ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება N [---]
თარიღი: [---]
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები საკრედიტო ბარათის ხელშეკრულება N [---]
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:
● კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი = ფიქსირებული
● კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = 30 %- დან
● კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი პოს-ტერმინალით ანგარიშსწორების შემთხვევაში = 39.21 %-დან
● კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში = 45 %-დან
● ბარათის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდში = [---]
● კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება ხორციელდება იმ დაშვებით, რომ კლიენტის მიერ ხდება საკრედიტო ლიმიტის სრულად ათვისება და მისი დაფარვა ხდება მხოლოდ მინიმალური გადასახადებით (რაც შეადგენს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 2%+დარიცხული პროცენტი+ჯარიმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანაც იმ პირობით, რომ აღნიშნული მინიმალური გადასახადების შედეგად დაფარული საკრედიტო ლიმიტის ხელახალი ათვისება არ მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის მანძილზე და აღნიშნულ ვადაში მოხდება ათვისებული საკრედიტო ლიმიტის სრულად დაფარვა (ყოველ მომდევნო 12 თვიან პერიოდზე გავრცელდება ზემოაღნიშნული პირობა).
ფინანსური ხარჯები:
• ბარათის წლიური მოსახურების საკომისიო = წლიური 7 ლარი
• საკრედიტო ლიმიტის განაღდების საკომისიო = მინიმალური 2.9%-დან, არანაკლებ 4.9 ლარი.
• შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.
სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
• საკრედიტო ბარათის ლიმიტი = [---]
• საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა = [---]
• საკრედიტო ლიმიტის ათვისების ვადა = კლიენტის 68 წლის ასაკამდე.
• ვადაგადაცილების ჯარიმა = დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში) და ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 (ოცი) ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
• ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
• მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
• გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
სერვის ცენტრი: [---] თარიღი: [---]
1. საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების მხარეები
2. საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების საგანი
2.1. კრედიტის საპროცენტო განაკვეთი:
● კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი = [---]
● კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი = [---]
● კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი პოს-ტერმინალით ანგარიშსწორების შემთხვევაში = [---]
● კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საკრედიტო ლიმიტის განაღდების შემთხვევაში = [---]
● ბარათის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი საშეღავათო პერიოდში = [---]
● კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშება ხორციელდება იმ დაშვებით, რომ კლიენტის მიერ ხდება საკრედიტო ლიმიტის სრულად ათვისება და მისი დაფარვა ხდება მხოლოდ მინიმალური გადასახადებით (რაც შეადგენს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 2%+დარიცხული პროცენტი+ჯარიმა, ასეთის არსებობის შემთხვევაში), თანაც იმ პირობით, რომ აღნიშნული მინიმალური გადასახადების შედეგად დაფარული საკრედიტო ლიმიტის ხელახალი ათვისება არ მოხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის მანძილზე და აღნიშნულ ვადაში მოხდება ათვისებული საკრედიტო ლიმიტის სრულად დაფარვა (ყოველ მომდევნო 12 თვიან პერიოდზე გავრცელდება ზემოაღნიშნული პირობა).
2.2. ფინანსური ხარჯები:
● ბარათის წლიური მოსახურების საკომისიო = 7 ლარი.
● საკრედიტო ლიმიტის განაღდების საკომისიო = მინიმალური 2.9%-დან , არანაკლებ 4.9 ლარი.
● შენატანები განისაზღვრება ათვისებული თანხისა და დაფარვის ვადების შესაბამისად.
2.3. სხვა სახელშეკრულებო ინფორმაცია:
● საკრედიტო ბარათის ლიმიტი = [---]
● საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა = {[---]
● საკრედიტო ლიმიტის ათვისების ვადა = კლიენტის 68 წლის ასაკამდე.
● ვადაგადაცილების ჯარიმა = დარჩენილი სრული ძირითადი თანხის 0.27%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში) და ერთჯერადი პირგასამტეხლო 20 (ოცი) ლარის (ან მისი ექვივალენტის) ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებაზე. ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას.
● ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სესხთან დაკავშირებული სასესხო მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ წინამდებარე სესხის უზრუნველყოფის საშუალებ(ებ)ის
მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების (მათ შორის, ქონების რეალიზაციის ან/და დასაკუთრების გზით) განხორციელებით.
● ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში – არანაკლებ ერთი თვით ადრე წერილობით/ელექტრონული ფოსტით/ინტერნეტბანკით/მოკლე ტექსტური შეტყობინებით.
● მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ფინანსური ორგანიზაციის პრეტენზიების სამსახურში ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
● გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდსა – xxxx://xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2 406 406
2.4. საკრედიტო ბარათის ხელშეკრულების (შემდგომში - ხელშეკრულება) საფუძველზე ბანკი მფლობელობაში გადასცემს კლიენტს საკრედიტო ბარათს (შემდგომში - ბარათი). {EIB}
2.5. ბარათის მოქმედების ვადა მოცემულია ბარათზე.
2.6. მინიმალური გადასახადის (რაც შედგება ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 2% + დარიცხული პროცენტი + ჯარიმა ასეთისარსებობის შემთხვევაში) დაანგარიშების თარიღი: ყოველი თვის [---] რიცხვი.
2.7. მინიმალური გადასახადის გადახდის ვადა: დაანგარიშების თარიღიდან არაუგვიანეს 25 (ოცდახუთი) კალენდარულიდღის განმავლობაში.
3. ხელშეკრულების არსებითი პირობები
3.1. ბანკი უფლებამოსილია:
3.1.1. კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე, სრულად ან ნაწილობრივ გააუქმოს, შეაჩეროს, შეამციროს ან/და გაზარდოს საკრედიტო ლიმიტის ათვისების ან/და ხელშეკრულებით განსაზღრული სხვა პირობები/ლიმიტები.
3.1.2. ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს ათვისებული საკრედიტო ლიმიტის დაუყოვნებლივ დაფარვა, თუ კლიენტი დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ რაიმე სახის ვალდებულებას ან/და კლიენტის გადახდისუნარიანობის გაუარესების გამო (მათ შორის თუ კლიენტის ანგარიშზე დარეგისტრირდება ინკასო ან/და ყადაღა) საფრთხე შეექმნება მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.
3.1.3. ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, დააწესოს ბარათით ან/და საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის შეღავათები ან/და შეზღუდვები, კლიენტის დამატებითი თანხმობის ან/და ინფორმირების გარეშე.
3.1.4. ბანკს უფლება აქვს ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულებაში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობები, მომსახურეობის (ყველა სახის მომსახურეობის საკომისიოს/გადასახადის, მათ შორის სმს და დისტანციური მომსახურების გადსახადის ოდენობა) ტარიფები, კლიენტთან დამატებითი შეთანხმების გარეშე. პირგასამტეხლოების/ჯარიმების, საკომისიოს ოდენობის (მომსახურების ტარიფების) ცვლილების შესახებ ინფორმაცია ცვლილებების ძალაში შესვლამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე პირადად ეცნობება კლიენტს სმს-ის, ელექტრონული ფოსტის ან/და კურიერის მეშვეობით. ამასთან, თუ ხელშეკრულების რაიმე პირობის ცვლილება აუმჯობესებს კლიენტის მდგომარეობას, ბანკი თავისუფლდება შეტყობინების ვალდებულებისაგან.
3.1.5. ბანკი უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე, კლიენტს მოსთხოვოს ნებისმიერი სახის დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარმოდგენა, კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორნიგის მიზნით.
3.2. მხარეები თანხმდებიან, რომ:
3.2.1. ბარათის ანგარიშზე დასაშვებია თანხის ჩარიცხვა.
3.3. კლიენტი ადასტურებს, რომ:
3.3.1. გააჩნია წვდომა ინტერნეტთან, აქვს მისი გამოყენების სათანადო უნარ-ჩვევები.
3.3.2. ბარათის გამოყენებამდე და შემდგომ პერიოდულად გაეცნობა ბანკის ვებ-გვერდს - xxx.xxxxx.xx/xxxx, სადაც განთავსდება ხელშეკრულებასთან დაკავშრებული სხვადასხვა აქტუალური ინფორმაცია (მათ შორის ხელშეკრულების პირობების ცვლილების შესახებ).
3.3.3. მის მიერ, ხელშეკრულებაში მითითებული რეკვიზიტების (მათ შორის საცხოვრებელი მისამართის, ტელეფონის ნომრის ან სხვა საკონტაქტო მონაცემის) ცვლილების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობებს ბანკს, წინააღმდეგ შემთხვევაში, xxxxxx მიერ მასთან დაცულ კლიენტის საკონტაქტო მონაცემებზე გაგმზავნილი შეტყობინება ჩაითვლება სრულად და ჯეროვნად გაგზავნილად xxxxxx მიერ.
