ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N (პროექტი)
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N (პროექტი)
ქ. თბილისი 2017 წ.
1. ხელშეკრულების დამდები მხარეები
შემსყიდველი - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმოდგენილი მინისტრის მოადგილის -------------------
სახით.
მისამართი: 0000, x.თბილისი, გენერალ გ. xxxxxxxxxx ქ. N20,
საიდ./კოდი 204900483
xxxxxxx xxxxxxxxxxx: ანგ. #200122900 სახელმწიფო ხაზინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული ბანკი, კოდი TRESGE22
მიმწოდებელი -
მისამართი:
ფაქტიური მისამართი:
საიდენტიფიკაციო კოდი:
ხელმძღვანელი:
საბანკო რეკვიზიტები:
იმის გათვალისწინებით, რომ შემსყიდველმა ჩაატარა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა GEO ავტოტექნიკის
შეკეთება და ტექნიკური მომსახურების (CPV 50112000) სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეული იქნა წინადადება, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას ამ ხელშეკრულების პირობებით გაუწიოს ტექნიკური და სარემონტო მომსახურება (შემდგომში - ,,მომსახურება”) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ, ხელშეკრულების დანართ N1-ით განსაზღვრულ საავტომობილო ტექნიკას (შემდგომში - ,,ავტოტექნიკა”) და მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს ავტოტექნიკის სათადარიგო ნაწილები, აქსესუარები, დამატებითი ავტოტექნიკის საშუალებები, ავტოტექნიკის ტექმომსახურებისათვის საჭირო დანადგარები და სხვადასხვა სახის სახარჯი მასალა (შემდგომში ,,საქონელი”) ხელშეკრულების ამოქმედების თარიღიდან 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
2.2. მომსახურება განხორციელდება მიმწოდებლის შესაბამის ავტოსატრანსპორტო სერვის-ცენტრებში, რომელთა მისამართები და ადგილმდებარეობა მითითებულია ხელშეკრულების დანართ N2-ში. მიმწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ხელშეკრულების დანართ N2-ში მითითებული სერვის-ცენტრები, ხოლო მათი ფუნქციონალური და რაოდენობრივი ზრდის შესახებ (ახალი სერვის-ცენტრების ამოქმედება) დაუყონებლივ წერილობით აცნობოს შემსყიდველს. დანართ N2-ში მოცემულ და შემდგომში დამატებული მომსახურების ადგილებზე და/ან შესაძლებლობებზე ვრცელდება ამ ხელშეკრულების მოქმედება და მხარეთა უფლება-მოვალეობანი. საომარი მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში, (აღნიშნული პუნქტის ჩანაწერი საიდუმლოა და გაიცემა დადგენილი წესის შესაბამისად).
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ----- (----- ლარი და თეთრი) ლარს.
3.2. მომსახურეობის/საქონლის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება ყოველი შესრულებული სამუშაოს და მოწოდებული საქონლის ღირებულების მიხედვით.
3.3. გაწეული მომსახურების/საქონლის საერთო ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯს, დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან, მათ შორის საქონლის ღირებულებას; აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს, სახდელს, მოსაკრებელს, ბაჟს, მათ შორის დღგ-ს.
4. ანგარიშსწორება
4.1. ანგარიშსწორების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, 2017 წლის დაფინანსების ფარგლებში.
4.2. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის ღირებულება სამუშაოს შესრულებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მისი ხელმოწერიდან 20 სამუშაო დღის ვადაში.
4.3. ანგარიშსწორების ვალუტა: ლარი.
4.4. ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო.
5. მომსახურების/საქონლის ერთეულის ფასები
5.1. საქონლის და მომსახურების ფასები განსაზღვრულია შესაბამისი პრეისკურანტით (დანართი N3). აღნიშნული პრეისკურანტი მოიცავს მიმწოდებლის გამოყენებულ ტარიფებს და ავტოტექნიკის სპეციფიკიდან გამომდინარე არ მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი მომსახურების/საქონლის ტარიფს.
5.2. შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე მიმწოდებლის მიერ მხოლოდ დეფექტური აქტის შესადგენად გაწეული მომსახურებისათვის, რომლის შემდეგაც არ განხორციელდება შემდგომი სარემონტო მომსახურება, ანაზღაურდება მხოლოდ დანართით N3 გათვალისწინებული, დეფექტური აქტის შესადგენად გაწეული შესაბამისი მომსახურების ღირებულების 50%.
5.3. მიმწოდებლის მიერ განფასების ცხრილში დაფიქსირებული ფასები არის მაქსიმალური, ხოლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია უფრო დაბალი ფასით მომსახურების გაწევა/საქონლის მიწოდება, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს.
