ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ GEO 02-195/20
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ GEO 02-195/20
ქ. თბილისი 26 აგვისტო 2020 წელი
ერთი მხრივ (შემსყიდველი): სსიპ „იუსტიციის სახლი“
წარმოდგენილი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის (ფინანსების დირექტორი) xxxxxxxx xxxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 000 000 000
მისამართი: ქ. თბილისი, სანაპიროს ქ. №2 მიმღები: სახელმწიფო ხაზინა
ბანკის კოდი: TRESGE22 სახაზინო კოდი: 707467520
მეორე მხრივ (მიმწოდებელი): შპს HD EVENTS
წარმოდგენილი: დირექტორის - xxxxx xxxxxxxx სახით, საიდენტიფიკაციო კოდი: 204565069
მისამართი: ქ. თბილისი, მთაწმინდის რაიონი, ასათიანის ქ.,№6 ბანკი: სს თიბისი ბანკი
ბანკის კოდი: XXXXXX00
IBAN: XX00XX0000000000000000
წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ვმოქმედებთ, რა საქართველოს კანონმდებლობისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მე-101 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1 „ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით. ასევე ყველა იმ დოკუმენტით რომლებზედაც წინამდებარე ხელშეკრულებაში არის მინიშნება;
1.2 „ხელშეკრულების ჯამური ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე, თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
1.4 „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.5 „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს შესყიდვის ობიექტის მიწოდებას ხელშეკრულების ფარგლებში.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1 ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს:
• „იუსტიციის სახლის“ ფილიალის - ქარელის იუსტიციის სახლის საზეიმო გახსნისა და კულტურულ-სანახაობრივი ღონისძიების ორგანიზების მომსახურების შესყიდვა
• CPV კოდი: 79952000 - ღონისძიებების ორგანიზება;
2.2 შესყიდვის ობიექტის დასახელება, აღწერილობა და რაოდენობა/მოცულობა განისაზღვრება დანართი N1-ის შესაბამისად, რომელიც თან ერთვის წინამდებარე ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენს - 133 112.00 (ას ოცდაცამეტი ათას ას თორმეტი ლარი და 00 თეთრი) ლარს დღგ-ს ჩათვლით.
3.2 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარჯთაღრიცხვა მოცემულია დანართი N1-ის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3.3 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ მიმწოდებლის ყველა ხარჯს.
4. მომსახურების გაწევის ვადები, ადგილი და პირობები:
4.1 მომსახურება უნდა განხორციელდეს - 2020 წლის 3 სექტემბერს.
4.2 მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. ქარელი, სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალი - ქარელის იუსტიციის სახლი.
5. მხარეთა ვალდებულებები 5.1. „მიმწოდებელი“ ვალდებულია:
5.1 გაუწიოს შემსყიდველს მომსახურება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
1 | გვერდი
5.2 მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული დეკორატიული ელემენტების საბოლოო დიზაინის შეთანხმება წინასწარ უზრუნველყოს შემსყიდველთან.
5.3 უზრუნველყოს ღონისძიების ჩატარება საკუთარი აღჭურვილობით, ინვენტარითა და პერსონალით (ადგილზე ტრანსპორტირების ჩათვლით).
5.4 უზრუნველყოს ღონისძიების სრული ტექნიკური მხარდაჭერა.
5.5 დროულად განიხილოს „შემსყიდველის“ მიერ წამოჭრილი პრობლემები, რომლებიც დაკავშირებულია ხელშეკრულების შესრულებასთან;
5.6 უზრუნველყოს, გაწეულ მომსახურებაზე ჩატარებული ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დეფექტებისა და ნაკლის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით;
5.7 განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
5.2. „შემსყიდველი“ ვალდებულია:
5.1.1. გადაიხადოს მიმწოდებლის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულება ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
5.1.2. განახორციელოს ამ ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული სხვა ვალდებულებები.
6. ინსპექტირების პირობები
6.1 შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება მომსახურების გაწევის პერიოდში.
6.2 ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს სსიპ „იუსტიციის სახლის“ მარკეტინგისა და მომსახურების განვითარების სამსახური.
7. მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
7.1 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტით.
7.2 მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულების მე–6 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების შესრულების კონტროლის განმახორციელებელი პირ(ებ)ის მიერ შედგენილი ინსპექტირების დასკვნის საფუძველზე.
8. ანგარიშსწორების პირობები
8.1 ანგარიშსწორება განხორციელდება შემდეგი პირობებით:
8.2 ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი;
8.3 ანგარიშსწორების ფორმა - უნაღდო, წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტების შესაბამისად.
8.4 გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება იწარმოებს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად (დანართში N1-ში მითითებული თითოეული პოზიციის გათვალისწინებით), მხარეთა შორის გაფორმებული მიღება- ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.
8.5 დაფინანსების წყარო: სსიპ იუსტიციის სახლის 2020 წლის საკუთარი შემოსავლები.
