ნასყიდობის ხელშეკრულება N
ნასყიდობის ხელშეკრულება N
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში, 202 შემდეგ მხარეებს შორის:
ერთი მხრივ, ------, საიდენტიფიკაციო კოდი ------ (შემდგომში „გამყიდველი“), წარმოდგენილი დირექტორის -----მიერ, და
მეორე მხრივ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 (შემდგომში „მყიდველი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxxxx xxxxxxxxx მიერ
(„გამყიდველი“ და „მყიდველი“ ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე - როგორც „მხარე“).
მუხლი 1. „ხელშეკრულების“ საგანი
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ „გამყიდველი“ ყიდის, ხოლო „მყიდველი“ ყიდულობს წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართში N1 მითითებულ საქონელს (შემდგომში „საქონელი“) და თანახმაა, მიღებული „საქონლის“ სანაცვლოდ გადაუხადოს „გამყიდველს“ ანაზღაურება ამავე „ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.
დანართი N1 თან ერთვის წინამდებარე „ხელშეკრულებას“ და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2. „საქონლის“ მიწოდება
„საქონლის“ შესყიდვის მოთხოვნას „მყიდველი“ „გამყიდველს“ უგზავნის წერილობითი ფორმით, მათ შორის ელექტრონული ფორმით ან ტელეფონის მეშვეობით (შემდგომში „შეკვეთა“).“გამყიდველი“ ვალდებულია „მყიდველის“ მიერ შეკვეთის შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს ---- საათში უზრუველყოს საქონლის მიწოდება. „მყიდველის“ მხრიდან „შეკვეთაზე“ პასუხისმგებელი პირია--------, ხოლო „გამყიდველის“ მხრიდან -----. იმ შემთხვევაში, თუ „შეკვეთა“ ხორციელდება ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მაშინ „მყიდველმა“ ასეთი მოთხოვნა უნდა გაუგზავნოს „გამყიდველს“ ელ.ფოსტის შემდეგ მისამართზე: ------, ხოლო სატელეფონო შეტყობინების შემთხვევაში შემდეგ ტელეფონის ნომერზე: [-].
„გამყიდველი“ ვალდებულია, რომ „საქონლის“ მიწოდება განახორციელოს „შეკვეთაში“ დაფიქსირებულ ვადაში და ოდენობით, „გამყიდველის“ საწყობში, მისამართზე:------. „შეკვეთის“ მიწოდება შეიძლება განხორციელდეს ერთნაირად ან ეტაპობრივად, როგორც ამას მოითხოვს „დამკვეთი“.
იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერის შემდგომ, „შეკვეთის“ განხორცილების დროს აღმოჩნდება, რომ „გამყიდველს“ არ შეუძლია „საქონლის“ მიწოდება „მყიდველისათვის“ „ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ ვადაში, მაშინ „გამყიდველი“ ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს „მყიდველს“ აღნიშნულის შესახებ და უზრუნველყოს „მყიდველი“ „საქონლის“ ალტერნატიული მიმწოდებლით, რომელთანაც „გამყიდველი“ თავად აწარმოებს მოლაპარაკებასა და ანგარიშსწორებას. „გამყიდველი“ ასევე სრულად რჩება პასუხისმგებელი ალტერნატიული მიმწოდებლის მიერ მოწოდებული „საქონლის“ ხარისხზე და მიწოდების ვადაზე.
„საქონელი“ ჩაითვლება მიწოდებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მიწოდებული იქნება 2.2 პუნქტში მითითებულ მისამართზე ან ნებისმიერ სხვა მისამართზე, რომელსაც „გამყიდველი“ მიაწვდის „მყიდველს“ 2.3 მუხლის შესაბამისად და „მხარეთა“ შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დადასტურებული იქნება სასაქონლო ზედნადები. მხოლოდ აღნიშნული გარემოებების დადგომის შემდეგ გადადის „მყიდველზე“ „საქონლის შემთხვევითი დაზიანების ან/და დაღუპვის რისკი.
„მხარეები“ ვალდებული არიან, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სასაქონლო ზედნადები გააფორმონ „საქონლის“ თითოეული მიწოდებისათვის.
მუხლი 3. ნასყიდობის ფასი
მიწოდებული „საქონლის“ 1 (ერთი) ტონის ღირებულება განისაზღვრება: (შემდგომში „ნასყიდობის ფასი“) დანართი N1-ის შესაბამისად
მიწოდებული „საქონლის“ „ნასყიდობის ფასი“ შეიცავს „გამყიდველის’’ ყველა ხარჯს და გადასახადს, დღგ-ს და ტრანსპორტირების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ღირებულებას.
იმ შემთხვევაში, 5.1.5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტის წარმოდგენისას დადასტურდება ბიტუმის ფასის ცვლილება, ზრდა ან შემცირება/კურსის ცვლილება, 3.1 მუხლით გათვალისწინებული ფასები ექვემდებარება ცვლილებას დანართის N1 შესაბამისად.
მუხლი 4. ანგარიშსწორება
მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქონლის მიწოდებიდან და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.
მუხლი 5. მხარეთა უფლება–მოვალეობანი
„გამყიდველი“ ვალდებულია:
„გამყიდველი“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „მყიდველისათვის“ „საქონლის“ მიწოდება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესით.
უზრუნველყოს სასაქონლო ზედნადების გამოწერა „საქონლის“ თითოეული მიწოდებისთვის.
„მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო „საქონელი“ და ამ „საქონელთან“ დაკავშირებული ყველა საბუთი. თუ არ არსებობს „მხარეების“ წინასწარი წერილობითი შეთანხმება „საქონლის“ ხარისხთან დაკავშირებით, „გამყიდველი“ ვალდებულია „მყიდველს“ მიაწოდოს „საქონელი“ შემდეგ მდგომარეობაში: ა) „საქონელი“ უნდა იყოს სამოქალაქო ბრუნვის საგანი და ვარგისი ჩვეულებრივი სარგებლობისთვის და ბ) „საქონელს“ არ უნდა გააჩნდეს რაიმე თვისება, რომლის გამოვლინების შედეგად ადგილი ექნება მის დაზიანებას (გაფუჭებას), განადგურებას, ღირებულების შემცირებას, გაუფასურებას ან გამოუსადეგარს გახდის მას შემდგომი გამოყენებისათვის/სარგებლობისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ „საქონლის“ საგარანტიო ვადის განმავლობაში, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, „მყიდველისათვის“ „საქონლის“ გადაცემიდან გონივრულ ვადაში აღმოაჩნდება ნივთობრივი ნაკლი, „გამყიდველი“ ვალდებულია, „მყიდველისაგან“ წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე, „მყიდველის“ მიერ განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) ნივთობრივი ნაკლის გამოსწორება, ხოლო თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი, ბ) „ნასყიდობის ფასის“ შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება „მყიდველის“ მიერ ან/და გ) აუნაზღაუროს „მყიდველს“ გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი).
ყოველი თვის 25 რიცხვამდე „მყიდველს“ გადასცეს, მიმდინარე თვის ბიტუმის შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სასაქონლო ზედნადები, სადაც აღნიშნული უნდა იყოს „გამყიდველის“ მიერ შეძენილი ბიტუმის ღირებულება, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო თვის „საქონლის“ შესყიდვის ფასს, რომელიც უცვლელი უნდა იყოს მომდევნო ერთი თვის ვადაში.„მყიდველს“ არ აქვს უფლება ამ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი გადასცეს ან გააცნოს მესამე პირს (პირებს), გარდა „მყიდველის“ თანამშრომლებისა და შესაბამისი ექსპერტებისა/საექსპერტო ორგანიზაციების, „გამყიდველის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
„მყიდველი“ უფლებამოსილია:
უარი განაცხადოს „საქონლის“ მიღებაზე, თუ „გამყიდველმა“ მას მიაწოდა იმაზე ნაკლები რაოდენობის „საქონელი“, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ან მიიღოს ასეთი „საქონელი“ და პროპორციულად შეამციროს გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“. გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“ შესამცირებელ ოდენობას განსაზღვრავს „მყიდველი“, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „გამყიდველის“ მიერ;
თუ „საქონლის“ რაოდენობა აღემატება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ოდენობას - მიიღოს ეს რაოდენობა და პროპორციულად გაზარდოს გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“ ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც გათვალისწინებული იყო წინამდებარე „ხელშეკრულებით“, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკან „გამყიდველის“ ხარჯზე. გადასახდელი „ნასყიდობის ფასის“ გასაზრდელ ოდენობას განსაზღვრავს „მყიდველი“, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „გამყიდველის“ მიერ;
იმ შემთხვევაში, თუ „საქონლის“ საგარანტიო ვადის განმავლობაში, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, „მყიდველისათვის“ „საქონლის“ გადაცემიდან გონივრულ ვადაში აღმოაჩნდება ნივთობრივი ნაკლი, „მყიდველი“ უფლებამოსილია „გამყიდველს“ ზეპირად ან წერილობით მოსთხოვოს, ხოლო „გამყიდველი“ ვალდებულია, „მყიდველის“ მიერ განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) ნივთობრივი ნაკლის გამოსწორება, ხოლო თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი, ბ) „ნასყიდობის ფასის“ შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება „მყიდველის“ მიერ ან/და გ) აუნაზღაუროს „მყიდველს“ გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი).
