იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT18 ) მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები სამუშაოების შესყიდვაზე (CPV45200000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა...
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება
ხელშეკრულების პირობების საბოლოო ვარიანტი შეიძლება დაზუსტდეს და დაიხვეწოს ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში
ქ. გორი 2018წ.
ერთის მხრივ, გორის მუნიციპალიტეტის მერია (შემდგომში „შემსყიდველი“) წარმოდგენილი გამგებლის - xxxxxxxxxxx xxxxxxxxxxxxx სახით და მეორეს მხრივ,
წარმოდგენილი მისი დირექტორის - სახით (შემდგომში „მიმწოდებელი“), „სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა ელექტრონული ტენდერი (აუქციონის გარეშე) (NAT18 ) მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები სამუშაოების შესყიდვაზე (CPV45200000), რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მიმწოდებლის სატენდერო წინადადება. მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შეასრულოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის გზიდან სათემო- ციცაგიანთკარი-ახრისი დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები
.00 ( ) ლარად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით (შემდგომში „ხელშეკრულების ღირებულება“).
1. გამოყენებული ტერმინები
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1.1.სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება) - შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენს შორის დადებული ხელშეკრულლება, თანდართულ და ხელშეკრულებაში მითითებულ ყველა დოკუმენტაციასთან ერთად, რომელიც ხელმოწერილია ორივე მხარის მიერ.
1.2.შემსყიდველი ორგანიზაცია (შემდგომში „შემსყიდველი“) - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვებს.
1.3.მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და აწვდის საქონელს, მომსახურებას ან ასრულებს სამუშაოს.
1.4.ხელშეკრულების ღირებულება - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის.
1.5.დღე - ნიშნავს კალენდარული დღეს.
2. შესყიდვის ობიექტი
2.1.შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის გზიდან სათემო-ციცაგიანთკარი-ახრისი დამაკავშირებელი გზის ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა (CPV45233000) თანდართული ხარჯთაღრიცხვის მიხედვით.
3. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები და მიწოდების პირობები
3.1.შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პარამეტრები მოცემულია ფასების ცხრილში,
რომელიც თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3.2.სამუშაოს დასრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 120 (ასოცი) კალენდარული დღე.
3.3. „მიმწოდებელი“ ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ხუთი დღის ვადაში დაიწყოს სამუშაო.
3.4.ეტაპობრივი მიღება-ჩაბარებისას მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ფორმა #3.
3.5. მიწოდების ადგილია გორის მუნიციპალიტეტის სოფლები: ქვეში, სათემო, ციცაგიანთკარი, ახრისი.
4. სამუშაოს შესრულების პირობები
4.1.ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულდეს საპროექტო დოკუმენტაციის, მოქმედი სამშენებლო ნორმების, მსგავსი სამუშაოებისათვის გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად. 4.2.ამავე მუხლის 4.1. პუნქტის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში „მიმწოდებლის“ მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის ზომები.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
5.1.შემსყიდველი უფლებამოსილია, სამუშაოების შესრულების პარალელურად მოახდინოს მისი შემოწმება და ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის დადგენა.
5.2.შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის, დეფექტის ან/და ხელშეკრულებით/სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სტანდარტების დარღვევის შემთხვევაში „შემსყიდველი“ დაუყოვნებლივ, წერილობით, აცნობებს
„მიმწოდებელს“ ხარვეზის შესახებ და მის გამოსასწორებლად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას.
5.3.გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ ინსპექტირებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს.
5.4.მიმწოდებელმა სამუშაოთა წარმოების ნორმების მიხედვით სისტემატიურად უნდა აწარმოოს მასალებისა და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მიღებული შედეგები შეიტანოს ყოველდღიურად ჟურნალში.
5.5.შემსყიდველს უფლება აქვს განახორციელოს ტექნიკური ზედამხედველობა, მშენებლობის ნებისმერ მომენტში შეამოწმოს გამოყენებული მასალებისა და სამუშაოთა შესრულების ხარისხი. იმ შემთხვევაში თუ ხარისხი არ აღმოჩნდება ამ სფეროში დამკვიდრებული სტანდარტების შესაბამისი, შემსყიდველი უფლებამოსილია შეაჩეროს სამუშაოები ან/და აკრძალოს შეუსაბამო მასალების გამოყენება.
5.6. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულის შესრულების კონტროლს/ინსპექტირებას განახორციელებს შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისათვის შერჩეული, შესაბამის სფეროში აკრედიტირებული (ინსპექტირების ორგანო) - შპს „ოპტიმალ გრუპ +“ .