5.4. პრეისკურანტით გაუთვალისწინებელი მომსახურების ან/და დეტალის არსებობის შემთხვევაში დეტალის ან/და მომსახურების ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით, კერძოდ, დეფექტური აქტის საფუძველზე. 6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული პირ(ებ)ი უფლებამოსილია წინასწარ, შეკვეთის მიცემამდე ნებისმიერ დროს მიაწოდოს მიმწოდებელს პრეისკურანტით (დანართი N3) გაუთვალისწინებელი მომსახურების და საქონლის ჩამონათვალი, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს შემსყიდველს 6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული პირ(ებ)ს მომსახურების და საქონლის ფასები (დანართი N3 შესაბამისი ფორმით). მიმწოდებლის მიერ წარდგენილი ფასები მიუხედავად შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკისა, უნდა ასახავდეს კონკრეტული სამუშაოს ღირებულებას და გამოყენებული არ უნდა იქნას შესასრულებელი სამუშაოს საათობრივი ანაზღაურების პრინციპი.
5.5. განფასების ცხრილში არარსებული დეტალისა ან/და მომსახურების არსებობის შემთხვევაში, დეტალია ან/და მომსახურების ფასი დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. საბაზრო ფასის განსაზღვრის პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს, ხოლო შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს შემოთავაზებული ფასების რეალობა.
5.6. დაზიანების ადგილზე (საგზაო, საველე პირობებში) და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ადგილების გარეთ მომსახურების გაწევის საჭიროების შემთხვევაში, დამატებით არ ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ მობილური ჯგუფის ტრანსპორტირება შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილამდე.
5.7. დაზიანების ადგილზე (საგზაო, საველე პირობებში) და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ადგილებისა და მიმწოდებლის მფლობელობაში არსებული საქონლის რეალიზაციიის პუნქტების გარეთ საქონლის მიწოდების საჭიროების შემთხვევაში, დამატებით არ ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ საქონლის ტრანსპორტირება შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილამდე.
5.8. დაზიანების ადგილზე (საგზაო, საველე პირობებში) და 2.2. პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ადგილების გარეთ მომსახურების გაწევის საჭიროების შემთხვევაში, ევაკუატორით მომსახურება ანაზღაურდება მხარეთა (6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული პირ(ებ)ი უფლებამოსილი პირები) ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გარდა მე-5 მუხლით განსაზღვრული ტარიფებისა.
5.9. 5.6. და 5.7. პუნქტში მითითებული მომსახურების/საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ ადგილამდე უახლოესი მომსახურების ადგილისა და საქონლის რეალიზაციიის პუნქტებიდან.
5.10. მიმწოდებელი ვალდებულია პრეისკურანტში აღნიშნული ფასების ხუთი ან მეტი პროცენტული ოდენობით ცვლილების შემთხვევაში დაუყონებლივ (არაუგვიანეს 24 სთ-სა) წერილობითი ფორმით აცნობოს და წარუდგინოს შემსყიდველს ახალი პრეისკურანტი ცვლილებებით, რათა მხარეებმა შეთანხმების შემთხვევაში გააფორმონ ახალი ფასები წერილობითი შეთანხმებით. ასეთი ცვლილებისას, დაცული უნდა იყოს ხელშეკრულების 12.3. პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
5.11. თუ საყოველთად გამოყენებული სარეალიზაციო ან ბაზარზე არსებული ფასები მოიმატებს ყველაზე ბოლოს შეთანხმებულ პრეისკურანტთან მიმართებაში და მიმწოდებელი დროულად არ წარუდგენს შემსყიდველს ახალ პრეისკურანტს, მხარეებისთვის ძალაშია ყველაზე ბოლოს შეთანხმებული პრეისკურანტი, ხოლო თუ საყოველთად გამოყენებული სარეალიზაციო ან ბაზარზე არსებული ფასები შემცირდება ყველაზე ბოლოს შეთანხმებულ პრეისკურანტთან მიმართებაში და მიმწოდებელი დროულად არ წარუდგენს შემსყიდველს ახალ პრეისკურანტს,
მხარეებისთვის ძალაშია საყოველთაოდ გამოყენებული შემცირებული სარეალიზაციო ან ბაზარზე არსებული ფასები და არა ყველაზე ბოლოს შეთანხმებული პრეისკურანტი.