3.3.4. თუ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია რაიმე სახის უზრუნველყოფის საშუალებით (მათ შორის იპოთეკით, გირავნობით ან/და თავდებობით), ბანკის მოთხოვნა კლიენტის მიმართ არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უზრუნველყოფის საშუალების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ არის საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაფარად, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
3.3.5. ხელშეკრულების გაფორმებამდე სრულად გაეცნო მის გაფორმებაზე გადაწყვეტილების მისაღებად ყველა საჭირო ინფორმაციას, ხელშეკრულებით განსაზღვრული ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისთვის გამოყენებული ყველა ფინანსური ხარჯის მოცულობას და დაანგარიშების წესს, შესაძლო სავალუტო რისკებს, მათ შორის იმას, რომ: ა) კლიენტის შემოსავლისა და საკრედიტო ლიმიტის ვალუტის სხვაობა წარმოადგენს დამატებით რისკს; ბ) ათვისებული საკრედიტო ლიმიტის გადაუხდელობამ შესაძლოა გამოიწვიოს კლიენტის ანგარიშების დაყადაღება ან/და კლიენტის საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონების რეალიზაცია ათვისებული საკრედიტო ლიმიტის (მათ შორის მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოს და ნებისმიერი სხვა გადასახდელის) დასაფარად.
3.3.6. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია განხორციელდება ქართულ ენაზე.
3.3.7. კლიენტი აცხადებს და იძლევა გარანტიას, რომ არ არღვევს/არ დაარღვევს საქართველოში მოქმედ და საერთაშორისოდ აღიარებულ გარემოსდაცით, შრომის და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის შესახებ კანონმდებლობას და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში დანერგავს გარემოს, შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთოებასთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს. კლიენტის მიერ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული გარანტიის დარღვევა წარამოდგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან დარღვევას და ბანკი უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს მოსთხოვოს კლიენტს ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებების (როგორც ვადამოსულის, ისე ვადამოუსვლელის) დაუყოვნებლივ შესრულება.
3.3.8. თუ კლიენტს გააჩნია რამდენიმე სახის ვადამოსული დავალიანება ბანკის წინაშე, როგორც უშუალოდ საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ისე ნებისმიერი სხვა სახის გარიგებიდან (მათ შორის
საკრედიტო ხელშეკრულებიდან) გამომდინარე, აღნიშნული ვალდებულებების შესრულების რიგითობას ცალმხრივად განსაზღვრავს ბანკი.
3.3.9. თუ კლიენტს ბანკის წინაშე გააჩნია ერთზე მეტი ვადამოსული/ვადაგადაცილებული საკრედიტო დავალიანება, მათი დაფარვის რიგითობის არჩევა შესაძლებელი იქნება ბანკის სერვის-ცენტრში, საბანკო დღის 16:00 საათამდე.
3.3.10. კლიენტის მიერ გადახდილი ან/და მის ანგარიშზე არსებული თანხით, მათ შორის ათვისებული საკრედიტო ლიმიტის დაფარვის შემთხვევაში, პირველ რიგში იფარება დარიცხული ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დარიცხული მომსახურების საკომისიოები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ბოლოს ათვისებული საკრედიტო ლიმიტი. ამასთან, ათვისებული საკრედიტო ლიმიტის სრულად დასაფარად საკმარისი თანხის სხვა ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში არ მოხდება ათვისებული საკრედიტო ლიმიტის დაფარვა ავტომატურად.
3.4. ათვისებული საკრედიტო ლიმიტის გადახდის პირობები:
3.4.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული გადასახდელების გადახდა უნდა მოხდეს სამუშაო დღის 23:59 საათის ჩათვლით, ბარათთან დაკავშირებულ ანგარიშზე თანხის განთავსებით ან/და სამუშაო დღის 21:59 საათის ჩათვლით სხვა ანგარიშზე თანხის განთავსების გზით. თუ გრაფიკში მითითებული გადახდის თარიღი ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდა უნდა მოხდეს მომდევნო სამუშაო დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არასამუშაო დღეს ნებისმიერ დროს განხორციელებული გადახდები აღირიცხება მომდევნო სამუშაო დღეს. ამ პუნქტის მიზნებისთვის არასამუშაო დღეებში იგულისხმება შაბათი, კვირა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უქმე დღეები.
4. კლიენტთა სიმრავლე ხელშეკრულებაში
4.1. მხარეები ადასტურებენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს ერთზე მეტი კლიენტი:
4.1.1. თითოეული ასეთი კლიენტი წარმოადგენს ბანკის მიმართ სოლიდარულ მოვალეს.