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1.შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ, რომელიც ხელმოწერილი იქნება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
6.2. ეტაპობრივი მიღება-ჩაბარებისას მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ფორმა #3.
6.3.შესრულებული სამუშაოების საბოლოო მოცულობები დადგინდება შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისთვის შერჩეული, შესაბამის სფეროებში აკრედიტებული პირის (ინსპექტირების ორგანოს) - შპს „ოპტიმალ გრუპ +“ - ის მიერ მომზადებული შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშით (საექსპერტო დასკვნით).
6.4.შესყიდვის ობიექტის შემოწმებისას გამოვლენილი დეფექტის/ნაკლის აღმფხვრასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს მიმწოდებელი.
6.5.შემსყიდველი ვალდებულია წერილობით აცნობს მხარეს გამოვლენილი ნაკლის/დეფექტის შესახებ.
6.6.შესყიდვის ობიექტის როგორც შუალედური ისე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმება მოხდება სამუსაოების შესრულებაზე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და ფორმა #2-ის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისთვის შერჩეული, შესაბამის სფეროში აკრედიტირებული პირის (ინსპექტირების ორგანოს) - შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე.
6.7.შესყიდვის ობიექტის როგორც ეტაპობრივად ისე საბოლოო მიღება მოხდება სამუშაოების შესრულებაზე წარმოდგენილი ანგარიშფაქტურისა და ფორმა #2-ის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისთვის შერჩეული, შესაბამის სფეროებში აკრედიტებული პირის (ინსპექტირების ორგანოს) - შპს „ოპტიმალ გრუპ +“ - ის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე. შესყიდვის ობიექტი ჩაითვლება სრულად მიღებულად, მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოებული სამშენებლო – სარემონტო სამუშაოების მიმღები ჯგუფის მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რომელსაც „შემსყიდველის“ მხრიდან ხელს აწერენ მიმღები ჯგუფის წევრები და ჯგუფის უფროსი, ხოლო „მიმწოდებლის“ მხრიდან მისი დირექტორი.
6.8.სამუშაოს შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს ხარისხიანი და აკმაყოფილებდეს პროექტის მოთხოვნებს და საქართველოში მოქმედ ყველა სამშენებლო ნორმასა და სტანდარტს, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს მიმწოდებლის მიმართ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს გამოყენებული მასალების ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები/დასკვნები, აგრეთვე შესყიდვის და ობიექტამდე ტრანსპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. შემსყიდველის ან შემსყიდველის წარმომადგენლის შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია უზრუნველყოს მასალების ხარისხის დამადასტურებელი, მიმდინარე მოქმედების ვადის მქონე სერთიფიკატების წარმოდგენა და მათი მიკვლევადობა. სერთიფიკატების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
6.9.შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირების საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში. ამ პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა აღნიშნული შესახებ შეტყობინების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი თვის ვადაში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოს ღირებულების 1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6.10. საგარანტიო პერიოდში ნაკლის დადგენასთან და აღმოფხვრასთან დაკავშირებულ საკითხებზე მხარეთა შეუთანხმებლბის შემთხვევაში გასაწევი სამუშაოს მოცულობა დადგინდება ექსპერტიზის მიერ.
7. ანგარიშწორება და ვალუტა
7.1.ანგარიშწორება მოხდება უნაღდო ანგარიშწორების გზით, ეროვნულ ვალუტაში.
7.2.ანგარიშწორება მოხდება აღნიშნული სამუშაოსათვის 2018 წლის ადგილობრივ და სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული სახსრებით, რისთვისაც მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
7.3.როგორც შუალედური, ისე საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფორმა #2 - ის მიხედვით შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებაზე, შემსყიდველის მიერ ამ მიზნებისთვის შერჩეული, შესაბამის სფეროებში აკრედიტებული პირის (ინსპექტირების ორგანოს) - შპს „ოპტიმალ გრუპ +“ - ის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე გაფორმებული შუალედური ან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელისმოწერის შემდეგ, (დასკვნ(ებ)ის ხარჯებს აანაზღაურებს შემსყიდველი).
7.4.ეტაპობრივი ანაზღაურება მოხდება გეგმა-გრაფიკში დადგენილი ეტაპების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.
7.5.გეგმა-გრაფიკით დადგენილი ვადების დარღვევის ან/და თანხის აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს გამოსასწორებლად განესაზღვრება გონივრული ვადა, მაგრამ არაუმეტეს შვიდი დღისა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაშიც მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების 0.2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.6.ანგარიშწორება მოხდება მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.
8. ხელშეკრულების ღირებულება
8.1.ხელშეკრულების ღირებულებას წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ფასი.
