მოთხოვნამდე ანაბრის ხელშეკრულება N
მოთხოვნამდე ანაბრის ხელშეკრულება N
სს "ბანკი ქართუ" (შემდგომში - "ბანკი"), წარმოდგენილი , ერთი მხრივ, და მეორე მხრივ (შემდგომში
- „მეანაბრე“/“კლიენტი“), ორივე მხარე ერთად კი, „მხარეებად“ წოდებულნი, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ტერმინთა განმარტებები
აღნიშნული ხელშეკრულების მიზნებისათვის, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ მოითხოვს, ტერმინებს აქვთ ის მნიშვნელობა, რომელიც მათ მინიჭებული აქვთ ამ მუხლში:
1,1. ანაბარი/დეპოზიტი - ბანკში მეანაბრის მიერ შეტანილი ფულადი სახსრები, რომელსაც ბანკი, წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, არიცხავს საპროცენტო სარგებელს;
1,2. მეანაბრე/კლიენტი - პირი, რომელიც ხსნის ანაბარს და განათავსებს სახსრებს ანაბარზე გარკვეული ვადის განმავლობაში;
1,3. მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა მეანაბრისა და ბანკისა;
1,4. საპროცენტო განაკვეთი/სარგებელი - ანაბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ცვლადი, ფიქსირებული, შერეული ან ინდექსირებული წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრული პერიოდის მანძილზე;
1,5. დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - დეპოზიტის ისეთი საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და მიღებული/მისაღები სარგებელი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევისა და სარგებლის მიღების პერიოდის გათვალისწინებით;
1,6. ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მოთხოვნილია ბანკის მიერ და წარმოადგენს მომხმარებლის მიერ სადეპოზიტო პროდუქტის მიღების, შენარჩუნებისა და სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობის დასრულებისათვის გასაწევ აუცილებელ ხარჯს.
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 მეანაბრე წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საანაბრო ანგარიშზე განათავსებს ფულად თანხას, რომელზედაც ბანკი მოიპოვებს საკუთრების უფლებას;
1.2 xxxxx xxxxxxxxx მიერ საანაბრო ანგარიშზე განთავსებულ თანხას დაარიცხავს საპროცენტო სარგებელს, რომლის რეალიზაცია/გატანა შესაძლებელია წინამდებარე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის შესაბამისად;
2. ხელშეკრულების ძირითადი პირობები
2.1 ანაბრის ტიპი - მოთხოვნამდე ანაბარი;
2.2 ანაბარის თანხა (ევრო)
2.3 ანაბარის ვადა/დახურვის თარიღი : უვადო
2.4 წლიური საპროცენტო სარგებელის ტიპი ცვლადი, საპროცენტო სარგებლის წლიური ოდენობა
2.5 საპროცენტო სარგებლის დარიცხვა - ყოველი თვის ბოლო კალენდარულ დღეს, თვის ბოლო კალენდარულ დღემდე ანაბრის დახურვისას/წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას - ანაბრის დახურვის/ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს;
2.6 საპროცენტო სარგებლის რეალიზაცია/გატანა - ყოველი თვის ბოლო კალენდარულ დღეს, თვის ბოლო კალენდარულ დღემდე ანაბრის დახურვისას/წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას
- ანაბრის დახურვის/ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს ;
2.7 საანაბრო ანგარიშის ნომერი
2.8 მეანაბრის მიმდინარე ანგარიშის ნომერი
2.9 ანაბარზე თანხის დამატების შესაძლებლობა - დასაშვებია.
2.10 წინამდებარე ხელშეკრულებით მეანაბრე ავალებს ბანკს მისი მიმდინარე ანგარიშიდან ,
მოთხოვნამდე საანაბრო ანგარიშზე მოახდინოს 2.2. პუნქტში მითითებული თანხის გადატანა.
2.11 ფინანსური ხარჯი:
• ანაბრის თანხის გატანის საკომისიო: ჩარიცხული თანხის ფარგლებში:
ეროვნული ვალუტა - 0.2%, მინ. 0.50 ლარი (მრავალჯერადი)
უცხოური ვალუტა - 0.5%. ,მინ. 0.50 აშშ დოლარი (მრავალჯერადი)
• განაღდება ანგარიშიდან - 0 (მრავალჯერადი)
• ანაბრის გახსნის საკომისიო-0 (ერთჯერადი)
• ანაბრის მომსახურების საკომისიო - 0 (მრავალჯერადი)
• ბანკომატით თანხის გამოტანის საკომისიო - 0 (მრავალჯერადი)
3. ანაბრის გახსნის წესი
3.1 ბანკის მიერ ანაბრით მომსახურებისთვის სავალდებულოა მეანაბრეს სახელზე ბანკში გაიხსნას მეანაბრის მიმდინარე ანგარიში;
3.2 მეანაბრე ვალდებულია ანაბრის ვადის ბოლომდე არ დახუროს მიმდინარე ანგარიში ბანკში, ასეთი მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია უარი უთხრას მეანაბრეს მის დაკმაყოფილებაზე ან გამოიყენოს წინამდებარე ხელშეკრულების 3.3. პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილება;
3.3. იმ შემთხვევაში, თუ ანაბრის ვადის გასვლამდე მეანაბარის მიმდინარე ანგარიში ნებისმიერი მიზეზით დაიხურება, ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, მე-6 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
4. ანაბრის შეტანა. საპროცენტო სარგებელი
4.1 ბანკი წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე მოიპოვებს საკუთრების უფლებას ხელშეკრულების 2.7 პუნქტში მითითებულ ანგარიშზე რიცხულ ფულად სახსრებზე და ვალდებულია ანაბრის დახურვისას (წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას) დააბრუნოს საანაბრო ანგარიშზე განთავსებული თანხა, ანაბრის დახურვის დროს არსებული ოდენობით;
4.2 ბანკი ანაბრის თანხას არიცხავს ხელშეკრულების 2.4 პუნქტში მითითებულ საპროცენტო სარგებელს, ანაბრის თანხის პერიოდული ზრდის შემთხვევაში ბანკი საპროცენტო სარგებელს დაარიცხავს თანხის შესაბამის გაზრდილ ოდენობას;
4.3 საპროცენტო სარგებლის დარიცხვა წარმოებს ხელშეკრულების ყოველი თვის ბოლო კალენდარულ დღეს ანაბრის ვალუტაში, ხოლო თვის ბოლო კალენდარულ დღემდე ანაბრის დახურვისას/წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას - ანაბრის დახურვის/ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საანაბრო ანგარიშზე ირიცხება არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარი/აშშ დოლარი/ევრო;
4.4 დარიცხულ საპროცენტო სარგებელს ბანკი ჩარიცხავს მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე ;
4.5 საპროცენტო სარგებლის რეალიზაცია/გატანა შესაძლებელია ანაბრის გახსნიდან ყოველი თვის ბოლო კალენდარულ დღეს, ხოლო თვის ბოლო კალენდარულ დღემდე ანაბრის დახურვისას/წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისას - ანაბრის დახურვის/ხელშეკრულების შეწყვეტის დღეს;
4.6 მეანაბრე უფლებამოსილია საანაბრო ანგარიშზე შეიტანოს ნებისმიერი ოდენობის თანხა წინამდებარე ხელშეკრულების 4.7. პუნქტის შესაბამისად.
4.7 საანაბრო ანგარიშზე თანხის პერიოდული შეტანა ხდება მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე მენაბრის
მიერ თანხის შეტანის გზით, რასაც ბანკი შემდგომ გადაიტანს საანაბრო ანგარიშზე მეანაბრის დავალების შესაბამისად.
4.8 ბანკი უფლებამოსილია საფინანსო ბაზარზე ანაბრის საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელოვან ცვლილებებთან დაკავშირებით ცალმხრივად შეცვალოს ნებისმიერი საპროცენტო განაკვეთი. ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს ნებისმიერი სახის საკომისიოს ოდენობა. ამასთან, xxxxx და მეანაბრე თანხმდებიან, რომ ნებისმიერი სახის საკომისიოს/საპროცენტო განაკვეთის ცვლილება, მეანაბრეს ეცნობება წინამდებარე ხელშეკრულების 9.3 პუნქტის შესაბამისად;
4.9 მეანაბრე უფლებამოსილია, საკომისიო გადასახადის გარეშე მიიღოს ინფორმაცია საანაბრო ანგარიშზე ოპერაციების წარმოების შესახებ.
