ტელ: )„სახელმწ იფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობისა და „მიმწოდებლი“–ს სატენდერო წინადადების საფუძველზე, №NAT ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №
“ ” 201_ წელი ქალაქი
ერთის მხრივ, წყალტუბოს მუნიციპალიტეტი (შემდგომში „შემსყიდველი“), წარმოდგენილი მუნიციპალიტეტის მერის – სახით (მისამართი: ქ.წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა
№25, ტელ: – – ––_), მეორეს მხრივ, , (შემდგომში „მიმწოდებელი“)
წარმოდგენილი მისი დირექტორის - სახით, (მისამართი:
, ტელ: )„სახელმწ იფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობისა და „მიმწოდებლი“–ს სატენდერო წინადადების საფუძველზე, №NAT ელექტრონული ტენდერის (აუქციონის გარეშე) ჩატარების შედეგად დებენ წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომ _ „ხელშეკრულება“) _ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციას (დაწესებულებას), ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „შემსყიდველი ორგანიზაცია“ (შემდგომ „შემსყიდველი“) ნიშნავს რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4. „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწარმოებს სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.5. „დღე“, „კვირა“, „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
1.6. „სამუშაო“ – ხელშეკრულების მე–2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.7. „ტექნიკური დოკუმენტაცია“ – მიმწოდებლის მიერ №NAT ელექტრონულ ტენდერში (აუქციონის გარეშე) სატენდერო წინადადებით წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია, რომელიც ერთვის ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
2. ხელშეკრულების ობიექტი და კლასიფიკატორის კოდი
2.1. შესყიდვის ობიექტი - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ წყალტუბოში მე-9 და მე-11 ქუჩებზე გზის ასფალტო-ბეტონის საფარით რეაბილიტაციის სამუშაოები.
2.2. კლასიფიკატორის კოდი : (CPV 45233000).
2.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების აღწერა მოცემულია ტექნიკურ დავალებაში.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს (თანხა სიტყვიერად) ლარს.
3.2. ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
4. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
4.1. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების პარალელურად ნებისმიერ დროს მოახდინოს სამუშაოების შემოწმება, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
4.2. სახელშეკრულებო ობიექტზე (ობიექტებზე ცალ–ცალკე) შემსრულებელმა უნდა აწარმოოს – დანომრილფურცლიანი, ზონარგაყრილი, შემსყიდველი და შემსრულებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად ჩაწერს შესრულებული სამუშაოების მოცულობას, შემსრულებელი პერსონალის მონაცემებს, გამოყენებული მექანიზმებისა და მოწყობილობების ჩამონათვალს, ხარისხის, უსაფრთხოებისა და გარემოზე
ზემოქმედების დაცვის პროცედურებს, ამინდის მონაცემებს და სხვა. ამ ჟურნალში ტექზედამხედველი ყოველდღიურად ასახავს და ავსებს მონაცემებს, ხოლო შემსყიდველი პერიოდულად აღნიშნავს თავის შენიშვნებს, დაკვირვებებსა და რეკომენდაციებს. ჟურნალში ჩაიწერება განსაკუთრებული დავალებები, აღმოჩენილი დეფექტები და მათი აღმოფხვრის ვადები.
4.3. გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება
„მიმწოდებელს“, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.4. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველი“ კონტროლის (ინსპექტირების) მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით „შემსყიდველი“.
4.5. „მიმწოდებელი“ ვალდებულია ფარული სამუშაოების დაწყებისა და დასრულების შემთხვევაში აცნობოს
„შემსყიდველს“.
4.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება) განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პიროვნებების ან სტრუქტურული ერთეულის) და შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი"–ს მიერ.
4.7. ზედამხედველობის განმახორციებელი ორგანიზაცია - შპს"საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი" ამოწმებს სამუშაოს შესრულების მოცულობას, ხარისხს და ვადებს.
5. სამუშაოს შესრულების ვადა
5.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია სამუშაოების შესრულება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, 201_ წლის ––– ––––––––––––––– ჩათვლით.
5.2. მიწოდების ადგილი – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ წყალტუბოში მე-9 და მე-11 ქუჩები.
