები
11.1. წინამდებარე ხელშეკრულება გაფორმებულია ორ ეგზემპლარად ქართულ ანაზე. ერთი ინახება შემსყიდველთან, მეორე - გამყიდველთან. ორივე ეგზემპლარს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს.
11.2. ყველა იმ შემთხვევაში, რომელიც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით.
„გამყიდველი“ | „მყიდველი“ |
შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ | ------------ |
საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 | ს.კ.: ----------------- |
სს ,,თიბისი ბანკი’’ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 | სს -------------------- კოდი:----------------- ა/ა --------------------------- |
xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი | ----------------------- ----------- |
ხელშეკრულება N დანართი N1
გამყიდველი | მყიდველი |
შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ | ----------------- |
xxxxxx xxxxxxxxx xxxxxxxxxx დირექტორი | ------------------------- ------------- |