5.12. ავტოტექნიკის ტექნიკური მომსახურების ღირებულება უნდა მოიცავდეს, ამ მომსახურების გაწევისათვის საჭირო ყველა დეტალის და მასალის ღირებულებას.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1. ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს:
6.1.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მიერ გამოყოფილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირ(ებ)ი - მომსახურების/საქონლის შეკვეთის, მიღება- ჩაბარების და რაოდენობის (მოცულობის) კონტროლის საკითხებზე;
6.1.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხარისხის კონტროლის სამმართველოს უფროსის მიერ გამოყოფილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირ(ებ)ი - ხელშეკრულების პირობის შესაბამისად მომსახურების/საქონლის ხარისხის კონტროლის საკითხებზე;
6.2. კონტროლი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ფორმებით:
6.2.1. შეთანხმებულ ტექნიკურ პირობებთან (მათ შორის ნიმუშთან) მოწოდებული მომსახურების/საქონლის შესაბამისობის შემოწმება ვიზუალურად (მათ შორის სპეციალისტის მიერ დათვალიერება), პრაქტიკული ტესტირებით და დოკუმენტალური მეთოდით;
6.2.2. მომსახურების/საქონლის მოწოდების შეთანხმებულ ვადებისა და რაოდენობის (მოცულობა) მიწოდების მონიტორინგი;
6.2.3. შემსყიდველი უფლებამოსილია, მომსახურებისას გამოსაყენებელ/გამოყენებულ საცხებ-საპოხ მასალებს ჩაუტაროს ლაბორატორიული კვლევა, სათანადო სტანდარტებთან მათი შესაბამისობის დადგენის მიზნით. შემსყიდველის წარმომადგენლები უფლებამოსილნი არიან, აიღონ საჭირო რაოდენობის სინჯები მიმწოდებლის წინასწარი გაფრთხილების გარეშე;
6.2.4. შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი/ჩაატაროს ექსპერტიზა (საკუთარი ხარჯებით) სათადარიგო ნაწილების შეცვლის აუცილებლობის დადგენის მიზნით ავტორიზებულ სერვისცენტრში ან მხარეთა შეთანხმებით სხვა სერვისცენტრში.
6.3. კონტროლი განხორციელდება შემდეგ ვადებში: მომსახურების მიღებამდე და ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდგომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების არსებობის პერიოდში.
6.4. კონტროლის განხორციელების ადგილია: მომსახურების/საქონლის მიწოდების ადგილი.
7. მომსახურების/საქონლის მიწოდების პირობები
7.1. ავტოტექნიკის მომსახურება იყოფა 2 (ორი) ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავს დათვალიარება/შემოწმების ეტაპს, ხოლო მეორე _ შეკეთება/რემონტის ეტაპს. პირველი ეტაპის შეკვეთა ხდება შემსყიდველის 6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული პირ(ებ)ის მიერ შედგენილი განაწესის/დეფექტური აქტის წარდგენით, ხოლო საგზაო, საველე პირობების შემთხვევებში შესაძლებელია განაწესის/დეფექტური აქტის წარდგენის ნაცვლად შეკვეთა განხორციელდეს ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით შეტყობინების მიწოდებით. მე-2 ეტაპის შეკვეთისათვის საჭიროა შემსყიდველის 6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულმა პირ(ებ)მა ხელი მოაწეროს მიმწოდებლის მიერ შედგენილ დეფექტურ აქტს, რომელშიც აღინიშნება გამოსაცვლელი სათადარიგო ნაწილების და შესასრულებელი სამუშაოს შემადგენლობა, მოცულობა, შესრულების ვადები და ღირებულება. საქონლის მიწოდების შესახებ შეკვეთა ხორციელდება ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესით შემსყიდველის მიერ შეტყობინების მიწოდებით. თუ შეკვეთის მიცემისას ან/და მიმწოდებლის მიერ ავტოტექნიკის დათვალიერების დროს გამოვლინდა, რომ მოთხოვნილი მომსახურება/საქონელი არ არის მოცემული პრეისკურანტში (დანართი N3), მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში შეატყობინოს შემსყიდველის მხრიდან 6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირ(ებ)ს მომსახურების/საქონლის მიწოდების ვადები და ღირებულება, რომლის შემსყიდველის მხრიდან 6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული უფლებამოსილი პირ(ებ)ის მიერ დადასტურების შემთხვევაში (მიმწოდებლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის ორმხრივად ხელმოწერა) შეკვეთა ჩაითვლება მოქმედად, რაც ასევე აისახება შემსყიდველის მხრიდან 6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული უფლებამოსილი პირის მიერ გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში. საქართველოს ტერიტორიაზე დასაწყობებული საქონლის მიწოდება დანიშნულების ადგილზე უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 24 (ოცდაოთხი)საათის განმავლობაში.
7.2. მიმწოდებლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტის სისწორის დადგენის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს ავტოტექნიკის შემოწმების ჩატარება ნებისმიერ ავტორიზებულ სერვის-ცენტრში ან მხარეთა შეთანხმებით სხვა სერვის-ცენტრში.
7.3. მომსახურების/საქონლის მიწოდების ვადები განისაზღვრება შემდეგნაირად:
7.3.1. ხელშეკრულების დანართით N1 (ავტოტექნიკის ნუსხა) განსაზღვრული ავტოტექნიკის შეკეთების (მომსახურების/საქონლის მიწოდების) მაქსიმალური ვადა შეადგენს დეფექტური აქტის გაფორმებიდან (ორმხრივად ხელმოწერიდან):
ა) საცხებ-საპოხი მასალების, შესაბამისი ფილტრების, ასევე, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის შემთხვევაში – 1 (ერთი)
სამუშაო დღე;
ბ) სავალი ნაწილის შემთხვევაში - 3 (სამი) სამუშაო დღე; გ) ელექტროობის შემთხვევაში - 7 (შვიდი) სამუშაო დღე;
დ) სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების შემთხვევაში – 8 (რვა) სამუშაო დღე (დაანგარიშდება მხოლოდ ავტომანქანის სერვის-ცენტრში ყოფნის დღეები, ჯამურად);
ე) ძირითადი აგრეგატების შემთხვევაში - 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე;
ვ) დეფიციტური ნაწილის შემთხვევაში შესრულების ვადები შეთანხმდება დეფექტური აქტის საფუძველზე.
