საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N 0000 თარიღი: 10.03.2022
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება N 0000 თარიღი: 10.03.2022
საბანკო კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ფიქსირებული.
წლიური საპროცენტო განაკვეთი: y(სიტყვიერად)%.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: x(სიტყვიერად)%.
ფინანსური ხარჯი
ყოველთვიური შენატანი (ძირი+პროცენტი+გარანტიის საკომისიო): x(სიტყვიერად) + y(სიტყვიერად) + m(სიტყვიერად)
ვადის ბოლოს შენატანი: x(სიტყვიერად).
კრედიტის გაცემის საკომისიო: x(სიტყვიერად).
ფილიალიდან თანხის გატანის საკომისიო: x(სიტყვიერად).
უზრუნველყოფის რეგისტრაციის ხარჯი: x (სიტყვიერად).
უზრუნველყოფის შეწყვეტის ხარჯი: x (სიტყვიერად).
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ხარჯი: x (სიტყვიერად).
სხვა ხარჯი: x (სიტყვიერად).
გარანტიის საკომისიო: x (სიტყვიერად).
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა და ვალუტა: x (სიტყვიერად)
გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: x (სიტყვიერად)
კრედიტის ვადა: -- .
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: -- .
მსესხებელი უფლებამოსილია განახორციელოს კრედიტის წინსწრებით დაფარვა. კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს:
თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ს; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ს; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ს.
ამასთან, მსესხებელს, წინსწრების საკომისიოსთან ერთად დაეკისრება საშეღავათო პერიოდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განმავლობაში დარიცხული პროცენტისა და სხვა გადასახდელების გადახდა.
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო: ფიქსირებული ერთჯერადი 10.0 GEL და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას.
მსესხებელი ვალდებულია უზრუნველყოს:
საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის დროული და დადგენილი ფორმით მიწოდება და ბანკის კონტროლის განხორციელება;
საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობის სრულად დაცვა;
რომ არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე
საკრედიტო ხელშეკრულების სხვა პირობების/დამატებითი პირობების ჯეროვანი შესრულება, კერძოდ:
ზემოაღნიშნული რომელიმე ვალდებულების/პირობის შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად გაზარდოს წინამდებარე საბანკო კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 4 (ოთხი)%-ით, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის და ასეთი ცვლილებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს შეტყობინება მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
უცხოური ვალუტით აღებული სესხი მომხმარებელს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს.
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: x(სიტყვიერად)%.
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ბანკში დაფიქსირებულ მომხმარებლის შესაბამის მისამართზე. მომხმარებლის სასარგებლოდ განხორციელებული ხელშეკრულების პირობების ცვლილება არ საჭიროებს მომხმარებლის თანხმობას ან/და მომხმარებლის ინფორმირებას.
მომხმარებელი უფლებამოსილია ბანკს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი და/ან ელექტრონული ფორმებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვისცენტრში ან სათავო ოფისში.
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება N 0000
საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების N 0000 დამატებითი ხელშეკრულება
ხელშეკრულების დადების თარიღი: 10.03.2022
ხელშეკრულების დადების ადგილი: საქართველო, თბილისი
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მხარეები:
დასახელება: იურიდიული მისამართი: საიდენტიფიკაციო ნომერი: |
სს ტერაბანკი საქართველო, თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზირი N3. 204546045 |
წარმოდგენილი შემდეგი უფლებამოსილი პირის მიერ: |
|
სახელი, გვარი: |
|
პირადი ნომერი: |
|
პოზიცია: |
|
შემდგომში მოხსენიებული, როგორც "ბანკი" |
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- მეორე მხრივ: მსესხებელი:
დასახელება/ სახელი,გვარი: |
|
საიდენტიფიკაციო/ პირადი ნომერი: |
|
რეგისტრირებული მისამართი: |
|
ფაქტობრივი მისამართი: |
|
წარმოდგენილი შემდეგი უფლებამოსილი პირის მიერ: |
|
სახელი, გვარი: |
|
პირადი ნომერი: |
|
თანამდებობა/სტატუსი: |
|
რეგისტრირებული მისამართი: |
|
ფაქტობრივი მისამართი: |
|
ტელეფონი: |
|
ელფოსტა: |
|
მინდობილობა: |
დამოწმებული წ., ნომერი # |
თანამსესხეშემდგომში მოხსენიებული, როგორც "მსესხებელი" |
მხარეები დებენ ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და თანხმდებიან შემდეგზე:
მუხლი 1 ზოგადი პირობები
1.01 წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის (თარიღი) დადებული N 0000 საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების (შემდგომში „გენერალური ხელშეკრულება“) დამატებით ხელშეკრულებას.
