იჯარის ხელშეკრულება N-----
იჯარის ხელშეკრულება N-----
თბილისი 2024 წელი
ერთის მხრივ ს.ს ”საქართველოს რკინიგზა” (ს/კ: 202886010, მის: ქ. თბილისი, xxxxx xxxxx გამზირი N15), შემდგომში ”მეიჯარე”, წარმოდგენილი სატვირთო გადაზიდვების დირექტორის xxxxxxx xxxxxxxxxxx სახით მეორე მხრივ ----------------------- (ს/კ N----------------------, მის: -----------) შემდგომში ,,მოიჯარე”, წარმოდგენილი
სახით
ს.ს ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს ------------ # დადგენილების, სს «საქართველოს
რკინიგზის» სამეთვალყურეო საბჭოს ----------------------- N-------- სხდომის ოქმის (საკითხი ), 2024
წლის --- ივნისის N------------- ელექტრონული აუქციონისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 “მეიჯარე” გადასცემს, ხოლო “მოიჯარე” იჯარის ფორმით დროებით სასყიდლიან სარგებლობაში იღებს სს
,,საქართველოს რკინიგზის” საკუთრებაში არსებულ 60 (სამოცი) ერთეულ 40 ფუტიან რეფრიჟერატორულ კონტეინერს და 5 (ხუთ) ერთეულ სამომსახურეო ვაგონს(კონტეინერებისა და სამომსახურეო ვაგონების ნომრული სია თან ერთვის იჯარის ხელშეკრულებას და წამოადგენს მის განუყოფელ ნაწილს).
2. მოქმედების ვადა
2.1. იჯარის ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ შესრულებამდე.
2.2. თითოეული კონტეინერისათვის/ სამომსახურეო ვაგონისათვის იჯარაში ყოფნის ვადა განისაზღვრება დამოუკიდებლად, და შეადგენს კონტეინერის/ სამომსახურეო ვაგონის „მოიჯარე“-სათვის ფაქტობრივად გადაცემის დღიდან (შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის შედგენიდან) 365 კალენდარულ დღეს.
3. საიჯარო ქონების მიღება-ჩაბარების წესი
3.1. ქონების „მოიჯარე“-სათვის გადაცემის და დაბრუნების ადგილია: სადგურ თბილისი სატვირთოს ტერიტორია (მის: ქ.თბილისი, ვანის ქ. #1)/ სადგური ფოთის ტერიტორია (ქ. xxxx, xxxxxxxx ქ.).
3.2. ქონების გადაცემისას/დაბრუნებისას მხარეთა შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. „მეიჯარე“-ს მხრიდან აღნიშნული აქტ(ებ)ის ხელმოწერაზე უფლებამოსილ პირთა წრე განისაზღვრება სს „საქართელოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვების დირექტორის ბრძანებით.
3.3. ”მოიჯარე” ვალდებულია უზრუნველყოს „მეიჯარე“-სათვის იჯარით გადაცემული ქონების დაბრუნება საიჯარო ვადის გასვლიდან/ხელშეკრულების შეწყვეტიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა (ქონება
„მეიჯარეს“ უბრუნდება ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში). იგი ვალდებულია «მეიჯარე»-ს გადაუხადოს საიჯარო ქირა ქონების ფაქტობრივად დაბრუნებამდე, იმავდროულად აღნიშნული ვადის (წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კონტეინერების/ სამომსახურეო ვაგონების დაბრუნების 30 დღიანი ვადა) ამოწურვის დღის მომდევნო დღის 00:00 სთ-დან «მოიჯარე»-ს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე, თითოეულ კონტეინერზე/ სამომსახურეო ვაგონზე 25 (ოცდახუთი) აშშ დოლარის ოდენობით (ექვივალენტი ლარში), საიჯარო ქონების (კონტეინერებისა და სამომსახურეო ვაგონების) დაბრუნების მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღისათვის არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში - კონტეინერების/ სამომსახურეო ვაგონების ჩანაცვლების/ღირებულების ანაზღაურების (ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად) დღეს არსებული კურსის შესაბამისად.
4. დაზღვევა
.„მოიჯარე“ „მეიჯარეს“კონტეინერების/ სამომსახურეო ვაგონების გადაცემამდე წარუდგენს სადაზღვევო პოლისს.