8.2.ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
8.3.ხლშეკრულების ღირებულების შეცვლა დაუშვებელია თუ ამგვარი ცვლილებით იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან/და უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის. ამ წესიდან გამონაკლის წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
8.4.საქართთველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტით გაზრდა.
9. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
9.1.ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა მიერ ორმხრივად ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე.
9.2.წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, თუ აუცილებელი გახდება ხელშეკრულებაში ცვლილების ან დამატების შეტანა, ცვლილების ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით აცნობოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
9.3.ნებისმიერი ცვლილება ან დამატება, რომლითაც იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება მდგმარეობა შემსყიდველისათვის დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9.4.ხელშეკრულებაში შესატანი ნებისმიერი ცვლილება ფორმდება წერილობითი ფორმით, შეთანხმების სახით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
10. უფლებების გადაცემა
10.1. შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი გადაცემა მესამე პირისათვის.
11. სუბკონტრაქტორები
11.1. თუ სატენდერო წინადედებაში მითითებული არ არის სუბკონტრაქტის არსებობის შესახებ, მაშინ მიმწოდებელი ვალდებულია წერილობით აცნობოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტის შესახებ.
11.2. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ყველა სუბკონტრაქტი უნდა წარედგინოს შემსყიდველ მხარეს.
11.3. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში დადებული არცერთი სუბკონტრაქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ნაკისრი ვალდებულებისაგან.
12. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში წარმოიშვა წინასწარ გაუთვალისწინებელი შეფერხება, მაშინ მხარე ვალდებულია ასეთი შეფერხების წარმოშობის მომენტიდან არა უგვიანეს ხუთი დღის ვადაში წერილობით აცნობოს
მეორე მხარეს შეფერხების მიზესის და მისი შესაძლო ხანგრძლივობის შესახებ, რის შესახებაც მეორე მხარე არა უგვიანეს ხუთი დღის ვადაში აცნობებს წერილობით პასუხს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
12.2. თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შეფერხების არსებობისას მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ასეთი შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც დაერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
13. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
13.1. მხარეები მოქმედებენ საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.
13.2. შემსყიდველი ვალდებულია:
13.2.1. კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
13.2.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების პროცეში წარმოშობილი ყველა გაუთვალისწინებელი გარემოების შემთხვევაში დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს.
13.2.3. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად აუნაზღაუროს მიმწოდებელს გაწეული სამუშაოს საზღაური.
13.2.4. დაუყოვნებლივ, წერილობით აცნობოს მიმწოდებელს გაწეული სამუშაოს ზედამხედველობისას აღმოჩენილი დეფექტის/ნაკლის შესახებ.
13.3. შემსყიდველს უფლება აქვს:
13.3.1. განახორციელოს ზედამხედველობა და კონტროლი სამუშაოების მიმდინარეობისას.
13.3.2. განახორციელოს სამუშოს ტექნიკური ზედამხედველობა.
13.3.3. შეაჩეროს ან შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბი აღმოჩნდება.
13.3.4. მოითხოვოს მიმწოდებლისგან ობიექტიდან სამშნებელო ნარჩენების ტრანსპორტირების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
13.3.5. გამოსაყენებელი/გამოყენებული მასალების, აგრეთვე შესრულებული სამუშაოების ხარისხის დადასტურების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების მოთხოვნების თანახმად ეტაპობრივად, დადგენილ ვადებში წარმოადგინოს შესაბამისი საკონტროლო ლაბორატორიული გამოცდების, შემოწმებების, კვლევების შედეგები, რომლებიც გაცემული იქნება შესაბამის სფეროში აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ (საქართველოს ტერიტორიაზე ასეთი ლაბორატორიის არსებობის შემთხვევაში) მასალების და სამუშაოების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს პროექტის და საქართველოში მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების და სტანდარტების მოთხოვნებს.
13.4. მიმწოდებელი ვალდებულია:
13.4.1. კეთილსინდისიერად, დათქმულ ვადაში და სამშენებლო სფეროში არსებული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად შეასრულოს წნამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება.
13.4.2. სამუშაოები შეასრულოს ჯეროვნად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის, მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტების, მსგავსი სამუშაოებისათვის უკვე
არსებული სტანდარტების შესაბამისად. ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს სამუშაო ან/და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
13.4.3. დაუყოვნებლივ, საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრას ყველა ნაკლი, რომელიც გამოვლენილი იქნება შემსყიდველის მიერ ტექნიკური ზედამხედველობის დროს.
13.4.4. სამუშაოების შესრულების პროცესში აწარმოოს საქართველოში მოქმედი ნორმატიულ- ტექნიკური დოკუმენტებით მოთხოვნილი საშემსრულებლო დოკუმენტაცია.
