სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N
პროექტი
ხელშეკრულება
ხელშეკრულების
პირობების საბოლოო
ვარიანტი
xxxxxxxxx და დაიხვეწოს
ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N
ერთის მხრივ, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება“ (შემდგომში _ „შემსყიდველი“), წარმოდგენილი ----- ------- სახით და მეორეს მხრივ, ------------
(შემდგომში „მიმწოდებელი“), წარმოდგენილი ------------სახით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და მათი გათვალისწინებით, შეთანხმდნენ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე და სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების თაობაზე.
1. გამოყენებული ტერმინების განმარტებები ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” (შემდგომ _ ”ხელშეკრულება”) _ შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2. ”შემსყიდველი ორგანიზაცია” (შემდგომ ”შემსყიდველი”) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.3. ”მიმწოდებელი” ნიშნავს პირს, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და ასრულებს სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
1.4. ”ხელშეკრულების ღირებულება” ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა
ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და დედმიწევნით შესრულებისათვის;
1.5. ”დღე”, ”კვირა”, ”თვე” ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
2. შესყიდვის ობიექტი, ტექნიკური პირობები და კლასიფიკატორის კოდი
2.1. შესყიდვის ობიექტი– ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ საკუთრებაში არსებული ავტომანქანების რეცხვის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა. 2.2. კლასიფიკატორის კოდი: 50112300 - მანქანის რეცხვა და მსგავსი მომსახურებები.
2.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების აღწერა მოცემულია, NAT-------------------
სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს ლარს;
3.2 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება უნდა შეიცავდეს შემსრულებლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.
4. ანგარიშსწორების ფორმა და ვადები
4.1. ,,მიმწოდებლის“ ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
4.2. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება ხორციელდება მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების შემდეგ, ხელმოწერილი მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე;
4.3. ანგარიშსწორება მოხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ ბიუჯეტით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
5. შესყიდვის ობიექტის მიღება–ჩაბარების წესი
5.1. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება განხორციელდება, ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებით.
5.2. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმებაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების“ მთავარი ინჟინერი
6. მომსახურების გაწევის პირობები
6.1. მომსახურების გაწევის ვადა: ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2023 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.
6.2 მომსახურების გაწევის ადგილი – ქ. წყალტუბოდან არაუმეტეს 20კმ დაშორებით.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები
7.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს მიმწოდებლის ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ხარისხის ინსპექტირება;
7.2. შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დაცვით.
7.3. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
8. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
8.1. შემსყიდველი ვალდებულია მომსახურეობის მიწოდების პარალელურად მოახდინოს გაწეული მომსახურეობის შემოწმება, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან და შემსყიდველის პირობებთან.
8.2. შემოწმების შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი ნაკლის ან დეფექტის შესახებ შემსყიდველი დაუყოვნებრივ წერილობით აცნობებს მიმწოდებელს დაწუნებული მომსახურების მიზეზის მითითებით..
8.3. ამ მუხლის არც ერთი პუნქტი არ ათავისუფლებს მიმწოდებელს მოცემული ხელშეკრულების გარანტიის ან სხვა ვალდებულებებისაგან.
9. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
9.1. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობით ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;
9.2. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობების შემსყიდველისთვის, გარდა სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგებილი წესით.
9.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო განგძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანით გზით.
11 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 20%–ის ოდენობით;
11.2. მომსახურეობის გაწევის ვადის გადაცილების შემთხვევაში ყოველ გადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.02%-ის ოდენობით.
11.3. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის, მიმწოდებლის დაჯარიმების შემთხვევეაში, შემსყიდველი იტოვებს უფლებას ფაქტიურად გაწეული სამუშაოს ასანაზღაურებელი თანხიდან, საჯარიმო სანქციების თანხა პირდაპირ გადარიცხოს არასაგადასახადო ანგარიშსწორების ერთიან ანგარიშზე სახელმწიფო ხაზინაში;
11.4. საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
12 ხელშეკრულების შეწყვეტა
12.1. შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, ასევე დააკისროს მიმწოდებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება საქართვლოში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად:
ა) თუ მიმწოდებელი არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს;
ბ) თუ მიმწოდებელი სისტემატიურად ან/და უხეშად არღვევს ხელშეკრულების პირობებს;
გ) იმ შემთხვევაში, თუ ვადების გადაცდენისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 0,5 %-ს;
დ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას;
ე) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში;
ვ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში;
12.2. შემსყიდველს შეუძლის მთლიან ან ნაწილობრივ შეწყვიტოს ხელშეკრულება:
ა) თუ მიმწოდებელს ხელსეკრულებით გათვალისწინებულ ან შესყიდველის მიერ გაგრძელებულ ვადებში არ შეუძლია შეასრულოს საქონლის მოწოდება;
ბ) თუ მომწოდებელს არ შეუძლია შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება.
12.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
.
13. ფორს-მაჟორი
13.1. ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყრების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორს-მაჟორის შემთხვევაში გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
13.2. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული, როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
13.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობის და შესაძლებლობის მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების
შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
13.4. იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
14. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
14.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავების გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მომქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15. შეტყობინება
15.1. ნებისმიერი შეტყობონება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის სახით, ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
15.2. შეტყობონება ძალაში შედის ადრესატის მიერ მიღების დღეს ან შეტყობონების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
16. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
16.1 ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის თარიღიდან და ძალაშია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების დღიდან 2024 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
17. სხვა პირობები
17.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
17.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ორ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და ერთი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
17.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითაა შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
17.4. „ხელშეკრულების“ მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი დანომრილია და დასათაურებულია მხოლოდ მოხერხებულობისათვის და ამ ფაქტს „ხელშეკრულების“ ინტერპრეტაციისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება. მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის დასათაურებაში ან დანომვრაში ცდომილების/სხვაობის არსებობის შემთხვევაში, გამოიყენება ამავე მუხლ(ებ)ის, პუნქტ(ებ)ის ან/და ქვეპუნქტ(ებ)ის შესაბამისი შინაარსის მქონე მუხლ(ებ)ი, პუნქტ(ებ)ი ან/და ქვეპუნქტ(ებ)ი.
17.5. „ხელშეკრულების“ ტექსტში მექანიკური ან/და ტექნიკური შეცდომის ან/და ხარვეზის არსებობის შემთხვევაში „მხარეთა“ მიერ, აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი განხილული და განმარტებული უნდა იყოს „ხელშეკრულების“ შესაბამისი წინადადების (წინადადებების) ან/და შინაარსიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეცდომა ან/და ხარვეზი არ შეესაბამება „ხელშეკრულების“ სათანადო წინადადებას/წინადადებებს ან შინაარს, მას (ხარვეზი/შეცდომა) „ხელშეკრულების“ შინაარსის განმარტებასთან დაკავშირებით არ ექნება (არ მიენიჭება) რაიმე მნიშვნელობა
მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი