ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ NGEO სპეც ---
პროექტი
(აღნიშნული პროექტი დაზუსტდება გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულების გაფორმების დროს)
ხელშეკრულება მომსახურების შესყიდვის შესახებ NGEO სპეც ---
ქ. თბილისი წ.
ერთის მხრივ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxxxxx სახით (შემდგომში - შემსყიდველი) და მეორეს მხრივ, -----------
------------------- წარმოდგენილი სახით (შემდგომში - მიმწოდებელი), 2023 წლის 17 მარტის საქართველოს მთავრობის N107 დადგენილებით დამტკიცებული „შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მიერ საქონლისა და მომსახურების შესყიდვის სპეციალური წესისა“ და მიმწოდებლის სატენდერო წინადადების საფუძველზე, GEO----------------------
ელექტრონული პროცედურის ჩატარების შედეგად ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
მუხლი 1. ხელშეკრულების საგანი
1.1 ხელშეკრულების შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს: შემსყიდველის საკუთრებაში მყოფი 1.1 პუნქტში მითითებული დიდი ტვირთამწეობის ავტომობილის (თვითმცლელის) სრულყოფილად შეკეთების და ტექნიკური მომსახურების შესყიდვა (CPV50114000 - სატვირთო მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება) ფასების ცხრილის (პრეისკურანტის) დანართი N1-ის და N-2 -ის შესაბამისად, რომელიც თან დაერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს - შემდგომში მომსახურება.
1.2 ავტომანქანების ჩამონათვალი რომელზეც უნდა განხორციელდეს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება:
N | მარკა | მოდელი | სახ ნომერი | გამოშვების წელი | საიდენტიპიკაციო კოდი |
1 | KAMAZ | 65225 | RN-572-NR | 2017 | XXX000000X0000000 |
2 | KAMAZ | 65225 | RN-573-NR | 2017 | XXX000000X0000000 |
3 | KAMAZ | 65225 | RN-574-NR | 2017 | XXX000000X0000000 |
4 | KAMAZ | 6520 | AQ-973-QQ | 2019 | XXX000000X0000000 |
5 | KAMAZ | 6520 | AQ-974-QQ | 2019 | xtc652003k1398285 |
6 | MAZ | 55102 | OC-610-CO | 2015 | Y3555102F0014539 |
7 | MAZ | 55102 | OC-611-CO | 2015 | X0X000000X0000000 |
მუხლი 2. ღირებულება და ანგარიშსწორების წესი
2.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს: 250 000 (ორას ორმოცდა ათი ათასი) ლარს, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გათვალისწინებით.
2.2 მხარეები ანგარიშსწორებას ახორციელებენ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
2.3 შემსყიდველი ანგარიშსწორებას ახორციელებს ეტაპობრივად, ყოველი საანგარიშო თვის დასრულებისას მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
2.4 მომსახურების გაწევის პერიოდში, პრეისკურანტში შესყიდვის ობიექტის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში შესაბამისი ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება, აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
მუხლი 3. მომსახურების შესაბამისობა
3.1. ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული მომსახურება უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ ნორმებსა და წესებს, მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილს სტანდარტებს, ტექნიკურ რეგლამენტებს, აგრეთვე ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ პირობებს, რომელიც ამ ნაწილში წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე მისი განუყოფელი ნაწილი ხდება.
3.2. 3.1. პუნქტში აღნიშნული წესებიდან და ნორმებიდან ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია არ მიიღოს საქონელი და მომსახურება (მონტაჟი) და მიმწოდებლის მიმართ გამოიყენოს ამ ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.
მუხლი 4. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
4.1. მომსახურება ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტზე შემსყიდველის წარმომადგენლის მხრიდან ხელმოწერის შემდეგ.
4.2. ამ ხელშეკრულების ძალით გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარებას შემსყიდველის მხრიდან ხელს აწერს შემსყიდველი ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული დეპარტამენტის სამეურნეო განყოფილების უფროსი xxxxxx xxxxxxxxxxx.
მუხლი 5. მომსახურების გაწევის ვადა
5.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2024 წლის 03 იანვრიდან - 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად). ამასთან, მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:
ა) ზეთების, სამუხრუჭე ხუნდის შეცვლა არაუმეტეს 1 სთ.
