ხელშეკრულებ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11 (კონსოლიდირებული ტენდერი CON210000655)
ხელშეკრულებ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11 (კონსოლიდირებული ტენდერი CON210000655)
20.01. 2022 წელი
ერთი მხრივ ქედის მუნიციპალიტეტი არმოდგენილი მისი მერის როლანდი ბერიძის სახით და მეორე მხრივ სს ,,ფრანს ავტო’’ წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxxx სახით, ორივე ერთად წოდებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ კონსოლიდირებული ტენდერის CON210000655, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული „კონსოლიდირებულიტენდერის ჩატარების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, აგრეთვე, საქართველოს მთავრობის 2021წლის 22 ნოემბრის N2049 განკარგულების „2021,2022 და 2023 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის („ავტოსატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო შესყიდვის 2021-2022 წლების კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, თანდართული ყველა დოკუმენტით, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ.
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრული და ზედმიწევნითი შესრულებისათვის.
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4 „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5 „მიმწოდებელი“ - იურიდიული/ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს საქონლის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში
1.6 „შესყიდვის ობიექტი“ - ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
1.7 სატენდერო კომისია“ – „2021,2022 და 2023 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 22 ნოემბრის №2049 განკარგულების საფუძველზე, შექმნილი სატენდერო კომისია
1.8 სატენდერო დოკუმენტაცია - 2021 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (CON210000655) სატენდერო დოკუმენტაცია, რომელიც შესაძლოა დანართის სახით ფიზიკურად არ დაერთოს წინამდებარე ხელშეკრულებას, მაგრამ წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
2.ხელშეკრულების საგანი და შესყიდვის ობიექტი
2.1. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს წინამდებარე ხელშკრულების დანართი №1-ით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის (შემდგომში - ავტომობილი) (CPV - 34100000) სახელმწიფო შესყიდვა, რომელიც აკმაყოფილებს კონსოლიდირებული ტენდერის (CON210000655) სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ მაჩვენებლებს.
2.2. შესყიდვის ობიექტია 2 (ორი) ერთეული ავტომობილი.
2.3. შესყიდვის ობიექტის აღწერილობა, ტექნიკური მახასიათებლები, განისაზღვრება დანართი №1- ით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
2.4. შესყიდვის ობიექტის კლასიფიკატორის კოდი: CPV-34100000
3. ხელშეკრულების საერთო ღირებულება
3.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა 106800 (ასექვსიათასრვაასი) ლარი.
3.2. ერთეული სატრანსპორტო საშუალების ღირებულებაა 53 400 (ორმოცდაცამეტი ათას ოთხასი) ლარი.
3.3. ხელშეკრულების 3.2. პუნქტში აღნიშნულ ფასში შედის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი გადასახადი.
4. შესყიდვის ობიექტის ხარისხი, გარანტია, მიწოდების ვადები და ადგილი
4.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას, რომ მიწოდებული ობიექტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და დააკმაყოფილებს შემსყიდველის მოთხოვნებს.
4.2. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში 2022 წლის 18 ივლისის ჩათვლით.
4.3. ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილ(ებ)ია:თბილისი, ჯორჯ- ბალანჩინის 34, რენოს ცენტრი.
4.4 ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
4.5 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღემდე.
4.6 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.
4.7 თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელებაუნდა მოხდეს დანართი #2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში.
4.8 თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება) ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი) მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით) .
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1 შესყიდვის ობიექტის მიღება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც დასტურდება შემსყიდველისა და მიმწოდებლის მიერ შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერებით.
5.2. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 5.1. ქვეპუნქტში აღნიშნული შესყიდვის ობიექტის
მიწოდების მიღება-ჩაბარების აქტის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირები არიან: ქედის მუნიციპალიტეტის მერი ან/და ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლ(ებ)ი, ხოლო მიმწოდებლის მხრიდან დირექტორი - xxxxxx xxxxxxx.
6. ანგარიშსწორების პირობები
6.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.
6.2. ანგარიშსწორების განხორციელებისათვის აუცილებელია 5.1 ქვეპუნქტში მითითებული მიღება- ჩაბარების აქტი და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაცია.
6.3. შემსყიდველის მიერ ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივი მიწოდების შესაბამისად, ამ ხელშეკრულების 6.1. პუნქტის გათვალისწინებით, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
6.4. წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია საავანსო თანხის იდენტური ოდენობის, უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით.
6.5. წინასწარი ანგარიშსწორების მოთხოვნის შემთხვევაში, ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტიის საფუძველზე.
