Contract
მომსახურების ხელშეკრულება
ქ.___________________, ___________________ წლის ________________ერთის მხრივ __________________, შემდგომ „შემსრულებელი“ და მეორეს მხრივ შპს __________________, შემდგომ „დამკვეთი“, წარმოდგენილი __________________, სახით, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
ხელშეკრულების საგანი
ხელშეკრულების საგანია „შემსრულებლის“ ვალდებულება “დამკვეთს” გაუწიოს 1.2 პუნქტში აღწერილი მომსახურება სათანადო ანაზღაურების მიღების სანაცვლოდ.
შემსრულებლის მიერ განსახორციელებელი მომსახურება:
_________________________________________________________________________________
ხელშეკრულების მოქმედების ვადა, მომსახურების ფასი და ანგარიშსწორების წესი
ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერისთანავე და მოქმედებს __________________.
ხელშეკრულება შეიძლება ვადაზე ადრე შეწყდეს ერთ - ერთი მხარის მიერ მეორე მხარისათვის შეწყვეტის თარიღამდე __________________ დღით ადრე გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე.
შეწყვეტის თარიღამდე შესრულებული მომსახურება ექვემდებარე სრულ ანაზღაურებას.
შემსრულებლის ანაზღაურება შეადგენს: ვერსია 1] _____________ ლარს ყოველთვიურად რომელიც მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საშემოსავლო გადასახადს და შემსრულებლის მიერ გადასახდელ საპენსიო შენატანებს. ვერსია 2] სრული მომსახურებისათვის _____________ ლარს რომელიც მოიცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საშემოსავლო გადასახადს და შემსრულებლის მიერ გადასახდელ საპენსიო შენატანებს.
მომსახურების ანაზღაურების გადახდა ხდება შემდეგი წესით: _____________.
მხარეთა უფლება მოვალეობანი
„დამკვეთი“ ვალდებულია:
ხელი შეუწყოს „შემსრულებელს“ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაში.
დროულად გადაიხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება.
მიაწოდოს „შემსრულებელს“ მის ხელთ არსებული ინფორმაცია რომელიც აუცილებელია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალების შესასრულებლად.
შეასრულოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
„დამკვეთს“ უფლება აქვს:
მიიღოს ხარისხიანი მომსახურება.
მიიღოს სრული ინფორმაცია „შემსრულებლის“ მიერ გაწეული მომსახურების შესახებ.
განახორციელოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
“შემსრულებელი” ვალდებულია:
დავალების შესრულებისას იმოქმედოს მაღალკვალიფიციურად, დამკვეთის ინტერესების შესაბამისად და გულისხმიერების პრინციპის დაცვით.
მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს დავალების შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის „დამკვეთისათვის“ მიწოდება.
შეასრულოს წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები.
„შემსრულებელს“ უფლება აქვს:
მიიღოს გაწეული მომსახურებისათვის სათანადო ანაზღაურება.
მიიღოს და გაეცნოს საჭირო დოკუმენტს, რომელიც „დამკვეთის“ მფლობელობაშია.
განახორციელოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებები/ქმედებები.
კონფიდენციალობა
შემსრულებელი იღებს ვალდებულებას, დამკვეთის თანხმობის გარეშე არ გაამჟღავნოს დამკვეთის პირად, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია [„კონფიდენციალური ინფორმაცია“] და მკაცრად დაიცვას აღნიშნული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად, დამკვეთის მიერ შემსრულებლისათვის მიწოდებული ნებისმიერი, არასაჯარო ინფორმაცია თავისთავად და ავტომატურად გულისხმობს რომ ეს ინფორმაცია განეკუთვნება კონფიდენციალური ინფორმაციას.
მხარეთა პასუხისმგებლობა
მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არასათანადოთ შესრულებისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
ორივე მხარემ სათანადოდ უნდა შეასრულონ საკუთარი ვალდებულებები და ყოველ მხრივ შეუწყონ ხელი მეორე მხარეს ვალდებულების შესრულებაში.
წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დამრღვევმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა აღმოფხვრას.
მხარეები ვალდებული არიან აანაზღაურონ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ან არასრულად შესრულების შედეგად მიყენებული ზარალი.
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: _____________
ფორსმაჟორი
არცეთი მხარე არ აგებს პასუხს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობისათვის, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია სტიქიური და ტექნოლოგიური კატასტროფებით, ხანძრით, საომარი, მოქმედებით, სამთავრობო გადაწყვეტილებით, სოციალური აფეთქებით ან სხვა ისეთი გარემოებით, რაც შეუძლებელს ხდის ვალდებულების შესრულებას და ეს მოვლენები დაიწყო ან განვითარდა ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ.
თუ ჩამოთვილ გარემოებათაგან რომელიმე უშუალოდ მოქმედებს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ხელშეკრულებით განსაზღვრულ შესრულების ვადაზე ეს ვადა გაგრძელდება დაუძლეველი ძალის გარემოების მოქმედების ხანგძლივობის შესაბამისად.
მხარეს რომელსაც წარმოეშვა დაუძლეველი ძალის გარემოება, ვალდებულია საერთო გარემოების, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და შეწყვეტის შესახებ წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს.
დაუძლეველი ძალის გარემოების დადგომის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების თანახმად ვალდებულების შესრულებლობის ვადა გადაიწევს იმ დროით რა პერიოდითაც მოქმედებდა ამდაგვარი გარემოებანი.
დავის გადაწყვეტა
ყოველი სადაო საკითხი, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებისას, რეგულირდება ორმხრივი მოლაპარაკების საფუძველზე.
შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება
__________________________________________________________
დასკვნითი დებულებები
ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლარად რომელთაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ორივე მხარესთან.
ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შეიძლება მხოლოდ წერილობითი ფორმით მხარეთა შეთანხმებით.
მხარეს არა აქვს უფლება მეორე მხარის თანხმობის გარეშე გადასცეს მესამე პირს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-მოვალეობანი.
წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს მხარეებს შორის გაფორმებული მანამდე არსებული ხელშეკრულება [ასეთის არსებობის შემთხვევაში].
მხარეთა რეკვიზიტები
“შემსრულებელი“ |
„დამკვეთი“ |
|
|