5. ანაბრის განკარგვა. ანაბარზე არსებული სახსრების დაგირავება
5.1 ანაბრის განკარგვაზე უფლებამოსილი xxxxx xxxxxxxx, ასევე მეანაბრის მიერ განსაზღვრული პირი შესაბამისი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
5.2 მეანაბრე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ანაბრის თანხის ან მისი ნაწილის გატანა, რომელსაც ბანკი აკმაყოფილებს არაუგვიანეს წერილობითი მოთხოვნის დაყენებიდან სამი სამუშაო დღისა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ადგილი აქვს წინამდებარე ხელშეკრულების 5.5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას ან/და მე-8 მუხლით დადგენილ ფორს-მაჟორულ გარემოებებს, ამ უკანასკნელ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია 8.3 პუნქტის შესაბამისად, გონივრული ვადით, ფორს-მაჟორული გარემოებების ხანგრძლივობის გათვალისწინებით, გადაავადოს ანაბრის თანხის ან მისი ნაწილის გაცემა;
5.3 ანაბრის ვადის გასვლამდე, მეანაბრეს უფლება აქვს ბანკის სასარგებლოდ დააგირაოს საანაბრო ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები, იმ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად, რომელიც წარმოშობილია ან შესაძლოა წარმოიშვას მეანაბრეს/მესამე პირსა და ბანკს შორის.
5.4 საანაბრო ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრების მესამე პირის სასარგებლოდ დაგირავების შემთხვევაში სავალდებულოა ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობა.
5.5 მეანაბრე არ არის უფლებამოსილი, გაიტანოს ანაბარი და მასზე დარიცხული პროცენტი იმ შემთხვევაში, თუ ანაბრის თანხა გამოყენებულია, როგორც ბანკის ან/და მესამე პირის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მიუხედავად წინამდებარე ხელშეკრულების 5.2 პუნქტით მეანაბრისთვის მინიჭებული უფლებამოსილებისა. აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს უზრუნველყოფილი მოთხოვნის არსებობის ვადით.
6. ხელშეკრულების შეწყვეტა. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1 მეანაბრე უფლებამოსილია შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, დახუროს ანაბარი და გაიტანოს საანაბრო ანგარიშზე განთავსებული თანხა საპროცენტო სარგებელთან ერთად, ბანკისთვის არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.
6.2 ანაბრის დახურვის/წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ანაბარს საპროცენტო სარგებელი არ დაერიცხება ;
6.3. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტისთანავე, ბანკი ვალდებულია, საანაბრო ანგარიშიდან ანაბრის თანხა და დარიცხული სარგებელი ანაბრის ვალუტაში გადაიტანოს მეანაბრეს მიმდინარე ან საბარათე ანგარიშზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.4. იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრეს ბანკის მიმართ წარმოეშობა ნებისმიერი სახის შეუსრულებელი ვალდებულება, ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, საანაბრო ანგარიშზე არსებული თანხა გადაიტანოს მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე და ვალდებულების დაფარვა განახორციელოს მეანაბრის მიმდინარე ანგარიშიდან თანხის უაქცეპტო წესით ჩამოწერის გზით, ვალდებულების პროპორციულად.