4.1. „მოიჯარე“ ვალდებულია უზრუნველყოს იჯარით აღებული რეფრიჟერატორული კონტეინერებისა და სამომსახურეო ვაგონების დაზღვევა იმგვარად, რომ საიჯარო ვადის ამოწურვის შემდეგ, უზრუნველყოფილი იქნეს ყველა რეფრიჟერატორული კონტეინერის/ სამომსახურეო ვაგონის „მეიჯარე“-სათვის სრულად დაბრუნება, ყოველგვარი უფლებრივი და ნივთობრივი ნაკლის გარეშე.
სადაზღვეო პოლისში მითითებული უნდა იყოს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საიჯარო ვადის ამოწურვიდან (რეფრიჟერატორული კონტეინერ(ებ)ის, სამომსახურეო ვაგონ(ებ)ის „მოიჯარე“-ს ფაქტობრივ მფლობელობაში გადაცემიდან 365 კალენდარული დღე), ან ხელშეკრულების შეწყვეტიდან, მომდევნო 2 (ორი) თვის
განმავლობაში, «მოიჯარე» არ დააბრუნებს კონტეინერ(ებ)ს/სამომსახურეო ვაგონ(ებ)ს, იგი ავტომატურად ჩაითვლება დაკარგულად, ასევე იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების 3.3. პუნტით გათვალისწინებული ვადის დადგომისას „მოიჯარე“ ვერ შეძლებს კონტეინერის ან სამომსახურეო ვაგონის დაბრუნებას, ამ უკანასკნელის ტექნიკური გაუმართაობიდან/დაზიანებიდან გამომდინარე, სადაზღვევო კომპანია და «მოიჯარე» სოლიდარულად იქნებიან ვალდებული ბენეფიციარის - სს „საქართველოს რკინიგზა“-ს წინაშე და სრულად აუნაზღაურებენ კონტეინერ(ებ)ის, სამომსახურეო ვაგონ(ებ)ის ღირებულებას, ან დაკარგულად ცნობიდან/დაბრუნების ვადის დადგომიდან, არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში გადასცემენ იგივე ღირებულებისა და (იმავე წელს ან შემდგომ წლებში დამზადებული) იდენტური/ტოლფასი ან უკეთესი ტექნიკური მახასიათებლის მქონე რეფრიჟერატორულ კონტეინერს/ სამომსახურეო ვაგონს, (მახასიათებლების შესაბამისობას დაადგენს კერძო აუდიტორი). კონტეინერების, სამომსახურეო ვაგონების გაცვლის თაობაზე, მხარეთა შორის ფორმდება დამატებითი შეთანხმება.
4.2. კონტეინერის/ სამომსახურეო ვაგონის დაბრუნებამდე/თანხის გადახდამდე „მოიჯარეს“ ერიცხება როგორც საიჯარო ქირა, ასევე პირგასამტეხლო ხელშეკრულების 3.3 პუნქტის შესაბამისად.
5. საიჯარო ქირა და ანგარიშსწორების წესი
5.1. ერთი ერთეული რეფრიჟერატორული კონტეინერის დღიური საიჯარო ღირებულება შეადგენს ---------------
---აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დღგ-ს ჩათვლით, აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე
ჯამში ------------ ერთეული რეფრიჟერატორული კონტეინერის დღიური საიჯარო ქირა შეადგენს აშშ
დოლარს (ექვივალენტი ლარში ) დღგ-ს ჩათვლით , ---------------- აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე.
ერთი ერთეული სამომსახურეო ვაგონის დღიური საიჯარო ღირებულება შეადგენს --------------- აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) დღგ-ს ჩათვლით, აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე
ჯამში ------------ ერთეული სამომსახურეო ვაგონის დღიური საიჯარო ქირა შეადგენს აშშ დოლარს
(ექვივალენტი ლარში ) დღგ-ს ჩათვლით , ---------------- აშშ დოლარს დღგ-ს გარეშე.
5.2. „მოიჯარე“-ს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოეშობა ხელშეკრულების 2.2 პუნქტის შესაბამისად, ფაქტობრივად მფლობელობაში მიღებულ რეფრიჟერატორული კონტეინერებზე და სამომსახურეო ვაგონებზე, მათი მიღებიდან „მეიჯრისათვის“ დაბრუნების მთლიან პერიოდზე (3.3 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად).