1.02 წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება წარმოადგენს გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და მასზე ვრცელდება ყველა ის პირობა, დებულება და დათქმა, რაც მხარეების მიერ დადგენილი და შეთანხმებულია გენერალური ხელშეკრულებით.
1.03 ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებები/ მოთხოვნები სრულად არის უზრუნველყოფილი გენერალური ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული/გასაფორმებელი სანივთო ან/და ვალდებულებითი უზრუნველყოფის ხელშეკრულებ(ებ)ით (სოლიდარული თავდებობა, იპოთეკა, გირავნობა, თანხის დაჯავშნა, ფინანსური გირავნობა და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში. იპოთეკა, გირავნობა, თანხის დაჯავშნა, ფინანსური გირავნობა და სხვა) ასეთის არსებობის შემთხვევაში.
მუხლი 2 ხელშეკრულების საგანი
2.01 ამ ხელშეკრულების xxxxxxx xxxxxx მიერ მსესხებელზე სასყიდლიანი კრედიტის გაცემა და მსესხებლის მიერ ამ xxxxxxx xxxxxxxx და გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. კრედიტის სასყიდლიანობა გულისხმობს კრედიტის თანხის დარიცხული სარგებლით დაბრუნებას, ისე როგორც დადგენილია ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით.
2.02 წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის დაფარვა უნდა მოხდეს შეთანხმებული კრედიტის და სარგებლის (პროცენტის) დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს და რომელიც შესაძლოა დროდარო შეიცვალოს. გადახდის გრაფიკსა და შესაბამის დამატებით ხელშეკრულებას შორის ნებისმიერი შეუსაბამობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ამ ხელშეკრულების დებულებებს.
2.03 წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ძალაშია მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
მუხლი 3 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ძირითადი პირობები
3. 01 ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ძირითადი პირობებია:
|
(ა) |
საბანკო კრედიტის მთლიანი თანხა და ვალუტა: |
|
||||
|
(ბ) |
მსესხებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: |
|
||||
|
(გ) |
მიზნობრიობა: |
|
||||
|
(დ) |
საბანკო კრედიტის გაცემა: |
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში; |
||||
|
(ე) |
კრედიტის ვადა: |
არაუგვიანეს - |
||||
(ვ) |
xxxxxxx xxxxxxxx დაფარვის საბოლოო ვადა: |
არაუგვიანეს - |
|||||
(ზ) |
xxxxxxx xxxxxxxx დაფარვა: |
ყოველთვიურ საფუძველზე, თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამასთან საშეღავათო პერიოდის განმავლობაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კრედიტის თანხას ერიცხება წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომელსაც მსესხებელი გადაიხდის საშეღავათო პერიოდის დასრულებიდან კრედიტის მოქმედების ვადის ბოლომდე. |
|||||
(თ) |
საპროცენტო განაკვეთის ტიპი |
ფიქსირებული |
|||||
(ი) |
წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი): |
x(სიტყვიერად)%.
|
|||||
ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი): |
x(სიტყვიერად)%.
|
||||||
(კ) |
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე: |
ფიქსირებული ერთჯერადი 10.0 GEL და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.27 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ, არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0,27%-სა, თითოეული დღისთვის. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1,5-მაგ ოდენობას. |
|||||
(ლ) |
კრედიტის წინსწრებით დაფარვა
|
მსესხებელი უფლებამოსილია განახორციელოს კრედიტის წინსწრებით დაფარვა. წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში წინსწრებით დაფარვის საკომისიო შეადგენს: თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ს; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ს; თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ს. თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე ვადა, მომხმარებელს წინსწრებით დაფარვის საკომისიო არ დაეკისრება. ამასთან, მსესხებელს, წინსწრების საკომისიოსთან ერთად დაეკისრება საშეღავათო პერიოდის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განმავლობაში დარიცხული პროცენტისა და სხვა გადასახდელების გადახდა. |
|||||
(მ) |
საკომისიო(ები): |
|
|||||
(ნ) |
პროცენტი xxxxxxx xxxxxxxx აუთვისებელ ნაწილზე: |
|
|||||
(ო) |
მისაღები თანხის (ფინანსური ხარჯის გარეშე) ოდენობა: |
|
|||||
(პ)
|
სხვა პირობები/დამატებითი პირობები : |
|
|
||||
(ჟ) |
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: |
|
|
|
|
||
(რ) |
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: |
|
|
|
|
||
(ს) |
სხვა ფინანსური ხარჯი: |
|
|
|
|||
ფილიალიდან თანხის გატანის საკომისიო: |
|
|
|
|
|||
უზრუნველყოფის წარმოშობის ხარჯი: |
|
|
|
|
|||
უზრუნველყოფის შეწყვეტის ხარჯი: |
|
|
|
|
|||
სხვა ხარჯი: |
|
|
|
|
მუხლი 4 განცხადებები და გარანტიები
4.01 ამ მუხლის გარანტიები და განცხადებები არის ერთ-ერთი მნიშნველოვანი საფუძველი იმისა, რომ მხარეები თანხმდებიან გარიგებაზე და დებენ ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას.