9. პირგასამტეხლო ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისთვის
9.1 მიმწოდებლის მიერ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების ან/და ხელშეკრულების დანართი N1-ის თითოეულ პოზიციაზე გათვალისწინებული მომსახურებების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, მიმწოდებელს შესაძლებელია დაეკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 1%-ის ოდენობით.
9.2 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, ნაწილობრივი შესრულების ან არაჯეროვანი შესრულების მიზეზით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველს უფლება ქვს, დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
10. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
10.1 ხელშეკრულებაში ცვლილება დაიშვება მხარეთა წერილობითი შეთანხმებით.
10.2 ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია 10%–ზე მეტი ოდენობით.
11. ხელშეკრულების შესრულების შეუძლებლობა
11.1 ხელშეკრულების დამდები მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს მხარის პასუხისმგებლობას თუ ხელშეკრულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება გამოწვეულია შესრულების შეუძლებლობით (ფორს-მაჟორი).
11.2 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის შესრულების შეუძლებლობად (ფორს-მაჟორი) მიიჩნევა მხარეებისათვის წინასწარ უცნობი, გადაულახავი და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელი გარემოებები. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეულ
2 | გვერდი
იქნეს ომით, სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
11.3 ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე მეორე მხარისაგან გონივრულ ვადაში არ მიიღებს წერილობით პასუხს, იგი ვალდებულია გააგრძელოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება შესაძლებლობის ფარგლებში, შექმნილი გარემოებების გათვალისწინებით.
12. დავები და მათი გადაწყვეტის წესი
12.1 ხელშეკრულება დადებულია და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
12.2 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოშობილი დავაწყდება მორიგებით.
12.3 შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ მიმართონ თბილისის საქალაქო სასამართლოს.
13. ხელშეკრულების შეწყვეტა
ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა ურთერთშეთანხმებით, ასევე, წინამდებარე ხელშეკრულებით ან/და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელშეკრულების ხელმოწერის თარიღიდან და მოქმედებს - 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულება ხელმოწერილია:
ხელშეკრულება და ხელშეკრულების დანართი ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი პირების მიერ, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით.
ვიზირებულია:
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის მ.შ-ს მიერ;
სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მიერ.
3 | გვერდი
დანართი N1
# | შოუ პროგრამა | აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი | საერთო ფასი |
1 | საპროექციო სისტემა | პროექტორი Barco HDX W20 20000 ANSI Lumen 1920x1200, 2,5 Kw; პროექრის xxxxx Xxxxx XXXx ; მედია სერვერი, კომუტაცია/დისტრიბუცია; კონსტრუქცია Xxxxxx პროექტორებისთვის 2*2*6 მ; ვიდეო ინჟინერი. | 1 | 12935 | 12935 |
2 | განათება | LED RGBW Moving Head Wash JB Lighting A12 ; LED RGBW moving Head MAC Aura; LED RGB Strip; Robe Pointe 280W ; განათების პულტი; კომუტაცია/დისტრიბუცია; ალუმინის ფერმა განათებისთვის 30x30 სმ; RGB Laser 3 ვატი; პულტის ოპერატორი. | 1 | 11648 | 11648 |
3 | გახმოვანება | FBT Line Array, 60 kW RMS (18xFBT Muse 210; 12xRBT Mitus 218) ; გახმოვანების პულტი ; კომუტაცია/დისტრიბუცია; უსადენო მიკროფონი; ტრიბუნის მიკროფონი; ბექლაინი ბენდისთვის (4x FBT Monitors; Drum; Bass Combo; Drum Set Mic); ხმის რეჟისორი. | 1 | 4766 | 4766 |
4 | მულტიმედიური შოუს ვიზუალიზაცია და კონტენტის წარმოება | ვიდეო გრაფიკის წარმოება; მუსიკალური კომპოზიციის წარმოება; საუნდ დიზაინი, SFX ; განათების პროგრამირება; 3D მოდელირება/ვიზუალიზაცია. | 1 | 18224 | 18224 |