ბ) სავალი ნაწილების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან არაუმეტეს 1 სამუშაო დღე.
გ) ძრავის, გადაცემათა კოლოფის და ხიდების ძირეული შეკეთება მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 სამუშაო დღე.
დ) ელექტრული დეტალების შეცვლა/აღდგენა მოთხოვნიდან 1 სამუშაო დღე.
ე) ტექნიკური დათვალიერება არაუმეტეს 1 სთ.
5.2 იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება დეფიციტური ნაწილის მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით გონივრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 40 კალენდარული დღისა.
5.3 მიმწოდებელი ვალდებულია ავტომობილის სერვის ცენტრში მისვლისას თანავე ჩაატაროს ა/მანქანის დათვალიერება, რის შემდგომაც მხარეები ადგენენ დეფექტურ აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, მისი ღირებულება, მომსახურების გაწევის დრო (დაწყებისა და დასრულების ვადები. ამასთან მომსახურების დაწყება უნდა გახნხორციელდეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა).
მუხლი 6. მომსახურების გაწევის ფორმა და ადგილი
მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს პრეტენდენტის სერვის ცენტრში, შემდეგ მისამართზე:-------------. საჭიროების შემთხვევაში მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მობილური სერვის ჯგუფის მიერ ტექნიკის განთავსების ადგილზე.
მუხლი 7. საგარანტიო პირობები და ვადები
7.1 ა/მანქანის შეკეთებისა და მომსახურებისათვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი, ქარხნული, ხარისხიანი და არ ავლენდეს დეფექტებს, რაზეც ვრცელდება შემდეგი გარანტია:
ა) სავალ ნაწილებზე არანაკლებ 6 თვე;
ბ) ძრავზე, გადაცემათა კოლოფზე და ხიდებზე არანაკლებ 1 წელი ან 25 000 კმ (რომელიც ადრე შესრულდება);
გ) ელექტრულ მოწყობილობებზე (გარდა ელ. მცველებისა და ნათურებისა) არანაკლებ 1 წელი;
დ) გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 2 000 კმ
7.2 მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის გამოცვლაზე შესაბამისი მომსახურებით საკუთარი ხარჯით.
მუხლი 5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
5.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განახორციელოს წინამდება ხელშეკრულების მე-5 მუხლის შესაბამისად.
ბ) მომსახურება განახორციელოს დროულად, ხარისხიანად ამ ხელშეკრულების, ტექნიკური დავალებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული და დამონტაჟებული საქონლის კონტროლის უარყოფითი შედეგების (დეფექტების აქტი) საფუძველზე გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა;
დ) შემსყიდველს უმოკლეს ვადაში აცნობოს მისი ორგანიზაციის მოსალოდნელი რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ.
5.2. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) საამისოდ შერჩეულ პირთან /ან პირებთან ერთად აწარმოოს ინსპექტირება საქონლის მიწოდების და მომსახურების გაწევის ვადების მიმდინარეობაზე, რომელთა დარღვევის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია შეაჩეროს მომსახურების გაწევის მიმდინარეობა;
ბ) შეუფერხებლად აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის და გაწეული მომსახურების ღირებულება (მონტაჟის) ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად.
მუხლი 6. ფორს-მაჟორი
6.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის (სტიქიური უბედურება, ეპიდემია, ომი, საზოგადოებრივი არეულობა, ცვლილებები კანონმდებლობაში და ა.შ) ზეგავლენით, რომლის წინასწარ განსაზღვრა ან თავიდან აცილება მხარეების შესაძლებლობას აღემატებოდა. დაუძლეველი ძალით გამოწვეული მოვლენები ეწოდება მოვლენებს, რომლის წარმოშობასა და განვითარებაზე მხარეებს ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლიათ (ფორს-მაჟორი).
6.2 მხარე, რომელსაც მიზეზად დაუძლეველი ძალის მოვლენები მოჰყავს, ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს მეორე მხარეს წერილობით ასეთი მოვლენების დადგომის თაობაზე. ამასთან, მეორე მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს დაუძლეველი ძალის მოვლენების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ამ მოვლენამ არსებითად ხელი შეუშალა მხარეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში.
მუხლი 7. პასუხისმგებლობა
7.1. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 5% არაუგვიანეს 14 საბანკო დღეში და უზრუნველყოს დარღვეული უფლების დაუყოვნებლივ გამოსწორება.
