3.2. შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის (CPV) კოდი: 03100000 - სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები; 03142500 - კვერცხი; 15400000 - ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები; 15421000 - რაფინირებული ზეთი; 15500000 - რძის პროდუქტები; 15511600 -...
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება №80
ქ.ზუგდიდი 27 მარტი 2020 წელი.
ერთი მხრივ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ შემსყიდველი), მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის xxxxxx xxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს „ჯიბე“ (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ მიმწოდებელი), მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის, დირექტორის xxxxx xxxxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული როგორც _ მხარეები, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თვმჯდომარის 2011 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, გამარტივებული შესყიდვის საშულებით ვდებთ ამ ხელშეკრულებას (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ ხელშეკრულება) შემდეგზე:
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ _ შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „შემსყიდველი ორგანიზაცია“ ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.4. „მიმწოდებელი“ ნიშნავს პირს, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში.
1.5. „დღე,“ „კვირა,“ „თვე“ ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
1.6. „ფასების ცხრილი“ _ ხელშეკრულების დანართი, რომელშიც განისაზღვრება შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები, მოცულობა და ღირებულება.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ხელშეკრულების საგანია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის სახსრებით, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისაგან, საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავცელებასთან დაკავშირებით არსებული ვითარების გათვალისწინებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოწყვლადი ჯგუფების მხარდასაჭერად (შეჭირვებული პენსიონერები, მარტოხელა ხანდაზმულები, xxxxxxxxxxxxxx ოჯახები, დედ-მამით ობოლი ბავშვები, მომვლელის საჭიროების მქონე პირები, მარტოხელა მშობლები) სხვადასხვა კვების პროდუქტების (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ შესყიდვის ობიექტი) შესყიდვა.
2.2. მიმწოდებელი ვალდებულებას კისრულობს მიაწოდოს და გადასცეს საკუთრებაში შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი, ხოლო შემსყიველი ვალდებულებას კისრულობს მიიღოს და აუნაზღაუროს შესყიდვის ობიექტის ღირებულება, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
3. შესყიდვის ობიექტის დასახელება
3.1. ხელშეკრულების ობიექტის დასახელება, ტექნიკური აღწერილობა და რაოდენობა მოცემულია ფასების ცხრილში (დანართი №1), რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3.2. შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის (CPV) კოდი: 03100000 - სოფლის მეურნეობისა და ბაღჩეული პროდუქტები; 03142500 - კვერცხი; 15400000 - ცხოველური ან მცენარეული ზეთები და ცხიმები; 15421000 - რაფინირებული ზეთი; 15500000 - რძის პროდუქტები; 15511600 - შესქელებული რძე; 15600000 - დაფქული მარცვლეული პროდუქტები, სახამებელი და სახამებლის პროდუქტები; 15612100 - ხორბლის ფქვილი; 15800000 - სხვადასხვა საკვები პროდუქტი; 15812200 - ნამცხვრები.
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1. შესყიდვის ობიექტის სახელშეკრულებო თანხა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯების გათვალისწინებით, შეადგენს: 14055,6 (თოთხმეტი ათას ორმოცდათხუთმეტი და 60 თეთრი) ლარს (შემდგომში, ხელშეკრულების ტექსტში _ ხელშეკრულების ღირებულება).
4.2. შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფას(ებ)ი მოცემულია ფასების ცხრილში.
5. შესყიდვის ობიექტის ხარისხი და გარანტია
5.1. მიმწოდებლის მიერ მოწოდებული შესყიდვის ობიექტი უნდა შეესაბამებოდეს არსებულ სტანდარტებსა და სანიტარიული წესების მოთხოვნებს.
5.2. მიმწოდებელი ვალდებულია, საქართველოს კანონმდელობით დადგენილი სანიტარიული წესებისა და ნორმების გათვალისწინებით, უზრუნველყოს პროდუქციის მიწოდების ხარისხისა და უსაფრთხოების პირობები.
5.3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ყველა ეტაპზე საკვები პროდუქციის დაფასოება და შეფუთვა უნდა უზრუნველყოფდეს მისი ხარისხისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას.
5.4. მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტი უნდა იყოს ახალი და ვარგისიანი, შეფუთულ ან დაფასოებულ მდგომარეობაში.
5.5. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას დარჩენილი უნდა იყოს საერთო ვარგისიანობის ვადის არანაკლებ 40%.
