ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ N122
ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ N122
(გამარტივებული შესყიდვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ს1 ქვეპუნქტის თანახმად)
წინამდებარე ხელშეკრულება დაიდო 2020 წლის 26 თებერვალს ქ. თბილისში.
ერთი მხრივ, შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“, შემდგომში „შემსყიდველი“, წარმოდგენილი დირექტორის მოადგილის xxxxxx xxxxxxxxxxxx სახით და მეორე მხრივ, შპს „სეზონი“, შემდგომში „მიმწოდებელი“, წარმოდგენილი დირექტორის xxxxxx xxxxxxx სახით ვდებთ ხელშეკრულებას მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, შემდეგზე:
1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
1.1. „ხელშეკრულება შესყიდვის შესახებ“ (შემდგომში - „ხელშეკრულება“) - შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით.
1.2. „ხელშეკრულების ღირებულება“ - საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3. „დღე“, „კვირა“, „თვე“ - კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4. „შემსყიდველი“ - ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5. „მიმწოდებელი“ - პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6. „მომსახურება“ - ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2. ხელშეკრულების საგანი
2.1. „შემსყიდველი“ შეიძენს, ხოლო „მიმწოდებელი“ გაუწევს, დაბა გუდაურის სათხილამურო კურორტზე დაგეგმილ ღონისძიებაზე ტენტის (3X3-ზე ტენტის აწყობა მონტაჟი/დემონტაჟი) ქირავნობის მომსახურებას.
2.2. CPV - 98300000
3. ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 1700.00 (ათას შვიდასი ლარი და ნული თეთრი) ლარს.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება შეიცავს მიმწოდებლის ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადს, დაკავშირებულს მომსახურების გაწევასთან, მათ შორის ტრანსპორტირების ხარჯს.
4. მხარეთა უფლება–მოვალეობები
4.1. მიმწოდებელი ვალდებულია:
4.1.1. შემსყიდველს დროებით სარგებლობაში 2020 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით გადასცეს მის მფლობელობაში არსებული საქონელი (ტენტი 3X3-ზე და დასაფენი იატაკი).
4.1.2. დაბა გუდაურში 2020 წლის 27 მარტს შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე საკუთარი სახსრებით უზრუნველყოს მის მფლობელობაში არსებული ტენტის გამართვა და აწყობილ მდგომარეობაში გადასცეს შემსყიდველის უფლებამოსილ წარმომადგენელს, ხოლო ღონისძიების დასრულების შემდგომ 2020 წლის 1 მარტს ასევე საკუთარი სახსრებით მოახდინოს ტენტის დემონტაჟი.
4.1.3. შემსყიდველის მოთხოვნის შემთვევაში ერთჯერადად მოახდინოს ტენტის გატატანა შემსყიდველის მიერ მითითებულ სხვა ლოკაციაზე.
4.2. მიმწოდებელი უფლებამოსილია:
4.2.1. მოსთხოვოს შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
4.3. შემსყიდველი ვალდებულია:
4.3.1. განახორციელოს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.
4.3.2. მომსახურების შეწყვეტის შემდეგ დაუბრუნოს ქონება გამქირავებელს პირვანდელ მდგომარეობაში ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით.
4.3.3. დაუყოვნებლივ აცნობოს გამქირავებელს, თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი (ნივთობრივი/უფლებრივი), ან წინასწარ გაუთვალისწინებელი საფრთხისაგან ნივთის დასაცავად საჭირო იქნება აუცილებელი ზომების მიღება.
4.3.4. გადაიხადოს შეთანხმებული ქირა მაშინაც კი, თუკი დაქირავებული ნივთით სარგებლობაში ხელი ეშლება თავისივე მიზეზით.
4.3.5. გამქირავაბელს აუნაზღაუროს დაზიანებული ნივთის ღირებულება (დაზიანების ხარისხის მიხედვით), ხოლო, ნივთის დაკარგვის შემთხვევაში, აუნაზღაუროს მისი საბაზრო ღირებულება. გამქირავებლისგან მოთხოვნის მიღებიდან 7 კალენდარულ დღეში. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში გამქირავებელი უფლებამოსილი იქნება დამქირავებელს დაარიცხოს, ხოლო დამქირავებელი ვალდებული იქნება გამქირავებელს გადაუხადოს პირგასამტეხლო გადასახადელი თანხის 0,05% ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.
4.4. შემსყიდველი უფლებამოსილია:
4.4.1. მიმწოდებლისგან მოითხოვოს მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროსა და ადგილას;
4.4.2. შეამოწმოს მომსახურების გაწევის ხარისხი;
4.4.3. მონიტორინგის შედეგად მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მისცეს მას მითითება ვალდებულებების დარღვევის გამოსწორების შესახებ ან შეწყვიტოს (არ განახორციელოს) მიმწოდებლის დაფინანსება.
5. ხარისხი
5.1. მიმწოდებელი პასუხს აგებს გაწეული მომსახურების ხარისხზე, ხოლო შემსყიდველი უფლებამოსილია ჩაატაროს გაწეული მომსახურების ხარისხის შემოწმება.
6. მომსახურების გაწევის ადგილი და ვადა
6.1. მომსახურების გაწევის ადგილი: დაბა გუდაურის სამთო-სათხილამურო კურორტი, შემსყიდველის მიერ მითითებული ლოკაციები.
6.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს 2020 წლის 27 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით.
7. მიღება-ჩაბარების წესი
7.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დადასტურების მიზნით, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის ფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად.
7.2. მომსახურება ჩაითვლება გაწეულად მხოლოდ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
7.3. შემსყიდველის მხრიდან მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის უფლებამოსილება ენიჭება გუდაურის მართვის დეპარტამენტის უფროსის პირველ მოადგილეს xxxxxxxxxx xxxxxxxxx.
7.4. მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მხრიდან მოთხოვნილი მომსახურების გაწევის დადასტურების და ანაზღაურების მიღების მიზნით შემსყიდველს წარუდგინოს შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია. ანგარიშსწორების სავალდებულო წინაპირობა მიღება-ჩაბარების აქტთან ერთად არის ანგარიშ-ფაქტურა (არსებობის შემთხვევაში).
8. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება
8.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს გუდაურის მართვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე xxxxxxxxxx xxxxxxxx.
8.2. ინსპექტირება გულისხმობს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულების, აგრეთვე გაწეული მომსახურების ხარისხის კონტროლს.
8.3. ყველა გამოვლენილი ხარვეზის ან ნაკლის აღმოფხვრასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ანგარიშსწორების წესი
9.1. გაწეული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების 7.4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
9.2. ანგარიშსწორების ვალუტა: ლარი.
9.3. ანგარიშსწორების ფორმა: უნაღდო.
10. პასუხისმგებლობა ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის
10.1. მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულებისათვის ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
10.2. ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვანი შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულებით.
10.3. მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
10.4. არაჯეროვნად შესრულებას წარმოადგენს უხარისხო მომსახურების გაწევა. ამასთან, არაჯეროვნად შესრულებად მიიჩნევა ნებისმიერი ვალდებულების შეუსრულებლობა, რომელიც ნაკისრი აქვს მიმწოდებელს წინამდებარე ხელშეკრულებით, გარდა 10.5. პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.
10.5. მიმწოდებლის მიერ დაგვიანებით შესრულებას წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა, რისთვისაც შემსყიდველი უფლებამოსილია დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.2%-ის ოდენობით.
10.6. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებს ხელშეკრულების ღირებულების 2%-ს (10 კალენდარული დღე), შემსყიდველს უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება და მოსთხოვოს მიმწოდებელს ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება.
10.7. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარე უფლებამოსილია ცალმხრივად მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
10.8. პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებს მხარეებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან.
11. ფორს მაჟორი
11.1. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზეგავლენით. აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია აცნობოს მეორე მხარეს ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეუძლებლობის შესახებ.
