Contract
ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #19
წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 26 თებერვალი 2021 წ.
1.ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1.“ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ” (შემდგომ _ “ხელშეკრულება”) _ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონისა და „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანების საფუძველზე შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და დამატებებით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2 “შემსყიდველი ორგანიზაცია” (შემდგომ “შემსყიდველი”) ნიშნავს ორგანიზაციას (დაწესებულებას), რომელიც ახორციელებს შესყიდვას;
1.3 “მიმწოდებელი” ნიშნავს იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, რომელმაც შემსყიდველთან გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ;
1.4 “ხელშეკრულების ღირებულება” ნიშნავს საერთო თანხას, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის;
1.5“დღე”, “კვირა”, “თვე” ნიშნავს კალენდარულ დღეს, კვირას, თვეს.
2. ხელშეკრულების დამდები მხარეები წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია:
ერთის მხრივ , სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (შემდგომში “შემსყიდველი”) იურ/ფაქტიური მისამართი ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზ. #6.
და მეორეს მხრივ , შპს „ამბ ჯგუფი“ (შემდგომში “მიმწოდებელი”)
იურ/ფაქტიური მისამართი:საქართველო, თბილისი, თიანეთის ქ. #8, 12ბ
3. ხელშეკრულების საგანი
3.1 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის (პროგრამული კოდი: 310403) ფარგლებში, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისთვის“ ღორღის შესყიდვა (ტრანსპორტირებით) (CPV კოდი: 14212120) გამარტივებული შესყიდვის საშუალებით „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ს1“ ქვეპუნქტისა და “გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრის და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტიკცების თაობაზე” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვსიტოს #13 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
3.2 მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობა და ღირებულება მოცემულია დანართი N1-ის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
4. ხელშეკრულების ღირებულება
4.1 გასაწევი ღირებულება შეადგენს 4100,00 (ოთხი ათას ასი) ლარს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი გადასახადების გათვალისწინებით.
5. მხარეთა უფლება-მოვალეობანი
5.1 მიმწოდებელი ვალდებულია მოაწოდოს შემსყიდველს დანართ #1-ში გათვალისწინებული საქონელი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით პერიოდში.
5.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს მოსაწოდებელი საქონლის ღირებულების ანაზღაურება გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად.
5.3. შემსყიდველი არ აგებს პასუხს მიმწოდებლის მიერ მესამე პირისათვის მიყენებულ ზიანზე ან ზარალზე.
6. მოსაწოდებელი საქონლის მიღება-ჩაბარების წესი
6.გაწეულ მომსახურებაზე გაფორმდება შესაბამისი „მიღება-ჩაბარების“ აქტი.
7. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1 მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებისა და მასში შემავალი დოკუმენტების პირობების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს და შესაბამის მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერას უზრუნველყოფს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მშენებლობის ზედამხედველი xxxxxx xxxxxxxxx.
8. გარანტია
8.1 მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ მის მიერ მოწოდებული საქონელი იქნება ხარისხიანი, და მოწოდებული იქნება დროულად, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვალდებულია საკუთარი სახსრებით თავად უზრუნველყოს ყველა ხარვეზის გამოსწორება.
9. ანგარიშსწორება
9.1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარებში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.
9.2. ანგარიშსწორების ფორმა იქნება უნაღდო. გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.
10. ფასები
10.1. წინამდებარე ხელშეკრულების მე-4 მუხლში დაფიქსირებული ფასი წარმოადგენს ხელშეკრულების ღირებულებით პარამეტრს, რომლის გაზრდა დაუშვებელია გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398_ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
10.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%- ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
11. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
11.1. ხელშეკრულების დამდებ არც ერთი მხარეს არა აქვს უფლება ცალმხრივად შეცვალოს ხელშეკრულების პირობები.
11.2. შემსყიდველი არ არის ვალდებული წარუდგინოს მიმწოდებელს რაიმე მტკიცებულებანი იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლების გამოც წარმოიშვა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა.
11.3. ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც ჩაითვლება ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად.
12. უფლებების გადაცემა
12.1 მიმწოდებელს არა აქვს უფლება შემსყიდველის წერილობითი თანხმობის გარეშე მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
13. ფორს-მაჟორი
13.1. ხელშეკრულების პირობების ან რომელიმე მათგანის მოქმედების შეჩერება ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის გამო არ იქნება განხილული როგორც ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა ან დარღვევა და არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას და მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შესრულების გარანტიის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაუბრუნებლობას.
