Contract
ფიზიკური პირების საბანკო მომსახურების გენერალური ხელშეკრულება
1. ტერმინთა განმარტებები
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებაში ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებულ ხელშეკრულებაში/შეთანხმებაში გამოყენებულ ტერმინებს, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს ან შესაბამისი ხელშეკრულებით/შეთანხმებით სხვაგვარად არ განისაზღვრება, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1.1. xxxxx - xx „პაშა ბანკი საქართველო“ ს/კ 404433671, სათავო ოფისის მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ლეონიძის ქ., N 2/გ. xxxxxxx x., X 0, xxxxxxxxxxx ფოსტის მისამართი - xxxx@xxxxxxxxx.xx ვებ-გვერდის მისამართი xxx.xxxxxxxxx.xx, ლიცენზიის # - ეროვნული ბანკის ვიცე- პრეზიდენტის 2013 წლის 17 იანვრის განკარგულება # 27;
1.1.2. კლიენტი - პირი, რომლის სახელი, გვარი, სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემი და ინფორმაცია მოცემულია განაცხადში და რომლის სასარგებლოდაც ხორციელდება საბანკო მომსახურება;
1.1.3. მხარე/მხარეები - ბანკი ან/და კლიენტი ან/და დამატებითი ბარათის მფლობელ(ებ)ი კონტექსტის შესაბამისად;
1.1.4. მესამე პირი - ნებისმიერი პირი გარდა კლიენტისა და ბანკისა;
1.1.5. საბანკო პროდუქტები/მომსახურება - წინამდებარე ხელშეკრულების 2.2. პუნქტში მითითებული საბანკო მომსახურების გაწევა/საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, რომელთა ინდივიდუალური პირობები განისაზღვრება წინამდებარე ან/და კლიენტთან გაფორმებული/გასაფორმებელი სხვა ხელშეკრულებით;
1.1.6. საკრედიტო პროდუქტი - ნებისმიერი ტიპის სესხი/კრედიტი (მათ შორის, ოვერდრაფტი, საკრედიტო ბარათი და ა.შ.), მიუხედავად სახელწოდებისა, რომელსაც ბანკი სთავაზობს/აწვდის კლიენტს.
1.1.7. დავალება - საბანკო პროდუქტებით მომსახურების ფარგლებში განხორციელებული ნებისმიერი დავალება/მითითება (წერილობითი ან/და ელექტრონული ან/და დისტანციური საშუალებით), რომელსაც კლიენტი აძლევს ბანკს;
1.1.8. განაცხადი - კლიენტის მიერ ბანკისადმი მიმართვა ბანკის მიერვე დადგენილი ფორმით (მატერიალური დოკუმენტის ან დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით), რომლითაც კლიენტი გამოხატავს სურვილს/თანხმობას, რომ xxxxxx განაცხადის პირობების შესაბამისად, განახორციელოს ან/და შეაჩეროს/შეწყვიტოს/შეცვალოს საბანკო პროდუქტი/მომსახურება. დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით გამოხატულ თანხმობას/განცხადებას აქვს მატერიალური დოკუმენტის თანაბარი იურიდიული ძალა;
1.1.9. საბანკო ანგარიში (შემდგომში - „ანგარიში“) - კლიენტის სახელზე ბანკში გახსნილი ფულადი სახსრების აღრიცხვის უნიკალური საშუალება, რომელიც მოიცავს მიმდინარე და საბარეთე ანგარიშებს;
1.1.10. ერთვალუტიანი საბანკო ანგარიში - ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები ერთ კონკრეტულ ვალუტაში;
1.1.11. მულტისავალუტო ანგარიში - კლიენტის სახელზე ბანკში გახსნილი ანგარიში, რომელზეც აღრიცხულია ფულადი სახსრები რამდენიმე ვალუტაში ცალ-ცალკე და რომელიც რაოდენობრივად წარმოადგენს ერთ ანგარიშს;
1.1.12. ამონაწერი - ინფორმაცია ანგარიშზე ჩატარებული ოპერაცი(ებ)ის და ნაშთ(ებ)ის შესახებ;
1.1.13. გადახდის ოპერაცია − კლიენტის ან მიმღების მიერ ინიცირებული ფულადი სახსრების განთავსების, ჩარიცხვის, გადარიცხვის ან გატანის ოპერაცია;
1.1.14. საგადახდო დავალება – კლიენტის ან მიმღების მიერ ბანკისათვის მიცემული დავალება გადახდის ოპერაციის განხორციელების თაობაზე;
1.1.15. უაქცეპტო წესით თანხების ჩამოჭრა - ბანკის მიერ კლიენტის თანხმობის (ნებართვის) გარეშე კლიენტის ანგარიშიდან თანხების ჩამოჭრა;
1.1.16. xxxxxxx xxxxxx (შემდგომში - „ბარათი“) - ბანკის მიერ კლიენტისთვის დამზადებული საგადახდო ინსტრუმენტი, რომელიც ბანკის საკუთრებაა და განკუთვნილია კლიენტის მიერ სხვადასხვა საბანკო ოპერაციების საწარმოებლად;
1.1.17. პერსონიფიცირებული ბარათი (შემდგომში - „სახელობითი ბარათი“) - ბარათი, რომელზეც ასახულია მფლობელის სახელი და გვარი. ასევე, ბარათის მფლობელის სახელი და გვარი ჩაწერილია ბარათის მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში;
1.1.18. არაპერსონიფიცირებული ბარათი (შემდგომში - „უსახელო ბარათი“) - ბარათი, რომლზეც არ არის ასახული ბარათის მფლობელის სახელი ან/და გვარი. ასევე, აღნიშნული ინფორმაცია არ არის ჩაწერილი მაგნიტურ ზოლზე ან/და მიკროჩიპში.
1.1.19. დამატებითი ბარათი - ბარათი, რომელსაც ბანკი გასცემს კლიენტზე ან/და კლიენტის მიერ დასახელებულ სხვა პირზე და რომელიც მიბმულია კლიენტის არსებულ საბარათე ანგარიშზე;
1.1.20. პინ-კოდი - ბარათის თანმხლები პერსონალური, კონფიდენციალური კოდი, რომელიც ბარათთან ერთად წარმოადგენს ბარათის მფლობელის ელექტრონულ იდენტიფიკატორს (კლიენტის საიდენტიფიკაციო ოთხნიშნა კოდი);
1.1.21. სტოპ-სია - ბარათების საერთაშორისო ან ლოკალური სია, რომლებზედაც გადახდის ოპერაციების განხორციელება დაუშვებელია და ვრცელდება მომსახურების განსაკუთრებული რეჟიმი;
1.1.22. ავტორიზაცია - კლიენტის თანხმობა გადახდის ოპერაციის განხორციელებაზე, თუკი საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
1.1.23. საგადახდო ინსტრუმენტი - ტექნიკური საშუალება ან/და ბანკსა და კლიენტს შორის შეთანხმებული პროცედურების ერთობლიობა, რომლის მეშვეობითაც კლიენტი ახდენს საგადახდო დავალების ინიცირებას;
1.1.24. ავტომატური გადარიცხვები (გადახდები) - ბანკის მიერ კლიენტის ანგარიშიდან კლიენტის დავალების საფუძველზე განხორციელებული რეგულარული გადარიცხვები/გადახდები;
1.1.25. დისტანციური საბანკო მომსახურება - კლიენტსა და ბანკს შორის ურთიერთობა ბანკში მოუსვლელად, სატელეფონო, ინტერნეტბანკის ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით, მათ შორის, ელ. ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით (შემდგომში - „SMS მომსახურება“), ბანკომატით, სწრაფი გადახდის აპარატით;
1.1.26. ინტერნეტბანკი - მომსახურება, რომლითაც შესაძლებელია კლიენტის მიერ დისტანციურად (ბანკში გამოუცხადებლად) ბანკის სპეციალურ ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxxxx.xx ბანკის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ოპერაციების წარმოება, ბანკის მიერ დადგენილი წესებით;
1.1.27. დიჯიპასი - მოწყობილობა, რომელიც გადაეცემა კლიენტს და რომელიც აგენერირებს ერთჯერად კოდებს, რაც თავის მხრივ გამოიყენება ინტერნეტბანკში ავტორიზაციისა და ოპერაციების განხორციელებისათვის.
1.1.28. ელექტრონული საგადახდო საბუთი - კლიენტის ან/და ბანკის მიერ ფორმირებული ელექტრონული საბუთი, რომელიც წარმოადგენს კლიენტის ანგარიშზე ოპერაციის შესრულების საფუძველს;
1.1.29. კომერციული კურსი - უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის დადგენილი კურსი, რომელსაც ადგენს ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ გაცვლით კურსზე დაყრდნობით;
1.1.30. სპეციალური კურსი (შემდგომში - სპეც. კურსი) - უცხოური ვალუტის ყიდვა-გაყიდვისთვის კონკრეტული კლიენტისთვის ინდივიდუალურად დადგენილი კურსი, რომელსაც ადგენს ბანკი საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ გაცვლით კურსზე და კომერციულ კურსზე დაყრდნობით;
1.1.31. კონვერტაცია - ერთი ვალუტის სანაცვლოდ სხვა ვალუტის შეძენა;
1.1.32. საკომისიო - ბანკის მიერ კლიენტისათვის ნებისმიერი საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის დაწესებული გადასახადი, მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა და გადახდის პირობები განისაზღვრება ბანკში დადგენილი პირობების შესაბამისად ან/და კონკრეტული საბანკო პროდუქტის ხელშეკრულებით;
1.1.33. FATCA - უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტი;
1.1.34. პროვაიდერი - კომუნალური, საკომუნიკაციო ან სხვა ტიპის მომსახურების მიმწოდებელი კომპანია;
1.1.35. საბანკო დღე - დღე (შაბათის, კვირის ან კანონმდებლობით განსაზღვრული ოფიციალური დასვენების დღეების გარდა), როდესაც ბანკი ღიაა და ახორციელებს ჩვეულებრივ საქმიანობას;
1.1.36. საოპერაციო დღე - საბანკო დღის მონაკვეთი საბანკო დღის დაწყებიდან იმავე დღის 16:00 საათამდე.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულია ზოგადი პირობები, რომლებიც არეგულირებს მხარეთა პასუხისმგებლობასა და უფლება-მოვალეობებს კლიენტის მიერ საბანკო პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობის პროცესში.
2.2. წინამდებარე ხელშეკრულებაში მოცემულია შემდეგი საბანკო პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობის ზოგადი პირობები:
2.2.1. საბანკო ანგარიშით მომსახურება;
2.2.2. ბარათით მომსახურება;
2.2.3. ინტერნეტბანკით/მობაილბანკით მომსახურება;
2.2.4. სატელეფონო მომსახურება;
2.2.5. SMS მომსახურება;
2.2.6. ავტომატური გადარიცხვები/გადახდები;
2.2.7. ანაბარი;
2.2.8. საკრედიტო პროდუქტები;
2.3. ამ ხელშეკრულებაში აღწერილ ცალკეულ მომსახურებათა/პროდუქტების მისაღებად კლიენტი ბანკს მიმართავს შესაბამისი წერილობითი განაცხადით (ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით), რომლითაც ის იმავდროულად ადასტურებს, რომ დეტალურად იცნობს ამ ხელშეკრულების ყველა პირობას, ეთანხმება და უერთდება მას. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ სარგებლობს რომელიმე საბანკო პროდუქტით/მომსახურებით, მასზე არ ვრცელდება აღნიშნული პროდუქტის/მომსახურების შესაბამისი პუნქტ(ებ)ი. შესაბამისი პირობები ამოქმედდება კონკრეტული საბანკო პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობის უფლების მინიჭებასთან ერთად.
2.4. კლიენტის განაცხადის განხილვის შედეგად ბანკი იღებს გადაწყვეტილებას გაუწიოს თუ არა კლიენტს შესაბამისი მომსახურება.
2.5. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტს უარი განუცხადოს მომსახურების გაწევაზე უარის მიზეზ(ებ)ის განმარტების გარეშე.
2.6. ბანკი უფლებამოსილია, გადაწყვეტილების მისაღებად კლიენტს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციისა და/ან დოკუმენტაციის წარდგენა. xxxxxxxx მიერ განაცხადის შევსება, აგრეთვე დამატებითი დოკუმენტაციის ბანკისათვის წარდგენა არ ავალდებულებს ბანკს გაუწიოს კლიენტს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე მომსახურება.
2.7. წინამდებარე ხელშეკრულების 2.4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეებმა შესაძლებელია ბანკის მოთხოვნით გააფორმონ სხვა დამატებითი ხელშეკრულება/შეთანხმება, რომელიც იქნება ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი და რომლითაც განისაზღვრება, როგორც კონკრეტული საბანკო პროდუქტის/მომსახურების ინდივიდუალური პირობები, ასევე მხარეთა დამატებითი უფლება-მოვალეობები.
2.8. თითოეულ საბანკო პროდუქტზე/მომსახურებაზე ან/და ამ ხელშეკრულების საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებულ ნებისმიერ ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე სრულად ვრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობები, შესაბამისი საბანკო პროდუქტისთვის/მომსახურებისთვის არსებულ ან/და ცალკეულ ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით.
2.9. საბანკო პროდუქტებთან/მომსახურებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულებები/შეთანხმებები, განაცხადები და დანართები წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. წინამდებარე ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე გაფორმებულ კონკრეტულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას/დანართს შორის წინააღმდეგობის (წინააღმდეგობა გულისხმობს ერთმანეთის გამომრიცხავ დებულებებს და არ გულისხმობს ერთმანეთის შემავსებელ დებულებებს) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება კონკრეტულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას/დანართს იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელთა დასარეგულირებლადაც დადებულია ამგვარი ხელშეკრულება/შეთანხმება.
2.10. კლიენტის მიერ დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემული დასტური/განაცხადი საბანკო პროდუქტის/მომსახურების ან/და ხელშეკრულების/შეთანხმების პირობებზე, ასევე დისტანციური საშუალებით ბანკისთვის მიცემული დავალება, უთანაბრდება შესაბამის ხელშეკრულებაზე/შეთანხმებაზე/დავალებაზე კლიენტის ხელმოწერას და აღნიშნული განაცხადი/ხელშეკრულება/შეთანხმება/დავალება ჩაითვლება სამართლებრივი ძალის მქონედ ბანკის მიერ დისტანციური საბანკო მომსახურების მეშვეობით კლიენტის დასტურის მიღების მომენტიდან. ამასთან, კლიენტი აცნობიერებს, რომ დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით კლიენტის დავალების შესასრულებად ბანკს შესაძლოა დასჭირდეს რამდენიმე ოპერაციის შესრულება, რაზეც კლიენტი წინასწარ აცხადებს თანხმობას.
2.11. ბანკი და კლიენტი უფლებამოსილნი არიან, გააფორმონ ნებისმიერი ისეთი საბანკო პროდუქტით სარგებლობის/მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებაში არ არის გათვალისწინებული.
2.12. ბანკის საზედამხედველო ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი, რომლის ვებ-გვერდის მისამართია - xxx.xxx.xxx.xx.
2.13. საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის პასუხისმგებელი ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვან შესრულებაზე.
2.14. დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ:
2.14.1. 2018 წლის 1 იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ კანონის თანახმად, ყველა ფიზიკური პირის ანაბარზე/ანგარიშზე არსებული თანხა, ანაბრების/ანგარიშების რაოდენობის მიუხედავად, თითოეულ კომერციულ ბანკში დაზღვეულია და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურდება 5,000 ლარის ფარგლებში, ხოლო დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ვებ- გვერდზე: xxx.xxxxxxxx.xx;
2.14.2. ბანკში კლიენტის ანგარიშებზე (მათ შორის, უცხოური ვალუტით) არსებული თანხები დაჯამდება და დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს მიერ ანაზღაურებას დაექვემდებარება 5,000 ლარამდე თანხა, ხოლო თუ თანხა აღემატება 5,000 ლარს, დანარჩენი თანხა ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით;
2.14.3. ბანკში ყველა ფიზიკური პირის ყველა ანგარიშზე არსებული თანხა ავტომატურად დაზღვეულია დამატებითი საზღაურის გარეშე;
2.14.4. დაზღვევის სააგენტოს მიერ 5,000 (ხუთი ათასი) ლარის ფარგლებში ანაზღაურება მოხდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, მოცემულ მომენტში კომერციულ ბანკს გააჩნია თუ არა შესაბამისი სახსრები. ანაზღაურების ვალუტა - ლარი.
3. ტარიფები
3.1. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო პროდუქტებით/მომსახურებით სარგებლობისათვის კლიენტი ვალდებულია, გადაუხადოს ბანკს საკომისიო/მომსახურების საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება ოპერაციის შესრულების ან/და მომსახურების გაწევის დროისათვის ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების ან/და ბანკის მიერ განსაზღვრული ინდივიდუალური ტარიფების შესაბამისად.
3.2. ინფორმაცია დადგენილი ტარიფების და გადახდის წესების შესახებ მოცემულია ბანკის ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. ამასთან, კლიენტი ვალდებულია, საბანკო ოპერაციების განხორციელებამდე ბანკის ფილიალებში/სერვისცენტრებში ან/და ვებ-გვერდის მეშვეობით გაეცნოს შესაბამისი ოპერაციისთვის/მომსახურებისთვის დადგენილ ტარიფებს. ბანკის მიერ კლიენტის მოთხოვნით ოპერაციის შესრულების შეჩერების ან შეწყვეტის, ასევე, ბანკისგან კლიენტისთვის ნებისმიერი მომსახურების შეწყვეტის შემთხვევაში, კლიენტს არ დაუბრუნდება მის მიერ ბანკისთვის გადახდილი მომსახურების საფასური.
3.3. ბანკი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეცვალოს მოქმედი ტარიფები და მათი გადახდის წესები, რომლის შესახებაც კლიენტს ეცნობება წინასწარ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
4. საბანკო ანგარიშით მომსახურება
4.1. საბანკო ანგარიშის გახსნა
4.1.1. წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული საბანკო ოპერაციების საწარმოებლად და საბანკო პროდუქტებით სარგებლობისათვის ბანკი კლიენტს უხსნის ანგარიშ(ებ)ს. კლიენტს შეუძლია სარგებლობდეს ერთი ან რამდენიმე საბანკო ანგარიშით.
4.1.2. ანგარიშ(ებ)ი იხსნება კლიენტის განაცხადის, კანონმდებლობით დადგენილი და ბანკის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის საფუძველზე, რომელთა უტყუარობაზეც პასუხისმგებელია კლიენტი. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ წარმოშობს ბანკის ვალდებულებას გაუხსნას კლიენტს ანგარიში და გაუწიოს შესაბამისი მომსახურება.
4.1.3. ბანკის მიერ დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად ანგარიშ(ებ)ი შესაძლებელია გაიხსნას დისტანციურად გაკეთებული განაცხადის საფუძველზე, იმ შემთხვევაში, როდესაც კლიენტს უკვე აქვს გახსნილი ანგარიში ბანკში.
4.1.4. უცხოურ ვალუტაში ანგარიშის გახსნის შემთხვევაში, კლიენტს ეხსნება მიმდინარე ანგარიში ლარში, თუკი მას არ აქვს ანგარიში ეროვნულ ვალუტაში.
4.2. ანგარიშზე გადახდის და სხვა ოპერაციების წარმოება
4.2.1. კლიენტის ანგარიშზე ფულადი სახსრები შეიძლება განთავსდეს როგორც უნაღდო ანგარიშსწორებით, ისე ნაღდი ანგარიშსწორებით.
4.2.2. ბანკის მიერ ანგარიშ(ებ)იდან ფულადი სახსრების ჩამოწერა, როგორც წესი, ხორციელდება კლიენტის თანხმობის, ნებართვის, დავალების ან მოთხოვნის საფუძველზე, წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
4.2.3. კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე შეტანილი ან/და ჩარიცხული თანხ(ებ)ის ასახვას ან კლიენტის ანგარიშიდან თანხ(ებ)ის გადარიცხვას ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი დავალების ბანკის მიერ მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში.
4.2.4. საგადახდო დავალების მიღების დროდ ითვლება მომენტი, როდესაც ბანკი მიიღებს საგადახდო დავალებას, მიუხედავად იმისა, ის ინიცირებულია კლიენტის თუ მიმღების მიერ.
4.2.5. საოპერაციო დღის გასვლის შემდეგ ბანკის მიერ კლიენტისგან მიღებული დავალებები ითვლება მეორე საბანკო დღეს მიღებულად, რაც არ წარმოადგენს შეზღუდვას ბანკისთვის საგადახდო დავალების წარმოდგენის დღესვე შეასრულოს საგადახდო დავალება.
4.2.6. დაუშვებელია საგადახდო დავალების ნაწილობრივ შესრულება.
4.2.7. გადახდის ოპერაციის შესრულებისათვის აუცილებელია კლიენტის მხრიდან თანხმობის გამოხატვა, რაც გულისხმობს კლიენტის მხრიდან საგადახდო დავალებაზე ხელმოწერას ან თანხმობის გამოხატვას დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით (ინტერნეტბანკის ან/და სხვა საშუალებით ბანკისთვის საბანკო ოპერაციის შესრულების დავალების მიცემა ან კლიენტის მიერ შესაბამისი ოპერაციის შესრულება, განიხილება როგორც საგადახდო დავალება). შესაბამის საგადახდო დავალებაზე თანხმობის გამოხატვისას, კლიენტი ადასტურებს საგადახდო დავალებაში მითითებული მონაცემების სიზუსტეს და ბანკისთვის მიცემული დავალების მის ნებასთან სრულ შესაბამისობას, რისთვისაც შემდგომი პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს.
4.2.8. კლიენტს უფლება აქვს გააუქმოს ბანკისთვის მიცემული საგადახდო დავალება იმ შემთხვევაში, თუ გადარიცხვა ჯერ არ შესრულებულა (რაც გულისხმობს, თანხის კლიენტის ანგარიშიდან ჩამოწერას) და აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმ ვალდებულების არსს, რომლის შესასრულებლადაც ის გაიცა ან საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4.2.9. კლიენტი ინფორმირებულია, რომ ბანკის მიერ საგადახდო დავალებაზე აღნიშვნის „საგადახდო დავალება არ ექვემდებარება გადამხდელის მიერ გაუქმებას ან გამოთხოვას“ გაკეთების შემთხვევაში კლიენტს არ აქვს უფლება გამოითხოვოს საგადახდო დავალება.
4.2.10. საგადახდო დავალების ბანკის მიერ მიღების, უარყოფის ან/და შესრულების შეუძლებლობის თაობაზე, კლიენტის ინფორმირება მოხდება ბანკის მიერ განსაზღვრული წესით/ფორმით.
4.2.11. ბანკი უფლებამოსილია, არ მიიღოს შესასრულებლად დავალება ან/და უარი განაცხადოს დავალების შესრულებაზე თუ:
4.2.11.1.ვერ ხდება კლიენტის/დავალების წარმომდგენის სრულფასოვანი იდენტიფიკაცია;
4.2.11.2.დავალება არ შეესაბამება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან/და ბანკში დადგენილ წესებსა და პროცედურებს;
4.2.11.3.დავალება შეიცავს არაზუსტ ინფორმაციას/მონაცემებს;
4.2.11.4.დავალების შესრულებისათვის ანგარიშზე არსებული თანხა, საკომისიოს ჩათვლით, არ არის საკმარისი, დავალების შესასრულებლად ან/და დავალებაში მითითებული თანხა აღემატება ბანკის მიერ დადგენილ ლიმიტებს. ამასთან, მხარეები თანხმდებიან, რომ ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის მიერ ინიცირებული საგადახდო დავალება შეასრულოს დაშვებული ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებში, შესაბამისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში;
4.2.11.5.ბანკს გაუჩნდება ეჭვი კანონსაწინააღმდეგო ოპერაციის შესრულების მცდელობის შესახებ;
4.2.11.6.ანგარიშზე არსებული თანხები ექვემდებარება საჯარო სამართლებრივ შეზღუდვას;
4.2.11.7.აღნიშნული გათვალისწინებულია კანონმდებლობით ან კლიენტს ბანკის მიმართ გააჩნია რაიმე სახის ფულადი ვალდებულება;
4.2.11.8.თუ არსებობს სხვა ისეთი ხარვეზი/გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის დავალების შესრულებას.
4.2.12. უარყოფილი საგადახდო დავალება არ ჩაითვლება მიღებულად, წინამდებარე ხელშეკრულების 4.2.4
პუნქტის და 13-ე მუხლის მიზნებისათვის.
4.2.13. საგადახდო დავალება მისი სათანადო შესრულებისათვის, აუცილებელია მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რეკვიზიტებს. ამასთან, ელექტრონული საგადახდო დავალება, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, შესაძლოა მოიცავდეს ბანკის მიერ დადგენილ სხვა დამატებით რეკვიზიტებს.
4.2.14. ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის ანგარიშებიდან უაქცეპტო წესით მოახდინოს თანხების ჩამოწერა შემდეგ შემთხვევებში:
4.2.14.1.ბანკის წინაშე არსებული ნებისმიერი სახის გადასახდელის, ნებისმიერი საბანკო მომსახურების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს/ჯარიმის დასაფარად;
4.2.14.2.ბანკის წინაშე არსებული საკრედიტო დავალიანების ან ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან, კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკი არ არის ვალდებული კლიენტის დავალების გარეშე განახორციელოს თანხების ჩამოწერა კლიენტის დავალიანების დაფარვის მიზნით;
4.2.14.3.კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, შეცდომით ჩარიცხული ან/და საეჭვო თანხ(ებ)ის უკან დასაბრუნებლად;
4.2.14.4.მოქმედი კანონმდებლობით ან/და კლიენტსა და ბანკს შორის დადებული ხელშეკრულებით, შეთანხმებით ან/და სხვა დოკუმენტით გათვალისწინებულ შემთხვევაში (მაგ.: თავდებობა, საინკასო დავალება);
4.2.14.5.საინკასო დავალების შემთხვევაში, საინკასო დავალიანების დაფარვის მიზნით, ბანკი ვალდებულია, ანგარიშზე საინკასო დავალების ვალუტის საკმარისი რაოდენობით არ არსებობის შემთხვევაში, კლიენტის თანხმობის გარეშე, მოახდინოს ვალუტის კონვერტაცია კლიენტის სხვა ანგარიშ(ებ)იდან საინკასო დავალების ვალუტაში, გადახდის დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად. საინკასო დავალების შესრულებასთან დაკავშირებული საკომისიო (გადარიცხვის საკომისიო, კონვერტაციის საკომისიო) განისაზღვრება ბანკის მიერ დადგენილი ტარიფებით.
4.2.15. თუ ბანკში კლიენტის სახელზე ფიქსირდება ნებისმიერი სახის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა და ამავდროულად კლიენტი სარგებლობს ოვერდრაფტით ან/და საკრედიტო ბარათით, ოვერდრაფტის ან/და საკრედიტო ბარათთან მიმართებაში საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა გავრცელდება იმ თანხაზე, რომელიც განთავსდება შესაბამისი ოვერდრაფტის ან/და საკრედიტო ბარათის ანგარიშზე, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის დაფიქსირების შემდგომ.
4.2.16. თუ 4.2.14 პუნქტით განსაზღვრული გადასახდელი თანხა (გარდა 4.2.14.5 პუნქტისა) და ანგარიშზე რიცხული თანხა სხვადასხვა ვალუტაშია, ბანკი განახორციელებს კონვერტაციას გადახდის თარიღისთვის ბანკში
მოქმედი კომერციული კურსით, ხოლო კონვერტაციის მომსახურების ღირებულებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასევე უაქცეპტოდ ჩამოწერს კლიენტის ანგარიშიდან.
4.2.17. ანგარიშზე ნაღდი ფულის შეტანისა და გატანის ოპერაცია ხორციელდება სალაროს შემოსავლის/გასავლის ორდერით.
4.2.18. ვალუტის გადაცვლისას მიმდინარე ანგარიშზე შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ვალუტით მეორე ვალუტის შეძენა, ამგვარი ოპერაციის საწარმოებლად საჭირო თანხის მიმდინარე ანგარიშზე არსებობის შემთხვევაში.
4.2.19. ვალუტის გადაცვლა განხორციელდება ვალუტის გადაცვლის დროს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული ან სპეც. კურსის შესაბამისად.
4.2.20. კლიენტს შეუძლია ვალუტის კურსების შესახებ ინფორმაცია იხილოს ბანკის ვებ-გვერდზე
5. ბარათით მომსახურება
5.1. მომსახურების აღწერა
5.1.1. ბარათით მომსახურება გულისხმობს ბანკის მიერ გამოშვებული „ვიზა’’ (VISA) ან „მასტერქარდ’’ (Mastercard) ბარათის (შემდგომში - "ბარათი") მეშვეობით, საბარათე ანგარიშის მფლობელი კლიენტის ან მის მიერ წერილობით დასახელებული პირის მიერ (შემდგომში ორივე - “ბარათის მფლობელი“), საბანკო ოპერაციების განხორციელებას.
5.1.2. ბარათის ტიპი განისაზღვრება კლიენტის მიერ ყოველ კონკრეტულ საბარათე პროდუქტთან დაკავშირებით ხელმოწერილი განაცხადით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
5.1.3. ბარათით ოპერაციების წარმოებისათვის ბანკი გახსნის შესაბამის საბარათე ანგარიშ(ებ)ს. დასაშვებია ერთ საბარათე ანგარიშზე რამდენიმე ბარათის არსებობა.
5.1.4. ბარათს ბანკი ამზადებს კლიენტის მიერ შევსებული სათანადო განაცხადის საფუძველზე და გადასცემს კლიენტს სარგებლობაში პერსონალურ საიდენტიფიკაციო კოდთან (პინ-კოდი) ერთად (პინ-კოდის გადაცემა ხდება დალუქული კონვერტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით).
5.1.5. ბარათით მომსახურებაზე ვრცელდება საერთაშორისო საგადახდო სისტემების რეგულაციები და ქართული კანონმდებლობით და წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები.
5.1.6. იმ შემთხვევაში, თუ ბარათის მფლობელი ბარათის დამზადებიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში არ ჩაიბარებს ბარათს, მაშინ აღნიშნული ბარათი ექვემდებარება განადგურებას. ბარათის დამზადების ან ბარათის მომსახურების გადახდილი საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მფლობელს არ უბრუნდება.
5.1.7. ბარათით სარგებლობის პერიოდი განისაზღვრება ბარათზე მითითებული ვადის მიხედვით. ბარათის მოქმედების ვადა იწურება ბარათზე მითითებული წლის შესაბამისი თვის ბოლო დღის გასვლის შემდეგ.
5.1.8. ბარათის მფლობელი არის პირი, რომლის სახელზეც გაცემულია ბარათი (შესაძლებელია იყოს კლიენტი (ანგარიშის მფლობელი) ან მის მიერ დასახელებული პირი). ბარათის მფლობელის იდენტიფიკაცია ხდება ბარათის ზედაპირზე მითითებული სახელით, გვარით, მასზე დატანილი ხელმოწერის ნიმუშით და პერსონალური საიდენტიფიკაციო კოდით (პინ-კოდი), ინტერნეტ ტრანზაქციების შემთხვევაში კი CVV2
/CVC2 ან 3D Secure კოდით.
5.1.9. კლიენტის წერილობითი თანხმობით/განაცხადით დასაშვებია საბარათე ანგარიშთან დაკავშირებული დამატებითი ბარათ(ებ)ის და შესაბამისი პინ-კოდ(ებ)ის დამზადება და გაცემა, როგორც კლიენტისთვის, ისე მის მიერ დასახელებული სხვა პირისთვის. თუ ბანკის მიერ სხვა რამ არის არის განსაზღვრული, დამატებითი ბარათის დამზადების მოთხოვნა ან გატანა კლიენტს და ბარათის მფლობელს შეუძლიათ მხოლოდ ერთობლივად.
5.1.10. კლიენტი ვალდებულია, დამატებითი ბარათის მფლობელს გააცნოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობები. ამასთან, დამატებითი ბარათით სარგებლობის შედეგად, ბანკის წინაშე წარმოშობილ ვალდებულებებზე პასუხისმგებელია კლიენტი.
5.1.11. კლიენტი უფლებამოსილებას ანიჭებს ბანკს, დამატებითი ბარათის მფლობელ(ებ)ს გადასცეს ინფორმაცია მისი კუთვნილი ანგარიშ(ებ)ის შესახებ, აგრეთვე სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა დამატებითი ბარათ(ებ)ის სათანადო გამოყენებისათვის.
5.1.12. დამატებითი ბარათის მფლობელისათვის შესაძლებელია შეზღუდული იყოს გარკვეული ტიპის საბანკო მომსახურების/ინფორმაციის მიღება ბარათის მეშვეობით. შეზღუდვ(ებ)ის შესახებ ინფორმაციას დამატებითი ბარათის მფლობელი მიიღებს ბანკში მოთხოვნისთანავე.
5.1.13. კლიენტი/ბარათის მფლობელი უფლებამოსილია, გამოიყენოს თანხის ის ოდენობა, რომელიც შეტანილია/ჩარიცხულია ანგარიშზე. თანხას აკლდება ბარათის წლიური/თვიური მომსახურების საკომისიო, ხოლო თანხის გადახარჯვის შემთხვევაში - მასთან დაკავშირებული პროცენტები და პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
5.1.14. საბარათე ანგარიშზე რიცხული თანხების განკარგვა შესაძლებელია ბანკის მიერ დადგენილი ლიმიტების ფარგლებში.
5.1.15. ბანკს შესაძლებელია ჰქონდეს არაპერსონიფიცირებული (უსახელო) ბარათებიც.
5.1.16. კლიენტზე უსახელო ბარათის გაცემის შემთხვევაში, ბანკი მომენტალურად გადასცემს ბარათის მფლობელს წინასწარ დამზადებულ ბარათს.
5.1.17. კლიენტზე სახელობითი ბარათის გაცემის შემთხვევაში, შესაბამისი განაცხადის მიღებიდან ორი (რეგიონებში - სამი) საბანკო დღის ვადაში ბანკი ამზადებს და გადასცემს ბარათის მფლობელს სახელობით ბარათს.
5.1.18. ინფორმაცია ბარათის ანგარიშზე/ანგარიშებზე არსებული ნაშთის/ნაშთების შესახებ, ბანკის ძირითად სისტემაში მითითებულია, როგორც ბარათზე მიბმულ თითოეულ ვალუტაში, ასევე კონსოლიდირებულ ვალუტაში ბანკის მიერ დადგენილი კურსის შესაბამისად.
5.2. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
5.2.1. კლიენტი ვალდებულია:
5.2.1.1. ბარათის გადაცემის მომენტში შეამოწმოს მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომლითაც შესაძლებელია პინ- კოდის მიღება ან იმ კონვერტის მთლიანობა, რომელშიც მოთავსებულია პინ-კოდი;
5.2.1.2. რეგულარულად გაეცნოს და დაიცვას ბანკის მიერ შემუშავებული ბარათით სარგებლობის და უსაფრთხოების წესები, აგრეთვე არ დაუშვას ბარათის ან/და პინ-კოდის მესამე პირებისთვის გადაცემა (გამჟღავნება);
5.2.1.3. აანაზღაუროს ბანკის მიერ გაწეული ის დანახარჯები, რომლებიც დაკავშირებულია ,,ვიზას’’ (VISA) და
,,მასტერქარდის’’ (Mastercard) მიერ ბარათის დამატებითი სახის ფასიან მომსახურებასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
5.2.1.4. ბარათით სარგებლობისათვის გადაუხადოს ბანკს ბარათით მომსახურებასთან (დამზადება, განახლება, საერთაშორისო სტოპ-სიაში ჩასმა და სხვა) და ბარათით ოპერაციების წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის საკომისიო, ბანკის მიერ ან/და საერთაშორისო საგადახდო სისტემების მიერ დადგენილი ტარიფების შესაბამისად;
5.2.1.5. საბარათე ანგარიშზე ოპერაციები აწარმოოს მხოლოდ ხელმისაწვდომი ნაშთის ფარგლებში. ხელმისაწვდომი ნაშთის შეგნებულად ან შეცდომით გადამეტებით გახარჯულ თანხას ბანკი დაარიცხავს პირგასამტეხლოს, ბანკის მიერ დადგენილი ტარიფების მიხედვით, გადახარჯვით გამოყენებული თანხის სარგებლობის ყოველი დღისათვის;
5.2.1.6. დაუყოვნებლივ შეავსოს გადამეტებით გამოყენებული თანხა;
5.2.1.7. ბარათის დაკარგვის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს;
5.2.1.8. ინტერნეტში ბარათით გადახდის ოპერაცია განახორციელოს მხოლოდ უსაფრთხო გადახდის სერთიფიკაციის მქონე ვებ-გვერდებზე. ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ უსაფრთხოების გადახდის სერთიფიკაციის არ მქონე ვებ-გვერდებზე განხორციელებულ ოპერაციებზე.
5.2.2. კლიენტი უფლებამოსილია:
5.2.2.1. ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია საბარათე ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ;
5.2.2.2. საბარათე ანგარიშზე წარმოებული ოპერაციების შესახებ წარადგინოს დასაბუთებული პრეტენზია წინამდებარე ხელშეკრულების 5.4 პუნქტის შესაბამისად.
5.2.3. კლიენტი აცნობიერებს, რომ:
5.2.3.1. ბანკის მიერ ემიტირებული ბარათები აღჭურვილია უკონტაქტო ტექნოლოგიით;
5.2.3.2. საქართველოს ტერიტორიაზე ბარათით პინ-კოდის გარეშე უკონტაქტო ტრანზაქციის შესრულება დასაშვებია 50 (ორმოცდაათი) ლარამდე თანხის ოდენობით. ამასთან, ბანკი პასუხს არ აგებს და არ განიხილავს კლიენტის პრეტენზიას მის საბარათე ანგარიშზე საქართველოს ტერიტორიაზე 50 ლარამდე თანხის ფარგლებში განხორციელებულ უკონტაქტო ტრანზაქცია(ებ)ზე (მიუხედავად ბარათით განხორციელებული ასეთი ტრანზაქციების რაოდენობისა).
5.2.3.3. ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
5.2.3.3.1. ბარათის მფლობელსა და მომსახურების ობიექტს შორის წარმოქმნილ სადავო სიტუაციაზე;
5.2.3.3.2. ბარათის არასანქცირებული გამოყენებისათვის იმ ფაქტების გამო, რომლებიც კლიენტის/ბარათის მფლობელის მიზეზით არის გამოწეული. მათ შორის, ისეთ ოპერაციებზე, რომლებიც შესრულებულია დაკარგული/მოპარული ბარათით, თუ ბარათის მფლობელმა არ უზრუნველყო დაკარგული/მოპარული ბარათის დროული ბლოკირება.
5.3. თანხის ჩამოჭრა და კონვერტაცია საბარათე ოპერაციისას
5.3.1. იმ შემთხვევაში თუ ტრანზაქციის თანხის ვალუტა ემთხვევა კლიენტის ანგარიშის რომელიმე ვალუტას (USD, EUR, GEL), თანხის ჩამოჭრა ხდება შესაბამისი ვალუტის ანგარიშიდან.
5.3.2. თუ ტრანზაქცია სრულდება ლარში და ლარის ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა, აღნიშნული ანგარიშის შესავსებად ხდება ტრანზაქციის თანხის კონვერტაცია აშშ დოლარის ანგარიშიდან, ხოლო აშშ დოლარის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში - ევროს ანგარიშიდან, ფინანსური ტრანზაქციის დამუშავების დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის თანახმად.
5.3.3. თუ ტრანზაქცია სრულდება აშშ დოლარში და აშშ დოლარის ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა, აღნიშნული ანგარიშის შესავსებად ხდება ტრანზაქციის თანხის კონვერტაცია ლარის ანგარიშიდან, ხოლო ლარის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში - ევროს ანგარიშიდან, ფინანსური ტრანზაქციის დამუშავების დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის თანახმად.
5.3.4. თუ ტრანზაქცია სრულდება ევროში და ევროს ანგარიშზე არ არის საკმარისი თანხა, აღნიშნული ანგარიშის შესავსებად ხდება ტრანზაქციის თანხის კონვერტაცია ლარის ანგარიშიდან, ხოლო ლარის ანგარიშზე არასაკმარისი ნაშთის არსებობის შემთხვევაში - აშშ დოლარის ანგარიშიდან, ფინანსური ტრანზაქციის დამუშავების დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის თანახმად.
5.3.5. იმ შემთხვევაში, თუ ტრანზაქციის თანხის ვალუტა არ ემთხვევა ანგარიშის არც ერთ ვალუტას (USD, EUR, GEL), თანხის ჩამოჭრა ხდება აშშ დოლარის ანგარიშიდან. აშშ დოლარის ანგარიშზე არასაკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში აღნიშნული ანგარიშის შესავსებად ხდება ტრანზაქციის თანხის კონვერტაცია ჯერ ლარის ანგარიშიდან და შემდგომ ევროს ანგარიშიდან, ფინანსური ტრანზაქციის დამუშავების დღეს ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსის მიხედვით.
5.3.6. მულტისავალუტო ანგარიშის ცალკეული ვალუტის ანგარიშიდან თანხის ათვისება ხდება დაშვებული ოვერდრაფტის ლიმიტის ფარგლებშიც (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მხოლოდ აღნიშნული ლიმიტის ამოწურვის შემდეგ ხდება სხვა ვალუტის ანგარიშზე სათანადო თანხის მოძიება.
5.4. გასაჩივრება
5.4.1. კლიენტს უფლება აქვს გაასაჩივროს მის საბარათე ანგარიშზე წარმოებული გადახდის ოპერაციები და სხვა უზუსტობები გადახდის ოპერაციის შესრულებიდან 75 (სამოცდათხუთმეტი) ან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში საგადახდო სისტემის რეგულაციების თანახმად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ ოპერაცია ჩაითვლება კლიენტის მიერ დადასტურებულად და საჩივრები თანხის დაბრუნებაზე აღარ მიიღება. ამასთან, კლიენტის მიერ რაიმე ოპერაციის გასაჩივრება არ ნიშნავს ბანკის უპირობო ვალდებულებას აუნაზღაუროს კლიენტს აღნიშნული ოპერაციების ჩატარების შედეგად მიყენებული ზარალი. კლიენტის მიერ ოპერაციების გასაჩივრების თითოეული შემთხვევა განიხილება
ინდივიდუალურად შესაბამისი საგადახდო სისტემის მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.
5.4.2. კლიენტი ვალდებულია, ბანკის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, გადაიხადოს საგადახდო სისტემაში ბანკის მიერ პრობლემის გამოძიებასთან დაკავშირებით დაწესებული დამატებითი მომსახურების საფასური.
5.4.3. გასაჩივრებული თანხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, კლიენტის საბარათე ანგარიშზე თანხის ასახვა მოხდება გასაჩივრებიდან არანაკლებ 45 დღის გასვლის შემდეგ და არაუმეტეს 90 დღისა.
5.5. ბარათის მოქმედების შეჩერება და გაუქმება
5.5.1. ბანკი უფლებამოსილია, დაბლოკოს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ბარათი ან/და საბარათე ანგარიში ან/და შეაჩეროს გადახდის ოპერაციები იმ შემთხვევაში, თუ:
5.5.1.1. კლიენტმა არასწორი ინფორმაცია მიუთითა განაცხადში;
5.5.1.2. გაჩნდება ეჭვი, რომ ბარათის გამოყენებით ან საბარათე ანგარიშზე ხორციელდება ან/და განხორციელდა არასანქცირებული ან/და მართლსაწინააღმდეგო ოპერაცია;
5.5.1.3. აღმოჩნდა, რომ ბარათით განხორციელებულია არაკანონიერი ოპერაციები. აგრეთვე, საერთაშორისო საგადახდო სისტემისგან მიღებულია ბარათის არაკანონიერი გამოყენების დამადასტურებელი ინფორმაცია;
5.5.1.4. ოპერაციის მოცულობა აჭარბებს კლიენტის ბარათზე დადგენილ განაღდების ან ანგარიშსწორების ლიმიტებს ან ოპერაცია ეწინააღმდეგება წინამდებარე ან საერთაშორისო საგადახდო სისტემის მიერ დადგენილ რეგულაციებს;
5.5.1.5. მოხდა ბარათის მფლობელის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ან ბარათით სარგებლობის წესებით განსაზღვრული რომელიმე პირობის დარღვევა.
5.5.2. ბანკომატში PIN-კოდის 3-ჯერ არასწორად აკრეფვის შემთხვევაში, ავტომატურად ხდება ბარათის დროებითი დაბლოკვა PIN-კოდის აკრეფვის მცდელობების დღიური ლიმიტის ამოწურვის გამო.
5.5.3. ბარათის მოქმედების შეჩერება შესაძლებელია ბარათის მფლობელის სურვილის დაფიქსირების, ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. ბარათის მფლობელი ვალდებულია, ბარათის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს წერილობით ან ტელეფონით (ნომერზე x000 000 000 000). ბანკი უზრუნველყოფს ბარათის მოქმედების შეჩერებას, ბარათის მონაცემების შეტანით, ბარათის მფლობელის მიერ განსაზღვრული შესაბამისი მეთოდით:
ა) ლოკალურ სტოპ-სიაში, რომელიც მაქსიმუმ 1 (ერთი) საბანკო დღეში უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას მხოლოდ ბანკის მიერ ავტორიზებული ტრანზაქციებისთვის;
ბ) საერთაშორისო სტოპ-სიაში, რომელიც უზრუნველყოფს ბარათის ბლოკირებას საერთაშორისო საგადახდო სისტემაში მაქსიმუმ 14 (თოთხმეტი) საბანკო დღეში.
5.5.4. ბარათის მოქმედების შეჩერების შესახებ ბანკისათვის სატელეფონო შეტყობინების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია, არაუგვიანეს მეორე საბანკო დღისა, ბანკში წერილობით ან ინტერნეტბანკის საშუალებით წარადგინოს განცხადება ბარათის დაკარგვის/მოპარვის შესახებ სტოპ-სიის შესაბამისი ტიპის (ლოკალური, საერთაშორისო) მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, ამოიღოს ბარათი საერთაშორისო სტოპ-სიიდან და აღნიშნულიდან გამომდინარე საბარათე ანგარიშზე განხორციელებულ ნებისმიერ არასანქცირებულ ტრანზაქციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს.
5.5.5. ბანკი კლიენტის ხარჯზე უზრუნველყოფს ბარათის განთავსებას განცხადებაში მითითებულ სტოპ-სიაში. ბარათის მფლობელი ვალდებულია, გადაიხადოს ბარათის საერთაშორისო სტოპ-სიაში განთავსების საკომისიო.
5.5.6. წინამდებარე ხელშეკრულების 5.5.3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელებამდე შესრულებულ ნებისმიერ ტრანზაქციაზე პასუხისმგებლობა ეკისრება კლიენტს.
5.5.7. ბანკს უფლება აქვს დახუროს საბარათე ანგარიში:
5.5.7.1. ბანკის მიერ საბარათე პროდუქტის გაუქმების შემთხვევაში, რის შესახებაც ბანკი შეატყობინებს კლიენტს.
5.5.7.2. წინამდებარე ხელშეკრულების 5.5.1. პუნქტით ან/და ხელშეკრულების სხვა პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
6. ინტერნეტბანკით/მობაილბანკით მომსახურება
6.1. მომსახურების აღწერა
6.1.1. ინტერნეტბანკით მომსახურება გულისხმობს კლიენტის მიერ დისტანციურად, ბანკში გამოუცხადებლად, ბანკის სპეციალური ინტერნეტ გვერდის xxx.xxxxxxxxxxx.xx გამოყენების გზით, სხვადასხვა ტიპის/შინაარსის საბანკო ოპერაციების ან/და ქმედებ(ებ)ის (მათ შორის, საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის მიღება/დადასტურება) განხორციელებას, ბანკის მიერ დადგენილი წესების/პირობების და მოთხოვნების შესაბამისად. ინტერნეტბანკის საშუალებით განსახორციელებელი საბანკო ოპერაციების ან/და ქმედებ(ებ)ის ჩამონათვალი და შესრულების წესები განსაზღვრულია ინტერნეტბანკით სარგებლობის ინსტრუქციაში, რომელიც განთავსებულია ინტერნეტბანკის ოფიციალურ გვერდზე xxx.xxxxxxxxxxx.xx და წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
6.1.2. ინტერნეტბანკით მომსახურებით სარგებლობისთვის კლიენტი ვალდებულია, ბანკში წარადგინოს განაცხადი ან შესაბამისი თანხმობა, ანგარიშის გახსნის განაცხადთან ერთად, ინტერნეტბანკით მომსახურების გააქტიურების თაობაზე. ასევე, რეზიდენტი კლიენტი ინტერნეტბანკის მომხმარებლად შესაძლებელია დარეგისტრირდეს ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტში მითითებულ სპეციალურ ვებ-გვერდზე, ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე ბანკისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული ერთჯერადი კოდის გამოყენებით, ბანკში არსებული პროცედურების შესაბამისად.
6.1.3. კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ ინტერნეტბანკის საშუალებით ბანკისთვის გაგზავნილ ნებისმიერ შეტყობინებას/დავალებას (იქნება ეს საგადახდო დავალება თუ სხვა), ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას (ანგარიშის გახსნის/დახურვის ან/და კრედიტის წინსწრებით დაფარვის, რეგისტრირებული მომსახურების/პროდუქტების გაუქმების ან/და მათში ცვლილებების შეტანის, ბანკის მიერ შეთავაზებული საბანკო (მათ შორის, საკრედიტო/სადეპოზიტო) პროდუქტის მიღების (დადასტურების), კლიენტის მონაცემებში ცვლილების შეტანის შესახებ და სხვა ნებისმიერ განაცხადს/მოთხოვნას) აქვს ანგარიშის განკარგვაზე უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული (წერილობითი ფორმით შესრულებული და ხელმოწერილი) ქაღალდზე დაბეჭდილი საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
6.2. კლიენტის იდენტიფიკაცია
6.2.1. ინტერნეტბანკის მომხმარებლად ბანკში რეგისტრაციის შემთხვევაში, კლიენტს გადაეცემა ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო მომხმარებლის სახელი - USERNAME, ხოლო პაროლს - PASSWORD (საიდენტიფიკაციო მონაცემები) მიიღებს ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელთა გამოყენებითაც კლიენტი იდენტიფიცირდება ბანკის ინტერნეტ გვერდზე შესვლის დროს. კლიენტი ვალდებულია, ბანკისგან საიდენტიფიკაციო მონაცემების მიღების შემდეგ, შევიდეს ინტერნეტბანკის გვერდზე და შეცვალოს ბანკის მიერ მისთვის გადაცემული პაროლი.
6.2.2. ინტერნეტბანკის მომხმარებლად დისტანციურად რეგისტრაციის შემთხვევაში, ბანკის ინტერნეტ გვერდზე კლიენტის იდენტიფიკაცია ხდება პირადი ნომრის და ბანკში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიღებული ერთჯერადი კოდის მეშვეობით, რის შემდეგაც საიდენტიფიკაციო მონაცემებს (მომხმარებლის სახელი და პაროლი) კლიენტი თავად ირჩევს და შეყავს შესაბამის ველებში.
6.2.3. კლიენტი აცნობიერებს, რომ კლიენტის ინფორმაციისა და ოპერაციების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, ინტერნეტბანკის საშუალებით კლიენტისათვის ბანკის მიერ შეთავაზებული საბანკო პროდუქტის (მათ შორის, საკრედიტო/სადეპოზიტო) მისაღებად/დასადასტურებლად, ბანკი უფლებამოსილია, შექმნას დამატებითი მექანიზმები/მოთხოვნები კლიენტის იდენტიფიკაციისთვის. მათ შორის, გარკვეული სახის მომსახურების გასაწევად, მოითხოვოს ბანკის მიერ კლიენტისთვის გადაცემული მოწყობილობების მეშვეობით (დიჯიპასი და ა.შ.) შექმნილი (გენერირებული) ან/და სხვა სახის კოდების გამოყენება, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვერ მოახდენს შეთავაზებული საბანკო პროდუქტის (მათ შორის, საკრედიტო/სადეპოზიტო) მიღებას/დადასტურებას.
6.2.4. ბანკი და კლიენტი ვალდებულნი არიან, დაიცვან საიდენტიფიკაციო მონაცემების კონფიდენციალობა.
6.3. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
6.3.1. ბანკს უფლება აქვს:
6.3.1.1. ინტერნეტბანკის მეშვეობით კლიენტისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
6.3.1.2. კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ ინტერნეტბანკით მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები;
6.3.1.3. რისკების შემცირების მიზნით კლიენტის აქტიურ ოპერაციებზე (გადარიცხვები, კონვერტაციები) ცალმხრივად დააწესოს შეზღუდვები და დაადგინოს ასეთი ოპერაციების ზღვრულად დასაშვები პარამეტრები (ერთჯერადი გადარიცხვის მაქსიმალური თანხა, გარკვეულ პერიოდში ჯამურად გადარიცხული თანხის მაქსიმალური ოდენობა, გადარიცხვების მაქსიმალური რაოდენობა, ერთი მომხმარებლის მიერ შესრულებული ოპერაციების დადასტურების აუცილებლობა სხვა მომხმარებლის მიერ და სხვა).
6.3.2. კლიენტი ვალდებულია:
6.3.2.1. უსაფრთხოდ შეინახოს ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის საჭირო ნებისმიერი ინფორმაცია, დოკუმენტი თუ მოწყობილობა, პაროლი (Password) და მომხმარებლის სახელი (Username), ასევე, დიჯიპასის შესაბამისი მოწყობილობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
6.3.2.2. არ გაანდოს პაროლი და/ან მომხმარებლის სახელი მესამე პირს, არ შეინახოს ეს მონაცემები კომპიუტერში ან სხვა ნებისმიერ ტექნიკურ მოწყობილობაში, რომლითაც კლიენტი უკავშირდება ბანკის ინტერნეტ გვერდს;
6.3.2.3. პაროლის, მოწყობილობის ან ნებისმიერი სხვა კოდის დაკარგვის ან გამჟღავნების შემთხვევაში (მათ შორის, ნებისმიერი მესამე პირის ხელში აღმოჩენის შემთხვევაში), კლიენტი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს ამის შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებ(ებ)ით, რის საფუძველზეც ბანკი მოახდენს ინტერნეტბანკის მომსახურების შეჩერებას;
6.3.2.4. დარწმუნდეს, რომ მისამართის ველში ნამდვილად წერია ამ ხელშეკრულების 6.1.1 პუნქტში მითითებული მისამართი და ინტერნეტბანკში ნებისმიერი შესვლისას, მუშაობის დაწყებამდე, მოახდინოს უსაფრთხოების სერთიფიკატის შემოწმება;
6.3.2.5. ინტერნეტბანკში მუშაობის დასრულებისას პროგრამიდან გამოვიდეს მხოლოდ „გამოსვლა“ ღილაკზე დაჭერით;
6.3.2.6. არ ენდოს ელ.ფოსტის მისამართზე მიღებულ შეტყობინებებს, რომელთა ავტორებიც ბანკის სახელით ითხოვენ პირადი ან/და საბანკო მონაცემების მიწოდება/განახლებას.
6.3.3. კლიენტი აცნობიერებს, რომ ბანკის მიერ განსაზღვრული უსაფრთხოების ღონისძიებების კლიენტის მხრიდან დაუცველობის/გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ბანკი თავისუფლდება ყოველგვარი პასუხისმგებლობისაგან აღნიშნულით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
6.3.4. კლიენტის ნებისმიერი სახის პრეტენზია ინტერნეტბანკის მეშვეობით განხორციელებულ ოპერაციებთან და მომსახურებასთან დაკავშირებით მიიღება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
6.4. ინტერნეტბანკით მომსახურების სარგებლობის და შესაბამისი მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში, კლიენტი უფლებამოსილია ისარგებლოს მობაილბანკის მომსახურებით, წინამდებარე თავით განსაზღვრული წესებისა და ბანკის მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
7. სატელეფონო მომსახურება
7.1. სატელეფონო მომსახურება გულისხმობს, კლიენტის მიერ ბანკში გამოუცხადებლად, დისტანციურად, ბანკის მიერ დადგენილი პროცედურებისა და წესების შესაბამისად, სატელეფონო კავშირის გამოყენებით, კლიენტის მიერ ბანკში დაფიქსირებული ტელეფონის ნომრიდან სხვადასხვა საბანკო სერვისებით სარგებლობას, კერძოდ:
7.1.1. საბანკო ინფორმაციის მიღება;
7.1.2. კლიენტის ანგარიშ(ებ)ის რეკვიზიტების, ნაშთების და ტრანზაქციების შესახებ ინფორმაციის მიღება;
7.1.3. ბანკის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა საბანკო სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაცია და ცვლილებ(ებ)ის შეტანა რეგისტრირებულ მონაცემებში;
7.1.4. ლიმიტების ფარგლებში საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვა, კონვერტაცია;
7.1.5. ელექტრონული ფოსტის და ფაქტიური/იურიდიული მისამართის ცვლილება;
7.1.6. საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ან/და საანაბრე (სადეპოზიტო) ანგარიშ(ებ)ის გახსნა;
7.1.7. სხვადასხვა საბანკო (მათ შორის, საკრედიტო/სადეპოზიტო) პროდუქტის მიღების, ცვლილების ან/და გაუქმების სურვილის დაფიქსირება (ბანკისთვის განაცხადის წარდგენა);
7.1.8. ანაბარზე თანხის დამატება, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების თანახმად;
7.1.9. განაცხადის წარდგენა (მოთხოვნის დაფიქსირება) ახალი ბარათის დამზადების/განახლების, ბარათის დაბლოკვის/განბლოკვის შესახებ;
7.1.10. ინტერნეტბანკის პაროლის განახლება, დაბლოკვა;
7.1.11. კლიენტის საკრედიტო/განვადების ბარათზე თანხის ჩარიცხვა ან/და ბარათზე დაშვებული საკრედიტო ლიმიტიდან გამომდინარე გადასახადის გადახდა, მათ შორის, წინსწრებით დაფარვა;
7.1.12. განაცხადის წარდგენა ბანკომატში დაკავებული თანხის დაბრუნების შესახებ.
7.2. სატელეფონო მომსახურება ანგარიშის გახსნასთან ერთად უაქტიურდება კლიენტს. სატელეფონო მომსახურება ვრცელდება კლიენტის ყველა საბანკო ანგარიშზე. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს არ სურს სატელეფონო მომსახურების მიღება მის რომელიმე ანგარიშთან დაკავშირებით, ის ვალდებულია, წერილობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით (მათ შორის, კონტაქტ ცენტრში (ბანკის სატელეფონო სერვისცენტრი) დაფიქსირებით, ინტერნეტბანკის მეშვეობით) განუცხადოს ბანკს ამის შესახებ.
7.3. კლიენტი უფლებამოსილია, საბანკო ბარათის დაბლოკვის ან/და ზოგადი საბანკო ინფორმაციის მიღების მიზნით დარეკოს ნებისმიერი ტელეფონის ნომრიდან. საბანკო ბარათის დაბლოკვა მოხდება მხოლოდ კლიენტის იდენტიფიკაციის შემდეგ.
7.4. ამ ხელშეკრულებით კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ მასთან განხორციელებული ნებისმიერი სატელეფონო საუბარი (მათ შორის, მისი ნებისმიერი მოთხოვნა/განცხადება საბანკო ინფორმაციის მიღების, სერვისით სარგებლობისთვის რეგისტრაციის, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის, საბანკო (მათ შორის, საკრედიტო/სადეპოზიტო) პროდუქტის მიღების ან/და ოპერაციის განხორციელების შესახებ) დაფიქსირდეს (ჩაიწეროს) ბანკის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში და დავის შემთხვევაში ასეთ ჩანაწერს ჰქონდეს მტკიცებულებითი ძალა (გამოყენებული იქნეს მტკიცებულებად).
7.5. ბანკი კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნებისთვის გამოიყენებს ბანკში კლიენტზე დაფიქსირებულ ტელეფონის ნომრებს და ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ კითხვებს. კლიენტის იდენტიფიკაცია ხდება, როგორც სატელეფონო მომსახურების, ასევე ნებისმიერი სხვა საბანკო მომსახურების გაწევის წინ/სხვადასხვა საბანკო პროდუქტებზე (ელექტრონული სერვისებზე) რეგისტრაციისას. იდენტიფიცირების პროცედურის გავლის გარეშე, კლიენტი ვერ მიიღებს ამ ხელშეკრულების 7.1 პუნქტში აღწერილ სატელეფონო მომსახურებას, გარდა ზოგადი სახის საბანკო ინფორმაციის მიღებისა. ბანკთან ყოველი სატელეფონო კავშირისას (სატელეფონო მომსახურების მიღების ყოველ ჯერზე) კლიენტმა უნდა გაიაროს იდენტიფიცირების პროცედურა (სწორედ უნდა უპასუხოს კონტაქტ ცენტრის ოპერატორის მიერ დასმულ (ბანკის მიერ წინასწარ განსაზღვრულ) შეკითხვებს.
7.6. ბანკი უფლებამოსილია, უარი უთხრას სატელეფონო მომსახურებაზე პირს, რომელიც არ ან ვერ გაივლის იდენტიფიცირების პროცედურას.
7.7. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის შესაბამის წარმომადგენელს გაუჩნდება ეჭვი, რომ ინფორმაციის მიღებას ან ოპერაციის განხორციელებას ცდილობს არა კლიენტი, არამედ მესამე პირი, ბანკს უფლება აქვს უარი თქვას სატელეფონო დავალებ(ებ)ის შესრულებაზე.
7.8. კლიენტის იდენტიფიკაციის მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი შეხედულებისამებრ, დააწესოს დამატებითი მექანიზმები (მოთხოვნები), რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაში, კლიენტი ვერ მოახდენს წინამდებარე ხელშეკრულების 7.1 პუნქტში აღწერილი მომსახურების მიღებას, გარდა ზოგადი სახის საბანკო ინფორმაციის მიღებისა.
7.9. კლიენტი ბანკს ავალებს და უფლებას აძლევს, ბანკთან ტელეფონით დაკავშირებისას, იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ:
7.9.1. მიაწოდოს მას ინფორმაცია მისი ანგარიშების შესახებ;
7.9.2. კლიენტის დავალებით შეასრულოს ბანკის მიერ სატელეფონო მომსახურების ფარგლებში დაშვებული ოპერაციები.
7.10. კლიენტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ბანკს მომსახურების გაწევის ან/და პროდუქტ(ებ)ით სარგებლობის შეთავაზებისა და რეგისტრაციის მიზნით მასთან სატელეფონო ზარების განხორციელების შეწყვეტა. აღნიშნული მოთხოვნის დასაფიქსირებლად კლიენტმა უნდა განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი მოქმედება:
7.10.1. ბანკის ფილიალში/სერვისცენტრში ვიზიტი;
7.10.2. კონტაქტ ცენტრში მოთხოვნის დაფიქსირება;
7.10.3. ინტერნეტბანკის საშუალებით ბანკისთვის შეტყობინების გაგზავნა.
7.11. ბანკი ვალდებულია, ხელშეკრულების 7.10. პუნქტში მითითებული კლიენტის მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, შეწყვიტოს მომსახურების გაწევის ან/და პროდუქტ(ებ)ით სარგებლობის შეთავაზებისა და რეგისტრაციის მიზნით კლიენტთან სატელეფონო ზარების განხორციელება.
8. SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინებით) მომსახურება
8.1. SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინება) მომსახურება არის დისტანციური საბანკო მომსახურება, რომლის საშუალებითაც კლიენტი ღებულობს ბანკის მიერ გაგზავნილ საინფორმაციო, სარეკლამო ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ შეტყობინებებს.
8.2. SMS (მოკლე ტექსტური შეტყობინება) ანგარიშის გახსნასთან ერთად უაქტიურდება კლიენტს. მოკლე ტექსტურ შეტყობინებას კლიენტი მიიღებს საქართველოში რეგისტრირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, რომელიც დარეგისტრირებულია/რეგისტრირდება ბანკის პროგრამაში და რომლის მეშვეობითაც ხორციელდება წინამდებარე სერვისით მომსახურება.
8.3. SMS მომსახურების სერვისის ერთხელ გააქტიურების შემდეგ, SMS მომსახურების სერვისი გავრცელდება ყველა იმ ანგარიშზე, რომელსაც მომავალში გახსნის კლიენტი. ამ შემთხვევაში SMS მომსახურება განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
8.4. კლიენტი თანხამაა, SMS მომსახურების საშუალებით მიიღოს ნებისმიერი, მათ შორის, სარეკლამო ხასიათის ინფორმაცია.
8.5. კლიენტი ვალდებულია:
8.5.1. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, ბანკში დაფიქსირებული მობილური ტელეფონის ნომრის ცვლილების, ასევე მობილური ტელეფონის აპარატის დაკარგვის თაობაზე;
8.5.2. არ დაუშვას მისი კუთვნილი მობილური აპარატის, სიმ ბარათის ან სხვა იმ მოწყობილობის მესამე პირთა ხელში მოხვედრა, რომელზეც კლიენტი იღებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მომსახურებას. ბანკი არ არის პასუხისმგებელი იმ ინფორმაციის მესამე პირთა მიერ გაცნობაზე, რომელიც კლიენტს მიეწოდება SMS მომსახურების საშუალებით.
8.6. კლიენტს უფლება აქვს, მოსთხოვოს ბანკს მისთვის სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა:
8.6.1. ბანკის ფილიალში/სერვისცენტრში ვიზიტით;
8.6.2. კონტაქტ ცენტრში დარეკვით;
8.6.3. ინტერნეტბანკის საშუალებით გაგზავნილი შეტყობინებით;
8.6.4. მოკლე ტექსტური შეტყობინების პირობების შესაბამისად შეტყობინების გამორთვის ფუნქციის გააქტიურებით.
8.7. კლიენტი აცნობიერებს, რომ ზოგიერთი ტიპის ინფორმაციის მოწოდება მაინც მოხდება, მიუხედავად იმისა, მოითხოვა თუ არა მან SMS სერვისზე რეგისტრაცია ან/და 8.6 პუნქტის შესაბამისად მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეიძლება მოთხოვნილი იყოს მოქმედი რეგულაციების მიხედვით ან/და აღნიშნული ინფორმაცია დაკავშირებულია სხვადასხვა საბანკო პროდუქტებთან და ოპერაციებთან.
8.8. ბანკი უფლებამოსილია:
8.8.1. კლიენტს გაუზავნოს სარეკლამო შინაარსის, კანონმდებლობით განსაზღვრული და ინფორმაციული ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები;
8.8.2. კლიენტს გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება სხვადასხვა საბანკო პროდუქტებისა და ოპერაციების შესახებ (მათ შორის, დავალიანების ოდენობის, დაფარვის თარიღის, დავალიანების ან/და შესრულებული ავტომატური გადარიცხვის შესახებ. ამასთან, ბანკი არ არის ვალდებული კლიენტს გაუგზავნოს ასეთი შეტყობინება და ნებისმიერ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, მიიღებს თუ არა ბანკის შეტყობინებას, კლიენტი ვალდებულია, დროულად დაფაროს კრედიტი (სესხი, ოვერდრაფტი, საკრედიტო ლიმიტი ან/და სხვა საკრედიტო პროდუქტი) და გადაიხადოს სხვა გადასახდელები (საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო, საკომისიო და სხვა).
8.9. ბანკი ვალდებულია:
8.9.1. წინამდებარე ხელშეკრულების 8.6. პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში შეწყვიტოს კლიენტთან სარეკლამო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა.
8.9.2. კლიენტის მიერ ტელეფონის ნომრის შეცვლის, მობილური ტელეფონის აპარატის ან/და სიმ ბარათის დაკარგვის თაობაზე კლიენტისგან მიღებული შეტყობინების საფუძველზე კლიენტს შეუჩეროს SMS მომსახურების სერვისი, მომსახურების აღდგენის შესახებ კლიენტის განცხადების მიღებამდე.
9. ავტომატური გადარიცხვები/გადახდები
9.1. ავტომატური გადარიცხვებით/გადახდებით სარგებლობის მოთხოვნისას, კლიენტი ბანკს აძლევს დავალებას (მატერიალური ან ელექტრონული სახით), კომუნალური მომსახურების საფასურის გადასახდელად ან სხვა დანიშნულებით კლიენტის ერთი ან რამდენიმე საბანკო ანგარიშიდან, კლიენტის მიერ განსაზღვრულ თარიღ(ებ)ში, კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე ჩამოწეროს კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან თანხა და გადარიცხოს შესაბამის ანგარიშ(ებ)ზე.
9.2. კლიენტს უფლება აქვს აირჩიოს დავალების შესრულების კონკრეტული ან ცვალებადი თარიღი, დავალების თანხა კი შეიძლება იყოს როგორც ფიქსირებული, ისე ცვალებადი.
9.3. მხარეები თანხმდებიან, რომ ავტომატური გადარიცხვების შესასრულებლად ბანკის მიერ შექმნილ ელექტრონულ საგადახდო საბუთ(ებ)ს აქვთ ქაღალდზე დაბეჭდილი და ანგარიშის განკარგვის უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერით დადასტურებული საბუთის ტოლფასი იურიდიული ძალა.
9.4. ბანკის მიერ ავტომატური გადარიცხვა განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშზე არის საკმარისი თანხა. ბანკის მიერ თანხის ნაწილობრივ გადარიცხვა არ მოხდება.
9.5. ავტომატური გადარიცხვების პრიორიტეტულობის განსაზღვრა ხდება დავალების პირველადი რეგისტრაციის თარიღის/დროის მიხედვით.
9.6. კლიენტი ვალდებულია, ავტომატური გადარიცხვებით სარგებლობისას მიუთითოს კონკრეტული ანგარიში, საიდანაც მოხდება გადარიცხვა და მითითებულ ანგარიშზე ყოველთვის იქონიოს ავტომატური გადარიცხვებისთვის საკმარისი ნაშთი, მომსახურების საკომისიოს გათვალისწინებით, შესაბამის ვალუტაში. ამასთან, კლიენტი თანახმაა, რომ საკმარისი თანხის არარსებობის შემთხვევაში, ბანკმა გამოიყენოს შესაბამის ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტის ხელმისაწვდომი ნაშთი. ასეთ შემთხვევაში, გამოყენებული ოვერდრაფტის თანხას დაერიცხება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
9.7. კლიენტი აცნობიერებს, რომ არსებულ დავალებაში ცვლილების განსახორციელებლად, აუცილებელია რეგისტრირებული დავალების გაუქმება და ახალი დავალების რეგისტრაცია.
9.8. კლიენტს უფლება აქვს ბანკისათვის მიცემული დავალება გააუქმოს არაუგვიანეს დავალების შესრულების წინა საბანკო დღეს.
9.9. კლიენტი უფლებამოსილია, მიიღოს ინფორმაცია მისი ანგარიშებიდან ავტომატური გადარიცხვების განხორციელების შესახებ, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული კომუნიკაციის საშუალებით.
9.10. ბანკი უფლებამოსილია, არ განახორციელოს ავტომატური გადარიცხვა (ანგარიშსწორება) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ბანკის წინაშე დავალიანების არსებობისას.
9.11. ბანკი ავტომატურ გადარიცხვებთან დაკავშირებული დავალების სტატუსის (შესრულების, შესრულების შეუძლებლობის და ა.შ.) შესახებ ინფორმაციას კლიენტს უგზავნის ბანკში დაფიქსირებულ ტელეფონის ნომერზე. ბანკი არ არის პასუხისმგებელი კლიენტის მიერ აღნიშნული შეტყობინების მიუღებლობის და ამით გამოწვეულ ნებისმიერ ზიანზე.
9.12. ბანკი არ არის პასუხისმგებელი შეუსრულებელი ან/და შეცდომით შესრულებული ავტომატური გადარიცხვის დავალებით გამოწვეულ ზიანზე, იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული გამოწვეულ იქნება კლიენტის ანგარიშებზე საკმარისი თანხის არარსებობის მიზეზით ან/და კლიენტმა ბანკს წარუდგინა მცდარი ინფორმაცია ან/და ზიანი გამოწვეულ იქნა მომსახურე პროვაიდერი კომპანიის რაიმე მიზეზით.
10. ანაბარი
10.1. მომსახურების აღწერა
10.1.1. ანაბრით მომსახურება გულისხმობს კლიენტის (შემდგომში - “მეანაბრე”) მომართვის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის, ბანკის მიერ დადგენილი პროცედურებისა და წესების შესაბამისად, ბანკის მიერ მეანაბრისთვის, შესაბამისი ანაბრის ხელშეკრულების გაფორმების საფუძველზე, საანაბრე ანგარიშის გახსნას და ანგარიშზე რიცხული თანხისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვას.
10.1.2. ანაბრით სარგებლობისთვის სავალდებულოა მეანაბრის სახელზე ბანკში გაიხსნას მეანაბრის მიმდინარე ანგარიში. მეანაბრე ვალდებულია, ანაბრის ვადის ბოლომდე არ დახუროს მიმდინარე ანგარიში ბანკში. იმ შემთხვევაში, თუ ანაბრის ვადის გასვლამდე მეანაბრის მიმდინარე ანგარიში ნებისმიერი მიზეზით დაიხურება, ბანკი უფლებამოსილია, შეწყვიტოს ანაბარი წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით.
10.1.3. საანაბრე ანგარიშზე ანაბრის განთავსებით ბანკი მოიპოვებს მასზე საკუთრების უფლებას და იღებს ვალდებულებას, შესაბამისი ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და პირობებით ანაბარს დაარიცხოს საპროცენტო სარგებელი და დააბრუნოს იგი იმავე ვალუტაში. ანაბრისთვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება წელიწადში 365 დღეზე (ნაკიან წელიწადში 366 დღეზე) გაანგარიშებით მხარეთა მიერ ყოველ კონკრეტულ ანაბართან დაკავშირებით არსებული ანაბრის ხელშეკრულების შესაბამისად.
10.1.4. ანაბრისთვის დასარიცხი საპროცენტო სარგებლის გამოანგარიშება იწყება თანხის შესაბამის ანგარიშზე შეტანის ან ჩარიცხვის დღის მომდევნო საბანკო დღიდან, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
10.1.5. ანაბრის ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე, ბანკი ვალდებულია, ანაბრის თანხა და დარიცხული სარგებელი ჩაურიცხოს მეანაბრეს იმავე ვალუტაში, გარდა კანონმდებლობითა და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევისა. მეანაბრის მიერ ანაბრის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ბანკი თანხას ჩაურიცხავს მეანაბრეს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში.
10.1.6. ანაბრის ვადის გასვლამდე, მეანაბრეს უფლება აქვს ბანკის სასარგებლოდ დააგირაოს საანაბრე ანგარიშზე რიცხული ფულადი სახსრები, იმ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად, რომელიც წარმოშობილია ან შესაძლოა წარმოიშვას მეანაბრეს/მესამე პირს და ბანკს შორის.
10.1.7. მეანაბრე ვალდებულია, ანაბრის სრულად ან ნაწილობრივ გატანის შესახებ შეატყობინოს (მათ შორის, ტელეფონის, ელ. ფოსტის ან ინტერნეტბანკის მეშვეობით) ბანკს, თანხის გატანამდე არანაკლებ 5 (ხუთი) საბანკო დღით ადრე.
10.1.8. ბანკი უფლებამოსილია:
10.1.8.1. განკარგოს საანაბრე ანგარიშზე რიცხული თანხა საკუთარი სახელითა და შეხედულებისამებრ;
10.1.8.2. კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოდენობითა და პერიოდულობით ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხოს საშემოსავლო გადასახადი ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლისათვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
10.1.8.3. კანონმდებლობის ან ბანკთან დადებული ნებისმიერი ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნით, მეანაბრის შემდგომი თანხმობის ან ნებართვის გარეშე, ასეთი
ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს უაქცეპტო წესით ჩამოწეროს თანხები მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშიდან;
10.1.8.4. იმ შემთხვევაში, თუ ვადიანი ანაბარი გამოყენებულია ბანკის მიმართ მეანაბრის ან სხვა მესამე პირის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, ანაბრის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, ბანკის მიმართ წარმოშობილი ვალდებულების დაფარვა განახორციელოს პირდაპირ საანაბრე ანგარიშიდან, თანხის მეანაბრის მიმდინარე ანგარიშზე გადატანის გარეშე.
10.1.9. თუ მეანაბრე ბანკთან ურთიერთობებში გამოდის წარმომადგენლის მეშვეობით, ბანკი პასუხს არ აგებს წარმომადგენლის მეშვეობით განხორციელებულ ქმედებებზე (მათ შორის, ანაბრის ან/და საპროცენტო სარგებლის გატანზე) თუ ბანკისთვის არ იყო ცნობილი წარმომადგენლობის შეწყვეტა.
10.2. ვადიანი ანაბარი
10.2.1. ვადიანი ანაბარი, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული პერიოდით, უზღუდავს მეანაბრეს წვდომას საანაბრე ანგარიშზე განთავსებულ თანხაზე. მეანაბრეს არ შეუძლია თანხის გამოტანა ან საწყის ნაშთზე თანხის დამატება.
10.2.2. საპროცენტო სარგებლის დარიცხვა ხდება საანაბრე ანგარიშზე არსებულ ნაშთზე.
10.2.3. ვადიანი ანაბრისთვის დარიცხული საპროცენტო სარგებელი შესაბამის ანგარიშზე ჩაირიცხება წინასწარ, ყოველთვიურად ან ანაბრის ვადის გასვლის (ამოწურვის) შემდეგ, მეანაბრესა და ბანკს შორის გაფორმებული ანაბრის ხელშეკრულების შესაბამისად.
10.2.4. ბანკი უფლებამოსილია, არ დაუშვას კლიენტის მიერ ანაბრის თანხის ან მისი ნაწილის გატანა ვადიანი ანაბრის ვადის ამოწურვამდე, თუ შესაბამისი ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
10.2.5. იმ შემთხვევაში, თუ მეანაბრე ანაბრის ვადის გასვლამდე მოითხოვს ანაბრის დაბრუნებას და ბანკი არ გამოიყენებს 10.2.4. პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას, ანაბრისთვის სარგებლის დარიცხვა მოხდება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული, განსხვავებული (შემცირებული) საპროცენტო განაკვეთის მიხედვით. ამასთან, თუ მეანაბრეს სარგებელი უკვე გატანილი აქვს, გასაცემი ანაბრის თანხიდან მოხდება წინასწარ გაცემული საპროცენტო სარგებლის თანხის ნაწილის (უკვე მიღებულ და მისაღებ საპროცენტო სარგებელს შორის სხვაობის) დაკავება.
10.2.6. ბანკის ინიციატივით ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვადიან ანაბარს საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ვადიანი ანაბრით სარგებლობის ფაქტობრივი დღეების შესაბამისად, ბანკის მიერ შესაბამისი პერიოდისათვის განსაზღვრული საპროცენტო სარგებლის მიხედვით.
10.2.7. ბანკს უფლება აქვს ანაბრის ვადის გასვლის შესახებ მეანაბრეს აცნობოს მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით ან ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ფორმით. მეანაბრეს შეტყობინება გაეგზავნება მის მიერ ანაბრის გახსნის მომენტში ბანკისთვის წარდგენილ განაცხადში დაფიქსირებულ მობილური ტელეფონის ნომერზე. კლიენტი ვალდებულია, შეატყობინოს ბანკს ამ ნომრის შეცვლის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბანკი პასუხს არ აგებს დამდგარ შედეგებზე.
10.3. შეგროვებადი ანაბარი
10.3.1. შეგროვებადი ანაბარი არის ვადიანი ტიპის ანაბარი და მასზე ვრცელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი ვადიანი ანაბრის პირობები, იმ განსხვავებით, რომ შეგროვებად ანაბარზე შესაძლებელია თანხის დამატება, თუმცა ვადის გასვლამდე/ხელშეკრულების შეწყვეტამდე არ ხდება თანხის გატანა. შეგროვებადი ანაბრის საპროცენტო სარგებელი შესაბამის ანგარიშზე ჩაირიცხება ანაბრის ვადის გასვლის შემდეგ.
10.4. მოთხოვნამდე (შემნახველი) ანაბარი
10.4.1. მოთხოვნამდე ანაბრის შემთხვევაში, მეანაბრეს შეუძლია საჭიროების მიხედვით განკარგოს ანაბარზე განთავსებული თანხა. მეანაბრე უფლებამოსილია, გამოიტანოს ან დაამატოს ანაბარს თანხა, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
10.4.2. საპროცენტო სარგებელი დაერიცხება ყოველი საოპერაციო დღის ბოლოს საანაბრე ანგარიშზე არსებულ ნაშთს.
10.4.3. მოთხოვნამდე ანაბარზე თანხის განთავსება/გატანა შესაძლებელია პირდაპირ საანაბრე ანგარიშის მეშვეობით. მოთხოვნამდე ანაბრის ანგარიშიდან თანხის გადარიცხვა შესაძლებელია მხოლოდ კლიენტის საკუთარ ანგარიშ(ებ)ზე.
10.4.4. მოთხოვნამდე ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი მეანაბრის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩაირიცხება თვეში ერთხელ, ყოველი კალენდარული თვის ბოლო დღეს. საპროცენტო სარგებლის ჩარიცხვა შესაძლებელია ანაბრის ანგარიშზე, შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინების შემთხვევაში.
11. საკრედიტო პროდუქტების ზოგადი პირობები
11.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კლიენტმა შესაძლოა ისარგებლოს ბანკის მიერ განსაზღვრული საკრედიტო პროდუქტებით/კრედიტით.
11.2. საკრედიტო ურთიერთობების ზოგადი პირობები განსაზღვრულია ამ ხელშეკრულებაში, ხოლო კონკრეტული პირობები განისაზღვრება და რეგულირდება, მხარეთა შორის გაფორმებული შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებით.
11.3. რევოლვირებადი საკრედიტო პროდუქტით (ოვერდრფატი, განვადების ბარათი, საკრედიტო ხაზი) სარგებლობის შემთხვევაში, კლიენტი უფლებამოსილი იქნება, დაფაროს და თავიდან აითვისოს წინასწარ დამტკიცებული თანხა, შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესითა და პირობებით.
11.4. საკრედიტო პროდუქტის მისაღებად კლიენტმა ბანკს უნდა მიმართოს განაცხადით. ბანკის მიერ დადგენილი წესების თანახმად, ზოგიერთ პროდუქტზე განაცხადისა და შესაბამისად, პროდუქტის მიღება დასაშვებია კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონით, ინტერნეტბანკით, ელექტრონული ფოსტით და ა.შ.). ბანკი განიხილავს კლიენტის განაცხადს და მიიღებს გადაწყვეტილებას საკრედიტო პროდუქტის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ (ბანკი არ არის ვალდებული განმარტოს უარის თქმის მიზეზი).
11.5. კლიენტი უფლებამოსილია:
11.5.1. საკრედიტო პროდუქტით განსაზღვრული კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი სრულად დაფაროს შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრულ თარიღამდე, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით;
11.5.2. მოითხოვოს და გონივრულ ვადაში მიიღოს ამომწურავი და სრულყოფილი ინფორმაცია საკრედიტო პროდუქტის შესახებ. კერძოდ, კრედიტის ტიპი, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, კრედიტის აღებასთან დაკავშირებული ხარჯები, პირგასამტეხლო და ა.შ.
11.6. კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებას, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, კლიენტის თავდებს ან/და ნებისმიერ პირს, რომლის ქონებითაც უზრუნველყოფილია კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის მიმართ კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესახებ და/ან აღნიშნულ პირებს, მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლები.
11.7. საკრედიტო პროდუქტის მიღების შემდეგ, კლიენტი (მსესხებელი) ვალდებული იქნება, დააბრუნოს შესაბამისი თანხა და გადაიხადოს საპროცენტო სარგებელი ბანკთან შეთანხმებული პირობების შესაბამისად.
11.8. კრედიტის თანხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს გაანგარიშება და გადახდა ხდება შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ბანკის მიერ კლიენტს შესაძლოა გადაეცეს გრაფიკი, რომელიც წარმოადგენს საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტს, რომლის შესაბამისადაც კლიენტი მოახდენს კრედიტის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის გადახდას.
11.9. კლიენტის მიერ საკრედიტო პროდუქტის დასაფარად ბანკისთვის გადაცემული ან კლიენტის ანგარიშზე არსებული თანხით პირველ რიგში დაიფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, კრედიტის ძირითადი თანხა და ბოლოს სხვა ხარჯები (მათ შორის, დაზღვევა ასეთის არსებობის შემთხვევაში). კლიენტი ბანკს ანიჭებს უფლებამოსილებას, ცალმხრივად, ბანკის შეხედულებისამებრ შეცვალოს აღნიშნული რიგითობა.
11.10. საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე (ნაკიან წელიწადში 366 დღეზე) გაანგარიშებით. ამ ხელშეკრულების საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ცალკეული
ხელშეკრულების/შეთანხმების პირობებით შეიძლება დადგინდეს როგორც ფიქსირებული, ისე ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
11.11. კლიენტის ფულადი ვალდებულებები, როგორც წესი, სრულდება მის ანგარიშ(ებ)ზე აკუმულირებული თანხებით.
11.12. გადასახდელი თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის, რომელიც შესაძლოა მოიცავდეს როგორც ფიქსირებულ, ასევე ყოველდღიურ პირგასამტეხლოს და რომელთა ოდენობაც განისაზღვრება შესაბამისი საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებით.
11.13. საკრედიტო პროდუქტს არ დაერიცხება პირგასამტეხლო, თუ თანხის შეტანის (გადახდის) თარიღი დაემთხვევა არასაბანკო დღეს. ამ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება გადასახდელი თანხა შესაბამის ანგარიშზე შეიტანოს (გადაიხადოს) მომდევნო საბანკო დღეს.
11.14. კლიენტი აცნობიერებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკრედიტო ვალდებულების დასაფარად არსებულ/შეტანილ (გადახდილ) თანხაზე გავრცელდება ნებისმიერი სახის საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა, კლიენტის საკრედიტო ვალდებულებ(ებ)ი არ ჩაითვლება ბანკის წინაშე შესრულებულად და კლიენტი ვალდებული იქნება დაფაროს შესაბამისი თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, წინააღმდეგ შემთხვევაში კლიენტს დაერიცხება 11.13 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტხელო ვადაგადაცილებისათვის.
11.15. თუ ბანკი სხვაგვარად არ გადაწყვეტს, საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდება და გადახდას ექვემდებარება კრედიტის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისა ან შეწყვეტისა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების იძულებით ან კლიენტის მიერ ნებაყოფლობით დაფარვის მომენტამდე.
11.16. თუ საკრედიტო პროდუქტის შესაბამისი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) დარიცხვის (გადახდის) მომენტში, კანონმდებლობით დადგენილია საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს უფრო დაბალი განაკვეთი, ვიდრე ხელშეკრულებით/შეთანხმებით არის განსაზღვრული, მოქმედებს კანონმდებლობით დადგენილი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს (ჯარიმის) მაქსიმალური საპროცენტო განაკვეთი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11.17. კლიენტი ვალდებულია, საკრედიტო პროდუქტის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის, საკომისიოსა და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ნებისმიერი სხვა სახის დავალიანების ვადამდე შესრულებამდე (მათ შორის, კრედიტის სრულად ან ნაწილობრივ დაბრუნება ან/და სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებამდე), ხოლო საკრედიტო ხაზის და ოვერდრაფტის შემთხვევაში, მხოლოდ სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან რეფინანსირებამდე, აღნიშნულის თაობაზე წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული) მიმართოს ბანკს. ამასთან, თუ საკრედიტო ხელშეკრულებით, საკრედიტო ხაზის ხელშეკრულებით ან/და ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკრედიტო პროდუქტის თანხის ან/და ოვერდრაფტის თანხის მოცულობა არ აღემატება 2,000,000 (ორი მილიონი) ლარს ან მის ექვივალენტს სხვა ვალუტაში (ბანკისათვის წერილობით მიმართვის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ფიქსირებული კურსით), ბანკი ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დაფარვას უზრუნველყოფს წერილობით მიმართვის დღეს ან თუ წერილობით მიმართვა განხორციელდა არასამუშაო დროს, არაუგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა. ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილია, ზემოთ აღნიშნული ვალდებულებების დაფარვა უზრუნველყოს წერილობით მიმართვიდან არაუგვიანეს 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღისა.
11.18. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, ბანკი უფლებამოსილია, მის მიერ გაცემული საბანკო
პროდუქტის რეფინანსირების ან კლიენტის საკუთარი სახსრებით წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში კლიენტს, გარდა ნარჩენი ძირის დაფარვისა, დააკისროს და მოსთხოვოს საკომისიო და/ან პირგასამტეხლო, თანხის წინსწრებით დაფარვის მომენტისათვის ხელშეკრულების დარჩენილი ვადის გათვალისწინებით, შემდეგი ოდენობით:
ა) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6-დან 12 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 0.5%-ისა;
ბ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 12-დან 24 თვემდე, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 1%-ისა;
გ) თუ ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 24 თვეზე მეტი, გადახდის მომენტში კრედიტის ნარჩენ ძირითად თანხაზე მიმართული თანხის არაუმეტეს 2%-ისა.
11.19. ბანკის მიერ კლიენტისთვის ზემოაღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული საკომისიოს დაკისრება არ მოხდება იმ შემთხვევებში თუ:
ა) ხელშეკრულების დასრულებამდე დარჩენილია 6 თვემდე პერიოდი;
ბ) საბანკო პროდუქტის რეფინანსირება მთლიანად ან ნაწილობრივ ხდება სს „პაშა ბანკი საქართველოს“ მიერ გაცემული ახალი საკრედიტო პროდუქტით;
გ) საკრედიტო პროდუქტის წინსწრებით დაფარვა ხდება ბანკის მოთხოვნით;
დ) საკრედიტო პროდუქტის წინსწრებით დაფარვა ან რეფინანსირება ხდება ბანკის მხრიდან საბანკო პროდუქტის ხელშეკრულებებში შესატან ცვლილებებზე კლიენტის მხრიდან დაუთანხმებლობის მიზეზით.
11.20. კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ განცხადების ბანკისთვის წარდგენის შემთხვევაში, კლიენტი/მსესხებელი ვალდებული იქნება წარუდგინოს ბანკს ნებისმიერი ინფორმაცია/დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იძლევა კრედიტის რეფინანსირების ფაქტის დადგენის შესაძლებლობას ან უარყოფს კრედიტის რეფინანსირების ფაქტს.
11.21. იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი კრედიტის პირობებით გათვალისწინებულია რეფინანსირების საკომისიო და ბანკს გაუჩნდება ეჭვი, რომ ხდება რეფინანსირება, ბანკს უფლება ექნება კრედიტის წინსწრებით დაფარვის შესახებ კლიენტის/მსესხებლის განცხადების მიღების შემდეგ ნებისმიერ დროს დამატებით მოსთხოვოს კლიენტს/მსესხებელს კრედიტის რეფინანსირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის/დოკუმენტის მისთვის წარდგენა მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) საბანკო დღისა.
11.22. კრედიტის რეფინანსირებად ჩაითვლება ნებისმიერი ფინანსური ინსტიტუტის (კომერციული ბანკის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის, საკრედიტო კავშირის ან/და სხვა პირის) მიერ პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით გაცემული თანხით სს „პაშა ბანკი საქართველოსგან“ მიღებული კრედიტის წინსწრებით (შეთანხმებულ ვადაზე ადრე) დაფარვა პირდაპირ ან/და ირიბად, უშუალოდ ან/და სხვა პირ(ებ)ის მეშვეობით.
11.23. მხარეები თანხმდებიან, რომ:
11.23.1. ბანკი არ არის ვალდებული დაამტკიცოს რეფინანსირების ფაქტი და მას უფლება აქვს, კრედიტის რეფინანსირების შესახებ ინფორმაციის ნებისმიერი წყაროთი მიღების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება კლიენტისთვის/მსესხებლისთვის შესაბამისი საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ რეფინანსირების არარსებობის ფაქტის მტკიცების ვალდებულება ეკისრება კლიენტს/მსესხებელს;
11.23.2. წინსწრებით დაფარვისა და რეფინანსირების საკომისიოს ან/და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება კლიენტთან/მსესხებელთან დადებული ხელშეკრულებით, მაგრამ არ უნდა აჭარბებდეს კანონმდებლობით განსაზღვრულ ოდენობას;
11.23.3. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი/მსესხებელი სასამართლოსთვის მიმართვის გზით დაამტკიცებს რეფინანსირების არარსებობის ფაქტს, ბანკი ვალდებული იქნება, დაუბრუნოს მას მხოლოდ უაქცეპტო წესით ჩამოწერილი საკომისიო ან/და პირგასამტეხლო, ხოლო კლიენტი/მსესხებელი უარს აცხადებს ბანკის ქმედებებით (ბანკის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით) მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე.
11.24. ბანკს უფლება აქვს:
11.24.1. კრედიტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ან/და კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულების (მათ შორის, კრედიტის დაბრუნების) მიზნით მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ მესამე პირ(ებ)თან თუ ადმინისტრაციულ ორგანო(ებ)ში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია;
11.24.2. მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით), ჩამოწეროს თანხა კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან, მათ შორის, ოვერდრაფტის ან/და საკრედიტო ხაზის
ხელმისაწვდომი ნაშთიდან. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის ბანკის მიერ დადგენილი კომერციული კურსით;
11.24.3. კლიენტის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის, შსს მომსახურების სააგენტოსთვის, ნოტარიუსისათვის, სადაზღვევო ორგანიზაციისთვის ან/და სხვა ადმინისტრაციული ორგანოსთვის გადასახდელი მომსახურების საფასური ან/და კრედიტის გაცემასთან დაკავშირებული სხვა სახის გადასახდელი კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) გადარიცხოს კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან შესაბამისი პირის ანგარიშზე;
11.24.4. იმ პირისთვის თანხის გადახდის მიზნით, ვისგანაც კლიენტი ბანკის მიერ გაცემული კრედიტით შეიძენს ნივთს ან მიიღებს მომსახურებას, კლიენტის ნებისმიერი ანგარიშიდან კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) ჩამოწეროს შესაბამისი თანხა, საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს კონვერტაცია, ჩარიცხოს კლიენტის სალარე ანგარიშზე და გადარიცხოს შესაბამისი პირის ანგარიშზე;
11.24.5. არ გასცეს ან/და დროებით შეზღუდოს კრედიტის გაცემა, თუ კლიენტს ან/და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს აღმოაჩნდება სამართლებრივი შეზღუდვა, მათ შორის, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა ან/და კლიენტის ქონებაზე ან/და უზურუნველყოფის საგანზე (მათ შორის, არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, ანგარიშ(ებ)ზე) აღრიცხულია (რეგისტრირებულია) რაიმე სახის შეზღუდვა;
11.24.6. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი ბანკთან შეთანხმებულ ვადაში არ დაფარავს ბანკისგან მიღებულ კრედიტს, მისთვის დარიცხულ სარგებელს, პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და ბანკის მიერ განსაზღვრულ ნებისმიერი ტიპის საკომისიოს:
11.24.6.1. მოითხოვოს აღსრულების მიქცევა კლიენტის ნებისმიერ ქონებაზე (კლიენტის კუთვნილ ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, მათ შორის, ანგარიშებზე) მიუხედავად იმისა, უზრუნველყოფილია თუ არა კლიენტის ვალდებულება (ბანკის მოთხოვნა) სანივთო უფლებით (იპოთეკით, გირავნობით). ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, თავისი შეხედულებისამებრ, გადახდა/აღსრულება პირველ რიგში მიაქციოს კლიენტის იმ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, რომელიც არ წარმოადგენს კლიენტის ვალდებულებების უზრუნველყოფის საგანს;
11.24.6.2. მოითხოვოს გირავნობის ან/და იპოთეკის საგნის მისთვის გადაცემა და ნივთის მისთვის გადაცემის შემდეგ პირდაპირ განახორციელოს იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღება ან გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული რეალიზაციის სხვა წესი. იმ შემთხვევაში, თუ ბანკის (როგორც იპოთეკარის ან/და მოგირავნის) მიერ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების ან რეალიზაციის მომენტისთვის იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის ღირებულების ან იპოთეკის ან/და გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით.
11.24.7. შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების/შეთანხმების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მასზე დარიცხულ პროცენტთან და პირგასამტეხლოსთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ერთად იმ შემთხვევაში, თუ დადგება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი გარემოება:
11.24.7.1. კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულებით, ამ ხელშეკრულების საფუძველზე/ფარგლებში დადებული ნებისმიერ დამატებითი ხელშეკრულებით/შეთანხმებით ან ბანკთან გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტით ნაკისრ რომელიმე ვალდებულებას. მათ შორის, არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული მოთხოვნა;
11.24.7.2. კლიენტი დაარღვევს ამ ხელშეკრულების საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი დამატებითი ხელშეკრულებისთვის თანდართული გრაფიკის მიხედვით თანხის გადახდის ვალდებულებას;
11.24.7.3. კლიენტი იკისრებს ვალდებულებებს ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, რითაც საფრთხეს უქმნის წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
11.24.7.4. კლიენტი არამიზნობრივად გამოიყენებს საკრედიტო პროდუქტს/მიღებულ კრედიტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
11.24.7.5. მნიშვნელოვნად შემცირდება კლიენტის კაპიტალი, აქტივები ან განხორციელდება მნიშვნელოვანი ცვლილება კლიენტის საკუთრებაში ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე;
11.24.7.6. მნიშვნელოვნად გაუარესდება კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის ქონებრივი ან/და ფინანსური მდგომარეობა ან შეიქმნება ასეთი გარემოების დადგომის საფრთხე;
11.24.7.7. ამ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ან და მის ქვეშ გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების მხარე ან მისი უფლებამონაცვლე დაარღვევს შესაბამისი ხელშეკრულების რომელიმე პირობას;
11.24.7.8. განადგურდება, დაზიანდება ან/და ღირებულება შეუმცირდება ამ ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების უზრუნველყოფის ობიექტ(ებ)ს;
11.24.7.9. კლიენტის მიმართ დაიწყება სააღსრულებო წარმოება;
11.24.7.10. კლიენტის რომელიმე საბანკო ანგარიშს ან კლიენტის კუთვნილ ქონებას (ნებისმიერ ნივთს ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს) დაედება ყადაღა ან კლიენტის ან მისი ქონების მიმართ გამოყენებული იქნება სარჩელის, გადაწყვეტილების აღსრულების ან/და საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ნებისმიერი ღონისძიება;
11.24.7.11. რაიმე უფლებით, ვალდებულებით ან/და შეზღუდვით (მათ შორის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებით, ყადაღით და სხვა) დაიტვირთება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების უზრუნველსაყოფად დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ან/და კლიენტის კუთვნილი ნებისმიერი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე;
11.24.7.12. კლიენტის, მისი თავდების, ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების ნებისმიერი მხარის ან/და გარანტის მიმართ დადგება ლიკვიდაციის ან გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფრთხე ან თუ ზემოთ ჩამოთვლილ პირთაგან რომელიმე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას ლიკვიდაციის შესახებ;
11.24.7.13. ნებისმიერი უფლებამოსილი ორგანო ჩამოართმევს კლიენტს ნებისმიერ აქტივს ან მის მნიშვნელოვან ნაწილს, ან მოახდენს ასეთი აქტივის ნაციონალიზაციას ან მოხდება სხვაგვარი ექსპროპრიაცია;
11.24.7.14. კლიენტის მიერ გაკეთებული ნებისმიერი განცხადება ან/და ბანკისთვის მიწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღმოჩნდება მნიშვნელოვნად არასწორი ან მცდარი (სინამდვილესთან შეუსაბამო);
11.24.7.15. დადგება ნებისმიერი ისეთი გარემოება, რომლის არსებობამაც შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს კლიენტის, მისი თავდების ან/და ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების უზრუნველსაყოფად გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებ(ებ)ის შესრულება ან კლიენტის მიერ თანხის დროულად გადახდა.
11.25. კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუყოვნებლივ აცნობოს ამ ხელშეკრულების 11.24.7 ქვეპუნქტში ჩამოთვლილი ნებისმიერი გარემოების, ასევე ისეთი მდგომარეობის შესახებ, რამაც შეიძლება ზეგავლენა იქონიოს საკრედიტო ურთიერთობის გაგრძელებაზე.
11.26. ბანკი ვალდებულია:
11.26.1. კანონმდებლობით დადგენილი წესით გააფრთხილოს კლიენტი საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულების შეწყვეტისა და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ, მისცეს მას გონივრული ვადა დარღვეული ვალდებულების შესრულების მიზნით;
11.26.2. კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველგვარი დამატებითი გადასახადის გარეშე მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია ათვისებული ლიმიტის, საპროცენტო განაკვეთის, გადასახდელი თანხის და ა.შ. შესახებ.
12. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები
12.1. კლიენტი ვალდებულია:
12.1.1. ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების გაწევისთვის/საბანკო პროდუქტით სარგებლობისათვის ბანკს გადაუხადოს მომსახურების საკომისიო ან/და სხვა ნებისმიერი გადასახადი, რაც აუცილებელია საბანკო მომსახურების მისაღებად;
12.1.2. დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებსა და ბანკისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ, მათ შორის, საკონტაქტო მონაცემების (იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა და სხვ.) შეცვლის შესახებ. ასევე, იქონიოს კომუნიკაციისთვის აუცილებელი მოწყობილობები და ქსელი (მათ შორის, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი, ინტერნეტი) გამართულ/ჩართულ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკი არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ შედეგებზე/ზიანზე;
12.1.3. დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს ბანკს, ანგარიშის განკარგვაზე, ანგარიშზე ოპერაციების წარმოებაზე, ანგარიშის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებაზე უფლებამოსილი პირების ან/და მათი უფლებამოსილების შეცვლის შესახებ და წარუდგინოს ბანკს შესაბამისი წერილობითი დოკუმენტები. აღნიშნული პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების ვალდებულება ერთმნიშვნელოვნად ვრცელდება ბანკისთვის წარდგენილ ყველა იმ დოკუმენტზეც, რომლითაც კლიენტს გაცემული აქვს მისი სახელით მოქმედების უფლებამოსილება. აღნიშნული დოკუმენტების ბანკში წარდგენამდე, ბანკის მიერ ანგარიშზე ოპერაციები სრულდება ადრე წარდგენილი საბუთებისა და ხელმოწერის ნიმუშის საფუძველზე;
12.1.4. ყოველი ანგარიშის გახსნისას წარუდგინოს ბანკს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები კლიენტის საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსის შესახებ. ასევე, დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნული სტატუსის ცვლილების შესახებ;
12.1.5. ბანკის მიერ მისთვის გახსნილი ანგარიშები სამეწარმეო მიზნებისთვის გამოიყენოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაბამისი საგადასახადო/სამეწარმეო სტატუსი და აღნიშნულის თაობაზე ბანკი წინასწარ იქნება ინფორმირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია, არ გამოიყენოს თავისი ანგარიშები სამეწარმეო საქმიანობისთვის;
12.1.6. ანგარიშ(ებ)ზე ოპერაციების წარმოებისას, მიაწოდოს ბანკს სრული, ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია ოპერაციის/გადახდის დანიშნულების შესახებ და წარუდგინოს ბანკს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი (გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები);
12.1.7. ოპერაციის შესასრულებლად, წარუდგინოს ბანკს, მის მიერ მოთხოვნილი ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც სჭირდება ბანკს კლიენტის სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის, ოპერაციის შინაარსის, დანიშნულების, გადარიცხვის სახეობის და განსახორციელებელი ოპერაციის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
12.1.8. მის ანგარიშზე თანხის შეცდომით ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 1 (ერთი) საბანკო დღის ვადაში შეატყობინოს ბანკს, შეცდომით ჩარიცხული თანხის შესახებ და აღნიშნული თანხა დაუბრუნოს მას;
12.1.9. წინასწარ და დაუყოვნებლივ აცნობოს ბანკს მის მიერ მოქალაქეობის/რეზიდენტობის შეცვლის, რეგისტრაციის სხვა ქვეყანაში გადატანის, საქართველოს საგადასახადო რეგულაციებიდან გასვლის, სხვა ქვეყანაში ან ოფშორულ ზონაში რეგისტრაციის შესახებ, ან სხვა ნებისმიერი ისეთი გარემოების წარმოშობის შესახებ, რომელიც არსებითად ცვლის მის სამართლებრივ/გადასახადის გადამხდელის სტატუსს საქართველოს ტერიტორიაზე. რომელიმე მოცემული გარემოების დადგომის შემთხვევაში, ბანკი უფლებამოსილი იქნება, ვადაზე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება/შეთანხება, თანმდევი სამართლებრივი შედეგებით;
12.1.10. სრულად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები და ბანკის მიერ დადგენილი საბანკო პროდუქტებით სარგებლობის წესები/პროცედურები;
12.1.11. მიაწოდოს ბანკს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაცია;
12.1.12. აუნაზღაუროს ბანკს წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების პირობების ან/და კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შედეგად ბანკისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანი;
12.1.13. გამოიყენოს საგადახდო ინსტრუმენტი ამ საგადახდო ინსტრუმენტისათვის დადგენილი პირობების შესაბამისად;
12.1.14. დაიცვას მისთვის გადაცემული საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომები, უზრუნველყოს ამ ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული საშუალებების დაცვა;
12.1.15. საგადახდო ინსტრუმენტის დაკარგვის, მოპარვის, უკანონო მითვისების ან უკანონო გამოყენების ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში, მისი აღმოჩენიდან უმოკლეს ვადაში შეატყობინოს ამის თაობაზე ბანკს ან ბანკის მიერ განსაზღვრულ პირს.
12.1.16. პერიოდულად გაეცნოს ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას, მათ შორის, განცხადებებს, ცვლილებებსა და დამატებებს.
12.2. კლიენტი უფლებამოსილია:
12.2.1. მიიღოს ამონაწერი ანგარიშზე არსებული ნაშთისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
12.2.2. მისცეს ბანკს იმ სახის დავალებები ანგარიშზე ოპერაციების საწარმოებლად, რომელიც არ არის კანონმდებლობით აკრძალული;
12.2.3. ისარგებლოს ბანკის მიერ შეთავაზებული მომსახურებით/პროდუქტით;
12.2.4. შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით, ბანკისათვის წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით;
12.2.5. ნებისმიერ დროს, შესაბამისი განაცხადით მოსთხოვოს ბანკს ცალკეული საბანკო პროდუქტის/მომსახურების შეწყვეტა, მათ შორის, ანგარიშის დახურვა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს კონკრეტული საბანკო პროდუქტიდან/მომსახურებიდან გამომდინარე არ გააჩნია რაიმე სახის შეუსრულებელი ვალდებულება (ფინანსური თუ ნებისმიერი სხვა სახის) ბანკის წინაშე.
12.2.6. ბანკის ნებისმიერი დისტანციური არხის/კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების გამოყენებით, დააფიქსიროს მოთხოვნა კლიენტსა და ბანკს შორის გაფორმებული საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის ხელშეკრულების (მათ შორის, დისტანციური არხების საშუალებით მიღებული საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტის ხელშეკრულების) ასლის გადაცემასთან დაკავშირებით და მიიღოს შესაბამისი ხელშეკრულების ასლი დისტანციურად ან/და ბანკის შესაბამის ფილიალში/სერვისცენტრში;
12.3. ბანკი უფლებამოსილია:
12.3.1. მოსთხოვოს კლიენტს ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტი ანგარიშის გახსნის, კლიენტის სრულყოფილი იდენტიფიცირების, კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე განხორციელებული/განსახორციელებელი ოპერაცი(ებ)ის კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით;
12.3.2. განახორციელოს კლიენტის ანგარიშ(ებ)ზე ოპერაციები კანონმდებლობით დადგენილი წესით;
12.3.3. კლიენტის დავალებით ან/და მისი დავალების გარეშე, წინამდებარე ხელშეკრულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, ჩამოწეროს თანხები კლიენტის ანგარიშ(ებ)იდან;
12.3.4. თავისი შეხედულებისამებრ ან/და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში უარი უთხრას კლიენტს ანგარიშით მომსახურებაზე;
12.3.5. არ შეასრულოს კლიენტის დავალება იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ წარმოადგენს ბანკის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციას ან/და ბანკს გაუჩნდება ეჭვი ოპერაციის კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შესახებ;
12.3.6. ბანკის წინაშე არსებული კლიენტის ვალდებულებები გაქვითოს კლიენტის წინაშე არსებულ ბანკის ნებისმიერ ვალდებულებაში;
12.3.7. კლიენტს დისტანციური არხების გამოყენებით (მათ შორის, ინტერნეტბანკი, ბანკომატი, სატელეკომუნიკაციო საშუალება და სხვა) შესთავაზოს და გაუაქტიუროს სხვადასხვა საბანკო პროდუქტები და მომსახურებები;
12.3.8. შეინახოს კლიენტის ბანკთან არსებული მიმოწერა (როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული) და სატელეფონო ჩანაწერები. ამასთან, კლიენტი ადასტურებს, რომ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული მონაცემები (ინფორმაცია) შესაძლოა ბანკის მიერ გამოყენებულ იქნეს მტკიცებულების სახით, იგი წარმოადგენს ბანკის საკუთრებას და აქვს იურიდიული ძალა;
12.3.9. შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმერი ხელშეკრულება ან/და დახუროს ბანკში გახსნილი კლიენტის ნებისმიერი ანგარიში იმ შემთხვევაში, თუ:
12.3.9.1.კლიენტის შესახებ, ბანკის ხელთ არსებული ან/და კლიენტის მიერ წარდგენილი ინფორმაცია
(დოკუმენტური ან/და ელექტრონული სახით წარდგენილი) აღმოჩნდება მცდარი;
12.3.9.2. არ შესრულდება (დაირღვევა) რომელიმე წინაპირობა, დამატებითი პირობა ან/და ბანკის მიერ კლიენტისთვის წაყენებული ნებისმიერი მოთხოვნა;
12.3.9.3.ანგარიშზე არ იქნება ანგარიშის მომსახურებისათვის და/ან დახურვისათვის საჭირო, ბანკის მიერ განსაზღვრული, საკომისიოს ოდენობის ნაშთი და არანაკლებ ერთი წლის განმავლობაში არ დაფიქსირდება ოპერაციების წარმოება;
12.3.9.4.ანგარიშის დახურვა განსაზღვრულია სასამართლოს გადაწყვეტილებით;
12.3.9.5.კლიენტის მემკვიდრის მიერ წარმოდგენილი იქნება სამკვიდრო მოწმობა;
12.3.9.6.კლიენტი დაარღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებსა და ვალდებულებებს;
12.3.9.7.კლიენტი უარს აცხადებს/ბანკის მიერ დადგენილ ვადაში არ აწვდის ბანკს ან/და აწვდის არასწორ/არასრულ ინფორმაციას „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და სხვაგვარად არღვევს აღნიშნული აქტიდან გამომდინარე მოთხოვნებს;
12.3.9.8.აღნიშნული გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით.
12.3.10. გარდა წინამდებარე ხელშეკრულების 12.3.9 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა, საკუთარი შეხედულებისამებრ და ცალმხრივად, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს ან/და დროებით შეწყვიტოს საბანკო პროდუქტ(ებ)ით მომსახურება ნებისმიერ დროს, რის თაობაზეც ბანკი აცნობებს კლიენტს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
12.4. ბანკი ვალდებულია:
12.4.1. დროულად და კლიენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის ზუსტი დაცვით აწარმოოს საბანკო ოპერაციები და მათი წარმოებისას დაიცვას მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები;
12.4.2. კლიენტის მოთხოვნით მიაწოდოს მას ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან ან/და ნებისმიერი სხვა ინფორმაცია მისი ანგარიშის და ანგარიშზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ;
12.4.3. მოთხოვნისთანავე მიაწოდოს კლიენტს ინფორმაცია საბანკო მომსახურებისთვის დადგენილი ტარიფებისა და მომსახურების საკომისიოს შესახებ;
12.4.4. სრულად დაიცვას წინამდებარე ხელშეკრულების პირობები;
12.4.5. მიიღოს ყველა შესაძლო ზომა საგადახდო ინსტრუმენტის დაცულობისა და მისი არამართლზომიერი გამოყენების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად;
12.4.6. არ გახადოს საგადახდო ინსტრუმენტის პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებლები და საშუალებები ხელმისაწვდომი სხვა პირებისათვის, გარდა ან ინსტრუმენტის მფლობელისა;
12.4.7. ნათლად გააცნოს კლიენტს საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთოხების მოთხოვნები;
12.4.8. ნებისმიერ დროს უზრუნველყოს 12.1.15. პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღება;
12.4.9. კლიენტის მხრიდან 12.1.15 პუნქტით განსაზღვრული შეტყობინების მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საგადახდო ინსტრუმენტის შემდგომი გამოყენების აღკვეთა.
13. მხარეთა პასუხისმგებლობა
13.1. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის, მხარეები პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით;
13.2. კლიენტს ეკრძალება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენება კანონთან შეუსაბამო მიზნით;
13.3. ბანკი პასუხისმგებელია კლიენტის წინაშე საბანკო ოპერაციების ზუსტად და დროულად განხორციელებისათვის. ბანკის მიერ განზრახ ან ბრალეული ქმედებით გადახდის ოპერაციის არასწორად შესრულების შემთხვევაში ბანკი იხდის პირგასამტეხლოს შესაბამისი თანხის 0,1 %-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული საბანკო დღისთვის, ან კანონმდებლობით განსაზღვრული ოდენობით.
13.4. ბანკი პასუხისმგებელია, საგადახდო ინსტრუმენტის ან/და მისი პერსონიფიცირებული უსაფრთხოების მახასიათებელებისა და საშუალებების გაგზავნასთან დაკავშირებულ ყველა რისკზე.
13.5. ბანკი არ არის პასუხისმგებელი:
13.5.1. ნებისმიერი სახით დამდგარ ზიანზე, მათ შორის, მესამე პირის მიმართ, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების ნებისმიერი პირობის დარღვევის შედეგად;
13.5.2. შედეგებზე (მათ შორის, კლიენტის მიერ ნებისმიერი პირის წინაშე ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარ შედეგებზე), თუ ეს გამოწვეულია:
13.5.2.1. კლიენტის დავალებით ოპერაციის განხორციელებით;
13.5.2.2. კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული ინფორმაციის (მათ შორის, საგადახდო დავალებაში ან ბანკში წარდგენილ სხვა ნებისმიერ საბუთში მითითებული ინფორმაციის) უზუსტობით ან/და უსწორობით, განაცხადის ან/და განცხადების არასწორი ან/და არასრულყოფილი შევსებით;
13.5.2.3.კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებების კლიენტის მიერ გამოუყენებლობით;
13.5.2.4. კლიენტის ან სხვა ნებისმიერი პირის კუთვნილი კომპიუტერის ტელეფონის აპარატის ან/და სხვა მოწყობილობების (მათი ნაწილებისა და აქსესუარების), პროგრამული უზრუნველყოფის გაუმართაობით, ინტერნეტ-პროვაიდერის, ტელეკომუნიკაციების ოპერატორის ან/და ნებისმიერი სხვა პირის მიზეზით;
13.5.2.5. კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებულ მონაცემებში დაფიქსირებული მიმღები ან/და შუამავალი ბანკის ნებისმიერი ქმედებით ან/და ბანკისგან დამოუკიდებელი ნებისმიერი მიზეზით;
13.5.2.6.ნებისმიერი შეზღუდვით, რომელიც დაწესებულია იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე, რომელზეც მოქმედებს თანხის მიმღების (ადრესატის) მომსახურე ან/და შუამავალი ბანკი, რაც აფერხებს ან/და მთლიანად ან ნაწილობრივ ბლოკავს თანხის მიღებას;
13.5.2.7.გადარიცხვის ოპერაციის ან/და გადასარიცხი თანხის ან მისი ნაწილის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის, ტერორიზმის დაფინანსების, „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ან/და სხვა მიზნით ბლოკირებით, დაკავებით/ჩამოჭრით;
13.5.2.8.საკორესპოდენტო ბანკის (რომლის მეშვეობითაც სრულდება გადარიცხვა), მიერ ოპერაციის შესრულებაზე უარის შედეგად ან/და ოპერაციის განხორციელების/დასრულების გაჭიანურებისათვის;
13.5.2.9.საგადახდო დავალების შეუსრულებლობისთვის ან არასწორად შესრულებისთვის, რომელიც გამოწვეულია კლიენტის მიერ წარმოდგენილ საგადახდო დავალებაში მითითებული არასწორი ინფორმაციით;
13.5.2.10. ბანკის მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების ზომაზე კლიენტის მხრიდან უარის თქმის შემთხვევაში დამდგარი შედეგისათვის. აღნიშულ შემთხვევაში კლიენტს ეკისრება სრული პასუხისმგებლობა.
13.6. ბანკი პასუხისმგებელია, კლიენტის წინაშე კლიენტის მიერ ინიცირებული საგადახდო დავალების სწორად შესრულებისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს 13.5.2.9 პუნქტით გათვალისწინებული გარემოება, ან ბანკის მიერ სწორად იქნა მითითებული მიმღების რეკვიზიტები და მიმღების პროვაიდერს მიღებული აქვს გადახდის ოპერაციის თანხა (მიმღების პროვაიდერის ანგარიშზე ბანკის მიერ გადარიცხულია საგადახდო დავალებაში მითითებული თანხა).
13.7. თუ ბანკმა სწორად შეასრულა კლიენტის საგადახდო დავალება, მაშინ მიმღების პროვაიდერი პასუხისმგებელია კლიენტის ან/და მიმღების მიმართ გადახდის ოპერაციის განხორციელების სისწორისთვის.
13.8. თუ ბანკმა 13.6. პუნქტის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ არასწორად განახორციელა საგადახდო დავალება, იგი ვალდებულია კლიენტს დაუბრუნოს არასწორად გადარიცხული თანხა და ამ ოპერაციასთან დაკავშირებული საკომისიო.
13.9. თუ კლიენტი წარმოადგენს მიმღებს და ბანკი პასუხისმგებელია გადახდის ოპერაციის არასწორად განხორციელებისთვის ამ ხელშეკრულების 13.6-13.8 პუნქტების შესაბამისად, იგი ვალდებულია კლიენტს ანგარიშზე ჩაურიცხოს თანხა.
13.10. კლიენტი უფლებამოსილია, მოსთხოვოს ბანკს არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესაბამისი თანხის ანაზღაურება წინამდებარე პუნქტის დებულებების შესაბამისად, თუ არაავტორიზებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 40 დღეზე მეტი ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესრულების თარიღიდან არ გასულა 180 დღეზე მეტი და კლიენტმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული ოპერაციის შესახებ ბანკს შეატყობინა ამგვარი ოპერაციის თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადაში.
13.11. თუ კლიენტმა არაავტორიზებული ან არასწორად განხორციელებული გადახდის ოპერაციის შესახებ 13.10 პუნქტით დადგენილი შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ განაცხადა, ამ ვადის გასვლის შემდეგ ბანკი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს მომხმარებელს არაავტორიზებული ან არასწორად გადარიცხული თანხის დაბრუნებაში. წინამდებარე პუნქტი არ წარმოშობს კლიენტის მოთხოვნას ბანკის მიმართ სასამართლოს მეშვეობით ბანკისგან მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თანხის დაბრუნება ან სხვა მოქმედების შესრულება.
13.12. ბანკი, წინამდებარე პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად ვალდებულია კლიენტს აუნაზღაუროს არაავტორიზებული გადახდის ოპერაციის თანხა, გარდა ამ პუნქტის 13.14 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. კლიენტისათვის ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა განისაზღვრება ამ პუნქტის 13.13 პუნქტის შესაბამისად.
13.13. კლიენტი პასუხისმგებელია მოპარული ან დაკარგული საგადახდო ინსტრუმენტით ან მისი უკანონო მითვისებით ან უკანონო გამოყენებით გამოწვეული, საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის არა უმეტეს 100 ლარისა, გარდა 13.14 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა. ამ პუნქტის მიზნებისათვის ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებული ოპერაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად ითვლება, თუ ის საქართველოში გამოშვებული საგადახდო ინსტრუმენტის გამოყენებით განხორციელდა და ინტერნეტგვერდი ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეს, საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს, რომელიც არ არის იურიდიული პირი.
13.14. კლიენტი სრულად აგებს პასუხს არაავტორიზებულ გადახდის ოპერაციასთან დაკავშირებული იმ ზიანისთვის, რომელიც გამოწვეულია მისი დანაშაულებრივი ქმედებით, ასევე მის მიერ ამ ხელშეკრულების
12.1.14 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების განზრახ ან დაუდევრობით შეუსრულებლობით.
13.15. კლიენტი არ არის პასუხისმგებელი მოპარული, დაკარგული, უკანონოდ მითვისებული ან უკანონოდ გამოყენებული საგადახდო ინსტრუმენტის, ასევე მის მიერ საგადახდო ინსტრუმენტის უსაფრთხოების ზომების ან პერსონიფიცირებული უსაფრთხოების საშუალებების დაუცველობით გამოწვეული არაავტორიზებული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი ზიანისთვის:
13.15.1. თუ ოპერაცია განახორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად ბანკის მიერ შეტყობინების მიღების შემდეგ, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის კლიენტის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით;
13.15.2. თუ ბანკმა არ უზრუნველყო შეტყობინების მიღება, თუკი ეს ზიანი გამოწვეული არ არის კლიენტის დანაშაულებრივი ან განზრახი ქმედებით.
14. მხარეთა განცხადებები და გარანტიები
14.1. მხარეები აცხადებენ და გარანტიას იძლევიან, რომ თავიანთ საქმიანობას წარმართავენ კანონიერად, კეთილსინდისიერად და ეთიკის მაღალი სტანდარტების დაცვით.
14.2. კლიენტი აცხადებს და ადასტურებს, რომ:
14.2.1. განაცხადზე ხელმოწერით მის მიერ ბანკისთვის წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია არის უტყუარი, ზუსტი და ამომწურავი. კლიენტის ქმედება არ არის მიმართული ბანკის მოტყუებისაკენ. ასევე, მისთვის ცნობილია, რომ ბანკისათვის ყალბი ან/და არასწორი (სინამდვილესთან შეუსაბამო) ინფორმაციის/ცნობ(ებ)ის მიწოდება არის დანაშაული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით და წარმოადგენს საკმარის საფუძველს ამ ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების მოქმედების შესაწყვეტად;
14.2.2. ამ ხელშეკრულების დადებისას, იგი არ იმყოფება შეცდომის, მოტყუების, მის წინააღმდეგ გამოყენებული ძალადობის ან მუქარის გავლენის ქვეშ;
14.2.3. არ მონაწილეობდა და არ მონაწილეობს არც ერთ სასამართლო პროცესში (მოსარჩელის, მოპასუხის ან მესამე პირის სახით), რითაც საფრთხეს უქმნის კლიენტის ვალდებულებების შესრულებას, კლიენტის ქონებას ან/და აქტივებს;
14.2.4. სრულად გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს. ასევე, ინფორმირებულია შესაბამისი საბანკო პროდუქტით/მომსახურებით სარგებლობის პირობების და ყველა შესაძლო ფინანსური ხარჯის შესახებ, ასევე საკრედიტო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებული
მნიშვნელოვანი რისკის შესახებ და თანახმაა, გააფორმოს წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში/საფუძველზე გასაფორმებელი ნებისმიერი სახის ხელშეკრულება/შეთანხმება;
14.2.5. უარს არ იტყვის ამ ხელშეკრულებით და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულებით/შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე, ასევე არ გადასცემს თავის ვალდებულებებს მესამე პირს;
14.2.6. მიაწვდის ბანკს „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საერთაშორისო საგადასახადო ვალდებულებების შესრულების გაუმჯობესების და უცხოური ანგარიშის საგადასახადო შესაბამისობის აქტის (FATCA) შესრულების მიზნით“ შეთანხმებით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე ინფორმაციას;
14.2.7. ამ ხელშეკრულებას და მის საფუძველზე/ფარგლებში გასაფორმებელ ხელშეკრულებებს/შეთანხმებებს აფორმებს მხოლოდ საკუთარი საჭიროებისთვის და არ მოქმედებს სხვა (მესამე) პირის დავალებით ან სასარგებლოდ, არ აქვს ურთიერთობა ფიქტიურ ბანკთან (“შელ ბანკთან”) და ამ ხელშეკრულებაში ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გასაფორმებელ ხელშეკრულებებში/შეთანხმებებში აღწერილი გარიგება არ არის საეჭვო, რაც ნიშნავს იმას, რომ ის არ არის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით გაფორმებული და ქონება (მათ შორის, ფულადი სახსრები), რომლის საფუძველზეც დაიდო ან/და შესრულდება შესაბამისი გარიგება არ არის მოპოვებული/წარმოშობილი დანაშაულებრივი საქმიანობიდან.
14.2.8. თანახმაა მიიღოს ზოგიერთი ტიპის ინფორმაცია, მიუხედავად იმისა, მოითხოვა თუ არა მან SMS სერვისზე რეგისტრაცია ან/და 8.6 პუნქტის შესაბამისად მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის შეწყვეტა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს შეიძლება მოთხოვნილი იყოს მოქმედი რეგულაციების მიხედვით ან/და აღნიშნული ინფორმაცია დაკავშირებულია სხვადასხვა საბანკო პროდუქტებთან და ოპერაციებთან.
14.3. კლიენტი აცხადებს თანხმობას და ბანკს ანიჭებს უპირობო უფლებას:
14.3.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე, საკრედიტო პროდუქტ(ებ)ით მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად, დაამუშაოს მომხმარებლის (კლიენტის) შესახებ საკრედიტო საინფორმაციო ბიურო(ებ)ში, მათ შორის, სს „საკრედიტო საინფორმაციო ბიურო კრედიტინფო საქართველოში“ (ს/კ 204470740) (შემდგომში „კრედიტინფო“) დაცული ინფორმაცია;
14.3.2. ბანკში დაფიქსირებულ კლიენტის ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკონტაქტო მისამართზე, ბანკის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნა (პირდაპირი მარკეტინგი) მანამ, სანამ ბანკი კლიენტისგან არ მიიღებს სხვაგვარ მითითებას, მხარეთა შორის შეთანხმებული ან/და კანონმდებლობით დადგენილი წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. ამასთან, პირდაპირ მარკეტინგად არ მიიჩნევა და კლიენტი არ იქნება უფლებამოსილი, ბანკს მოსთხოვოს სხვადასხვა სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებების გაგზავნის შეწყვეტა, თუ აღნიშნული სარეკლამო/საინფორმაციო შეტყობინებები კლიენტს მიეწოდება უშუალოდ ბანკის მომსახურების წერტილებში ან ბანკის კუთვნილ ელექტრონულ არხებში (მათ შორის, ბანკომატი, ინტერნეტბანკი და სხვა);
14.3.3. სს „პაშა ბანკი საქართველომ“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, კლიენტისათვის საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან მიიღოს ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები;
14.3.4. გადამხდელუნარიანობის შეფასების მიზნით სს „პაშა ბანკი საქართველომ“ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან (შემოსავლების სამსახური) მოითხოვოს და მიიღოს შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაში კლიენტის შესახებ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია;
14.3.5. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და პირობებით, დაამუშაოს წინამდებარე დოკუმენტში და ბანკში დაცული კლიენტის ინფორმაცია, ასევე, კლიენტის შესახებ საკრედიტო ბიურო(ებ)ში დაცული ინფორმაცია გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის. კლიენტი აცნობიერებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებებს, რომ კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია გაასწოროს, განაახლოს, დაამატოს, დაბლოკოს, წაშალოს ან გაანადგუროს მონაცემები, თუ ისინი არასრულია, არაზუსტია, არ არის განახლებული, ან თუ მათი შეგროვება და დამუშავება განხორციელდა კანონის საწინააღმდეგოდ. აღნიშნული თანხმობა არის ერთჯერადი და მოქმედია დათანხმებიდან 30 სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთან, კლიენტი ადასტურებს, რომ ბანკი შეაგროვებს/დაამუშავებს კლიენტის შესახებ ყველა იმ საკრედიტო/არასაკრედიტო და სხვა რელევანტურ
ინფორმაციას, რომელიც დაკავშირებულია კრედიტინფოსთვის ინფორმაციის მიწოდებასთან და ინფორმაციის მიღებასთან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და პირობებით. წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მუშავდება კლიენტის გადამხდელუნარიანობის ანალიზის მიზნისათვის და ხელმისაწვდომი იქნება ბიუროში ჩართული სესხის გამცემი ორგანიზაცი(ებ)ისთვის და ინფორმაციის მიმღები/მიმწოდებელი პირ(ებ)ისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით;
14.3.6. დაამუშავოს (მონაცემთა დამუშავება - ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, კერძოდ, შეგროვება, ჩაწერა, ფოტოზე აღბეჭდვა, აუდიოჩაწერა, ვიდეოჩაწერა, ორგანიზება, შენახვა, შეცვლა, აღდგენა, გამოთხოვა, გამოყენება ან გამჟღავნება მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფება ან კომბინაცია, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება) კლიენტის შესახებ ინფორმაცია (ინფორმაცია - კლიენტის საბანკო, კომერციული, პერსონალური მონაცემების, ბიომეტრიული მონაცემების შემცველი ნებისმიერი ინფორმაცია) შემდეგი მიზნებისათვის:
14.3.6.1. კლიენტისთვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების გაწევა;
14.3.6.2. კლიენტის იდენტიფიცირება ან/და უსაფრთხოების დაცვა;
14.3.6.3.კლიენტის განცხადების გარეშე, ბანკის მიერ, ცალმხრივად, კლიენტისთვის საბანკო/საკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
14.3.6.4.კლიენტის მიმდინარე საკრედიტო პროდუქტების მონიტორინგი და კლიენტის გადამხდელუნარიანობის გადამოწმება;
14.3.6.5. ბანკის მიზნებისათვის სხვადასხვა ტიპის კვლევის/მომსახურების განხორციელება; 14.3.6.6.საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული ექსპერტიზის ჩატარება;
14.3.6.7.პირდაპირი მარკეტინგი (პირდაპირი მარკეტინგი - ფოსტის, სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა სატელეკომუნიკაციო საშუალებით საქონლის, მომსახურების, დასაქმების ან დროებითი სამუშაოს შეთავაზება);
14.3.6.8.კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში კლიენტის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა;
14.3.6.9.სხვადასხვა (ვიზა, მასტერქარდი და სხვა საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებულ) წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობა;
14.3.6.10. კანონმდებლობით და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები.
14.3.7. ამ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, კლიენტის დამატებით თანხმობის გარეშე, შეუზღუდავად (ნებისმიერი ოდენობითა და მოცულობით) მოითხოვოს და მიიღოს კლიენტის შესახებ ნებისმიერ პირთან თუ ადმინისტრაციულ ორგანოში არსებული ნებისმიერი სახის პერსონალური ინფორმაცია (მონაცემები, ჩანაწერები ან/და საბუთები);
14.4. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ ბანკისგან მისთვის მომსახურების გაწევის გამარტივების მიზნით, სწრაფი გადახდის ტერმინალის საშუალებით, პირადი ნომრით იდენტიფიკაციის საფუძველზე, მიიღოს შეზღუდული ინფორმაცია კლიენტის საბანკო პროდუქტებზე (მათ შორის, სადეპოზტიო, საკრედიტო პროდუქტებზე), მიმდინარე დავალიანებაზე, მთლიანი სასესხო დავალიანების ჩვენების გარეშე, ასევე, ანგარიშების შესახებ ინფორმაცია, ნაშთის ჩვენების გარეშე. ამასთან, მხოლოდ ანგარიშის ნომრით იდენტიფიკაციის შემთხვევაში, მიიღოს მხოლოდ ამ ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია.
14.5. ბანკი არ აგებს პასუხს მესამე პირის მიერ სწრაფი გადახდის აპარატების/ბანკომატების მეშვეობით, კლიენტის იდენტიფიცირებისათის აუცილებელი ინფორმაციის შეყვანით, კლიენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე.
15. კონფიდენციალური ინფორმაცია, საბანკო საიდუმლოება, პერსონალური მონაცემები.
15.1. მხარეები ვალდებულნი არიან, არ გაახმაურონ კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში და მის დასრულების შემდეგაც, მეორე მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე. კონფიდენციალური ინფორმაცია გულისხმობს ამ ხელშეკრულებიდან ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სახის შეთანხმებიდან გამომდინარე დოკუმენტურ ან სხვა სახის ინფორმაციას, მათ შორის, კლიენტის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას.
15.2. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ინფორმაციაზე:
15.2.1. რომელიც ცნობილია ინფორმაციის მიმღები მხარისათვის მეორე მხარის მიერ შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებამდე;
15.2.2. რომლის გამჟღავნებაც მოხდება მხარეთა მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით ან შესასრულებლად;
15.2.3. რომლის გამჟღავნებაც ხდება რომელიმე მხარის მიერ სასამართლო/არბიტრაჟის წესით საკუთარი უფლებების განსახორციელებლად/დასაცავად ან/და აღნიშნული პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით;
15.2.4. რომლის კანონიერად მოპოვებაც შესაძლებელია სხვა წყაროებიდან, მათ შორის, საჯარო წყაროებიდან;
15.2.5. რომლის მესამე პირებისთვის მიწოდება ნებადართულია წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის სხვა ნებისმიერი პუნქტის თანახმად.
15.3. ბანკი პასუხს არ აგებს კლიენტის მიერ ბანკისთვის მიწოდებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად გაგზავნილი შეტყობინების სხვა პირის მიერ მიღებით გამოწვეულ შედეგ(ებ)ზე.
15.4. კლიენტი აცხადებს თანხმობას, რომ კლიენტის დამატებითი წინასწარი ან შემდგომი თანხმობის ან აქცეპტის გარეშე, ბანკი უფლებამოსილია:
15.4.1. კლიენტის ნებისმიერი დოკუმენტაცია (მათ შორის, პერსონალური ინფორმაცია, ხელშეკრულება, განაცხადი და ა.შ.) შენახვის მიზნით გადასცეს სახელმწიფო არქივს ან ამ პროფილის კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს მიწოდებული დოკუმენტაციის საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით დაარქივებასა და უსაფრთხო პირობებში შენახვას კონფიდენციალობის წესების სრული დაცვით;
15.4.2. ბანკის აუდიტორებს, კონსულტანტებს, მრჩეველებს, ბანკისთვის სხვადასხვა მომსახურების გამწევ პირებს (მათ შორის, სახელშეკრულებო მოთხოვნ(ებ)ის წარმართველებს) და სხვა მსგავსი კატეგორიის ფიზიკურ ან იურიდიულ პირებს, საჭიროების შესაბამისად, გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება/დოკუმენტაცია, რომლებიც თავის მხრივ, კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
15.4.3. FATCA-ს რეგულაციებიდან გამომდინარე კლიენტის შესახებ ინფორმაცია გადასცეს შესაბამის პირებს;
15.4.4. სასამართლოს, არბიტრაჟს, ან/და პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის მოთხოვნების შეძენით/სინდიცირებით ან/და კლიენტის ვალდებულებების გადაკისრებით ან/და კლიენტის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით ან/და მესამე პირებს (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში), გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კლიენტის საბანკო ანგარიშების, შესრულებული ოპერაციების, ანგარიშებზე არსებული ნაშთების, კლიენტის ვალდებულებების შესახებ მონაცემები) და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება;
15.4.5. კლიენტის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი რომელიმე ვალდებულების დროულად ან/და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში, პრობლემური აქტივ(ებ)ის მართვის მიზნით, ბანკთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ პრობლემური აქტივების მართვის კომპანიებს, გადასცეს კლიენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია და კლიენტთან გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულება, რომლებიც თავის მხრივ, კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
15.4.6. დისტანციური საბანკო მომსახურების არხების საშუალებებით (ბანკომატი, სწრაფი გადახდის ტერმინალი და სხვ.) კლიენტისათვის მომსახურების გაწევისთვის (მათ შორის, სხვადასხვა საბანკო/საკრედიტო პროდუქტ(ებ)ის შეთავაზებისათვის) აუცილებელი ინფორმაცია (მათ შორის, კლიენტის პერსონალური მონაცემები), მიაწოდოს სს „პაშა ბანკი საქართველოსთან“ სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფ საგადახდო მომსახურების პროვაიდერ(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ, კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
15.4.7. კლიენტის თავდებ(ებ)ს ან/და ნებისმიერ პირს, რომლის ქონებითაც უზრუნველყოფილია კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესრულება, მიაწოდოს ინფორმაცია ბანკის მიმართ კლიენტის ვალდებულებ(ებ)ის შესახებ და/ან ამ პუნქტში ჩამოთვლილთაგან ნებისმიერ პირს, მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს ბანკსა და კლიენტს შორის გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებ(ებ)ის ასლ(ებ)ი (მათ შორის, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება);
15.4.8. კლიენტისათვის სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებისა და გაწევისათვის (მათ შორის, სხვადასხვა პროდუქტ(ებ)ის შეთავაზებისათვის) აუცილებელი ინფორმაცია (მათ შორის, კლიენტის პერსონალური მონაცემები), გადასცეს ბანკის შვილობილ კომპანიებს ან სხვა მონათესავე საწარმო(ებ)ს, რომლებიც თავის მხრივ კისრულობენ ვალდებულებას, დაიცვან ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაციის კონფიდენციალობა;
15.4.9. საბარათე ოპერაციების შესრულების და დამუშავების მიზნით გადასცეს კლიენტის პერსონალური მონაცემები და მის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კლიენტის საბანკო ანგარიშების, ანგარიშებზე არსებული ნაშთების და სხვ.) უცხო ქვეყანაში არსებულ საპროცესინგო ცენტრს.
16. ფორს-მაჟორული გარემოება
16.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობის გამო დაუძლეველი ძალის [ფორს-მაჟორი] მოქმედების პერიოდში, თუ შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი (გადაულახავი) ძალის პირდაპირი ზემოქმედებით. ფორს- მაჟორულ გარემოებად ითვლება გარემოებები, რომლებიც არ არსებობდნენ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების დროს და რომელთა დადგომა და ზემოქმედება მხრეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ და გადაელახათ. კერძოდ: სტიქიური უბედურებები, ხანძრა, გაფიცვა, სამხედრო მოქმედება, ბლოკადა, მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა, პროგრამული უზრუნველყოფის დაზიანება, სამართლებრივი აქტების მიღება, რომლებიც შეუძლებელს ხდიან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულებას და სხვა.
16.2. თუ ნებისმიერმა ზემოხსენებულმა გარემოებამ უშუალოდ იმოქმედა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიდება ფორს- მაჟორული გარემოებების ლიკვიდაციამდე.
16.3. მხარე, რომელსაც დაუდგა ფორს-მაჟორული მდგომარეობა, ვალდებულია გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღისა, აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის და მისი/მათი სავარაუდო ხანგრძლივობის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს უფლებას დაეყრდნოს ფორს-მაჟორის არსებობას, როგორც პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველს.
16.4. შეტყობინებაში მითითებული ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ი, თუ ისინი არ წარმოადგენენ საყოველთაოდ აღიარებულ ფაქტებს (გარემოებებს) ან მეორე მხარეს ეჭვი შეაქვს მათ ნამდვილობაში, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის მიღებიდან ან შესაბამისი მხარის მიერ ფორს- მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობაზე ეჭვის გამოთქმის თაობაზე შეტყობინების მეორე მხარისათვის გაგზავნიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობა უნდა დადასტურდეს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ.
16.5. თუ ფორს-მაჟორის მოქმედება, შესაბამისი მხარის მიერ ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის თაობაზე ცნობის ან ფორს-მაჟორული გარემოებ(ებ)ის არსებობის დადასტურების თაობაზე სათანადო ორგანოს დასკვნის მიღების თარიღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს გრძელდება, აღნიშნული 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღიანი ვადის გასვლიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარულ დღის ვადაში მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ ხელშეკრულების ბედი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშკრულების ნებისმიერი მხარე უფლებამოსილი იქნება მოშალოს ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
17. პრეტენზიები და დავები
17.1. კლიენტს (მომხმარებელს) უფლება აქვს ბანკს მიმართოს პრეტენზიით ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. პრეტენზიის ზეპირი ფორმით დასაფიქსირებლად მომხმარებელს შეუძლია მიმართოს სს „პაშა ბანკი საქართველოს’’ სატელეფონო სერვისცენტრს - კონტაქტ ცენტრს (+995 322) 265 000. პრეტენზიის სტანდარტული წერილობითი ფორმის მიღება შესაძლებელია ბანკის ფილიალებსა და სერვისცენტრებში. ელექტრონული ფორმით პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია ინტერნეტბანკის ან ბანკის ვებგვერდის (xxx.xxxxxxxxx.xx) საშუალებით. კლიენტის მიერ დაფიქსირებული პრეტენზიის განხილვის მაქსიმალური ვადაა, განმცხადებლის მომართვისა და იდენტიფიკაციიდან არაუგვიანეს ერთი თვე. პრეტენზიებს განიხილავს სს „პაშა ბანკი საქართველოს“ საოპერაციო დეპარტამენტი და შესაბამისობის დეპარტამენტი. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, კლიენტს ეცნობება წერილობით ან/და კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული, სატელეფონო ან სხვა). პრეტენზიის განხილვის მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ ფილიალში/სერვისცენტრში და/ან დისტანციური არხების საშუალებით. პრეტენზიასთან დაკავშირებით კლიენტსა და ბანკს შორის კომუნიკაცია ხორციელდება ბანკის შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: xxxxxxxxxxxx@xxxxxxxxx.xx.
17.2. მხარეთა შორის ნებისმიერი უთანხმოება წყდება მოლაპარაკების საფუძველზე. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავის გადასაწყვეტად მხარეები მიმართავენ სასამართლოს. ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულებიდან ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ნებისმიერი სახის ხელშეკრულებიდან/შეთანხმებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიაქციოს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
18. დასკვნითი დებულებები
18.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ ხელშეკრულების 2.3. პუნქტში აღნიშნული განაცხადის ბანკის მიერ დადასტურების მომენტიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
18.2. თუ ცალკეული ხელშეკრულებით/შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების/შეთანხმების შეწყვეტა ხდება:
18.2.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვლენების დადგომის ან/და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
18.2.2. მხარეთა შეთანხმებით;
18.2.3. რომელიმე მხარის ინიციატივით, მეორე მხარისათვის 1 (ერთ) თვით ადრე შესაბამისი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამასთან, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კლიენტი ვალდებულია, შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიმართ არსებული ნებისმიერი სახის დავალიანება.
18.3. ბანკს უფლება აქვს, წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული/გასაფორმებელი შეთანხმების/ხელშეკრულების ტექსტში/პირობებში შეიტანოს ცვლილებები და დამატებები, ასევე შეცვალოს/დააწესოს ნებისმიერი სახის საკომისიო, მათ განხორციელებამდე/ამოქმედებამდე 1 (ერთი) თვით ადრე ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე xxx.xxxxxxxxx.xx ან ბანკის ფილიალების/სერვისცენტრების შენობებში განთავსების გზით. შეტყობინება ასევე დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების 18.4 პუნქტით გათვალისწინებული რომელიმე ფორმით. კლიენტი უფლებამოსილია, 1 (ერთი) თვის გასვლამდე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება/შეთანხმება და გადაუხადოს ბანკს ნებისმიერი სახის გადასახდელი/დავალიანება სრულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კლიენტს ბანკთან გაფორმებული სხვა ხელშეკრულების საფუძველზე, ამავე ხელშეკრულების ვადით გააჩნია მიმდინარე ანგარიშის შენარჩუნების ვალდებულება). წინააღმდეგ შემთხვევაში, ბანკის მიერ შეთავაზებული ცვლილებები (დამატებები) ჩაითვლება კლიენტის მიერ მიღებულად, ხელშეკრულება/შეთანხმება კი შეცვლილად შეთავაზებული პირობების შესაბამისად. ბანკს არ წარმოეშობა ამ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, როდესაც ხორციელდება სახელშეკრულებო პირობების/მომსახურების საკომისიოს ცვლილება კლიენტის სასარგებლოდ, ასევე იმ ახალ მომსახურებაზე, რომელიც არ ანაცვლებს და/ან არ ცვლის წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგადახდო მომსახურებას (მომსახურებებს). ბანკის მიერ კლიენტის სასარგებლოდ ხელშეკრულების ცვლილება არ საჭიროებს კლიენტის თანხმობას, რაიმე ფორმით კლიენტის მხრიდან მოწონებას ან/და მისთვის შეტყობინების გაგზავნას. კლიენტის სასარგებლოდ განხორციელებულ ნებისმიერ ცვლილებას კლიენტი შეიძლება დაეყრდნოს მხოლოდ ბანკის მხრიდან შესაბამისი სახელშეკრულებო ცვლილების ოფიციალურად, წერილობით დადასტურების შემთხვევაში. კლიენტს ნებისმიერ დროს აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს ინფორმაცია მის სასარგებლოდ სახელშეკრულებო პირობების ცვლილების შესახებ. კლიენტისთვის სასარგებლო ნებისმიერი ცვლილება ბანკის გადაწყვეტილებით შეიძლება ძალაში შევიდეს დაუყოვნებლივ ან ბანკის მიერ განსაზღვრული თარიღიდან.
18.4. მხარეთა შორის ნებისმიერი ოფიციალური კომუნიკაცია განხორციელდება წერილობითი ფორმით. წერილობით ფორმას უთანაბრდება ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნა ინტერნეტბანკის ან/და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. ასევე, შესაძლებელია შეტყობინების გაგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით.
18.5. წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით შეტყობინება, გარდა პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, ჩაბარებულად ითვლება:
18.5.1. ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს, თუ შეტყობინების მიღება დადასტურებულია ადრესატის (მათ შორის, ელექტრონული დოკუმენტით, ქვითრით, შეტყობინების შესაბამისი სხვა საშუალებით და ა.შ.) მიერ;
18.5.2. თუ შეტყობინების მიღება არ არის დადასტურებული ადრესატის მიერ, ნებისმიერი ასეთი შეტყობინება სათანადო წესით გაგზავნილად და ადრესატის მიერ მიღებულად ჩაითვლება:
18.5.2.1.კურიერის ან საფოსტო გზავნილის მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნიდან 3 კალენდარულ დღეში, ან ჩაბარების დადასტურების თარიღის დღეს (რომელსაც უფრო ადრე ექნება ადგილი), (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ, ბანკის კანცელარიაში შეტყობინების დარეგისტრირების მომდევნო საბანკო დღეს;
18.5.2.2.ინტერნეტბანკის მეშვეობით, ბანკის მიერ შეტყობინების გაგზავნის შემთხვევაში, შეტყობინება ჩაბარებულად ჩაითვლება გაგზავნის თარიღიდან 3 დღის ვადაში, მიუხედავად შეტყობინების ფაქტობრივი გაცნობის თარიღისა. კლიენტი ვალდებულია, რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც გაეცნოს ინტერნეტბანკის მეშვეობით მიღებულ შეტყობინებებს;
18.5.2.3.ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების ან/და სხვა ელექტრონული საშუალებით გაგზავნის შემთხვევაში - (ა) თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, გაგზავნის თარიღიდან მე-2 საბანკო დღეს, (ბ) თუ შეტყობინება გაგზავნილია კლიენტის მიერ ბანკის მიერ შესაბამისი შეტყობინების მიღების დადასტურების თარიღიდან.
18.6. თუ შეტყობინება გაგზავნილია ბანკის მიერ, იგი მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ შეტყობინების გამგზავნ მხარეს შეტყობინება დაუბრუნდება გაგზავნილ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე ადრესატის ადგილსამყოფელის არარსებობის გამო, ადრესატი უარს განაცხადებს შეტყობინების მიღებაზე ან თავს არიდებს მის მიღებას.
18.7. მხარეები ურთიერთობას განახორციელებენ ხელშეკრულებით ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრულ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემებზე ან სხვა ნებისმიერ მისამართზე/საკონტაქტო მონაცემზე, რომელთაც ერთ მხარე აცნობებს მეორეს წერილობით (მათ შორის, ელექტრონული ფორმით), აგრეთვე ბანკისთვის ცნობილ კლიენტის სხვა მისამართ(ებ)ზე. მხარეები ვალდებულნი არიან, მისამართების ან მათი რომელიმე მონაცემების ცვლილების შემთხვევაში დროულად აცნობოს მეორე მხარეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ აღნიშნულ მისამართზე განხორციელებული ურთიერთობა (შეტყობინების გაგზავნა) ჩაითვლება ჯეროვნად შესრულებულად.
18.8. წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების სათაურებისა და ფრაზების ნუმერაციას აქვს მხოლოდ პირობითი ხასიათი. ნუმერაციის მიზანია დოკუმენტის სისტემურად გამართვა და ადვილად წაკითხვადობა და აღნიშნული ვერ მოახენს გავლენას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და მთლიანი ხელშეკრულების ინტერპრეტაციაზე. ხელშეკრულებაში აღნიშნული მხოლობით რიცხვში გამოყენებული სიტყვები გულისხმობს მრავლობითსაც და პირიქით.
18.9. თუ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების რომელიმე პუნქტი მიჩნეულ იქნა ბათილად, ეს გავლენას ვერ მოახდენს ხელშეკრულების/შეთანხმების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობაზე. ბათილი დებულების ნაცვლად გამოიყენება ის დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზანი.
18.10. კლიენტი არ არის უფლებამოსილი, ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე მესამე პირ(ებ)ს სრულად ან ნაწილობრივ დაუთმოს ხელშეკრულებით/შეთანხმებით მინიჭებული უფლებები ან/და ვალდებულებები. ამასთან, აღნიშნული არ გამორიცხავს ბანკის უფლებამოსილებას, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება.
18.11. ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მესამე პირებს დაუთმოს/გადასცეს წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და მის საფუძველზე/ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით/შეთანხმებით განსაზღვრული უფლებები ან/და ვალდებულებები.
18.12. წინამდებარე ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში/საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულების/შეთანხმების პირობები სრულად ვრცელდება მხარეთა უფლებამონაცვლეებზე/სამართალმემვკიდრეებზე/მემკვიდრეებზე.
18.13. იმ საკითხების მოწესრიგებისას, რომლებიც ამ ხელშეკრულებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
18.14. წინამდებარე ხელშეკრულების პირობებს ენიჭება უპირატესი ძალა მხარეთა შორის აქამდე იგივე საგანზე გაფორმებულ ნებისმიერ შეთანხმებასა და ხელშეკრულებასთან შედარებით.
18.15. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, რომლის პირობებიც განთავსებულია ბანკის ვებ- გვერდზე: xxx.xxxxxxxxx.xx. მოთხოვნის შემთხვევაში კლიენტს გადეცემა ხელმოწერილი ხელშეკრულება. კლიენტის სურვილის შემთხვევაში ხელშეკრულება შესაძლოა დაიდოს სხვა ენაზეც. ამ შემთხვევაში, ქართულ ენაზე შედგენილ ხელშეკრულებას და მის პირობებს მიენიჭება უპირატესობა სხვა ენაზე შედგენილ ტექსტთან მიმართებაში.