5.3. “მოიჯარემ” საიჯარო ქირა უნდა გადაიხადოს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვის ჩათვლით, „მეიჯარე“-ს მიერ „მოიჯარე“-სთვის წარდგენილი ინვოისის და მასზე დაყრდნობით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე, საანგარიშო თვის ბოლო დღეს არსებული ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, ხოლო საიჯარო ქონების (კონტეინერების) უკან დაბრუნებისას, მიღება-ჩაბარების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად, გარდა 5.8. პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;
5.4. საიჯარო ქირა გადახდილად ჩაითვლება “მეიჯარის” შემდეგ საანგარიშსწორებო ანგარიშზე ჩარიცხვით: ს/ს ”თი ბი სი“ xxxxx xxxxxxxxxxxxx ფილიალი,
ბანკის კოდი: XXXXXX00,
მიმღების საიდენტიფიკაციო კოდი N202886010, მიმრების ანგარიშის ნომერი: XX00XX 0000000000000000;
5.5 საიჯარო ქირის დადგენილ ვადაში სრულად გადაუხდელობის შემთხვევაში ,”მოიჯარეს” ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით.
5.5. ამასთან, „მოიჯარეს“ პირგასამტეხლო ეკისრება იმ მომენტამდე, სანამ ძირითად დავალიანებას (საიჯარო ქირას) სრულად არ დაფარავს;
5.6. ამ ხელშეკრულების 5.5 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო ”მოიჯარეს” ეკისრება წინასწარი გაფრთხილების/შეტყობინების გარეშე. „მოიჯარის“ მიერ გადახდილი თანხიდან ჯერ დაიფარება დავალიანების ძირითადი თანხა, ხოლო შემდგომ პირგასამტეხლო და ზიანი.
5.7. ”მოიჯარე” თანახმაა, რომ ”მეიჯარემ” წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე მოახდინოს წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებათა ურთიერთგაქვითვა.
5.8. ”მოიჯარის” მიერ ”ბე”-ს (საგარანტიო თანხის) სახით გადახდილი თანხა (---------- ლარი, აუქციონის ჩატარების დღისთვის -----------ა.შ.შ. დოლარი (კურსი: 1 აშშ დოლარი = ------------- ლარი), ჩაითვლება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ვადის (ხელშეკრულების 2.2. პუნქტით გათვალისწინებული ვადა) ბოლო თვეების საიჯარო ქირის ანგარიშში. ამასთან, ბოლო თვეების საიჯარო ქირა განისაზღვრება ---------- ლარი, აუქციონის ჩატარების დღისთვის ----------- ა.შ.შ. დოლარით, რომელიც გადანაწილდება ბოლო სრულ და არასრულ თვეებზე, შესაბამისი პროპორციით.
6. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
6.1. “მეიჯარეს” უფლება აქვს:
6.1.1. მოსთხოვოს „მოიჯარეს“ საიჯარო ქირის გადახდა ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ვადებში და ოდენობით, აღნიშნული ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, კი პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურება.
6.1.2. მოითხოვოს “მოიჯარე”-საგან იჯარით გაცემული ქონების დადგენილი წესით მოვლა-შენახვა, ხოლო დაზიანების ან სხვაგვარი გაუარესების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება ან ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;
6.1.3. ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ „მოიჯარე“ განზრახ აზიანებს იჯარით გადაცემულ ქონებას, ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არ იხდის საიჯარო ქირას, ან სხვაგვარად არღვევს ხელშეკრულების არსებით პირობებს.
6.1.4. „მოიჯარის“ მიზეზით, ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში,“მეიჯარე“ უფლებამოსილია სრულად აინაზრაუროს მიყენებული ზიანი, მათ შორის მოითხოვოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი საბანკო გარანტიდან.
6.2. “მეიჯარე” ვალდებულია:
6.2.1. იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან ------------------ დღის განმავლობაში, ეტაპობრივად უზრუნველყოს „მოიჯარე“-სათვის 60 ერთეული 40 ფუტიანი რეფრიჟერატორული კონტეინერისა და ხელშეკრულების დანართში მითითებული 5 ერთეული სამომსახურეო ვაგონის გადაცემა, შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმებით.
6.2.2. შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
6.2.3. იმ შემთხვევაში, თუ „მეიჯარე“ სრულად ვერ უზრუნველყოფს „მოიჯარისათვის“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადაში შეთანხმებული ოდენობის კონტეინერებისა და სამომსახურეო ვაგონების გადაცემას, მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მათი კორექტირება მხარეთათვის მისაღებ ოდენობამდე.
