CPV-66500000; 66510000; 66512100; 66514110.
ტრანსპორტთან დაკავშირებული სადაზღვევო მომსახურებების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება № რქმ/18-......
CPV-66500000; 66510000; 66512100; 66514110.
შესყიდვის საშუალება: ელექტრონული ტენდერი №................
ქ. თბილისი 2018 წელი
ერთის მხრივ, შპს „ჯიარ ქონების მართვა“ (შემდგომში ,,შემსყიდველი”), წარმოდგენილი გენერალური დირექტორის კობა ლაცაბიძის სახით და მეორეს მხრივ, ................ (შემდგომში ,,მიმწოდებელი”), წარმოდგენილი მისი დირექტორის ............... სახით, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვდებთ შპს „ჯიარ ქონების მართვას“ ბალანსზე რიცხული 3 (სამი) ერთეული ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ტრანსპორტთან დაკავშირებული სრული სადაზღვევო მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებას.
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში„ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“-საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ _ კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
1.4. ,,შემსყიდველი“ (დამზღვევი) – ორგანიზაცია, რომელიც ამ ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით ახორციელებს შესაბამისი დაზღვევის პოლის(ებ)ით განსაზღვრული ავტომობილების დაზღვევას და იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას.
1.5. „მიმწოდებელი“ (მზღვეველი)–პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს სადაზღვევო საქმიანობას და გადასცემს შემსყიდველს ავტომობილების დაზღვევის პოლისებს.
1.6. ,,მომსახურება“-ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.7. „დაზღვევის პოლისი“-დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს;
1.8. „სადაზღვევო პრემია“-თანხა, რომელიც უნდა გადაუხადოს შემსყიდველმა მიმწოდებელს ავტომობილების დაზღვევის საფასურად. დაზღვევის ღირებულება (პრემიის ოდენობა) განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულებით/ დაზღვევის პოლისებით.
1.9. უფლებამოსილი მძღოლი- შემსყიდველის ნებისმიერი თანამშრომელი (არანაკლებ 21 და არაუმეტეს 65 წლის), ან/და შემსყიდველის ნდობით აღჭურვილი პირი (არანაკლებ 21 და არაუმეტეს 65 წლის), რომელზეც შემსყიდველის მიერ გაცემული იქნება მინდობილობა დაზღვეული ავტომანქანის მართვის უფლებით და რომელსაც გააჩნია შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის მოწმობა და რომელთა მიერ ავტოტრანსპორტის მართვის დროსაც წინამდებარე დაზღვევა ძალაშია.
1.10. „წინამდებარე დაზღვევით დაფარული სადაზღვევო რისკები“-სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის მე-3 მუხლის და დაზღვევის პოლისების მიხედვით.
2. ხელშეკრულების საგანი და მომსახურების მიწოდების, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და პირობები:
2.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს შპს „ჯიარ ქონების მართვას“ ბალანსზე რიცხული 3 (სამი) ერთეული ძრავიანი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ტრანსპორტთან დაკავშირებული სრული სადაზღვევო მომსახურება. დანართი №1
2.2. ხეშეკრულება ძალაში შედის მხარეების ხელმოწერების დღიდან. მომსახურების მიწოდება ხორციელდება 2018 წლის 31 დეკემბრამდე (ჩათვლით) (ამასთან ვალდებულებების სრულ შესრულებამდე) და მოქმედებს მომსახურების მიწოდების ვადის ამოწურვიდან 2019 წლის 30 თებერვლამდე.
2.3. სადაზღვევო შემთხვევის დროს, ასევე ნაწილობრივი (ავტომანქანა ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად) დაზიანებისას ავტოსატრანსპორტო საშუალების ევაკუაციას უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
2.4. ავტოსატრანსპორტო საშუალების განადგურებისას სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა რეალიზაციისათვის ვარგისი ნარჩენების მზღვეველისათვის გადაცემის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე; (ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევისას საჭირო დოკუმენტების შექმნას/მოძიებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი). ავტომანქანის აღრიცხვიდან მოხსნისა და გაფორმების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ხარჯებს უზრუნველყოფს შემსყიდველი.
2.5. მიმწოდებელი სატენდერო ტექნიკური დოკუმენტაციის 1.2.1. მუხლში ჩამოთვლილი რისკების დადგომის შემთხვევაში (პირის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მიყენებული ზიანის გარდა) ზარალს ანაზღაურებს სრულად ლიმიტის ფარგლებში, (ნებისმიერ შემთხვევაში ფრანშიზის ოდენობა მზღვეველის მიმართ 0%).
2.6. მიმწოდებელი ზარალს ანაზღაურებს უპირობოდ, ავტომანქანაზე დარიცხული ცვეთის გათვალისწინების გარეშე.
2.7. უფლებამოსილი მძღოლების, მისი მგზავრების და მესამე პირთა დაზღვევა უბედური შემთხვევისაგან: თითოეულ პირზე არანაკლებ 24000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი, ლიმიტი 120000 (ასოციათასი) ლარი. ამასთანავე მიმწოდებელი უზრუნველყოფს დაზარალებული პირების შემთხვევის ადგილიდან რეანომობილით ტრანსპორტირებას შესაბამის კლინიკაში და მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველანაირი ხარჯის ანაზღაურებას (დადგენილი ლიმიტების ფარგლებში), დაზარალებულის ნებისმიერი სახით მონაწილეობის გარეშე. (ფრანშიზის ოდენობა მზღვეველის მიმართ 0%).
