ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები# EG/ELAUTO/CORP/2022/V1 ქ. თბილისი, 14/04/2022 წელი ერთი მხრივ, სს “სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია”, (შემდგომში – მზღვეველი) წარმოდგენილი მისი კომერციული დირექტორის მოადგილის ლერი...
ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის ხელშეკრულება/პირობები # EG/ELAUTO/CORP/2022/V1 |
ქ. თბილისი, 14/04/2022 წელი |
ერთი მხრივ, სს “სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია”, (შემდგომში – მზღვეველი) წარმოდგენილი მისი კომერციული დირექტორის მოადგილის xxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ შპს მერკური (შემდგომში - დამზღვევი), წარმოდგენილი მისი დირექტორის xxxxxx xxxxxxx სახით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ვთანხმდებით შემდეგ სახელშეკრულებო პირობებზე: 1. ხელშეკრულების საგანი 1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის/დაზღვეულისათვის /მოსარგებლისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის გზით წინამდებარე პირობებით დადგენილი წესით; 1.2. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება – განისაზღვრება წინამდებარე ხელშეკრულების დანართით #1; 1.3. დაზღვევის სახეობა -CASCO/MTPL; 1.4. დაზღვევის ტერიტორია CASCO/MTPL - საქართველო, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებიისა; 1.5. სადაზღვევო ტარიფი – დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების სადაზღვევო თანხის - 4.5 %; 1.6. ფრანშიზა: სრულ ზარალზე - სადაზღვევო თანხის 10%, ქურდობაზე, ძარცვა,ყაჩაღობაზე , ნაწილობრივ ზარალზე, დაუდგენელ ვითარებაში/დაუდგენელი პირის მიერ დაზიანებაზე - ზარალის 10%, მინ. 50 USD; 1.7. ხელშეკრულების ვადა 14/04/2022 -დან 14/04/2023 - მდე; დაზღვევის მოქმედების ვადა განისაზღვრება შესაბამისი სადაზღვევო პოლისით. წინამდებარე ხელშეკრულების მოქმედების ვადა ავტომატურად გრძელდება მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ის მოქმედების ვადის შესაბამისად; 1.8. სადაზღვევო პრემია – განისაზღვრება შესაბამისი სადაზღვევო პოლისით, სადაზღვევო პრემიის ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშწორებით, ოთხჯერადად. 2. ტერმინთა განმარტება 2.1. “მზღვეველი” - სს “სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია”, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ეწევა სადაზღვევო საქმიანობას; 2.2. „დამზღვევი“ - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც სადაზღვევო პოლისითა და განაცხადით განსაზღვრულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას აზღვევს მზღვეველთან და იხდის შესაბამის სადაზღვევო პრემიას. თუ სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამზღვევი იმავდროულად არის დაზღვეული; 2.3. “დაზღვეული” – პირი, რომლის ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმართაც ხორციელდება დაზღვევა (ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე ან/და კანონიერი მფლობელი) და რომელიც უფლებამოსილია, წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების საფუძველზე მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. ; 2.4. “მოსარგებლე” - იურიდული ან ფიზიკური პირი, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას; 2.5. “უფლებამოსილი მძღოლი” – (I) დამზღვევის თანამშრომელი, რომლის ასაკობრივი ზღვარია 21–65 წლამდე და რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე აქვს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება/მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა და რომელიც ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავს მხოლოდ შემდეგი დანიშნულებით: |
პარკინგზე, ავტოსერვისცენტრში, სამრეცხაოში გადაადგილების მიზნით, ასევე თუკი იგი სარგებლობს დროებით, (ქირაობს) აპლიკაციის QARI APP ის მეშვეობით. (II) ნებისმიერი ის პირი, რომელიც დამზღვევისგან შესაბამისი აპლიკაციის QARI APP მეშვეობით ქირაობს სატრანსპორტო საშუალებას, დამზღვევის უფლებამოსილი წარმომადგენლისგან მიღებული აქვს მისი მართვის შესაბამისი ინსტრუქცია, რომლის ასაკობრივი ზღვარია 21–65 წლამდე და რომელსაც კანონმდებლობის საფუძველზე აქვს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება/მართვის შესაბამისი კატეგორიის მოწმობა. 2.6. “დაზღვევის ობიექტი” - დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს სადაზღვევო პოლისში ან/და მის დანართში მითითებული, დამზღვევის/დაზღვეულის კანონიერ საკუთრებაში (მფლობელობა, სარგებლობა) მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა ან/და მის ცალკეულ ნაწილთან დაკავშირებული დაზღვეულის ქონებრივი ინტერესები, რომელიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასთან, გამოყენებასა და განკარგვასთან; 2.7. “ავტოსატრანსპორტო საშუალება” – მხოლოდ სადაზღვევო პოლისში ან/და მის დანართში (დაზღვევის განაცხადი-ანკეტა) მითითებული ოთხთვლიანი მიკრო ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გამოიყენება საავტომობილო გზაზე ტვირთის გადასაზიდად ან/და მგზავრთა გადასაყვანად; 2.8. “საავტომობილო გზა” - მყარი საფარის მქონე (საინჟინრო ნაგებობა) მაკავშირებელი სავალი ზოლი, რომლებიც ღიაა საერთო მოძრაობისათვის და განკუთვნილია საკუთარი თვლებით გადაადგილებადი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის, მათ შორის ხიდები, გვირაბები, მზიდი კონსტრუქციები, გზათა გადაკვეთები, გზაჯვარედინები და გზათა განშტოებები გარდა რკინიგზებისა და ასაფრენ-დასაჯდომი მოედნებისა; 2.9. “საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა “- საავტომობილო გზაზე სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის შედეგად და მისი მონაწილეობით წარმოქმნილი მოვლენა, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა; 2.10. “სადაზღვევო პოლისი” - მზღვეველის მიერ გაცემული მოწმობა წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების შესახებ; 2.11. “სადაზღვევო თანხა” - სადაზღვევო პოლისში მითითებული თანხის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც დადგენილია მოსარგებლისათვის სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სადაზღვევო თანხა არ უნდა აღემატებოდეს დაზღვევის ობიექტის რეალურ საბაზრო ღირებულებას; 2.12. “სადაზღვევო შემთხვევა” - წინამდებარე ხელშეკრულებით/პირობებით და/ან მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკის დადგომით გამოწვეული ზიანი, რომელიც წარმოშობს მზღვეველის ვალდებულებას, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება. 2.13. “სადაზღვევო რისკი” - მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა. კასკო სრულის შემთხვევაში - დაზღვევა ხორციელდება ყველა რისკისაგან გარდა გამონაკლიებით გათვალისიწნებული შემთხვევებისა და ნაწილობრივი ქურდობისა, კასკო არასრულის შემთხვევაში - დაზღვევა ხორციელდება ყველა რისკისაგან, გარდა გამონაკლიებით გათვალისწინებული შემთხვევებისა და გარდა ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობისა; 2.14. “რეალური საბაზრო ღირებულება” - დაზღვევის ობიექტის ღირებულება, რომელიც შესაბამისობაში უნდა იყოს ავტოტრასნპორტის ბაზარზე არსებული მსგავსი პარამეტრების მქონე ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულებასთან; 2.15. სადაზღვევო ანაზღაურება - ანაზღაურება, რომელიც წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე მზღვეველის მიერ გაიცემა მოსარგებლეზე; 2.16. “მიყენებული ზიანი” - მატერიალური ზიანი, რომელიც მიადგა დამზღვევს (დაზღვეული/მოსარგებლე) სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად; 2.17. “სრული ზარალი” – ზარალი, რომლის შედეგადაც ავტოსატრანსპორტო საშუალება არის |
დაკარგული ან მთლიანად განადგურებული ან/და არ ექვემდებარება აღდგენას; 2.18. სადაზღვევო პრემია - სადაზღვევო პოლისში მითითებული დამზღვევის მიერ ერთჯერადად ან მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკით ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორების წესით გადასახდელი დაზღვევის საფასური სადაზღვევო დაფარვის უზრუნველყოფისათვის; 2.19. “არსებითი გარემოება” - დამზღვევისთვის წინასწარ ან/და შემდგომ ცნობილი გარემოებანი (ან/და ისეთი გარემოებანი, რომელთა შესახებ მას უნდა სცოდნოდა), რომელიც შეეხება მზღვეველის მიერ დაზღვევის ობიექტის, რისკის, შემთხვევის, საფრთხის შეფასებას, ან/და სხვა გარემოებები, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მზღვეველის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას თავის ვალდებულებებზე ან/და მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გაზრდა ან დამატებითი პირობების დაწესება, ან/და გარემოებანი, რომლის შესახებაც მზღვეველი წერილობით შეეკითხება დამზღვევს; 2.20. “სუბროგაციის წესი” - დამზღვევისთვის (დაზღვეული, მოსარგებლე) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდგომ მზღვეველის უფლება დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები სადაზღვევო შემთხვევის დადგომაში ბრალეული მხარისაგან, მათ შორის უფლებამოსილი მძღოლისგან (გარდა დამზღვევის თანამშრომლისა) იმ შემთხვევაში, თუკი სადაზღვევო ანაზღაურება გაცემულია უფლებამოსილი მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის საფუძველზე; 2.21. “სადაზღვევო პერიოდი” - სადაზღვევო პოლისში მითითებული დაზღვევის მოქმედების ვადა; 