13.2. ამ მუხლის მიზნებისათვის “ფორს-მაჟორი” ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებული შემსყიდველისა და/ან მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნას ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით და ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
13.3. ფორს-მაჟორული გარემოებების დადგომის შემთხვევაში ხელშეკრულების დამდებმა მხარემ, რომლისთვისაც შეუძლებელი ხდება ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება ასეთი გარემოებების და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. თუ შეტყობინების გამგზავნი მხარე არ მიიღებს მეორე მხარისაგან წერილობით პასუხს, იგი თავისი შეხედულებისამებრ, მიზანშეწონილობისა და შესაძლებლობისდა მიხედვით აგრძელებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და ცდილობს გამონახოს ვალდებულებების შესრულების ისეთი ალტერნატიული ხერხები, რომლებიც დამოუკიდებელნი იქნებიან ფორს-მაჟორული გარემოებების ზეგავლენისაგან.
14. ხელშეკრულების შესრულება ვადაგადაცილებით
14.1.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები.
14.2.ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების 0.02 %-ის ოდენობით.
14.3. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით.
14.4. საჯარიმო სანქციების გადახდა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ძირითადი ვალდებულებების შესრულებისაგან.
15. ხელშეკრულების შეწყვეტა
15.1. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
15.2. ხელშეკრულების დამდები მხარე, რომელიც მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას ვალდებულია შეატყობინოს მეორე მხარეს მიღებული გადაწყვეტილება, მისი მიღების საფუძველი და ამოქმედების თარიღი.
15.3.ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მხარეებს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისაგან.
15.4.ხელშეკრულების შეწყვეტა პირობების დარღვევის გამო არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეუსრულებლობისათვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან.
15.5.შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე:
ა)თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
ბ)თუ მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა აღემატება 10 სამუშაო დღეს;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
15.6. ამ მუხლის 15.5 პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებულია აუნაზღაუროს მიმწოდებელს ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულება.
16. დავების გადაწყვეტის წესი
16.1.ხელშეკრულების დამდები მხარეები თანხმდებიან მასზედ, რომ შეთანხმებით მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის ხელშეკრულების ან მასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ.
16.2.თუ შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შესძლებენ სადაო საკითხებზე შეთანხმებას, ნებისმიერ მხარეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს სასამართლოს.
17. ინტერესთა კონფლიქტი
17.1 შემსყიდველი ორგანიზაციის მხრიდან წინამდებარე სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებაზე ხელმომწერი პირი, ასევე ვიზების დამდები პირები ვადასტურებთ, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის თანახმად არ ვიმყოფებით ინტერესთა კონფლიქტში აღნიშნულ მიმწოდებელთან.
18. სხვა პირობები
18.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაშია ხელშეკრულების გაფორმებიდან და მოქმედებს 2021 წლის 30 აპრილის ჩათვლით, გარდა ხელშეკრულების მე-8 მუხლისა, რომლის მოქმედების ვადა იწურება მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებისას.
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
სსიპ სოფლის მეურნეობის შპს „ამბ ჯგუფი“
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ს/კ: 400137259
ს/კ 205309655
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკი: სს თიბისი ბანკი
კოდი: TRESGE22 კოდი: XXXXXX00
ანგ: XX00XX0000000000000000 ანგ: XX00XX0000000000000000
ტელეფონი: 593 34 00 33
xxxxx xxxxxxxxxx xxxxx xxxxxxxxx
დირექტორი დირექტორი
დანართი№1
№ | საქონლის დასახელება | საქონლის მახასიათებლებ ი | საქონლის რაოდენობა | ერთეულის ღირებულება (ლარი) | ჯამური ღირებულებ ა (ლარი) | CPV | მიწოდები ს ადგილი |
1 | ღორღი | ფრაქცია 0-40 | 200 | 20,50 | 4100,00 | 14212120 | მცხეთის მუნიც. სოფ. ჯიღაურა |
სულ ჯამი | 4100,00 |
შემსყიდველი: მიმწოდებელი:
სსიპ სოფლის მეურნეობის შპს „ამბ ჯგუფი“
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ს/კ: 400137259
ს/კ 205309655
ბანკი - სახელმწიფო ხაზინა, ბანკი: სს თიბისი ბანკი
კოდი: TRESGE22 კოდი: XXXXXX00
ანგ: XX00XX0000000000000000 ანგ: XX00XX0000000000000000
ტელეფონი: 593 34 00 33
xxxxx xxxxxxxxxx xxxxx xxxxxxxxx
დირექტორი დირექტორი
LEPL
Scientific Research Center of
Digitally signed by LEPL Scientific Research Center of Agriculture
Agricultur 2021.02.26
Date:
e
15:25:32 +04'00'