4.02 მსესხებელი ადასტურებს, რომ მას აქვს სათანადო უფლებამოსილება დადოს და ხელი მოაწეროს ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას. ნებისმიერი საჭირო თანხმობა, ნებართვა, მათ შორის საზედამხედველო ორგანოს, მმართველი ორგანოს, დამფუძნებელი პირების (ასეთის არსებობისას), არის სათანადოდ მიღებული მსესხებლის მიერ და მას შეძენილი აქვს საჭირო უფლებამოსილება და შესაძლებლობა დადოს, დაიცვას და შეასრულოს აღნიშნული გარიგება.
4.03 მსესხებელი ადასტურებს და პირობას დებს, რომ:
(ა) მის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი, მართებული და ზუსტი;
(ბ) ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა არ იწვევს კორპორატიული დოკუმენტაციის ან სხვა არსებული გარიგების პირობის დარღვევას (თუ მსესხებელი წარმოადგენს იურდიულ პირს);
(გ) წარუდგინა ბანკს ინფორმაცია არსებული ვალდებულებების შესახებ სრულად და ჯეროვნად;
(დ) არ მონაწილეობს არცერთ სასამართლო, საარბიტრაჟო პროცესში და არ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება მისი ან მისი დამფუძნებლების (მსესხებელი იურდიული პირის შემთხვევაში) მიმართ, რაც წარდგენილი არ არის ბანკისთვის ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე.
4.04 მსესხებელი აცნობიერებს, რომ ბანკი იღებს ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების წინა პუნქტების განცხადებებს და გარანტიებს და ასეთი წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად საფუძველს ბანკისთვის, დააფუძნოს მსესხებელთან შესაბამისი საბანკო ფინანსირების ურთიერთობები და დადოს ეს გარიგება.
მუხლი 5 მნიშვნელოვანი დათქმები
5.01 წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია გარკვეული პირობებით, რისი შესრულებაც არის სავალდებულო, ხოლო მისმა დაუცველობამ შესაძლოა გამოიწვიოს ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მე-9 მუხლით დადგენილი პირობების დადგომა.
5.02 მსესხებელი ვალდებულია დაიცვას დადგენილი საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიზნობრიობა.
5.03 მსესხებელი ვალდებულია, ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე:
(ა) ისარგებლებს ბანკის, როგორც მისი ძირითადი ბანკის, საბანკო მომსახურებით და პროდუქტებით;
(ბ) კონტრაჰენტებთან ურთიერთობისას გამოიყენოს და მიაწოდოს ბანკში გახსნილი ანგარიშები და უზრუნველყოს ნებისმიერი ანგარიშსწორებისას მხოლოდ ბანკში არსებული ანგარიშების გამოყენება;
(გ) არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
მუხლი 6 მსესხებლის შემოწმება და ბანკის კონტროლი
6.01 წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდზე, მსესხებელი ვალდებულია ბანკსთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს მას მოთხოვნისთანავე, (მსესხებელი მეწარმე პირის შემთხვევაში ასევე ყოველი კალედარული კვარტლის დასრულებიდან ოცდაათი (30) კალენდარული დღის განმავლობაში) ფინანსური ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია, (მსესხებელი მეწარმე პირის შემთხვევაში მათ შორის მსესხებლის ბალანსი, მოგება-ზარალის უწყისი, ინფორმაცია მსესხებლის კაპიტალში ან/და დამფუძნებელთა სტრუქტურაში ცვლილებების შესახებ), ფულადი სახსრების მიმოქცევის ამსახველი დოკუმენტები, ინფორმაცია ახალი სასესხო და სხვა ვალდებულებების შესახებ, მიიღოს ინფორმაცია და დეტალურად გაეცნოს დოკუმენტებს მსესხებლის სასამართლო ან საარბიტრაჟო დავების შესახებ, ასევე მიმდინარე აღსრულების პროცესის შესახებ ისე და იმ ფორმით, როგორც დადგენილია საერთაშორისო სტანდარტებით ან მისაღებია ბანკისთვის.
