Contract
ხელშეკრულება №43/2022 მომსახურების შესყიდვის შესახებ (გამარტივებული შესყიდვა)
ქ. თბილისი აპრილი, 2022 წელი
ერთი მხრივ, სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური (შემდგომში წოდებული, როგორც „შემსყიდველი“), წარმოდგენილი სამსახურის უფროსის xxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს
„დაინინგი“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მიმწოდებელი“) მისი დირექტორის xxxxx xxxxxxxxxxxx (პ/ნ 01008028954) სახით (ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ვ” ქვეპუნქტის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1. „შემსყიდველის” მოთხოვნის შესაბამისად „მიმწოდებელი“ იღებს ვალდებულებას მისამართზე: ქ. თბილისი, xxxxxxxxxxx ქ. N38 მდებარე, მიმწოდებლის მფლობელობაში არსებულ რესტორანში „დაინინგ რუუმ“ (შემდგომში
„ობიექტი“) განახორციელოს წინასწარ დაგეგმილი ღონისძიებების უზრუნველყოფის მომსახურება (შემდგომში
„მომსახურება“) (CPV79952000).
1.2. ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის ღონისძიებით უზრუნველყოფა გულისხმობს: ა) წინასწარ შეთანხმებული და დაგეგმილი ღონისძიებით უზრუნველყოფას;
ბ) „შემსყიდველის“ მიერ მითითებულ რაოდენობაზე და მითითებულ დროს მაგიდის დაჯავშნას; გ) პერსონალითა და შეკვეთილი კერძებით მომსახურებას;
1.3. მხარეები თანხმებიან, რომ მომსახურების ღირებულება და შესაძლო რაოდენობა კერძების ჩამონათვალით წინასწარ უნდა იქნას შეთანხმებული „შემსყიდველთან“.
1.4. მომსახურების გაწევა განხორციელდება „შემსყიდველის“ მოთხოვნის შესაბამისად, ეტაპობრივად, ხელშეკრულების დადების დღიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.
მუხლი 2. ხელშეკრულების ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
2.1. გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენს 1500.00 (ერთიათასხუთასი) ლარს, მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით.
2.2.ხელშეკრულების პირველ მუხლში გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ყოველი შეკვეთის შედეგად და აისახება მხარეთა მიერ შედგენილ ინვოისში/ჩეკში, საჭიროების შემთხვევაში, ინვოისში მოცემული თანხა დაკორექტირდება მომსახურების დასრულებისას ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, მიმწოდებელი წარმოადგენს ჩეკს, ამასთან მომსახურების შესახებ მხარეთა მიერ გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტში, რომლის საფუძველზეც „მიმწოდებელი” „შემსყიდველს” წარუდგენს არსებობის შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურას, საგადასახადო კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში.
2.3. შემსყიდველის მხრიდან, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს განახორციელებს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერას.
2.4. კონკრეტული მომსახურების ანაზღაურება მოხდება მომსახურების დასრულების შემდეგ. ანგარიშსწორება განხორციელდება მხარეთა შორის მომსახურების შესახებ 2.2. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
2.5. „მიმწოდებელთან“ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
2.6. ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადის ამოწურვის მომენტისათვის, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დარჩენილი თანხა არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულების საერთო ღირებულება შემცირდება აღნიშნული თანხით და განისაზღვრება ფაქტიურად გაწეული მომსახურების ჯამური ღირებულებით.
2.7. შემსყიდველის დაფინანსების წყარო: 2022 წლის საკუთარი შემოსავლები.
მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია, მომსახურების შესრულება უზრუნველყოს სათანადო ხარისხით ჯეროვნად, მიმწოდებლის რესტორანში, შემსყიდველის მიერ კონკრეტულ შემთხვევისთვის დათქმულ დროს და ადგილზე.
3.2. „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს „შემსყიდველის“ მიერ გამოვლენილი ყველა ნაკლისა და დეფექტის აღმოფხვრა, რომელიც გამოწვეულია გაწეული მომსახურებიდან.
3.3. „შემსყიდველი“ ვალდებულია დროულად უზრუნველყოს მომსახურებით გათვალისწინებული და ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული პირობების დაცვით 2.2. პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტებით განსაზღვრული თანხის გადახდა.
3.4. „შემსყიდველი“ ვალდებულია დაგეგმილი ღონისძიების გაუქმების თაობაზე (ღონისძიება, რომელიც ითვალისწინებს ობიექტის დახურვას) წინასწარ 5 (ხუთი) დღით ადრე აცნობოს „მიმწოდებელს“.
მუხლი 4. მხარეთა პასუხისმგებლობა
4.1. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულების ან შეუსრულებლობის შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4.2. ფორს–მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების გამო, შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
4.3. რომელიმე მხარის მიერ, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მეორე მხარე იტოვებს უფლებას მოითხოვოს დამრღვევი მხარისგან, ხოლო ამ შემთხვევაში დამრღვევი მხარე ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების 0,1%- ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
4.4. საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების (წერილი პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვისა, ვადაგადაცილებასთან დაკავშირებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
4.5. იმ შემთხვევაში თუ ვალდებულებების შესრულების ვადების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3%-ს, შემსყიდველს ან/და მიმწოდებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტონ წინამდებარე ხელშეკრულება.