6.3. ”მოიჯარეს” უფლება აქვს:
6.3.1. მოსთხოვოს “მეიჯარეს” იჯარის ხელშეკრულების გაფორმებიდან დღის განმავლობაში,
ეტაპობრივად ----------------- ერთეული 40 ფუტიანი რეფრიჟერატორული კონტეინერისა და ხელშეკრულების დანართში მითითებული 5 ერთეული სამომსახურეო ვაგონის გადაცემა;
6.3.2. მოსთხოვოს “მეიჯარეს” ამ ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების შესრულება.
6.4. “მოიჯარე” ვალდებულია:
6.4.1. შესაბამისი პერიოდულობით მიიღოს „მეიჯარე“-საგან ჯამში 60 ერთეული 40 ფუტიანი რეფრიჟერატორული კონტეინერი და ხელშეკრულების დანართში მითითებული 5 ერთეული სამომსახურეო ვაგონი და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტზე ხელის მოწრით დაადასტუროს მისთვის საიჯარო ქონების გადაცემის ფაქტი.
6.4.2. გადაუხადოს “მეიჯარეს” საიჯარო ქირა იმ ოდენობითა და პირობებით, რაც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულების მეხუთე მუხლით;
6.4.3. უზრუნველყოს იჯარით გადაცემული ქონების მოვლა-შენახვა და ექსპლოატაცია არსებული წესებისა და სტანდარტების შესაბამისად.
6.4.4. იჯარით გადაცემული კონტეინერებით ტვირთი გადაზიდოს მხოლოდ რკინიგზით, საკონტეინერო ბმულის შემადგენლობაში.
6.4.5. ”მეიჯარეს” დაუბრუნოს იჯარით გადაცემული ქონება იმ მდგომარეობაში, რომელშიც იმყოფებოდა აღნიშნული ქონება „მოიჯარე“-სათვის გადაცემის დროს (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით, ამასთანავე მექანიკური ვაგონების დაბრუნებისას, ნივთობრივ ნაკლში არ ჩაითვლება მათი მსახურების ვადის გასვლა).
6.4.6. ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, შესთავაზოს ”მეიჯარეს” სხვა გადახდისუნარიანი და ”მეიჯარისათვის” მისაღები ”მოიჯარე”, რომელიც თანახმა იქნება იჯარის ხელშეკრულება მიიღოს იმავე პირობებით, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ”მოიჯარე” ვალდებულია გადაუხადოს ”მეიჯარეს” საიჯარო ქირა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ურთიერთობათა დასრულებამდე;
6.4.7. უზრუნველყოს რეფ. კონტეინერებისა და სამომსახურეო ვაგონების დაზღვევა ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად
6.4.8. „მოიჯარე» თანახმაა, რომ იჯარით გადაცემულ კონტეინერები/ სამომსახურეო ვაგონები დარჩეს რეგისტრირებული, როგორც საქართველოს რკინიგზა“-ს ინვენტარული პარკის კონტეინერები/სამომსახურეო ვაგონები.
6.4.9. „მოიჯარე“ უარს ამბობს და არ განაცხადებს მოთხოვნას/პრეტენზიას რეფ კონტეინერების/ სამომსახურეო ვაგონების სხვა სარკინიგზო ადმინისტრაციების ტერიტორიაზე ყოფნასთან დაკავშირებული გამოყენების საფასურთან დაკავშირებით;
6.4.10. აუნაზღაუროს „მეიჯარეს“ კონტეინერ(ებ)ის / სამომსახურეო ტენიკური ვაგონ(ებ)ის დაკარგვის/დაზიანების/განადგურების შემთხვევით მიყენებული ზიანი უშუალოდ, სადაზღვევო პოლისიდან, ან სხვა გზით.
7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1. მხარეები ვალდებულნი არიან აუნაზღაურონ ერთმანეთს ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანი, რომლის ანაზღაურების წესი რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. ”მეიჯარე” კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მის მიერ იჯარით გაცემული ქონების მიმართ, ხელშეკრულების დადების მომენტში არ არსებობს მესამე პირის მხრიდან რაიმე პრეტენზია.
8. ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები
8.1. წინამდებარე ხელშეკრულება შეწყდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებით.
8.2. ”მეიჯარე” უფლებამოსილია ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ:
- „მოიჯარე“ უხეშად არღვევს ხელშეკრულების ნაკისრ ვალდებულებებს.
