ნასყიდობის ხელშეკრულება N
ნასყიდობის ხელშეკრულება N
წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) დადებულია ქ. თბილისში, 2020 წლის [-] [-] შემდეგ მხარეებს შორის:
ერთი მხრივ, [-], საიდენტიფიკაციო კოდი [-] (შემდგომში „გამყიდველი“), წარმოდგენილი დირექტორის [-]-ის მიერ, და
მეორე მხრივ, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 (შემდგომში
„მყიდველი“), წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის მიერ
(„გამყიდველი“ და „მყიდველი“ ერთობლივად მოხსენიებული როგორც „მხარეები“, ხოლო ცალ-ცალკე
- როგორც „მხარე“).
მუხლი 1. „ხელშეკრულების“ საგანი
1.1 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ „გამყიდველი“ ყიდის, ხოლო „მყიდველი“ ყიდულობს წინამდებარე „ხელშეკრულების“ დანართში N1 მითითებულ საქონელს (შემდგომში „საქონელი“) და თანახმაა, მიღებული „საქონლის“ სანაცვლოდ გადაუხადოს „გამყიდველს“ ანაზღაურება ამავე
„ხელშეკრულების“ პირობების შესაბამისად.
1.2 დანართი N1 თან ერთვის წინამდებარე „ხელშეკრულებას“ და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
მუხლი 2. „საქონლის“ მიწოდება
2.1 „გამყიდველი“ ვალდებულია, რომ „საქონლის“ მიწოდება განახორციელოს ერთიანად/ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმების დღიდან [-] (-) კალენდარული დღის ვადაში, მისამართზე: [-].
2.2 იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე „ხელშეკრულების“ ხელმოწერის შემდგომ, „საქონლის“ მიწოდებამდე აღმოჩნდება, რომ „გამყიდველს“ არ შეუძლია „საქონლის“ მიწოდება „მყიდველისათვის“ შეთანხმებულ ვადაში, მაშინ „გამყიდველი“ ვალდებულია, რომ დაუყოვნებლივ აცნობოს „მყიდველს“ აღნიშნულის შესახებ და შეათანხმოს „საქონლის“ ან/და მისი ნაწილის მიწოდების ახალი ვადა, ხოლო, თუ „მხარეები“ ვერ შეთანხმდებიან ამგვარ ახალ ვადაზე, მაშინ „ხელშეკრულება“ ჩაითვლება შეწყვეტილად.
2.3 „საქონელი“ ჩაითვლება მიწოდებულად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მიწოდებული იქნება შეთანხმებულ მისამართზე და „მხარეთა“ შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დადასტურებული იქნება სასაქონლო ზედნადები. მხოლოდ აღნიშნული გარემოებების დადგომის შემდეგ გადადის „მყიდველზე“ „საქონლის შემთხვევითი დაზიანების ან/და დაღუპვის რისკი.
2.4 „მხარეები“ ვალდებული არიან, რომ მიღება-ჩაბარების აქტი ან/და სასაქონლო ზედნადები გააფორმონ „საქონლის“ თითოეული მიწოდებისათვის.
მუხლი 3. ნასყიდობის ფასი
3.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნასყიდობის ფასი შეადგენს [-] ლარს (შემდგომში „ნასყიდობის ფასი“).
3.2 მიწოდებული „საქონლის“ „ნასყიდობის ფასი“ შეიცავს „გამყიდველის’’ ყველა ხარჯს და გადასახადს, დღგ-ს და ტრანსპორტირების, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ღირებულებას.
მუხლი 4. ანგარიშსწორება
4.1 მხარეთა შორის ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, საქონლის მიწოდებიდან და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა.
მუხლი 5. მხარეთა უფლება–მოვალეობანი
5.1 „გამყიდველი“ ვალდებულია:
5.1.1 „გამყიდველი“ იღებს ვალდებულებას უზრუნველყოს „მყიდველისათვის“ „საქონლის“ მიწოდება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ დადგენილი წესით.
5.1.2 უზრუნველყოს სასაქონლო ზედნადების გამოწერა „საქონლის“ თითოეული მიწოდებისთვის.
5.1.3 „მყიდველს“ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო „საქონელი“ და ამ
„საქონელთან“ დაკავშირებული ყველა საბუთი. თუ არ არსებობს „მხარეების“ წინასწარი წერილობითი შეთანხმება „საქონლის“ ხარისხთან დაკავშირებით, „გამყიდველი“ ვალდებულია „მყიდველს“ მიაწოდოს „საქონელი“ შემდეგ მდგომარეობაში: ა) „საქონელი“ უნდა იყოს სამოქალაქო ბრუნვის საგანი და ვარგისი ჩვეულებრივი სარგებლობისთვის და ბ) „საქონელს“ არ უნდა გააჩნდეს რაიმე თვისება, რომლის გამოვლინების შედეგად ადგილი ექნება მის დაზიანებას (გაფუჭებას), განადგურებას, ღირებულების შემცირებას, გაუფასურებას ან გამოუსადეგარს გახდის მას შემდგომი გამოყენებისათვის/სარგებლობისათვის.
