მწარმოებელი/მოდელი BMW X5
ნასყიდობის ხელშეკრულება (პროექტი)
ქ. თბილისი ------2021 წელი
ერთი მხრივ, სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ (შემდგომში „გამყიდველი“), წარმოდგენილი მისი ___________ სახით
და
მეორეს მხრივ _______________ (შემდგომში „მყიდველი“)
გამყიდველი და მყიდველი ცალ–ცალკე მოხსენიებულნი არიან როგორც მხარე, ხოლო ერთობლივად როგორც მხარეები;
მხარეები ვმოქმედებთ რა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, აუქციონის შედეგებისა (თარიღი, №) და გამყიდველის სააუქციონო კომისიის (თარიღი, №) ოქმის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შემდგომში „ხელშეკრულება“) და ვთანხმდებით შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე გამყიდველი გადასცემს, ხოლო მყიდველი საკუთრებაში იღებს მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილს (შემდგომში „ნასყიდობის საგანი“), შემდეგი ტექნიკური მონაცემებით:
-
მწარმოებელი/მოდელი
BMW X5
კატეგორია
მაღალი გამავლობის
საიდენტიფიკაციო ნომერი
0XXXX0X00XX000000
გამოშვების წელი
2011
საჭის მდებარეობა
მარცხენა
გარბენი
243492 კმ
ძრავის მოცულობა / ცილინდრები
2993 სმ3 / 6
გადაცემათა კოლოფი
ავტომატური
საწვავის ტიპი
დიზელი
წამყვანი თვლები
წინა
კონდენციონერი
+
კარები
4/5
ფერი
შავი
ABS
+
ცენტრალური საკეტი
+
ჰიდრავლიკა
+
მდებარეობა
ქ. თბილისი, xxxxxxxxxxxx ქ. #8
1.2 ნასყიდობის საგნის სანაცვლოდ მყიდველი გამყიდველს უხდის ნასყიდობის საგნის ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
მუხლი 2. ნასყიდობის საგნის ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
2.1 ნასყიდობის საგნის ღირებულება შეადგენს __________ ლარს.
2.2. ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდა მყიდველის მიერ უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინამდებარე ხელშეკრულების მე-8 მუხლით გათვალიწინებულ, გამყიდველის საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის გზით.
2.3 ნასყიდობის საგნის ღირებულება გადახდილად ჩაითვლება მისი გამყიდველის საბანკო ანგარიშზე ასახვის მომენტიდან.
მუხლი 3. მხარეთა უფლება-მოვალეობები
3.1 მყიდველი ვალდებულია წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებისა და ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად გადახდის შესახებ გამყიდველისგან დასტურის მიღების შემდეგ, დაარეგისტრიროს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას დაქვემდებსარებულ ქონებაზე საკუთრების უფლება და დაფაროს ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯები, არაუგვიანეს ნასყიდობის საგნის ღირებულების სრულად გადახდიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
3.2 მყიდველი ვალდებულია საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს ნასყიდობის საგნის გადაყვანა(ევაკუირება) მარეგისტრირებელ ორგანომდე.
3.3 ნასყიდობის საგნის გადაცემა ხორციელდება გამყიდველისა და მყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლების თანდასწრებით შესაბამისი მიღების-ჩაბარების აქტისა და სასაქონლო ზედნადებების გამოწერით (იურიდიული პირის შემთხვევაში).
3.4 ნასყიდობის საგნის სრულად გატანის შემდეგ მხარეთა შორის ფორმდება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი.
3.5 წინამდებარე ნასყიდბის ხელშეკრულების ხელმოწერით მყიდველი ადასტურებს, რომ მან დაათვალიერა, შეამოწმა ნასყიდობის საგანი და მისთვის ცნობიულია ნასყიდობის საგნის მდგომარეობის შესახებ. ნასყიდობის საგანზე მყიდველის საკუთრების უფლების გადაცემის შემდგომ, მასზე გადადის ნივთის დაღუპვის ან გაფუჭების რისკი.
მუხლი 4. მხარეთა პასუხისმგებლობა და ხელშეკრულების შეწყვეტა
4.1. აუქციონის შედეგები უქმდება და ქონება რჩება გამყიდველის საკუთრებაში, თუ მყიდველი წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად არ გადაიხდის ნასყიდობის საგნის ღირებულებას. ამასთან, მყიდველს არ აუნაზღაურდება წინამდებარე ხელშეკრულების 2.2 მუხლით გათვალისწინებული - ბეს სახით გადახდილი ნასყიდობის საგნის ღირებულება.
4.2. მყიდველის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების 3.1 მუხლით გათვალისწინებული ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი უფლებამოსილია მყიდველს დააკისროს პირგასამტეხლოს გადახდა ნასყიდობის საგნის ღირებულების 0.2%-ის ოდენობით, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის. თუ აღნიშნული ვადაგადაცილება გრძელდება 30 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, გამყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, გამყიდველის მიერ გადახდილი ნასყიდობის საგნის ღირებულების დაბრუნების პირობით (ამასთან დაბრუნებას არ ექვემდებარება ბე და მყიდველისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხები).
მუხლი 5. ფორსმაჟორი
5.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, თუ ამგვარი შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეული იყო ფორსმაჟორული გარემოებით. ხელშეკრულების მიზნებისთვის ფორსმაჟორულ გარემოებად ჩაითვლება გარემოება ან მოვლენა, რომელიც სცდება გამყიდველის ან მყიდველის კონტროლის ფარგლებს და რომლის დადგომაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის. ფორსმაჟორული გარემოება მოიცავს, მაგრამ არ შემოფარგლება, სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, საბოტაჟით და სხვა სახის წარმოების შეფერხებით, სამოქალაქო არეულობით, ომით (გამოცხადებული თუ გამოუცხადებელი) ან სხვა სამხედრო, ტერორისტული ან პარტიზანული მოქმედებებით, ბლოკადით, აჯანყებით, მიწისძვრებით, ზვავებით ან სხვა მსგავსი მოვლენით, რომელიც არ ექვემდებარება იმ მხარის კონტროლს, რომელზეც ასეთი ფორსმაჟორული მოვლენა ახდენს გავლენას და რომლის თავიდან აცილება ასეთ მხარეს არ შეეძლო.
5.2. მხარე, რომელიც ვერ ასრულებს მის ვალდებულებებს ფორსმაჟორული გარემოების გამო, ვალდებულია, აცნობოს მეორე მხარეს ასეთი გარემოების ან მოვლენის როგორც დადგომის, ასევე შეწყვეტის შესახებ არაუგვიანეს 5 (ხუთი) დღისა მისი დადგომიდან ან შეწყვეტიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარე კარგავს უფლებას, მიუთითოს აღნიშნულ მოვლენებზე და გარემოებებზე, როგორც ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ფორსმაჟორული მოვლენის ან გარემოების აღწერა და მათი ზეგავლენა ამ მხარის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებაზე. ასეთ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს ასევე ასეთი ვალდებულებების შესრულების დაგვიანების მოსალოდნელი ვადა.
5.3. ფორსმაჟორული გარემოებების არსებობის და მათი დადასტურების შემთხვევაში მხარეების მიერ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ვადა გადაიდება ფორსმაჟორული გარემოების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.4. ვადის ათვლა განახლდება იმ ფორსმაჟორული გარემოების მოქმედების შეწყვეტის დღიდან, რომელიც წარმოადგენდა სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების შეჩერების საფუძველს. ვადის დარჩენილი ნაწილი გადაიწევს შეჩერების ხანგრძლივობის შესაბამისად.
5.5. ფორსმაჟორული გარემოებების 3 (სამი) თვეზე მეტი ხნით გაგრძელების შემთხვევაში მხარეები უფლებამოსილნი არიან, განიხილონ ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი.
მუხლი 6. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტა
6.1. ხელშეკრულება რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.2. მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში, სადავო საკითხი წყდება მხარეთა შორის შეთანხმებით. ასეთი შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 7. სხვა დებულებები
7.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა დასაშვებია მხარეთა წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც გაფორმდება როგორც ცალკე ხელშეკრულება და დაერთვება ამ ხელშეკრულებას, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი.
7.2. ხელშეკრულების ყველა ცვლილება/ დამატება ან/და დანართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. მისთვის დაცული უნდა იყოს იგივე ფორმა, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებისთვის.
7.3. ხელშეკრულების ცალკეული პუნქტების გაუქმება ან/და ბათილობა არ იწვევს ხელშეკრულების სხვა პუნქტების გაუქმებას ან/და ბათილობას.
7.4. სათაურები ხელშეკრულებაში მოცემულია მითითების გაადვილების მიზნით და არ იქონიებს ზემოქმედებას რაიმე სახით მოცემული პირობების ინტერპრეტაციაზე.
7.5. ხელშეკრულება გაფორმებულია ქართულ ენაზე 2 (ორი) ეგზემპლარად, რომლებიც გადაეცემა მხარეებს.
7.6. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის მომენტიდან.
მუხლი 8. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები:
გამყიდველი
სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“
ს/კ 404391975
მის: ქ. თბილისი, xxxxxxxxxxxx ქ. #8, მე-4 სართ.
_________________________
_________________________
საბანკო რეკვიზიტები: _________________________
_________________________
|
მყიდველი
______________________________
ს/კ ______________
მის: _________________________________
_________________________
_________________________
|