მუხლი 5. სახელშეკრულებო პირობების შეცვლა, შეწყვეტა ან ვადამდე მოშლა
5.1. წინამდებერე ხელშეკრულებაში თუ წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია, წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია და წარუდგინოს ცვლილებების შეტანის აუცილებლობის დამადასტურებელი დოკუმენტები. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ამ ხელშეკრულების პირობები „შემსყიდველისთვის“, გარდა კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
5.2. ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. ამასთან, ცვლილება ან დამატება შესრულებული უნდა იყოს წერილობით და სათანადოდ ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
5.3. მხარეებს უფლება აქვთ ცალმხრივად მოშალონ წინამდებარე ხელშეკრულება მეორე მხარისთვის 14 (თოთხმეტი) სამუშაო დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. მხარეთა მიერ ხელშეკრულების მოშლის სხვა საფუძველები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
მუხლი 6. ფორს მაჟორი
6.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, თუ მათი შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, მათ შორის მიწისძვრით, წყალდიდობით, ხანძრით, ეპიდემიით და სხვა.
6.2. დაუძლეველ ძალად ითვლება ისეთი გარემოება, რომელიც წარმოიქმნა მხარეთა ნების გარეშე და რომლის მოქმედებასაც მათ არ შეუძლიათ წინააღმდეგობა გაუწიონ. იმ პირობების გათვალისწინებით, რომ შექმნილ სიტუაციაში მათ მიიღეს და გაატარეს ყველა ღონისძიება, რისი გათვალისწინებაც შესაძლებელი იყო.
6.3. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. შეუტყობინებლობა ან/და დაგვიანებული შეტყობინების შემთხვევაში, მხარე კარგავს უფლებას, დაეყრდნოს ფორს მაჟორული გარემოებების არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
6.4. ფორს მაჟორული გარემოებების არსებობის დროს ვალდებულებათა შესრულება გადაიწევს ამ გარემოებების არსებობის ვადით. ფორს მაჟორული გარემოებების აღმოფხვრის შემდეგ მხარეები დაუყოვნებლივ განაგრძობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
მუხლი 7. დავათა განხილვა
7.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა და უთანხმოება გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით. თუ მხარეები ვერ მიაღწევენ შეთანხმებას, საქმე განსახილველად გადაეცემა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
მუხლი 8. კონფიდენციალობა
8.1. წინამდებარე ხელშეკრულების ის პირობები, რომლებიც ეხება მხარეთა ბიზნესის სპეციფიკას და/ან შეადგენს მხარეთა კომერციულ საიდუმლოებას, ასევე ის ინფორმაცია, რომლის გაცემაც ლახავს მხარეთა ინტერესებს, მკაცრად კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება მხარეთა მიერ იწვევს მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
8.2. მხარეები აცხადებენ სრული პასუხისმგებლობით, რომ მათ გააჩნიათ სრული ქმედუნარიანობა და უფლებამოსილება დადონ ეს ხელშეკრულება და არანაირი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც მათ არ შეეძლებოდათ ან საეჭვო იქნებოდა მათ მიერ ამ ხელშეკრულების დადება.
8.3. ამ მუხლის მეორე პუნქტში მითითებული საფუძვლის არსებობისას ხელშეკრულების დაზარალებული მხარე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს ცალმხრივად შეწყვიტოს აღნიშნული ხელშეკრულება.
მუხლი 9. ხელშეკრულების სხვა პირობები
9.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ორმხრივი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2023 წლის 31
იანვრის ჩათვლით.
9.2. საკითხები და შემთხვევები, რომელიც არ არის გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. კანონმდებლობაში მომხდარი ცვლილებების შედეგად ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში ხელშეკრულების დანარჩენი პუნქტები ძალაში რჩება.
9.3. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდერე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საჯარიმო სანქცია, ზიანის ანაზღაურება ან სხვა ფულადი მოთხოვნები წარმოადგენს მხარეთა უფლებას და არა ვალდებულებას და ისინი მოთხოვნილი უნდა იქნან წერილობითი ფორმით.
9.4. ხელშეკრულებაზე შესრულებულია კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმულია კვალიფიციური ელექტრონული შტამპი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
მუხლი 10. მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი” | „მიმწოდებელი“ |
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ს/კ: 205305025 | შპს „დაინინგი“ ს/კ: 405076974 მისამართი ქ.თბილისი, xxxxxxxxxxx ქ. N38 |
მისამართი: ქ. თბილისი, ლ. xxxxxxxxx ქ. №3 საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდიTRESGE22 მიმღების ერთიანი ანგარიში, 708067519 სამსახურის უფროსი xxxxx xxxxxxxxxxx | xxxxxxx xxxxxxxxxxx: ს.ს “თიბისი ბანკი” ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა № XX00XX0000000000000000 დირექტორი xxxxx xxxxxxxxxxx |
LEPL Insurance
Digitally signed by LEPL Insurance State
State Supervision Supervision Service of
Service of Georgia
Georgia
Date: 2022.04.07
14:19:58 +04'00'