მისი გენერალური დირექტორის, ის (პ/ნ: ) მიერ, თანხმდებიან ხელშეკრულების გაფორმებაზე “გსი ტექნოლოგია”-ს მიერ VoIP საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ:
ხელშეკრულება ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ
ქ. თბილისი
/ /202_ წ.
შპს “გსი ტექნოლოგია” საიდენტიფიკაციო კოდი 202445746 (შემდგომში “ოპერატორი”), წარმოდგენილი მისი დირექტორის - xxxxxx xxxxxxxxx (პ/ნ:) სახით, ერთის მხრივ
და
შპს „ “ საიდენტიფიკაციო კოდი , (შემდგომში „აბონენტი”), წარმოდგენილი
მისი გენერალური დირექტორის, ის (პ/ნ: ) მიერ, თანხმდებიან ხელშეკრულების გაფორმებაზე “გსი ტექნოლოგია”-ს მიერ VoIP საკომუნიკაციო მომსახურების გაწევის შესახებ:
ხელშეკრულების მიზნებისთვის ტერმინები გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
- ოპერატორი - ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებელი;
- აბონენტი - იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ელექტონული საკომუნიკაციომომსახურებით და იხდის ამ მომსახურებისათვის დადგენილ საფასურს;
- ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება - ოპერატორის მიერ აბონენტისთვის ადგილობრივი საკომუნიკაციო კავშირით მომსახურება, ასევე გაფართოვებული საკომუნიკაციო მომსახურება;
- გაფართოებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება – ოპერატორის მიერ აბონენტისათვის ძირითადი მომსახურების გარდა შეთავაზებული სხვა მომსახურება.
- მომსახურებაVoIP ტექნოლოგიით - ფიქსირებული საკომუნიკაციო სისტემის აბონენტების სატელეფონო ხმოვანი კავშირით მომსახურება ინტერნეტ ტექნოლოგიების გამოყენებით.
- სადემარკაციო წერტილი - წერტილი, სადაც ხდება ოპერატორისა და აბონენტის ვალდებულებების გამიჯვნა;
ყველა დანარჩენ შემთხვევაში, მხარეები ხელმძღვანელობენ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტით (საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2006 წლის 17 მარტს დამტკიცებული #3 დადგენილება) დადგენილი წესებით (შემდგომში წესები)-ს განსაზღვრული ტერმინებით.
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულების საგანია მხარეთა თანამშრომლობა, დაკავშირებული ოპერატორის მიერ აბონენტისთვის ელექტრონულ საკომუნიკაციო მომსახურების, VoIP ტექნოლოგიით მიწოდებასთან, კერძოდ - აბონენტის მიერ გამავალი და შემომავალი ზარების განხორციელება ოპერატორის მეშვეობით, მასთან დაპორტირებული აბონენტის ნომრით, და/ან ოპერატორის მიერ გაცემული ნომრით) და გაწეული მომსახურებისათვის აბონენტის მხრიდან ოპერატორთან ფინანსური ანგარიშსწორება.
1.2. აბონენტს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ვადით, ენიჭება სატელეფონო ნომერი
x000 00 0000000
2. მომსახურების მიწოდების პირობები
2.1. მომსახურების გაწევა წარმოებს აბონენტისათვის საკომუნიკაციო პროგრამული კომუტატორის სარგებლობაში გადაცემით (ან მის გარეშე), აბონენტი პასუხისმგებელია ინტერნეტის და შიდა ქსელის გამართულობაზე. მომსახურების გაწევა ხორციელდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, xxx xxxxxxxxxx ქ. #24;
2.2. ოპერატორი უზრუნველყოფს აბონენტის ქსელში ჩართვას ხელშეკრულების ხელმოწერიდან 5 დღის განმავლობაში.
2.3. ოპერატორის მიერ შეთავაზებული მომსახურების სახეები და ტარიფები, ასევე ქსელში ჩართვის საფასური მოცემულია დანართ 1-ში.
2.4. ქსელში ჩართვის ტექნიკური პირობები გაწერილია ხელშეკრულების დანართში №2, (ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუკი აპარატურული ხარჯი გაწეულია ოპერატორის მიერ) რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთობლიობაში.
2.5. ოპერატორი პასუხისმგებელია მისი სერვერზე არსებული, აბონენტის მონაცემების დაცვაზე xxxxx xxxxxxxx და fraud-ისგან.
3. მომსახურების ხარისხი
3.1. ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურება ხელმისაწვდომია დღე-ღამის 24 საათის განმავლობაში, გარდა სავალდებულო სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების წარმოებისა. (იხ. პუნქტი 7.1.4)
3.2. ოპერატორი იძლევა გარანტიას მომსახურების ხარისხიანად გაწევაზე. ოპერატორის მიერ შეთავაზებულ მომსახურებას შესაძლებელია ახლდეს ხარვეზები სისტემის თავდაპირველი გაშვებიდან ან ნომრის პორტირებიდან 1 კვირის განმავლობაში, რაზეც ოპერატორი იხსნის პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთვევისა, თუ აღნიშნული ხარვეზი გამოწვეულია ოპერატორის განზრახვით ან გაუფრთხილებლობით. ამ შემთხვევაში ოპერატორი სრულიად აგებს პასუხს ნებისმიერი სახის ზიანისთვის.
3.3 აბონენტი სრულადაა პასუხისმგებელი ინტერნეტის და შიდა ქსელის გამართულობაზე. აღნიშნულის გაუმართაობის შემთხვევაში ოპერატორი იხსნის პასუხისმგებლობას მომსახურების ხარვეზებსა და შესაბამისად ხარისხზე.
4. მომსახურების ტარიფები და ანგარიშსწორების წესი
4.1. მომსახურების ყველა სახესთან დაკავშირებულ ტარიფებს დამოუკიდებლად განსაზვრავს ოპერატორი და ის ასახულია ხელშეკრულების დანართში #1, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და განიხილება მასთან ერთობლიობაში. ამასთან, წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით მხარეები ადასტურებენ, რომ ხელშეკრულებაზე თანდართული ტარიფები (დანართი #1) უცვლელია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტარიფის გადახედვა ხდება კლების თვალსაზრისით ან თუ ტარიფში ცვლილება გამოწვეულია ოპერატორისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზით/საფუძვლით, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ოპერატორი ვალდებულია დანართში #1 განსახორციელებელი ცვლილება აბონენტს შეატყობინოს ამ ხელშეკრულების
7.2.1 პუნქტით განსაზღვრული ვადისა და პირობების შესაბამისად.
4.2. ოპერატორის მიერ აბონენტისათვის მიწოდებული წუთობრივი მომსახურების საფასურის დარიცხვა ხდება გაწეული მომსახურების წამობრივი სიზუსტით.
4.3. ანგარიშსწორება წარმოებს ეროვნულ ვალუტაში, ამავე ხელშეკრულების 4.4 პუნქტის პირობების შესაბამისად, მომსახურების ტარიფები გამოისახება ლარში.
4.4. ანგარიშსწორება წარმოებს მომსახურების გაწევის შემდგომ, ანუ შემდგომი გადახდის სისტემით.
4.5. ოპერატორი და აბონენტი თანხმდებიან, რომ აბონენტს უწესდება საკრედიტო ლიმიტი 100 (ასი) ლარის ოდენობით.
4.6. თუ საკრედიტო ლიმიტის გადაჭარბების შემდგომ აბონენტს არ შეეზღუდა მომსახურება მომენტალურად ამ ხელშეკრულების 5.2. მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, აბონენტი არ აგებს პასუხს საკრედიტო ლიმიტს მიღმა გადასახდელ თანხაზე.
4.7. თუ ინვოისის გამოწერიდან 10 დღის მანძილზე არ დაერიცხა თანხა ოპერატორს საანგარიშსწორებო ანგარიშზე, აბონენტი, ოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში იხდის საურავს შეუსრულებელი ვალდებულების თანხის 0.1 პროცენტის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს გადასახდელი თანხის 20%. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აბონენტს შესაბამისი დოკუმენტი არ მიუღია და ამ უკანასკნელს ჩაბარებაზე არ ჰქონია უარი განცხადებული.
4.8. იმ შემთხვევაში, თუ აბონენტი გადააჭარბებს საკრედიტო ლიმიტს, მას შეეზღუდება მომსახურება ინვოისით განსაზღვრული თანხის გადახდის მომენტამდე.
4.9. აბონენტისთვის გაწეული მომსახურების ინვოისების ან/და ანგარიშ-ფაქტურის მიწოდება ხდება ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. იმ შემთხვევაში თუ აბონენტი უკვეთავს ინვოისების ან/და ანგარიშ-ფაქტურის საფოსტო მიწოდების მომსახურებას, საფოსტო სერვისის საფასურს აბონენტი იხდის ოპერატორის მოქმედი ტარიფების შესაბამისად. აბონენტის მიერ ინვოისების მიუღებლობა არ ათავისუფლებს მას მათი გადახდის ვალდებულებისგან. ინვოისების გამოწერის თარიღს ადგენს ოპერატორი და აცნობებს მათ აბონენტს ხელშეკრულების დადებისას.
5. მომსახურების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობები
5.1. ოპერატორი შეუზღუდავს აბონენტს მომსახურებას შემდეგ შემთხვევებში: თუ აბონენტს აქვს დავალიანება გაწეულ მომსახურებასთან დაკავშირებით. მომსახურების მიღებისას აბონენტი, განზრახ და/ან უხეში დაუდევრობით, ზიანს აყენებს ოპერატორს, სხვა აბონენტებს ან მესამე პირებს; სააბონენტო ნომრით ახდენს ქსელში უნებართვო ჩართვას; საკომუნიკაციო მომსახურების გადაყიდვას სხვა მომხმარებლისათვის ან ავრცელებს მუქარის შემცველ, მატერიალური ზიანის მიმყენებელ, ცილისწამებლურ, შეურაცხმყოფელ ან სხვა ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს ან/და არღვევს მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებს.
5.2. აბონენტს შეეზღუდება მომსახურება პ. 5.1.-ის მიხედვით, რაც გამოიხატება მისთვის გამავალი ზარისა და ყველა სახის ფასიანი მომსახურების გათიშვაში; წინასწარ შეძენილ დამატებით მომსახურებაზე აბონენტს მომსახურება არ შეეზღუდება. თუკი აბონენტს აქვს რამდენიმე ტელეფონის ნომერი და (ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მიწოდებული სხვა საკომუნიკაციო მომსახურება), მომსახურების განახლება ხდება აბონენტისათვის მიწოდებულ ყველა ნომერზე არსებული დავალიანების დაფარვის შემდეგ. საკრედიტო ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში, მომენტალურად, აბონენტის შესაბამის ნომერს შეეზღუდება გამავალი ზარი. საერთო ლიმიტის გადაჭარბების შემთხვევაში აბონენტს სრულად შეეზღუდება მომსახურება.
5.3. მომსახურების განახლება ხდება დარღვევის სრული აღმოფხვრიდან არაუგვიანეს მეორე დღის დასრულებამდე;
5.4. აბონენტს მომსახურება შეუწყდება მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 90 დღეში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში.
5.5. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ოპერატორს და/ან მესამე პირს მიყენებული ზარალი.
6. დაზიანება და მისი აღმოფხვრის ვადები
6.1. ოპერატორი ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება იმ შემთხვევაში, თუ დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან ოპერატორის მხარესაა. ყველა სხვა შემთხვევაში ოპერატორი იხსნის პასუხისმგებლობას (ან/და გამოასწორებს შესაბამისი თანხის გადახდით აბონენტის მიერ).
6.2. დაზიანებად არ ჩაითვლება მომსახურების შეზღუდვა ოპერატორის მიერ სავალდებულო სარემონტო და პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო და რეგლამენტით გათვალისწინებული მომსახურების შეზღუდვის სხვა შემთხვევები, იმის გათვალისწინებით, რომ მოხდა აბონენტის გაფრთხილება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და ვადის დაცვით.
6.3. ოპერატორი ვალდებულია აღმოფხვრას დაზიანება რეგლამენტით განსაზღვრულ ვადებში დაზიანების სახეების მიხედვით.
7. მხარეთა უფლება-მოვალეობები 7.1. ოპერატორი ვალდებულია:
7.1.1. შეასრულოს ხელშეკრულებით, მისი დანართებითა რეგლამენტით გათვალისწინებული ვალდებულებები.
7.1.2. დაიცვას დაზიანების აღმოფხვრის ვადები და წესები „ელექტრონული კომუნიკაციების რეგლამენტით დადგენილ ვადებში.
7.1.. წინასწარ, გონივრულ ფარგლებში, გააფრთხილოს აბონენტი მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ, წერილობითი შეტყობინებით ელექტრონულ მისამართზე. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ოპერატორისთვის ცნობილ ელექტრონულ მისამართზე გაგზავნის შემთხვევაში. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს უკვე მიღებული მომსახურების ანაზღაურებისაგან.
7.1.4. წინასწარ, გონივრულ ვადებში (5-7 დღით ადრე), გააფრთხილოს აბონენტი მოსალოდნელი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების შესახებ, წერილობითი შეტყობინებით ელექტრონულ მისამართზე.
7.1.5. აბონენტს ელექტრონულ მისამართზე შეტყობინებით, დაუყონებლივ ან/და ცვლილებამდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღით ადრე მიაწოდოს ინფორმაცია მომსახურების პირობების იმგვარი ცვლილების შესახებ, რაც ზრდის აბონენტზე დაკისრებული ვალდებულებების მოცულობას ან/და
იმგვარად ცვლის მომსახურების პირობებს, რომ აღნიშნულს შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს აბონენტის გადაწყვეტილებაზე მომსახურების მიღების გაგრძელების თაობაზე.
7.2. ოპერატორს უფლება აქვს:
7.2.1. დასაბუთებულად, შესაბამისი საფუძვლების/მიზეზების მითითებით დაადგინოს, ასევე შეცვალოს მომსახურების პირობები, მათ შორის ტარიფები, (ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის პირობის გათვალისწინებით) გადახდის პირობები, ვადები და წესები აბონენტთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით ცვლილების განხორციელებამდე 15 დღიანი დადასტურებულად გაგზავნილი შეტყობინების საფუძველზე. წერილობითი შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება ოპერატორისთვის ცნობილ ელექტრონულ მისამართზე. აბონენტის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეტყობინების მიღების დადასტურების შემთხვევაში. ელექტრონული შეტყობინება გაგზავნილად მიიჩნევა ოპერატორის ქსელიდან ელექტრონული გზავნილის ადრესატი ელექტრონული საფოსტო მისამართის მიმართულებით გაგზავნის დადასტურებისა და ადრესატი ელექტრონული ფოსტის მისამართის მიერ აღნიშნული შეტყობინების ფიზიკურად მიღების შემთხვევაში. ამასთან, აბონენტი იტოვებს ასეთი ცვლილებების განხორციელებაზე უარის თქმისა და შესაბამისად ხელშეკრულების ვადამდე ადრე ცალმხრივად შეწყვეტის უფლებას.
7.2.2 აბონენტის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ანგარიშების გადაუხდელობის შემთხვევაში მიმართოს კანონმდებლობით დადგენილ ზომებს, რაც შეეხება აბონენტისაგან შეუსრულებელი ვალდებულებებისა და კომპეტენტური ორგანოების მიერ შესაბამისი წერილობითი დოკუმენტებით დადასტურებული ზარალის თანხების გადახდევინებას. ანაზღაურებას ექვემდებარება აბონენტის მიერ დამატებითი მომსახურების გადაუხდელობის შემთხვევაც. ოპერატორს უფლება აქვს, დავალიანების ამოღება დააკისროს მესამე პირს, ამასთან, მესამე პირისთვის ინფორმაციის მიწოდება განხორციელდება მხოლოდ დავალიანების ამოღების მიზნით და ოპერატორს არ აქვს უფლება მესამე პირს მიაწოდოს წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში მისთვის გადაცემული სხვა ინფორმაცია ან დპკუმენტაცია; მესამე პირისთვის ამ პუნქტით განსზღვრული ინფორმაციის გადაცემის უფლება ოპერატორს წარმოეშვება მხოლოს იმ შემთხვევაში თუკი უშედეგოდ ამოიწურება ამავე ხელშეკრულების 5.4. პუნქტით განსაზღვრული 90 დღიანი ვადა.
