აღნიშნული ხელშეკრულება ფორმდება 2020 წლის 00 იანვრის აუქციონის N00000000 (www.auction.ge) საფუძველზე
ხელშეკრულება #
აღნიშნული ხელშეკრულება ფორმდება 2020 წლის 00 იანვრის აუქციონის N00000000 (xxx.xxxxxxx.xx) საფუძველზე
1. ხელშეკრულების მხარეები:
ერთის მხრივ, კომპანია (შემდგომში „კომპანია“),
მეორეს მხრივ აუქციონში გამარჯვებული პირი (შემდგომში `შემსრულებელი”), ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. წინამდებარე ხელშეკრულება არეგულირებს მხარეთა შორის ურთიერთობებს, რაც წარმოიშობა კომპანიის კვებითი მომსახურების გაწევის შედეგად დაგროვილი საკვები კერძების ნარჩენების გატანით შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან:
ა) აღმოსავლეთ საქართველო:
თბილისი შემოგარენით, გარდაბანი, დუშეთი, თეთრი წყარო, მარნეული, საგარეჯო, დედოფლისწყარო, თელავი, ახალციხე, ბოლნისი, გორი, ქარელი, ხაშური;
ბ) დასავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან:
ქუთაისი შემოგარენით, ქობულეთი, ხელვაჩაური, ბათუმი შემოგარენით, სენაკი, ხონი, ბაღდათი, საჩხერე.
2.2. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე შემსრულებელი ვალდებულია ყოველ კალენდარულ დღეს საკუთარი ავტომობილითა და საკუთარი სუფთა, ჰერმეტულად თავდახურული კასრებით (40-60 ლიტრიანი) ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე მდებარე კვების ობიექტებიდან გაიტანოს არსებული საკვები კერძების ნარჩენები სრულად.
3. მხარეთა ვალდებულებები
3.1. კომპანია ვალდებულია:
3.1.1. მოათავსოს საკვები კერძების ნარჩენები მითითებულ ადგილას, საიდანაც შემსრულებელი მოახდენს მის გატანას ხელშეკრულების შესაბამისად;
3.1.2. თავისი მიზეზით არ შეაფერხოს შემსრულებლის მიერ სამუშაოს შესრულება;
3.2. შემსრულებელი ვალდებულია:
3.2.1. სრულად აითვისოს და სრულად გაიტანოს საკვების კერძების ნარჩენები ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიებზე არსებული ობიექტები.
3.2.2. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ყოველდღიურად გაიტანოს ზემოაღნიშნული ტერიტორიიდან საკვები კერძების ნარჩენები, ან ზეპირსიტყ ვიერი შეთანხმების საფუძველზე, შეთანხმების შესაბამისად.
3.2.3. ყოველდღიურად კომპანიას დაუტოვოს საკვები კერძების ნარჩენებისთვის განკუთვნილი
სათადარიგო სუფთა/დეზინფიცირებული ჰერმეტულად თავდახურული კასრები, რომელშიც კომპანია უზრუნველყოფს საკვები კერძების ნარჩენების მოთავსებას.
3.2.4. კეთილსინდისიერად მოახდინოს საკვები კერძების ნარჩენების წონის და მოცულობის აღწერა.
3.2.5. საკვები კერძების ნარჩენების გატანისას დაიცვას საქართველოში მოქმედი სანიტარულ–ჰიგიენური ნორმები;
3.2.6. ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად მოახდინოს ანგარიშსწორება;
3.2.7. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში და კეთილსინდისიერად მოახდინოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
3.3. მხარეები ვალდებულნი არიან ყოველდღიურად შეადგინონ ფაქტიურად გატანილი საკვები კერძების ნარჩენების მოცულობის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი.
4. ანგარიშსწორების წესი
4.1. 1 .00 კგ. საკვები კერძების ნარჩენების ღირებულება შეადგენს ლარს;
4.2. ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, მე-10 მუხლში მითითებულ კომპანიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, არაუგვიანეს ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 (თხუთმეტი) რიცხვისა კომპანიის მიერ გამოწერილი საბუღალტრო ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად;
4.3. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ გადასახადებს.