ნებისმიერ დროს განახორციელოს „გამყიდველის“ მიერ მიწოდებული „საქონლის“ შემოწმება მისი დანართი N2-ით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ „საქონელი“ არ შეესაბამება „ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ ხარისხს/მახასიათებლებს, „გამყიდველი“ უფლებამოსილია ისარგებლოს მისთვის „ხელშეკრულების“ 5.2.3 მუხლით მინიჭებულ უფლებამოსილებებთან ერთად ისარგებლოს 7.2 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით.
„მყიდველი“ ვალდებულია:
გადაუხადოს „გამყიდველს“ მიწოდებული „საქონლის“ „ნასყიდობის ფასი“, წინამდებარე ხელშეკრულების მე–3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
მუხლი 6. ხარისხი და საგარანტიო ვადა
მიწოდებული „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული „საქონლისათვის“ დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი გამოყენება იმ მიზნისთვის, რისთვისაც განხორციელდა მისი შესყიდვა. ამასთან მისი მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა იყოს დანართი N2-ში მოცემულ მახასიათებლებთან
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ შეთანხმებული ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად „გამყიდველი“ ვალდებულია, რომ „მყიდველს“ წარუდგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია 35,000 (ოცდათხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით (შემდგომში „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია“) დანართი N3-ში განსაზღვრული ფორმით. „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია“ „გამყიდველმა“ უნდა წარმოადგინოს წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში და მისი მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადას. „დამკვეთი“ უფლებამოსილია აღნიშნული „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიიდან“ დაქვითოს ნებისმიერი ხარჯი, ღირებულება, ჯარიმა, პირგასამტეხლო და ა.შ., რომელიც გათვალისწინებულია წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ან/და ნებისმიერი ის თანხა, რომელიც საჭიროა იმ ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც მიადგება „მყიდველს“ „გამყიდველის“ მიერ ისეთი „საქონლის“ მიწოდების შემთხვევაში/შედეგად, რომელიც არ შეესაბამება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ შეთანხმებულ ხარისხს ან/და „საქონლის“ შეთანხმებულ ვადაში მიწოდებას.
იმ შემთხვევაში, თუ „საქონელს“ აღმოაჩნდება რაიმე ხარვეზი, „გამყიდველი“ ვალდებულია „მყიდველისგან“ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში გამოასწოროს ყველა ასეთი ხარვეზი, ხოლო თუ ასეთი ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია ან საჭიროებს არაგონივრულად დიდ დროს, მაშინ შეცვალოს „საქონელი“ ახალი, უხარვეზო „საქონელით“. „გამყიდველი“ ვალდებულია გაიღოს ასეთ შეკეთებასთან ან/და შეცვლასთან დაკავშირებული ყველა თანმდევი ხარჯი.
იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დააყოვნებს „საქონლის“ შეკეთებას ან/და შეცვლას, „მყიდველი“ უფლებამოსილია თვითონ უზრუნველყოს ხარვეზის გამოსწორება, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა, ასევე შეკეთების დაყოვნებით მიყენებული ზიანი (ზარალი), ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს „გამყიდველს“ ან/და დაქვითოს მისთვის გადასახდელი ნებისმიერი სხვა მიმდინარე თუ მომავალში წარმოშობილი გადასახდელებიდან, მათ შორის „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიიდან“.
მუხლი 7. მხარეთა პასუხისმგებლობა
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, „მხარეები“ პასუხს აგებენ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან/და იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ ვერ უზრუნველყოფს „ხელშეკრულებით“ შეთანხმებული ხარისხის „საქონლის“ მიწოდებას „მყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „გამყიდველს“ პირგასამტეხლო 1000 (ათასი) ლარი ვალდებულების თითოეული დარღვევისათვის.