6.6. წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას.
6.7. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.
6.8. ავანსის შემთხვევაში ანგარიშსწორება განხორციელდება ავანსის სახით გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.
7. მხარეთა ვალდებულებები და უფლებები
7.1. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) მოახდინოს ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიღება.
გ) დაიცვას (CON210000655) ტენდერში მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ დანართ N2-ში მითითებული პირობები და ვადები.
7.2. შემსყიდველს უფლება აქვს:
ა) მიმწოდებლისაგან მოითხოვოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო წინადადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
ბ) განახორციელოს სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირება, რაც შეიძლება გულისხმობდეს
სატრანსპორტო საშუალების ვიზუალურ შემოწმებას ან შესაბამის ექსპერტიზას.
გ) მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს მას მითითება ვალდებულებების დარღვევის გამოსწორების შესახებ ან მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით.
7.3. მიმწოდებელი ვალდებულია:
ა) დაიცვას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა;
ბ) ხელშეკრულებით განსაზღვრულ საგარანტიო მომსახურების პერიოდში აღმოჩენილი ნაკლი ან დეფექტი გამოასწოროს ხელშეკრულებაში მითითებულ ვადაში;
გ) ხელშეკრულების შესრულების პროცესში წამოჭრილ გაუთვალისწინებელ ხელშემშლელ გარემოებებთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გაუგზავნოს შემსყიდველს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ;
დ) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.
ე) უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების ახლით ჩანაცვლება თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება) ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი).
7.4. მიმწოდებელს უფლება აქვს:
მოსთხოვოს შემსყიდველს შესყიდვის ობიექტის ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.
8. მხარეთა პასუხისმგებლობა ხელშეკრულების დარღვევისას
8.1. ხელშეკრულების პირობების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ვალდებულების დარღვევით მიწოდებული საქონლის ღირებულების 2 პროცენტის ოდენობით.
8.2. აღმოჩენილი დეფექტის, ნაკლის გამოსწორებისათვის ან/და შეცვლისათვის მიმწოდებელმა თუ გადააცილა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულების შესრულების ვადას, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული შესყიდვის ობიექტის ღირებულების 0,5 პროცენტის ოდენობით.
8.3. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის დარღვევისას, შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული შესყიდვის ობიექტის 0,1 პროცენტის ოდენობით.
8.4 ანგარიშსწორების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას გადაიხადოს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1 პროცენტის ოდენობით.
9. ხელშეკრულების შესრულების გარანტია (არ გამოიყენება, ვინაიდან სახელშეკრულებო ღირებულება არ აღემატება 200 000 ლარს)
9.1. იმ შემთხვევაში თუ სახელშეკრულებო ღირებულება აღემატება 200 000 ლარს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი საბანკო ან/და სსიპ
„საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიის გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%-ის ოდენობით, რომლის ოდენობა არ შემცირდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების პროპორციულად. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, - ეროვნულ ვალუტაში.
9.2. ხელშეკრულების შესრულების გარანტიის მოქმედების ვადაა წლის ჩათვლით.
9.3. ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. (--------
წ. გარანტია # )
9.4. გარანტია უკან დაუბრუნდება მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ, მოთხოვნიდან არაუგვინეს 14 კალენდარული დღის ვადაში.
10. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
10.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2022 წლის 05 აგვისტოს ჩათვლით.
11. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვის შესაძლებლობა
11.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია წინასწარ. ამავე დროს, შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.2 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
11.3 თუ წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
12. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)
12.1. მხარეები არ არიან პასუხისმგებელნი თავიანთი ვალდებულების სრულ ან ნაწილობრივ შეუსრულებლობაზე, თუ ეს შეუსრულებლობა გამოწვეულია დაუძლეველი ძალით და აღნიშნული უშუალო ზემოქმედებას ახდენს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებაზე. ხელშეკრულების შესრულების ვადა გადაიწევს შესაბამისი დროით, გარემოებათა დასრულების შემდეგ.
12.2. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში წინამდებარე ხელშეკრულების მხარემ,
რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, პირველი შესაძლებლობისთანავე უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობის მიხედვითაგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებებისაგან.
12.3. თუ სახელშეკრულებო ვალდებულებების მთლიანი ან ნაწილობრივი შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობის გამო და მხარეები შეწყვეტენ წინამდებარე ხელშეკრულებას, მათ არ აქვთ კომპენსაციის მოთხოვნის უფლება.