6. დაზღვევა
6.1. მიმწოდებელი ვალდებულია საჭიროების შემთხვევაში დააზღვიოს შესყიდვის ობიექტი და/ან მისი ნაწილები (ცალკეული ელემენტები, დანადგარები და წარმოების სხვა საშუალებები, ქონება, მიმწოდებლის და/ან ქვეკონტრაქტორის პერსონალი და სხვა).
6.2. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სამუშაოების წარმოების პერიოდში დასაქმებული მუშა-მოსამსახურეთა შრომითი უსაფრთხოების წესების დაცვაზე.
7. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
7.1. „შემსყიდველი“ შესყიდვის ობიექტის მიღებას მოახდენს ეტაპობრივად (არაუმეტეს 3 ეტაპი, მათ შორის არაუმეტეს 2 შუალედური და 1 საბოლოო), ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების შესაბამისად.
7.2. შესრულებული სამუშაოების ეტაპობრივი/საბოლოო მიღება-ჩაბარებისას, „მიმწოდებელი“ ვალდებულია წარმოადგინოს შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი"–ს მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე.
7.3. შემსყიდველი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების ფასებს, ხარისხს და მოცულობას ჩაუტაროს ექსპერტიზა სსიპ „xxxxx xxxxxxxxxxx სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ მეშვეობით (ხარჯებს გაიღებს "შემსყიდველი"). უარყოფითი დასკვნის შეთხვევაში "მიმწოდებელი" ვალდებულია აუნაზღაუროს გაწეული ექსპერტიზის ხარჯები "შემსყიდველს", წარმოდგენილი სამუშაო არ მიიღება და განიხილება მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხი (ყველა გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრასთან და კონტროლის ხელახლა განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეკისრება მიმწოდებელს (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12 ქ. თბილისი).
7.4. სამუშაოს დასრულების ვადად ითვლება „შემსყიდველი“ ორგანიზაციის მიერ შექმნილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პიროვნებების ან სტრუქტურული ერთეულის) და შპს "საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი"–ს მიერ სამუშაოს დასრულების დადასტურების დღე.
7.5. შემსყიდველი ვალდებულია წერილობითი სახით აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული სამუშაოს მოცულობის და წუნდების მიზეზ(ებ)ის მითითებით.
7.6. ფაქტიური შესრულების დამტკიცებას წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის (პიროვნებების ან სტრუქტურული ერთეულის) და შპს "საინჟინრო მონიტორინგის
ჯგუფი"–ს დადასტურების საფუძველზე ახორციელებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახური.
7.7. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ჯეროვნად საპროექტო დოკუმენტაციის, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების, მსგავსი სამუშაოებისათვის უკვე არსებული სტანდარტებისა და "შემსყიდველის" მოთხოვნების შესაბამისად. წესებიდან და ნორმებიდან, ხელშეკრულების პირობებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში „შემსყიდველი“ უფლებამოსილია არ მიიღოს სამუშაო ან/და
„მიმწოდებლის“ მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
7.8. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაო შეასრულოს ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით.
8. ანგარიშსწორება
8.1. ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად (არაუმეტეს 3 ეტაპად, მათ შორის არაუმეტეს 2
შუალედური და 1 საბოლოო), „მიმწოდებლის“ წერილობითი მომართვის საფუძველზე.
8.2. „მიმწოდებლის“ წერილობით მომართვას ანგარიშსწორების თაობაზე უნდა დაერთოს:
ა) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი;
ბ) სამუშაოების ეტაპობრივი/საბოლოო მიღება-ჩაბარების დროს – შპს "საინჟინრო მონოტორინგის ჯგუფი"–ს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების მოცულობაზე, ხარისხზე და ფასებზე.
გ) შესრულებული სამუშაოს შესაბამისად ამოწერილი საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურა.
8.3. ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო (ლარებში).
8.4. ანგარიშსწორება განხორციელდება სათანადო დოკუმენტების (ხელშეკრულების 8.2 პუნქტში მითითებული წერილობითი მომართვა და მისი თანმდევი დოკუმენტები) წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.5. „მიმწოდებლი“–ს მოთხოვნით, მხარეთა შორის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არაუმეტეს 20%- ის ფარგლებში წინასწარ ანგარიშსწორებაზე (ავანსი) მიღწეული შეთანხმების შემთხვევაში, „მიმწოდებლი“–მა უნდა წარმოადგინოს გასაცემი ავანსის ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულებიდან ეროვნულ ვალუტაში (ლარში) გაცემული უპირობო გამოუთხოვადი გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადას. საავანსო თანხის დაქვითვა მოხდება შესრულებული სამუშაოს (ეტაპი/საბოლოო) პროპორციულად.
