მომსახურების შესყიდვის შესახე CPV – 45400000) ელექტრონული ტენდერი NAT
ხელშეკრულება №რქმ/19-......
(მომსახურების შესყიდვის შესახე CPV – 45400000) ელექტრონული ტენდერი NAT
ქ. თბილისი „.......“ 2019 წელი
შპს „ჯიარ ქონების მართვა“, შემდგომში - „შემსყიდველი“, წარმოდგენილი მისი გენერალური დირექტორის xxxx xxxxxxxxx სახით და „ “ (ს/კ ), შემდგომში - „შემსრულებელი“, ორივე ერთად კი
წოდებული როგორც „მხარეები“, ვხელმძღვანელობთ რა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
1.1. “ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” (შემდგომში -“ხელშეკრულება”) - შემსყიდველ ორგანიზაციასა და ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები;
1.2. “ხელშეკრულების ღირებულება” - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.3. “შემსყიდველი ორგანიზაცია” (შემდგომში “შემსყიდველი”) - ორგანიზაცია (დაწესებულება), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.4. “მიმწოდებელი”- პირი, რომელმაც მოიპოვა გამარჯვება ტენდერში და ახორციელებს სამუშაოებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში;
1.5. ”სამუშაო”– ხელშეკრულების 2.1 მუხლით განსაზღვრული ხელშეკრულების საგანი (შემდგომში სამუშაო), რომელიც უნდა შეასრულოს „მიმწოდებელმა“;
1.6. “დღე”, “კვირა”, “თვე” - ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს. თუ ხელშეკრულების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. ქ.ხაშურის რკინიგზის სადგურის შენობაში განთავსებული საპირფარეშოს და სამუშაო ოთახების (№7,8,9,10,11) სარემონტო სამუშაოები ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღცრული ტექნიკური დავალებისა და დანართ N1-ის, შესაბამისად.
2.2. შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერა მოცემულია დანართ N1-ში, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
3. შესყიდვის ობიექტის ტექნიკური დავალება
3.1. შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და ოდენობა განსაზღვრულია დანართ №1-ით.
3.2. მიმწოდებელმა სამუშაოს შესასრულებლად უნდა გამოიყენოს საქართველოს ბაზარზე არსებული სტანდარტული ხარისხის (არ უნდა იყოს გაურკვეველი წარმომავლობის), სამშენებლო/სარემონტო მასალები. (აღნიშნულს ინსპექტირებას გაუწევს შემსყიდველი).
შენიშვნა: სამშენებლო/სარემონტო მასალებთან დაკავშირებული დეტალები (ფერი, დიზაინი, სამუშაო ზომები) რომელიც არ გამოიწვევს ხელშეკრულების ფასის ცვლილებას უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
3.3. სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო მასალების ტრანსპორტირებას, საჭირო მუშა ხელის დაქირავებას და სხვა რაიმე სახის დამატებითი თანმდევი სამუშაოების განხორციელებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი სახსრებით.
3.4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების დაგროვება/გატანა დადგენილი წესების შესაბამისად.(აღნიშნულის დარღვევით დამდგარ შედეგებზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი).
3.5. სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საჭირო საგადასახადო ან/და სამართლებრივი დოკუმენტაციის შედგენაზე ან/და მათ სისწორეზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
3.6. სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში ფარული სამუშაოების (არსებობის შემთხვევაში) განხორციელების დროს მიმწოდებელმა უნდა დაისწროს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენელი, რომელც მოაწერს ხელს ფარული სამუშაოების აქტებს.
3.7. მიმწოდებელმა ობიექტზე უნდა დაიცვას/გააკონტროლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები.
4. ხელშეკრულების ღირებულება და ანგრაშისწორების წესი
4.1. ხელშეკრულების საერთო ღირებულებაა ...... (.........) ლარი, დღგ-ს გარეშე, ...... ( ) ლარი
დღგ-ს ჩათვლით.
4.2. სახელშეკრულებო ღირებულება მოიცავს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ქვეკონტრაკტორ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მიერ შესასრულებელ მომსახურების ხარჯს.