12.4. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობა დადასტურებულ უნდა იყოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ.
13. ხელშეკრულების კონტროლის პირობები
13.1. შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი, შესყიდვის ობიექტის მიწოდების პარალელურად.
13.2. კონტროლის აქტში მითითებული უნდა იყოს აღმოჩენილი დეფექტი ან ნაკლი.
13.3. ვიზუალური დათვალიერების დროს, დეფექტის ან/და ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, შემსყიდველი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით ან/და სატელეფონო კავშირით შეატყობინოს მიმწოდებელს აღმოჩენილი დეფექტის, ნაკლის შესახებ და მოსთხოვოს მისი აღმოფხვრა ან შეცვლა თავისი ხარჯით.
13.4. კონტროლის აქტის საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში, ჩატარდება მოწოდებული შესყიდვის ობიექტის ექსპერტიზა. იმ შემთხვევაში თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ შესყიდვის ობიექტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პარამეტრებსა და მოთხოვნებს, ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი, ხოლო შესაბამისობის შემთხვევაში - ექსპერტიზის ხარჯებს აანაზღაურებს შემსყიდველი.
13.5. გამოვლენილი დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრასთან და ხელახალ კონტროლთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს
13.6. შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური განვითარების და ქონების მართვის სამსახური.
14. ხელშეკრულების შეწყვეტა, ცვლილების შეტანა
14.1. მიმწოდებლის მიერ კანონმდებლობითა და კონსოლიდირებული ტენდერის შედეგად ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის (საქონლის მიწოდების ვადის 15-ზე მეტი სამუშაო დღით გადაცილება) ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაციაუფლებამოსილია დასაბუთებულად მიმართოს სატენდერო კომისიას ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე საკითხის გადაწყვეტის მიზნით. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით.
14.2. ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შემსყიდველის მომართვის შემთხვევაში, სატენდერო კომისია, უფლებამოსილია იმსჯელოს კონკრეტული ხელშეკრულების ან/და კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში გაფორმებული სხვა ხელშეკრულებ(ებ)ის შეწყვეტის თაობაზე.
14.3 სატენდერო კომისიის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ მითითების გაცემის შემთხვევაში, მიმწოდებელს ჩამოერთმევა ხელშეკრულებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია. ხოლო თუ ხელშეკრულების ღირებულება ნაკლებია 200 000 ლარზე
შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
14.4. ხელშეკრულების ცალკეული პირობების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულების შესრულებისაგან.
14.5. ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების, დამატების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
15. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
15.1. ხელშეკრულების შესრულებისას მხარეთა შორის წამოჭრილი დავები ან აზრთა სხვადასხვაობა შესაძლებელია გადაწყვეტილ იქნას ორივე მხარის ერთობლივი მოლაპარაკების საფუძველზე.
15.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეები მიმართავენ სასამართლოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
16. კონფიდენციალურობა
16.1. მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ ერთმანეთის საკუთრებას, არ გახადონ მესამე პირთათვის ცნობილი ყველა ის ინფორმაცია, რომელიც ითვლება კონფიდენციალურად.
16.2. ვალდებულება კონფიდენციალურობის შესახებ ძალაში რჩება ხელშეკრულების დამთავრებისშემდეგაც.
17. სხვა პირობები
17.1. მხარეები აუნაზღაურებენ ერთმანეთს მიყენებულ ზარალს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
17.2. არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს მესამე პირს თავისი უფლებები და მოვალეობები, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე.
17.3. მესამე პირთან ურთიერთობაში მხარეები მოქმედებენ თავიანთი სახელით, ხარჯებითა და რისკით.
18. მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი: მიმწოდებელი
ქედის მუნიციპალიტეტი სს ,,ფრანს ავტო’’-ი
ს/კ:246762061 ს/კ:236098165
მის: დაბა ქედა, მ. კოსტავას ქ. #3 მის: საქართველო, ქ. თბილისი, xxxx xxxxxxxxxx 34 ხაზინის ერთიანი ანგარიში მომსახურე ბანკი: სს საქართველოს ბანკი სახაზინო კოდი: TRESGE22 ბანკის კოდი: XXXXXX00
ანგ. № XX00XX0000000000000000 ანგარიშსწორების ანგარიში: XX00XX0000000000000000
xxxx xxxxxxxxx
xxxxxxx xxxxxx xxxxxx xxxxxxx
Xxxxxx Xxxxxxx
Digitally signed by Xxxxxx Xxxxxxx Date: 2022.01.20
17:22:03 +04'00'