5 | იუსტიციის სახლის ლოგოს დეკორაციის დამზადება | mdf-ის ფილებისგან, ლოგოს ფორმის დეკორაცია დიოდური ლენტის ამონათებისთვის | 1 | 6120 | 6120 |
6 | ფეირვერკი | 150 ჭურვი - ფოეირვერკის ხანგრძლივობა 3 წუთი, 250 გასროლა 1.5 წმ-ის ინტერვალით | 1 | 5400 | 5400 |
7 | ფოტო ზონა | ფოტო ბანერი - 6 მეტრი სიმაღლისა და 10 მეტრი სიგანის კონსტრუქციაზე განთავსებული ფოტო ბანერი. კონსტრუქცია იქნება განათებული. სტუმრებს ექნებათ საშუალება, გადაიღონ ფოტოები. | 2 | 1945 | 3890 |
8 | ბენდი - Band e Roll | მუსიკალური ბენდი ცოცხალი ინსტრუმენტული და ვოკალური შესრულებით | 1 | 4779 | 4779 |
9 | საბავშვო პროგრამა | სახის მოხატვა, ილოზიონისტი, ფერადი ბუშტების მასტერკლასი, ნაყინის კუთხე, პოპკორნის კუთხე, ბამბის ნაყინის კუთხე | 1 | 5616 | 5616 |
10 | ტრიბუნა | ბრენდირებული ტრიბუნა 112 სმ სიმაღლის, აწყობილი mdf-ის ფილებისგან, შემოკრული არაკალით, თეთრი ფერის, ლოგოთი. | 1 | 382 | 382 |
11 | პოდიუმი | ზომა: 3*9 მ. ზევიდან გადაკრული კავრალინი, ძირი შეფუთული pvc-თი. | 1 | 638 | 638 |
12 | დეკორატიული ბარიერების მოწყობა | დეკორატიული ბარიერი 20 ცალი; ლენტი, მაკრატელი და ბალიში | 1 | 1015 | 1015 |
# | ფურშეტი | აღწერილობა | რაოდანობა | ერთეულის ფასი | საერთო ფასი |
1 | მენიუ | ფურშეტის ორგანიზება 150 პერსონაზე | 150 | 80 | 12000 |
2 | ფურშეტისთვის საჭირო ინვენტარი | კოქტეილის მაგიდა 15 ცალი, ყვავილების დეკორაცია მაგიდებზე 15 ცალი, ტენტის განათება | 1 | 1840 | 1840 |
3 | ტენტი ფურშეტისთვის | ტენტი ზომით 10*10 მ , მეტალის მყარი კონსტრუქციით, გარე გამოყენებაზე გათვლილი, წყალგაუმტარი, ყინვა და ქარგამძლე, თეთრი ფერის, გადახურული როგორც ზევიდან, ისე ოთხივე გვერდიდან, გვერდები მარტივად მოხსნადი, ჩამოსწორებული, რკინის სადგამებზე. | 1 | 3445 | 3445 |
# | სატელევიზიო ლაივი | აღწერილობა | რაოდანობა | ერთეულის ფასი | საერთო ფასი |
1 | სატელევიზიო ლაივი | ტრანსლირების ხარისხი სრული HD; Full HD სისტემის კამერა 5ც; პირდაპირი ინტერნეტ ტრანსლირების საშუალება (Youtue, Facebook); ორმხრივი საკომუნიკაციო საშუალება რეჟისორსა და ოპერატორებს შორის; ოპტიკურ-ბოჭკოვანი კომუნიკაცია კამერებსა და ცენტრალურ სისტემას შორის; გამოსახულების მონიტორინგის საშუალებები; სატელევიზიო კრანი; სატელევიზიო მოძრავი გადამცემი სადგური; დრონი; რეჟისორი; დამდგმელი ოპერატორი; 5 ოპერტორი | 1 | 15165 | 15165 |
# | ლოჯისტიკური ნაწილი | აღწერილობა | რაოდენობა | ერთეულის ფასი | საერთო ფასი |
1 | საპროექციო სტიკერის მონტაჟი/დემონტაჟი | შენობის ფასადზე არსებული სვეტების და ფანჯრების საპროექციო სტიკერის მონტაჟი/დემონტაჟი; საპროექციო კონსტრუქციების და ფერმების შეფუთვა | 1 | 11596 | 11596 |
2 | ლოჯისტიკური მომსახურება | გენერატორი ( 100 კვტ და 50 კვტ), გამყოფი ბარიერები სივრცის შემოსაზღვრისთვის, ინვენტარის ტრანსპორტირება, ტექნიკური პერსონალი (მუშა 6, შოუს რეჟისორი 1, რეჟისორის ასისტენტი 1 , ტექნიკური პროდიუსერი 1, ღონისძიების კოორდინატორი 2, უსაფრთხოების და რეგულაციების დაცვის სუპერვაიზერი 2) | 1 | 13653 | 13653 |
სულ xxxx xxx-ს ჩათვლით: | 133 112 |
Xxxxx Xxxxxxxx
Digitally signed by Xxxxx Xxxxxxxx Date: 2020.08.26 16:22:31 +04'00'
ხ ე ლ წ ე რ ი ლ ი
ინტერესთა კონფლიქტის არ არსებობის შესახებ
ქ. თბილისი 26.08.2020 წელი
ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერნი ვადასტურებთ, რომ შპს HD EVENTS-ის მიმართ სრულად ვაკმაყოფილებთ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლით დადგენილ ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების პირობებსა და წესებს.
xxxxxxxx xxxxxxxx
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე (ფინანსების დირექტორი)
xxxx xxxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლის“ ადმინისტრაციისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
xxxxxx xxxxxxxxx
სსიპ „იუსტიციის სახლის“ შესყიდვების სამსახურის უფროსის მ.შ
Xxxxx Xxxxx dze
Digitally signed by Xxxxx Xxxxxxxx
Date: 2020.08.26
16:23:10 +04'00'