4.1.2. ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნა წაუყენოს ნებისმიერ (ერთ ან რამდენიმე) კლიენტს.
4.1.3. xxxxx უფლებამოსილია საკრედიტო ლიმიტი დაუშვას ერთი ან რამდენიმე კლიენტის ანგარიშზე/ბარათზე, საკუთარი შეხედულებისამებრ. ასევე, თუ საკრედიტო ლიმიტის დაშვება ხდება 1- ზე მეტი კლიენტის ანგარიშზე/ბარათზე, დასაშვები საკრედიტო ლიმიტის პროპორციასაც ცალმხრივად განსაზღვრავს ბანკი, თუ უშუალოდ ხელშეკრულებით სხვა პირობა არ არის განსაზღვრული.
5. კონფიდენციალურობა და კლიენტის პერსონალური მონაცემების დამუშავება
5.1. მხარეები თანხმდებიან, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი სახის ინფორმაცია არის კონფიდენციალური და მისი მესამე პირისათვის სრულად ან ნაწილობრივ გადაცემა დაუშვებელია მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ინფორმაციას:
5.1.1. თუ უშუალოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, მისი გადაცემა შესაძლებელია მესამე პირისთვის.
5.1.2. თუ ის ცნობილი იყო მხარისათვის ხელშეკრულების გაფორმებამდე, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით.
5.1.3. რომლის მესამე პირისათვის გადაცემაც სავალდებულოა საქართველოს კანონმდებლობით.
5.2. ყოველგვარი ეჭვის თავიდან აცილების მიზნით, ბანკი უფლებამოსილია, კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე:
5.2.1. სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან/და ნებისმიერ, მსგავსი ფუნქციის მქონე პირს მისცეს თანხმობა, რომ მათ ბანკის მიერ მიწოდებული ინფორმაცია მრავალჯერადად გადასცენ ისეთ მესამე პირს, რომელიც შესაბამისი გარიგების საფუძველზე თავადაც აწვდის სს „კრედიტინფო საქართველოს“ ან/და მსგავსი ფუნქციის მქონე პირს აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში.
5.2.2. სს „კრედიტინფო საქართველოსგან“ ან/და მსგავსი ფუნქციის მქონე პირისგან მრავალჯერადად მოიძიოს კლიენტის შესახებ არსებული ინფორმაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს გააჩნია აქტიური საკრედიტო ვალდებულება ბანკის წინაშე, კლიენტის გადახდისუნარიანობის შეფასების მიზნებისათვის.
5.2.3. კლიენტისათვის ნებისმიერი სახის საბანკო მომსახურების (მათ შორის საკრედიტო, სადეპოზიტო და სხვა) შეთავაზების/გაწევის მიზნით, მრავალჯერადად გადაამოწმოს კლიენტის პერსონალური მონაცემები სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
5.2.4. კლიენტის შესახებ მის ხელთ არსებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია გადასცეს მესამე პირს (მათ შორის ბანკის კრედიტორებს), თუ აღნიშნული გადაცემა აუცილებელია ბანკის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვისათვის, ბანკის მიერ მესამე პირების წინაშე სხვადასხვა გარიგებებით ნაკსრი ვალდებულებების შესრულებისათვის, კლიენტის მიმართ არსებული რაიმე სახის მოთხოვნის მესამე პირისათვის დასათმობად (მათ შორის აღნიშნულ მესამე პირთან მოლაპარაკების პროცესში), კლიენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ან/და კლიენტისათვის რაიმე სახის მომსახურების/პროდუქტის შეთავაზების ან/და რაიმე სახის ინფორმაციის მიწოდების მიზნით.
6. პრეტენზიები და დავები
6.1 კლიენტის მიერ პრეტენზიის დაფიქსირება შესაძლებელია როგორც ბანკის სერვისცენტრებში, ისე ვებ-გვერდის xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxx/, ბანკის ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდის xxxxx://xxx.xxxxxxxx.xxx/XxxxxXxxx ან/და ბანკის სატელეფონო ცენტრის (ნომერი: 032 2424242) მეშვეობით, ზეპირი, წერილობითი, სტანდანდარტული წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით. სტანდარტული წერილობითი პრეტენზიის ფორმა ხელმისაწვდომია ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრში.