- „მოიჯარე“ განზრახ აზიანებს იჯარით გადაცემულ ქონებას.
- „მოიჯარე“ ზედიზედ 3 თვის განმავლობაში არ იხდის საიჯარო ქირას.
- „მოიჯარე“ უარს აცხადებს საიჯარო ქონების გადაცემის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერით დადასტურებაზე.
8.3. „მოიჯარის“ მიერ ან ხელშეკრულების 8.2. პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში „მოიჯარეს“ არ დაუბრუნდება ხელშეკრულების 5.8. პუნქტით გათვალისწინებული ბე/საგარანტიო თანხა.
9. ფორს-მაჟორი
9.1. მხარეები პასუხს არ აგებენ ხელშეკრულების პირობების ან მისი რომელიმე მათგანის შეუსრულებლობისათვის, თუ ეს გამოწვეულია ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომით. ამასთან, ამ მუხლის მიზნებისათვის, ”ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული ”მეიჯარის” და/ან ”მოიჯარის” შეცდომებსა და დაუდევრობასთან, რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, ემბარგოს დაწესებითა (მათ შორის ტვირთის რკინიგზით ტრანსპორტირებისას კონვენციური აკრძალვის დაწესება) და სხვა.
9.2. ფორს-მაჟორული გარემოების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ და წარუდგინოს ფორს-მაჟორული გარემოების არსებობის თაობაზე სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომელშიც პირდაპირ იქნება მითითებული მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზად დაუძლეველი ძალის მოქმედება.
9.3. თუ ფორს-მაჟორული გარემოებები გრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, თითოეულ მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება მეორე მხარისათვის სათანადო შეტყობინების გაგზავნის გზით.
10. ხელშეკრულების სხვა პირობები
10.1. „მოიჯარეს«, მისი წინასწარი (არანაკლებ 6 კალენდარული დღე) წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, იჯარით გადაცემული კონტეინერებით საკონტეინერო ბმულის ფორმირებისათვის (განსაკუთრებული პირობებით) და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვის უზრუნველსაყოფად („საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ (სმგს) დანართი №1-ის - „ტვირთების გადაზიდვის წესების“, კარი IV „ცალკეული სახეობის ტვირთების გადაზიდვის სპეციალური პირობების“ მე-12, მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით), საქართველოს რკინიგზა ერთჯერადად გამოუყოფს საჭირო რაოდენობის კონტეინერმზიდ ვაგონებს თითოეულ ბმულზე არაუმეტეს 14 ერთეულისა, ამასთან, საკონტეინერო ბმულით ტვირთის გადაზიდვა მთელ მარშრუტზე ხორციელდება ბრიგადის თანხლებით, რომელიც დაკომპლექტებულია მხარეთა თითო წარმომადგენელით (მექანიკოსით).
10.2. „მოიჯარე» 10.1 პუნტში მითითებული საკონტეინერო ბმულის ორგანიზებისას, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს:
10.2.1. მატარებელში ჩასართავი რეფრიჟერატორული კონტეინერების დაკავშირებას სამომსახურეო- ტექნიკურ ვაგონთან, ტვირთის გადასაზიდად აუცილებელი კომუნიკაციებით;
10.2.2. სამომსახურეო-ტექნიკური ვაგონის სრულ ეკიპირებას (წყლით, შესაბამისი ხარისხის საწვავით,საცხებ-საპოხი მასალებით და მაცივარ აგენტით) კონკრეტულ მარშრუტზე;
10.2.3. კონტეინერების/ სამომსახურეო ვაგონების ტექნიკურ მომსახურებას, ყველა სახის შეკეთებას (როგორც მექანიკურ, ისე სამაცივრო მოწყობილობის) და ტექნიკურ დამოწმებას;
10.2.4. მარშრუტზე მექანიკოსის თანხლებას.
10.2.5. „მოიჯარე“ უზრუნველყოფს გადაზიდვების განახორციელებს განსაკუთრებული პირობებით ფორმირებული საკონტეინერო ბმულით და მალფუჭებადი ტვირთების გადაზიდვას „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ (სმგს) დანართი №1-ის - „ტვირთების გადაზიდვის წესების“, კარი IV „ცალკეული სახეობის ტვირთების გადაზიდვის სპეციალური პირობების“ მე-12, მე-13 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სრული დაცვით და თავადაა პასუხისმგებელი ტვირთის დატვირთვა-გადმოტვირთვაზე, გადაზიდვისას ტვირთის რაოდენობასა და ხარისხზე, ასევე ტვირთის გადაზიდვის საბუთების გაფორმებასა და საბაჟო პროცედურებზე.