13.4.5. სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ტექნიკის, მასალის და სხვა ინვენტარის მობილიზება უნდა მოახდინოს მიმწოდებელმა, რომელთა დაზიანების, დაკარგვის ან გაუმართაობის შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
13.4.6. მიმმწოდებელის მიერ სამუშაოების მიმდინარეობის დროს, დაცული უნდა იყოს მოქმედი სამშენებლო უსაფრთხოების ნორმები.
13.4.7. მიმწოდებელმა უნდა მიიღოს ყველა ზომა ტექნიკური უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის უზრუნველსაყოფად.
13.4.8. წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს დაუშვას შემსყიდველი ორგანიზაციის წარმომადგენლები სამუშაო მოედანზე.
13.4.9. საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნაკლის ან დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული დეფექტი/ნაკლი გამოწვეულია მიმწოდებლის მიერ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად, საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა.
13.5. მიმწოდებელს უფლება აქვს:
13.5.1. მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
14. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
14.1. მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების დარჩენილი შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.2%-ს ოდენობით.
14.2. თუ ვადის დარღვევის გამო, მიმწოდებლისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება.
14.3. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან.
14.4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის ქმედებით შემსყიდველს მიადგება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზიანი, მაშინ მიმწოდებელს დაეკისრება მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მაგრამ არანაკლებ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-სა.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა მისი პირობების შეუსრულებლობის გამო
15.1. მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, შემსყიდველს უფლება აქვს მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
ბ) მიმწოდებელი სისტემატურად ან/და უხეშად არღვევს წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას;
გ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ წარდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები ყალბია;
დ) საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
16. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაუძლეველი ძალის არსებობისას
16.1. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციებს და ხელშეკრულების შერულების გარანტიის დაუბრუნებლობას იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით.
16.2. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის „დაუძლეველი ძალა“ ნიშნავს ისეთ გარემოებას, რომელიც არ არის გამოწვეული მხარეთა ბრალეულობით, შეუძლებელია წინასწარ ცნობილი ყოფილიყო მხარეთათვის და რომლის არსებობაც გამორიცხავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (მაგ: სტიქიური მოვლენები, ომი, გაფიცვა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფორს-მაჟორული მდგომარეობები).
16.3. ასეთი გარემოების არსებობის შემთხვევაში, იმ მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს დაუძლეველი ძალის აღმოფხვრიდან სამი სამუშაო დღის ვადაში წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი ვითარების შესახებ.
16.4. თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გრძელდება ერთ თვეზე მეტი ვადით, მაშინ მხარეებს უფლება აქვთ შეწყვიტონ ხელშეკრულება კომპენსაციის მოთხოვნის გარეშე.
17. სადაო საკითხების გადაწყვეტა
17.1. მხარეები უნდა ეცადნონ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყვიტონ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.
17.2. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ სადაო საკითხზე შეთანხმებას, მათ უფლება აქვთ მიმართონ სასამართლოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
18. გამოყენებული სამართალი
18.1. ხელშეკრულება დადებულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
19. მხარისათვის შეტყბინების გაგზავნა
19.1. მხარეთა შორის, წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეტყობინების გაგზავნა უნდა მოხდეს წერილობითი ფორმით, მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე.
19.2. შეტყობინება ძალაში შედის მხარის მიერ მისი მიღების დღიდან ან შეტყობინებაში მითითებული ვადიდან.
20. გადასახადები და დაბეგვრა
20.1. რეზიდენტი და არარეზიდენტი მიმწოდებლები პასუხს აგებენ ყველა იმ გადასახადის გადახდაზე, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოში მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით.
21. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
21.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და ძალაშია 2018 წლის _ ჩათვლით.
22. სხვა პირობები
22.1. შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობა რეგულირდება წინამდებარე ხელშეკრულებით, სატენდერო დოკუმენტაციითა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
22.2. წინამდებარე ხელშეკრულებას და სატენდერო დოკუმენტაციას აქვს თანაბარი იურიდიული ძალა.
22.3. წინამდებარე ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, რომლებსაც აქვთ თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო ორი რჩება შემსყიდველ ორგანიზაციაში).
22.4. წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიტანება წერილობითი ფორმით და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
23. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი
გორის მუნიციპალიტეტის მერია
ს/კ 218086087 ს/კ
მის: გორი, xxxxxxx #5 მის:
სახელმწიფო ხაზინა ბანკი: სს
კოდი: TRESGE22 ბანკის კოდი:
ა/№ 300843460
გორის მუნიციპალიტეტის მერი
ა/№
დირექტორი