საბანკო კრედიტის ხელშეკრულების #12345-Loan-12345 თავსართი
ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულების #12345-Loan-12345 თავსართი
DD.MM.YY
კრედიტის საპროცენტო განაკვეთი
კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპი | ფიქსირებული |
კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი: | წლიური X% |
კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი: | X% |
ფინანსური ხარჯები
ყოველთვიური შენატანი (ძირითადი თანხა, პროცენტი): | X GEL |
ვადის ბოლოს შესატანი | X GEL |
ბარათიდან თანხის გატანის საკომისიო: | 0.2% (იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების ტარიფებთან დაკავშირებით ბანკსა და კლიენტს შორის არ არსებობს სხვაგვარი შეთანხმება) |
ხელშეკრულების სხვა პირობები
კრედიტის მთლიანი თანხის ოდენობა: | X GEL |
მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა | X GEL |
კრედიტის ვადა: | - დღე |
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: | - დღე |
პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | დავალიანების თანხის 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
შენატანების სიხშირე/მაქსიმალური ვადები: | ყოველთვიურად / X შენატანი |
შენატანების საერთო რაოდენობა: | ჯამში X შენატანი |
გასატანი თანხის ოდენობა: | X GEL |
პერიოდულობა/გატანის თარიღები/გატანების საერთო რაოდენობა: | სესხი გაიცეს 1 ტრანშად |
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
• ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების (წინამდებარე თავსართში მოცემული
პირობების, მათ შორის საპროცენტო განაკვეთის) ცვლილების შემთხვევაში, მომხმარებლის ინფორმირება მოხდება ცვლილებამდე არანაკლებ 2 (ორი) თვით ადრე, ხოლო სხვა საფინანსო პროდუქტის ფასის ზრდის შემთხვევაში - არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე მოკლე ტექსტური შეტყობინებით. წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ; |
• მომხმარებელს უფლება აქვს წარადგინოს პრეტენზია ბანკში ზეპირი, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით (დეტალურად მოცემულია ხელშეკრულების შესაბამის პუნქტში); • გაეცანით მომხმარებელთათვის სასარგებლო ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე - xxx.xxx.xxx.xx/xx და ცხელ ხაზზე – 032 2406 406 |
xxxxxxx xxxxxxxx ხელშეკრულება #12345-Loan-12345
DD.MM.YY
ერთი მხრივ, სს “თიბისი ბანკი” (შემდგომში “ბანკი”) (საზედამხედველო ორგანო: „საქართველოს ეროვნული ბანკი“ (მის. თბილისი, სანაპიროს ქუჩა № 2) და მეორე მხრივ, (შემდგომში “კლიენტი”/”მსესხებელი”) (პირადი ნომერი ) მხარეთა შორის დადებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების
(შემდგომში “ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ის") საფუძველზე ვდებთ ამ ხელშეკრულებას და ვთანხმდებით შემდეგზე:
1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ამ ხელშეკრულების xxxxxxx xxxxxx მიერ მსესხებლისთვის სასყიდლიანი კრედიტის მიცემა სესხის ფორმით და xxxxxxxx მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.
1.2 საბანკო კრედიტის (სესხის) ძირითადი პირობები განისაზღვრება ამ ხელშეკრულების მე-2 და მე-3 მუხლებით.
2. საბანკო კრედიტის ძირითადი პირობები
2.1 | ძირითადი ხელშეკრულება(ხელშეკრულებები): | საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება |
2.2 | კრედიტის ტიპი: | სამომხმარებლო |
2.3 | კლიენტ(ებ)ი: | (პირადი ნომერი ) |
2.4 | კრედიტის თანხა: | X GEL |
2.5 | მომხმარებლის მიერ გადასახდელი მთლიანი თანხის ოდენობა: | X GEL |
2.6 | კრედიტის ვადა: | ---- დღე |
2.7 | საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადა: | ---- დღე |
2.8 | საპროცენტო განაკვეთი: | წლიური X% |
2.9 | საპროცენტო განაკვეთის ტიპი: | ფიქსირებული |
2.10 | კრედიტის მიზნობრიობა: | 1: 2: |
2.11 | კრედიტის გაცემის ფორმა: | ერთჯერადი |
2.12 | კრედიტის დაფარვის გრაფიკი: | ---- ლარი ყოველი თვის -- რიცხვში (იმ შემთხვევაში, თუ დაფარვის ვადა დაემთხვევა არასაბანკო დღეს კლიენტი ვალდებული იქნება ყოველთვიურად გადასახდელი თანხა გადაიხადოს დაფარვის თარიღის მომდევნო პირველივე საბანკო დღეს). კრედიტის დაფარვის დაწყების თარიღი DD.MM.YY. კრედიტი სრულად უნდა დაიფაროს DD.MM.YY სესხის დაფარვის გრაფიკი აიგება ანუიტეტის პრინციპით, რაც გულისხმობს სესხის დაფარვას დროის თანაბარი პერიოდულობით თანაბარი მოცულობის თანხის (ძირითადი თანხა და პროცენტი) გადახდას. სესხის დაფარვა უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის შესაბამისად. xxxxxx მიერ შედგენილი გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ Space-ის (დისტანციური არხის) აპლიკაციაში ან/და მოთხოვნა დააფიქსიროთ ტელეფონის ნომერზე - 2711711. |
2.13 | ყოველდღიური პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის: | დავალიანების თანხის 0.15% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (არაუმეტეს ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27%-სა). ამასთან, ვადაგადაცილების დაწყებიდან მის სრულ აღმოფხვრამდე პერიოდში დაკისრებული ხარჯების ჯამური მოცულობა არ გადააჭარბებს მიმდინარე ნარჩენი ძირითადი თანხის 1.5-მაგ ოდენობას. |
2.14 | დამატებითი პირობები: | |
2.15 | კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი | X% |
2.16 | ბარათიდან თანხის გატანის საკომისიო: | 0.2% |
2.17 | გასატანი თანხის ოდენობა: | X GEL |
2.18 | პერიოდულობა/გატანის თარიღები/გატანების საერთო რაოდენობა: | სესხი გაიცეს 1 ტრანშად |
2.19 | შენატანების ოდენობა: | X GEL, (ჯამურად -- შენატანი) |
2.20 | შენატანების სიხშირე/მაქსიმალური ვადები: | ყოველთვიურად / -- შენატანი |
2.21 | შენატანების საერთო რაოდენობა: | ჯამში -- შენატანი |
3. სხვა პირობები
3.1 ეს ხელშეკრულება ძალაში შევა კლიენტის მიერ ბანკის დისტანციური საბანკო მომსახურების არხის - Space-ის (დისტანციური არხის) საშუალებით მისი დადასტურების (ხელშეკრულების პირობებზე თანხმობის გაცხადების) მომენტიდან და იმოქმედებს ამ ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების მთლიანად შესრულებამდე.
3.2 ეს ხელშეკრულება წარმოადგენს ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტში დასახელებული ძირითადი ხელშეკრულების (ბანკის ვებგვერდზე xxx.xxxxxxx.xx განთავსებული საბანკო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების) განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.
3.3 კლიენტი აცნობიერებს და ადასტურებს, რომ წინამდებარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ბანკის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, xxxxxxxx მიერ ფულადი სახსრების განთავსება უნდა განხორციელდეს Space-ის (დისტანციური არხის) საშუალებით გახსნილ ანგარიშ(ებ)ზე (Space ანგარიშებზე), რაც არ ზღუდავს / აუქმებს ბანკის უფლებამოსილებას, მის წინაშე წარმოშობილი ნებისმიერი ვალდებულების შესრულების მიზნით, ასეთი ვალდებულების წარმოშობის შემდეგ ნებისმიერ დროს, კლიენტის შემდგომი თანხმობის გარეშე (უაქცეპტო წესით) თანხა ჩამოწეროს კლიენტის მიერ ბანკში არსებული ნებისმიერი ანგარიშიდან. იმ შემთხვევაში, თუ დავალიანება დაფიქსირებულია ანგარიშზე არსებული თანხის ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში, ეკვივალენტი განისაზღვრება ბანკის მიერ თანხის ჩამოწერის მომენტისათვის დადგენილი კურსით.
3.4 ეს ხელშეკრულება იმავდროულად არის კლიენტის განაცხადი ანგარიშ(ებ)ის გახსნის შესახებ.
3.5 კლიენტი თანახმაა, xxxxxx გაუხსნას საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიშ(ებ)ი (ნებისმიერ ვალუტაში) კრედიტის დაფარვის (მომსახურების), ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნით.
3.6 ბანკს უფლება აქვს შეტყობინებისთვის გამოიყენოს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალება (მათ შორის ელექტრონული, ციფრული და ა.შ.);
3.7 ბანკს უფლება ექნება შეწყვიტოს კლიენტთან არსებული საკრედიტო ურთიერთობა ან/და ნებისმიერი, რამდენიმე ან ყველა დამატებითი ხელშეკრულების მოქმედება ან/და მოსთხოვოს კლიენტს კრედიტის ძირითადი თანხის დაბრუნება მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელთან და პირგასამტეხლოსთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ამ მიზნით, საკუთარი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს კლიენტის ნებისმიერი აქტივის რეალიზაციის ხარჯზე და/ან კლიენტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებით/კლიენტის საბანკო ანგარიშ(ებ)ზე განთავსებული თანხ(ებ)ის ცალმხრივად განკარგვით,
თუ კლიენტი დაარღვევს წინამდებარე და/ან ძირითადი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ნებისმიერ პირობას/ნაკისრ ვალდებულებას და/ან დადგება ძირითადი ხელშეკრულებ(ებ)ით გათვალისწინებული ხელშეკურლების შეწყვეტის ნებისმიერი და/ან რომელიმე პირობა.