7.3.2. 7.3.1. პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში მომსახურების/საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეძლევა დამატებითი ვადა 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ოდენობით, რომლის განმავლობაში მიმწოდებელს დაეკისრება ამ ხელშეკრულების 14.1.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
7.3.3. ხელშეკრულების დანართით N1 (ავტოტექნიკის ნუსხა) გაუთვალისწინებელი ავტოტექნიკის შეკეთების (მომსახურების/საქონლის მიწოდების) მაქსიმალური ვადა განისაზღვრება მხარეთა შორის შეთანხმებით, (შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული პირ(ებ)ის მიერ, გონივრული ვადის გათვალისწინებით). ასეთი შეთანხმებისას, თუ ადგილი აქვს 7.3.1. პუნქტში მითითებულის ანალოგიური მომსახურების გაწევას, მხარეებმა უნდა იხელმძღვანელონ მოცემულ პუნქტში მითითებული ვადებით. შეთანხმებულ ვადაში მომსახურების/საქონლის მიუწოდებლობის შემთხვევაში მიმწოდებელს ეძლევა დამატებითი ვადა 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის ოდენობით, რომლის განმავლობაში მიმწოდებელს დაეკისრება ამ ხელშეკრულების 14.1.1. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
7.3.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი ვერც დამატებით ვადაში უზრუნველყოფს ავტოტექნიკის შეკეთებას, შეკვეთა (მომსახურების/საქონლის მიწოდება) ჩაითვლება შეუსრულებლად და მიმწოდებელს დაეკისრება ამ ხელშეკრულების 14.1.3. პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
7.4. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერც დამატებით დროში ვერ უზრუნველყოფს დანართით N1 განსაზღვრული ავტოტექნიკიდან რომელიმე მათგანის შეკეთებას (მომსახურების/საქონლის მიწოდებას), ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტში აღნიშნული პირ(ებ)ი უფლებამოსილნი არიან ამ ავტოტექნიკის რემონტი განახორციელონ შემსყიდველის მიერ მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
7.5. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს დანართით N1 განსაზღვრული ავტოტექნიკიდან, რომელიმე მათგანის შეკეთებაზე (მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე), ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტში აღნიშნული პირ(ებ)ი უფლებამოსილნი არიან ამ ავტოტექნიკის რემონტი განახორციელონ შემსყიდველის მიერ მესამე პირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში.
7.6. მიმწოდებელმა საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების დანართით N1 (ავტოტექნიკის ნუსხა) გაუთვალისწინებელი ავტოტექნიკის მომსახურება. აღნიშნულ შემთხვევაში ანაზღაურება მოხდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით, 5.4 პუნქტით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით.
7.7. მიმწოდებლის შესაძლებლობებმა (ტექნიკა, კვალიფიციური პერსონალი) უნდა უზრუნველყონ შემსყიდველის ავტოტექნიკის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა.
7.8. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სარემონტო საამქროები (სახელოსნოები) შესაბამისი აღჭურვილობით, ავტომობილების ყველა კვანძის და აგრეგატის ტექმომსახურების შესაძლებლობა (კაპიტალური რემონტი), სერვისის, რემონტის და სადიაგნოსტიკო აპარატურით უზრუნველყოფა.
7.9. მიმწოდებლის მფლობელობაში არსებულმა თითოეულმა სერვისცენტრმა ადგილზე უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 10 (ათი) ავტოტექნიკის მომსახურება და რემონტი კვირაში 6 (ექვსი) დღის განმავლობაში (საჭიროების შემთხვევაში კვირაში 7 (შვიდი) დღე). ამასთან, მიმწოდებელის ფლობელობაში არსებულმა თითოეულმა სერვის-ცენტრმა ადგილზე უნდა უზრუნველყოს ურიგოდ მინიმუმ 5 (ხუთი) ავტომანქანის მომსახურება და რემონტი.
7.10. საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელმა საქართველოს ფარგლებში უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი საჭირო რაოდენობის ევაკუატორის და/ან მობილური სერვისის მომსახურებით.
7.11. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი ტექნიკით აღჭურვილი მობილური ჯგუფები, რათა პრეისკურანტით განსაზღვრული ერთეულის ღირებულების ფარგლებში მომსახურების გაწევა (მათ შორის ძირითადი აგრეგატების: ძრავი; გადაცემათა კოლოფი; გამაძლიერებელი კოლოფი; წინა, უკანა, შუა, ხიდი; საჭის მექანიზმი.) რემონტი შესაძლებელი იყოს საგზაო და საველე პირობებში.