8.6. სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, „შემსყიდველი“-ს მიერ ყოველ შესრულებულ სამუშაოზე დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის 2.5%-ის დაბრუნება მოხდება სამუშაოების სრული დასრულებისა და „შემსყიდველი“-ს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი (აღნიშნული თანხის დაკავების ფორმას განსაზღვრავს „შემსყიდველი“) სამუშაოების საგარანტიო ვადის (სამი წელი) გასვლის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველი“-ს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა,
„მიმწოდებელს“ აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე.
9. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
9.1. ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები მეორე მხარესთან წერილობითი შეთანხმების გარეშე.
9.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
9.3. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები ,,შემსყიდველი" ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
9.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
9.5. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართი– შეთანხმების სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
10. გარანტია
10.1. „მიმწოდებელი“ იძლევა გარანტიას, რომ შეასრულებს სამუშაოს არსებული სტანდარტების შესაბამისად დადგენილი ნორმების დაცვით.
10.2. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადათ განისაზღვრება 3 (სამი) წელი, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. აღნიშნული არ გულისხმობს საანგარიშო პერიოდში დაზიანების აღდგენას, თუ დაზიანება გამოწვეული იქნება დაუძლეველი ძალის ზეგავლენით ან გარეშე ძალის ზემოქმედებით.
11. უფლებების გადაცემა
11.1. მიმწოდებელმა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, არც მთლიანად და არც ნაწილობრივ არ უნდა გადასცეს მოცემული ხელშეკრულებით არსებული თავისი ვალდებულებები მესამე პირს.
11.2. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს წერილობითი განცხადება მესამე პირისათვის
მთლიანი ან დარჩენილი უფლება-მოვალეობების გადაცემის თაობაზე, აგრეთვე მესამე პირის წერილობითი თანხმობა ხელშეკრულებით განსაზღვრული მთლიანი ან დარჩენილი ვალდებულებების შესრულების თაობაზე.
11.3. შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში უფლება-მოვალეობების გადაცემა (მთლიანად ან ნაწილობრივ)
ფორმდება წერილობითი სახით შემსყიდველს, მიმწოდებელსა და მესამე პირს შორის.
12. ქვეკონტრაქტორები
12.1. მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს აღნიშნული ტენდერის საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში ქვეკონტრაქტორის აყვანის შესახებ.
12.2. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს ქვეკონტრაქტორს თავისი უფლებები და მოვალეობები,
შემსყიდველის თანხმობის გარეშე.
12.3. ქვეკონტრაქტორი კომპანია არ უნდა იყოს რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში - „შავი სია“.
12.4. შემსყიდველის თანხმობის გარეშე ქვეკონტაქტორის აყვანის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილია
მიმწოდებელს შეუწყვიტოს ხელშეკრულება და დააკისროს ჯარიმის სახით პირგასამტეხლო სახელშეკრულებო თანხის 2%-ის ოდენობით.
12.5. ქვეკონტრაქტზე წარმოდგენილი უნდა იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია:
• ქვეკონტრაქტორის დასახელება და მისამართი;
• ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელი სამუშაოების დასახელება და ღირებულება;
• ანალოგიური სამუშაოების შესრულების გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები და შესაბამისი სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის ასლები.
13. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
13.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში(მაქსიმუმ 3(სამი) სამუშაო დღეში) წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
13.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს დანართი–შეთანხმების სახით, რომელიც დაერთვება ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
14. მხარეთა უფლება–მოვალეობები
14.1. „შემსყიდველი“ უფლებამოსილია:
14.1.1. შესასრულებელი სამუშაოების დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს "მიმწოდებლისგან" მისთვის საჭირო ინფორმაცია;
14.1.2. აწარმოოს ინსპექტირება სამუშაოების მიმდინარეობაზე საამისოდ შერჩეულ პირთან/ორგანოსთან ერთად, საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური პირობების, სპეციფიკაციების, ხელშეკრულების პირობებისა და საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნირმების, სტანდარტების და წესების შესაბამისად;
14.1.3. შეაჩეროს მიმდინარე სამუშაოები დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში.
14.1.4. მიმწოდებლის მიერ 7.5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ შესრულებულ სამუშაოში ან/და დოკუმენტაციაში ხარვეზის, ან/და ხელშეკრულების პირობებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში, სამუშაო არ ჩაითვლება დასრულებულად, რის შესახებაც წერილობით ეცნობება მიმწოდებელს და მის მიმართ გატარდება ხელშეკრულების 15.2 პუნქტით გათვალისწინებული სანქციები.
14.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
14.2.1. უზრუნველყოს მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დაცვით.
14.3. „მიმწოდებელი“ უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
14.4. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
14.4.1. დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
14.4.2. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია იხელმძღვანელოს კანონით „საავტომობილო გზების შესახებ“, საგზაო სამუშაოების კლასიფიკაციის შესახებ ინსტრუქციისა, ტექნიკური პირობების, სპეციფიკაციების, ხელშეკრულების პირობების მოთხოვნების შესაბამისად და პროექტის შესაბამისად.
14.4.3. წარუდგინოს „შემსყიდველს“ ან მის მიერ ზედამხედველობაზე უფლებამოსილ პირს/ორგანოს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ, ხელშეკრულების მე-7 მუხლით განსაზღვრული წესის და/ან მოთხოვნის შესაბამისად.
14.4.4. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
14.4.5. სამუშაოების შესრულების პროცესში უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა და დამცავი გამაფრთხილებელი თვალსაჩინოებებისა და სინათლის ამრეკლი შუქნიშნების დაყენება.
14.4.6. მშენებლობის დროს აუცილებელად იხელმძღვანელოს СниП-ებით , შეასრულოს და დაიცვას და მათი
მოთხოვნები შრომის დაცვასა და უსაფრთხოების ტექნიკაში.
14.4.7. მომუშავენი უზრუნველყოს ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით და ასევე ასრულებდეს საერთო კოლექტიური დაცვის ღონისძიებებს.
14.4.8. შეასრულოს სამუშაოები შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვით.
14.4.9. უზრუნველყოს სამუშაო ადგილის ფარგლებში მდებარე ხეებისა და მცენარეების სიცოცხლისუნარიანობა, ეკოლოგიური ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა.
14.4.10. სამუშაოს დასრულების შემდეგ 10(ათი) დღის ვადაში თავისი ძალებითა და სახსრებით გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი და მიმდებარე ტერიტორია სამშენებლო მოწყობილობა– დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან.
14.4.11. სახელშეკრულებო ობიექტზე შემსრულებელმა უნდა აწარმოოს – დანომრილფურცლიანი, ზონარგაყრილი, შემსყიდველი და შემსრულებელი ორგანიზაციების ხელმძღვანელების ხელმოწერითა და ბეჭდით დამოწმებული სამუშაოთა წარმოების ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად ჩაწერს შესრულებული სამუშაოების მოცულობას, შემსრულებელი პერსონალის მონაცემებს, გამოყენებული მექანიზმებისა და მოწყობილობების ჩამონათვალს, ხარისხის, უსაფრთხოებისა და გარემოზე ზემოქმედების დაცვის პროცედურებს, ამინდის მონაცემებს და სხვა. ამ ჟურნალში ტექზედამხედველი სისტემატიურად, ხოლო შემსყიდველი პერიოდულად აღნიშნავს თავის შენიშვნებს, დაკვირვებებსა და რეკომენდაციებს. ჟურნალში ჩაიწერება განსაკუთრებული დავალებები, აღმოჩენილი დეფექტები და მათი აღმოფხვრის ვადები.
15. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
15.1. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში "შემსყიდველის", "მიმწოდებელის" და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ინსპექტირების მიზნით შერჩეული პირის/ორგანოს მონაწილეობით ფორმდება შესაბამისი აქტი.
15.2. დაუძლეველი ძალის გარდა „მიმწოდებლი“–ს მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები:
15.2.1. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოთა თვითნებურად შეწყვეტის ან/და სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში „მიმწოდებელი“ გადაიხდის ხელშეკრულების საერთო თანხის 20% (ოცი პროცენტს) ლარს შემსყიდველის სასარგებლოდ.
15.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესასრულებელ სამუშაოთა ნაწილობრივ შესრულებისათვის
"მიმწოდებელს" დაეკისრება ჯარიმა შესასრულებელი (დარჩენილი) სამუშაოს ღირებულების 10%-იs ოდენობით;
15.2.3. თუ „მიმწოდებელი“ გადააცილებს შესასრულებელ სამუშაოთა დასრულების ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას, მას დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ჯამური/საერთო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
15.2.4. ხელშეკრულების მე-14 მუხლის 14.4 პუნქტის 14.4.10 ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში „მიმწოდებელს“ დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
15.3. „მიმწოდებელი“ ვალდებულია გადაიხადოს ჯარიმის/პირგასამტეხლოს დაკისრებული თანხა შეტყობინების ჩაბარებიდან არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში და უზრუნველყოს დარღვეული პირობის დაუყოვნებლივ გამოსწორება.
15.4. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებლის დაჯარიმების შემთხვევაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან, საჯარიმო სანქციების თანხა პირდაპირ გადარიცხოს არასაგადასახადო ანგარიშსწორების ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში.
15.5. საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ ძირითადი ვალდებულებების შესრულებისადმი.
16. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
16.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
16.2. შემსყიდველს შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება:
ა) თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია შეასრულოს სამუშაო ან მისი ნაწილი;
ბ) თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება.
16.3. შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად:
ა) თუ „მიმწოდებელი“ არ ასრულებს/არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს ან თუ „მიმწოდებელმა“ თვითნებურად შეწყვიტა სამუშაოების შესრულება.
ბ) თუ „მიმწოდებელი“ სისტემატიურად და/ან უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა მიაღწევს ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ს;
დ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ე) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16.4. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე დაუყონებლივ.
16.5. ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს „მიმწოდებელს“ ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
17. დაუძლეველი ძალა
17.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ პასუხისმგებლობისგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შეუძლებლობის შესახებ.
17.2. თუ ერთ–ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა წერილობით აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
17.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
18. ფორს-მაჟორი
18.1. ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და ხელშეკრულების შესრულების გარანტიის დაუბრუნებლობას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
18.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
18.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
18.4. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გრძელდება ერთ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება კომპენსაციის მოთხოვნის უფლების გარეშე.
19. სადავო საკითხების გადაწყვეტა
19.1. შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული სხვა კომპონენტის ირგვლივ.
19.2. თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის და მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს, თუ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
20. გამოყენებული სამართალი
20.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
21. ხელშეკრულების ენა
21.1. ხელშეკრულება შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე შედგენილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული მთელი წერილობითი მოლპარაკებები და სხვა დოკუმენტაცია, რომელიც გაიცვლება მხარეთა შორის უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ პირობებს.
22. შეტყობინება
22.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
22.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
23. გადასახადები და დაბეგვრა
23.1. უცხოური მიმწოდებელი პასუხს აგებს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული ყველა იმ გადასახადების, ბაჟების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე, რომლებიც გადასახდელია საქართველოს ფარგლებში და მის გარეთ.
23.2. ადგილობრივი მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე.
24. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
24.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 201_ წლის ––– ––––––––––––– ჩათვლით, გარდა ხელშეკრულების მე-10 მუხლისა.
24.2. ხელშეკრულების მე-10 მუხლი მოქმედებს 10.2. პუნქტით განსაზღვრული საგარანტიო ვადის ამოწურვამდე.
24.3. ხელშეკრულება შედგენილია 3(სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან. 1 (ერთი) პირი „მიმწოდებელთან“ და 2 (ორი) პირი
„შემსყიდველთან“.
25. სხვა პირობები
25.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
25.2. მიმწოდებელს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე.
25.3. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
25.4. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ოთხ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და სამი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
25.5. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ––––––––––––––––––––––––––
მის: ქ. წყალტუბო, რუსთაველის ქ. N25 მის: –––––––––––––––––––––––––––N––––
სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიში მიმღები –––––––––––––––––––––––––––––
ხაზინის კოდი: TRESGE22 ბ/კოდი:–––––––––––––––
ა/ა №XX00XX0000000000000000 ა/ა –––––––––––––––––––––––––––
ს/კოდი: 221274546 ს/კოდი: –––––––––––––––––