6.5. იმ შემთხვევაში თუ, ანაბარი გამოყენებულია ბანკის მიმართ მეანაბრის ან სხვა მესამე პირის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ბანკი უფლებამოსილია, მის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა განახორციელოს პირდაპირ საანაბრო ანგარიშიდან, თანხის
მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე გადატანის გარეშე;
7. კონფიდენციალურობის დაცვა
7.1. შეაგროვოს/დაამუშაოს ინფორმაცია კლიენტის შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში, მათ შორის სს „კრედიტინფო საქართველოს“ (შემდგომში „ბიურო“) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე კლიენტის ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს ბიუროს რაც იწვევს კლიენტის აღრიცხვას ბიუროს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნებისთვის. ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, რომელთაც კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ უფლება მიიღონ ბიუროს მონაცემთა ბაზაში არსებული მონაცემები, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით. ბანკს უფლება აქვს კლიენტის გადამხდელუნარიანობის შემოწმების, მისთვის მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს კლიენტის შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, კლიენტის საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: კლიენტის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ გაცემული თავდებობ(ებ)ის შესახებ, ასევე მონაცემთა სუბიექტის ვალდებულებებზე მიღებული თავდებობ(ებ)ის შესახებ, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე კლიენტის აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს, ასევე კანონდმებლობით გათვალისწინებულ სხვა მონაცემებს
7.2. კლიენტი ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე შეუზღუდავად (ნებისმიერი მოცულობითა და რაოდენობით):
7.2.1. მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ ნებისმიერ პირთან თუ ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია (მონაცემები, ჩანაწერები ან/და საბუთები);
წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირ(ებ)ი აცხადებს/აცხადებენ თანხმობას, რომ სს
„ბანკი ქართუმ“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისთვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად, საჭირო მოცულობით, სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს, ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.
7.2.2. მეანაბრე აცხადებს თანხმობას მის შესახებ ბანკში არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან და სასესხო ანგარიშთან/განხორციელებულ (განსახორციელებელ) ოპერაციებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ბანკმა გადასცეს სხვა კომერციულ ბანკს, ასევე ბანკის მიერ შერჩეულ მხოლოდ იმ მესამე პირს, რომელთანაც ბანკს გაფორმებული ექნება ხელშეკრულება კონფიდენციალობის დაცვის შესახებ და, თუ აღნიშნული მესამე პირი უზრუნველყოფს მეანაბრის პერსონალური მონაცემების სათანადო დაცვას, ასევე კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამის უფლებამოსილ პირს, მათ შორის ბანკის ფინანსური მდგომარეობის შემოწმების მიზნებისთვის აუდიტორს, საგადასახადო კონსულტანტს, მრჩეველს, შემფასებელს და მათ დამხმარე პირებს, ბანკსა და მეანაბრეს შორის სასამართლო დავის (სამოქალაქო ან ადმინისტრაციული), სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას, ადმინისტრაციული სამართალწარმოების, საარბიტრაჟო წარმოების ან მედიაციის არსებობის შემთხვევაში - სასამართლოს, შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს, არბიტრაჟს, მედიატორებს, შეუზღუდავად, მიუხედავად იმისა დახურულია თუ არა სხდომა/წარმოება (ხოლო თუ სამართლებრივი დავის მხარე არ არის მეანაბრე, თუ სხდომა/წარმოება დახურულია ან სასამართლოს/სხვა ორგანოს/პირის კანონიერი დავალებით, ასევე იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა მოითხოვა სხდომის/წარმოების დახურვა/გასაიდუმლოება, მაგრამ უარი ეთქვა), ადვოკატ(ებ)ს, კონსულტანტ(ებ)ს და მათ დამხმარე პირებს, ასევე xxxxxx მიერ კლიენტის მიმართ თავისი უფლება-მოვალებების მესამე პირებისთვის კანონისმიერი ან სახელშეკრულებო წესით დათმობის/გადაცემის მომზადების/დადების/შესრულების მიზნით.
7.3. მხარეები ვალდებულნი არიან, არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მის დასრულების შემდეგაც, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს ამ ხელშეკრულებიდან ან/და მის საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტურ ან სხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის: ბანკისა და მეანაბრის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას, რომლითაც სარგებლობა შეზღუდული ან აკრძალულია მხარეთა შეთანხმებით/ან და კანონით. ეს შეზღუდვა არ ვრცელდება:
7.3.1. იმ ინფორმაციაზე, რომელიც არის ან გახდება გარეშე პირებისათვის ხელმისაწვდომი მხარეთაგან დამოუკიდებლად;
7.3.2. იმ ინფორმაციაზე, რომლის მოპოვებაც მოხდება სხვა წყაროებიდან;
7.3.3. იმ ინფორმაციაზე, რომლის გამჟღავნებაც მოხდება რომელიმე მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
7.3.4. იმ ინფორმაციაზე, რომელიც ბანკმა გასცა ან/და მიიღო წინამდებარე ხელშეკრულების შესაბამისად, მათ შორის ბანკის მიერ მესამე პირისთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, როცა ანაბრის თანხა გამოყენებულია ამ მესამე პირის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად .
7.4. კლიენტი, თანახმაა მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და ელ.xxxxxx მეშვეობით მიიღოს ნებისმიერი მათ შორის სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია. კლიენტი ვალდებულია იმ შემთხვევაში, თუ შემდგომში აღარ ექნება სურვილი ინფორმაციის მიღების, წერილობით აცნობოს ბანკს და მოითხოვოს აღნიშნულის შეწყვეტა;
8. პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები [ფორს-მაჟორი]
8.1 მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ვალდებულებების სრული და ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის [ფორს-მაჟორი] მოქმედების პერიოდში, თუ მისი
მიზეზით შეუძლებელია წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება/ან ჯეროვანი შესრულება.
8.2 „დაუძლეველი ძალის“ ქვეშ იგულისხმება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ;
კერძოდ: სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათი მხრიდან შეუძლებელია.
8.3 თუ ნებისმიერმა ზემოთნახსენებმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროის შესაბამისად, თანაბარზომიერად გაიზრდება.
8.4 მხარემ, რომლისთვისაც ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი შეიქნა ვალდებულებების შესრულება, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა ამ გარემოებების დადგომიდან და/ ან დასრულებიდან, წერილობით აცნობოს მეორე მხარეს.
8.5 შეუტყობინებლობის და/ან დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში იგი კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
8.6 შეტყობინებაში მითითებული ფაქტები დადასტურებულ უნდა იქნეს კომპეტენტური ორგანოს მიერ. დადასტურება არ არის საჭირო, თუ აღნიშნული ფაქტები საყოველთაოდაა ცნობილი.
8.7 თუ დაუძლეველი ძალის მოქმედება გაგრძელდება ერთ თვეზე მეტხანს, მხარეები უფლებამოსილნი არიან შეცვალონ ხელშეკრულების პირობები. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს საერთო სასამართლო საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9. დასკვნითი დებულებები
9.1 წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებისაგან.
9.2 მეანაბრე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს საკონტაქტო მონაცემებისა (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა) და ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის შესახებ; 9.3.წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილება ხდება შემდეგი წესის დაცვით:
9.3.1. xxxxxx მიერ კლიენტის სასარგებლოდ, ხელშეკრულების ცვლილება ცალმხრივად, კლიენტის თანხმობის ან/და მისთვის წინასწარ შეტყობინების გარეშე. კლიენტის სასარგებლოდ პირობების ცვლილებაში იგულისხმება ანაბრის საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, ხელშეკრულების საფუძველზე გადასახდელი საკომისიოს, მომსახურების საფასურის, პირგასამტეხლოს თანხის და სხვა ნებისმიერი გადასახდელის შემცირება/გაუქმება, კლიენტის მიერ შესასრულებელი სახელშეკრულებო ვალდებულების/პირობის/დამატებითი პირობის (მთლიანად ან ნაწილობრივ) გაუქმება ან მისი შესრულებისთვის დადგენილი ვადის გაზრდა/დამატებითი ვადის მიცემა, კლიენტის განცხადების/მიმართვის/თანხმობის საფუძველზე ხელშეკრულების სხვა პირობ(ებ)ის შეცვლა, ან ნებისმიერი ისეთი ცვლილების განხორციელება, რომელიც აუმჯობესებს კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტით სარგებლობის პირობებს. წინამდებარე პუნქტში მითითებული სახელშეკრულებო პირობების ნებისმიერ ცვლილებას კლიენტი შეიძლება დაეყრდნოს, მხოლოდ ბანკის მხრიდან, შესაბამისი სახელშეკრულებო პირობების ცვლილების, ოფიციალურად, წერილობით, დადასტურების შემთხვევაში. კლიენტს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ინფორმაცია, მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებაზე. ბანკი უფლებამოსილია, ინტერნეტ ბანკის საშუალებით, შეტყობინების გაგზავნის გზით აცნობოს კლიენტს განხორციელებული ცვლილების თაობაზე. ასევე, შესაძლებელია კლიენტის ინფორმირება როგორც წერილობითი, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებით (მაგ.: მოკლე ტექსტური შეტყობინება, ელ. ფოსტაზე შეტყობინება და
ა.შ.). ბანკს, კლიენტის ან სხვა ნებისმიერი პირის მხრიდან, არ შეიძლება დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა კლიენტის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილებისთვის, მასთან დაკავშირებული გადასახდელის/სახელმწიფო გადასახადის და სხვა შედეგების გამო.