5.1.4 იმ შემთხვევაში, თუ „საქონლის“ საგარანტიო ვადის განმავლობაში, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, „მყიდველისათვის“ „საქონლის“ გადაცემიდან გონივრულ ვადაში აღმოაჩნდება ნივთობრივი ნაკლი, „გამყიდველი“ ვალდებულია, „მყიდველისაგან“ წერილობითი ან ზეპირი მოთხოვნის საფუძველზე, „მყიდველის“ მიერ განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) ნივთობრივი ნაკლის გამოსწორება, ხოლო თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი, ბ) „ნასყიდობის ფასის“ შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება „მყიდველის“ მიერ ან/და გ) აუნაზღაუროს „მყიდველს“ გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი).
5.2 „მყიდველი“ უფლებამოსილია:
5.2.1 უარი განაცხადოს „საქონლის“ მიღებაზე, თუ „გამყიდველმა“ მას მიაწოდა იმაზე ნაკლები რაოდენობის „საქონელი“, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ან მიიღოს ასეთი „საქონელი“ და პროპორციულად შეამციროს გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“. გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“ შესამცირებელ ოდენობას განსაზღვრავს „მყიდველი“, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „გამყიდველის“ მიერ;
5.2.2 თუ „საქონლის“ რაოდენობა აღემატება წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ოდენობას - მიიღოს ეს რაოდენობა და პროპორციულად გაზარდოს გადასახდელი „ნასყიდობის ფასი“
ან მიიღოს მხოლოდ ის რაოდენობა, რაც გათვალისწინებული იყო წინამდებარე „ხელშეკრულებით“, ხოლო ზედმეტი დააბრუნოს უკან „გამყიდველის“ ხარჯზე. გადასახდელი „ნასყიდობის ფასის“ გასაზრდელ ოდენობას განსაზღვრავს „მყიდველი“, რომლის მიერ წარმოდგენილი მონაცემები, ჩაითვლება კვალიფიციურ ინფორმაციად ან/და დოკუმენტაციად და არ გახდება სადაო „გამყიდველის“ მიერ;
5.2.3 იმ შემთხვევაში, თუ „საქონლის“ საგარანტიო ვადის განმავლობაში, ხოლო ასეთი ვადის არ არსებობისას, „მყიდველისათვის“ „საქონლის“ გადაცემიდან გონივრულ ვადაში აღმოაჩნდება ნივთობრივი ნაკლი, „მყიდველი“ უფლებამოსილია „გამყიდველს“ ზეპირად ან წერილობით მოსთხოვოს, ხოლო „გამყიდველი“ ვალდებულია, „მყიდველის“ მიერ განსაზღვრულ ვადაში საკუთარი ხარჯით უზრუნველყოს: ა) ნივთობრივი ნაკლის გამოსწორება, ხოლო თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი, ბ) „ნასყიდობის ფასის“ შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად (ნაკლის გამოსასწორებლად საჭირო თანხის ოდენობა განისაზღვრება „მყიდველის“ მიერ ან/და გ) აუნაზღაუროს „მყიდველს“ გაწეული დანახარჯები და მიყენებული ზიანი (ზარალი).
5.3 „მყიდველი“ ვალდებულია:
5.3.1 გადაუხადოს „გამყიდველს“ მიწოდებული „საქონლის“ „ნასყიდობის ფასი“, წინამდებარე ხელშეკრულების მე–3 და მე-4 მუხლებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
მუხლი 6. ხარისხი და საგარანტიო ვადა
6.1 მიწოდებული „საქონლის“ ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს კონკრეტული „საქონლისათვის“ დადგენილ მოთხოვნებსა და სტანდარტებს და შესაძლებელი უნდა იყოს მისი გამოყენება იმ მიზნისთვის, რისთვისაც განხორციელდა მისი შესყიდვა.
6.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ საფუძველზე შესყიდული „საქონლის“ საგარანტიო ვადა შეადგენს [-] თვეს „საქონლის“ მიწოდებისა და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ან/და სასაქონლო ზედნადების დადასტურების მომენტიდან.
6.3 იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ვადის განმავლობაში „საქონელს“ აღმოაჩნდება რაიმე ხარვეზი, „გამყიდველი“ ვალდებულია „მყიდველისგან“ შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან გონივრულ ვადაში გამოასწოროს ყველა ასეთი ხარვეზი, ხოლო თუ ასეთი ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია ან საჭიროებს არაგონივრულად დიდ დროს, მაშინ შეცვალოს „საქონელი“ ახალი, უხარვეზო „საქონელით“. „გამყიდველი“ ვალდებულია გაიღოს ასეთ შეკეთებასთან ან/და შეცვლასთან დაკავშირებული ყველა თანმდევი ხარჯი.