3.8 იმ შემთხვევაში, თუ: ა) კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი აღმოჩნდება უფრო დაბალი, ვიდრე საქართველოს საკრედიტო ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთები; ბ) ბანკის საკრედიტო პროდუქტების ღირებულება მნიშვნელოვნად შეიცვალება, ისე რომ კლიენტის სასარგებლოდ გაცემული საკრედიტო პროდუქტი შესაძლოა ზარალიანი აღმოჩნდეს ბანკისთვის ან/და საფრთხე შეუქმნას ბანკის ფინანსურ სტაბილურობას; გ) ადგილი ექნება სხვა პროცესებს, რომელთაც შესაძლოა გამოიწვიონ საკრედიტო ბაზარზე კრედიტით სარგებლობისთვის დაწესებული საპროცენტო სარგებლის (განაკვეთების) ცვლილება; დ) განხორციელდება იმგვარი საკანონმდებლო და/ან სხვა სახის ცვლილება, რომელიც აუარესებს ბანკის მდგომარეობას, ბანკი უფლებამოსილი იქნება ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საპროცენტო განაკვეთი. წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული ბანკის უფლებამოსილება ცალმხრივად შეცვალოს (გაზარდოს) საკრედიტო პროდუქტის საპროცენტო განაკვეთი, ძალაში შევა მხოლოდ, საბაზრო საპროცენტო განაკვეთის 5%-ზე მეტით ცვლილების შემთხვევაში.
3.8.1 ამგვარი ცვლილების შესახებ, ბანკი კლიენტის ინფორმირებას უზრუნველყოფს ცვლილებამდე 2 (ორი) თვით ადრე კლიენტისთვის მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით ინფორმაციის გაგზავნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საპროცენტო განაკვეთის ზრდა გამოწვეული იქნება, კლიენტის მიერ ნაკისრი ვალდებულების ან/და საკრედიტო პროდუქტის რომელიმე პირობის დარღვევით. ამასთან, წინასწარი შეტყობინების ვალდებულება არ არსებობს, თუ პირობის ცვლილება ხორციელდება კლიენტის სასარგებლოდ;
3.8.2 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტი არ ეთანხმება ამგვარ ცვლილებას, იგი ვალდებული იქნება ზემოხსენებულ ვადაში სრულად დაფაროს ბანკის მიერ მისთვის მიცემული ყველა საკრედიტო პროდუქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იქნება საპროცენტო სარგებელი გადაიხადოს გაზრდილი საპროცენტო განაკვეთის მიხედვით.
3.9 კლიენტი თანახმაა, სს „თიბისი ბანკმა“ კანონმდებლობით დადგენილი წესით, საბანკო მომსახურების ეფექტური და შეუფერხებელი გაწევის მიზნით და ამ მიზნის განსახორციელებლად საჭირო მოცულობით, მიიღოს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან, ბანკისთვის აუცილებელი, კლიენტის პერსონალური მონაცემები.
2711711.
3.11 მხარეები თანხმდებიან, რომ ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა, გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული დავა განიხილება საქართველოს სასამართლოს მიერ. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268–ე მუხლის 1f ნაწილის შესაბამისად, ამ ხელშეკრულებიდან (შეთანხმებიდან) გამომდინარე დავასთან დაკავშირებული ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
3.12 იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს ერთდროულად უწევს რამდენიმე ვალდებულების შესრულება (რამდენიმე კრედიტის ერთდროულად (ერთ თარიღში) დაფარვა), იგი უფლებამოსილია, ყოველი ასეთი შემთხვევის დადგომისას (ყოველ ჯერზე), ვალდებულების დაფარვამდე მიმართოს განცხადებით ბანკის (Space-ის) სატელეფონო სერვის ცენტრს (x000 00 0000 000) და მოითხოვოს ვალდებულებების შესრულება (სესხის დაფარვა) მისთვის სასურველი თანმიმდევრობით (პრიორიტეტულობით). იგივე ქმედება კლიენტს შეუძლია განახორციელოს კლიენტის კუთვნილ მობილური ტელეფონის აპარატში ჩაწერილი (ინსტალირებული) პროგრამული მოდულის (Space აპლიკაციის) მეშვეობით. თუ კლიენტი არ გამოიყენებს წინამდებარე პუნქტით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, ბანკი (Space) მოახდენს ვალდებულებების დაფარვას შემდეგი პრიორიტეტულობით: პირველ რიგში დაიფარება საკრედიტო ბარათებთან / ოვერდრაფტებთან დაკავშირებული გადასახდელები, შემდგომ დაიფარება
არაუზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი და ბოლოს უზრუნველყოფილი კრედიტ(ებ)ი. ამავდროულად, ბანკი (Space) იტოვებს უფლებამოსილებას, ყოველ კონკრეტული შემთხვევეისას, ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე პუნქტით გათვალისწინებული კლიენტის ვალდებულებათა შესრულების რიგითობა (პრიორიტეტულობა).