4.3. ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო, ეროვნულ ვალუტაში
4.4. ანგარიშსწორება განხორციელდება სამუშაოს შესრულების შესახებ მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმების, ხოლო დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
4.5. წინასწარი ანგარიშსწორება (ავანსი) არ გამოიყენება.
4.6. ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებულია 5%-ანი რეზერვი გაუთვალისწინებელი სამუშაოებისათვის, რომელიც ანაზღაურდება მხოლოდ შემსყიდველთან შეთანხმებით, მიმწოდებლის მიერ რაიმე სახის დამატებითი, წინასწარ გაუთვალისწინებელი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში.
5. შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
5.1. მომსახურების მიღება მოხდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
5.2. შესყიდვის ობიექტის (სარემონტო სამუშაოები), მიწოდების ვადა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე (../../2019 წ)
5.3. მიმწოდებლის მიერ სამუშაოების დასრულების შესახებ ოფიციალური მიმართვის შემდეგ, შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ხარისხისა და ვადების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას შემსყიდველის მხრიდან (შემსყიდველის ხარჯებით), გააკონტროლებს შემსყიდველის მიერ დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველი. მიღება-ჩაბარება განხორციელდება ზედამხედველის მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ, გაცემული დადებითი დასკვნის შემთხვევაში და ანაზღაურება მოხდება დასკვნაში მითითებული ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულების მიხედვით.
შენიშვნა: ექსპერტის დასკვნისათვის საჭირო დრო გავლენას არ ახდენს მიმწოდებლის მიერ 5.2 მუხლით განსაზღვრულ, შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებზე. ექსპერტის მიერ უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (ექსპერტის მიერ დასკვნის გაცემისათვის საჭირო დღეების ჩათვლით). 11,3 მუხლით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობით
5.4. სამუშაოების მიწოდების ადგილია - ქ.ხაშური, რკინიგზის სადგური.
6. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
6.1. იმ შემთხვევაში, თუ „შემსყიდველი“ კონტროლის მიზნით გამოიყენებს საკუთარ ან მოწვეულ პერსონალს, მის შრომის ანაზღაურებას უზრუნველყოფს თვით „შემსყიდველი“.
6.2. „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს კონტროლის შედეგად გამოვლენილი ყველა ნაკლოვანების აღმოფხვრა.
6.3. „შემსყიდველის“ მხრიდან ხელშეკრულების შესრულების კონტროლს განახორციელებს შპს „ჯიარ ქონების მართვას“ უფლებამოსილი თანამშრომელი (ხელშეკრულების
ადმინისტრატორი), რომელიც ასევე უფლებამოსილია განახორციელოს დაკვეთა, მიიღოს შესრულებული სამუშაო და ხელი მოაწეროს შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ს.
7. მხარეთა უფლება–მოვალეობები
7.1. ,,შემსყიდველი" უფლებამოსილია:
7.1.1 სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს მოითხოვოს ,,მიმწოდებლისგან" მისთვის საჭირო ინფორმაცია;
7.1.2 კონტროლის შედეგად „მიმწოდებლის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს მიმწოდებელს მითითება ხარვეზის გამოსწორების შესახებ;
7.1.3 მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება უხარისხოდ ან/და ვადის გადაცილებით შესრულებული სამუშაოებისთვის;
7.1.4 მოსთხოვოს „მიმწოდებელს“ არ გაახმაუროს ის ცნობები და მონაცემები, რაც მისთვის ცნობილი გახდა „შემსყიდველთან“ საქმიან ურთიერთობებში, მომსახურების გაწევის პროცესში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე ეხება ჩვეულებრივ საჯაროდ მიღებულ ინფორმაციას და რომლის გავრცელებითაც არ შეილახება „შემსყიდველის“ ინტერესები;
7.1.5 სამუშაოების შესრულების პროცესში, მხოლოდ „შემსყიდველთან“ შეთანხმებით გადასცეს მესამე პირებს ის ინფორმაცია, რაც მისთვის ცნობილი გახდა სამუშაოების პროცესში;
7.2 ,,შემსყიდველი" ვალდებულია:
7.2.1 უზრუნველყოს ,,მიმწოდებლის" მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების და პირობების დაცვით.