6.4 იმ შემთხვევაში, თუ „გამყიდველი“ დააყოვნებს „საქონლის“ შეკეთებას ან/და შეცვლას,
„მყიდველი“ უფლებამოსილია თვითონ უზრუნველყოს ხარვეზის გამოსწორება, ხოლო აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა, ასევე შეკეთების დაყოვნებით მიყენებული ზიანი (ზარალი), ასეთის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს „გამყიდველს“ ან/და დაქვითოს მისთვის გადასახდელი ნებისმიერი სხვა მიმდინარე თუ მომავალში წარმოშობილი გადასახდელებიდან.
მუხლი 7. მხარეთა პასუხისმგებლობა
7.1 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არასათანადო შესრულების შემთხვევაში, „მხარეები“ პასუხს აგებენ წინამდებარე „ხელშეკრულებით“ და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.2 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადის გადაცილებისათვის „მყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „გამყიდველს“ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე კონკრეტული „შეკვეთის“ ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
7.3 წინამდებარე „ხელშეკრულებით“ განსაზღვრული „ნასყიდობის ფასის“ გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში „გამყიდველი“ უფლებამოსილია დააკისროს „მყიდველს“ პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი „ნასყიდობის ფასის“ 0.5%-ის ოდენობით.
7.4 „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულების“ პირობების დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს „მხარეებს“ „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისაგან.
7.5 წინამდებარე „ხელშეკრულებაზე“ ხელმოწერით „გამყიდველი“ აღიარებს და ეთანხმება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადის განმავლობაში „გამყიდველს“ „მყიდველის“ მიმართ გადასახდელი ექნება რაიმე სახის პირგასამტეხლო ან/და ჯარიმა, „მყიდველი“ უფლებამოსილია ასეთი პირგასამტეხლოს ან/და ჯარიმა თანხა დაქვითოს ნებისმიერი მიმდინარე გადასახდელი „ნასყიდობის ფასიდან“.
მუხლი 8. „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადა და შეწყვეტა
8.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ ძალაში შედის „მხარეთა“ მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს „მხარეთა“ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
8.2 „ხელშეკრულებაში“ დამატებების და/ან ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით „მხარეთა“ უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით.
8.3 წინამდებარე „ხელშეკრულების“ შეწყვეტა მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე შესაძლებელია:
(ა) წინამდებარე „ხელშეკრულების“ 2.2 მუხლით გათვალისიწნებული გარემოების დადგომის შემთხვევაში:
(ბ) დაუყოვნებლივ, „გამყიდველის“ მიერ, თუ „მყიდველი“ არსებითად დაარღვევს წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ ვალდებულებას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(გ) დაუყოვნებლივ, „მყიდველის“ მიერ, თუ „გამყიდველი“ დაარღვევს წინამდებარე
„ხელშეკრულებით“ გათვალისწინებულ მის რომელიმე ვალდებულებას ან პირობას და მიუხედავად დარღვევის გამოსწორების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის (შეტყობინების) მიღებისა, ამავე მოთხოვნაში (შეტყობინებაში) მითითებულ ვადაში, არ გამოასწორებს ამგვარ დარღვევას;
(დ) ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე „მყიდველის“ მიერ
„გამყიდველისთვის“ სულ მცირე 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე გაგზავნილი წერილობითი შეტყობინებით; ან
(ე) „მხარეთა“ ორმხრივი წერილობითი შეთანხმებით.
8.4 თუ „ხელშეკრულება“ „გამყიდველმა“ მაშინ შეწყვიტა, როდესაც „მყიდველი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას, სხვაგვარად უზრუნველეყო თავისი ინტერესები, „გამყიდველმა“ უნდა აუნაზღაუროს
„მყიდველს“ „ხელშეკრულების“ შეწყვეტით მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
„გამყიდველს“ ამისთვის მნიშვნელოვანი საფუძველი ჰქონდა.
8.5 „მხარეები“ თანხმდებიან, რომ „ხელშეკრულების“ შეწყვეტის (მოშლის) შემთხვევაში,
„გამყიდველს“ აუნაზღაურდება მხოლოდ შეწყვეტის თარიღამდე ფაქტობრივად მიწოდებული
„საქონლის“ ნასყიდობის ფასი, რაც დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით ან/და დადასტურებული სასაქონლო ზედნადებით. ამასთან „მყიდველის“ მიერ „ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანი/ზარალი (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) არ ანაზღაურდება და „გამყიდველი“ წინასწარ, გამოუთხოვადად და უპირობოდ უარს აცხადებს
„ხელშეკრულების“ მოშლის შედეგად მიყენებული ზიანის/ზარალის (იქნება ეს პირდაპირი თუ ირიბი, მატერიალური თუ არამატერიალური, ფაქტობრივი თუ მიუღებელი შემოსავალი და/ან სხვა) , ამგვარის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების მოთხოვნაზე.