2.22. “საინფორმაციო უზრუნველყოფა” - კონტრაგენტისათვის შეტყობინების, დოკუმენტაციის ან/და წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული სხვა სახის ინფორმაციის მიწოდება; 2.23. “ფრანშიზა” - სადაზღვევო პოლისში მითითებული არანაზღაურებადი მინიმუმი, პროცენტულად ან ფიქსირებული თანხით განსაზღვრული დაზღვეული ქონებისადმი მიყენებული ზიანის ოდენობა, რომელსაც არ აანაზღაურებს მზღვეველი. ფრანშიზა გამოიქვითება ყოველი ანაზღაურების გაცემისას და ვრცელდება ყოველ რისკზე, დაზღვევის პოლისში მითითებული ოდენობით. ფრანშიზა შესაძლებელია იყოს პირობითი ან უპირობო. თუკი სადაზღვევო პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, იგულისხმება, რომ ფრანშიზა არის უპირობო; 2.24. „დამზღვევის საქმიანობა“ - დამზღვევის/დაზღვეულის საქმიანობა, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო საშუალების, გაქირავებას აპლიკაციის მეშვეობით - დროებითი სარგებლობის უფლებით, გადაადგილების მიზნით, მხოლოდ უფლებამოსილი მძღოლისთვის სამართავად გადაცემას; 2.25. “ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების სახეობები” – ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება კომერციული მიზნით; ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამსახურებრივი მიზნით; ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება პერსონალური მიზნით; ვტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სპეციალური ან/და ოპერატიული მიზნით; 2.26. ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება კომერციული მიზნით - ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება მგზავრების ან/და ტვირთის ტრანსპორტირებისათვის უშუალოდ ამგვარი საქმიანობიდან შემოსავლის მიღების მიზნით; 2.27. “ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამსახურეობრივი მიზნით” - იურიდიული პირის საკუთრებაში ან/და მფლობელობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სამსახურეობრივი მიზნებისთვის, უშუალოდ მგზავრების ან ტვირთის ტრანსპორტირებიდან შემოსავლის მიღების მიზნის გამონაკლისით; 2.28. “ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება პერსონალური მიზნით” - ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება პირადი მიზნებისათვის, უშუალოდ ამგვარი საქმიანობიდან შემოსავლის მიღების მიზნის გამონაკლისით; 2.29. “ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სპეციალური ან/და ოპერატიული მიზნით” - ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება სპეციალური (სასწრაფო დახმარება, სახანძრო, დაცვის სამსახური) ან/და პოლიციური მიზნებით; |
2.30. “ქურდობა” - ავტოსატრანსპორტო საშუალების ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით (სსკ 177-ე მუხლი); 2.31. “ძარცვა” - ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგო აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო „მისაკუთრების მიზნით (სსკ 178-ე მუხლი); 2.32. “ყაჩაღობა” - თავდასხმა ავტოსატრანსპორტო საშუალების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; 2.33. “ნაწილობრივ ქურდობა / ძარცვა / ყაჩაღობად’ განიხილება ავტოსატრანსპორტო საშუალების კომპლექტაციაში არსებული აქსესუარების ან ცალკეული ნაწილების ქურდობა, ძარცვა და/ან ყაჩაღობა; 2.34. “სტიქიური უბედურება” - ხანძარი, მეხის დაცემა, შტორმი, xxxxxxx, ქარიშხალი, წყალდიდობა, სეტყვა, გრუნტის დაჯდომა, მეწყერი, ზვავი, თოვლის ჩამოშლა, უხვთოვლიანობა, ნიადაგის ჩამოშლა, მიწისძვრა; 2.35. “ხანძარი” – ღია ცეცხლი, რომელიც მოჰყვება ავტოსატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ნაწილების წვას, რომელიც უშუალო კავშირშია ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციასთან და რომელმაც დააზიანა ან/და გაანადგურა დაზღვევის ობიექტი. ასევე, ღია ცეცხლი, რომლის კერასაც წარმოადგენს გარშემო მყოფი ობიექტები, შენობა-ნაგებობები და/ან სხვა საგნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზღვეულის მიერ დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების კანონით დადგენილი წესები; 2.36. “მიმდინარე სადაზღვევო ლიმიტი” - პირველი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მოქმედებს სადაზღვევო პოლისში მითითებული მაქსიმალური სადაზღვევო ლიმიტი (სადაზღვევო თანხა). მიმდინარე სადაზღვევო ლიმიტი უდრის სადაზღვევო პოლისში განსაზღვრულ სადაზღვევო თანხას გამოკლებული სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში უკვე ანაზღაურებული ზარალ(ებ)ის თანხა; 2.37. “დაზღვევის განაცხადი-ანკეტა” – მზღვეველის მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა, დამზღვევის მიერ შესავსები კითხვარი, რომელშიც აისახება დაზღვევის განხორციელებისათვის აუცილებელი მონაცემები; 2.38. “საპრეტენზიო განაცხადი” – დამზღვევის/დაზღვეულის/მოსარგებლის/უფლებამოსილი მძღოლის მიერ შემთხვევის შემდეგ შევსებული დოკუმენტი, სადაც მიეთითება შემთხვევის დადგომის დრო, ადგილი, ავტოსატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო მონაცემები, ასევე ყველა ის არსებითი გარემოება, რომლის შესახებაც ინფორმირებულია დამზღვევი/დაზღვეული/მოსარგებლე/უფლებამოსილი მძღოლი და რომლის საფუძველზეც მზღვეველი იღებს ვალდებულებას დაიწყოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საკითხის განხილვა; 2.39. “არასრული ღირებულებით დაზღვევა” - დაზღვევა ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ თანხაზე. ასეთ შემთხვევაში ზიანი ანაზღაურდება იმ პროპირციით, რა პროპორციასაც შეადგენს ზიანის მომენტისთვის სადაზღვევო თანხა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში; 2.40. “მესამე პირი” – ნებისმიერი პირი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას ზიანი მიადგა ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად, გარდა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლისა და მგზავრისა; 2.41. “მგზავრი” - ფიზიკური პირი, რომელიც ზის, მგზავრობს, ჯდება, გადმოდის დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან; 2.42. „გარდაცვალება“ - ადამიანის ტვინის ფუნქციონირების შეუქცევადი შეწყვეტა; 2.43. “სხეულის დაზიანება” - კიდურების ან ორგანოების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი მუდმივი ან დროებითი მოშლა ან მათი ფიზიკური დაკარგვა (ამპუტაცია), რომელიც მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევიდან 12 თვის განმავლობაში და წარმოადგენს მის უშუალო შედეგს; 2.44. “ჯანმრთელობის დაზიანება” – ავტოსატრანსპორტო შემთხვევით გამოწვეული მესამე პირის |
(გარდა მგზავრისა) გარდაცვალება ან ჯანმრთელობის გაუარესება, რომელიც მოხდა ავტოსატრანსპორტო შემთხვევიდან 12 თვის განმავლობაში და წარმოადგენს მის უშუალო შედეგს; 2.45. “ქონების დაზიანება” - მესამე პირის (გარდა მგზავრისა) ქონების დაზიანება, რომელიც წარმოადგენს ავტოსატრანსპორტო შემთხვევის უშუალო შედეგს; 2.46. „დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება” – შემდეგი დოკუმენტების ერთობლიობა: წინამდებარე ხელშეკრულება/პირობები, დანართი #1 – დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი, დამზღვევის მიერ შევსებული განაცხადი-ანკეტა, მზღვეველის მიერ მთხოვნილი და დამზღვევის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, სადაზღვევო პოლისი. 3. დაზღვევის ობიექტი და დაზღვევის სახეობა 3.1. დაზღვევის ობიექტს წარმოადგენს სადაზღვევო პოლისში მითითებული, დამზღვევის (დაზღვეული/მოსარგებლე) კანონიერ საკუთრებაში (სარგებლობა/მფლობელობა) მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან/და მასთან დაკავშირებული დამზღვევის / დაზღვეულის ქონებრივი ინტერესები, რომლებიც დაკავშირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობასთან, გამოყენებასა და განკარგვასთან; 3.2. ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის კონკრეტული სახეობა მითითებულია სადაზღვევო პოლისში; 3.3. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის (კასკო) სრული დაზღვევის შემთხვევაში ანაზღაურდება დაზღვევის ობიექტის დაზიანებით, განადგურებით ან/და დაკარგვით გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის ჩათვლით); 3.4. ავტოსატრანსპორტო საშუალების ძარის (კასკო) არასრული დაზღვევის შემთხვევაში ანაზღაურდება დაზღვევის ობიექტის დაზიანებით ან/და განადგურებით გამოწვეული ზიანი (ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობის, ძარცვისა და ყაჩაღობის გარდა); 3.5. წინამდებარე დაზღვევის პირობები ითვალისწინებს ასევე მესამე პირის წინაშე დაზღვეულის პასუხისმგებლობის დაზღვევასაც; რაც გულისხმობს მესამე პირისათვის (გარდა მგზავრისა) დაზღვეულის ქმედებით მიყენებული ზიანისაგან დაზღვევას. 3.6. დაზღვევის ობიექტ(ებ)ის, სადაზღვევო რისკების კონკრეტული ჩამონათვალი განისაზღვრება დამზღვევის მიერ შევსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზღვევის განაცხადში, რის საფუძველზეც გაიცემა სადაზღვევო პოლისი. 4. ტერიტორიული ფარგლები წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევის მოქმედების ტერიტორიული ფარგლები, რომელიც მითითებულია შესაბამის სადაზღვევო პოლისში. 5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი 5.1. დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია: 5.1.1. წინამდებარე დაზღვევის ხელშეკრულება/პირობების ხელის მოწერისთანავე გადაიხადოს სადაზღვევო პრემია ან/და მისი ნაწილი სადაზღვევო პოლისით განსაზღვრული წესების შესაბამისად; 5.1.2. უზრუნველყოს მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერება (რაც ჩაიწერება სადაზღვევო განაცხადში). დათვალიერების დასრულებამდე მზღვეველი არ გასცემს სადაზღვევო პოლისს და თავისუფალია თავისი ვალდებულებებისგან; 5.1.3. უზრუნველყოს მზღვეველი სადაზღვევო პოლისის გაცემისათვის აუცილებელი მონაცემებით/ინფორმაციით, მათ შორის მიაწოდოს მზღვეველს ინფორმაცია აღნიშნულ მონაცემებში/ინფორმაციაში ცვლილებების შესახებ, ცვლილებების განხორციელებიდან არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია არ |
აანაზღაუროს ზიანი, რომელიც გამოწვეულია მზღვეველისათვის შეუტყობინებელი გარემოებების შედეგად; 5.1.4. შეინარჩუნოს დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში; 5.1.5. უზრუნველყოს, რომ უფლებამოსილ მძღოლს ჰქონდეს ძალაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალების შესაბამისი კატეგორიის მართვის მოწმობა; 5.1.6. ექსპლუატაციაში ჰქონდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების გასაღების და მართვის პულტის ერთი პირი, ხოლო ყველა დანარჩენი, რომელიც მითითებულია დაზღვევის განაცხად- ანკეტაში, შეინახოს დაცულ ადგილას; 5.1.7. ქურდობის შემთხვევაში მიაწოდოს მზღვეველს დაზღვევის ობიექტის სარეგისტრაციო მოწმობა, სიგნალიზაციის მართვის ყველა პულტი და ყველა არსებული გასაღები; 5.1.8. შემთხვევის დადგომისას განუხრელად შეასრულოს მზღვეველის მითითებანი, შემთხვევის ადგილზე მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე შეინარჩუნოს ავტოსატრანსპორტო საშუალება არსებულ მდგომარეობაში (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლის მითითიების საფუძველზე). აღნიშნული ვალდებულება სრულად ვრცელდება უფლებამოსილ მძღოლზე, ამ პუნქტით განსაზღვრული პირობის დარღვევის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება; 5.1.9. გააცნოს უფლებამოსილ მძღოლებს (მათ შორის შესაბამის აპლიკაციაში ასახოს/გაითვალისწინოს) წინამდებარე დაზღვევის პირობები, მათ შორის შემთხვევის დადგომისას ამავე ხელშეკრულება/პირობებით დადგენილი, უფლებამოსილი მძღოლის მიერ სავალდებულოდ შესასრულებელი მოქმედებები და მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი, ამასთან, დამზღვევის მიერ ამავე პუნქტი პირობის დარღვევა შესაძლოა გახდეს მზღვეველის მხრიდან ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი; 5.1.10. ხელი შეუწყოს მზღვეველს ზიანზე პასუხისმგებელი პირის მხრიდან ანაზღაურების მიღების უფლების რეალიზაციაში და უზრუნველყოს მზღვეველი ზიანის გამომწვევი პირ(ებ)ის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციით; 5.1.11. ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების შემთხვევაში, მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემამდე გადასცეს მზღვეველს საკუთრების უფლება ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე და/ან მის ნარჩენ ნაწილებზე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობის შემთხვევაში, ანაზღაურების გაცემის შემდეგ მისი პოვნისას დაუბრუნოს მზღვეველს მიღებული სადაზღვევო ანაზღაურება ამ ხელშეკრულება/პირობების 9.26 პუნქტის შესაბამისად ან საკუთრებაში გადაცეს ნაპოვნი ავტოსატრანსპორტო საშუალება; მოცემული პუნქტის საფუძველზე ავტოსატრანსპორტო საშუალების ან მისი ცალკეული ნაწილების მზღვეველზე გადაფორმების ხარჯებს გაიღებს თავად მზღვეველი, თუკი მხარეთა შორის სხვა რამ არ შეთანხმდა; ამასთან, წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები დამზღვევმა/დაზღვეულმა/მოსარგებლემ უნდა განახორციელოს არაუგვიანეს ვალდებულების წარმოშობიდან ხუთი დღისა; 5.1.12. წინამდებარე პირობების ხელმოწერის ან/და მოქმედების პერიოდში საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით, შესაბამის სადაზღვევო პოლისში მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს და 24 სამუშაო საათის განმავლობაში წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია: ა) შემთხვევის დადგომის ან/და მასთან მიახლოებული გარემოებების შესახებ; ბ) დაზღვევის ობიექტისათვის საფრთხის გაზრდის ან/და მასთან მიახლოებული გარემოებების შესახებ; ამ შემთხვევაში მზღვეველს აქვს უფლება მოითხოვოს პოლისის მოქმედების შეწყვეტა ან/და დამზღვევის მიერ დამატებითი სადაზღვევო პრემიის გადახდა. დამატებით გადახდაზე დამზღვევის მიერ უარის თქმა მზღვეველს უფლებას აძლევს, შეწყვიტოს სადაზღვევო ხელშეკრულება სადაზღვევო პრემიის დაბრუნების გარეშე რისკის გაზრდისთანავე; |
გ) ნებისმიერი არსებითი გარემოების შესახებ, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს მზღვეველის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას თავის ვალდებულებებზე ან/და მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გაზრდა ან დამატებითი პირობების დაწესება; დ) ორმაგი დაზღვევის შესახებ; ე) დაზღვევის ობიექტის გასხვისების ან/და მფლობელის შეცვლის შესახებ; ვ) სადაზღვევო ინტერესის შეწყვეტის შესახებ ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენების მიზნის შეცვლის შესახებ; ზ) საკონტაქტო ინფორმაციის ან/და საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის უფლებამოსილი პირის შეცვლის შესახებ; თ) შემთხვევასთან დაკავშირებით შესაბამისი ორგანოდან მიღებული ნებისმიერ ინფორმაცია (გზავნილი, უწყება და სხვა); 5.1.13. დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი შესაძლო სარჩელის აღძვრის ან გამოძიების დაწყებისა და გამოძიების პროცესში გამოვლენილი მისთვის ცნობილი გარემოებების თაობაზე; 5.1.14. ყველა საჭირო ზომის მიღებით გაუწიოს მზღვეველს დახმარება სასამართლო და სასამართლოს გარეთ დაცვის განხორციელებაში. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში გადასცეს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება; 5.1.15. მზღვეველის თანხმობის გარეშე არ აანაზღაუროს და არ აიღოს არანაირი პასუხისმგებლობა სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელთან ან ნებისმიერ მოთხოვნასთან ან პრეტენზიასთან დაკავშირებით; 5.1.16. მიიღოს აუცილებელი ზომები დაზღვევის ობიექტის დაზიანების გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის, შემდგომი დაზიანების თავიდან აცილების ან/და ზარალის შემცირების მიზნით; 5.1.17. შემთხვევის დადგომისას უზრუნველყოს: ა) საპატრულო პოლიციისათვის და მზღვეველისთვის დაუყოვნებლივ შეტყობინება შემთხვევის შესახებ; ბ) მზღვეველისათვის ყოველგვარი დახმარების აღმოჩენა შემთხვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მიზეზების დასადგენად. 5.1.18. წარუდგინოს მზღვეველს წერილობითი საპრეტენზიო განაცხადი სადაზღვევო ანაზღაურების მიღების მოთხოვნით. განაცხადში მითითებული უნდა იყოს წარმოშობილი ზარალის ყველა გარემოება და მიზეზი, დაღუპული, დაზიანებული ან/და დაკარგული დაზღვევის ობიექტის ნუსხა, კომპეტენტური ორგანოების დოკუმენტები, რომლებშიც დადასტურებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი და მიზეზები, შემთხვევაში მონაწილე პირთა ვინაობა, ზარალის სავარაუდო ოდენობა და დაზიანებული ნაწილების ჩამონათვალი (გულისხმობს პირველადი დათვალიერების საფუძველზე მოპოვებულ ინფორმაციას); 5.1.19. წარუდგინოს მზღვეველს დაზიანებული ან/და განადგურებული დაზღვევის ობიექტი ან/და მისი ნარჩენები შეკეთებამდე ან/და აღდგენამდე, დაზიანების ან/და განადგურების ფაქტის ან/და ხარისხის დასადგენად; 5.1.20. შეატყობინოს დაზღვეულს (მოსარგებლეს), (თუ დამზღვევი და დაზღვეული (მოსარგებლე) სხვადასხვა პირები არიან) თავისი გადაწყვეტილება, დააზღვიოს მისი ქონება დაზღვევის ობიექტის ზუსტი განსაზღვრით და წარუდგინოს მზღვეველს შესაბამისი დოკუმენტაცია; 5.1.21. სადაზღვევო ანაზღაურების მიღების შემდეგ, მიღება – ჩაბარების აქტის საფუძველზე, გადასცეს მზღვეველს დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (სრული ზარალის შემთხვევაში) ან მისი ცალკეული ნაწილები, ანაზღაურების მიღებიდან არაუგვიანეს ხუთი დღისა; 5.1.22. სადაზღვევო ანაზღაურების მიღების შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალების შეკეთების დასრულებიდან არაუგვიანეს ორი სამუშაო დღისა მისცეს მზღვეველს ავტოსატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შესაძლებლობა, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის შეკეთებაც განხორციელდა რეგიონში, წარუდგინოს მზღვეველის რეგიონლურ წარმომადგენელს შეკეთების დასადასტურებლად; წინამდებარე პუნქტით დადგენილი |
წესების დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს შემდგომში დამდგარი შემთვევის შედეგად მიყენებული ზიანი. 5.1.23. მზღვეველის მოთხოვნისამებრ, დაზღვევის ნებისმიერ ეტაპზე წარუდგინოს მზღვეველს უფლებამოსილ მძღოლთან შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი/ქირავნობის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი/მტკიცებულება. დამზღვევის მიერ წინამდებარე პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობა შესაძლოა გახდეს ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის საფუძველი. 5.2. დამზღვევი/დაზღვეული უფლებამოსილია: 5.2.1. მიიღოს სადაზღვევო პოლისი; 5.2.2. მოსარგებლის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საკუთარი სახელით ისარგებლოს იმ უფლებებით, რომლებიც, დაზღვევის პირობების თანახმად, ეკუთვნის მოსარგებლეს, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება ან გადასცეს ეს უფლება მოსარგებლეს; 5.2.3. მზღვეველთან წერილობითი შეთანხმებით, დაზღვევის ობიექტი განმეორებით დააზღვიოს სხვა მზღვეველთან; 5.2.4. მიიღოს ანაზღაურება შემთხვევის დადგომისას მზღვეველის მითითებების შესრულებით გამოწვეული და მასთან წერილობით შეთანხმებული ხარჯების დასაფარად; 5.2.5. წინამდებარე პირობების გათვალისწინებით მიიღოს ანაზღაურება, რომელიც დაკავშირებულია: ა) მესამე პირის მიერ აღძრულ სარჩელთან, მესამე პირისადმი მიყენებული ზარალის კომპენსირებისათვის გაწეულ ხარჯებთან, იმ შემთხვევაში, თუ ეს მზღვეველთან წინასწარ იყო წერილობით შეთანხმებული; ბ) მესამე პირის სიცოცხლის ან/და ქონების გადარჩენის მიზნით გაწეულ ხარჯებთან. 5.2.6. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაასაჩივროს მზღვეველის გადაწყვეტილება, რომელიც მას მიაჩნია არასამართლიანად; 5.2.7. დაზღვევის გაფორმებისას ამ პირობებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით დანიშნოს მოსარგებლე სადაზღვევო ანაზღაურების მისაღებად, რაც ფიქსირდება სადაზღვევო პოლისში. 5.3. მზღვეველი ვალდებულია: 5.3.1. დამზღვევზე გასცეს დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი; 5.3.2. სადაზღვევო პოლისის, დამზღვევის მიერ დასაბუთებული და მტკიცებულებებით დადასტურებული საპრეტენზიო განაცხადის ან/და მზღვეველის მოთხოვნით ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება; 5.3.3. გადაწყვეტილების მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში დამზღვევზე გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება ან მოტივირებული უარი (პატივსადები მიზეზების არსებობის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია, გაზარდოს ამ პუნქტითა და 5.3.2. პუნქტით განსაზღვრული ვადა); 5.3.4. აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მისი წერილობითი მითითებების შესრულებით გამოწვეული და მასთან წერილობით შეთანხმებული ხარჯები; 5.3.5. ხელშეკრულების დადების ან/და მოქმედების პერიოდში დაუყოვნებლივ აცნობოს დამზღვევს საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის შესახებ. 5.4. მზღვეველი უფლებამოსილია: 5.4.1. სადაზღვევო პოლისის გაფორმებამდე მოახდინოს დაზღვევის ობიექტის დათვალიერება რისკის შეფასების მიზნით; 5.4.2. მონაწილეობა მიიღოს სადაზღვევო შემთხვევის მიზეზების დადგენასა და ზარალის სიდიდის შეფასებაში, მოსთხოვოს ხელშეწყობა დამზღვევს ან დაზღვეულს; 5.4.3. მზღვეველს ან/და მის მიერ უფლებამოსილ ნებისმიერ პირს უფლება აქვს დაათვალიეროს ან/და აღწეროს დაზღვევის ობიექტი დაზღვევის ნებისმიერ სტადიაზე; 5.4.4. დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის სადაზღვევო პოლისში მითითებული წესითა და ოდენობით გადახდის დაყოვნების ან/და გადაუხდელობის შემთხვევაში, შეაჩეროს |
სადაზღვევო პოლისის მოქმედება სადაზღვევო პრემიის გადახდამდე; 5.4.5. სადაზღვევო ანაზღაურება გასცეს სადაზღვევო პოლისის, დამზღვევის მიერ დასაბუთებული და მტკიცებულებებით დადასტურებული საპრეტენზიო განაცხადის ან/და მზღვეველის მოთხოვნით საჭირო დოკუმენტაციის სრულად წარდგენის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა და ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შემდეგ; 5.4.6. მიიღოს დამზღვევისაგან (დაზღვეულისაგან/მოსარგებლისგან) საჭირო დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის ან/და სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის დასადგენად; 5.4.7. გამოიყენოს გაცემული ანაზღაურების ზიანზე პასუხისმგებელი პირისაგან, მათ შორის უფლებამოსილი მძღოლისგან (გარდა დამზღვევის თანამშრომლისა) მიღების უფლება, კანონით და წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესით; 5.4.8. მესამე პირის წინაშე დაზღვეულის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემთხვევაში დაზღვეულის სახელით წარმართოს პროცესი სასამართლოში; გააკეთოს განცხადება მესამე პირის მიერ სადაზღვევო შემთხვევის გამო წამოყენებულ სარჩელთან დაკავშირებით; 5.4.9. მოითხოვოს დამზღვევისაგან/დაზღვეულისგან საკუთრების უფლების გადაცემა სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მზღვეველის მიერ შეცვლილ ავტოსატრანსპორტო საშუალების ნაწილებზე, სრული განადგურების შემთხვევაში - განადგურებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობისას (გატაცებისას) სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემდეგ პოვნის შემთხვევაში - საკუთრების უფლების გადაცემა ნაპოვნ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე ან გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების დაბრუნება; 5.4.10. მოსთხოვოს დამზღვევს, აღარ გადასცეს იმ უფლებამოსილ მძღოლს ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, მიმდინარე სადაზღვევო პერიოდში, დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას ორჯერ არ მეტჯერ მიადგა ზიანი. ამ პუნქტით განსაზღვრული უფლების გამოყენება მზღვეველს შეუძლია იმ შემთხვევაშიც, თუკი დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება სრულად განადგურდა უფლებამოსილი მძღოლის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად. დამზღვევის მიერ მზღვეველის მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია შეწყვიტოს პოლისის მოქმედება ან გაზარდოს სადაზღვევო ტარიფი. 5.4.11. სადაზღვევო ანაზღაურების, სადაზღვევო პრემიის ან/და სხვა ხარჯების ანაზღაურების გარეშე შეწყვიტოს ან/და მოშალოს სადაზღვევო პოლისი თუ დამზღვევმა დაარღვია წინამდებარე პირობების 5.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებანი ან/და დადგენილი წესით მზღვეველს არ აცნობა წინამდებარე პირობების 5.1.12. პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია. 5.4.12. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება თუკი დამზღვევის (დაზღვეული, მოსარგებლე) მიერ არ იქნება წარმოდგენილი შემთხვევასთან დაკავშირებული, წინამდებარე ხელშეკრულება/პირობებით გათვალისწინებული ან მზღვეველის მიერ გონივრულ ფარგლებში დამატებით მოთხოვნილი, ყველა აუცილებელი დოკუმენტი; 5.4.13. არ გასცეს სადაზღვევო ანზღაურება თუკი შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე დაშვებული ზღვრული სიჩქარის გადაჭარბების შედეგად; 5.4.14. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება თუკი შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ შუქნიშნის ამკრძალავი და გამაფრთხილებელი ნიშნის დაუმორჩილებლობის შედეგად; 5.4.15. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება თუკი შემთხვევა გამოწვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ ცალმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში საპირისპირო მიმართულებით მოძრაობის ან საპირისპირო მიმართულებით მობრუნების ან ცენტრალური გზიდან გადახვევის მიზნით, ორმაგი და უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთის წესების დარღვევის შედეგად; 5.4.16. გაუგზავნოს დამზღვევს/დაზღვეულს შეტყობინება სადაზღვევო პრემიის არსებული |
დავალიანების შესახებ და განუსაზღვროს ვადა, რომლის უშედეგოდ გასვლის შემდეგ მზღვეველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და გააუქმოს მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისი. მზღვეველის მიერ შეტყობინების გაკეთება შესაძლებელია, როგორც საფოსტო გზავნილის, ასევე ელ.ფოსტისა და მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით. 6. გამონაკლისი შემთხვევები 6.1. მზღვეველი არ აანაზღაურებს: 6.1.1. ზარალს, რომელიც გამოწვეულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომამდე არსებული დაზიანებით; 6.1.2. ზარალს, რომელიც წარმოიშობა დაზიანებით არა საავტომობილო გზაზე; 6.1.3. xxxxxx, რომელიც განიცადა დამზღვევმა იმის გამო, რომ არ იყო შესაძლებელი დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების გამოყენება (სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქირავების ღირებულების ჩათვლით); 6.1.4. ზარალს, გამოწვეულს ამორტიზაციით, ცვეთით, ჟანგვით, კოროზიით და ა.შ; 6.1.5. მექანიზმებისა და ელექტრომოწყობილებების გაფუჭებით, მწყობრიდან გამოსვლით, გატეხვით გამოწვეულ ზიანს/ზარალს; ძრავის, სიჩქარეების გადაცემათა კოლოფის ნებისმიერ დაზიანებას, გარდა პირდაპირი მექანიკური დაზიანების შემთხვევებისა; 6.1.6. საბურავის დაზიანების ხარჯს, რომელიც გამოწვეულია უხარისხო გზებით, გასკდომით, გაჭრით, ტექნიკური გაუმართაობით, გახეთქვით ან გახევით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საბურავის დაზიანება გამოწვეულია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან ან სხვა ობიექტთან შეჯახებით; 6.1.7. ისეთი შეკეთების ხარჯებს, რომელიც მიზნად ისახავს ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის გაუმჯობესებას სადაზღვევო შემთხვევამდე მის მდგომარეობასთან შედარებით; 6.1.8. ზარალს, გამოწვეულს ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულების ნებისმიერი შემცირებით, რომელიც მოჰყვა მის შეკეთებას; 6.1.9. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების ან ქურდობის, ძარცვის ან ყაჩაღობის შედეგად მიყენებულ ზარალს, თუ დამტკიცდა, რომ მისი ფლობის უფლება მოპოვებულია არაკანონიერი გზით; 6.1.10. ნებისმიერი სახის ზარალს ან დაზიანებას, რომელიც წარმოიშვა იმ შემთხვევებში, როცა: ა) დაზღვეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა ნებისმიერი პიროვნება, უფლებამოსილი მძღოლის გარდა; ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა პოლისში და/ან განაცხადში მითითებულისგან განსხვავებული დანიშნულებით, ასევე, თუკი დამზღვევის თანამშრომელი ავტოსატრანსპორტო საშუალებას მართავდა წინამდებარე ხელშეკრულების 2.5 პუნქტში მითითებული დანიშნულებისგან/მიზნისგან განსხვავებით ან შესაბამისი ნებართვის გარეშე; გ) უფლებამოსილი მძღოლი მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპიული ნივთიერებების სიმთვრალის მდგომარეობაში. დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა მისი ტვირთის სახით გადატანისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გადატანა ხდება ევაკუატორით, შემთხვევის შემდეგ, მზღვეველის მითითების საფუძველზე; ე) ავტოსატრანსპორტო საშუალება გამოიყენებოდა სამხედრო მიზნებსიათვის; ვ) დაზღვეული განზრახ მოახდენს ინფორმაციის გაყალბებას, რაიმე სარგებელის მიღების მიზნით. 6.1.11. იონიზირებული რადიაციით, რადიოაქტიური დაბინძურებით, ნებისმიერი სახის რადიოაქტიური გამოსხივების მქონე ბირთვული საწვავით ან რადიოაქტიური წვის შედეგად მიღებული ნარჩენებით, ბირთვული კომპონენტებით გამოწვეულ ზარალს; 6.1.12. რადიოაქტიური, მომწამლავი, ფეთქებადი ან სხვა საშიში ნაერთების, ქიმიური ნივთიერებების |
ან აირების ტრანსპორტირებით, გამოწვეულ ზარალს; 6.1.13. საომარი მოქმედებით (მიუხედავად ომის გამოცხადებისა თუ გამოუცხადებლობისა), სამოქალაქო ომით, რევოლუციით, სამხედრო ან უზურპატორული ძალაუფლების გამოყენებით, აჯანყებით, გაფიცვით ან სამოქალაქო არეულობით გამოწვეულ ზარალს; 6.1.14. ზიანს, რომლის დადგომის დროს დამზღვევის მიერ დარღვეულია საადაზღვევო პრემიის გადახდის პირობები; 6.1.15. ზარალს ან ზიანს, რომელიც წარმოიშვა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების აეროპორტში, აეროდრომზე ან საფრენი მინდვრის იმ მონაკვეთზე ყოფნისას, რომელიც გამოიყენება: - თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენად და გადასაადგილებლად; - თვითმფრინავების სადგომად, მომსახურებისათვის განკუთვნილ გზად ან აეროპორტში საბაჟო შემოწმებისათვის. 6.1.16. დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების მიმდინარე და საგარანტიო შეკეთების ხარჯებს. 6.1.17. ზარალს, რომელიც წარმოიშვა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ. 6.1.18. ზარალს, რომლის მიზეზია ავტოსატრანსპორტო საშუალების თაღლითური გზით დაუფლება; 6.1.19. ზარალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა დამზღვევის ან მისი წარმომადგენლის/უფლებამოსილი მძღოლის მხრიდან განზრახ ან უხეშ გაუფრთხილებელ ქმედებას, ან სისხლის სამართლის კანონმდებლობით განსაზღვრულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებების ჩადენისას ან/და ამის მცდელობისას; 6.1.20. ზარალს, რომელსაც ადგილი ჰქონდა თვითმკვლელობის, თვითდასახიჩრების ან/და ამგვარი მოქმედების ჩადენისას ან/და ამის მცდელობისას. 7. დაზღვევის მოქმედების ვადა 7.1. დაზღვევის მოქმედების ვადა განისაზღვრება სადაზღვევო პოლისით; 7.2. სადაზღვევო პოლისი ძალაში შედის დამზღვევის მიერ მზღვეველისათვის ერთჯერადი ან პირველი სადაზღვევო შესატანის გადახდის მომენტიდან; 7.3. დაზღვევის მოქმედება იწყება პოლისის გაცემის დღის 24:00 საათიდან და მთავრდება პოლისში მითითებული დაზღვევის დასრულების დღის 24:00 საათზე; 7.4. დაზღვევა შეწყდება: 7.4.1. მხარეთა ორმხრივი შეთანხმებით ნებისმიერ დროს; 7.4.2. ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლის შედეგად; 7.4.3. სადაზღვევო თანხის ამოწურვის შედეგად; 7.4.4. სადაზღვევო ინტერესის შეწყვეტის შემთხვევაში; 7.4.5. თუ დაზღვეულმა xxxxxxxx შეწყვიტა თავისი არსებობა სადაზღვევო შემთხვევისაგან განსხვავებული მიზეზით; 7.5. დამზღვევის ინიციატივით წინამდებარე ხელშეკრულების (ასევე მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისის) ვადამდე შეწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას ან კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში. დამზღვევი ვალდებულია, შეწყვეტის სავარაუდო თარიღამდე ერთი თვით ადრე წარუდგინოს წერილობითი განცხადება მზღვეველს, ხოლო სადაზღვევო პრემიის ანგარიშსწორება მოხდება შემდეგნაირად: ა) ვადაზე ადრე შეწყვეტისას გადახდილი/გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია ექვემდებარება დაბრუნებას, გადახდილი/გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემიის 10%-ის გამოკლებით. ბ) თუკი სადაზღვევო პოლისის ფარგლებში, რომლის ვადაზე ადრე შეწყვეტა ხდება, განვლილი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გაცემულია სადაზღვევო ანაზღაურება, პრემია დაბრუნებას არ ექვემდებარება გარდა წინამდებარე მუხლით განსაზღვრული წესებისა, დაზღვევის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში გამოიყენება წინამდებარე პირობების მე-8 მუხლით დადგენილი წესები; 7.6. დაზღვევის პროლონგაცია შესაძლებელია მხარეთა შეთანხმებით. მზღვეველი |
უფლებამოსილია უარი თქვას დაზღვევის პროლონგაციაზე (ვადის გაგრძელებაზე) ან შეცვალოს სადაზღვევო პრემია და პირობები შემდეგ შემთხვევებში: - გასულ სადაზღვევო წელს ზარალიანობის მაღალი მაჩვენებელი; - რისკის გაზრდა; - სადაზღვევო ბაზარზე ფასების ცვლილება. 8. სადაზღვევო პრემია. ანგარიშსწორების წესი 8.1. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე დამზღვევის გადასახდელი სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის გრაფიკი განისაზღვრება ამავე ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისით; 8.2. სადაზღვევო პრემიის ოდენობა დგინდება მზღვეველის მიერ დაზღვევის ობიექტის სახეობის, მისი ღირებულების, რისკის ხარისხისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით; 8.3. პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის გადახდამდე მზღვეველი თავისუფალია თავისი მოვალეობისაგან; 8.4. სადაზღვევო პრემია შეიძლება გაიზარდოს სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, თუ გაიზრდება რისკი, შეიცვლება დაზღვეული ავტოტრანსპორტის გამოყენების მიზანი; 8.5. თუკი დაზღვევის შესაბამისი პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამზღვევის მიერ სადაზღვევო პრემიის ან მისი ნაწილის გადახდა ხორციელდება ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, წინამდებარე პირობების ხელმოწერისთანავე მზღვეველის წარმომადგენლობაში, რაზედაც გაიცემა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან/და მზღვეველის მიერ მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვით (უნაღდო ანგარიშსწორება); 8.6. პრემიის განვადებით გადახდის შემთხვევაში, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურებისას გასაცემ სადაზღვევო ანაზღაურებას აკლდება ის თანხა, რომელიც დამზღვევს განვადების პირობების მიხედვით, დარჩენილ პერიოდში აქვს გადასახდელი, ხოლო ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში - სადაზღვევო პრემიის არსებული დავალიანება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამ პუნქტის საფუძველზე ჩათვლილი თანხები ჩაითვლება გადახდილი სადაზღვევო პრემიის ოდენობაში; 8.7. სადაზღვევო პრემიის ერთჯერადად ანგარიშსწორებისას, თუკი დაზღვევის მოქმედება წყდება ვადამდე, მზღვეველი იღებს ვალდებულებას, დაუბრუნოს დამზღვევს გამოუმუშავებელი სადაზღვევო პრემია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც კონკრეტული სადაზღვევო პოლისის ფარგლებში, რომლის გაუქმებაც ხდება ვადაზე ადრე, განვლილი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გაცემულია სადაზღვევო ანაზღაურება ან დაზღვევის ვადამდე შეწყვეტა ხდება დამზღვევის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო; 8.8. მხარეები თანხმდებიან, რომ სადაზღვევო პრემიის გადახდის თარიღთან და ოდენობასთან, ასევე, დავალიანების (ასეთის წარმოშობის შემთხვევაში) დაფარვასთან და მისი დაუფარველობის შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევთან კომუნიკაცია განახორციელოს დამზღვევის მიერ დაზღვევის განაცხად-ანკეტაში მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე, ელ. ფოსტის მისამართზე, როგორც ტექსტური/წერილობითი შეტყობინების გაგზავნის ისე ზეპირი კომუნიკაციის გზით და აღნიშნულ კომუნიკაციას ექნება იგივე იურიდიული ძალა, რაც ქაღალდის მატარებელზე განხორციელებულს. 8.9. მხარეები თანხმდებიან, რომ თუკი დამზღვევს წინამდებარე პირობებით განსაზღვრული ან სხვა სადაზღვევო პროდუქტის ფარგლებში მზღვეველის მიმართ ერიცხება დავალიანება, დამზღვევის მიერ გადახდილი თანხა ან თანხები, მზღვეველის გადაწყვეტილებით, უპირატესად მიმართული იქნება ასეთი დავალიანების დასაფარად (დავალიანების სრულად დაფარვამდე) და მხოლოდ შემდეგი გადახდები ჩაითვლება წინამდებარე პირობებით დადგენილი სადაზღვევო პრემიის დაფარვაში. 8.10. სადაზღვევო პრემიის გადახდის წესების დარღვევა: |