7.12. მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის სათადარიგო ნაწილებით, რისთვისაც მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს სათადარიგო ნაწილების გარკვეული მარაგები, რემონტების დროულად უზრუნველსაყოფად.
7.13. დეტალის შეცვლა გულისხმობს არსებული დეტალის შეცვლას ახლით და ამისათვის საჭირო ყველა მომსახურების გაწევას (მაგ. სხვა დეტალების მოხსნა-დაყენებას და ა.შ, რაც დეტალურად უნდა აისახოს გაფორმებულ მიღება-ჩაბარების აქტში).
7.14. მიმწოდებლის მიერ შედგენილი დეფექტური აქტი აგრეთვე უნდა მოიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ავტოტექნიკის საიდენტიფიკაციო კოდს, ძრავის ნომერს, ძარის xxxxxx, შასის ნომერს, სახელმწიფო ნომრებს, გავლილ კილომეტრაჟს, მიმწოდებლის წარმომადგენლის მონაცემებს.
7.15. თუ დეფექტური აქტის მიხედვით საჭიროა სათადარიგო ნაწილების გამოცვლა, შემსყიდველი უფლებამოსილია თვითონ გადასცეს ისინი მიმწოდებელს სამუშაოების ჩასატარებლად. ამ შემთხვევაში მიმწოდებელი არ აგებს პასუხს სათადარიგო ნაწილების ხარისხზე.
7.16. სერვის-ცენტრებს უნდა შეეძლოს მოთხოვნის შემთხვევაში სათადარიგო ნაწილების გაცემა.
7.17. ტექმომსახურეობის გასაწევი ავტოტექნიკის დროებით გადაცემას მიმწოდებლისთვის, აგრეთვე მომსახურების, საქონლის მიღებას აწარმოებს ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტში აღნიშნული პირ(ებ)ი.
7.18. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეები ადგენენ მიღება-ჩაბარების აქტს, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გაწეული მომსახურების დეტალური აღწერა (მათ შორის სამუშაოების დასრულების თარიღი), შესრულებული სამუშაოების, გამოყენებული სათადარიგო ნაწილების რაოდენობა და/ან მოცულობა, ერთეულის ფასი და საერთო ღირებულება. საქონლის მიწოდების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტში მიეთითება საქონლის სახელწოდება, საქონლის რაოდენობა და/ან მოცულობა, სასაქონლო ზედნადების გადაცემის თარიღი, ერთეულის ფასი და საერთო ღირებულება.
7.19. შეკეთებისას გამოცვლილ/მოხსნილ სათადარიგო ნაწილებს მიმწოდებელი უბრუნებს შემსყიდველის წარმომადგენელს. გამოცვლილი/მოხსნილი სათადარიგო ნაწილების დასახელება და რაოდენობა/მოცულობა უნდა აისახოს შესაბამის დოკუმენტში და დამოწმდეს შესაბამის პირთა ხელმოწერით;
7.20. სერვის-ცენტრებს უნდა შეეძლოთ სხვა მსუბუქი და მაღალი გამავლობის მსუბუქი ავტომანქანების მომსახურებაც, რომლებიც არ არის ასახული წარმოდგენილ ავტომანქანათა ნუსხაში.
7.21. მომსახურეობის/საქონლის მიწოდების თარიღად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერის თარიღი.
7.22. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების ან მისი თითოეული ეტაპის მიწოდებისას წარუდგინოს შემსყიდველს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანდართული დოკუმენტაცია.
8. მხარეთა უფლება-მოვალეობები
8.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას:
8.1.1. ხარისხიანად და დროულად უზრუნველყოს ავტოტექნიკის მომსახურება და საჭიროების შემთხვევაში სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფა.
8.1.2. შეკვეთის მიღებისთანავე, ჩაატაროს ავტომანქანის დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველის უფლებამოსილ პირს (6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული პირ(ებ)ი) დეფექტური აქტი. დეფექტური აქტის წარდგენის მაქსიმალური ვადა შეადგენს:
ა) საცხებ-საპოხი მასალების, შესაბამისი ფილტრების, ასევე, სამუხრუჭე ხუნდების შეცვლის შემთხვევაში – 1 (ერთი)
სამუშაო დღეს;
ბ) სავალი ნაწილებისა და სათუნუქე-სამღებრო სამუშაოების შემთხვევაში - 2 (ორი)სამუშაო დღეს; გ) ელექტროობისა და ძირითადი აგრეგატების შემთხვევაში - 5 (ხუთი)სამუშაო დღეს.
8.1.3. დეფექტური აქტის ვადაში წარუდგენლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დამატებით ეძლევა ვადა 5 (ხუთი) სამუშაო დღის ოდენობით, რომელ პერიოდზეც მიმწოდებელს დაეკისრება ამ ხელშეკრულების 14.1.2. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ხოლო დამატებით ვადაშიც დეფექტური აქტის წარუდგენლობის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ამ ხელშეკრულების 14.1.4. პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო.
