Contract
თანხმობა
დამზღვევი ნებაყოფლობით ანიჭებს უფლებას სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგს" (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404476189; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, #66ა) (შემდგომში „მზღვეველი“):
ა) სადაზღვევო მომსახურების გაწევის, მზღვეველის მიერ შესაბამისი სახელშეკრულებო ან საკანონმდებლო ვალდებულების შესრულების მიზნით დაამუშავოს დამზღვევის ან/და დამზღვევის მიერ წარმოდგენილი მესამე პირების პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო სადაზღვევო მომსახურების შეთავაზების/ ხარისხის ან /და დაზღვევასთან დაკავშირებული კვლევის მიზნით დაამუშავოს მოწოდებული/წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები.
ბ) წარმოდგენილი დაზღვევის შესახებ ინფორმაცია (მოქმედების ვადა, სტატუსი, სადაზღვევო პრემია და სხვ.) ხელმისაწვდომი გახადოს მზღვეველის იმ დასაქმებულისათვის, შესაბამისი ანგარიშთა მმართველის ან აგენტისათვის, რომლებსაც ასეთ ინფორმაციაზე წვდომა ესაჭიროებათ მათი მოვალეობების შესრულებისათვის ან/და მზღვეველის მიერ მისი შესაბამისი სახელშეკრულებო ან საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულებისათვის.
გ) პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის დაამუშავოს დამზღვევის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ასევე გადასცეს აღნიშნული მონაცემები დაკავშირებულ (აფილირებულ), ურთიერთდამოკიდებულ კომპანიებს/პირებს იგივე მიზნებისთვის.
ამასთან, დამზღვევი ადასტურებს, რომ:
დ) დასაზღვევის საგნის მესაკუთრის ან მოსარგებლის პერსონალური, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების (იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი, დასაზღვევი საგნის მესაკუთრე ან მოსარგებლე სხვადასხვა პირია) დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის მიწოდების საფუძველია მონაცემთა სუბიექტების ინფორმირება და ნებაყოფლობითი თანხმობა მათი პერსონალური მონაცემების მზღვეველის მიერ დამუშავების თაობაზე და დამზღვევი სრულად არის პასუხისმგებელი აღნიშნული მონაცემების მზღვეველისათვის გადმოცემაზე;
ე) დამზღვევმა მიიღო სრული ინფორმაცია მონაცემთა დამუშავების და დამზღვევის, როგორც მონაცემთა სუბიექტის კანონმდებლობით - "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებების, კერძოდ, მონაცემთა დამმუშავებლისგან დამზღვევის მონაცემების დამუშავების თაობაზე ინფორმაციის მიღების, მონაცემთა გასწორების, განახლების, დამატების, დაბლოკვის, წაშლის და განადგურების თაობაზე.