8.10.1. „დამზღვევის” მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში „მზღვეველი” უფლებამოსილია შეაჩეროს სადაზღვევო მომსახურება „დამზღვევის” მიერ ფინანსური ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ამასთან, დავალიანების დაფარვის შემდეგ, თუკი დავალიანების წარმოშობის დღისა და დაფარვას შორის პერიოდი აღემატება 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს (ან შესაბამისი პოლისით განსაზღვრულ ვადას), „მზღვეველი” დავალიანების პერიოდიში დამდგარ შემთხვევებს აღარ განიხილავს სადაზღვევო შემთხვევებად და შესაბამისად უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება; 8.10.2. სადაზღვევო პრემიის გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევს დაარიცხოს პირგასამტეხლო დავალიანების თანხის 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა განხორციელდება იმ შემთხვევაში თუკი, დავალიანების ვადა აღემატება ორ კალენდარულ კვირას; 8.10.3. დავალიანების თაობაზე წერილობითი შეტყობინების (როგორც ელ. ფოსტის ასევე ქაღალდის მატარებელზე) გაგზავნის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევს განუსაზღვროს ვადა (არაუმეტეს ორი კალენდარული კვირისა) სადაზღვევო პრემიის დავალიანების დაფარვისთვის, რომლის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია ცალმხრივად მოშალოს წინამდებარე ხელშეკრულება და გააუქმოს მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლის(ებ)ი; 8.10.4. ხელშეკრულების/პოლის(ებ)ის მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს დამზღვევს შეწყვეტის თარიღისთვის გამომუშავებული სადაზღვევო პრემიის გადახდის ვალდებულებისაგან. 9. სადაზღვევო ანაზღაურება 9.1. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა აღნიშნული პირობებით დადგენილი წესით მხოლოდ მოსარგებლეზე (დამზღვევზე, დაზღვეულზე, მოსარგებლზე) ან/და მის მიერ სპეციალურად ამისათვის უფლებამოსილ პირზე; 9.2. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა ხდება სადაზღვევო პოლისის, დამზღვევის მიერ დასაბუთებული და მტკიცებულებით დადასტურებული (მათ შორის საპატრულო დოკუმენტაცია) საპრეტენზიო განაცხადის, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული და მზღვეველის მიერ, გონივრულ ფარგლებში დამატებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევის დადგენისა, გადაწყვეტილების მიღებისა და სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის შემდეგ. ამასთან, ავტოსატრანსპორტო საშუალების აქსპლუატაციის მომენტში, საქარე მინ(ებ)ის, გვერდითი მინების ან სხვა მსხვრევადი ნაწილების (მაშუქი (ფარი), დამატებითი მაშუქი, და სხვა) ასხლეტილი ქვით ან კენჭით დაზიანების შემთხვევაშიც, სავალდებულოა წინამდებარე პირობების 9.4. პუნქტის “გ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმეტაციის წარმოდგენა. 9.3. მზღვეველი უფლებამოსილია, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მიზნით, შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირის მეშვეობით ჩაატაროს ექსპერტიზა, ანაზღაურების მომენტისათვის დაზღვევის ობიექტის ან მისი ცალკეული ნაწილის რეალური საბაზრო ღირებულების დადგენისა და შესაბამისად სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრის მიზნით; ექსპერტიზის ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება იმ მხარის მიერ რომლის მოთხოვნითაც ტარდება ექსპერტიზა. 9.4. შემთხვევის დადგომისას დამზღვევის (დაზღვეული, მოსარგებლე) მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენია დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც მზღვეველი ახორციელებს შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად ცნობას, კერძოდ: ა) განაცხადი შემთხვევის შესახებ, მასში მოთხოვნილი ყველა ინფორმაციის მითითებით; ბ) მზღვეველის მოთხოვნის შემთხვევაში სადაზღვევო პოლისის ასლი; გ) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი შემთხვევის შესახებ. ავტოსაგზაო შემთხვევისას – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ავტოსაგზაო შემთხვევის სქემა, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე პირთა ახსნა- |
განმარტებები, ასევე სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, გამოძიების დაწყების შემთხვევაში ცნობა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ, მოწმეთა და ბრალდებულთა დაკითხვის ოქმები და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები (ექსპერტიზის ჩატარების შემთხვევაში), გამოძიების შემაჯამებელი დოკუმენტი (დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ ან პირის ბრალდებულად ცნობის შესახებ) და ინფორმაცია ყველა მნიშნვნელოვანი გარემოების შესახებ; დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა; ე) უფლებამოსილი მძღოლის, რომელიც შემთხვევის დროს მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, მართვის მოწმობა, ასევე დამზღვევთან სატრანსპორტო საშუალების ქირაობის დამადასტურებელი დოკუმენტი/ქირავნობის ხელშეკრულება (მათ შორის დამზღვევის პროგრამული ბაზიდან ამონაწერი, რომელიც ადასტურებს ქირავნობის ფაქტს/სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისთვის გადახდილი საზღაურის დამადასტურებელი ამონაწერი); ვ) მძღოლის სიფხიზლის ცნობა (გაცემული არაუგვიანეს შემთხვევის დადგომიდან 2 საათისა) იმ შემთხვევაში თუკი შემთვევის ადგილზე არ შედგა ადმინისტრაციული სამართლდარღვევათა ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალრღვევის ოქმით ბრალეული მძღოლი არ დაეთანხმა საპატრულო პოლიციის მიერ ჩატარებულ ტესტს; ზ) მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების ქურდობის შემთხვევაში განახცადში მითითებული ყველა გასაღები, მართვის და სიგალიზაციის პულტი, ტექ. პასპორტის ორიგინალი; ი) მზღვეველის მიერ, გონივრულ ფარგლებში, მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია (მათ შორის, საიდენტიფიკაციო დოკუმენტაცია). კ) საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც მზღვეველმა უნდა განახორციელოს სადაზღვევო ანაზღაურების ანგარიშსწორება; ლ) კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ (სახანძრო სამსახურის, პოლიციის და ა.შ.) სადაზღვევო შემთხვევის მიზეზებისა და გარემოებების თაობაზე შედგენილი აქტი ან/და სხვა ოფიციალური დოკუმენტი; 9.5. მზღვეველი უფლებამოსილია, უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე, თუკი წარმოდგენილი არ იქნება წინამდებარე ხელშეკრულება/პირობებით განსაზღვრული და/ან მზღვეველის მიერ გონივრულ ფარგლებში დამატებით მოთხოვნილი, შემთხვევასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი დოკუმენტი; 9.6. თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგა სამ წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მზღვეველი უზრუნველყობს მისი შეკეთების ხარჯების ანაზღაურებას შესაბამის სერვის ცენტრში, თუკი მხარეები დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა მომსახურების მომწოდებელთან შეკეთებაზე არ შეთანხმდებიან. 9.7. მოთხოვნილი დოკუმენტაცია მზღვეველთან წარდგენილ უნდა იქნეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა, წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ყველა აუცილებელი დოკუმენტის წარმოდგენა შეუძლებელია შესაბამის ორგანოში მიმდინარე გამოძიების ან სხვა პატივსადები მიეზების გამო); 9.8. მზღვეველი უფლებამოსილია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, წინამდებარე პირობებით მოთხოვნილი დოკუმენტაციის მოკვლევა-მოძიებაში ხელი შეუწყოს დამზღვევს; 9.9. მზღვეველი იღებს ვალდებულებას, მიიღოს გადაწყვეტილება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე ყველა აუცილებელი დოკუმენტის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში და დაიწყოს ანაზღაურების პროცედურა. 9.10. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მზღვეველის წერილობითი მითითებების შესრულებით გამოწვეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება სადაზღვევო ანაზღაურების გაცემასთან ერთად; 9.11. ქურდობის, ძარცვის ან/და ყაჩაღობის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების მთლიანი და არა მისი ნაწილების დაკარგვის |
შემთხვევაში, თუკი ნაწილობრივი ქურდობისაგან დაზღვევას არ ითვალისწინებს შესაბამისი სადაზღვევო პოლისი; 9.12. ნაწილობრივი ზარალის შემთხვევაში, მზღვეველი აანაზღაურებს სათადარიგო ნაწილების საბაზრო ფასს და შეკეთების ხარჯს, ისე, რომ ასეთ შეკეთებას არ მოჰყვეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მდგომარეობის გაუმჯობესება სადაზღვევო შემთხვევამდე მის მდგომარეობასთან შედარებით; 9.13. მზღვეველი ასევე უზრუნველყოფს შემთხვევის ადგილიდან შეკეთების ადგილამდე ავტოტრანსპორტის ევაკუატორით გადაადგილების ხარჯების ანაზღაურებას, თუკი აღნიშნული განხორციელდა მზღვეველის უფლებამოსილი წარმომადგენლის მითითებით. 9.14. სრული ზარალის შემთხვევაში, მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას სადაზღვევო თანხის სრული ოდენობით ფრანშიზისა და უკვე ანაზღაურებული თანხების (თუ ასეთი არსებობს) გამოქვითვით. ასეთ შემთხვევაში საკუთრების უფლება დაზღვევის ობიექტზე გადადის მზღვეველზე; 9.15. ავტოსატრანსპორტო საშუალების 60%-ზე მეტი დაზიანება ანიჭებს მზღვეველს უფლებას ცნოს სრული ზარალის არსებობა; 9.16. საჭიროების შემთხვევაში, მზღვეველი მოიძიებს ცნობებს იმ სამართალდამცავ ორგანოებსა და სხვა ორგანიზაციებში, რომლებსაც გააჩნიათ ინფორმაცია შემთხვევის გარემოებების თაობაზე; მას აგრეთვე უფლება აქვს თვითონ გამოიკვლიოს შემთხვევის დადგომის მიზეზები და გარემოებები; 9.17. იმ შემთხვევაში, თუ მხარეთა შორის ვერ მოხდა შეთანხმება ზიანის ოდენობაზე, ზიანის ოდენობის გნსაზღვრა მოხდება მხარეთა შორის შეთანხმებული ექსპერტის მიერ, ხოლო ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნაში მითითებული ზარალის ოდენობას მხარეები სადავოს არ გახდიან. 9.18. გაანგარიშებაში ჩაითვლება მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ხარჯები. ამასთან, დაზღვევის ობიექტის დაზიანებული ნაწილების დეტალებისა და მოწყობილობების შეცვლის ღირებულება ჩაითვლება მხოლოდ იმ პირობით, რომ ისინი შეკეთების გზით ვერ მოიყვანება შემდგომი გამოყენებისათვის ვარგის და ექსპლუატაციისათვის უსაფრთხო მდგომარეობაში; 9.19. დაზღვევის ობიექტის აღდგენის დანახარჯებში ჩაითვლება: ა) აღსადგენად აუცილებელი მასალებისა და სათადარიგო ნაწილების შესაძენი ხარჯები, გამომდინარე მათი ღირებულებიდან ზარალის დადგომის მომენტისათვის; ბ) აღსადგენად გაწეული სამუშაოების ანაზღაურების ხარჯები. 9.20. ჯამური სადაზღვევო ანაზღაურება ყველა სადაზღვევო შემთხვევაზე გადაიხდება მოცემული დაზღვევის ობიექტისათვის პოლისით დადგენილი სადაზღვევო თანხის ფარგლებში; 9.21. თუ სადაზღვევო თანხა ნაკლებია დაზღვევის ობიექტის რეალურ საბაზრო ღირებულებაზე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას ზარალის თანხა ანაზღაურდება იმ პროპორციით, რა პროპორციასაც შეადგენს სადაზღვევო თანხა დაზღვევის ობიექტის რეალურ საბაზრო ღირებულებასთან; 9.22. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდა ხდება მზღვეველის გადაწყვეტილებით, მოსარგებლის (დამზღვევის, დაზღვეულის) მიერ წერილობით მითითებულ ანგარიშზე გადარიცხვით; 9.23. სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის შემდეგ სადაზღვევო თანხა მცირდება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის დღიდან გადახდილი ანაზღაურების მოცულობით; 9.24. სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზარალის აღმოფხვრისა და დაზღვევის ობიექტის აღდგენის (შეკეთების) შემდეგ დამზღვევი მოვალეა წარუდგინოს დაზღვევის ობიექტი მზღვეველს, წინამდებარე პირობების 5.1.22. პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველს მისი განმეორებით დაზიანებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება; 9.25. თუ სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული დაზღვევის ობიექტის აღდგენა (შეკეთება) მოხდა მზღვეველთან შეთანხმების გარეშე ისე, რომ დაზიანების ხარისხის ან/და ღირებულების |
დადგენა შეუძლებელია, მზღვეველი თავისუფალია ანაზღაურების ვალდებულებისგან; ამასთან, დამზღვევი მოვალეა წარუდგინოს დაზღვევის ობიექტი მზღვეველს. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველს მისი განმეორებითი დაზიანებისათვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება; 9.26. თუ დამზღვევს სადაზღვევო ანაზღაურების მიღების შემდეგ დაუბრუნდა გატაცებული ქონება ან აუნაზღაურდა ზარალი ამ ზარალისათვის პასუხისმგებელი პირის მიერ, იგი მოვალეა დაუბრუნოს მზღვეველს მიღებული სადაზღვევო ანაზღაურება, დაზღვევის ობიექტის აღდგენაზე (შეკეთებაზე) გაწეული ხარჯების გამოკლებით იმ შემთხვევაში, თუ დაბრუნებული დაზღვევის ობიექტი დაზიანებული იქნება, ან/და მზღვეველის გადაწყვეტილების შესაბამისად გადასცეს მას სადაზღვევო ანაზღაურებით შეძენილი ან დაბრუნებული ავტოსატრანსპორტო საშუალება; 9.27. მზღვეველი უფლებას იტოვებს გადაავადოს სადაზღვევო ანაზღაურების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, თუ დაზღვეული რისკის ხდომილების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. იმ შემთხვევაში, თუკი წინასწარი საგამოძიებო დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას და გამოძიება არ მიმდინარეობს უშუალოდ დამზღვევის/უფლებამოსილი მძღოლის მიმართ, მზღვეველი უფლებამოსილია გასცეს სადაზღვევო ანაღაურება წინამდებარე პირობების შესაბამისად. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოძიების დასრულების შემდეგ შეიცვალა ვითარება, მზღვეველი უფლებამოსილია მოითხოვოს არასწორად გადახდილი (ანაზღაურებული ზარალის) თანხის უკან დაბრუნება, ხოლო დამზღვევი ვალდებულია უპირობოდ დააკმაყოფილოს აღნიშნული მოთხოვნა მისი წამოყენებისთანავე. 9.28. მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევისას, ანაზღაურების გაცემა გარდა ზემოაღნიშნული პირობებისა ხორციელდება სადაზღვევო შემთხვევის ფაქტის დადგენის შემდეგ შემდეგი წესით: ა) ანაზღაურების გაცემა დაზღვეულზე: - მზღვეველი აანაზღაურებს სასამართლო და სასამართლოს გარეთ უკვე გაწეულ ხარჯებს, რომლებიც დაკავშირებულია სადაზღვევო შემთხვევის მიზეზით მესამე პირის მიერ აღძრული სარჩელის შედეგად თავის დაცვასთან, იმ შემთხვევაში თუ ეს ხარჯები მზღვეველთან წინასწარ წერილობით იყო შეთანხმებული. - მზღვეველი აანაზღაურებს მესამე პირისათვის უკვე გაღებულ კომპენსაციას, თუ ეს მზღვეველთან წინასწარ იყო წერილობით შეთანხმებული. - თუ დაზღვეული წინასწარ გაიღებს რაიმე თანხას მზღვეველის წერილობითი თანხმობის გარეშე, ეს უკანასკნელი თავისუფლდება ასეთი თანხის ანაზღაურების ვალდებულებისაგან; ბ) ანაზღაურების გაცემა ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ მესამე პირებზე ან მათ მემკვიდრეებზე: - მზღვეველი აანაზღაურებს სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ თანხას (სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებულ ზიანს), რომელიც დაზღვეულმა კომპენსაციის სახით უნდა გადაუხადოს დაზარალებულს, მხოლოდ პასუხისმგებლობის ლიმიტის ფარგლებში. გ) მხარეთა შეთანხმებით, მზღვეველს შეუძლია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი. 9.29. გაცემული მთლიანი (ჯამური) ანაზღაურება არ შეიძლება აღემატებოდეს სადაზღვევო პოლისში მითითებულ პასუხისმგებლობის ლიმიტს, მიუხედავად სადაზღვევო პერიოდში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობისა და მათ მიერ გამოწვეული სრული ზარალის ოდენობისა. 9.30. ნებისმიერი ანაზღაურება გაიცემა ფრანშიზის გათვალისწინებით, ანუ თუ მიყენებული ზიანის გამო გასაცემი ანაზღაურება არ აღემატება ფრანშიზას, იგი არ გაიცემა, ხოლო თუ გასაცემი ანაზღაურება აღემატება ფრანშიზას, გაიცემა მხოლოდ ის თანხა, რომელიც შეადგენს ზიანის ოდენობისა და ფრანშიზას შორის სხვაობას. |
9.31. ერთი ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული ყველა სახის სარჩელი განიხილება როგორც მხოლოდ ერთი სადაზღვევო შემთხვევის შედეგი. 9.32. დაზღვევა არ ითვალისწინებს ერთი და იგივე სადაზღვევო შემთხვევის ორჯერად ანაზღაურებას. 9.33. დაზღვევა არ ცვლის ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევას, რომელიც მოქმედებს იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა სადაზღვევო შემთხვევა. 9.34. დაზღვევა ფარავს ზარალს იმ თანხის ზემოთ, რომელიც დაზღვეულმა შეიძლება მიიღოს არსებული სხვა დაზღვევის საფუძველზე. 9.35. თუ დაზღვეული განზრახ არ ასრულებს წინამდებარე პირობებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, მზღვეველი მთლიანად თავისუფლდება ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 9.36. გარდა წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების მე-6 მუხლით განსაზღვრული გამონაკლისებისა მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის (MTPL) ნაწილში მოქმედებს შემდეგი გამონაკლისები: ა) ზიანი რომელიც არ მიადგა მესამე პირთა სიცოცხლეს და ქონებას; ბ) ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირთა ქონებას მისი ავტოსატრანსპორტო საშუალებით ტრანსპორტირებისას ან თუ ეს ქონება ჩაბარებული ჰქონდათ დაზღვეულს/დამზღვევს შესანახად, სამეთვალყურეოდ ან სამართავად; გ) ზიანი, გამოწვეული სახელმწიფო ორგანოების მიერ დაზღვეულის დაპატიმრების ან მისი ქონების კონფისკაციის მცდელობისას; 9.37. მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის (MTPL) დაზღვევისას გარდა წინამდებარე ხელშეკრულება/პირობების 9.4. პუქნტით განსაზღვრული დოკუმენტაციისა დამზღვევი/დაზღვეული/მოსარგებლე ვალდებულია წარმოდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: ა) სხეულის დაზიანებისას - სამედიცინო მომსახურების მიღების დამადასტურებელი სამედიცინო/ფინანსური/იურიდიული დოკუმეტაცია; ბ) დაზღვეული პირის გარდაცვალებისას – სამკვიდრო მოწმობა, რომელიც ადასტურებს მოსარგებლის (მემკვიდრის) უფლებას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება, გარდაცვალების მოწმობა, ასევე სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ასაბუთებს დაზღვეულის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვალების ფაქტს; 9.38. სხეულის დაზიანების შემთხვევაში სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა ასეთი დაზიანების ხარისხის შესაბამისად. სადაზღვევო ანაზღაურების სიდიდე გამოითვლება ერთ პიროვნებაზე დადგენილი ლიმიტიდან, ქვემოთ მოყვანილი პროცენტული წილების ცხრილის მიხედვით. - მხედველობის სრული დაკარგვა ორივე თვალში 100% - ორივე მკლავის ან ორივე ხელის მტევნის დაკარგვა 100% - ტრავმის შედეგად ორივე ყურში სმენის სრული დაკარგვა 60% - ქვედა ყბის მოცილება 100% - მეტყველების უნარის დაკარგვა გამოწვეული ხმის იოგების დაზიანებით 100% - ხელისა და ფეხის დაკარგვა 100% - ორივე ფეხის დაკარგვა 100% - ორივე ხელის დაკარგვა 100% - ერთი ხელის დაკარგვა იდაყვის სახსრის ზევით 70% - ერთი ხელის დაკარგვა იდაყვის სახსრის ქვემოთ 60% - ცერა თითის დაკარგვა 20% - საჩვენებელი თითის დაკარგვა 10% - ნებისმიერი სხვა თითის დაკარგვა 5% - ერთი ფეხის მუხლზედა დაკარგვა 60% - ერთი ფეხის მუხლქვედა დაკარგვა 50% - ერთი ტერფის დაკარგვა 40% |
- მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში 30% - ერთ თვალში მხედველობის დაკარგვა თუ მეორე თვალში მხედველობა უბედურ შემთხვევამდე იყო დაკარგული 70% - ერთ ყურში სმენის დაკარგვა, ტრავმის შედეგად 15% - ერთ ყურში სმენის დაკარგვა ტრავმის შედეგად თუ მეორე ყურში სმენა უბედურ შემთხვევამდე იყო დაკარგული 45% - გემოს აღქმის უნარის დაკარგვა 10% - ყნოსვის უნარის დაკარგვა 10% - ელენთის დაკარგვა 10% - ერთი თირკმელის დაკარგვა 20% 9.39. თუ სადაზღვევო შემთხვევის გამო დაზიანებულია სხეულის რამდენიმე ნაწილი, პროცენტები შეიკრიბება; თუმცა არც ერთ შემთხვევაში ჯამური ანაზღაურება არ შეიძლება აღემატებოდეს პიროვნებაზე მიმდინარე სადაზღვევო ლიმიტს; 9.40. სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა დაზიანების ხარისხის დადგენის შემდეგ; 9.41. სხეულის დაზიანებისთვის უკვე გადახდილი ხარჯები გამოიქვითება გარდაცვალებაზე გადასახდელი მთლიანი თანხიდან. 9.42. დამატებითი ანაზღაურება: მზღვეველი უბედური შემთხვევით დაზარალებულ დაზღვეულს, მის კანონიერ წარმომადგენელს ან მოსარგებლეს უნაზღაურებს: - ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში დაზღვეულის ამბულატორიული / სტაციონარული მკურნალობის ხარჯებს, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადის მომსახურების ხარჯებს პოლისში ერთ ადამიანზე განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში , დამამტკიცებელი საბუთების წარდგენის საფუძველზე. - ნებისმიერ შემთხვევაში მზღვეველის მიერ დაზღვეულზე გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების მთლიანი თანხა არ უნდა აღემატებოდეს მიმდინარე სადაზღვევო ლიმიტს პიროვნებაზე. 10. შეტყობინება და ინფორმაციული უზრუნველყოფა 10.1. მხარეთა მიერ ერთმანეთის დაუყოვნებელი ინფორმაციული უზრუნველყოფა ხდება ტელეფონის, ფაქსის ან/და კავშირის საყოველთაოდ აღიარებული სხვა საშუალებებით; 10.2. ინფორმაცია მიწოდებულად ჩაითვლება კონტრაგენტის ან/და ამ მიზნისათვის სპეციალურად უფლებამოსილი პირის ტელეფონის, ფაქსის ან/და კავშირის საყოველთაოდ აღიარებული სხვა საშუალებებით კონტაქტის დაფიქსირებით; 10.3. მხარეთა მიერ ერთმანეთის წერილობითი ინფორმაციული უზრუნველყოფა ხდება დაზღვეული წერილის ან/და წერილობითი დოკუმენტის კონტრაგენტისათვის ან/და ამ მიზნისათვის სპეციალურად უფლებამოსილი პირისათვის პირადად ჩაბარებით; 10.4. სადაზღვევო პოლისის მიზნებისათვის დამზღვევის (მოსარგებლის, დაზღვეულის) მხრიდან საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის უფლებამოსილი პირის რეკვიზიტები მიეთითება განაცხადში; 10.5. სადაზღვევო პოლისის მიზნებისათვის მზღვეველის საინფორმაციო უზრუნველყოფისათვის გამოიყენება მისი წარმომადგენლობის ფაქტიური ადგილსამყოფელი ან/და “ევროინს ასისტანსის” სამსახური. 11. სადავო საკითხების გადაწყვეტა 11.1. სადაზღვევო პოლისთან დაკავშირებით წამოჭრილი ნებისმიერი დავა გადაწყდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით; 11.2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას განიხილავს სასამართლო. 12. დოკუმენტაციის ხელმოწერა |
12.1. თითოეული მხარე უფლებასილია, წინამდებარე ხელშეკრულებაზე (მის ყველა შემადგენელ ნაწილზე ან დამატებით შეთანხმებაზე) ხელმოწერა განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვალიდური კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების გზით; 12.2. მხარეები ასევე თანხმდებიან, რომ თუკი რომელიმე მხარე არ იყენებს ზემოაღნიშნულ საშუალებებს, იგი უფლებამოსილია წინამდებარე ხელშეკრულებაზე (მის ყველა შემადგენელ ნაწილზე ან დამატებით შეთანხმებაზე) განახორციელოს ხელმოწერა და ხელმოწერილი, დასკანერებული დოკუმენტი მიაწოდოს მეორე მხარეს, მხარეთა შორის შეთანხმებული ელ. ფოსტის მისამართზე. ამ ფორმით, ორმხრივად დამოწმებულ დოკუმენტს, აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც ქაღალდის მატარებელზე შესრულებულ ხელმოწერას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის გამოყენების გზით დამოწმებულ დოკუმენტს; 12.3. მიუხედავად ზემოაღნიშნული ფორმით დოკუმენტის დამოწმებისა, მზღვეველი უფლებამოსლია დამზღვევს მოსთხოვოს მატერიალური ფორმით დამოწმებული დოკუმენტაციის ორიგინალი ეგზემპლარის მიწოდება. 13. განსაკუთრებული პირობები 13.1. სადაზღვევო პოლისით უზრუნველყოფილია მხოლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული მატერიალური ზიანის ანაზღაურება და მისი მოქმედება არ ვრცელდება მიუღებელ შემოსავალზე ან/და სხვა სახის ზიანზე. 13.2. „დამზღვევის” მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდის წესის დარღვევის შემთხვევაში „მზღვეველი” უფლებამოსილია შეაჩეროს სადაზღვევო მომსახურება „დამზღვევის” მიერ ფინანსური ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ამასთან, დავალიანების დაფარვის შემდეგ, თუკი დავალიანების წარმოშობის დღისა და დაფარვას შორის პერიოდი აღემატება 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეს, „მზღვეველი” დავალიანების პერიოდიში დამდგარ შემთხვევებს აღარ განიხილავს სადაზღვევო შემთხვევებად და შესაბამისად უფლებამოსილია არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება; 13.3. დამზღვევის ვალდებულებები თანაბრად ვრცელდება დაზღვეულზე ან/და მოსარგებელზე; 13.4. თუ დამზღვევის (დაზღვეულის, მოსარგებლის) ან უფლებამოსილი მძძღოლის მიზეზით/ბრალით მზღვეველის მიერ სუბროგაციის წესის გამოყენება შეუძლებელი გახდა, მზღვეველს უკან უბრუნდება სადაზღვევო ანაზღაურება დამზღვევისგან, ან მზღვევლს უფლება ექნება უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე; 13.5. მზღვეველის პასუხისმგებლობა შეზღუდულია სადაზღვევო თანხის ოდენობით, მიუხედავად სადაზღვევო პერიოდში მომხდარი სადაზღვევო შემთხვევების სიმრავლისა და მათი სიდიდისა; 13.6. თუ დამზღვევმა ან/და დაზღვეულმა განზრახ გამოიწვია სადაზღვევო რისკის გაზრდა, მზღვეველს შეუძლია გააუქმოს დაზღვევის პოლისი სადაზღვევო პრემიის დაბრუნების გარეშე, ყოველგვარი ვადის დაუცველად; 13.7. ამ პირობებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა უნდა გაფორმდეს წერილობით, რომელიც ძალაში შევა მხარეების ან ამისთვის უფლებამოსილი პირების მიერ მისი ხელმოწერისთანავე; 13.8. შესაბამისი წესით გაფორმებული ცვლილება ან/და დამატება თან ერთვის ხელშეკრულება/პირობებს და მის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს; 13.9. ფორს-მაჟორული გარემოებების არსებობისას (ომი, სტიქიური უბედურება, მთავრობის აქტები ან/და სხვა ისეთი გარემოებანი, რომლებიც არ არის დამოკიდებული მხარეთა ნებაზე), მხარეები ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით აცნობებენ ამის შესახებ ერთმანეთს; ასეთ შემთხვევაში ნაკისრი ვალდებულების შესრულება გადავადდება ფორს-მაჟორული გარემოებების აღმოფხვრამდე ან/და გამოსწორებამდე 13.10. წინამდებარე ხელშეკრულებას დანართის სახით ახლავს დამზღვევის საიდენტიფიკაციო |
მონაცემები: (ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან, წარმოადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის პირადობის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ასლი და მინდობილობა თუკი ხელშეკრულებას ხელს აწერს მინდობილი პირი). ამ პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, დამზღვევი ვალდებულია, არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა მიაწოდოს მზღვეველს ინფორმაცია ცვლილებების შესახებ და წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი. 13.11. გარდა წინამდებარე მუხლის 13.12 და 13.13. პუნქტებით განსაზღვრული პირობებისა, წინამდებარე ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულებას კისრულობს, დაიცვას და არ გაახმაუროს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე. 13.12. წინამდებარე ხელშეკრულება/პირობებზე ხელმოწერით დამზღვევი (დაზღვეული, მოსარგებლე) აცხადებს თანხმობას, რომ მზღვეველი უფლებამოსილია, ამავე ხელშეკრულება/პირობების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევის ფარგლებში დამდგარი ნებისმიერი შემთხვევის შესახებ ინფორმაცია ასახოს შპს „სადაზღვევო- საინფორმაციო ბიუროს“ საინფორმაციო ბაზაში და ხელმისაწვდომი გახადოს სხვა სადაზღვევო კომპანიებისათვის; 13.13. წინამდებარე ხელშეკრულება/პირობებზე ხელმოწერით დამზღვევი (დაზღვეული, მოსარგებლე) ასევე აცხადებს თანხმობას, რომ მზღვეველი უფლებამოსილია, ყოველგვარი დამატებითი თანხმობის გარეშე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ბაზიდან, მიიღოს ინფორმაცია დამზღვევის (დაზღვეული, მოსარგებლე, უფლებამოსლი მძღოლი) მიერ საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ; 13.14. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, დაიცვას და არ გაახმაუროს ამ ხელშეკრულება/პირობებთანსთან დაკავშირებული ინფორმაცია, მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა; 13.15. წინამდებარე ხელშეკრულება/პირობები შედგენილია ქართულ ენაზე ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ორივეს თანაბარი იურიდიული ძალა აქვს და გადაეცემა მხარეებს. |
14. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები |
მზღვეველი: სს „სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯია“ xxx xxxxxxxxxx ქ. #24, 0162, ქ. თბილისი, საქართველო სკ: 204491344 სს „ხალიკ ბანკი საქართველო“ ა/ა: XX00XX0000000000000000 xxxx xxxxxxxxxxx კომერციული დირექტორის მოადგილე დამზღვევი: შპს მერკური ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ცინცაძის ქ., N 43, ბ. 4ა სკ: 405372779 სს „საქართველოს ბანკი“, ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა: XX00XX0000000000000000 xxxxxx xxxxxx დირექტორი |