2.8. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას სრულად (ლიმიტი არანაკლებ 24000 (ოცდაოთხი ათასი) ლარი) აანაზღაუროს მესამე პირების ქონებისთვის დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი.
2.9. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, როდესაც ამ უკანასკნელის არსებობა ეჭვს არ იწვევს და შესაბამისად არ საჭიროებს საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას, ზარალი უნდა დარეგულირდეს არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და სადაზღვევო ანაზღაურება უნდა გაიცეს არაუგვიანეს ზარალის დარეგულირებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (კალკულაცია არსებობის შემთხვევაში და საპატრულო პოლიციის მიერ, შემთხვევის შესახებ გაცემული დოკუმენტი) მიღებიდან და სადაზღვევო შემთხვევის შესახებ აქტის შედგენიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში.
2.10. ავტოტრანსპორტის დაზიანებისას ზიანის ოდენობა დაანგარიშდება მზღვეველის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის და/ან დაზღვეულის მიერ წარმოდგენილი კალკულაციის საფუძველზე. ექსპერტიზის ხარჯებს ანაზღაურებს ექსპერტიზის მომთხოვნი მხარე. ზიანის ოდენობაში შეიტანება აგრეთვე დამზღვევის (დაზღვეულის) მიერ გაწეული ხარჯი, რომელსაც ის მზღვეველთან შეთანხმებით გაიღებს დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების ტრანსპორტირებისათვის (საჭიროების შემთხვევაში) უახლოეს სარემონტო ადგილამდე, თუ დაზიანებულ ავტოტრანსპორტს დამოუკიდებლად მოძრაობა არ შეეძლება.
2.11. ავტოტრანსპორტის ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის ან განადგურებისას სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო თანხის (არაუმეტეს ავტომობილის საბაზრო
ღირებულების) მიხედვით.
3. შესყიდვის ობიექტის ღირებულება.
3.1. შესყიდვის ობიექტის ღირებულება-......... ( ) ლარი.
3.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მოიცავს მიმწოდებლის მიერ მომსახურების სრულყოფილად გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
4. გასაწევი მომსახურების ხარისხი
4.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას რომ გაწეული მომსახურების ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს უხარისხოდ შესრულებული მომსახურების ან მისი ნაწილის გამოსწორება შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
5. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი (ინსპექტირება)
5.1. შემსყიდველს ან მის წარმომადგენლებს უფლება აქვთ განახორციელონ ტექნიკური კონტროლი ან/და შეამოწმონ მომსახურება, რათა დარწმუნდნენ მათ შესაბამისობაში კონტრაქტით გათვალისწინებულ პირობებთან.
5.2. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი რესურსებით უზრუნველყოს ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის (ინსპექტირების) განხორციელებისათვის აუცილებელი პერსონალისა და ტექნიკური საშუალებების გამოყოფა, ასევე უზრუნველყოს საჭირო სამუშაო პირობები. იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვითონ შემსყიდველი ორგანიზაცია.
5.3. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა და წუნდებით გაწეული მომსახურების ხელახალი შესრულება (გამოსწორება)
5.4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს შემსყიდველის მხრიდან განახორციელებს შპს „ჯიარ ქონების მართვას“ გენერალური დირექტორი კობა ლაცაბიძე, რომელიც უფლებამოსილია ხელი მოაწეროს მიღება-ჩაბარების აქტებს
6. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
6.1. შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარება განხორციელდება ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით
6.2. მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების პარალელურად მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია (მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად).
7. ანგარიშსწორება და ანგარიშსწორების ვალუტა.
7.1. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
7.2. ანგარიშსწორება განხორციელდება თვეში ერთხლ, უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში. მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
7.3. ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელზე დაკისრებული ჯარიმის ანაზღაურებამდე შემსყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას ანგარიშსწორებაზე. ამ შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ შესაბამის ანგარიშზე ჯარიმის გადახდის შემდეგ.
7.4. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი), არ გამოიყენება.
7.5. ხელშეკრულების ღირებულების პარამეტრების (ერთეულის ფასის) შეცვლა დაუშვებელია, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
7.7. ხელშეკრულების ღირებულების შეცვლა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებისსახით.
8. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
8.1. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
8.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან შესრულების ვადის გადაცილებისათვის მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,02%-ის ოდენობით. ხოლო, თუკი ადგილი აქვს ვალდებულების ნაწილის შეუსრულებლობას, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის 0,02%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
8.3. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით.
8.4. საჯარიმო სანქციით დაკისრებული თანხა გადახდილ უნდა იქნას მხარისთვის აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების (წერილი ჯარიმის დაკისრების თაობაზე) გაცნობიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში.
8.5. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს ხელშეკრულების მხარეებს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9. ხელშეკრულების შეწყვეტა
9.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებლის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
9.2. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
9.3. ხელშეკრულების შეწყვეტისას მხარეს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება რომელიც მას მიადგა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობით.
9.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
9.5. შემსყიდველს უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:
ა) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ორჯერ დარღვევისშემთხვევაში;
ბ) მიმწოდებლის მიერ შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის 5 (ხუთი) კალენდარულ დღეზე მეტი ვადით გადაცილების შემთხვევაში;
გ) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
10. ფორს-მაჟორი
10.1. ფორს-მაჟორი - სტიქიური მოვლენები, გაფიცვები, საბოტაჟი ან სხვა საწარმოო არეულობა, სამოქალაქო მღელვარება, ომი, ბლოკადა, აჯანყება, მიწისძვრა, მეწყერების ჩამოწოლა, ეპიდემია, წყალდიდობა და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელიც არ ექვემდებარება მხარეთა კონტროლს და რომელთა თავიდან აცილებაც მათ მიერ შეუძლებელია. ფორს-მაჟორად არ ითვლება მიმწოდებლის ფინანსური მდგომარეობის გაუარესება, თუ ეს ჩამოთვლილ მოვლენებთან არ არის დაკავშირებული. ამ დროს მხარეებს შორის ხელშეკრულების შესაბამისად გადასახდელ თანხაზე ფორს-მაჟორის შემთხვევაში 10.2 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათები არ ვრცელდება.
10.2. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას.
10.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით
პასუხს იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
10.4. იმ შემთხვევაში თუ ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო, იცვლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე პირობა, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების სახით.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია. ამავე დროს შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება (მათ შორის მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების შეწყვეტა) უნდა გაფორმდეს წერილობით - მხარეთა შეთანხმების სახით და დანართის სახით უნდა დაერთოს ხელშეკრულებას. მხარეთა წერილობითი შეთანხმება ცვლილების თაობაზე ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. უფლებების გადაცემა
12.1. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებეულებების მთლიანი ან ნაწილობრივი უფლება- მოვალეობების გადაცემა ფორმდება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით (შემსყიდველი - მიმწოდებელი - მესამე პირი).
13. ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის
13.1. ნებისმიერი ოფიციალური ურთიერთობა ხელშეკრულების დამდებ მხარეებს შორის უნდა ატარებდეს წერილობით ფორმას. წერილობითი შეტყობინება, რომელსაც ერთი მხარე ხელშეკრულების შესაბამისად უგზავნის მეორე მხარეს, იგზავნება საფოსტო გზავნილის სახით. ოპერატიული კავშირის დამყარების მიზნით დასაშვებია შეტყობინების მეორე მხარისათვის მიწოდება ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან ფაქსის გაგზავნის გზით იმ პირობით, რომ შეტყობინების ორიგინალი შემდგომში წარედგინება მეორე მხარეს უშუალოდ ან ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე საფოსტო გზავნილის გაგზავნის მეშვეობით.
13.2. ტელეფონით, ელექტრონული ფოსტით ან/და ფაქსით ურთიერთობისათვის გამოყენებულ იქნება: | ||||||||||
ა) | მიმწოდებლის | შემდეგი | რეკვიზიტები: | ტელეფონის | ნომერი | ------------ | საკონტ. | პირი | ბ/ქ-ნ | - |
---------,ელექტრონული ფოსტა: ------------; ფაქსი (არსებობის შემთხვევაში) ; |
ბ) შემსყიდველის შემდეგი რეკვიზიტები: ტელეფონის ნომერი: ------------; საკონტ. პირი ბ-ნი --.
13.3. ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარე ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საკონტაქტო პირ(ებ)ის ან ინფორმაციის ცვლილება წერილობითი სახით აცნობოს მეორე მხარეს.
13.4. შეტყობინება შედის ძალაში ადრესატის მიერ მისი მიღების დღეს.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1. ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ მათ შორის წარმოქმნილი ნებისმიერი დავა შესაძლებელია გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს სასამართლოს მიერ.
14.2. ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლები.
14.3. ხელშეკრულება დადებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
15. სხვა პირობები
15.1. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
15.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ინახება ხელმომწერ მხარეებთან (ერთი პირი მიმწოდებელთან და
ორი პირი შემსყიდველთან). ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მიმოწერა შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე.
15.3. წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერი ცვლილება ან დამატება ძალაშია მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი წერილობითი ფორმითიქნება შედგენილი და ხელმოწერილი მხარეთა მიერ.
მხარეთა რეკვიზიტები
„შემსყიდველი“ „მიმწოდებელი“
შპს ,,ჯიარ ქონების მართვა’’ ...........................
ს/კ 202460103 ს/კ ......................
მის: ქ.თბილისი, თამარ მეფის გამზ.№15 მის: .................................
xxxxxxxxx xxxxx: სს ,,საქართველოს ბანკი’’ მომსახურე ბანკი: .......................
ბანკის კოდი: BAGAGE 22 ბანკის კოდი: ..................................
ა/ა XX00XX0000000000000000 ა/ა ..........................................
................................................ ......................................................... xxxx xxxxxxxx ..............................
გენერალური დირექტორი .................................