5.6. მიმწოდებელი ვალდებულია, მიწოდების ეტაპზე, ხელშეკრულებების პირობებთან ან/და ხარისხისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მაჩვენებლებთან შეუსაბამო საკვები პროდუქციის ან/და წუნის/ნაკლის/ხარვეზის გამოვლენისას, აღნიშნულის შესახებ შეტყობინების მიღებიდან, საამისოდ აუცილებელ ვადაში, განახორციელოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახალი შესაბამისი ხარისხის მქონე შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე.
5.7. მიმწოდებლის მიერ 5.6 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება აქვს თვითონ მიიღოს ზომები შესყიდვის ობიექტის მიწოდების პროცესში წარმოშობილი წუნის/ხარვეზების გამოსწორებისათვის და მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება, რომლის გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში ან შეწყვიტოს ხელშეკრულება, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით.
6. შეფუთვა
6.1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის ისეთი შეფუთვა, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან, დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში. შეფუთვამ უნდა გაუძლოს გადატვირთვის დროს ზემოქმედებას.
7. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პირობები
7.1. შესყიდვის ობიექტის სრულად მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დადებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში
7.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია, შეთანხმების საფუძველზე, ვადაზე ადრე დაასრულოს და ჩააბაროს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტი.
7.3. მიწოდების ადგილია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა.
7.4. განსაზღვრულ ვადაში შესყიდვის ობიექტის მიწოდების შეუსრულებლობა ან/და დაგვიანებით შესრულება გამოიწვევს მიმწოდებლის პასუხისმგებლობას, წინამდებარე ხელშეკრულების მე-16 მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
7.5. შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თანმხლები დოკუმენტის _ სასაქონლო ზედნადების წარდგენა შემსყიდველისთვის.
8. მიღება-ჩაბარების წესი
8.1. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
8.2. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან ერთად, მიმწოდებელი ვალდებულია წარუდგინოს შემსყიდველს საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტები (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები), რითაც შესყიდვის ობიექტი ან/და მისი ნაწილი (ეტაპი) ჩაითვლება მიწოდებულად, რის შემდეგაც შემსყიდველზე გადადის საკუთრების უფლება.
8.3. შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის (ეტაპი) მიღება და საბოლოო შემოწმება მოხდება მიწოდების ადგილზე.
8.4. მიწოდების ყოველ ეტაპზე, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს ტექნიკური ან/და ხარისხისა და მოცულობის კონტროლი ან/და გამოცადოს ან/და შეამოწმოს შესყიდვის ობიექტი, რათა დარწმუნდეს მათ შესაბამისობაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
8.5. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის ჩატარებისათვის საჭირო ტექნიკური საშუალებებითა და სხვა სამუშაო პირობებით.
8.6. შესყიდვის ობიექტის მიღების ან/და საბოლოო შემოწმების შედეგად გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრას, წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლას, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
8.7. შემსყიდველი ვალდებულია ოპერატიულად, აცნობოს მიმწოდებელს საბოლოო შემოწმების შედეგები, დაწუნებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობისა და წუნდების მიზეზის მითითებით.
8.8. ხელშეკრულების ობიექტის მიღებას ახორციელებენ შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ საამისოდ უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებიც შესყიდვის ობიექტის მიღების შედეგების მიხედვით აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს.
9. ანგარიშსწორების ფორმა და წესი
9.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, თანხის გადარიცხვის ფორმით მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, რომელიც მითითებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში.
9.2. ანგარიშსწორება იწარმოებს, შესყიდვის ობიექტის სრულად ან მისი ნაწილის მიღების შემდეგ, შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტისა და საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული საგადასახადო დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და სხვა დოკუმენტები) საფუძველზე.
9.3. ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერიდან და საგადასახადო დოკუმენტების დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
10. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
10.1. შემსყიდველი ვალდებულია:
10.1.1. უზრუნველყოს მისთვის გადაცემული შესყიდვის ობიექტის შესაბამისი ანაზღაურების გადახდა მიმწოდებლისათვის, წინამდებარე ხელშეკრულების პირობათა სრული დაცვით.
10.1.2. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისთანავე გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი.
10.2. შემსყიდველი უფლებამოსილია:
10.2.1. მიმწოდებლისგან მოითხოვოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ობიექტის ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და ვადაში მიღება.
10.2.2. შესყიდვის ობიექტის ან მისი ნაწილის მიწოდების შემდგომ, განახორციელოს მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის შემოწმება, ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.
10.2.3. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობათა შეუსრულებლობის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება.
10.2.4. მიმწოდებლისაგან მოითხოვოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესახებ დადგენილი ფორმის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება.
10.3. მიმწოდებელი ვალდებულია:
10.3.1. ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, ხელშეკრულებით დადგენილი ოდენობითა და ღირებულებით მიაწოდოს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო შესყიდვის ობიექტი.
10.3.2. საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველის მიერ გამოვლენილი შესყიდვის ობიექტის მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა ნაკლის აღმოფხვრა.
10.3.3. დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს იმ მოსალოდნელ მოვლენებთან და გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ შესყიდვის ობიექტის მიწოდებაზე.
10.3.4. დაუყოვნებლივ აცნობოს შემსყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობისა ან/და ხელისშემშლელ დაბრკოლებათა შესახებ.
10.4. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
10.4.1. შემსყიდველისაგან მოითხოვოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება.
11. უფლებების გადაცემა
11.1. მიმწოდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
12. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
12.1. წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების საერთო ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
12.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე (ათი პროცენტი) მეტი ოდენობით გაზრდა.
13. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
13.1. ხელშეკრულების დამდებ არც ერთი მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
13.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებლი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლის გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
13.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
14. შეტყობინება
14.1. ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, ფაქსის ან ელექტრონული სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, მეორე მხარის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
14.2. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
15. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
15.1. ხელშეკრულების შესრულების პროცესში, მხარეთ წინაშე წარმოშობილი დაბრკოლების გამო, ნაკისრი ვალდებულებების ვერ ან არაჯეროვნად შესრულების საფრთხის შესახებ, მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. ხოლო შეტყობინების მიმღები მხარე კი ასევე, დაუყოვნებლივ აცნობებს თავის გადაწყვეტილებას, აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
15.2. იმ შემთხვევაში, თუკი ხელშეკრულების პირობების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გზით.
16. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა (პასუხისმგებლობა)
16.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა ან/და დაგვიანებით შესრულება გამოიწვევს მის პასუხისმგებლობას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
16.2. მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ სხვა ვადებს მხარეები არ შეათანხმებენ წერილობით, ყოველი დაგვიანებული დღისათვის მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო, შეუსრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,02%-ის ოდენობით.
16.3. მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების ვადის 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტი დღით გადაცდენის შემთხვევაში (შემსყიდველისგან დამოუკიდებელი მიზეზებით), თუ სხვა ვადებს მხარეები არ შეათანხმებენ წერილობით, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს პირგასამტეხლო, შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, ყოველი დაგვიანებული დღისათვის. თუ ვადის გადაცილება გაგრძელდება 10 (ათი) კალენდარულ დღეზე მეტი დღით შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და დააჯარიმოს მიმწოდებელი შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი თანხის 10%-ის ოდენობით.
16.4. შესყიდვის ობიექტის მიწოდებისას ხელშეკრულებების პირობებთან ან/და ხარისხისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების მაჩვენებლებთან შეუსაბამობის ან/და წუნის/ნაკლის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ნაკლოვანების აღმოჩენიდან, საამისოდ აუცილებელ ვადაში, მიიღოს საჭირო ზომები წუნის/ნაკლის/ხარვეზის/შეუსაბამობის გამოსასწორებლად, ხოლო აღნიშნულის შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია არ გადაუხადოს მიმწოდებელს ხელშეკრულების ღირებულება და მოითხოვოს, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია გადაუხადოს შემსყიდველს ჯარიმა, შესასრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების შესაბამისი თანხის 10%-ის ოდენობით.
16.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს საჯარიმო თანხის გადახდა, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%-ის ოდენობით.
16.6. საჯარიმო სანქციების გადახდა უნდა მოხდეს შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
16.7. შემსყიდველი უფლებას იტოვებს მოახდინოს პირგასამტეხლოს გამოქვითვა მიმწოდებლისათვის ასანაზღაურებელი თანხიდან ან სახელშეკრულებო ღირებულებიდან დაუკავოს თანხა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ორმაგ ოდენობამდე, დაკისრებული ჯარიმის სრულ დაფარვამდე.
16.8. წინამდებარე ხელშეკრულების მოცემული პუნქტებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
16.9. პასუხისმგებლობის სხვა ფორმები, რაც არ არის გათვალისწინებული ამ ხელშეკრულებაში, განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით.
17. ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტა
17.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების სრული ან ცალკეული პირობების მოქმედება, მიმწოდებლისათვის ვალდებულებების შეუსრულებლობის წერილობითი შეტყობინების შემდეგ:
17.1.1. თუ მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან შემსყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია მიაწოდოს მთელი შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი;
17.1.2. თუ მიმწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული, რომელიმე ვალდებულება;
17.1.3. თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
17.1.4. მიმწოდებლის მიერ მიწოდების დაწყების ვადის 3 (სამი) კალენდარულ დღეზე მეტი დღით გადაცდენის შემთხვევაში;
17.1.5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
17.2. ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მხარეს ეცნობება წერილობით ხელშეკრულების (ან მისი ნაწილის) შეწყვეტამდე 3 (სამი) დღით ადრე მაინც, ამასთნ უნდა მიეთითოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი და მისი ამოქმედების თარიღი.
17.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა, არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
17.4. ამ მუხლის 17.1. პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტობრივად მიღებულიშესყიდვის ობიექტის ღირებულება.
18. ფორს-მაჟორი
18.1. ხელშეკრულების დამდები, რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა არის ფორს-მაჟორული გარემოების შედეგი.
18.2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან ან/და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება
გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ტვირთის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
18.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებებისა და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
18.4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა ავტომატურად არ იწვევს ხელშეკრულების გაუქმებას. მხარეები ვალდებულნი არიან განსაზღვრონ წინამდებარე ხელშეკრულების ფორს-მაჟორულ მოვლენებთან მისადაგების საკითხი.
18.5. ფორს-მაჟორული გარემოებების შეწყვეტისთანავე მხარეები დაუყოვნებლივ აგრძელებენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
18.6. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობის პირობებში, ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, თუ მხარეთა შორის არ იქნა მიღწეული სხვაგვარი შეთანხმება.
18.7. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის პირობები გაგრძელდება სამ თვეზე მეტ ხანს, მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულების მოქმედება, კომპენსაციის უფლების მოთხოვნის გარეშე.
19. დავების გადაწყვეტის წესი
19.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
19.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართვენ სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
20. ხელშეკრულების ინსპექტირების პირობები
20.1. ხელშეკრულების კონტროლის, მიწოდებული ან მისაწოდებელი შესყიდვის ობიექტის მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელებისა და მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებისა და ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მიმწოდებელთან ანგარიშსწორების პროცესის რეგულირების საკითხებში მიმწოდებელთან ითანამშრომლებს შემსყიდველის მიერ ამისათვის გამოყოფილი ინსპექტირების ჯგუფი, შემდეგი შემადგენლობით: ნინო სხულუხია _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის I რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი; xxxxx xxxxxxxx _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის II რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის მოადგილე: გოგი რევია _ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი.
20.2. ინსპექტირების ჯგუფი უფლებამოსილია შეამოწმოს მიწოდებული შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი, რათა განსაზღვრო მათი შესაბამისობა ხელშეკრულების მოთხოვნებთან.
20.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთრი ხარჯებით უზრუნველყოს შემსყიდველი კონტროლის (ინსპექტირების) ჩატარებისათვის აუცილებელი პერსონალით, ტექნიკური საშუალებებითა და სხვა სამუშაო პირობებით.
20.4. იმ შემთხვევაში, თუ ინსპექტირებისას გამოვლინდა წუნი ან/და ხარვეზი, მიმწოდებელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით, უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა.
20.5. ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებული იქნება მხოლოდ იმ შესყიდვის ობიექტის ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს შემსყიდველის მიერ დადასტურებული აქტი.
21. დასკვნითი დებულებანი
21.1. საკითხები, რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, წყდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.
21.2. ხელშეკრულების დებულებებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, წერილობითი გაფორმების შედეგად.
21.3. ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ამ უფლებაზე უარის თქმას.
21.4. ამ ხელშეკრულების რომელიმე პუნქტის (ან მისი ნაწილის) გაუქმება არ იწვევს დანარჩენი პუნქტების გაუქმებას.
21.5. მხარეთა შორის ნებისმიერი შეტყობინება საჭიროებს წერილობით ფორმას. მხარეთა შორის ზეპირი შეტყობინებები ან/და შეთანხმებები სადაოობის, ურწმონოების ან უზუსტობების შემთხვევაში იურიდიული ძალის არმქონეა.
21.6. მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ თითოეულის სახელს, საქმიან რეპუტაციას და ღირსებას, დაიცვან ერთობლივი საქმიანობის შედეგად მათთვის ცნობილი მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია.
21.7. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2020 წლის 30 მაისამდე. თუ, ამ თარიღისათვის არ არის შესრულებული რომელიმე ვალდებულება ხელშეკრულება ავტომატურად გაგრძელდება მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების მომენტამდე.
21.8. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარუფლებიანი ძალის მქონე ეგზემპლარად და ძალაში შედის მხარეების მიერ მისი კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმის დღიდან, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ხელშეკრულების თითო ეგზემპლარი ინახება მხარეებთან, ელექტრონული დოკუმენტის სახით.
22. მხარეთა მისამართები, საბანკო რეკვიზიტები და ხელმოწერები
შ ე მ ს ყ ი დ ვ ე ლ ი მ ი მ წ ო დ ე ბ ე ლ ი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იურიდიული და ფაქტიური მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90 საიდენტიფიკაციო კოდი: 220418956 საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი - სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი: TRESGE22
მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 3008200000
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი:
...................................... /გ. შენგელია/
შპს „ჯიბე“
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ე. ახვლედიანის ქ. №3
ფაქტიური მისამართი: ქ. ზუგდიდი, ქუჯის ქ. №1 საიდენტიფიკაციო კოდი: 206335223
საბანკო რეკვიზიტები: სს თიბისი ბანკი ბანკის კოდი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE83TB7918136020100002
შპს „ჯიბეს“ დირექტორი:
.......................................... /ლ. დავითაძე/
დანართი
ფასების ცხრილი
№ | შესყიდვის ობიექტის დასახელება | მწარმოებელი ქვეყანა | მწარმოებლის დასახელება | კალასიფიკატორის (CPV) კოდი | განზომილების ერთეული | რაოდენობა | ერთეულის ფასი (ლარი) | საერთო ღირებულება (ლარი) |
1 | კვერცხი _ „დილა“, დაფასოებული 10 ცალად, | საქართველო | შპს „პოულტრი ჯორჯია“ | 03142500 | ყუთი | 940 | 3,34 | 3139,60 |
2 | ზეთი მზესუმზირის _ „დარი კუბანი“, 1 ლიტრიანი | რუსეთი | „დარი კუბანი“ | 15421000 | ბოთლი | 270 | 3,50 | 945 |
3 | ზეთი მზესუმზირის _ „როსსიანკა“, 1 ლიტრიანი | რუსეთი | „როსსიანკა“ | 15421000 | ბოთლი | 240 | 3,51 | 842,40 |
4 | ზეთი მზესუმზირის _ „ზოლოტოი კუვშინი“, 1 ლიტრიანი | რუსეთი | „ზოლოტოი კუვშინი“ | 15421000 | ბოთლი | 89 | 3,50 | 311,50 |
5 | ზეთი მზესუმზირის _ „ბარაქა“, 1 ლიტრიანი | საქართველო | „ბარაქა“ | 15421000 | ბოთლი | 129 | 3,90 | 503,10 |
6 | ზეთი მზესუმზირის _ „ოლეინა“, 1 ლიტრიანი | რუსეთი | შპს „ბუნგე“ | 15421000 | ლიტრი | 212 | 3,73 | 790,76 |
7 | შესქელებული რძე უცხიმო 370გ | უკრაინა | - | 15511600 | ქილა | 450 | 1,70 | 765 |
8 | ხორბლის ფქვილი, 50კგ | საქართველო | შპს „ჯიბე“ | 15612100 | კგ | 72 | 55 | 3960 |
9 | შესქელებული რძე _ „კორონევსკაია“ უცხიმო 370გ | რუსეთი | „კორონევსკის რძის კონსერვის კონბინატი“ | 15511600 | ქილა | 270 | 1,62 | 437,40 |
10 | შესქელებული რძე 8,5 %-იანი _ 270გ | უკრაინა | „ტუ/სგუშონკა“ | 15511600 | ქილა | 400 | 1.80 | 720 |
11 | შესქელებული რძე _ „კორონევსკაია“ მოხარშული 370გ | უკრაინა | კორონევსკის რძის კონსერვის კონბინატი | 15511600 | ქილა | 320 | 1,80 | 576 |
12 | ვაფლის ტორტი სამარხო _ „სეზონი“ 250 გ | საქართველო | შპს „ბარამბო“ | 15812200 | ცალი | 440 | 2,42 | 1064,80 |
სულ ჯამი: 14055,60 ლარი |
შ ე მ ს ყ ი დ ვ ე ლ ი
მ ი მ წ ო დ ე ბ ე ლ ი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია იურიდიული და ფაქტიური მისამართი: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90 საიდენტიფიკაციო კოდი: 220418956
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი:
...................................... /გ. შენგელია/
შპს „ჯიბე“
იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, ე. ახვლედიანის ქ. №3
ფაქტიური მისამართი: ქ. ზუგდიდი, ქუჯის ქ. №1 საიდენტიფიკაციო კოდი: 206335223