7.2 წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0,06% ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7.3 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე ხელშეკრულების პირობების დაზღვევის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5 (ხუთი) პროცენტს, მეორე მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.
მუხლი 8. ხელშეკრულების შეწყვეტა
8.1 ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მეირ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
8.2 ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მეორე მხარეს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
8.3 ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება ხდება დანართი შეთანხმების გზით, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ხელშეკრულების ცალმხრივად (წერილობითი ფორმით) შეწყვეტის შესაძლებლობა.
8.4 შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე, ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება თუ:
ა) მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს);
ბ) მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე (მიუხედავად მისი დაწყების დროისა); გ) მიმწოდებლის ქონებას დაედო ყადაღა;
დ) მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია მოახდინოს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე.
მუხლი 9. უფლებების გადაცემა
9.1 წინამდებარე ხელშეკრულების არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
9.2 მესამე პირებთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
მუხლი 10. შეტყობინება
10.1 ნებისმიერი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე, ხელშეკრულების შესაბამისად, უგზავნის მეორე მხარეს, გაიგზავნება წერილის, დეპეშის, ტელექსის ან ფაქსის სახით, ორიგინალის შემდგომი წარმოდგენით, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მეორე მხარის მისამართზე.
10.2 შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს ან შეტყობინების ძალაში შესვლის დადგენილ დღეს, იმის მიხედვით, თუ ამ თარიღებიდან რომელი უფრო გვიან დგება.
მუხლი 11. სხვა პირობები
11.1 ნებისმიერი გადახრა ან ცვლილება ამ ხელშეკრულების პირობებში დაიშვება მხოლოდ ორივე მხარის მიერ ხელმოწერილი წერილობითი შესწორებების საფუძველზე.
11.2 იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის დროს ამ ხელშეკრულების ღირებულებისა და ანგარიშსწორებიდან გამომდინარე, ან რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზის გამო წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, მათ შორის ფასების გადასინჯვის
შესაძლებლობა, ასეთი ცვლილებები დასაშვებია წინამდებარე ხელშეკრულების საერთო შინაარსის ფარგლებში და ცვლილებების შეტანის ინიციატორი მხარე ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია.
11.3 ნებისმიერ ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისათვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
11.4 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
11.5 მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო საკითხები წყდება ურთიერთშეთანხმებითა და მოლაპარაკებების გზით; იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება არ იქნება მიღწეული უთანხმოების წარმოშობიდან 30 დღის განმავლობაში, დავა გადაწყდება სასამართლოს მეშვეობით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11.6 ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე ელექტრონულად. ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
მუხლი 12. გარანტია
12.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილია საქართველოში ლიცენზირებული დაწესებულების მიერ გაცემული გარანტია, რომლის თანხის ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. გარანტის ძალით შემსყიდველს აქვს უფლება გარანტიის გამცემი დაწესებულებისგან პირველი მოთხოვნისთანავე მიიღოს შესაბამისი თანხა.
12.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არის უპირობო და გამოუთხოვადი. გარანტიით გათვალისწინებული თანხის შემსყიდველის მხრიდან გამოთხოვის შემთხვევაში გარანტის მიერ გარანტიით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში. ამასთანავე, შემსყიდველს არ უნდა ეკისრებოდეს რაიმე დამატებითი მტკიცებულების წარდგენის ვალდებულება.
12.3 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზიანის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების გამო, აგრეთვე შემსყიდველის მიერ პირგასამტეხლოს გამოყენების შემთხვევაში.
12.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი ვალდებულია დაუდასტუროს მიმწოდებელსა და გარანტს ხელშეკრულების შესრულება.
12.5 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი იყენებს გარანტიას მისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად მიყენებული ზიანის ფარგლებში.
მუხლი 13.ხელშეკრულების მოქმედების ვადა
13.1 ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე – 2025 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
მუხლი 14. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები შემსყიდველი
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, ანნა პოლიტოვსკაიას ქ. N 14, საიდენტიფიკაციო კოდი 404942470, საბანკო რეკვიზიტები: ბანკი: -----
xxxxxx xxxxxxxxx ხელმოწერა
ბ.ა. მიმწოდებელი: ხელმოწერა ბ.ა.