10.2.6. საკონტეინერო ბმულის დისლოკაციის ადგილზე (სადგური თბილისი-სატვირთო, სადგური ფოთი) მისვლიდან, 24 საათის განმავლობაში, „მოიჯარე“ უზრუნველყოფს ცარიელი რეფრიჟერატორული კონტეინერების/ სამომსახურეო ვაგონების გადმოღებას და შენახვას საკუთარ (იჯარით აღებულ) ან რკინიგზის ღია მოედანზე, ან დაუშლელად განახორციელებს რეფრიჟერატორული კონტეინერებისაგან შემდგარი არსებული ბმულის ეკიპირებას და დასატვირთად გაგზავნა/მიწოდებას, დისლოკაციის სადგურში შესვლიდან 6 დღე-ღამის განმავლობაში. უზრუნველყოფს ცარიელი კონტეინერების ბმულის აწყობას, ეკიპირებას და დასატვირთად გაგზავნა/მიწოდებას, დისლოკაციის სადგურში ფიტინგებისა და სამუმსახურეო-ტექნიკური ვაგონის მიწოდებიდან 6 დღე-ღამის განმავლობაში. აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში, „მოიჯარე“ ვალდებულია გადაუხადოს „მეიჯარეს« რკინიგზის ლიანდაგში ბმულის მომსახურების საფასური, ყოველ გადაცილებულ დაწყებულ დღე-ღამეზე 100 ლარის ოდენობით (დღგ-ს გარეშე) თითოეულ კონტეინერზე (ფიტინგზე). ბმულის მომსახურების დრო გამოითვლება მოიჯარის მიზეზით დისლოკაციის სადგურში, მსვლელობის გზაზე სადგურებში შეყოვნებისა და დატვირთვის სადგურში ბმულის დასატვირთად მიწოდებამდე დროების ჯამით.
10.2.7. განსაკუთრებული პირობებით გადაზიდვის მოთხოვნისას, „მოიჯარე“-ს ეძლევა გადაზიდვის დავალების დაფორმირების შესაძლებლობა, იმ პირობით, რომ გადაზიდვაში მონაწილე ყველა რკინიგზის ადმინისტრაციიდან თანხმობის მიღებამდე, ტვირთი არ გაიგზავნება გამგზავნი სადგურიდან, ხოლო გაგზავნის მოლოდინში მას დაერიცხება „სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურებით“ განსაზღვრული თანხები.
10.2.8. „მოიჯარე“ უზრუნველყოფს რკინიგზის კუთვნილ ღია მოედანზე კონტეინერების გადმოღებისას, მათი შენახვის საფასურის გადახდას დადგენილს სს ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს 2016 წლის
29 ნოემბრის №30/50 დადგენილებით დამტკიცებული ”სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურების (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით)” მუხლი VIII.-ის მე-10 პუნქტის შესაბამისად.
10.2.9. „მოიჯარე“ უზრუნველყოფს დისლოკაციის ადგილზე (სადგური თბილისი-სატვირთო, სადგური ფოთი) საკონტეინერო ბმულის დაშლისას ან შედგენისას, რკინიგზის კუთვნილ სამანევრო ლოკომოტივით მომსახურების საფასურის გადახდას სს ”საქართველოს რკინიგზის” დირექტორთა საბჭოს 2016 წლის 29 ნოემბრის №30/50 დადგენილებით დამტკიცებული ”სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურებით (ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით)” VIII-ე მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით და ოდენობით.
10.3. „მოიჯარე“ ვალდებულია უზრუნველყოს, იჯარით გადაცემული რეფრიჟერატორული კონტეინერ(ებ)ით, საიჯარო ვადის განმავლობაში (თითოეული კონტეინერის გადაცემიდან 365 კალენდარული დღე) 5 000 (ხუთი ათასი) ტონა მალფუჭებადი ტვირთის გადაზიდვა (ძირითადი მალფუჭებადი ტვირთების ნუსხა მოცემულია „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების“ დანართი-№5- ის საინფორმაციო სახელმძღვანელოს მე-4 კარში).