მუხლი 9. ფორს-მაჟორი
9.1 „მხარეები“ თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისაგან „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის ან არადროული შესრულებისათვის, თუ აღნიშნული გამოწვეული იქნება ფორსმაჟორული ვითარებით (შემდგომში „ფორსმაჟორული ვითარება“).
9.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ მიზნებისათვის „ფორსმაჟორული ვითარება“, შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ომს, ამბოხებას, სამოქალაქო არეულობას, მიწისძვრას, ხანძარს, აფეთქებას, ქარიშხალს, წყალდიდობას ან სხვა სტიქიურ უბედურებებს, ასევე სახელმწიფო დაწესებულებების სხვა ქმედებასა და უმოქმედობას, რომელიც „მხარეთა“ გონივრული კონტროლის ფარგლებს სცილდება და რომლის დადგომაც წინამდებარე „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას შეუძლებელს ხდის.
9.3 „მხარე“, რომელსაც „ფორსმაჟორული ვითარება“ შეეხო, უმოკლეს ვადაში, მაგრამ ამგვარი გარემოების დადგომიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღისა, ვალდებულია, შეატყობინოს მეორე „მხარეს“ ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ თაობაზე, „ფორსმაჟორული ვითარების“ ხასიათის და მისი შედეგების სათანადო აღწერით.
9.4 „ფორსმაჟორული ვითარების“ დადგომის შემთხვევაში, „მხარეთა“ მიერ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება გადაიწევს ამგვარი „ფორსმაჟორული ვითარების“ დამთავრებამდე/აღმოფხვრამდე.
9.5 იმ შემთხვევაში, თუ „ფორსმაჟორული ვითარება“ გასტანს ზედიზედ 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, თითოეულ „მხარეს“ უფლება აქვს მეორე „მხარისათვის“ გაგზავნილი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, შეწყვიტოს წინამდებარე „ხელშეკრულება“ ამგვარი შეწყვეტის შედეგად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე.
მუხლი 10. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაჭრა
10.1 წინამდებარე „ხელშეკრულება“ რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და განიმარტება მის შესაბამისად.
10.2 „მხარეთა“ შორის წინამდებარე „ხელშეკრულების“ ირგვლივ წამოჭრილი ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. იმ შემთხვევაში, თუ „მხარეები“ ვერ შეძლებენ შეთანხმების მიღწევას, დავა განსახილველად გადაეცემა საქართველოს შესაბამისი განსჯადობის სასამართლოს.
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები
11.1 წინამდებარე „ხელშეკრულების“ ნებისმიერი ცვლილება/დამატება ძალაშია მხოლოდ
„მხარეთა“ მიერ შესაბამისი წერილობითი შეთანხმებით გაფორმების შემდეგ.
11.2 წინამდებარე „ხელშეკრულების“ რომელიმე დებულების ბათილობა არ იწვევს მისი სხვა დებულებ(ებ)ის ან/და მთლიანად „ხელშეკრულების“ ბათილობას. ბათილი დებულების ნაცვლად, გამოიყენება ისეთი დებულება, რომლითაც უფრო ადვილად მიიღწევა „ხელშეკრულებით“ (მათ შორის ბათილი დებულებით) გათვალისწინებული მიზანი.
11.3 „მხარეები“ ადასტურებენ, რომ მათ გაცნობიერებული აქვთ წინამდებარე „ხელშეკრულების“ შინაარსი, იგი ზუსტად გამოხატავს „მხარეთა“ თავისუფალ ნებას და რომ მათ მიერ ნების გამოვლენა მოხდა „ხელშეკრულების“ შინაარსის გონივრული განსჯის შედეგად.
11.4 წინამდებარე „ხელშეკრულება“ გაფორმებულია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ინახება „მყიდველთან“, ხოლო მეორე - „გამყიდველთან“.
12. მხარეთა ხელმოწერები:
„გამყიდველი“ [-] საიდენტიფიკაციო ნომერი [-] [მისამართი] [საბანკო რეკვიზიტები] [-] [-] | „მყიდველი“ შპს ,,xxxxxxx xxxxx ენდ ფაუერი“ საიდენტიფიკაციო ნომერი 203826002 ქ. თბილისი, კოსტავას 1 შეს. 33 სს ,,თიბისი ბანკი’’ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა XX00XX0000000000000000 გენერალური დირექტორი |