9.3.2. xxxxxx მიერ ხელშეკრულების პირობ(ებ)ის ცვლილება განხორციელდება, გარდა 9.3.1 პუნქტში მითითებული კლიენტის სასარგებლოდ ხელშეკრულების ცვლილებისა, ხელშეკრულების ცვლილებამდე არანკლებ ერთი თვით ადრე კლიენტის შეტყობინების გზით და შემდგომ ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობის ბანკის მიერ ცალმხრივად შეცვლით. ცვლილებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე, კლიენტის ინფორმირება მოხდება წერილობით ან/და ელექტრონული ფოსტით ან/და ინტერნეტ-ბანკით ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის გზით.
9.3.3 მხარეები თანხმდებიან, რომ თუ წინამდებარე ხელშეკრულებაში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა განპირობებულია კანონის ან/და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების საფუძველზე, ეს ცვლილებები მხარეებისათვის შესასრულებლად სავალდებულო გახდება, კანონმდებლობის შესაბამისად, ნორმატიული აქტების ძალაში შესვლის დღიდან, მიუხედავად იმისა გააფორმებენ თუ არა მხარეები შესაბამისი ცვლილებების დოკუმენტს. ასეთი გარემოებების დადგომის დროს, თუ ხდება კლიენტის სასარგებლოდ პირობების ცვლილება, ბანკს არ ეკისრება ვალდებულება მოახდინოს მეორე მხარისათვის ცვლილებების შესახებ შეტყობინების გაგზავნა. წინამდებარე ხელშეკრულების 9.3.1-9.3.3 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა ხელშეკრულების ცვლილების სხვა შემთხვევაში, ასევე ბანკის მოთხოვნის/ბანკის თანხმობით, კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში 9.3.1-9.3.3 პუნქტით გათვალისწინებულ ცვლილებებზე, წინამდებარე ხელშეკრულების ცვლილება ფორმდება მხარეთა ორმხრივი წერილობითი შეთანხმების გზით.
9.4 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე არ დაეთანხმება ბანკის მიერ შეცვლილ პირობებს, მეანაბრე უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების 9.3.2 პუნქტით გათავალისწნებული წესით შეტყობინების მიღებიდან 1 თვის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული წესით.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე არ ისარგებლებს ამ ხელშეკრულების 9.4 პუნქტში აღწერილი უფლებით, xxxxxx მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება მეანაბრის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება კი შეცვლილად, შეთავაზებული პირობების შესაბამისად.