7.3 ,,მიმწოდებელი" უფლებამოსილია:
7.3.1 მოსთხოვოს ,,შემსყიდველს" შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
7.4 ,,მიმწოდებელი" ვალდებულია:
7.4.1 დადგენილ ვადაში, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;
7.4.2 „შემსყიდველის“ მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად „მიმწოდებლის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ (გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს აღმოჩენილი ხარვეზის საკუთარი ხარჯებით გამოსწორება.
7.4.3 საქართველოს კანონმდებლობის ცვლილების შემთხვევაში სამუშაოები შეასრულოს დადგენილი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად.
7.5 წინამდებარე ხელშეკრულების 7.1.4 და 7.1.5 პუნქტებით გათვალისწინებული პირობები ძალაშია ხელშეკრულების დასრულებისა და შეწყვეტის შემდეგაც.
8. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა
8.1. თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
8.2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები „შემსყიდველი“ ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
8.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%–ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
8.4. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობით და დაერთოს ხელშეკრულებას დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
9. საგარანტიო პირობები:
9.1. შესრულებულ სამუშაოებზე ვრცელდება გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 (ორი) წლის განმავლობაში.
9.2. 9.1 მუხლით განსაზღვრულ პერიოდში რაიმე სახის დაზიანების ან დეფექტის (შემსყიდველის არაბრალეულობით, გარდა ფორსმაჟორული სიტუაციით გამოწვეული), აღმოჩენის შემთხვევაში
„მიმწოდებელი“ ვალდებულია გამოასწოროს დეფექტი, „შემსყიდველის მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
10. ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
10.1. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, შესაბამისმა მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს გონივრულ ვადაში მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს თავისი გადაწყვეტილება, მიღებული აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
10.2. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით.
11. ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
11.1. დაუძლეველი ძალის გარდა (ფორს-მაჟორული გარემოება) ,,მიმწოდებლის" მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებლის მიმართ გამოიყენება საჯარიმო სანქციები:
11.2. ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელი გადაიხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 10%-ის ოდენობით;
11.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ვადაგადაცილებით შესრულებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე „მიმწოდებელი“ გადაიხდის ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.02%–ის ოდენობით.
11.4. იმ შემთხვევაში თუ საჯარიმო სანქციების ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 3%–ს, ,,შემსყიდველს" უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება.
11.5. საჯარიმო სანქციის გადახდა არ ათავისუფლებს ,,მიმწოდებელს" ძირითადი ვალდებულებების შესრულებისგან.
12. ხელშეკრულების შეწყვეტა
12.1. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
12.2. შემსყიდველი ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი. აღნიშნული შეტყობინება უნდა მიეწოდოს მეორე მხარეს დაუყოვნებლივ.
12.3. ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს ,,მიმწოდებელს" ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
13. დაუძლეველი ძალა (ფორს-მაჟორი)
13.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ პასუხისმგებლობისგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებლის შეუძლებლობის შესახებ.
13.2. თუ ერთ–ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყონებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
13.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
14. სადაო საკითხების გადაწყვეტა
14.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით.
14.2. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
15. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
15.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 5.2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადის დასრულებიდან ორი თვე. …/…/2019 წ შენიშვნა: ეს პუნქტი არ ვრცელდება 9.1 პუნქტით დადგენილ პირობებზე.
15.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, 3 (სამი) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა და ორი ინახება „შემსყიდველთან“, ხოლო, ერთი
„მიმწოდებელთან“.
მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები:
„შემსყიდველი“ შპს „ ჯიარ ქონების მართვა“ საიდ. კოდი: 202 460 103 მის: ქ. თბილისი, თამარ მეფის გამზ. #15 ბანკი: სს „საქართველოს ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ა: XX00 XX00000000000000 00 xxxx xxxxxxxx გენერალური დირექტორი | „მიმწოდებელი“ „“ ს/კ მის.: ბანკი: „“ ბანკის კოდი: ა/ა ტელ.: |