8.1.4. მიმწოდებელმა დეფექტური აქტი, შედგენიდან არაუგვიანეს შემდეგ სამუშაო დღეს, უნდა გადაუგზავნოს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობას;
8.1.5. მიმწოდებლის სერვისცენტრები დაკომპლექტებული უნდა იყოს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით შესაბამისი გამოცდილებით.
8.1.6. მიანიჭოს პრიორიტეტული უფლება შემსყიდველის ავტოტექნიკის მომსახურებაზე, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურეობას.
8.1.7. უზრუნველყოს დეფექტურ აქტში მითითებული სამუშაოების შეთანხმებულ ვადაში შესრულება.
8.1.8. სამუშაოების შესრულების პროცესში გაითვალისწინოს შემსყიდველის ყველა შენიშვნა, თუ ისინი არ ზრდიან სამუშაოების ღირებულებას.
8.1.9. დაკომპლექტებული იყოს შესაბამისი დარგის მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტებით, ჰყავდეს მობილური ჯგუფი შესაბამისი ტექნიკით - საველე პირობებში სერვისის და სარემონტო სამუშაოების დროული და ხარისხიანი ჩატარებისათვის.
8.1.10.საჭირო სათადარიგო ნაწილის არქონის შემთხვევაში უზრუნველყოს მისი ჩამოტანა შეთანხმებულ ვადებში.
8.1.11. საომარი მდგომარეობის შემოღებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლის მოთხოვნის შემთხვევაში, ----- (აღნიშნული პუნქტის ჩანაწერი საიდუმლოა და გაიცემა დადგენილი წესის შესაბამისად).
8.1.12.საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას და არ გაახმაუროს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისთვის ცნობილი ნებისმიერი კონფიდენციალური და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია.
8.2. შემსყიდველი იღებს ვალდებულებას:
8.2.1. გადაუხადოს მიმწოდებელს გაწეული მომსახურეობის და მოწოდებული საქონლის საფასური, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის და ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე.
8.2.2. იმის გამო, რომ მხარეები შეთანხმდნენ ----- (აღნიშნული პუნქტის ჩანაწერი საიდუმლოა და გაიცემა დადგენილი წესის შესაბამისად).
8.2.3. 8.2.2. ქვეპუნქტში მითითებული ზიანი შეიძლება მოიცავდეს (აღნიშნული პუნქტის ჩანაწერი საიდუმლოა
და გაიცემა დადგენილი წესის შესაბამისად).
8.3. მიმწოდებლის მიერ მომსახურების გაწევის სისწორის დადგენის მიზნით, შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს გამოცვლილი სათადარიგო ნაწილ(ებ)ის შემოწმების ჩატარება ნებისმიერ ავტორიზებულ სერვისცენტრში ან მხარეთა შეთანხმებით სხვა სერვისცენტრში.
9. გარანტიები
9.1. მიმწოდებელის მიერ გაწეულ მომსახურებაზე და შეცვლილ და/ან შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე (გარდა სწრაფ ცვეთადი ნაწილებისა) და ძირითადი აგრეგატების რემონტზე, ვრცელდება არანაკლებ 6 თვიანი საგარანტიო ვადა. აღნიშნული საგარანტიო პირობები მოქმედებს საგარანტიო ვადის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ პერიოდშიც.
9.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ, შემსყიდველისათვის ზედმეტი დანახარჯების გარეშე, აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება და გამოწვეული თანმდევი შედეგები.
9.3. თუ საგარანტიო პერიოდში აღმოჩნდება დეფექტები, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისაგან (6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული პირ(ებ)ი) შეტყობინების მიღებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ დღეში განიხილოს (დააკმაყოფილოს ან განაცხადოს მოტივირებული უარი) შემსყიდველის შეტყობინება და ურთიერთშეთანხმებულ ვადაში გამოასწოროს დეფექტი ან შეცვალოს დეფექტური ნაწილი, ან დაუბრუნოს შემსყიდველს გადახდილი თანხა. თუ საკითხის სირთულიდან გამომდინარე შეტყობინების განხილვას ესაჭიროება 5 (ხუთი) კალენდარულ დღეზე მეტი შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი (6.1.1 პუნქტის შესაბამისად გათვალისწინებული პირ(ებ)ი) უფლებამოსილია გაზარდოს მითითებული ვადა დამატებით 10 (ათი) კალენდარული დღით. 48 (ორმოცდარვა) საათის განმავლობაში დეფექტის გამოსწორების ვადაზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში დააბრუნოს დეფექტურ საქონელში/მომსახურებაში გადახდილი თანხები.
9.4. 9.1. პუნქტში აღნიშნული გარანტია არ ვრცელდება შემსყიდველის მიერ ავტოტექნიკის შენახვის, მომსახურებისა და ექსპლუატაციის წესების დარღვევის, ასევე გარეგანი ზემოქმედების შედეგად (მექანიკური ზემოქმედება, არაკვალიფიციური მოპყრობა) მიყენებულ ზიანზე.