6.2. პრეტენზიის განხილვის პროცედურის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ვებ-გვერდზე: xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxxxxx/. პრეტენზიას განიხილავს ბანკის მომხმარებელთა პოზიტიური გამოცდილების მართვის დეპარტამენტი. ბანკის მიერ პრეტენზიის გახილვა მოხდება საქართველოს კანონმდებლობისა და ბანკში დადგენილი პროცედურების შესაბამისად და კლიენტისათვის პასუხის დაბრუნება მოხდება ნებისმიერი ფორმით პრეტენზიის მიღებიდან მაქსიმუმ 1 (ერთი) თვის ვადაში, თუ კანონმდებლობით ან/და საერთაშორისო პრაქტიკით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
6.3. პრეტენზიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების შესახებ კლიენტს ეცნობება მოთხოვნილი ფორმის მეშვეობით: წერილობით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით (ელექტრონული, ციფრული ან სხვა). პრეტენზიის განხილვი პროცედურასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბანკის ვებგვერდზე: xxxxx://xxxxxxxxx.xx/xxxxxxxxxx/ და ტელეფონის ნომერზე: 032 2424242.
6.4. ხელშეკრულების ფარგლებში წამოჭრილი ნებისმიერი დავა, პირველ ეტაპზე წყდება მოლაპარაკებით. მოლაპარაკების უშედეგოდ დასრულების შემთხვევაში ან/და თუ რომელიმე მხარე ჩათვლის, რომ მოლაპარაკების დაწყება იქნება უშედეგო, თითოეული მხარე უფლებამოსილია
მოლაპარაკების გარეშეც, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
6.5. მხარეები თანხმდებიან, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, ბანკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. ზოგადი პირობები
7.1. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები კლიენტმა უნდა შეასრულოს პირადად. კლიენტი არ არის უფლებამოსილია ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები სრულად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს, ბანკის წინასწარი თანხმობის გარეშე, თუმცა აღნიშნული შეზღუდვა არ გამორიცხავს ბანკის უფლებამოსილებას, რომ ნებისმიერი შესრულება (როგორც ვადამოსული, ისე ვადამოუსვლელი მოთხოვნის) მიიღოს მესამე პირისგან.
7.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების რაიმე პირობა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვერ გავრცელდება კლიენტზე მისი სტატუსიდან გამომდინარე, აღნიშნული არ გამოიწვევს ხელშეკრულების სრულად ბათილობას და კლიენტზე გავრცელდება მხოლოდ ის პირობები, რომლებიც მისი სტატუსიდან გამომდინარე შესაძლებელია რომ გავრცელდეს მასზე.
7.3. ყველა საკითხი, რაც არ არის დარეგულირებული ხელშეკრულებით, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ფლობს ქართულ ენას, ხელშეკრულება შესაძლებელია დამატებით გაფორმდეს მისთვის გასაგებ უცხო ენაზეც, რა დროსაც, ქართულ და უცხოურ ენაზე შედგენილ ტექსტს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ქართულ ენაზე გაფორმებულ ხელშეკრულებას.
7.5. ხელშეკრულების თითო იდენტური ეგზემპლარი გადაეცემათ მხარეებს.
8. ბარათით სარგებლობის ზოგადი პირობები
8.1. ბარათის დასახელება, საბარათე სქემა და ბარათის ტიპი განისაზღვრება შესაბამისი განაცხადით.
8.2. ბარათი ძალაშია იმ წლის თვის ბოლომდე, რომელიც მითითებულია ბარათზე.
8.3. xxxxx xxxxxxx PIN კოდს გადასცემს დალუქული კონვერტის ან/და განაცხადით განსაზღვრული სხვა ფორმით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
8.4. ბარათით სარგებლობა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ და ასევე ინტერნეტ-ობიექტებში. კლიენტის ანგარიშზე, ბარათით შესრულებული ოპერაციის ასახვის მაქსიმალური ვადა შეადგენს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს. ამასთან, თუ ოპერაციის ფარგლებში მიმღების პროვაიდერისთვის თანხის გადახდა ხდება უცხოურ ვალუტაში და ბარათთან დაკავშირებულ ანგარიშზე კლიენტს არ აქვს შესაბამისი ვალუტა, თანხის კონვერტაცია მოხდება აშშ დოლარში, ბანკის სისტემაში არსებული კონვერტაციის კურსით.
8.5. მას შემდეგ, რაც კლიენტი, ბარათის გამოყენებით, მისცემს ბანკს დავალებას ოპერაციის შესრულების შესახებ, მას არ აქვს უფლება მოსთხოვოს ბანკს მოთხოვნილი ოპერაციის შეჩერება. ამასთან, ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს შეაჩეროს/გააუქმოს ოპერაცია, კანონმდებლობით ან/და ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად. ბარათით შესრულებული ოპერაციის გასაჩივრების ვადა შედგენს 120 (ასოცი) კალენდარულ დღეს კლიენტის მიერ ოპერაციის ინიცირების მომენტიდან, ხოლო xxxxxx მიერ საჩივრის განხილვის ვადა - 20 (ოცი) კალენდარულ დღეს. ამასთან, განსაკუთრებული და ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში, აღნიშული 20 (ოცი) დღიანი ვადა შესაძლოა გაიზარდოს 55 (ორმოცდათხუთმეტი) კალენდარულ დღემდე.
8.6. კლიენტის მოთხოვნის საფუძველზე, ბანკი ვალდებულია შეაჩეროს ბარათის მოქმედება და უზრუნველყოს ბარათის სტოპ-სიაში შეყვანა.
8.7. კლიენტი პასუხისმგებელია ყველა იმ ოპერაციაზე, რომელიც განხორციელდება ბარათის (მათ შორის ბარათის მონაცემების) გამოყენებით, მიუხედავად იმისა, აღნიშნული ოპერაცია განხორციელებულია კლიენტის თუ მესამე პირის მიერ (მათ შორის კლიენტის ნების საწინააღმდეგოდ).
8.8. xxxxx უფლებამოსილია არ შეასრულოს xxxxxxxx მიერ ბარათის გამოყენებით ბანკისათვის მიცემული დავალება, თუ ბარათთან დაკავშირებულ ანგარიშზე არ არის დავალებით მოთხოვნილი ოპერაციის შესასრულებლად საკმარისი თანხა.
8.9. კლიენტი ვალდებულია შეინახოს ბარათის გამოყენებით შესრულებულ ოპერაციასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი და ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, გადასცეს ისინი ბანკს, მოთხოვნაშივე განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
8.10. კლიენტი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს, მოსთხოვოს ბანკს ბარათით შესრულებული ოპერაციის შესახებ დეტალური ინფორმაციის წარმოდგენა, კანონმდებლობითა და ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
8.11. კლიენტის მიერ მობილური ტელეფონის ნომრის გამოცვლის, დაკარგვის ან/და ნომრის გამოცვლის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს ბანკს წერილობით ან სმს-ით (91911 ან 91000-ზე გაგზავნით) დაუყოვნებლივ, მაგრამ ნომრის გამოცვლიდან, დაკარგვიდან ან/და ახალი ნომრის აღებიდან არაუგვიანეს სამი (სამი) კალენდარული დღისა. აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკის მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ ნომერზე კლიენტისთვის გაგზავნილი ნებისმიერი ინფორმაცია ითვლება ბანკის მიერ ჯეროვნად გაგზავნილად.
დეტალური ინსტრუქცია: მობილური ტელეფონის ახალი (არაავტორიზებული) ნომრის გამოყენებით აკრიფეთ სიტყვა „TEL“, შემდეგ გამოტოვეთ ადგილი, აკრიფეთ თქვენი პირადი ნომერი (პირადობის მოწმობაში ან პასპორტში მითითებული 11 ნიშნა ნომერი) და სმსით გააგზავნეთ ნომერზე 91911 ან 91000. ამის შემდეგ თქვენ ტელეფონით დაგიკავშირდებათ ბანკის თანამშრომელი და სერვისის გააქტიურების სურვილზე თქვენგან სატელეფონო დასტურის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მოხდება თქვენი ძველი საკონტაქტო და ავტორიზებული მობილური ტელეფონის ნომრის ახალი ნომრით ჩანაცვლება.
8.12. ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია დაუყოვნებლივ გააგზავნოს სმს ავტორიზებული ტელეფონის ნომრიდან (91911 ან 91000-ზე) სიტყვით ”BLOCK” ან აცნობოს დაბლოკვის მოთხოვნის შესახებ ტელეფონით ნომერზე: (0322) 77 72 22. ბარათის დასაბლოკად გამოიყენება კოდური სიტყვა. ბარათზე ბლოკის მოსახსნელად აუცილებელია ბანკის სახელზე კლიენტის წერილობითი განცხადება, რომელიც წარდგენილ უნდა იქნას ბანკის ნებისმიერ სერვის-ცენტრში. თუ დაკარგული ბარათის მოძიება ვერ მოხდა კლიენტის მხრიდან ახალი ბარათის დამზადების შესახებ წერილობითი განცხადების გაკეთებამდე, მაშინ დაბლოკილი ბარათი ავტომატურად უქმდება.