9.6 „კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი და ელეტრონული პრეტენზიების წარდგენა ხდება ბანკის მიერ დადგენილი ფორმით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - xxx.xxxxxxxxx.xx), ასევე, შესაძლებელია ელექტრონული პრეტენზიების მიღება ბანკის ელექტრონულ მისამართზე (xxxx@xxxxxxxxx.xx) გამოგზავნის გზით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით მიღება ხდება სატელეფონო მომსახურების ჯგუფის მიერ, ტელეფონის ნომრებზე: (000) 000 00 00; *8080. პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრის საოპერაციო განყოფილებაში ასევე ბანკის ვებ-გვერდის საშუალებით (იხ. ბანკის ვებ-გვერდი - xxx.xxxxxxxxx.xx); დაფიქსირებულ პრეტენზიას/ებს განიხილავს სს „ბანკი ქართუს" მომხმარებელთა უფლებების დამცველი და პრეტენზიის/ების სრულყოფილად შესწავლის დასრულების შემდეგ, არაუგვიანეს მომხმარებლის მიერ პრეტენზიის დაფიქსირებიდან და, საჭიროების შემთხვევაში, მომხმარებლის იდენტიფიკაციიდან, 1 თვის ვადისა, პრეტენზიის განმცხადებელს, (გარდა ზეპირი ფორმის შემთხვევებისა) ეცნობება დაუყოვნებლივ წერილობით ან ელექტრონულად (მომხმარებელთან შეთანხმებით და/ან პრეტენზიის დაფიქსირების მეთოდის იდენტურად). ამასთან, პრეტენზიის განხილვის პროცესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სატელეფონო სერვისცენტრში ნომრებზე: (000) 000 00 00 ; *8080.“
9.7 მეანაბრე ვალდებულია გადაიხადოს წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაძლო გადასახადი, გადასახდელი და მოსაკრებელი, ხოლო ბანკი აღნიშნულთან დაკავშირებით განახორციელებს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ შესაბამის ვალდებულებებს. აღნიშნული წესი მოქმედებს მაშინაც, როდესაც წინამდებარე ხელშეკრულების დადების შემდგომ წესდება რაიმე გადასახადი, გადასახდელი და
მოსაკრებელი.
9.8 იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც წინამდებარე ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
9.9 წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ შესაძლო დავებს მხარეები მოაწესრიგებენ ურთიერთმოლაპარაკებების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს საერთო სასამართლოს. ამასთან, xxxxx უფლებამოსილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად;
9.10 მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. ოპერატიულობის მიზნით, დასაშვებია მეორე მხარისათვის შეტყობინების მიწოდება დეპეშით, ტექსტის, ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, ან ბანკის მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა ოპერატიული საშუალებით გზავნილის გზით, იმ პირობით, რომ მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამგვარი მოთხოვნიდან გონივრულ ვადაში მას წარედგინება შეტყობინების წერილობითი ფორმაც; წერილობით ფორმას უთანაბრდება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, რა დროსაც ინტერნეტ ბანკით განხორციელებულ ხელმოწერას აქვს მატერიალური დოკუმენტისა და პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
9.11 წინამდებარე ხელშეკრულებით შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება:
9.11.1 ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის მიერ (მათ შორის ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.);
9.11.2 თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება:
• კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების ან დეპეშის
გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნიდან 3 (სამი) კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი); (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო სამუშაო დღეს;
• ინტერნეტ ბანკის მეშვეობით, xxxxxx მიერ შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში,
შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის თარიღიდან 3 (სამი) დღის ვადაში, მიუხედავად შეტყობინების ფაქტობრივად გაცნობის თარიღისა. კლიენტი ვალდებულია რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც, გაეცნოს ინტერნეტ ბანკის მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებს.
• ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა
ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მე-2 (მეორე) სამუშაო დღეს; (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან.
9.12 თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, იგი მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე შეტყობინების ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე, ან თავს აარიდებს მის მიღებას;
9.13 თუ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნება ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტების ნადვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი.
9.14 წინამდებარე ხელშეკრულების სათაურებისა და ფრაზების ნუმერაციას აქვს მხოლოდ პირობითი ხასიათი. ნუმერაციის მიზანია დოკუმენტის სისტემურად გამართვა და ადვილად წაკითხვადობა, და აღნიშნული ვერ მოახდენს გავლენას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და მთლიანი ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე;
9.15 ხელშეკრულების შინაარსი მთლიანად შეესატყვისება მხარეთა ნების ნამდვილობას.
9.16 წინამდებარე ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
9.17 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე 2 (ორი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება ბანკს, ხოლო ერთი გადაეცემა მეანაბრეს.
10. მხარეთა რეკვიზიტები:
სს „ბანკი ქართუ“ | მეანაბრე: |