10.3.1. გადაზიდულ მოცულობაში ჩაითვლება ტვირთის ის რაოდენობა, რომლის საქართველოს რკინიგზის დანიშნულების სადგურში მისვლის თარიღი, ან საქართველოს გამსვლელი სასაზღვრო სადგურის გადაკვეთის (გადაცემის) თარიღი შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საიჯარო ვადას (2.2. პუნქტი). ამასთან, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, «მოიჯარეს» ეკისრება პირგასამტეხლო ყოველ გადაუზიდავ ტონაზე 20 (ოცი) ლარის ოდენობით.
10.4 წინამდებარე ხელშეკრულების გათვალისწინებული მოცულობითი გადაზიდვის ვალდებულების უზრუნველსაყოფად, „მოიჯარე“ „მეიჯარეს“კონტეინერების/ სამომსახურეო ვაგონების გადაცემამდე წარუდგენს ამ უკანასკნელთან წინასწარ შეთანხმებულ ქართული ბანკის/სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემულ, უპირობო და გამოუთხოვად საბანკო გარანტიას 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით (თვიურად კლებადობის პირობით), რომლის მოქმედების ვადა ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ბოლო ეტაპზე გადაცემული კონტეინერ(ებ)ის/ სამომსახურეო ვაგონების საიჯარო ვადას (ხელშეკრულების 6.2.1. პუნქტის შესაბამისად ბოლო კონტეინერის/ სამომსახურეო ვაგონის გადაცემიდან 365 დღე).
10.5. „მოიჯარის“ მიერ, ხელშეკრულების 10.4. პუნქტის პირობების შესაბამისად, საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, „მეიჯარე“ უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება, რა შემთხვევაშიც „მეიჯარეს“ არ ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ხოლო „მოიჯარეს“ არ დაუბრუნდება ხელშეკრულების 5.8. პუნქტით გათვალისწინებული ბე/საგარანტიო თანხა.
10.6. კონტეინერებისაგან შემდგარი ბმულით ტვირთის გადაზიდვაზე სრულად ვრცელდება ”სატვირთო გადაზიდვების ტარიფები და დამატებითი საფასურები” და სს „საქართველოს რკინიგზა“-ზე მოქმედი სხვა ნორმატიული ხასიათის აქტები.
10.7. იჯარით გადაცემულ კონტეინერებზე/ სამომსახურეო ვაგონებზე არ ვრცელდება საკუთარი კონტეინერებით ტვირთის გადაზიდვის პირობები. მათზე ვრცელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ ინვენტარული პარკის კონტეინერის ტვირთის გადაზიდვის პირობები.
11. დასკვნითი დებულებები
11.1. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას მკაცრად დაიცვას ხელშეკრულების პირობები;
11.2. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას არ გაახმაურონ კონფედენციალური ცნობები, რომელიც მათთვის ცნობილი გახდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში;
11.3. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება და/ან დამატება შეიძლება შევიდეს მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმებით, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
11.4. ის საკითხები, რომლებიც ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ არის, გადაწყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
11.5. მხარეები ვალდებულნი არიან მისამართების/რეკვიზიტების შეცვლის შემთხვევაში, შეცვლიდან ხუთი დღის ვადაში აცნობონ ერთმანეთს აღნიშნულის თაობაზე;
11.6. ხელშეკრულების რომელიმე დებულების ბათილად ცნობა არ იწვევს სხვა დებულებები ბათილობას.
11.7. წინამდებარე ხელშეკრულება სრულად გამოხატავს მხარეთა ნებას, შედგენილია ქართულ ენაზე, ორი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლიარად, (რომელთაგან, ერთი რჩება ”მოიჯარეს”, ერთი ”მეიჯარეს”).
11.8. ხელშეკრულების ადმინისტრატორს წარმოადგენს იზოთერმული ვაგონების სამსახურის უფროსის მოადგილე იზოთერმული მოძრავი შემადგენლობის ექსპლუატაციის დარგში xxxxxx xxxxxxxxxx.
12. დავის გადაწყვეტა
12.1. მხარეები მიიღებენ ყველა შესაძლო ზომას, რათა მათ შორის წარმოშობილი დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმებით;
12.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავას გადაწყვეტს სასამართლო ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
13. მხარეთა რეკვიზიტები
«მეიჯარე» სს „საქართველოს რკინიგზა“ | «მოიჯარე» ---------- |