წინამდებარე „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „ნასყიდობის ფასის“ გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში „გამყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „მყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი „ნასყიდობის ფასის“ 0.5%-ის ოდენობით.
„მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულების“ პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მხარეებს“ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „გამყიდველი“ აღიარებს და ეთანხმება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში „გამყიდველს“ „მყიდველის“ მიმართ გადასახდელი ექნება რაიმე სახის პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა, „მყიდველი“ უფლებამოსილია ასეთი პირგასამტეხლოს ან/და xxxxxx თანხა დაქვითოს ნებისმიერი მიმდინარე გადასახდელი ნასყიდობის ფასიდან, მიუხედავად იმისა, აღნიშნული გადასახდელი იქნება ამ ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების საფუძველზე, ან/და „ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიიდან“.
მუხლი 8. „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა და შეწყვეტა
წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს -----ჩათვლით.
„ხელშეკრულებაში“ დამატებების და/ან ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით „მხარეთა“ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) წინამდებარე „ხელშეკრულების“ 2.2 მუხლით გათვალისწინებული გარემოების დადგომის შემთხვევაში:
(ბ) დაუყოვნებლივ, „გამყიდველის“ მიერ, თუ „მყიდველი“ არსებითად დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(გ) დაუყოვნებლივ, „მყიდველის“ მიერ, თუ „გამყიდველი“ დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(დ) ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე „მყიდველის“ მიერ „გამყიდველისთვის“ სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით; ან
(ე) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
თუ „ხელშეკრულება“ „გამყიდველმა“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც „მყიდველი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „გამყიდველმა“ უნდა აუნაზღაუროს „მყიდველს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა „გამყიდველს“ ამისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
„მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში, „გამყიდველს“ აუნაზღაურდება მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად მიწოდებული „საქონლის“ ნასყიდობის ფასი, რაც დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით ან/და დადასტურებული სასაქონლო ზედნადებით. ამასთან „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) არ ანაზღაურდება და „გამყიდველი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) , ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნაზე.
მუხლი 9. ფორს-მაჟორი
„მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორსმაჟორული ვითარებით (შემდგომში „ფორსმაჟორული ვითარება“).
წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორსმაჟორული ვითარება“, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, ქარიშხალს, წყალდიდობას ან სხვა სტიქიურ უბედურებებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სხვა ქმედებასა და უმოქმედობას, რომელიც „მხარეთა“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის დადგომაც წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
„მხარე“, რომელსაც „ფორსმაჟორული ვითარება“ შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, ვალდებულია, შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ თაობაზე, „ფორსმაჟორული ვითარების“ ხასიათის და მისი შედეგების სათანადო აღწერით.
„ფორსმაჟორული ვითარების“ დადგომის შემთხვევაში, „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
იმ შემთხვევაში, თუ „ფორსმაჟორული ვითარება“ გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისათვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
მუხლი 10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა
წინამდებარე „ხელშეკრულება“ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
„მხარეთა“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ „მხარეთა“ მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმებით გაფორმების შემდეგ.
წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა დებულებ(ებ)ის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
„მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
წინამდებარე „ხელშეკრულება“ გაფორმებულია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება „მყიდველთან“, ხოლო მეორე - „გამყიდველთან“.