9.5. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრება სამუშაოს შესრულების კონკრეტული ვადა, შემსყიდველის მხრიდან აღნიშნულ ვადას განსაზღვრავს 6.1.1. ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი ან პირები.
9.6. თუ მიმწოდებლის მიერ გამოყენებული მასალების და სათადარიგო ნაწილების ვარგისიანობის ვადა შეზღუდულია და დროთა განმავლობაში მათი სამომხმარებლო თვისებები შეიძლება შეიცვალოს ან საფრთხე შეექმნას მომხმარებლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ქონებას, გარემოს და/ან სხვა, მომსახურების გაწევისა და მათი გამოყენების თარიღისათვის, მათი ვარგისიანობის ვადა არ უნდა იყოს საერთო ვარგისიანობის ვადის 80%-ზე ნაკლები.
9.7. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევისას გამოიყენოს შემსყიდველის მიერ მისთვის გადაცემული სათადარიგო ნაწილები და პასუხს აგებს მათ უსაფრთხო შენახვაზე მომსახურების გაწევის დასრულებამდე, ხოლო თუ ობიექტური მიზეზების გამო აღნიშნული სათადარიგო ნაწილები არ იქნება გამოყენებული, მიმწოდებელი ვალდებულია სათანადოდ შეინახოს ისინი შემდგმომში გამოსაყენებლად ან დაუყოვნებლივ დაუბრუნოს შემსყიდველს მისი მოთხოვნისთანავე.
10. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
10.1. მომსახურების, საქონლის მიღება დასტურდება ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების (შემსყიდველის მხრიდან 6.1.1. პუნქტში მითითებული პირ(ებ)ის) მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც ადასტურებს მომსახურების, საქონლის გადაცემას მიმწოდებლისაგან შემსყიდველზე და შემსყიდველის მიერ მის მიღებას. მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმდეს მიწოდების ფაქტიურად განხორციელების თარიღიდან 3 (სამი) დღის განმავლობაში.
10.2. შემსყიდველი უფლებამოსილია, განაცხადოს უარი მომსახურების/საქონლის მიღებაზე და მათ ანაზღაურებაზე, თუ:
10.2.1. იგი უხარისხოა (მათ შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის შეუსაბამო); ან/და
10.2.2. მიწოდებულია შეკვეთაში მითითებულ რაოდენობაზე ნაკლები ოდენობით; ან/და
10.2.3. მიწოდებულია შეკვეთაში მითითებულ რაოდენობაზე მეტი ოდენობით (ნამეტის ფარგლებში); ან/და
10.2.4. მიწოდებულია ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდგომ; ან/და
10.2.5. სრული მოცულობით არ არის წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია; ან/და
10.2.6. დეფექტების გამოსწორება შეუძლებელია; ან/და
10.2.7. კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10.3. მომსახურების გაწევის დროს, გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერამდე, ყველა რისკები ავტოტექნიკისადმი მიყენებულ ზიანზე ეკისრება მიმწოდებელს.
10.4. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო (დაზიანება, რომელიც ავტოტექნიკას გააჩნდა მომსახურების გაწვამდე და მისი გამოსწორება არ იყო მოთხოვნილი შესაბამისი განაწესით, არ ჩაითვლება ნივთობრივ ნაკლად) ავტოტექნიკა.
11. ხარისხი
11.1. მომსახურება, საქონელი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებსა და სტანდარტებს, ხოლო თუ მიმწოდებლის შიდა სტანდარტები მაღალია კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებზე – მიმწოდებლის შიდა სტანდარტებს.
11.2. თუ საქართველოს კანონმდებლობა არ ადგენს 11.1. პუნქტში მითითებულ სტანდარტებს მომსახურება/საქონელი უნდა შეესაბამებოდეს მიმწოდებლის შიდა სტანდარტებს. არ გამოიყენება მიმწოდებლის ის სტანდარტები, რომლებიც ვერ უზრუნველყოფს ავტოტექნიკისა და საქონლის ჩვეულებრივ გამოყენებას.
11.3. თუ საქართველოს კანონმდებლობა და მიმწოდებელი არ ადგენს სტანდარტებს ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს ავტოტექნიკისა და საქონლის ჩვეულებრივ გამოყენებას.
12. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
12.1. ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება ხელშეკრულების პირობებში საჭიროებს, ორივე მხარის მიერ ხელმოწერილ წერილობით შეთანხმებას.
12.2. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
12.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია ბოლო შეთანხმებული მომსახურების/საქონელის ერთეულის ღირებულების 10% მეტი ოდენობით გაზრდა.
12.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს შეთანხმების ოქმის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12.5. ხელშეკრულებაში დამატებებების და/ან ცვლილებების შეტანის დოკუმენტს ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები.
13. უფლებების გადაცემა
დაუშვებელია მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების მთლიანად ან ნაწილობრივ სხვა პირისთვის გადაცემა შემსყიდველის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
14. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
14.1. მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს, წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება შემსყიდველისათვის შემდეგი ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა:
14.1.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადების დარღვევის (მომსახურების/საქონლის დაგვიანებით მიწოდება) შემთხვევაში, დაგვიანებით მიწოდებული მომსახურების/საქონლის ღირებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14.1.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 8.1.2. პუნქტით გათვალისწინებული დეფექტურის აქტის წარდგენის ვადების დარღვევის შემთხვევაში, ამავე დეფექტური აქტით განსაზღვრული მისაწოდებელი მომსახურების/საქონლის ღირებულების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
14.1.3. მიმწოდებლის მიერ ცალკეული შეკვეთის შეუსრულებლობის (მომსახურების/საქონლის მიუწოდებლობის) თითოეულ შემთხვევაზე, 14.1.1. ქვეპუნქტის შესაბამისად დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
14.1.4. მიმწოდებლის მიერ დანართი N1-ით განსაზღვრული ავტოტექნიკიდან რომელიმე მათგანის შეკეთებაზე (მომსახურების/საქონლის მიწოდებაზე) უარის თქმის შემთხვევაში, თითოეულზე 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
14.1.5. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების 8.1.2. პუნქტით გათვალისწინებული დეფექტურის აქტის წარუდგენლობის ან საგზაო საველე პირობებში შეკვეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში, თითოეულზე 500,00 (ხუთასი ლარი და 00 თეთრი) ლარის ოდენობით.
14.2. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლისათვის 14.1 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს არაერთგზის დარიცხვის შემთხვევაში ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს 14.4. პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო.
14.3. შემსყიდველის მიერ გადახდის დაგვიანებისას მიმწოდებელი უფლებამოსილია დააკისროს შემსყიდველს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ სამუშაო დღეზე გადაუხდელი თანხის 0,02%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს გადაუხდელი თანხის 2%-ისა.
14.4. მიმწოდებლის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ფიქსირებული პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 2%-ის ოდენობით.
14.5. დღეების მიხედვით დარიცხვადი პირგასამტეხლოს დარიცხვა წყდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა
15.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერად შესრულების ფაქტების არაერთგზის გამოვლენის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
15.2. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე მინიმუმ 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე.
15.3. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
15.4. ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
16. ფორს-მაჟორი
16.1. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
16.2. ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით (გარდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
16.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს 3 (სამი) კალენდარული დღის ვადაში, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
17. სადაო საკითხების გადაწყვეტა
17.1. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ყველა ღონეს იხმარენ, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების მეშვეობით შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
17.2. თუ, ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადაო საკითხების შეთანხმებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
18. გამოყენებული სამართალი
ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობა.
19. გადასახადები და ბაჟები
მიმწოდებელი პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, ბეგარის, მოსაკრებლების და სხვა გადასახდელების გადახდაზე.
20. შეტყობინება
20.1. ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას.
20.2. საომარი მდგომარეობის დროს, (აღნიშნული პუნქტის ჩანაწერი საიდუმლოა და გაიცემა დადგენილი წესის
შესაბამისად).
20.3. მხარეები ხელშეკრულების ხელმოწერიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის ვადაში წერილობით მიაწვდიან ერთმანეთს საკონტაქტო და უფლებამოსილი პირების მონაცემებს.
21. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.
21.1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეში შემსყიდველს წარუდგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების არანაკლებ 2%-ის ოდენობით და მისი მოქმედების ვადა 30 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
21.2. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის შემთხვევში წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების ან პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს თავისი, როგორც საბანკო გარანტიის ბენეფიციარის უფლებები, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
22. სხვა პირობები
22.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით. ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღი აღინიშნება ხელშეკრულების პირველ გვერდზე.
22.2. ხელშეკრულების შეწყვეტა (მათ შორის, ვადის გასვლის გამო) არ ათავისუფლებს მხარეებს:
ა) იმ ვალდებულებების შესრულებისაგან, რომლებიც ხელშეკრულების შეწყვეტამდე წარმოიშვა;
ბ) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების ვალდებულებისაგან (ზიანის არსებობის შემთხვევაში).
22.3. იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოების შესრულება ითვალისწინებს ავტოტექნიკის დატოვებას მიმწოდებელთან, მხარეები აფორმებენ მიღება-ჩაბარების აქტს, სადაც აღწერილი უნდა იყოს ავტომანქანების ძირითადი კვანძების მდგომარეობა, ავტომანქანის კომპლექტაცია, არსებული დეფექტები.
22.4. ამ ხელშეკრულების მიზნებისთვის სამუშაო დღე არის ნებისმიერი დღე შაბათის, კვირის და განსაზღვრული უქმე დღეების გარდა.
22.5. ხელშეკრულების დანართები წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
22.6. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ----- ( ) ეგზემპლარად.
ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ თანხმობას ხელშეკრულების შინაარსზე შემსყიდველი: მიმწოდებელი: