ქ. ახმეტა 25 აპრილი 2023 w.
ხელშეკრულება მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ № 108
ქ. ახმეტა 25 აპრილი 2023 w.
ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთის მხრივ axmetis municipalitetis მერია, მისი მერის ალექსი ფიცხელაურის სახით (შემდგომში ,,შემსყიდველი”) და მეორეს მხრივ შპს „დეველოპერი ჯგუფი“ (შემდგომში ,,მიმწოდებელი”), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxxx სახით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მესამე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშკრულებას (შემდგომში-ხელშკრულება) შემდეგზე:
1.ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანია: სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების (სულ სამუშაოს ღირებულება 1009770 ლარი) საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება (სამუშაოების ღირებულების 2.8%) (კოდი-71300000, სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, საქართველოს მთავრობის 2023 წლის 21 აპრილის № 762 განკარგულება) ხელშეკრულebiT განსაზღვრული პირობების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება gamartivebuli მეთოდით.
2.ხელშეკრულების ობიექტი
”მიმწოდებელი” ვალდებულია გადასცეს ”შემსყიდველს”dakveTili momsaxureba
ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში.
3.შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადები და ადგილი
3.1.მომსახურების მიწოდების თარიღად ითვლება - 25.04.2023-25.06.2023 წელი.
3.2. მომსახურების მიწოდების ადგილი ქ.ახმეტა
4.შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
4.1.შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ
4.2. შესყიდვის ობიექტის (მისი ნაწილის, ეტაპის) მიღების და საბოლოო შემოქმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოფს”მიმწოდებელი”
4.3. ”შემსყიდველი” ვალდებულია ოპერატიულად, წერილობითი სახით აცნობოს ”მიმწოდებელს” საბოლოო შემოწმების შედეგები დაწუნებული მომსახურების რაოდენობის და წუნდების მიზეზის მითითებით.
5.მხარეთა უფლება-მოვალეობები
5.1.”შემსყიდველი” ვალდებულია:
- გადაუხადოს ”მიმწოდებელს” შეთანხმებული ფასი;
- მიიღოს გაწეული მომსახურება
5.2. ”შემსყიდველს” უფლება აქვს:
- გაუუქმოს ”მიმწოდებელს” გაწეული მომსახურება, თუ მისი ხარისხი არ შეესაბამება სტანდარტებს.
5.3. ”მიმწოდებელი” ვალდებულია:
- გადასცეს ”შემსყიდველს” ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება დადგენილ ვადებში;
- დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა.
5.4. ”მიმწოდებელს” უფლება აქვს:
- მოსთხოვოს ”შემსყიდველს” ხელშეკრულებით შეთანხმებული ფასი.
6.ხელშეკრულების საერთო ღირებულება
ხელშეკრულების საერთო Rirebuleba Seadgens 28273,56 (ოცდარვა ათას ორასსამოცდაცამეტი) ლარს და 56 თეთრს.
/ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით/
7.ფ ა ს ე ბ ი
ამ მუხლში აისახება ის შემთხვევები, როდესაც დასაშვები იქნება ხელშეკრულებაში დაფიქსირებული ფასების გადასინჯვა( მაგ. ინფლაციის მსღალი დონე, სავალუტო კურსის მნიშვნელოვანი ცვლილება,საგადასახადო რეჟიმის შეცვლა და სხვა), გარდა ამისა, უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ფასის ცვლილებების მაქსიმალურად დასაშვები ზღვარი და ყოველ კონკრეტულ გარემოებასთან მიმართებაში ცვლილებების გაანგარიშების წესი.
8.ანგარიშსწორების პირობები
8.1. ანგარიშსწორების ფორმა იქნება: გადარიცხვა
/გადარიცხვა, ინკასო ან სხვა/
8.2. ანგარიშსწორების ვადა (გრაფიკი): მომსახურების შემდეგ /მაგ. მომსახურების შემდეგ/ წინასწარი ანგარიშსწორება გარკვეული პროცენტით (ამ შემთხვევაში ”მომწოდებელმა” უნდა წარმოადგინოს საავანსო თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია), ანგარიშსწორება განვადებით,შემსყიდველის ფაქტიური დაფინანსების მიხედვით ან სხვა დასაშვებია ანგარიშსწორების გრაფიკის განსაზღვრა სხვადასხვა ვარიანტების კომბინირებით.
8.3. ანგარიშსწორების განხორციელებისათვის მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები: სასაქონლო ზედნადები, მიღება ჩაბარების აქტი.
/ანგარიშ-ფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი და ა.შ./
9.მხარეთა პასუხისმგაბლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისას
9.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადების გადაცდენის შემთხვევაში ყოველი დაგვიანებული დღისათვის ”მიმწოდებელს” ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ფასის 0.02 პროცენტის ოდენობით.
9.2. იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 5 პროცენტს, ”შემსყიდველს” უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
10.ფორს-მაჟორული სიტუაციები
10.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ ვალდებულებათა სრულიად ან ნაწილობრივ შესრულებაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია ისეთი გარემოებებით, როგორიცაა წყალდიდობა, ხანძარი, მიწისძვრა და სხვა მოვლენები, აგრეთვე ომები და სხვა საომარი მოქმედებები, ექსპორტისა და იმპორტის აკრძალვა, თუ ისინი უშუალო ზემოქმედებას ახდენენ ხელშეკრულების შესრულებაზე.
10.2. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
10.3. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გრძელდება 3 თვეზე მეტ ხანს მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე.
10.4. მხარე, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მეორე მხარეს.
11.ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
11.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ყოველდღიურ კონტროლს ადგილზე ”შემსყიდველის” მხრიდან ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის
ბრძანებით შექმნილი მუდმივმოქმედი ინსპექტირების ჯგუფი.
12.davebi da maTi gadawyvetis pirobebi
12.1. მხარეთა შორის წარმოქმნილი ყველა დავა გადაწყდება ერთობლivi mola-parakebis
საფუძველზე
12.2. თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდა, დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.
13.ხელშეკრულების მოქმედების ვადა
13.1. ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან და ძალაშია 2023 წლის 30 ოქტომბრამდე.
/მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, თუ შეუძლებელია მითითებული იქნეს კონკრეტული
ვადა/
14.სხვა პირობები
14.1. ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
14.2. ხელშეკრულებით დაფიქსირებული ფასის ყოველი შეცვლა მხარეების მიერ ფორმდება დოკუმენტალურად.
14.3. შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით ხელშეკრულების მხარეების უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
15.მხარეთა იურიდიული მისამართები და რეკვიზიტები შემსყიდველი mimwodebeli
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ქ. xxxxxx, xxxxxxxxxxxx ქ. N49 ს/კ 224631165
სახელმწიფო ხაზინა
სახაზინო კოდი 3005400000
ტ-591 01 01 99
შპს ,,დეველოპერი ჯგუფი“
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფ. ალვანი
ს/კ 424617098
თი ბი სი ბანკი
ბანკის კოდი XXXXXX00
ა/ნ XX00XX0000000000000000
შემსყიდველი:
Aleksi Pitskhelauri
Digitally signed by Xxxxxx Xxxxxxxxxxxx
Date: 2023.04.25 12:50:56
+04'00'
xxxxxx xxxxxxxxxx
მიმწოდებელი: xxxxxx xxxxxxxxxx