5.მხარეთა პასუხისმგებლობა:
5.1. მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის;
5.2. თითოეული მხარე ვალდებულია დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს დადგენილი წესით, შეთანხმების ფარგლებში. ამასთან თითოეულმა მათგანმა ხელი უნდა შეუწყოს მეორე მხარეს ვალდებულების შესრულებაში. მხარე, რომელიც არღვევს ნაკისრ ვალდებულებას, ვალდებულია დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა;
5.3. იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი არ შეასრულებს წინამდებარე ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, კერძოდ: წინამდებარე ხელშეკრულების 3.2 პუნქტით ( 3.2.1-დან 3.2.7-ის ჩათვლით), კომპანია უფლებამოსილია ყოველ კონკრეტულ დარღვევაზე დაარიცხოს შემსრულებელს ჯარიმა 300 (სამასი) ლარის ოდენობით. ჯარიმის დარიცხვა არ ათავისუფლებს შემსრულებელს ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისაგან.
5.4. იმ შემთხვევაში, თუ შემსრულებელი არ გადაუხდის კომპანიას გატანილი ნარჩენების ღირებულებას ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, კომპანია უფლებამოსილია შემსრულებელს დაუყონებლივ დააკისროს პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
6. შესრულების გარანტია
6.1. შემსრულებელმა (ხელშეკრულების გაფორმებამდე) წარმოადგინა საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვეო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია გაცემული სს „ “ გარანტიის N00000000.
6.2. შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობაა - 16 000 (თექვსმეტი ათასი) ლარი.
6.3. შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ვადაა - ( მ ი ნ ი მ უ მ ) 2020 წლის 20 იანვარი.
6.4. შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი ვალდებულების დარღვევა, ასევე მე-5 მუხლის შესაბამისად პირაგასამტეხლოს დარიცხვა) შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების პერიოდში მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს (გარანტს) და მოითხოვოს ხელშეკრულების შესრულების საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა/თანხები.
6.5. იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი რაიმე ფორმით უარს აცხადებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდაზე კომპანია, როგორც ბენეფიციარი, უფლებამოსილია მიმართოს გარანტორს და მოითხოვოს პირგასამტეხლოთი დაკისრებული თანხის ანაზრაურება და ამ გზით დაიკმაყოფილოს პირგასამტეხლოს ოდენობა შემსრულებლისგან.
6.5.1 საბანკო გარანტიის საშუალებით დაკისრებული პირგასამტეხლოს დაკმაყოფილების შემთხვევაში
კომპანიას არ შეუძლია იგივე დარღვევაზე მოითხოვოს პირგასამტეხლოს ანაზღაურება შემსრულებლისგან.
6.6. იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი არ ახორციელებს გატანილი ნარჩენების ღირებულების ანაზღაურებას, კომპანია უფლებამოსილია შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტიიდან მოახდინოს მისაღები თანხის ოდენობის დაკმაყოფილება და მიმართოს გარანტორს ასანაზღაურებელი თანხის პროპორციული ოდენობის ჩარიცხვის მიზნით.
6.6.1. წინამდებარე ხელშეკრულების 6.6 მუხლში მოყვანილი პრინციპით/xxxxxxx xxxxxxxxx მეშვეობით,
გატანილი ნარჩენების ღირებულების ანაზღაურება შემსრულებელს ჩაეთვლება ვალდებულების შესრულებად/გატანილი ნარჩენების ღირებულების ანაზღაურებად, შესაბამისად კომპანიას კონკრეტულ მოთხოვნაზე/თანხაზე შემსრულებლის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.
6.6.2. იმ შემთხვევაში თუ საბანკო გარანტიის ოდენობა შემცირდება საერთო ღირებულების 30% -მდე ან ნაკლები, კომპანია უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტიის შევსება სრულ ოდენობამდე ან შეწყვიტოს მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულება.
6.7. შემსრულებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ
მიღება-ჩაბარების (შესრულების) აქტის
პ რ ო ე ქ ტ ი
გაფორმებიდან 1
(ერთი) თვის ვადაში, შემსრულებლის
წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე კომპანია უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნებას.
6.8. კომპანიისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში კომპანია შემსურლებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაბრუნებას.
7. დავის მოწესრიგება
7.1.მხარეთა შორის წარმოშობილი ნებისმიერი უთანხმოება გადაწყდება ურთიერთშეთანხმების გზით;
7.2. მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაწყვეტს სასამართლო. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მიექცევა დაუყონებლივ აღსასრულებლად.
8. ფორს–მაჟორი
8.1. ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის დაუძლეველი ძალა (ფორს – მაჟორი) არის გარემოებები, რომლებიც წარმოიშობა მხარეთა ნებისაგან დამოუკიდებლად და მიუხედავად მხარეთა მიზანმიმართული მოქმედებებისა, შეუძლებელი ხდება მათი დაძლევა. დაუძლეველი ძალის გარემოებებს მიეკუთვნება: სტიქიური უბედურებები, გადაულახავი ბუნებრივი მოვლენები.
8.2. მხარეებს არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის ან თავისი
ვალდებულებების არადროული შესრულებისათვის დაუძლეველი ძალის გარემოებების მოქმედების მთელი დროის განმავლობაში.
9. დასკვნითი დებულებები
9.1. ხელშეკრულების მოქმედების ვადა -----
9.2. ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ვადამდე შემდეგ შემთხვევებში:
(ა) მხარეთა შეთანხმებით ნებისმიერ დროს; (ბ) კომპანიამ შეწყვიტა, ან შეაჩერა თავისი საქმიანობა; (გ) შემსრულებელმა შეწყვიტა, ან შეაჩერა თავისი საქმიანობა; (დ) მიმდინარეობს მხარის მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოება; (ე) შემსრულებელმა 2 ჯერ ან მეტჯერ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, მოიუხედავად იმისა, აღნიშნულმა დარღვევამ გამოიწვია თუ არა შემსრულებელზე პირგასამტეხლოს დარიცხვა ან სხვა დამატებითი იძულებითი ღონისძიების განხორციელება. (ვ) შემსრულებელმა ანგარიშსწორების განხორციელების ვადას გადააცილა 15 (თხუთმეტი) დღეზე მეტი ვადით;
9.3. წინამდებარე ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტა მხარეთა შეთანხმებით დასაშვებია, მხოლოდ ინიციატორი მხარის წერილობითი მოთხოვნით, რომელიც უნდა ჩაბარდეს მეორე მხარეს ხელშეკრულების გაუქმების თარიღამდე 5 (ხუთი) დღით ადრე;
9.4. ურთიერთობები რომლებიც არ არის რეგულირებული წინამდებარე ხელშეკრულებით, გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
9.5. ხელშეკრულებაში ცვლილებები შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ წერილობითი ფორმით, რაც დასტურდება მხარეთა უფლებამოსილი პირების ხელმოწერით;
9.6 ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ორ იდენტურ ეგზემპლარად და გადაეცემა თითოეულ მხარეს;
10. მხარეთა რეკვიზიტები
`კომპანია”
საიდენტიფიკაციო კოდი: მისამართი:
xxxxxxxxxx xxx: ელ.ფოსტა
ბანკის დასახელება: ბანკის კოდი: ანგარიშის ნომერი:
„შემსრულებელი“
საიდენტიფიკაციო კოდი: მისამართი:
xxxxxxxxxx xxx: ელ.ფოსტა:
ბანკის დასახელება: ბანკის კოდი: ანგარიშის ნომერი:
ხელმოწერა: ------------------------ ხელმოწერა: --------------------------