12. მხარეთა ხელმოწერები:
|
„მყიდველი“ შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 ქ. თბილისი, მედეა (მზია) ჯუღელის ქ. N10 სს ,,თიბისი ბანკი’’ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000
__________________________________ xxxxxx xxxxxxxxx გენერალური დირექტორი
|
ნასყიდობის ხელშეკრულება N
დანართი N1
"გამყიდველი" |
|
"მყიდველი" |
||
|
|
|
||
|
|
xxxxxx xxxxxxxxx |
||
|
|
|
|
|
დირექტორი |
|
გენერალური დირექტორი |
დანართი N2
წინამდებარე დანართზე ხელმოწერით „გამყიდველი“ ეთანხმება, რომ მის მიერ გამოყენებული ასფალტო-ბეტონის საფარი აკმაყოფილებს და წინამდებარე „ხელშეკრულების“ მთელი ვადის განმავლობაში დააკმაყოფილებს შემდეგ პარამეტრებს:
ГОСТ 9128-84 - ტექნიკური მოთხოვნები
წვრილმარცვლოვანი ა/xxxxxx
1) მინერალური მასალის გრანულომეტრია
საცრის ზომები, მმ |
დასაშვები ზღვარი |
|
Min.% |
Max.% |
|
40 |
100.0 |
100.0 |
20 |
95.0 |
100.0 |
15 |
85.0 |
100.0 |
10 |
70.0 |
100.0 |
5 |
50.0 |
65.0 |
2.5 |
38.0 |
52.0 |
1.25 |
28.0 |
39.0 |
0.63 |
20.0 |
29.0 |
0.315 |
14.0 |
22.0 |
0.14 |
9.0 |
16.0 |
0.071 |
6.0 |
12.0 |
<0.071 |
|
|
2) ბიტუმის რაოდენობა მინ. ნარევიდან - ნორმა 5.5-6.5 %
3) ფორიანობა - დასაშვები ზღვარი 2-7 %
მსხვილმარცვლოვანი ა/ბეტონი
1) მინერალური მასალის გრანულომეტრია
საცრის ზომები, მმ |
დასაშვები ზღვარი |
|
Min.% |
Max.% |
|
40 |
95.0 |
100.0 |
20 |
70.0 |
100.0 |
15 |
57.0 |
100.0 |
10 |
45.0 |
76.0 |
5 |
27.0 |
65.0 |
2.5 |
18.0 |
50.0 |
1.25 |
10.0 |
38.0 |
0.63 |
7.0 |
28.0 |
0.315 |
4.0 |
22.0 |
0.14 |
3.0 |
15.0 |
0.071 |
2.0 |
8.0 |
<0.071 |
|
|
2) ბიტუმის რაოდენობა მინ. ნარევიდან - ნორმა 4.0-6.0 %
3) ფორიანობა - დასაშვები ზღვარი 7-12 %
ქვიშოვანი მკვრივი ა/xxxxxx
საცრის ზომები, მმ |
დასაშვები ზღვარი |
|
Min.% |
Max.% |
|
20 |
- |
- |
15 |
- |
- |
10 |
- |
- |
5 |
95.0 |
100.0 |
2.5 |
68.0 |
83.0 |
1.25 |
45.0 |
67.0 |
0.63 |
28.0 |
50.0 |
0.315 |
18.0 |
35.0 |
0.14 |
11.0 |
24.0 |
0.071 |
8.0 |
16.0 |
<0.071 |
|
|
2) ბიტუმის რაოდენობა მინ. ნარევიდან - ნორმა 7.0-9.0 %
"გამყიდველი" |
|
"მყიდველი" |
||
|
|
|
||
|
|
xxxxxx xxxxxxxxx |
||
|
|
|
|
|
დირექტორი |
|
გენერალური დირექტორი |
დანართი N3
(ხელშეკრულების შესრულების გარანტიის უზრუნველყოფის ფორმა)
ვის: _______________________________________________________________________ (“მყიდველის“ დასახელება)
მხედველობაში ვიღებთ რა, რომ ____________________________________________ (გამყიდველის დასახელება) (შემდგომში “გამყიდველი”)(
შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია მას მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ნებისმიერი და ყველა ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ხოლო ჩვენ, გარანტი, თანახმა ვართ გავცეთ პრინციპალის (გამყიდველი) სახელზე ზემოთ აღნიშნული სანაკო გარანტია.
ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე პრინციპალის (გამყიდველის) სახელით საერთო თანხაზე ________________________________________________ ლარი და ვკისრულობთ უპირობო და გამოუთხოვად ვალდებულებას აგინაზღაუროთ ნებისმიერი თანხა ან თანხები, მაგრამ არაუმეტეს ზემოაღნიშნული თანხისა პრინციპალის (გამყიდველის) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველით თქვენი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღისა.
მოთხოვნა საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელმოწერილი წერილის ფორმით, სადაც მითითებული იქნება მოთხოვნილი თანხა და მითითებული უნდა იყოს პრინციპიალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების კონკრეტულად რა პირობა(ები) იქნა დარღვეული პრინციპალის მხრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერი თხოვნა ან პრეტენზია, წარმოდგენულ უნდა იქნეს გარანტიის ვადის გასვლამდე (ბანკის დასახელება/ფილიალი, მისამართი) .
გარანტია ავტომატურად უქმდება
• გარანტიის ვადის გასვლით
• ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე წერილობით უარის თქმისა და გარანტიის ორიგინალის გარანტისათვის დაბრუნებისას.
გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი
*წინამდებარე გარანტიის მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების საბოლოო შესრულების ვადას.
11