7.2.3. მხოლოდ აბონენტთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების შემთხვევაში შეცვალოს გადახდის პირობები, ვადები და წესები. ამასთან, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, აბონენტს უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ვადამდე ადრე, ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს უკვე მიღებული მომსახურების სრულად ანაზღაურებისაგან.
7.3. აბონენტი ვალდებულია:
7.3.1. არ გამოიყენოს ტელეფონის ნომერი (მათ შორის იდენტიფიკაციის უნიკალური კოდები)მასობრივი გზავნილების წარმოებისათვის, ასევე შლუზის "(ან დანადგარების) დასაყენებლად ფიქსირებული კავშირის ქსელში შეღწევისათვის, სხვისი ტრაფიკის ტერმინირებისათვის ასევე ინტერნეტ-ტელეფონიისა და სხვა ღონისძიებებისათვის, რომლებიც იწვევს მოწყობილობებისა დადანადგარების ქმედუნარიანობის დარღვევას და ზარალს.
7.3.2. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში აბონენტი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს ოპერატორს და/ან მესამე პირს მიყენებული ზარალი.
7.4. აბონენტს უფლება აქვს:
7.4.1. ისარგებლოს მომსახურებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;
7.4.2. მოითხოვოს აუცილებელი და სარწმუნო ინფორმაცია ოპერატორის, მისი მუშაობის რეჟიმისა და ოპერატორის მიერ შეთავაზებული მომსახურების ნაკრების, მომსახურების მოსალოდნელი შეზღუდვის ან შეწყვეტის შესახებ, ასევე სხვა ინფორმაცია, რომელსაც ითვალისწინებს რეგლამენტი და რომლის მოთხოვნის უფლებამოსილებაც გააჩნია აბობენტს. იმ შემთხვევაში, თუ ეს ინფორმაცია ოპერატორისაგან მოითხოვს დამატებითი შრომის გაწევას, რაც არაა გათვალისწინებული წინამდებარე ხელშეკრულებით -
აუნაზღაუროს ოპერატორს ამ მონაცემების ფორმირებისათვის გაწეული მომსახურება დამატებითი შეთანხმებით გათვალისწინებული პირობებით. აღნიშნული შეთანხმება გაფორმდება ხელშეკრულებაზე დანართის სახით.
7.4.3. გადასცეს მესამე პირს ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და ვალდებულებები მხოლოდ ოპერატორის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, ამ უფლებებს და ვალდებულებებს კი მიიღებს სათანადო უფლებამოსილების მქონე პირი.
7.4.4. შეასრულოს რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა ქმედებები და მოითხოვოს ოპერატორის მიერ მის მიერ განსახორციელებელი ქმედებების შესრულება.
7.4.5. მოსთხოვოს ოპერატორს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულება, ოპერატორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისას ზიანის ანაზღაურება.
8. ფორს-მაჟორი
8.1. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობისათვის დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში, რომლის დროსაც შეუძლებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.
8.2. „დაუძლეველი ძალის“ გარემოებებს მიეკუთვნება სტიქიური უბედურებები: წყალდიდობა, მიწისძვრადა სხვა, აფეთქებები, საომარი მოქმედებები, ხელისუფლების ის აქტები, რაც არსებითად აფერხებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, აგრეთვე ქურდობა-გატაცება და სხვა,
8.3. თუ ზემოხსენებულმა გარემოებებმა უშუალოდ იმოქმედეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადებზე, მაშინ ეს ვადები ამ გარემოებების მოქმედების დროს თანაბარზომიერად გაიზრდება. მხარემ, რომლისთვსაც ფორს მაჟორული გარემოებების დადგომის გამო შეუძლებელი გახდა ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 7 დღისა შეატყობინოს, ამ გარემოებების როგორც დადგომის, ისე – დასრულების შესახებ.
9. ხელშეკრულების ვადა, მისი შეწყვეტის წესი
9.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში. ხელშეკრულება ჩაითვლება ავტომატურად გაგრძელებულად ყოველი შემდგომი ერთწლიანი ვადით და იგივე პირობებით, თუ ვადის გასვლამდე 1 თვით ადრე არცერთი მხარე არ განაცხადებს წერილობით უარს მის გაგრძელებაზე.
9.2. ხელშეკრულების თითოეულ მხარეს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება ვადამდე ადრე, ამისთვის შეწყვეტის ინიციატორმა მხარემ წინასწარ წერილობითი ფორმით 2 (ორი) კვირით ადრე უნდა აცნობოს მეორე მხარეს ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
9.3. აბონენტს უფლება აქვს ვადამდე ადრე შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, ამავე ხელშეკრულების
7.2.1 და 7.2.3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევაში ხელშეკრულების მიერ შეწყვეტის ვადა შეადგენს ცელილებების იმავე პუნქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღეს.
9.4. ხელშეკრულების დასრულება და/ან ვადამდე ცალმხრივად შეწყვეტა არ ათავისუფლებს აბონენტს უკვე მიღებული მომსახურების სრულად ანაზღაურებისაგან.
10. სხვა პირობები
10.1. მხარეთა შორის ურთიერთობასა და უფლება-მოვალეობებს არეგულირებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტი.
10.2. მხარეებს შორის არსებული დავა გადაწყდება მოლაპარაკების გზით, ხოლო ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით დავას განიხილავს საქართველოს სასამართლო.
10.3. ოპერატორის ურთიერთობა აბონენტთან, რომელიც წარმოიშობა ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების გაწევისას, ხორციელდება ქართულ ენაზე.
10.4. ხელშეკრულება იდება “აბონენტსა” და “ოპერატორის” უფლებამოსილ წარმომადგენელს შორის ხელშეკრულებისა და მისი დანართების ხელმოწერის გზით.
10.5. ხელშეკრულების რომელიმე პირობის ბათილობა არ იწვევს სხვა პირობათა ბათილობას.
10.6. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა გავლენას არ ახდენს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ერთმანეთის მიმართ არსებულ ვალდებულებებზე.
10.7. აბონენტი ადასტურებს რომ მას ჩაბარდა ხელშეკრულება და მისი დანართები N1, N2, გაეცნო ხელშეკრულებას და მის დანართ №1, ასევე განემარტა მისი უფლებები.
10.8. ხელშეკრულების დანართი #1 წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
10.9. წინამდებარე ხელშეკრულების თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას დაიცვას და არ გაახმაუროს ამ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაცია მეორე მხარის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
10.10. ხელშეკრულება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 2 (ორი) ეგზემპლარად, რომელთაგან თითოეული გადაეცემა მხარეს.
11. მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერები
ოპერატორი: შპს "გსი ტექნოლოგია" | აბონენტი: | |
საიდენტიფიკაციო კოდი: 202445746 | საიდენტიფიკაციო კოდი:: | |
იურიდიული მისამართი: თბილისი, xxxxxxxxxx ქუჩა N10 | იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, | |
ფაქტიური მისამართი: თბილისი xxxxx xxxxxxxxx ქუჩა. N-10/12 | ფაქტიური მისამართი: თბილისი, | |
xxxxxxx xxxxxxxxxxx: თიბისი ბანკის მარჯანიშვილის xxxxxxx xxxx XXXXXX00 XX00XX0000000000000000 | ||
xxxxxxxx: x000 00 0000000 | ტელეფონი: +995 32 | |
E-მაილი - | ||
დირექტორი xxxxxx xxxxxxxx | გენერალური დირექტორი |