6.02 მსესხებელი ვალდებულია შექმნას საბანკო პროდუქტების მიზნობრივად გამოყენების კონტროლისა და ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვების პირობები. მსესხებლის ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანი ოპერაციების ამსახველი საბუთების, მიმდინარე და მოსალოდნელი დავების, აღსრულების პროცესის, კაპიტალში და დამფუძნებელთა სტრუქტურაში ცვლილებები (მსესხებელი იურდიული პირის შემთხვევაში) რეგულარული გაცნობისა და უზრუნველყოფის საშუალებების და მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების დათვალიერების და შემოწმების საშუალება, როგორც ბანკის მიერ, ისე წარმომადგენლის მეშვეობით.
მუხლი 7 პროცენტის ცვლილება
7.01 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელზე გაცემული საბანკო კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი (პროცენტი) აღმოჩნდება 5 (ხუთი)%-ით ან უფრო მეტით უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები ან/და მისი ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალება, ბანკი უფლებამოსილი იქნება ცალმხრივად გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ამის შესახებ მსესხებელთან წინასწარ, არანაკლებ ორი კალენდარული თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით.
7.02 ბანკი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ, ცალმხრივად გაზარდოს წინამდებარე საბანკო კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთის ოდენობა 4 (ოთხი)%-ით და ასეთი ცვლილებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინება, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ ასრულებს ან/და არაჯეროვნად ასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ნებისმიერ, შემდეგ ვალდებულებას:
ა) საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ინფორმაციის დროული და დადგენილი ფორმით მიწოდება და ბანკის კონტროლის განხორციელება;
ბ) საკრედიტო ხელშეკრულებით დადგენილი მიზნობრიობის სრულად დაცვა;
გ) საკრედიტო ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული სხვა პირობები/დამატებითი პირობები;
დ) არ იკისროს ვალდებულებები სხვა კომერციული ბანკიდან ან/და საფინანსო ინსტიტუტიდან ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
7.03 ამ მუხლის და წინამდებარე ხელშეკრულების პირობების საფუძველზე საპროცენტო განაკვეთის ცვლილება ან/და კორექტირება გამოიწვევს გადახდის გრაფიკის ცვლილებასაც, რა დროსაც, მსესხებელი ვალდებულია დაეთანხმოს განახლებულ გადახდის გრაფიკს და აღნიშნული დაადასტუროს ხელმოწერით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მსესხებელი ვალდებულია გადახდები განახორციელოს განალებული გრაფიკის შესაბამისად, მიუხდავად იმისა, დაეთანხმება თუ არა მსესხებელი განახლებულ გრაფიკს წერილობით ან სხვა დისტანციური არხის გამოყენებით.
მუხლი 8 თანხების დაბრუნება
8.01 საკრედიტო პროდუქტების შესაბამისად მიღებული თანხის დაბრუნება და პროცენტის (სარგებლის) გადახდა ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესაბამისად და ბანკის საკრედიტო პრინციპების გათვალისწინებით.
8.02 თუკი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი ან მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, საკრედიტო თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით პირველ რიგში იფარება გადახდილი სადაზღვევო თანხა/პრემია, შემდეგ საკომისიო, შემდეგ პირგასამტეხლო (საურავი) მისი არსებობისას, შემდეგ დარიცხული პროცენტები და ბოლოს ძირითადი თანხა. xxxxx უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ შეცვლოს ამ პუნქტით დადგენილი რიგითობა.
8.03 ცალკეული საბანკო პროდუქტების დაფარვის პრიორიტეტულობას და თანმიმდევრობას განსაზღვრავს ბანკი. ამასთან ბანკს შეუძლია როგორც პირველ რიგში, ისე სხვაგვარად, დაფაროს მსესხებლის ის ვალდებულებები, რომელიც არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან.
8.04 ნებისმიერი გადახდა ამ ხელშეკრულების ფარგლებში უნდა განხორციელდეს და ჩაირიცხოს შესაბამის ანგარიშზე თანხის წინასწარ დადგენილი ოდენობის ჩარიცხვით, ყოველგვარი გამოქვითვისა და დაკავების გარეშე.
8.05 იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერი ვალდებულებაზე გადახდის დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდა უნდა განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს. ასეთ შემთხვევაში გადასახდელ თანხას პირგასამტეხლო არ დაერიცხება.
8.06 მხარეები თანხმდებიან, რომ კრედიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში არ მოხდება კრედიტის წინსწრებით დაფარვა ავტომატურად. კრედიტის წინსწრებით დასაფარად საჭიროა მსესხებლის შესაბამისი დავალება.
8.07 კრედიტის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე წერილობით აცნობოს ბანკს კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ, თუ კრედიტის თანხა აღემატება 2,000,000 ლარს ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში.ასეთ შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია კრედიტზე პროცენტის დარიცხვა განახორციელოს ზემოაღნიშნული 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაშიც ,ფაქტობრივად ნასარგებლები დღეების შესაბამისად.
8.08 ერთზე მეტი მიმდინარე დავალიანების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების სრულად შესასრულებლად, პირველ რიგში დაიფარება ის საბანკო კრედიტ(ებ)ი/საკრედიტო ხაზ(ებ)ი, რომლის ფარგელბშიც მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხა არის ყველაზე მეტი. მეორე რიგში დაიფარება ის ოვერდრაფტი/საკრედიტო ბარათი რომლის ფარგელბშიც მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხა/ლიმიტი არის ყველაზე მეტი. ბანკი უფლებამოსილია ცალმხრივად შეცვალოს ამ პუნქტით დადგენილი დაფარვის პრიორიტეტულობა, მსესხებლისათვის წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტ-ბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნით.
8.09 იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ ბანკში აღებული კრედიტ(ებ)ის, მათ შორის, ოვერდრაფტ(ებ)ის, საკრედიტო ბარათ(ებ)ის, მთლიანი თანხების მოცულობა ჯამურად ან ინდივიდუალურად ნაკლებია 1 000 000 ლარზე ან მის ექვივალენტზე სხვა ვალუტაში, მაშინ მსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ ხელშეკრულების 8.08 პუნქტით განსაზღვრული რიგითობის ცვლილება ყოველ ჯერზე, ვალდებულების დაფარვის დღეს, ბანკის სამუშო საათებში, ბანკის ფილიალში შესაბამისი წერილობითი განცხადების გაკეთების გზით.
მუხლი 9 საკრედიტო ურთიერთობების ან/და ხელშეკრულების შეწყვეტა
9.01 ბანკი უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებელთან საკრედიტო ურთიერთობა და შესაბამისად წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და მოითხოვოს არსებული საკრედიტო (ძირითადი თანხა, პროცენტი, პირგასამტეხლო არსებობისას), სხვა ვადადაუმდგარი ვალდებულებების სრულად, ვადაზე ადრე დაფარვა და აღნიშნულის შესახებ აცნობოს მსესხებელს წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ამ პუნქტით განსაზვრული ნებისმიერი პირობის არსებობის ან/და დადგომისთანავე და არა მხოლოდ:
(ა) დაირღვევა ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობა ან მსესხებლის ნებისმიერი განცხადება, გარანტია, თავდებობა, ხელშეკრულება ან წარმოდგენლი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია აღმოჩნდება არასწორი, არაზუსტი ან შეუსაბამო. მათ შორის, მაგრამ არასრულად: (i) ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მე-4 მუხლის განცხადებებიდან და გარანტიებიდან რომელიმე არ აღმოჩნდება ნამდვილი და სრულყოფილი; (ii) მსესხებელი არ შეასრულებს ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მე-5 მუხლით დადგენილ დათქმებიდან ერთ-ერთს; (iii) მსესხებელი არ უზრუნველყოფს ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მე-6 მუხლით დადგენილი ინფორმაციის დროულ და დადგენილი ფორმით მიწოდებას და ვერ უზრუნველყოფს ბანკის კონტროლის განხორციელებას, როგორც სრულად ისე ნაწილობრივ; (iv) დაირღვევა საბანკო კრედიტის თანხის ან/და თანხის ნაწილის გადახდის ვადა; (v) დაირღვევა ამ ხელშეკრულების მიზნობრიობა სრულად ან ნაწილობრივ; (vi) დაირღვევა ამ ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი სხვა ნებისმიერი ვალდებულება.
(ბ) იპოთეკის საგნის გაერთიანების / გაყოფის / მიშენების შედეგად ბანკის იპოთეკა არ გავრცელდება გაერთიანების / გაყოფის შედეგად მიღებულ / მიშენებულ ფართზე;
(გ) დაირღვევა უზრუნველყოფის ხელშეკრულებით დადგენილი ნებისმიერი პირობა;
(დ) განადგურდება ან შეიქმნება განადგურების რისკი ნებისმიერ უზრუნველყოფაზე;
(ე) მსესხებლის მოქმედება მიმართულია ბანკის მოტყუებისკენ;
(ვ) ისეთი გარემოების დადგომისას, როდესაც საბანკო პროდუქტებზე გაცემული თანხების დაბრუნება ხდება საეჭვო;
(ზ) ნებისმერი უფლებამოსილი ორგანო მსესხებელს ჩამოართმევს ქონებას ან სხვა აქტივს ან მნიშვნელოვან წილს, ან მოახდენს ასეთის ნაციონალიზაციას, ან ადგილი ექნება სხვაგვარ ექსპროპრიაციას;
(თ) მსესხებლის ან თავდების მიმართ აღიძრება სისხლის სამართლის საქმე;
(ი) გასხვისდება მსესხებლის მნიშვნელოვანი აქტივი, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
(კ) მსესხებელი იკისრებს ფინანსურ და სხვა ვალდებულებებს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, მათ შორის მიიღებს კრედიტს / სესხს ნებისმიერი სხვა ფინანსური დაწესებულებიდან თუ კერძო პირისგან;
(ლ) მსესხებლის ანგარიშს დაედება საინკასო დავალება, ყადაღა ან გავრცელდება სხვაგვარი უფლებრივი შეზღუდვა;
(მ) მსესხებლის, თავდების და გარანტის ფინანსური მდგომარეობა გაუარესდება ან დადგება ასეთის რისკი;
(ნ) მსეხებელს შეუწყდება მესამე პირის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის თანადაფინანსება (ასეთის არებობისას);
(ო) ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი ვალდებულების ან მისი პირობის შეუსრულებლობის, არაჯეროვნად (არასრულად) ან დათქმულ ვადაზე გვიან შესრულებისას, რომელიც არ გამომდინარეობს ამ ხელშეკრულებიდან;
(პ) ბანკის წინასწარ წერილობითი თანხმობის გარეშე განახორციელებს უზრუნველყოფის საგნის გასხვისებას, ჩუქებას, მის შემდგომ დატვირთვას იპოთეკით, გირავნობით, აღნაგობის უფლებით, უზუფრუქტით, ან სერვიტუტით, მოახდენს ნებისმიერი უფლების ან მოთხოვნის დაგირავებას, ასევე იჯარის / ქირავნობის გარიგების დადებას.
9.02 ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 9.01 პუნქტით და ამავე პუნქტის ნებისმიერი ქვეპუნქტით დადგენილი შეწყვეტის წინაპირობებიდან გამომდინარე, ბანკის მხრიდან შეწყვეტის უფლების წარმოშობისათვის საკმარისია ჩამოთვლილი პირობებიდან ან პირობების შინაარსიდან ერთ-ერთის დადგომა ან/და არსებობა.
9.03 ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 9.01 პუნქტიდან ერთ-ერთი გარემოების დადგომისას ბანკი უფლებამოსილია ამ ხელშეკრულებით დადგენილი საშუალებებით მსესხებელს გაუგზავნოს დავალიანების ვადაზე ადრე დაბრუნების მოთხოვნა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს მსესხებლის მიერ მთელი მოცულობით. თანხის დაუბრუნებლობისას ბანკი ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულებას და მიმართავს უზრუნველყოფის ყველა საშუალებას დავალიანების დასაბრუნებლად.
9.04 თუკი ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, ხელშეკრულების შეყვეტის მომენტიდან მსესხებლის არსებული დავალიანების ძირითად თანხაზე გაგრძელდება შესაბამისი პროცენტის დარიცხვა მის სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე.
9.05 ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს პირგასამტეხლოს დარიცხვა, როგორც ვადაგადაცილებულ ძირითად თანხაზე, ისე ვადაგადაცილებულ პროცენტზე, ხოლო ასეთ შემთხვევაში, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ასეთი პირგასამტეხლო დავალიანების სრულად და ჯეროვნად დაფარვამდე.
9.06 მსესხებლის მხრიდან ამ მუხლით გათვალისწინებული ან/და სხვა ნებისმიერი სახით ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკი თავისუფლდება მსესხებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან და უფლებამოსილია მსესხებლის დამატებითი თანხმობის გარეშე დაუწესოს მსესხებელს გამკაცრებული მონიტორინგის რეჟიმი, რაც თვის მხრივ გულისხმობს ბანკისათვის სრული უფლებამოსილების მინიჭებას და ამ გზით ბანკი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მიავლინოს თავისი წარმომადგენელი მსესხებელთან, მისი აქტივების შესამოწმებლად, ფინანსური მდგომარეობის შესასწავლად ან/და შემოსავლების მონიტორინგის საფუძველზე, ბანკის კუთვნილი თანხების ერთიანად ან ნაწილ-ნაწილ მისაღებად.
მუხლი 10 სხვა პირობები და დასკვნითი დებულებები
10.01 xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულების რომელიმე მუხლის/პუნქტის ან მისი ნაწილის ბათილობის შემთხვევაში ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დანარჩენი მუხლები/პუნქტები ინარჩუნებს ძალას.
10.02 წინამდებარე ხელშეკრულების პირობებსა და გენერალური ხელშეკრულების პირობებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში, კრედიტის არსებითი პირობების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ამ ხელშეკრულების პირობებს, ხოლო სტანდარტული პირობების შემთხვევაში - გენერალური ხელშეკრულების პირობებს.
10.03 მხარეებს შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობისას, დავას განიხილავს საქართველოს უფლებამოსილი სასამართლო. მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
10.04 წინამდებარე ხელშეკრულებით მხარეები თანხდებიან, რომ ბანკი უფლებამოსილია თავდებს/სოლიდარულ თავდებს, ასევე იპოთეკის და/ან გირავნობის საგნის მესაკუთრეს მიაწოდოს მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თავსართის, ხოლო მათ მიერ ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, ხელშეკრულების ასლები იმავე ფორმით, რა ფორმითაც გაფორმებულია მსესხებელთან.
10.05 მომხმარებელი უფლებამოსილია ბანკს წარუდგინოს პრეტენზია ზეპირი, წერილობითი და/ან ელექტრონული ფორმებით. პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია ბანკის ნებისმიერ ფილიალში, სერვისცენტრში, სათავო ოფისში, ინტერნეტბანკში, ბანკის ელექტრონული ფოსტის მისამართზე: xxxx@xxxxxxxx.xx. ბანკი უფლებამოსილია განიხილოს და იმავე ფორმით/არხით უპასუხოს მომხმარებლის პრეტენზიას (თუ თვითონ მომხმარებელი პრეტენზიის დაფიქსირების მომენტში არ მიუთითებს მისთვის სასურველ კონკრეტულ არხს), პრეტენზიის მიღებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში, აღნიშნული პრეტენზიის განხილვის ვადა ვრცელდება ნებისმიერი ტიპის პრეტენზიაზე, მიუხედავად პრეტენზიის შინაარსისა და განაცხადის ფორმისა. ამასთან, პრეტენზია შინაარსობრივად უნდა იყოს გასაგებად ჩამოყალიბებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს მომხმარებელს მოსთხოვოს პრეტენზიის დაზუსტება ან მისი წერილობით წარმოდგენა.
10.06 ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის მისამართია: 0114 თბილისი,საქართველო, სანაპიროს ქუჩა № 2.
10.07 ეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარ(ებ)ად ქართულ ენაზე, ისე, რომ თითოეულ მხარეს გადაეცემა თითო ეგზემპლარი.
დასტურად, ხელშეკრულების მხარეები, რომლებიც მოქმედებენ პირადად ან/და უფლებამოსილი წარმომადგენლების მეშვეობით, ადგენენ ამ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებას და აწერენ ხელს ზემომითითებულ თარიღზე.
ბანკი: |
სს ტერაბანკი |
მსესხებელი: |
|
ხელმოწერა: |
ხელმოწერა: |
||
სახელი და გვარი გარკვევით და სრულად: |
სახელი და გვარი გარკვევით და სრულად: |
||
სახელი და გვარი: |
|
სახელი და გვარი: |
|
წარმომადგენელი: |
|
წარმომადგენელი: |
|
ბანკი _____________________ 11 მსესხებელი_________________