11.2. თუ ერთ-ერთი მხარე დაუძლეველი ძალის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
11.3. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება დაუძლეველი ძალის მოქმედების დასრულებისთანავე.
12. სადაო საკითხების გადაწყვეტა
12.1. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წამოჭრილი ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმების გზით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავის გადასაწყვეტად მხარეები უფლებამოსილნი არიან მიმართონ სასამართლოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13. ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა და ხელშეკრულების შეწყვეტა
13.1. ხელშეკრულებაში დამატებების ან/და ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ წერილობითი ფორმით, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით და წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
13.2. ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ელექტრონული ფორმით.
13.3. ხელშეკრულების პირობების, მათ შორის, ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილებების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისთვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ხელშეკრულების პირობების გადასინჯვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398–ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში, ხელშეკრულების თავდაპირველი ჯამური ღირებულების გაზრდა დაუშვებელია 10%–ზე მეტი ოდენობით.
13.4. ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით.
13.5. ხელშეკრულების ცალკეული პირობების მოქმედების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მეორე მხარეს დანარჩენი ვალდებულებების შესრულებისგან.
13.6. ხელშეკრულების შეწყვეტის გაფორმება ხდება შეთანხმების გზით, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში მხარეებს უფლება აქვთ გამოიყენონ ხელშეკრულების ცალმხრივად (წერილობითი ფორმით) შეწყვეტის შესაძლებლობა.
13.7. შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ:
13.7.1. მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს);
13.7.2. მიმწოდებლის მიმართ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე (მიუხედავად მისი დაწყების დროისა);
13.7.3. მიმდინარეობს მიმწოდებლის რეორგანიზაცია, თუ ეს გარემოება ზეგავლენას ახდენს ან შესაძლებელია მოახდინოს ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე;
13.7.4. თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის მიერ მიწოდებული დოკუმენტები ყალბია;
14. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
14.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
15. მხარეთა ხელმოწერები
შემსყიდველის მხრიდან: შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მის: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70 სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ნ XX00XX0000000000000000 ს/კოდი 215 096 367 |
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე: |
xxxxxx xxxxxxxxxxx |
მიმწოდებლის მხრიდან:
შპს ,,სეზონი“
მის: ქ. თბილისი, სააკაძის ქ. N27 ა, სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: XXXXXX00
ა/ნ XX00XX0000000000000000
ს/კოდი 405 327 588
შპს ,,სეზონის“ დირექტორი:
xxxxxx xxxxxx
development company
ltd mountain resorts
Digitally signed by ltd mountain resorts development company Date: 2020.02.26 16:42:49 +04'00'
2020 წლის 26 თებერვალს N122 ხელშეკრულების დანართი N1
გაქირავებული ნივთის დასახელება | რაოდენობა | შეთანხმებული ფასი (ნივთის დაზიანების ან დაკარგვის შემთვევაში) | |
1. | ტენტი 3X3 მ | 1 ერთეული | 1 ერთეული - 3500 ლარი |
2. | ტენტის იატაკი | 9კვ.მ | 1 კვ.მ - 150 ლარი |
შენიშვნა: 29.02.2020 ინვენტარის წაღება - 01.03.2020 ინვენტარის უკან დაბრუნება |
შემსყიდველის მხრიდან: შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ მის: ქ. თბილისი, კოსტავას ქ. N70 სს „თიბისი ბანკი“ ბანკის კოდი: XXXXXX00 ა/ნ XX00XX0000000000000000 ს/კოდი 215 096 367 |
შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის მოადგილე: |
xxxxxx xxxxxxxxxxx |
მიმწოდებლის მხრიდან:
შპს ,,სეზონი“
მის: ქ. თბილისი, სააკაძის ქ. N27 ა, სს „თიბისი ბანკი“
ბანკის კოდი: XXXXXX00
ა/ნ XX00XX0000000000000000
ს/კოდი 405 327 588
შპს ,,სეზონის“ დირექტორი: