Contract
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები ოვერდრაფტის ხელშეკრულება №[ნომერი]
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი
[თარიღი]
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი:
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის განაღდების შემთხვევაში: [პროცენტი]%.
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში: [პროცენტი]%.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის განაღდების შემთხვევაში: [პროცენტი]%.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში: [პროცენტი]%.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი საპროცენტო განაკვეთი მუდმივია და უტოლდება კრედიტის საწყის საპროცენტო განაკვეთს.
დაიშვება რომ კრედიტის თანხის გახარჯვა/განაღდება ხდება მისი გააქტიურების დღესვე, საპროცენტო განაკვეთი იფარება ყოველთვიურად, ხოლო კრედიტის თანხა - 12 თვეში.
ფინანსური ხარჯები
1 [კრედიტის თანხის ბანკომატიდან განაღდების საკომისიო: [პროცენტი]%]
2 [სხვა სახის ფინანსური ხარჯის დასახელება: [ოდენობა] [ვალუტა]]
შენატანების მოცულობა: ყოველთვიურად ყოველთვიური პროცენტი, ათვისებული კრედიტის თანხის შესაბამისად, ხოლო კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს ათვისებული კრედიტის თანხის სრული მოცულობა
ვადის ბოლოს შენატანი: კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს ათვისებული კრედიტის თანხის სრული მოცულობა
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: [ოდენობა] [ვალუტა]
1 გათვალისწინებული იქნება ბარათის მქონე ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტის შემთხვევაში.
2 ჩაიწერება სხვა ნებისმიერი ფინანსური ხარჯი (არსებობის შემთხვევაში)
კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა თანხის განაღდების შემთხვევაში: [ოდენობა] [ვალუტა].
კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა სავაჭრო ობიექტიდან თანხის გახარჯვის შემთხვევაში: [ოდენობა] [ვალუტა]
კრედიტის ვადა: [ვადა]
ხელშეკრულების მოქმედების ვადა: კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო გაცემული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის [პროცენტი]% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში არაუმეტეს ნარჩენი კრედიტის თანხის (ძირითადი თანხის) 0.27%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად [ოდენობა] ლარი 3 [ს ექვივალენტი კრედიტის ვალუტაში, ვადაგადაცილების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით]. ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
ბანკი უფლებამოსილია კლიენტისათვის წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში 2 (ორი) თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში ერთი თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებით გათვალისწინებული კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ხელშეკრულების ცვლილებისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბანკი კლიენტს ატყობინებს აღნიშნულის შესახებ, ცვლილებების განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. კლიენტისათვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება წერილობით ან/და ელექტრონულად ბანკში კლიენტის მიერ დაფიქსირებულ მისამართზე კურიერის ან ფოსტის საშუალებით ან/და ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, დისტანციური საბანკო მომსახურების (მათ შორის, მობილ ბანკის, ინტერნეტ ბანკის ან/და სხვა) მეშვეობით. ხელშეკრულების პირობების ცვლილება, რომელიც ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, არ საჭიროებს კლიენტის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის ინფორმირებას.
კლიენტს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, თავისუფალი წერილობითი, სტანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
4 [უცხოური ვალუტით აღებული სესხი კლიენტს მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს!
3 გათვალისწინებული ოვერდრაფტის უცხოურ ვალუტაში გაცემის შემთხვევაში
4 გათვალისწინებული იქნება უცხოურ ვალუტაში გაცემული ოვერდრაფტის შემთხვევაში.
ვალუტის კურსის ცვლილებამ შესაძლოა ლარით გამოხატული შენატანები მნიშვნელოვნად გაზარდოს!
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის განაღდებისას: [პროცენტი]%.
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში გახარჯვისას [პროცენტი]%.]
კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში, ყოველთვიურ უფასო ამონაწერს კლიენტი მიიღებს წერილობით ან ელექტრონულად - დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით.
5 [კლიენტს არ აქვს უფლება უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით.]
6 [კლიენტს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე, ამ ხელშეკრულების დადებიდან/მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები იხილეთ წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებზე თანდართულ ხელშეკრულებაში მითითებულ პუნქტში, სახელწოდებით -
„ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები“]
გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ- გვერდსა - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე 032 2 406 406
xxxxx xxxxxxx
5 გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში თუ კლიენტს არ აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით (ძალაშია 2024 წლის 1-ლი ივლისიდან);
6 გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში თუ კლიენტს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება (ძალაშია 2024 წლის 1-ლი ივლისიდან);
ოვერდრაფტის ხელშეკრულება №[ნომერი]
ბანკის სახელწოდება (საფირმო): სააქციო საზოგადოება საქართველოს ბანკი ბანკის საიდენტიფიკაციო ნომერი: 204378869
საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის/ლიცენზირების ფორმა: კომერციული ბანკი ბანკის იურიდიული მისამართი და ტელეფონი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. N29ა; 2 44 44 44
კლიენტის სახელწოდება (საფირმო)/სახელი, გვარი: [სახელი, გვარი] კლიენტის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი: [ნომერი]
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
[თარიღი]
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი: ცვლადი კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი:
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის განაღდების შემთხვევაში: [პროცენტი]%
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში: [პროცენტი]%
7 [კრედიტის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი: [პროცენტი] %]
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი:
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის განაღდების შემთხვევაში: [პროცენტი]%.
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში გახარჯვის შემთხვევაში: [პროცენტი]%
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ითვლება დაშვებით, რომ ხელშეკრულების დადების დროს მოქმედი საპროცენტო განაკვეთი მუდმივია და უტოლდება კრედიტის საწყის საპროცენტო განაკვეთს.
დაიშვება რომ კრედიტის თანხის გახარჯვა/განაღდება ხდება მისი გააქტიურების დღესვე, საპროცენტო განაკვეთი იფარება ყოველთვიურად, ხოლო კრედიტის თანხა - 12 თვეში.
ფინანსური ხარჯები
8 [კრედიტის თანხის ბანკომატიდან განაღდების საკომისიო: [პროცენტი]%
9 [სხვა სახის ფინანსური ხარჯის დასახელება: [ოდენობა] [ვალუტა]]
შენატანების მოცულობა: ყოველთვიურად ყოველთვიური პროცენტი, ათვისებული კრედიტის თანხის შესაბამისად, კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს ათვისებული კრედიტის თანხის სრული მოცულობა
ვადის ბოლოს შენატანი: კრედიტის მოქმედების ვადის ბოლოს ათვისებული კრედიტის თანხის სრული მოცულობა
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია
კრედიტის ტიპი: ოვერდრაფტი
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: [ოდენობა] [ვალუტა]
კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა თანხის განაღდების შემთხვევაში: [ოდენობა] [ვალუტა]. კლიენტის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა სავაჭრო ობიექტიდან თანხის გახარჯვის შემთხვევაში: [ოდენობა] [ვალუტა]
7 გათვალისწინებული იქნება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ნებისმიერი სესხის შემთხვევაში, მათ შორის, იპოთეკური სესხის შემთხვევაში.
8 გათვალისწინებული იქნება ბარათის მქონე ანგარიშზე დაშვებული ოვერდრაფტის შემთხვევაში.
9 ჩაიწერება სხვა ნებისმიერი ფინანსური ხარჯი (არსებობის შემთხვევაში)
კრედიტის ვადა: [ვადა]
ხელშეკრულების მოქმედების ვადა: კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე
10 [გადაფარული კრედიტის თანხა: [ოდენობა] [ვალუტა]]
კლიენტის მიერ მისაღები/გასატანი კრედიტის თანხა: [ოდენობა] [ვალუტა] კრედიტის თანხის გატანის/მიღების პერიოდულობა/თარიღ(ებ)ი: შეუზღუდავად
კრედიტის თანხის გატანის/მიღების საერთო რაოდენობა: შეუზღუდავად, ლიმიტის ფარგლებში.
შენატანების ოდენობა, სიხშირე/შენატანების განხორციელების მაქსიმალური ვადები და საერთო რაოდენობა: განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.
ბანკის მიმართ ერთზე მეტი მიმდინარე ვადამოსული/ვადაგადაცილებული დავალიანების/ვალდებულების არსებობისას, იმ შემთხვევაში თუ კლიენტის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის/იქნება საკმარისი ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების/დავალიანების სრულად შესასრულებლად, კლიენტი უფლებამოსილია ასეთი შემთხვევის დადგომის დღეს, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრში ვიზიტით შესაბამისი დღის სამუშაო დღის ბოლომდე, აირჩიოს ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული ვალდებულების/დავალიანების დაფარვის რიგითობა. ამასთან, იმ შემთხვევაში თუ კლიენტი არ აირჩევს ვალდებულების/დავალიანების დაფარვის რიგითობას, პირველ რიგში დაიფარება ის ოვერდრაფტი, რომელიც ვადაგასულია, შემდგომ საკრედიტო ბარათების, კრედიტების, ვადიანი ოვერდრაფტებისა და სალომბარდო სესხის დავალიანება, თუ მხარეთა მიერ კონკრეტული საკრედიტო პროდუქტის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის შეთანხმებული, ან თუ ბანკი სხვა გადაწყვეტილებას არ მიიღებს.
ვადაგადაცილების პირგასამტეხლო გაცემული კრედიტის თანხ(ებ)ის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისთვის: ვადაგადაცილებული თანხის [პროცენტი]% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში არაუმეტეს ნარჩენი კრედიტის თანხის (ძირითადი თანხის) 0.27%-ისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დამატებით ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ვადაგადაცილების სრულ აღმოფხვრამდე, ერთჯერადად [ოდენობა] ლარი 11 [ს ექვივალენტი კრედიტის ვალუტაში, ვადაგადაცილების დღეს არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით]. ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
12 [კრედიტის უზრუნველყოფის საშუალება: [უზრუნველყოფის საგანი];]
13 [ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის განაღდებისას: [პროცენტი]%.
ლარის შესაძლო 15%-იანი წლიური გაუფასურების შემთხვევაში გაანგარიშებული კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კრედიტის თანხის სავაჭრო ან/და მომსახურების ობიექტებში გახარჯვისას [პროცენტი]%.]
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის საფუძველზე ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების თავდებს/თანამსესხებელს, ასევე ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული გირავნობის/იპოთეკის/საბანკო გარანტიის ხელშეკრულების მხარეებს გადასცეს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხოლო მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადასცეს მათ ხელშეკრულების (მათ შორის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების და ნებისმიერი
10 გათვალისწინებული იქნება სხვა საკრედიტო რესურსის რეფინანსირების შემთხვევაში.
11 გათვალისწინებული ოვერდრაფტის უცხოურ ვალუტაში გაცემის შემთხვევაში
12 გათვალისწინებული იქნება უზრუნველყოფილი ოვერდრაფტის შემთხვევაში.
13 გათვალისწინებული იქნება უცხოურ ვალუტაში გაცემული ოვერდრაფტის შემთხვევაში.
დანართ(ებ)ის) ასლები. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე პუნქტში აღნიშნულ პირებს ნებისმიერ დროს გადასცეს ხელშეკრულების (მათ შორის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების და ნებისმიერი დანართ(ებ)ის) ასლ(ებ)ი, მათი მხრიდან ხელშეკრულების გადაცემის მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე ან/და კლიენტის დამატებითი თანხმობის ან/და ინფორმირების გარეშე.
ბანკი უფლებამოსილია კლიენტისათვის წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში 2 (ორი) თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში ერთი თვით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, ნებისმიერ დროს, ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობებით გათვალისწინებული კლიენტის ქმედებით გამოწვეული გარემოებების დადგომის გამო ხელშეკრულების ცვლილებისას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბანკი კლიენტს ატყობინებს აღნიშნულის შესახებ, ცვლილებების განხორციელებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში. კლიენტისათვის აღნიშნული შეტყობინების გაგზავნა განხორციელდება წერილობით ან/და ელექტრონულად ბანკში კლიენტის მიერ დაფიქსირებულ მისამართზე კურიერის ან ფოსტის საშუალებით ან/და ფაქსის, ელექტრონული ფოსტის, მოკლე ტექსტური შეტყობინების, დისტანციური საბანკო მომსახურების (მათ შორის, მობილ ბანკის, ინტერნეტ ბანკის ან/და სხვა) მეშვეობით. ხელშეკრულების პირობების ცვლილება, რომელიც ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ, არ საჭიროებს კლიენტის თანხმობას ან/და მოწონებას ან/და რაიმე ფორმით კლიენტის ინფორმირებას.
ამასთან, ზემოაღნიშნული საკომუნიკაციო საშუალებებით და ფორმით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი: ა) კლიენტს გაეგზავნება ინფორმაცია: კრედიტის ვადაგადაცილებისა და სხვა ნებისმიერი ტიპის დავალიანების წარმოშობის, ასევე ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შეწყვეტის/დროებით შეჩერების (მაგალითად, საკრედიტო ლიმიტის შეჩერება) შემთხვევაში, ასევე, ბანკის მიერ გაცემული სესხის მესამე პირზე გასხვისების შემთხვევაში, ასეთი გარემოების დადგომისას დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ხუთი სამუშაო დღისა. ბ) თუ კრედიტზე, იზრდება შენატანის ოდენობა (გარდა იმ შემთხვევისა, თუ შენატანების ოდენობის ცვლილება განპირობებულია ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ან კლიენტთან შეთანხმებით ცვლილებით და აღნიშნულის შესახებ შეტყობინება უკვე გაგზავნილია ბანკის მიერ), კლიენტს და უზრუნველყოფის საშუალების მიმწოდებელს (არსებობის შემთხვევაში) გაეგზავნება ინფორმაცია შენატანის შეცვლილი ოდენობისა და შეცვლილი პირობების შესახებ შემდეგ ვადებში: ბ.ა) ცვლილებამდე არანაკლებ ხუთი სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ, ცვლილების განხორციელების მომენტში ყველა აღნიშნული პირი ეთანხმება შეცვლილ პირობებს ან ბ.ბ) ცვლილების შემდეგ არაუგვიანეს ხუთ სამუშაო დღისა თუ, შეცვლილ პირობას ცვლილების განხორციელების მომენტში ეთანხმება მხოლოდ კლიენტი.
ბანკი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოთხოვოს კლიენტს ოვერდრაფტის თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და ნებისმიერი სხვა გადასახდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სრულად დაფარვა.
ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის ნებისმიერი სახის ანგარიშიდან, მათ შორის კლიენტის სადეპოზიტო ანგარიშიდან უაქცეპტოდ ჩამოწეროს ყველა გადასახდელი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვადიანი დეპოზიტი არ არის კრედიტის უზრუნველყოფის საგანი, ასეთ დეპოზიტის ანგარიშიდან თანხის ჩამოწერა მოხდება მხოლოდ დეპოზიტის ვადის გასვლის
შემდგომ. ამასთან, გადასახდელი პირველ რიგში დაიფარება იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც არსებობის გადახდის ვალდებულება, თუ კლიენტი სხვანაირად არ განსაზღვრავს.
კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ბანკი უფლებამოსილია გადახდევინება მიაქციოს კლიენტის უძრავ/მოძრავ ქონებას ან/და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე, რის შედეგადაც შესაძლოა განხორციელდეს კლიენტის/მსესხებლის ანგარიშების ან/და ქონების დაყადაღება, ასევე უძრავ/მოძრავი ქონების ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის რეალიზაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით (მათ შორის იძულებითი აღსრულების გზით).
კლიენტის მიერ ბანკში წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე ან ბანკის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში დისტანციური არხების საშუალებით კრედიტის თანხა და საპროცენტო განაკვეთი შეიძლება დაიფაროს ხელშეკრულებით/გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებზე ადრეც. ამასთან კრედიტის ვადაზე ადრე დაფარვისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ კლიენტის ანგარიშზე შესაბამისი ოდენობის თანხის განთავსება.
იმ შემთხვევაში თუ, წინამდებარე ხელშეკრულებაში, ან/და მასთან დაკავშირებულ სხვა დოკუმენტში ან/და მასთან დაკავშირებით კლიენტის მიერ ბანკისადმი წარდგენილ განაცხადში, მითითებულია კლიენტის მხრიდან საკონტაქტო პირი (შემდგომში - საკონტაქტო პირი), ბანკი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში (მათ შორის და არა მხოლოდ, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში და საკრედიტო დავალიანების კლიენტისგან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ამოღების მიზნით) ნებისმიერი სახის და შინაარსის კომუნიკაცია (მათ შორის და არა მხოლოდ, საკრედიტო დავალიანების მოცულობისა და კრედიტთან დაკავშირებული სხვა პირობების შესახებ) განახორციელოს შეუზღუდავად, როგორც თავად კლიენტთან, ისე საკონტაქტო პირთან. კლიენტი ადასტურებს, რომ მას მოპოვებული აქვს ყველა ნებართვა და თანხმობა საკონტაქტო პირისგან, მისი პერსონალური მონაცემების ბანკისთვის გადაცემის და მათი დამუშავების თაობაზე და საკონტაქტო პირი ინფორმირებულია წინამდებარე პუნქტში განსაზღვრული ბანკის უფლებამოსილების შესახებ.
წინამდებარე პირობები წარმოადგენს ხელშეკრულების შემადგენელ (განუყოფელ) ნაწილს და განიხილება მასთან ერთად. წინამდებარე პირობებსა და ხელშეკრულების სხვა პირობებს შორის წინააღმდეგობის ან შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება წინამდებარე პირობებს.
14 [საკრედიტო შუამავალი: [სამართლებრივი ფორმა] [სახელწოდება ](საფირმო),[საიდენტიფიკაციო ნომერი]: [მისამართი], [ტელეფონი].]
15 [კლიენტს არ აქვს უფლება უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით.]
16 [ხელშეკრულებაზე უარის თქმის პირობები:
14 გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში თუ გარიგების ფარგლებში მოქმედებს საკრედიტო შუამავალი
15 გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში თუ კლიენტს არ აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა ან/და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული
„ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით (ძალაშია 2024 წლის 1-ლი ივლისიდან);
16 გათვალისწინებული იქნება იმ შემთხვევაში თუ კლიენტს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება (ძალაშია 2024 წლის 1-ლი ივლისიდან);
მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის ზოგადი პირობებისა, კლიენტს უფლება აქვს ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე, ამ ხელშეკრულების დადებიდან/მიწოდებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, შემდეგი სავალდებულო პირობების გათვალისწინებით:
ა) ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე, კლიენტმა ხელშეკრულებაზე უარის თქმის მოთხოვნით უნდა მიმართოს ბანკს, წერილობითი ან/და ბანკისთვის მისაღები სხვა ფორმით, რომლითაც შესაძლებელია კლიენტის იდენტიფიცირება;
ბ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის მოთხოვნა უნდა დაფიქსირდეს, ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტში ან/და კლიენტის სარგებლობაში არსებული ბანკის იმ დისტანციური საბანკო მომსახურების საშუალებით, რომლის პირობებითაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებაზე უარის თქმის მოთხოვნის დაფიქსირება;
გ) კლიენტმა უნდა მიუთითოს ხელშეკრულების ის სავალდებულო მონაცემები/რეკვიზიტები, რომლებიც საჭიროა ხელშეკრულების იდენტიფიცირებისთვის;
დ) ხელშეკრულებაზე უარის თქმის თაობაზე, ზემოაღნიშნული წესით ბანკისთვის მომართვიდან/შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა კლიენტი ვალდებულია სრულად და ჯეროვნად დაფაროს დაფარვის მომენტისათვის არსებული კრედიტის ნარჩენი ძირითადი თანხა და ამ თანხაზე კრედიტით სარგებლობის პერიოდის განმავლობაში დარიცხული და გადაუხდელი პროცენტი (საპროცენტო სარგებელი). ამასთან, კრედიტის ძირითადი თანხის სრულად და ჯეროვნად დაფარვისას ბანკის მიერ ანაზღაურდება ან კლიენტის მიერ დასაბრუნებელი თანხიდან გაიქვითება, კლიენტზე დაკისრებული ხარჯები, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ხარჯებისა, რომელიც ანაზღაურებას არ ექვემდებარება.
ე) კლიენტის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ და შემთხვევაში.
ვ) კლიენტის მიერ წინამდებარე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე, კლიენტი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისგან, მათ შორის შეუზღუდავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახდელების გადახდისგან.
ზ) კლიენტის მიერ წინამდებარე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში კლიენტს აღარ აქვს უფლება ხელშეკრულებაზე უარი თქვას წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად და კლიენტის მიმართ მოქმედებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველა სხვა პირობა.
თ) წინამდებარე ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, უქმდება წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა შეთანხმება (მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულებასთან მიმართებაში), რომელიც დადებულია ბანკთან ან მესამე მხარესთან, ბანკსა და მესამე მხარეს შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე.
ი) იმ შემთხვევაში თუ წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებით ხდება თქვენს სარგებლობაში არსებული საკრედიტო პროდუქტის რესტრუქტურიზაცია (ცვლილება), აღნიშნულ რესტრუქტურიზაციაზე (ცვლილებაზე) უარის თქმის
შემთხვევაში, კლიენტს აღუდგება და გაგრძელდება შესაბამისი რესტრუქტურიზაციის (ცვლილების) განხორციელებამდე არსებული ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების მოქმედება, მათ შორის და არამხოლოდ, აღდგება შესაბამის რესტრუქტურიზაციამდე (ცვლილებამდე) არსებული გადასახდელების გადახდის ვალდებულება. ამასთან, რესტრუქტურიზაციის (ცვლილების) ფარგლებში:
ი.ა.) კრედიტის თანხის (ლიმიტის) გაზრდის შემთხვევაში, კლიენტის მიმართ წინამდებარე პუნქტის „დ“ – „ზ“ ქვეპუნქტების მოქმედება გავრცელდება მხოლოდ კრედიტის თანხის (ლიმიტის) გაზრდილ მოცულობაზე.
ი.ბ.) კრედიტის თანხის (ლიმიტის) შემცირების შემთხვევაში, რესტრუქტურიზაციაზე (ცვლილებაზე) უარის თქმის შემთხვევაში, არ აღდგება (არ დაბრუნდება) რესტრუქტურიზაციამდე (ცვლილებამდე) არსებული კრედიტის თანხა/საკრედიტო ლიმიტი.
კ) იმ შემთხვევაში, თუ კრედიტის თანხის გამოყენების საშუალება არის საბარათე ინსტრუმენტი და საკრედიტო ხელშეკრულებაზე უარის თქმის შედეგად ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ბანკში დაფიქსირდა საბარათე ინსტრუმენტით კრედიტის თანხის ათვისების დამადასტურებელი საბარათე ოპერაცია, რომელიც ბანკისთვის ცნობილი არ იყო ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის, მხარეები თანხმდებიან, რომ კლიენტი ვალდებულია ბანკს დაუბრუნოს ზემოაღნიშნული საბარათე ოპერაციის შესაბამისი თანხა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი.]
ბანკის საზედამხედველო ორგანო: საქართველოს ეროვნული ბანკი, მისამართი: 0114 თბილისი, საქართველო, სანაპიროს ქუჩა № 2.
ბანკი კლიენტი